You are on page 1of 2

ზღაპრები

მიმდინარე პროექტი კეთდება “თბილისი წიგნის დედაქალაქის” ფარგლებში, უნდათ


რონ გავაცოცხლოთ ქართული ხალხური ზღაპრები.

სინოფსისი

ბაბუა თავის შვილიშვილებს სიურპრიზს უმზადებს, თავისი ხელით აწყობილი


პორტალით ბავშვები საზღაპრეთში გაყავს სადაც ბაბუა თავისი პატარაობის სახით
გვევლინება.
ბავშვების წინ იშლება 9 მთა და 9 ზღვა, ხოლო ბავშვად ქცეული ბაბუა სალამურით
წიქარას გამოიძახებს რომელიც მთელ საზღაპრეთს მოატარებს თავისი ზურგით.
ისინი შეხვდებიან ოქროს ერკემალსა და ცეროდებას, დევის კისერზე შემომჯდარ
ნაცარქექიას, გველეშაპს, კომბლესა და მის ცხვრებს, სალამურას და ბაიას დღის და
ღამის გასაყარზე, ჯადოსნურ ფასკუნჯს, ბროლის სასახლეში გამომწყვეულ
მზეთუნახავს და თვით სიზმარას.
ბოლოს წიქარა ცხრაკლიტულს დაეჭიდება და….
ამ დროს მამაც მოვა ბავშვების წასაყვანად, თურმე ეს ყველაფერი ბაბუს წაკითხულ
ქართულ ხალხურ ზღაპრებში ხდებოდა, რომელსაც გაფაციცებით უსმენდნენ
ბავშვები. წასვლისას კი გოგონა კიდევ ერთხელ მობრუნდება, წიგნს დასტაცებს
ხელს და ისე დაემშვიდობება ბაბუს.;

ანიმატიკი იხილეთ აქ:

https://www.dropbox.com/s/serxni3dfd0to56/animatik_V04.mp4?dl=0

პერსონაჟები აარჩიეთ აქედან:

https://www.dropbox.com/sh/ewosiicbbdf6u09/AACefsNzKh11q6krflY_0p_ba?dl=
0
● პერსონაჟი შეგიძლიათ თქვენი სურვილით აირჩიოთ, ანიმატიკიდან
გამომდინარე რომელიმე სცენით გაათამაშეთ. ეცადეთ გამომხატველი,
საინტერესო მოძრაობა მოიფიქროთ სადაც კარგად გამოჩნდება თქვენი
შესაძლებლობები.

● მაქსიმალურად ეცადეთ ჩაჯდეთ მოცემულ სტილში და გაიმეოროთ შითში


მოცემული პერსონაჟი, (არა მხოლოდ სახე, არამედ ტანსაცმელი და
დეტალებიც)

ვადა: პარასკევი, საღამო, 4 თებერვლის ჩათვლით

შეირჩევა 4 ანიმატორი

You might also like