You are on page 1of 1

აღვწეროთ საერთაშორისო სისხლის სასამართლოს მანდატი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქვს მანდატი გამოიძიოს კაცობრიობის


წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, სამხედრო დანაშაულები და გენოციდი იმ
სახელმწიფოების ტერიტორიებზე, რომლებიც არიან მისი ფუძემდებლური დოკუმენტის –
რომის სტატუტის ხელმომწერები, მას შემდეგ რაც აღმოჩნდება, რომ ამ ქვეყნების
სახელისუფლებო ორგანოებს ამის სურვილი ან უნარი არ გააჩნიათ.სისხლის სამართლის
საერთაშორისო სასამართლო პირველი გლობალური მუდმივმოქმედი სასამართლოა,
რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს იმ ადამიანთა სისხლისსამართლებრივი დევნა,
რომლებმაც ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ და გენოციდის დანაშაულები ჩაიდინეს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელშეკრულების თანახმად,
პროკურორს საკუთარი შუამდგომლობით შეუძლია მოითხოვოს გამოძიების დაწყება - ანუ,
წევრი სახელმწიფოს ან გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნის გარეშე, მაგრამ ამისათვის
მას წინასასამართლოს პალატის სანქცია ესაჭიროება. პროკურორის მიერ მოწოდებულ
მასალებზე დაყრდნობით, მოსამართლეები განსაზღვრავენ, არსებობს თუ არა გამოძიების
სანქცირების „გონივრული საფუძველი“. დაზარალებულებს ასევე შეუძლიათ, საკუთარი
მოსაზრებები მიაწოდონ წინასასამართლო პალატას.
საქართველო რომის სტატუტის წევრი სახელმწიფოა, ხოლო რუსეთი არა, გამოძიება
შეიძლება ჩატარდეს საქართველოს ტერიტორიაზე და განაჩენის გამოტანის შემდეგ
ლეგიტიმურად იქნა წაყენებული ბრალდებები თუ ვალდებულებები რაც ეკისრება რუსეთს,
რომის სტატუტის არაწევრ სახელმწიფოს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი გამოძიების ფარგლებში სამართლიანობის
უზრუნველყოფა ხანგრძლივი პროცესია.სასამართლო ძალიან გადატვირთულია და
შეზღუდულია რესურსებში, რის გამოც არის შეფერხებები საქმეების განხილვის პროცესში.
თუ გამოძიების სანქცირება მოხდა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს
პროკურორის ოფისს ექნება მანდატი, მიუკერძოებლად, სავარაუდო დამნაშავის იდენტობის
მიუხედავად, შეისწავლოს ბრალდებები.
მაგალითად,რომ მოვიყვანოთ საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს შემდეგ სისხლის
სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარეობდა წინასწარი გამოძიება
კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე.
ქართველებმა მტკიცებულებების შეგროვება დაიწყეს თავის ტერიტორიაზე და არა რუსეთში.
კერძოდ, კონფლიქტის დასრულებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში სულ მცირე სამი
დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდა, რომლის დროსაც შეგროვდა მტკიცებულებები
ერთკვირიანი ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში წამების, ეგზეკუციის, ყაჩაღობის და
სოფლების გადაწვის ფაქტებზე.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, სახელმწიფოების მხრიდან საკითხის
ირგვლივ თანამშრომლობის საშუალებებს რომც ვერ ხედავდეს, გამოძიებას მაინც დაიწყებს,
თუ ამის საფუძველი არსებობს, როგორც ამ შემთხვევაშია.
ძლიერი სახელმწიფოები და მათი მოკავშირეები ხშირად, სხვადასხვა ფაქტორის წყალობით,
თავს არიდებენ მართლმსაჯულებას, როდესაც მათ ტერიტორიებზე სერიოზული
დანაშაულებია ჩადენილი.

You might also like