You are on page 1of 6

სცენა პირველი

მოქმედი პირები-ნიცა, საბა, მურო, ჭორიკანა კლასელები.

საკლასო ოთახი. მერხთან ნიცა და საბა. ნიცა საბას უხსნის მათემატიკას . კლასში შემოდის
მურმანი(მურო).

მურო-ვაა, გვრიტებოო! შენ აქ რა გინდა ბიჭო! რამდენჯერ გითხარი ამ გოგოს თავი


დაანებემეთქი.

მურო საბას თავში წამოარტყავს.

ნიცა-აუ წადი რა თავი დაგვანებე, ვერ ხედავ ვმეცადინეობთ, არ გვცალია შენთვის.

მურო-ხო კარგი, დაწყნარდი, რომეო და ჯულიეტა.

მურო გადის ოთახიდან.

საკლასო ოთახის კარებთან დგას სამი გოგო.

პირველი გოგო-შეხედე იმათ, ვითომ მედადინეობენ

მეორე გოგო- რატომ, მათ შორის რა რამე ხდება??

მესამე გოგო-შენ რა არ იცი, მთელი სკოლა მაგათზე ლაპარაკობს

პირველი გოგო-და მერე მურო?

მეორე გოგო-რაღადროს მუროა, შარშან დასრულდა მაგათი რომანი

მესამე გოგო-ეჰჰ! საწყალი მურო

პირველი გოგო-საქყალი მურო კი არა საწყალი საბა, არ იცის მაგან მურო რას დამართებს

მეორე გოგო-აბა,აბა.

მეორე სცენა

მოქმედი პირები-ნიცა,ლილე, მურმანი, მასწავლებელი.

მათემატიკის გაკვეთილი, მასწავლებელი ხსნის გაკვეთილს.

მასწავლებელი-მომისმინე შენ, აქ რო არ მისმენ სახლში რამეს გაიგეებ! მერე მოხვალ და


მეტყვი ვერ გავიგეო, აღარ ავხსნი მე თავიდან! მოგინდებათ მერე ნიშნები და როგორც
თქვენ არ მისმენთ ისე არ მოგისმენთ მეც.

ნიცა-უიი, ხო იცი ეხლა რა ხდება

ლილე-რა?

ნიცა-რა რა გოგო, ჩემი ოქროს დაბადევის დღე მოდის.

ლილე- უიი, სუ დამავიწყდა. რას შვები მერე? იხდი?

ნიცა-ხო აბა. კი ვიფიქრე ტელეფონს ვიყიდითქო მარა ჯერ არ მინდა, თან შარშანაც აიფონ
14 მაჩუქეს ჩემებმა და ყოველ წელს ერთიდაიგივე საჩუქარი რა არის. არტიზანში ვაპირებ
გადახდას, ჩემებმა ფული მომცეს და წავიდეთ ბავშვები.
ლილე-რამდენი გაქვს?

ნიცა-თავიდან 1000 ლარს მჩუქნიდნენ მარა მერე შემეცოდნენ და 700 გამოვართვი.

ლილე-და ვის პატიჟებ?

ნიცა-აუ ეგ არ ვიცი, მთელი კლასის დაპატიჟება არ მინდა მარა რავი, არ ტეხავს ?

ლილე- რა უნდა ტეხავდეს. იმასთან 9 წელია არ გვილაპარაკია, იმათ წინა კვირას


ვეჩხუბეთ და აი იმის მიმიკები მთელ დღეს ჩაგვაშხამებს.

ნიცა-აუ ხო მეც ეგრე ვფიქრობ, აუ მოდი ჩამოვწეროთ რა ბარემ.

ნიცა იღებს ფურცელს და იწყებს წერას.

მასწავლებელი-ვაიმეე! შუკაკიძე არ მომიყვანო მანდ თორე გისვრი მესამედან !

მურმანმა ყველაფერი გაიგო.

ზარი.

მესამე სცენა

მოქმედი პირები-მურო, თამარი.

ცარიელი საკლასო ოთახი.

მურმანი შედის კლასში და მიდის ნიცას ჩანთისკენ. იღბს სიას და კითხულობს

მურო-ლილე, მარი, ანანო, საბა… საბაა?! ამ სულელს პატიჟებს და მე არაა!

იღწბს ფულს, ითვლის და ამბობს

მურო-მართლა 700 ლარი ყოფილა. მე თქვენ გაჩვენებთ როგორ უნდა ჩემს გარეშე
გართობა.

იღებს ფულს და საბას ჩანთაში დებს.

მურო-ამის მერე კიდე გეყვარება საბა?

ბოროტული სიცილი

კლასში შემოდის სამართლიანი თამარი, ხედავს ყველაფერს და შეშინებული უკან გარბის .

მეოთხე სცენა

მოქმედი პირები-დამრიგებელი,დირექტორი,სასწავლო ნაწილი.

დამრიგებელი აფორიაქებული შედის დირექტორის კაბინეტში.

დამრიგებელი-ვაიმეე! იცით რა მოხდა ჩემს სადამრიგებლოში?? ლამაზი გოგო რომ მყავს


ნიცა, მაგის ოქროს დაბადების დღე ყოფილა და მშობლებს ფული გამოუტანებიათ
სკოლაში. 700 ლარი
დირექტორი-700 ლარი? მაგათმა არც სკოლის შინაგან საქმეთა კოდექსი იციან და არც
ეთიკის.

სასწავლო ნაწილი-ღმერთო ჩემო, ბავშვებს უნდა ვასწავლოთ თუ მშობლებს.

დამრიგებელი-ხოდა მოპარეს ეგ ფული.

დორექტორი-ქურდობა სკოლაში?! თან ამ აკრედიტაციის პერიოდში, კრიმინალის


იარლიყიღა აკლდა სკოლას, სასწრაფოდ პოლიციას უნდა შევატყობინოთ.

სასწავლო ნაწილი-არა,ცოტა ხნით მივიცადოთ, იქნებ დააბრუნონ ფული, ან ჩვენ თვითონ


დავიწყოთ ჩხრეკა.

დირექტორი-რას ამბობ, არაფრი გაგოგია კანონზე რეფერირების შესახებ ?

სასწავლო ნაწილი-არა ქალბატონო ნაილ.

დირექტორი-ძალიან ცუდი. მოკლედ კანონის მიხესვით თუ დირექციამ გაიგო ან ეჭვი


გაუჩნდა კრიმინალზე ვალდებულია აცნობოს პოლიციას, რესურსცენტრს, სოციალურ
სამსახურს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას დაგვიჭერენ, მეც,შენც და ტრიფონიასაც .

დამრიგებელი-ტრიფონია ვინღაა?

დორექტორი-ეგ არის ვინ არის. სასწრაფოდ მანდატურებს დაუძახეთ .

სასწავლო ნაწილი-ჩხრეკა უნდა ჩავატაროთ?

დირექტორი-არა! ჩხრეკა არ შეიძლება, უბრალოდ კანონიერი დათვალიერება .

მეხუთე სცენა

მოქმედი პირები-მანდატურები, დამრიგებელი,

საბა,ნიცა.

მანდატური-ბავშვებო, ჩვენს სკოლაში გაუგონარი ამბავი მოხდა. თქვენს კლასელ


გოგონას მოპარეს ფული.

მანდატური 2-დამნაშავემ ჯობია ეხლავე აღიაროს და დააბრუნოს ფული, წინააღმდეგ


შემთხვევაში მოგვიწევს პოლიციისთვის შეტყობინება.

მანდატური-რახან არავინ აღოარებს მაშინ დროა გაჩხრეკა დავიწყოთ .

ჩხრეკვა. საბას ჩანთაში იპოვიან ფულს.

მანდატური-ვიპოვე, აქ არის!

მანდატური2- 700 ლარია?

მანდატური- კი, შვიდასია.

საბა-მაგრამ მე არ მომიპარავს

მანდატური-თუ შენ არ მოგიპარავს მაშინ რატომ დევს ფული შემს ჩანთაში ?

საბა-მართლა არ ვიცი, გეფიცებით მე იმ ფულისთვის ხელი არ მიხლია.


ნიცა-შეენ საბა?(იმედგაცრუებული)

საბა-ნიცა მე არაფერი გამიკეთებია, მართლა, რატო გავაკეთებდი ეგეთ რამეს.

დამრიგებელი-კარგოთ ბავშვებო, გარეთ გავიდეთ.

მეექვსე სცენა

პოლიციის განყოფილება.

მოქმედი პირები-შორენა, ალექსანდრე, საბა, საბას მამა.

ალექსანდრე-რას შვები შორე, აიღე ახალი საქმე?

შორენა-კი,ქურდობის საქმე დამეწერა

ალექსანდრე-ბინის ქურდობის?

შორე-უარესი! მოზარდები. ერთმა მოსწავლემ მეორეს მოპარა ფული . თან შეყვარებულს .

ალექსანდრე-რა დრო მოვიდა, კაცებმა ღირსება დაკარგეს.

შორე-მეც მაგას არ ვამბობ, მახე მაგას რა ვუყო.

ალექსადრე-ფრთხილად იყავი, არასრულწლოვანია და ხო იცი მაგათ რამხელა


უფლებები აქვთ. არასრულწლოვანთა კოდექსი იცავს.

შორე-კოდექსი არ ვიცი მე, რასაც მინდა იმას ვიზამ, ეხლა კიდე მაგას დავეკითხები .

ალექსანდრე-მაინც მასწავლებელი, ფსიქოლოგი ან ვინმე დაისწარი, პროკურორა თუ


ეტყვი მთლად კარგი იქნება.

შორენა-სად მაქვს მაგდენი დრო, სხვა საქმეებიც უნდა გამოვიძიო. ნივთმტკიცება ვეჟდოკი
უკვე ამოღებული მაქვს.

განყოფილებაში შემოდის საბა მამასთამ ერთად.

მამა-საბა, შვილო ეს რა დაგემართა.

საბა-მამა მე არ გამიკეთებია. რატო უნდა მომეპარა ფული ნიცასგან, მითუმეტეს მაშინ


როცა ის ასე ძალიან მიყვარს. მამა შენ ხომ გჯერა ჩემი?

მამა-მე კი მჯერა შვილო მაგრამ

შორენა-შენ ხარ ქართველიშვილი? მოდი აქ დაჯექი. აბა ბიჭო, შენ ამოაცალე


შეყვარებულს ფული?

საბა-არა, მე არაფრი მომიპარავს.

შორენა-რას მატყუებ ბიჭო, შენი აზრით არ ვიცი მე რა მოხდა და როგორ მოხდა?

მამა-თუ შეიძლება საწყნარდით ქალბატონო, ჩემი შვილი ჯერ მხოლოდ 15 წლისაა,


ჭიანჭველასაც არ დაადგამს ფეხს. თუ ამბობს რომ არ გაუკეთებია ესეოგი არ გაუკეთებია .

შორენა-მაგას გამოძიება გაარკვევს.

საბა-მე არაფრი არ მომიპარავს, საერთოდ აზრზე არ ვიყავი ნიცას ფული თუ ჰქონდა .


დღეს მითხრა რომ დაბადებისდღე ჰქონდა, საჩუქროს ყოდვასაც კო ვაპირებდი .
შორენა-ოხ, მშვენიერი საჩუქარი გაგიკეთებია.

საბა-და მე რატო მტენით მაგ სამეს?

შორე-წესივრად ლაპარაკი ისწავლე ბიჭო, ვტენით თურმე, შეტენვა შენ მერე ნახე
კოლონიაში თუ გიკარი თავი. შენი აზრით მამიკო იქაც გეყოლება? ჰა ბიჭოო?

საბა-თავი დამანებეთ.

შორე-რა თავი დაგანებო ბიჭო, აღიარე, კაცი არა ხარ? აღიარე იქნებ ცოტა შეგიმსუბუქდეს
სასჯელი.

საბა ჩუმადაა.

შორენა-ხმა ამოიღე და თვალებში მიყურე რო გელაპარაკები! მომისმინე, ხვალ


მასწავლებელთან ერთად მოხვალ და ჩვენებაში აღიარებ ყველაფერს გაიგე?

საბა-რა უნდა ვაღიარო, არაფრი არ დამიშავებია.

შორს-კიდე იგივეს იძახოს რა გინდა ბიჭო გცემო მართლა? ხვალ მოხვალთქო


მასწავლებელთან ერთად და აღიარებ ყველაფერს. წადი ეხლა სახლში, მომაორდი
აქედან.

საბა-მამა, მიშველე რამე. ჩემს სიმართლეს ვერ ვამტკიცებ, მე ამ ცხოვრების …

მამა-ეს რა დღეში ჩამოგდეთ ბავშვი

მეშვიდე სცენა

ღმერთო ჩემო ეხლა რა უნდა გავაკეთო. საბას ასე ვერ მოვექცევი, მაგრამ მურმანმა
განრაზებულზე მე რომ რამე დამიშავოს მერე რა ვქნა? ნეტა საერთოდ არ დამენახა . კიდევ
ეს უნდოდა ჩემ გადამხრჩვალ ცხოვრებას. ვაიმე რა დავაშავე განა ასეთი , მე რომ
დაველაპარაკო მურმანს, უფ მაგასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს . ნიცა არც მომისმენს , არა
ნუ რა უნდა ვქნა ეხლა მე? ამ ამბავს ისე ვერ დავმალავ თოთქოს არც მცოდნიაო , მაგრამ
მასწავლებელს რომ ვუთხრა ყველა მიხვდება რომ მე ვიყავი , ჯობია წერილი დავუწერო ,
რაც იქნება იქნება.

მერვე სცენა

მოქმედი პირები-დამროგებელი და ქართულის მასწავლებელი.

დამრიგებელი ჩანთაში ნახულობს თამარის წერილს

დამრიგებელი-ეს რაღაა,

იკეთებს სათვალეს და იწყებს კითხვას

ბუტბუტებს, გაოცებულია, თავში ხელს ირტყამს. ურეკავს ქართულის მასწავლებელს


დამროგებელი-ალო, რა მინდოდა რო მეთქვა, ჩემ ბავშვებს შენ ასწავლი აგერ რამდენი
წელია და ფოტოს ჩაგიგდებ, იქნებ ხელწერა ამოიცნო რომელი ბავშვისაა რო მითხრა .

უგდებს ფოტოს.

იგებს რომ თამარისაა და გაოცებულია.

მეცხრე სცენა

ჟურნალისტი-ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდა მოზარდებში ბულინგი . მსგავსი


ფაქტები ჩვენ სკოლაშიც ძალიან ხშირია, და რა უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან
ასაცილებლად? ან ვინ არის დამნაშავე? ბულინგისგან მიყენებული ტკივილი აისბერგს
ჰგავს, შეიძლება ერთი შეხედვით ვერაფერი შევამჩნიოთ მაგრამ ჩვენ არასდროს
გვეცოდინება რა ხდება რეალურად. რაც შეეხება ჩვენს გათამაშებას ნიცა სხვა სკოლაში
გადავიდა, საბა კი უდანაშაულოდ სცნეს. რაც შეეხება მუროს, მისთვის სკოლამ
განრიდებისა და მედიაციის მექანიზმი აამუშავა. სამწუხაროდ ნიცას და საბას სიყვრულმა
გამოცდას ვერ გაუძლო, თუმცა შეიძლებოდა უარესადაც დამთავრებულიყო რომ არა
სამართლიანი თამარი. ჩვენი პერსონაჟების განსჯა კი თქვენთვის მოგვინდია .

You might also like