You are on page 1of 1

Მარი ჯანი

ნამდვილი სახელი — მარიამ მარკოზის ასული ტყემალაძე - ალექსიძე; დ. 12 ივნისი, 1890, თბილისი —
გ. 9 მაისი, 1978, იქვე.ქართველი პოეტი, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
1908 წელს დაამთავრა წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელი, ხოლო 1922 წელს თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ფილოლოგია-ფილოსოფიის ფაკულტეტი. მისი პირველი ლექსი „ტბა“ 1916 წელს
გამოქვეყნდა გაზეთ „სახალხო საქმეში“, ხოლო კრებული ლექსები 1921 წელს. აქედან მოყოლებული
პოეტი ქალის ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პერიოდიკაში, გამოდიოდა ცალკე
წიგნებად. მარიჯანის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ნატიფი ლირიზმი, ორიგინალური
თვალთახედვა. განსაკუთრებით ნაყოფიერად მოღვაწეობდა საბავშვო მწერლობაში.
აღსანიშნავია მარიჯანის მთარგმნელობითი მოღვაწეობა. სწორედ მან გააცნო ქართველ ბავშვებს ს.
მიხალკოვის, კ. ჩუკოვსკის, ე. შვარცის, მ. ალიგერის, ა. ტოლსტოის შემოქმედება. მისი თარგმნილი
პიესები წლების განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა ჩვენი თეატრების სცენებზე.
მწერალი აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა 20 წლის მანძილზე საქართველოს
მწერალთა კავშირში მუშაობდა საბავშვო ლიტერატურის სექციის მდივან-კონსულტანტად და ამითაც
ხელს უწყობდა საბავშვო ლიტერატურის წინსვლის საქმეს. დაჯილდოვებული იყო იაკობ გოგებაშვილის
პრემიით და შრომის წითელი დროშის ორდენით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თავისი დებიუტით მარიჯანმა მალე მიიქცია ყურადღება, როგორც ნიჭიერმა პოეტმა, რომელიც არ
ერიდებოდა ექსპლიციტურად ეწერა ეროტიული გრძნობების, სხეულებრივი და სულიერი
შეგრძნებების და, ზოგადად, ქალის სექსუალობის თემებზე. 1920-იან წლებში ეროტიული ლექსების
სახით მიმოწერა ჰქონდათ მარიჯანსა და იოსებ გრიშაშვილს. გრძნობისმიერი ემოციების გარდა,
ორივე მათგანი ამ ლექსებში ეხებოდა სოციალურად მტკივნეულ საკითხებს, რაც პატრიარქალურ
კლუტურასთან და სექსუალობის თემებთან იყო კავშირში.
მოგვიანებით, 60-იან წლებში გამოიცა მისი რამდენიმე არასაბავშვო პოეტური კრებული, სადაც
მარიჯანი უკვე ახერხებდა შეფარვით, მაგრამ მაინც გაეანალიზებინა მტკივნეული წარსული. გარდა
ლექსებისა და საბავშვო ლიტერატურისა, მარიჯანი მუშაობდა თარგმანებზეც. ძირითადად თარგმნიდა
რუსულ ლიტერატურას. 70-იანი წლების დასაწყისში იგი შრომის წითელი დროშის ორდენითაც
დაჯილდოვდა. მარიჯანი 1978 წელს გარდაიცვალა.

You might also like