You are on page 1of 3

ედუარდ შევარდნაძის მშვიდობიანი კავკასია მოიაზრებოდა რუსეთი თურქეთი,

დასავლეთის ჩართულობა.ამ იდეას: 6პრინციპი ტერიტორიული მთლიანობა, ადაიანის


უფლ. დაცვა, კომმუნიკაციის დაცვა, გარემოსდაცვით საკითხებზე თანამშრომლობა,
ეთნიკურ რელიგიური თანამშრომლლობა, მხარდაჭერა ინვესტიციების და იდეების
მხარდაჭერა კავკაასიაში- მხარი დაუჭირა თურქქეთმა.კოჩარიანის-სომხეთის ინიციატივა
3+3+2=საქ=აზერ+სომხ+თურქ+რუს+ირანი+ევროკავშირი+აშშ, ირანი ეწინააღმდეგება
თურქულს ჩართულობას.თურქეთსა და სომხეთს შორის 1993 წლის საზღვრები დაკეტილია
გენოციდის შემდეგ., თურქეთი სომხეთისთვის მტერია და თურეთი და აზერბაიჯანი
მოკავშირეები არიან, ამიტომ უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი სომხეთისთვის არის
რუსეთი. XX საუკუნის 90-იან წლებში კომუნisტური ბანაკის

დაშლისა და სოციალიზმის იდეოლოგიური დამარცხების

შემდეგ, მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე გაჩნდა ბევრი

ახალი პოლიტიკური ერთეული, რომელთა უმრავლესობამ

აღიდგინა დიდი ხნის ნანატრი დამოუკიდებლობა და

გეზი, ბუნებრივია, დასავლეთის ცივილიზებული

სახელმწიფოებისკენ აიღო. მათ შორის იყო ჩვენი ქვეყანა –

საქართველო.

საბჭოთა იმპერიის დაშლის მიუხედავად, მისმა

სულისჩამდგმელმა – რუსეთმა, მოიწადინა რაღაც ფორმით

მაინც მომხდარიყო მისი გავლენის ქვეშ მყოფი

სახელმწიფოების ძველ მდგომარეობაში შენარჩუნება და

რამდენიმე მოკავშირე ქვეყანასთან ერთად 1991 წელს

საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას – დსთ-ს,

რომლის ამოსავალ წერტილს რუსეთის ჰეგემონობის გამყარება წარმოადგენდა ყოფილ

მოკავშირე რესპუბლიკებში.

ძალიან დიდი მცდელობის მიუხედავად, რუსეთმა ვერ მოახერხა საქართველოს

დსთ-ს სივრცეში მოქცევა, რის გამოც არ დაერიდა ისეთ მიუღებელ ნაბიჯებს

საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში, როგორიცაა სამხედრო გადატრიალების

მოწყობა კანონიერი ხელისუფლების დასამხობად და ეთნოკონფლიქტების გაღვივება


უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ ყველაფრისგან მიღებულმა უმძიმესმა შედეგებმა

გამოიწვია საქართველოს იძულებითი გაწევრიანება დსთ-ში 1993 წელს.

ურთულეს მდგომარეობაში ჩავარდნის მიუხედავად, საქართველოს არ შეუწყვეტია

ნაბიჯების გადადგმა ევროპული სტრუქტურებისკენ. დსთ-ში იძულებითი გაწევრიანების

მიუხედავად ცალსახად გამოვლინდა, რომ ეს არის მკვდრადშობილი ორგანიზაცია

ნულოვანი პერსპექტივებით, შესაბამისად, XX საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული

დღემდე, საქართველომ გაიარა ძალიან ბევრი ეტაპი ყველაზე მოქნილი სამხედრო–

პოლიტიკური ორგანიზაციის – ნატოსკენ მიმავალ გზაზე, რითაც ხაზი გაუსვა ისტორიული

სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობას – საქართველოს დაბრუნებას დიდ ევროპულ

ოჯახში. თურქეთი სულ უფრო მჭიდროდ ხდება ინტეგრირებული დასავლეთთან ევროპის


საბჭოში, ნატო-ში, OECD, OSCE და G-20-ში გაწევრიანებით. თურქეთმა ევროკავშირში
სრულუფლებიან წევრობაზე მოლაპარაკება 2005 წელს დაიწყო, იყო რა ევროპის
ეკონომიკური საბჭოს ასოცირებული წევრი 1963 წლიდან და საბაჟოს კავშირის წევრი 1995
წლიდან. ამასთან ერთად, როგორც მეტწილად მაჰმადიანური ქვეყანა, თურქეთი აგრძელებს
ახლო კულტურულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინდუსტრიულ ურთიერთობებს
აღმოსავლეთის ქვეყნებთან, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ
აზიასთან, ისეთ ორგანიზაციებში წევრობით, როგორიცაა OIC და ECO. აშშ-ის ცენტრალური
სადაზვერვო სააგენტოს კლასიფიკაციით თურქეთი განვითარებული ქვეყანაა, ხოლო
პოლიტიკური მეცნიერებისა და ეკონომისტების შეფასებით ის რეგიონული ზესახელმწიფოა.
ტრადიციული დასავლური ორიენტაციის შესაბამისად, ევროპასთან ურთიერთობა მუდამ
იყო თურქეთის საგარეო პოლიტიკის ცენტრალური ნაწილი. თურქეთი გახდა ევროპის
საბჭოს დამფუძნებელი წევრი 1949 წელს და ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის
ასოცირებულ წევრობაზე შეიტანა განაცხადი 1959 წელს, ხოლო წევრი გახდა 1963 წელს.
რამდენიმე ათწლეულის პოლიტიკური მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთმა
თანამეგობრობის სრულ წევრობაზე შეიტანა განაცხადი 1987 წელს, დასავლეთ ევროპის
კავშირის ასოცირებული წევრი გახდა 1992 წელს, ევროკავშირთან საბაჟო შეთანხმებას
მიაღწია 1995 წელს, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება ოფიციალურად
დაიწყო 2005 წლის 3 ოქტომბერს.[55] ეს პროცესი სავარაუდოდ სულ მცირე 15 წელს
გაგრძელდება თურქეთის სიდიდისა და გარკვეულ საკითხებზე პოლარული
შეუთანხმებლობის გამო.[56] ამ საკითხთა შორისაა უთანხმოება ევროკავშირის წევრ
კვიპროსის რესპუბლიკასთან თურქეთის მიერ 1974 წელს კვიპროსში სამხედრო რეჟიმის
დამყარებასთან დაკავშირებით. 1974 წლიდან თურქეთი არ ცნობს მეტწილად ბერძნულ
კვირპოსის რესპუბლიკას, როგორც კუნძულის ერთადერთ მმართველობას და ნაცვლად მხარს
უჭერს დე-ფაქტო ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას, რომელიც მხოლოდ
თურქეთის მიერ არის ცნობილი.[57]
თურქეთის საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი განმსაზღვრელი ასპექტია მისი კავშირი აშშ-
სთან. საბჭოთა კავშირიდან წამოსული საერთო საფრთხის გამო თურქეთი ნატოში
გაწევრიანდა 1952 წელს, რამაც ცივი ომის პერიოდში მისი ვაშინგტონთან მჭიდრო კავშირი
განაპირობა. ცივი ომის შემდგომ წარმოქმნილ გარემოებებში თურქეთის გეოსტრატეგიული
მნიშვნელობა მის ახლო აღმოსავლეთთან, კავკასიასთან და ბალკანეთთან სიახლოვეში
ინაცვლებს. სირიის სიახლოვეს მდებარე ნატოს ავიაბაზა და თურქეთის მეზობლობა ერაყთან
აშშ-ის სამხედრო ოპერაციებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი გახდა. ასევე
მნიშვნელოვანი იყო თურქეთის სტატუსი, როგორც სეკულარული დემოკრატიის და მისი
პოზიტიური ურთიერთობები ისრაელთან. სანაცვლოდ თურქეთმა აშშ-სგან პოლიტიკური,
ეკონომიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა მიიღო, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან
საკითხში, როგორიც მისი ევროკავშირში გაწევრიანებაა. 1980-იან წლებში თურქეთმა
გაააქტიურა თანამშრომლობა აღმოსავლეთ აზიის მოწინავე ეკონომიკებთან, განსაკუთრებით
იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან მთელ რიგ ინდუსტრიულ სექტორებში, დაწყებული ავტო
და ხელსაწყოთმშენებლობიდან, დამთავრებული საყოფაცხოვრებო საქონლითა და სამხედრო
ინდუსტრიით.

თურქულენოვანი სახელმწიფოების საბჭოთა კავშირიდან 1991 წელს გამოყოფამ თურქეთს


საშუალება მისცა განევრცო მისი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები
ცენტრალურ აზიაშიც.[58] ამ ურთიერთობათაგან ყველაზე ნაყოფიერი გამოდგა
მრავალმილიარდდოლარიანი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი
ბაქოდან, აზერბაიჯანი, ჯეიჰანში, თურქეთი. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენით
თურქეთი დასავლეთისთვის ენერგომატარებლების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმწოდებელი
გახდა. თუმცა თურქეთის საზღვარი სომხეთთან დღემდე ჩაკეტილი რჩება, ამ უკანასკნელის
მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპირების გამო ყარაბაღის ომის პერიოდში.[59]

You might also like