You are on page 1of 2

ოჯახში ის გახლდათ მეექვსე და ნაბოლარა შვილი .

განდის მშობლები პატივს


მიაგებნდენ ვიშნუს - ვაიშინაისტური ტრადიციის უზენაეს ღვთაებას ინდუიზმში . ამ
პერიოდის დასავლეთ ინდოეთში ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა ჯაინიზმს ,
რელიგიას, რომელიც ყოველგვარი ცოცხალი არსების მიმართ არაძალადობრივ
მოპყრობას ქადაგებდა . ჯაინიზმმა , რომლის ღირებულებებსაც განდის მშობლები
იზიარებდნენ , მნიშვნელოვნად იმოქმედა მოჰანდასის აზროვნებასა და მოღვაწეობაზე .
როდესაც განდი 7 წლის გახდა , მისი ოჯახი საცხოვრებლად პორბანდარიდან 200
კილომეტრით დაშორებულ რაჩკოტაში გადავიდა , სადაც ინგლისურენოვანი სკოლა
ფუნქციონირებდა . ახალი ენის შესწავლა მოჰანდასთვის რთული აღმოჩნდა , თუმცა ,
საერთო ჯამში , ცუდი მოსწავლე არ ყოფილა . ახალ გარემოში აღმოჩენილმა განდიმ
მის ოჯახში დამკვიდრებულ ასკეტური ცხოვრების წესს გადაუხვია . სწორედ
მოზარდობის წლებში , სხვა თანატოლების გავლენით , განდიმ პირველად გასინჯა
თხის ხორცი. ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად ეროვნული მოტივებით იყო
განპირობებული : ინდოელებს სჯეროდათ , რომ ვეგეტარიანულმა ცხოვრების წესმა
მათი ორგანიზმი დაასუსტა , რის გამოც ბრიტანელებს ინდოეთის დაპყრობა
გაუმარტივდათ . კვების რაციონის ცვლილებამ განდიზე მძიმე ფსიქოლოგიური ეფექტი
მოახდინა .

მათი ცოლ-ქმრობა 1944 წლამდე , კასტურბას გარდაცვალებამდე გაგრძლედა . განდის


4 ვაჟიშვილი - ჰარილალი , მანილალი , რამადასი და დევდასი ჰყავდა .

1988 წლის 4 სექტემბერს, ის ლონდონში გაემგზავრა რათა სამართალი შეესწავლა


ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯში .
სანამ ინგლისში წავიდოდა , განდიმ ჯაიანის ბერ ბაჩარჯისა და დედამისის წინაშე
აღთქმა დადო , რომ შეინარჩუნებდა ინდუიზმის ღირებულებებს და შორს დარჩებოდა
ხორცისგან , ალკჰოლისგან

დასავლური ცხოვრების წესთან შეგუება ახალგაზრდა განდისთვის რთული აღმოჩნდა .


მდგომარეობას ართულებდა ისიც , რომ ვეგეტარიანული საკვების შოვნა ინგლისში
სირთულეს წარმოადგენდა . ფინანსური პრობლემების გამო განდიმ ფულის
ეკონომიურ ხარჯვა დაიწყო . ქირაობდა ერთოთახიან ბინას , სადაც საუზმესა და ვახშამს
თავად იმზადებდა , ამასთანავე , ფეხით ყოველდღიურად 15 კილომეტრს გადიოდა .

პარალელურად აქტიურად მოქმედებდნენ სხვა პოლიტიკური და რელიგიური ჯგუფები ,


რომელთა შორისაც ახალგაზრდა განდიმ უპირატესობა ვეგეტარიანელთა
საზოგადოებას მიანიჭა და მალევე შეუერთდა კიდეც . აღნიშნული საზოგადოების
ჟურნალში განდი აქტიურად აქვეყნებდა სტატიებს , ამასთანავე , ჩართული იყო
საორგანიზაციო საქმის წარმოებაში , რამაც მას მნიშვნელოვანი გამოცდილება
შესძინა . განდის ინგლისელ ნაცნობთა უმეტესობა ვეგეტარიანელი იყო , თუმცა
სტუდენტობის წლებში ის თეოსოფიურ საზოგადოებას დაუახლოვდა . ამ საზოგადოების
წყალობით ახალგაზრდა განდის პირველად მოუწია ძველი ინდური რელიგიური
ტექსტების , მათ შორის „ბჰაგავად გიტას “ წაკითხვა . რელიგიური ტექსტების კითხვის
პარალელურად განდი ახერხებდა იურისპრუდენციის საფუძვლიან შესწავლას . 1891
წლის 10 ივნისს მან დაუბრკოლებლად ჩააბარა გამოცდები და პროკურორობის
უფლება მოიპოვა . ინდოეთის დატოვებიდან 2 წელი და 8 თვე იყო გასული , როცა
აკადემიური ხარისხითა და მუშაობის უფლებით აღჭურვილი 21 წლის განდი
სამშობლოსაკენ მიმავალ გემზე ავიდა . როდესაც იგი ადვოკატი გახდა , გაემგზავრა
ბრიტანეთის კოლონიაში , სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში , სადაც გაეცნო კანონებს ,
რომლის მიხედვითაც შავკანიანებს ჰქონდათ ნაკლები უფლებები , ვიდრე
თეთრკანიანებს . მან გადაწყვიტა გამხდარიყო პოლიტიკური აქტივისტი , რადგან
ფიქრობდა , რომ შეცვლიდა ამ უსამართლო კანონებს . მან შექმნა ძლიერი ,
არამოძალადე მოძრაობა . განდის ცხოვრების დროს ინდოეთი იყო ბრიტანეთის
კოლონია. იგი არ ეგუებოდა ამას .

You might also like