You are on page 1of 2

Ჰიპერაქტიურობა ზოგადად არის უჩვეულო ან არანორმალურად აქტიური ყოფნის

მდგომარეობა. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს ფსიქიკური ან ფიზიკური

პირობებით.

რაც შეეხება ზოგადად ჰიპერაქტიურ ბავშვებს, მათ შესაძლებელია ახასიათებდეთ

შემდეგი თვისებები:

 ადვილად ეფანტებათ ყურადღება

უჭირთ აქტივობებზე ფოკუსირება.

 ზედმეტი ლაპარაკი

 გამუდმებით ნერვიულობა

 კონცენტრაციის გაძნელება

 უჭირს ამოცანების ორგანიზება

 იმპულსურობა

 უყურადღებობა

კვლევა ჩატარებული იქნება ერთ-ერთ სკოლაში სამიზნე ჯგუფი იქნება საბაზო


საფეხური. Კითხვარები და ინტერვიუები იქნება როგორც მასწავლებლებისთვისა და
ადმინისტარციისთვის ასევე მოსწავლეებისთვისაც რომ გავიგოთ რამდენად
ინფორმირებულები არიან არნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

ასევე კვლევაში წარმოდგენილი იქნება ის საკითხები თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს


მასწავლებელი ჰიპერაქტიურ მოსწავლეს, რა აქტივობები უნდა შემოიღოს და როგორ
უნდა შეამცირონ ჰიპერაქტიურობა, რომელიც უარყოფითად აისახება მოსწავლის
აკადემიურ მოსწრებაზე. რდგან ეს სისტემა საშუალებას აძლევს მასწავლებელს
ფოკუსირება მოახდინოს იმაზე, თუ რას აკეთებს ბავშვი კარგად და არა იმაზე, თუ
რას აკეთებს ის ცუდად.

რაც შეეხება მშობლებს, ჩვენ ვფიქრობთ რომ მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც


ჩართულნი არიან სკოლაში, მუდმივად

აკონტროლებენ შვილების ქცევებს თუ მოქმედებებს, ყოველთვის მზად არიან

მიიღონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, იღებენ უკეთეს შეფასებებს, აჩვენებენ


უკეთეს სოციალურ უნარებს და უკეთ ადაპტირდებიან სკოლასთან.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ შეიძლება

ჰიპერაქტიურობა გარდაუვალი მოვლენაა, მაგრამ არც ის არის შეუძლებელი, რომ

მხარდაჭერით და რეკომენდაციებით შევამციროთ ის მახასიათებლები, რაც

ჰიპერაქტიურობას უკავშირდება. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ასეთ

ბავშვებს ყველაზე მეტად სჭირდებათ სიყვარული, მზრუნველობა და სითბო.

You might also like