You are on page 1of 3

მართიკოს ვაშლის ხე

განათლების რეფორმა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვნია, რადგან აშკარაა რომ


შესაცვლელია დღევანდელი სასკოლო წიგნები. ქართული ლიტერატურის სასკოლო
პროგრამას რომ გადავავლოთ თვალი დავინახავთ რა ცოტა თანამედროვე ავტორის
ტექსტია დღევანდელ სასკოლო პროგრამებში. არა მხოლოდ თანამედროვე
ავტორების ტექსტები არამედ ისეთი ავტორებისა რომლებიც ცოცხლები არიან და
მოსწავლეებს დაუტოვებს იმის განცდას რომ შეიძლება თავის საყვარელ ავტორს
სადმე შეხვდნენ, ან თავად ჩამოაყალიბონ ლიტერატურული სკოლა და მოიწვიონ ეს
ავტორი სკოლაში. ცოცხალი ავტორის გაცნობამ შეიძლება იმის სურვილიც გაუჩინოს
მოსწავლეს რომ თვითონ ჩაუსაფრდეს თავის საყვარელ მწერალს და დაელოდოს
სიახლეებს. სხვა სულისკვეთება ახლავს ცოცხალი ავტორის ტექსტს.

უახლესი ქართული ლიტერატურიდან ბევრი მწერალია ჩემთვის ცნობილი რომელთა


ნაწარმოებებს სასკოლო წიგნებს აუცილებლად დავამატებდი, ბევრი მიზეზის გამო,
მაგალითად: ერლომ ახვლედიანის "აღუ", არჩილ ქიქოძის,,სამხრეთული სპილო“,
კოტე ჯანდიერის „გლობალიზაცია“ , ლელა ცუცქირიძის „მართიკოს ვაშლის ხე“.
თითოეულ ამ ტექსტში ბევრი პრობლემა და სააზროვნო თემაა წამოჭრილი, თუმცა
დღეს მე ყურადღებას გავამახვილებ ბოლო მათგანზე ლელა ცუცქირიძის „მართიკოს
ვაშლის ხეზე“

ლელა ცუცქირიძე არის საბავშვო მწერალი, მხატვარ-ილუსტრატორი, უახლესი


ქართული ლიტერატურის წარმომადგენელი. დაიბადა 1964 წელს თბილისში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა საბავშვო გადაცემებსა და რედაქციებში. მონაწილეობდა
სხვადასხვა ლიტერატურულ და შემოქმედებით პროექტებში, არის ლიტერატურული
პრემიის ლაურეატი და საბავშვო სიმღერების ტექსტების ავტორი. მისი ნაშრომები
იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში. მისი ტექსტები შესულია ანთოლოგიებში,
ალმანახებსა და კრებულებში. თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ბერძნულ,
ლიეტუვურ, უკრაინულ და რუსულ ენებზე. გამოცემულიაქვს ბევრი საბავშვო წიგნი,
მათ შორისაა „ატუსა და მატუსა“ ,„დათუნია ბრუუს თავგადასავალი” ”გუდანდარას
და გუდუ-გუდუს თავგადასავალი” და „მართიკოს ვაშლის ხე“

მართიკოს ვაშლის ხე ჩვეულებრივი ხე არ არის - ის ძალიან უჩვეულო ამბის შემდეგ


ამოვიდა. ამ უჩვეულო ამბავმა ჩვეულებრივი გოგოს, მართიკოს, ცხოვრება
ძირფესვიანად შეცვალა. თუმცა, არა მხოლოდ მართიკოს, კიდევ ძალიან ბევრი
ადამიანის ცხოვრება შეიცვალა 2008 წლის აგვისტოს ომმა.
ეს წიგნი იმაზეა თუ , როგორ დავინახოთ ჩვენი გარემომცველი სამყარო და როგორ
ვიპოვოთ მასში ის, რაც გვაკლია და გვენატრება. მართიკოს ვაშლის ხე სიყვარულის,
მონატრებისა და იმედის ხეა.

ეს ნაწარმოები ისეთია რომელიც ერთიანად მონუსხავს დიდსაც და პატარასაც. ამბავს


პატარა გოგო მართიკო ჰყვება. ტექსტი მარტივი, გასაგები და გაუპრანჭავია, ისეთი,
როგორიც პატარა გოგოს შეჰფერის, თუმცა ამ პატარ-პატარა წინადადებებში, მოკლე-
მოკლე დიალოგებში მთელი ისტორია იკითხება, თითოეული სიტყვა ომგამოვლილი
ადამიანების, ბავშვების განცდებსა და შიშებს იტევს. განცდები გოგონასი, რომელმაც
საყვარელი ადამიანი, საყვარელი სახლი, მოგონებები დაკარგა, გვაშფოთებს და
მთელი სიცხადით შევიგრძნობთ ომის საშინელებას, მით უფრო, რომ ეს ომი სულ
ახლახან ჩვენს ქვეყანაში, ჩვენთან ძალიან ახლოს მოხდა.

მართიკო არის გოგო რომელსაც აქამდე არასდროს ენახა ნამდვილი ომი: „მე მაშინ
ექვსი წლის ვიყავი და არ ვიცოდი, რა იყო ნამდვილი ომი. იმას ვდარდობდი, რომ
ჩემი ფისო ლამარა არსად ჩანდა“. მართიკოს სიტყვები ერთნაირად მოქმედებს
როგორც დიდზე ასევე პატარაზეც, როგორ შეიძლება პატარა გოგოს ნათქვამმა ამ
სიტყვებმა „ნეტავ აღარასოდეს აღარსად იომონ ადამიანებმა, არცერთი ბავშვი აღარ
დარჩეს ობლად და უსახლკაროდ!“ არ იმოქმედოს ნებისმიერ ადამიანზე. ექვსი წლის
ბავშვის თვალით დანახული ომი კიდევ უფრო შემზარავი და დამთრგუნველია.

იმედისა და საყრდენის ძიებაშია მართიკო, და ამ იმედად იქცევა ვაშლი, რომელიც


მამამ გამოთხოვებისას მისცა და დაჰპირდა, რომ ძალიან მალე ნახავდა. მართიკო
ვაშლის კურკებისგან ვაშლის ხეს გაახარებს, და ეს ჩემთვის სიმბოლოა იმისა, რომ
გმირები უკვალოდ არ ქრებიან, რომ ისინი ტოვებენ შთამომავლობას, რომელიც ერთ
ვაშლს ვაშლის ბაღად აქცევენ.

ამ ნაწარმოებით მასწავლებლებს შეუძლიათ მოსწავლეებს შეასწავლონ ნამდვილი,


რეალური პატრიოტიზმი. ეს ნაწარმოები დაგვანახებს, რომ ახლახან და არა
ათასწლეულების წინათ, აქვე ახლოს და არა შორეულ ქვეყნებში, ადამიანები ხდებიან
გმირები, სამშობლოს სიყვარული მხოლოდ სიტყვები არ არის – ის ქმედებებით
რეალიზდება. რეალურად არსებობს ამქვეყნად უამრავი მართიკო, რომლებმაც
საკუთარ თავზე გამოცადეს ის ჯოჯოხეთი, იმ ქვეყანამ რომ დაატრიალა,
რომლისთვისაც „მტერი“ დღესაც ვერ დაგვირქმევია თამამად, რომელსაც ვიღაცები
დღემდე შენატრიან და იმ ქვეყანამ რომელსაც დღესაც ომი აქვს მეზობელ
ქვეყანასთან. როგორ შეიძლება ე ტექსტი წაიკითხო ემოციების გარეშე როდესაც ეს
გრძნობა გაუცხოების საშუალებას არ გაძლევს არასდროს.

ჩემი აზრით ეს ნაწარმოები უნდა ისწავლებოდეს სკოლის საბაზო საფეხურზე,


კონკრეტულად მე-7 კლასში. ეს ნაწარმოები დაეხმარება მოსწავლეებს გაიგონ თუ
როგორია პატარა ბავშვის თვალის დანახული ომის ტრაგედია, გაიაზრონ გმირების
წვლილი და დააფასონ ისინი, ,,იქნებ ადამიანები არც მიფრინავენ. იქნებ,
ბრუნდებიან მათთან, ვინც ძალიან უყვართ. უბრალოდ, ისინი მათ სულ
სხვადასხვანაირად ხედავენ“.(ლ.ქოქიძე). გარდა ამ ყველაფრისა ტექსტი გვეხმარება
წარმოსახვის უნარის განვითარებას. ბავშვებს შეუძლიათ წარმოიდგინონ
დაბრუნდება თუ არა მართიკო საბოლოოდ შინ და რა მოხდებოდა თუ მამამისი არ
წავიდოდა მტერთან შესაბრძოლებლად. მოსწავლეებს შეუძლიათ კონკრეტულად
მამის ტიპის პარალელის გავლება წარსულის გმირებთან, ხოლო დედის სახის
პარალელის გავლება სხვა გმირ დედებთან.

You might also like