Document

You might also like

You are on page 1of 2

Აქტუალობები

Დღესდღეობით არსებობს ისეთი ქვეყნები, რომელთაც არ გააჩნიათ პროგრესული


განვითარების პერსპექტივა და დღემდე მიჰყვებიან ტრადიციული ცხოვრების ნირს.
Მაგალითად, აფრიკის ქვეყნები, სადაც სასმელი წყალიც კი მწირი რაოდენობითაა.
Დღემდე არსებობს ტომები, რომლებიც სხვადასხვა კონტინენტზე ცხოვრობენ.
Მაგალითად გამოვიყენოთ აშშსა და კანადის რეზერვაციაში მცხოვრები ინდიელები.
Მათთვის დღევანდელი ცივილიზაცია გაუგებარი და უცხოა.

Ახალგაზრდების უმეტესობა მიეძალა სხვა ქვეყნის კულტურულ საგანძურებს, უცხოურ


ლიტერატურას და ხელიდან უშვებენ ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
შემეცნების შანსს, რომელიც თავდავიწყების ტოლფასია. Ისინი უკეთესის ძიებაში
საუკეთესოს კარგავენ.

Როგორ შეიძლება ბავშვების მოტაცებაზე არ გავახსენდეს გასულ წლებში მომხდარი


მოვლენები, როდესაც იაგო ნებიერიძემ მოიტაცა მცირეწლოვანი ბავშვები: ნანა
ბერიაშვილი და ზაქრო ბერძნიშვილი. Ამ ბუნებით სასტიკმა ადამიანმა ხალხისთვის უცნობ
ადგილებში დამარხა ბავშვები, ფეხები რკინის მავთულებით შეუკრა და თავზე ცელოფნის
პარკები ჩამოაცვა. Ამასთანავე, ის დიდძალ თანხას მოითხოვდა. Მათი ცხედრებიდან
ერთ-ერთის, ზაქროს, ცხედარი 12 წლის შემდეგ აღმოაჩინეს.

Გასულ წლებში დაფიქსირდა შემთხვევა, რომელიც ნამდვილი სიყვარულით გამოწვეული


თავდადების ნათელი მაგალითია. Ახალგაზრდა ლუკა ხეხელაშვილმა მისი საყვარელი
ადამიანისთვის თავი გაწირა და მიმავალ მანქანას, რომელიც მათ ეჯახებოდა, წინ
გადაუდგა და გოგონას სიცოცხლე იხსნა.

Ძალადობა, ძველი დროიდან მოყოლებული, დღესაც აქტუალურია. Ჩვენ თითქმის


ყოველდრიურად ვაწყდებით მსგავს ფაქტებს. Მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა გასულ
წლებში, როდესაც აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა შვილსა და დედაზე
იძალადა. Ბავშვი თმით ითრია, ხოლო დედას სკამი მოუქნია სახეში. Ასეთი ადამიანები
ცდილობენ, რომ ძალმომრეობითა და დამცირებით გამოავლინონ საკუთარი ფიზიკური
შემწეობა.

Ეს პრობლემა თანამედროვეობაშიც აქტუალურია. Ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია


მალალა იუსაფზაი, პაკისტანელი უფლებადამცველი. Ცხოვრებაში მისი მთავარი
პრიორიტეტი და ღირებულება იყო ქალებისთვის წვდომა განათლებაზე. Ამის გამო იგი
იბრძოდა და სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო, ტყვიაც კი ესროლეს, მაგრამ მისი
ერთგულების ნიადაგზე კვლავ აგრძელებდა ბრძოლას და შესაძლო მარცხისათვის
თვალის გასწორებას, რადგან მარცხი ხშირად გამარჯვების დასაწყისია.

Დღევანდელ აქტუალობაში არსებობენ ისეთი კატეგორიის ადამიანები, რომელთაც


გააჩნიატ ტალანტი და ამასთან ერთად განათლებაც, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ
ავითარებენ საკუთარ თავებს. Გამოვიყენოთ გამორჩეული ნიჭის მქონე უილიამს ჯეიმს
სიდი, რომლის ინტელექტის კოეფიციენტი საზოგადოებაში აღტაცებას იწვევდა. Ალბერტ
აინშტაინთან შედარებით, მას გაცილებით მეტი გონებრივი შესაძლებლობები ჰქონდა,
სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში 11 წლის ასაკში, საუბრობდა 8 ენაზე, დაწერა
არაერთი წიგნი მათემატიკისა და ლინგვისტური საკითხების შესახებ, თუმცა დაიჭირეს და
46 წლის ასაკში გარდაიცვალა ისე, რომ მისი არსებობის შესახებ არავინ იცოდა.

Საზოგადოებაში ნიჰილიზმია გამეფებული, რადგან თითოეული ბრძოლა განწირული


ჰგონიათ. Უახლესი ისტორიიდან გვახსენდებიან შინდისის გმირები. Მათ რომ არ
ებრძოლათ და სიცოცხლე არ გაეწირათ, დღეს მათ შესახებ არაფერი გვეცოდინებოდა.

Დათო ტურაშვილის ,,ჯინსების თაობა’’ მოგვითხრობს მარცხისათვის განწირულ რეალურ


ისტორიას. Რაც შეეხება მოფლიო დონის მაგალითებს, გვახსენდება ჯოან როულინგი,
რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი პოპულარული წიგნის - ჰარი პოტერის - ავტორია.
Მან ცხოვრებაში რთული პერიოდები გადაიტანა: ჩაგრავდა მეუღლე, გარდაეცვალა დედა,
არ უმართლებდა დასაქმების სფეროებში. Ეს მიზეზები საკმარისი იყო მისთვის რომ
დანებებულიყო, თუმც საპირისპიროდ მოქმედებდა. Იგი მილიარდერი გახდა, მის წიგნებს
კი უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.

Დღესდღეობით ბევრი ადამიანი მიჰყვება წინაპრების გზას, იზიარებენ მათ შეხედულებებს,


რის საფუძველზეც აშენებენ საკუთარ მომავალს. Მაგალითის სახით გავიხსენოთ ჩვენი
თანამედროვე მწერალი ჰარუკი მურაკამი. Მას ჰყავს რჩეულები, რომლებიც გაცილებით
ადრე მოღვაწეობდნენ. Ესენი არიან: ფრენცის სკოტ ფიცჯერალდი, ფიოფორ
დოსტოევსკი, ფრანცა კაფკა. Მათმა წარსულის გამოცდილებებმა და
მსოფლმხედველობამ დიდი გავლენა იქონია მისი აზროვნების ჩამოყალიბებაზე, რამაც
მას უბიძგა და გზა გაუხსნა, რომ ოდესმე თავადაც დაეწერა რაიმე გენიალური და
ღირებული.

Ძალადაობის შემთხვევა დაფიქსირდა ხარაგაულში, სადაც ქალი მეუღლისგან ფიზიკურ


ძალადობას 6 წელი იტანდა. Დედამთილი, როგორც კი მისი შვილი ცოლზე ძალადობდა,
კარებსა და ფანჯრებს ხურავდა, რომ ოჯახიდან ხმა გარეთ არ გასულიყო.

Არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველაფრის ფასად ცდილობენ მიაღწიონ


წარმატებას, ისინი სულიერ და მატერიალურ რესურსს დებენ სასურველი შედეგის
მისაღებად, რაც ჩვენს დროში საკმაოდ დასაფასებელია. Მაგალითად გამოვიყენოთ
მსოფლიოში აღიარებული ქართველი ქალი, რომელმაც მოჭადრაკეობით გაითქვა
სახელი, ნონა გაფრინდაშვილი. Იგი არაერთგზის ჩემპიონია. Მან ღვთის რწმენითა და
თავდაჯერებულობით შეძლო, რომ გამხდარიყო გროსმაისტერი და ქვეყნისათვის საამაყო
პიროვნება.

Საზოგადოების უმეტესობას, ერთი შეხედვით, უმაღლესი განათლება აქვს, თუმცა ხშირად


უმარტივეს საკითხებშიც კი უჭირთ სწორი აზრის დაფიქსირება. Ვფიქრობ, მათაც თეიმურაზ
ხევისთავის მსგავსი სენი აქვთ, უჭირთ ცოდნის გამოყენება.

You might also like