You are on page 1of 1

იმსჯელეთ,რა 

როლს ასრულებს მასმედია გლობალოზაციის პროცესში:
თანამედროვე მსოფლიოს სახის განსაზღვრაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან
როლს ასრულებს მასმედია.მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან
ელექტრონული საშუალებით, (ჟურნალ-გაზეთები, რადიო, ტელევიზია, კინო,
ინტერნეტი, რეკლამა და ა.შ.)ხდება საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე
პროცესებზე. ტელევიზია,რადიო,გაზეთი,ციფრული და ელექტრონული
საშუალებები,რომელთა მეშვეობითაც ინფორმაცია მიეწოდება სოციალურად
და კულტურულად მრავალფეროვან საზოგადოებას,ადამიანის
უმნიშვნელოვანეს ქმნილებათა რიცხვს განეკუთვნება.
მასმედია, ისტორიულად იდგა საზოგადოების სამსახურში და ასრულებდა
ჟურნალისტიკის, როგორც საზოგადოების სამსახურში მყოფი დარგის ჭეშმარიტ
მოვალეობას. თანამედროვე მსოფლიოში მასმედიის როლი კიდევ უფრო
გაიზარდა და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს წარმოადგენს ნებისმიერ
სახელმწიფოში.
მასმედიის ფუნქცია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის
მოძიება, საჯარო გაცნობისთვის მისი დამუშავება, მასობრივი გავრცელება და
საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაა, ამა თუ იმ ცხოვრებისეულ ფაქტებსა
და მოვლენებზე.მასმედიას, როგორც დამოუკიდებელ სოციალურ ინსტიტუტს,
შეუძლია გავლენა იქონიოს საზოგადოებრივ მოვლენათა განვითარებაზე,
შექმნას საზოგადოებრივი აზრი ამა თუ იმ შეხედულების სასარგებლოდ.
21-ე საუკუნეში, დემოკრატიულ ქვეყნებში, მასობრივი ინფორმაციის
საშუალებები ხელმისაწვდომია ყველასთვის. მათთვის, ვინც გასცემს
ინფორმაციას და მათთვისაც, ვინც იღებს მას. მასმედია, ფაქტობრივად,
მოიცავს ყველა სფეროს. ის ავრცელებს ნებისმიერი სახის ინფორმაციას იქნება
ეს სპორტული, პოლიტიკური, შემეცნებითი, კულტურული და ა.შ. იგი ცდილობს
დაამკვიდროს საზოგადოებაში არამხოლოდ შეხედულებები მიმდინარე
პროცესებთან დაკავშირებით, არამედ ახალი იდეები და ფასეულობებიც. ამით
იგი უზრუნველყოფს ადამიანთა უფლებას იცოდნენ თუ რა ხდება ქვეყანაში,
რათა შეძლონ მოვლენების სწორად შეფასება და გადაწყვეტილების მიღება.

You might also like