You are on page 1of 215

1 მკითხველთა ლიგა

პროლოგი

დავიბადე 1914 წელს, შუა დასავლეთის დიდი ქალაქის მყარ,


აგურის სამსართულიან სახლში. ჩემი მშობლები სიამტკბილო-
ბით ცხოვრობდნენ. მამაჩემს ხეტყის ბიზნესი ჰქონდა. ჩვენს
სახლს გარშემო მაღალი ღობე ერტყა, წინა ეზოში მოლი იყო,
უკანა ეზოში - ბაღი და თევზების გუბურა. მახსოვს მეფარნე, რო-
მელიც ფარნებს ანთებდა, მახსოვს დიდი შავი მბზინავი „ლინ-
კოლნი“ და კვირაობით პარკში სეირნობა. დღეს ამ უსაფრთხო,
უზრუნველი ცხოვრების არც ერთი რეკვიზიტი აღარ არსებობს -
სამუდამოდ გაქრა. კი შემიძლია მოგიყვეთ მეზობლად მცხოვ-
რებ გერმანელ ექიმზე, უკანა ეზოში მორბენალ ვირთხებზე,
დეიდაჩემის ელექტრომობილსა და გუბურაში მცხოვრებ შინაურ
გომბეშოზე, მაგრამ ალბათ არ ღირს ნოსტალგიური მოგონებე-
ბით თქვენთვის თავის მობეზრება.
სიმართლე ითქვას, ჩემი ბავშვობის მოგონებები კოშმარების
შიშითაა დაჩრდილული. სიმარტოვის მეშინოდა, სიბნელეში
მარტო დაძინება მიჭირდა, რადგან სიზმარში ზებუნებრივ ურ-
ჩხულებს ლამის იყო ხორცი შეესხათ. მეშინოდა, ერთხელაც გა-
ვიღვიძებ და სიზმარი ცხადად მექცევა-მეთქი. მახსოვს, ყური
მოვკარი, მოახლე ამბობდა, ოპიუმს თუ მოწევ, ტკბილად დაგე-
ძინებაო და ჩავილაპარაკე:
- რომ გავიზრდები, მეც მოვწევ ოპიუმს.
ბავშვობაში რაღაცები მელანდებოდა. ერთხელ დილაადრი-
ან გამეღვიძა და ჩემ მიერ აშენებულ სათამაშო სახლში მოთამა-
შე კაცუნები დავინახე. არ შემშინებია, მხოლოდ ცოტა გამიკვირ-
2 მკითხველთა ლიგა
და. ოთხი თუ ხუთი წლის ასაკში უცნაური, გაურკვეველი ციებ--
ცხელებისას ბოდვები დამეწყო და პირველად მომეჩვენა „კედ-
ლის ცხოველები“. ამ ჰალუცინაციას მას შემდეგ არა ერთხელ
შეუხსენებია თავი.
ვსწავლობდი პროგრესულ სკოლაში, რომელსაც შუა დასავ-
ლეთის დიდი ქალაქისთვის სასახელო მოქალაქეები უნდა აღე-
ზარდა: მომავალი ბიზნესმენები, იურისტები და ექიმები. გაუბე-
დავი და მორცხვი ბავშვი ვიყავი, ფიზიკური ძალადობისა მეში-
ნოდა. ერთი აგრესიული ლესბოსელი ყოველთვის თმაზე მექა-
ჩებოდა, როცა დამინახავდა. სიამოვნებით გავუსივებდი სი-
ფათს... თუმცა ის გოგო კარგა ხნის წინ ცხენიდან ჩამოვარდა და
კისერი მოიტეხა.
შვიდი წლის ვიყავი, ჩემმა მშობლებმა „ხალხისგან გარიდე-
ბა“ და გარეუბანში დასახლება რომ გადაწყვიტეს. იყიდეს სახლი
დიდი ეზოთი, თევზის გუბურითა და ჭალით, სადაც ვირთხების
ნაცვლად ციყვები ბინადრობდნენ და ქალაქისგან სრულიად
მოწყვეტილებმა დაიწყეს ტკბილად ცხოვრება ხეებში ჩაფლულ
ამ თავიანთ კაფსულში.
გარეუბნის კერძო სკოლაში განვაგრძე სწავლა. სპორტი დი-
დად არ მიყვარდა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ მთლად მოუქ-
ნელი ვიყავი; ვსწავლობდი საშუალოდ, „ფრიადზე“ არა, მაგრამ
არც ჩამორჩენილ მოსწავლედ ვითვლებოდი. განსაკუთრებით
მათემატიკა და ტექნიკური საგნები მიზიდავდა. გუნდური შეჯიბ-
რებები არასდროს მომწონდა და ყველანაირად თავს ვარიდებ-
დი. ქრონიკულ სიმულანტად ვიქეცი. მომწონდა თევზაობა, ნა-
დირობა და ლაშქრობა. ვკითხულობდი იმ დროს და ადგილას
მცხოვრები ამერიკელი ბიჭისთვის უჩვეულოდ ბევრს: ოსკარ
უაილდს, ანატოლ ფრანსს, ბოდლერს, ანდრე ჟიდსაც კი. ერთ
ბიჭს დავუახლოვდი და შაბათობით ერთად ვიკვლევდით ძველ

3 მკითხველთა ლიგა
სამტეხლოებს, ველოსიპედით ვსეირნობდით და მდინარეებსა
და გუბურებში ვთევზაობდით.
იმ პერიოდში ერთი სახლების მძარცველის ავტობიოგრაფი-
ამ - „შენ ვერ გაიმარჯვებ“ - ჩამითრია. ავტორი ამტკიცებდა,
ცხოვრების დიდი ნაწილი ციხეში გავატარეო. რატომღაც ციხე
გარე სამყაროსგან მოწყვეტილი შუა დასავლეთის ქალაქის გა-
რეუბნის მოსაწყენ ცხოვრებაზე უფრო საინტერესოდ მეჩვენებო-
და. ჩემი მეგობარი ჩემს მოკავშირედ და თანამზრახველად წარ-
მოვიდგინე. სადღაც მიტოვებული ფაბრიკა ვიპოვეთ, ფანჯრის
მინები ჩავამსხვრიეთ და საჭრისი მოვიპარეთ. გამოგვიჭირეს
და ჩვენს მშობლებს ზარალი აანაზღაურებინეს. ამის შემდეგ ჩე-
მი მეგობარი შემეშვა, რადგან ჩემთან ურთიერთობის გამო თა-
ვისი წრიდან გარიყვა ემუქრებოდა. მალე მივხვდი, რომ ამ
წრესთან, ანუ სხვებთან, შეთანხმება ან შეწყობა შეუძლებელი
იყო და სრულ მარტოობაში აღმოვჩნდი.
გარემო დაცარიელდა, მოწინააღმდეგე არსად ჩანდა და მეც
ჩემი თავგადასავლების ეულ გმირად ვიქეცი. ჩავდიოდი სრული-
ად უაზრო დანაშაულებს, რისთვისაც არავინ მსჯიდა. შევიპარე-
ბოდი უცხო სახლებში და უკან ხელცარიელი გამოვბრუნდებო-
დი. პირდაპირ გეტყვით, ფული საერთოდ არ მჭირდებოდა. ზოგ-
ჯერ ოცდაორკალიბრიანი თოფით დასახლებას დავივლიდი
ხოლმე და ქათმებს ვესროდი. გზებზე გიჟივით დავაქროლებდი
მანქანას, სანამ ავარიაში არ მოვყევი. სასწაულებრივად გადავ-
რჩი, თან ფაქტობრივად უვნებელი - თუმცა ჭკუა ვისწავლე და
მას შემდეგ მანქანის მართვისას სიფრთხილეს ვიჩენდი.
აშშ-ის სამი საუკეთესო უნივერსიტეტიდან ერთ-ერთში ჩავი-
რიცხე. ინგლისური ლიტერატურის გარდა, თითქმის არც ერთი
საგანი არ მაინტერესებდა. მძულდა უნივერსიტეტი და ის ქალა-
ქი, სადაც ეს უნივერსიტეტი მდებარეობდა. იქაურობა ჩამკვდა-
რი იყო. უნივერსიტეტი ინგლისური კოლეჯების უბადრუკი ასლი
4 მკითხველთა ლიგა
იყო, სავსე ინგლისური საჯარო სკოლების ასეთივე უბადრუკი
ასლების კურსდამთავრებულებით. თავს მარტოსულად
ვგრძნობდი. არავის ვიცნობდი, უცნობებს კი ყველასთვის სა-
სურველი ტიპების დახურული საზოგადოება ყოველთვის აგდე-
ბით უყურებდა.
სრულიად შემთხვევით რამდენიმე მდიდარი უცხოელი ჰომო-
სექსუალი გავიცანი. ეს ხალხი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს
და ნიუ-იორკიდან დაწყებული კაიროთი დამთავრებული საეჭვო
რეპუტაციის სასტუმროებსა თუ რესტორნებში ყველგან თავის-
ნაირებს დაეძებს. როგორც სოციოლოგები იტყვიან, ცხოვრება
ახლებურად დავინახე, მათი ლექსიკა, ჩვევები და სიმბოლიკა
შევისწავლე. თუმცა თავდაპირველმა აღფრთოვანებამ გადა-
მიარა და მათთან კავშირი თანდათან გავწყვიტე, რადგან მათი
უმეტესობა სრული იდიოტი იყო.
უნივერსიტეტი წარჩინების გარეშე დავამთავრე. „დიდი დეპ-
რესია“ მძვინვარებდა და სამსახური არ იშოვებოდა; თანაც, რა
დასამალია, წარმოდგენა არ მქონდა, რა საქმისთვის მომეკიდა
ხელი. თუმცა მე მამაჩემი ყოველთვიურად ას ორმოცდაათ დო-
ლარს მირიცხავდა თრასთ-ფონდში. ოკეანის გაღმა გავემგზავ-
რე. წელიწადზე მეტი ვიხეტიალე ევროპაში. ევროპაში ომისშემ-
დგომი სიმყრალე ტრიალებდა. ამერიკული დოლარით ავსტრი-
ის ლამის ყველა მოქალაქეს იყიდდი, კაცსაც და ქალსაც. 1936
წელი იყო, ნაცისტები ძალას იკრებდნენ.
მერე ისევ აშშ-ში დავბრუნდი. მამაჩემის ფულის წყალობით
თავის გასატანად არც მუშაობა მიწევდა და არც თაღლითობა.
როგორც შუა დასავლეთის ქალაქის გარეუბანში, ახლაც მოწ-
ყვეტილი ვიყავი გარე სამყაროს. ხან რა კურსებზე ჩავეწერე, ხან
რაზე, ჯიუ-ჯიცუშიც ვვარჯიშობდი. ფსიქოანალიზის სამწლიანი
კურსიც გავიარე. შედეგად შინაგანი მღელვარება და აკრძალვე-
ბი მომეხსნა. შემეძლო ჩემ გემოზე მეცხოვრა. ეს კურსი ჩემთვის
5 მკითხველთა ლიგა
წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა ჩემი ანალიტიკოსი ასე არ ფიქ-
რობდა, რადგან ჩემი „ორიენტაცია“ არ მოსწონდა. ბოლოს
მთლად აიღო ხელი ანალიტიკურ ობიექტურობაზე და „გამოუს-
წორებელ გაიძვერად“ გამომაცხადა. ფსიქოანალიზის შედეგე-
ბით მე უფრო კმაყოფილი დავრჩი, ვიდრე ის.
ფიზიკური უვარგისობის გამო ოფიცერთა საწვრთნელ ხუთ
პროგრამაში დამიწუნეს. სამაგიეროდ, ჯარში გამიწვიეს და უვა-
დო სამსახურისთვის გამოსადეგად მიმიჩნიეს. მივხვდი, რომ
ჯარში სამსახური საჩემო არ იყო და სამედიცინო ისტორიით და-
ვიძვრინე თავი. ერთხელ ვან გოგივით წამომიარა და ერთი ვინ-
მესთვის თავის მოსაწონებლად თითის წვერი წავიჭერი, რის გა-
მოც საგიჟეთში აღმოვჩნდი. საგიჟეთის ექიმებს ვან გოგზე არა-
ფერი სმენოდათ. პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი და-
მისვეს, რადგან სხვანაირად ვერაფრით აეხსნათ ერთი სამწუხა-
რო ფაქტი: ვიცოდი, სად ვიყავი და ვინ იყო აშშ-ის პრეზიდენტი.
როცა ჯარში ჩემს სამედიცინო ისტორიას გაეცნენ, მაშინვე
დამითხოვეს ცნობით: „გაწვევას ან ხელახლა შემოწმებას არ ექ-
ვემდებარება“.
ჯართან დამშვიდობების შემდეგ ბევრი სამსახური გამოვიც-
ვალე. იმ დროს შეგეძლო ყველგან გემუშავა. ვიყავი კერძო დე-
ტექტივი, დეზინსექტორი, ბარმენი. ვიმუშავე ფაბრიკა--
ქარხნებსა და ოფისებში. წვრილმანი დანაშაულიც ჩავიდინე
ერთი-ორჯერ; თუმცა ჩემი ას ორმოცდაათი დოლარი არასდროს
მომკლებია. ფული არ მჭირდებოდა. უბრალოდ, მსიამოვნებდა,
რომ კრიმინალური აქტით ჩემს თავისუფლებას საფრთხეს ვუქ-
მნიდი. სწორედ ამ დროს გავსინჯე პირველად ჰეროინი და მასზე
დამოკიდებული გავხდი. შესაბამისად, ფულიც დამჭირდა - მა-
ნამდე ეს ჩემთვის უცხო იყო.
ხშირად ისმის კითხვა: რატომ ხდება ადამიანი ნარკომანი?

6 მკითხველთა ლიგა
პასუხი მარტივია: როგორც წესი, ნარკომანობა არავის უნდა.
დილით არ იღვიძებ და არ ასკვნი, რომ ნარკომანობა გინდა. წა-
მალზე შესაჯდომად თითქმის სამი თვე დღეში ორჯერ უნდა გაიჩ-
ხირო. ნამდვილი ლომკა მხოლოდ ამის შემდეგ გეწყება. მე
ლომკა მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ დამეწყო. სხვათა შორის,
აბსტინენციის სიმპტომებიც შედარებით მსუბუქი მქონდა. ვფიქ-
რობ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ განარკომანე-
ბას თითქმის ერთი წელი და ასობით გაჩხირვა სჭირდება.
რა თქმა უნდა, ისმის სხვა კითხვაც: საერთოდ რატომ სინჯავ
ნარკოტიკს? ან რატომ აგრძელებ მის მოხმარებას განარკომა-
ნებამდე? ნარკომანი იმიტომ ხდები, რომ არავითარი მიზანი არ
გაგაჩნია. ნარკოტიკი სიცარიელეს გივსებს. პირველად ცნობის-
მოყვარეობის გამო გავსინჯე. მერე სულ ვიკეთებდი, თუ ვიშოვი-
დი. თანდათან შევჯექი. გავიკითხე და სხვა ნარკომანებმაც იგივე
მითხრეს. აღარც მათ ახსოვთ, რატომ დაიწყეს წამლის კეთება.
იკეთებდნენ და იკეთებდნენ, სანამ არ შეჯდნენ. თუ წამალი
არასდროს გაგიკეთებიათ, ვერასდროს მიხვდებით, რა არის
ლომკა. ნარკომანობას არავინ გეგმავს. უბრალოდ, ერთ დილას
იღვიძებ და უკვე ლომკა გაქვს.
არასდროს მინანია, რომ ჯანქს ვიკეთებდი. ვფიქრობ, ჯანქის
პერიოდულმა მოხმარებამ უფრო ჯანმრთელად მაქცია; თუ
ზრდას შეწყვეტ, მოკვდები. ნარკომანი არასდროს წყვეტს
ზრდას. ბევრი მომხმარებელი პერიოდულად თავს ანებებს კე-
თებას, ამ დროს მისი დაპატარავებული ორგანიზმის ჯანქზე და-
მოკიდებული უჯრედები ახლით იცვლება. მომხმარებელი მუდ-
მივი დაპატარავებისა და ზრდის რეჟიმშია გაჩხირვის დაუოკებე-
ლი სურვილიდან გაჩხირვამდე.
ნარკომანების უმეტესობა იმაზე ახალგაზრდაა, ვიდრე გა-
მოიყურება. ამას წინათ მეცნიერებმა ცდა ჩაატარეს, მატლს არა-
ფერს აჭმევდნენ და მისი განლევის პროცესს იკვლევდნენ. იმის
7 მკითხველთა ლიგა
წყალობით, რომ კვლევა ინტერვალებით მიმდინარეობდა, ორ-
განიზმი კი განუწყვეტლივ იზრდებოდა, მატლის სიცოცხლე ძა-
ლიან გახანგრძლივდა. მჩხირავს რომ ჯანქისთვის პერიოდუ-
ლად თავის მინებება შეეძლოს, ალბათ, წარმოუდგენელ ასაკამ-
დე მიაღწევდა.
ჯანქი უჯრედული განტოლებაა, რომელიც მომხმარებელს უმ-
თავრესს ასწავლის. ვიცი, როგორია მორფინის წვეთებად აწო-
ნილი სიცოცხლე. განმიცდია ჯანქის ნაკლებობით გამოწვეული
ტანჯვა და შპრიცით შეყვანილი სითხით უჯრედების დარწყულე-
ბით გამოწვეული შვება. ისე, ყველანაირი სიამოვნება შვებაა.
როგორც ნებისმიერ მომხმარებელს, ჯანქმა გამომამუშავებინა
სტოიციზმი უჯრედულ დონეზე. მინახავს მდუმარე და მწუხარე-
ბისგან გაშეშებული ლომკიანი ნარკომანებით გატენილი საკნე-
ბი. მათ კარგად იცოდნენ, რომ წუწუნსა და მოძრაობას აზრი არ
აქვს. მათ იცოდნენ, რომ ვერავინ ვერავის დაეხმარება. არ არ-
სებობს გამოსავალი, არანაირი საიდუმლო, რომელსაც ერთი
მეორეს გაანდობს.
მე ჯანქის განტოლება შევისწავლე. ჯანქი ალკოჰოლი ან
პლანი არ არის, რომ მხოლოდ სიამოვნებისთვის მოიხმარო.
ჯანქი ცხოვრების წესია.

8 მკითხველთა ლიგა
***

ჰეროინი პირველად მსოფლიო ომის დროს გავსინჯე, 1944


ან 1945 წელი იქნებოდა. ერთ ტიპს დავუახლოვდი, ნორტონს
ეძახდნენ და მაშინ გემთსაშენში მუშაობდა. მგონი, მისი ნამდვი-
ლი გვარი მორელი იყო, სახელფასო ჩეკის გაყალბებისთვის
ჯერ კიდევ მშვიდობიანობის დროს დაეთხოვათ ჯარიდან და
უხიაგობისთვის 4-F კატეგორიისთვის მიეკუთვნებინათ. ჯორჯ
რაფტს ჰგავდა, მაგრამ უფრო მაღალი იყო. თავისი ინგლისურის
გაუმჯობესებას და საზოგადოებისთვის მისაღები, თავაზიანი მა-
ნერების დაუფლებას ცდილობდა. თუმცა თავაზიანობა დიდად
არ გამოსდიოდა. ჩვეულ გარემოში კვლავ პირქუშ მზერას იბრუ-
ნებდა და რომც არ შეგეხედა, ზუსტად იცოდი, რომ ბრაზიანი გა-
მომეტყველება ჰქონდა.
ნორტონი შრომისმოყვარე ქურდი იყო. ის დღე დღედ არ მი-
აჩნდა, თუ გემთსაშენიდან რამეს არ მოიპარავდა: ხელსაწყოს,
კონსერვებს, სამუშაო ხალათებს - მნიშვნელობა არ ჰქონდა,
რას. ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, პისტოლეტ--
ტყვიამფრქვევი მოვიპარე და იქნებ მყიდველი მიშოვოო.
- შევეცდები. მოიტანე, - ვუთხარი მე.
ბინის სიმცირე უკვე ძალიან მაწუხებდა. კვირაში თხუთმეტ
დოლარს ვიხდიდი პირდაპირ კიბეზე გამავალ ბინძურ ოთახში,
სადაც მზის შუქი არასდროს შემოდიოდა. კედელზე შპალერი ამ-
ძვრალიყო, რადგან რადიატორიდან ორთქლი გამოდიოდა
(როცა საერთოდ იყო შიგ ორთქლი). სიცივის შესაკავებლად
ფანჯრები გაზეთებით მქონდა დაგმანული. ბინა ტარაკნებით
იყო სავსე. ერთი-ორჯერ ბაღლინჯოც მოვკალი ლოგინში.
ორთქლისგან ოდნავ დანესტიანებულ რადიატორთან ვიჯექი,
როცა კაკუნი გაისმა. კარი გავაღე. ბნელ დერეფანში ნორტონი

9 მკითხველთა ლიგა
იდგა და იღლიაში ყავისფერ ქაღალდში გახვეული დიდი ფუთა
ამოეჩარა.
- გამარჯობა, - ღიმილით მომესალმა.
- შემოდი, ნორტონ, - შემოვიპატიჟე. - ქურთუკი გაიხადე.
ფუთა გახსნა, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი ავაწყვეთ და საკე-
ტი ჩავკეტეთ.
ვუთხარი, რომ მყიდველს ვუშოვიდი.
- სხვა რაღაცაც დავითრიე, - მითხრა ნორტონმა და ბრტყე-
ლი, ყვითელი კოლოფი ამოიღო, რომელშიც მორფინის ტარ-
ტრატის ხუთი ნახევარგრანიანი სირეტა იდო.
- ეს საჩვენებლად წამოვიღე, - თქვა ნორტონმა. - კიდევ
თხუთმეტი ასეთი კოლოფი მაქვს შინ და უფრო მეტს დავითრევ,
თუ გამისაღებ.
- ვეცდები, - დავპირდი მე.

10 მკითხველთა ლიგა
***

მანამდე ჯანქი არასდროს გამეკეთებინა და არც სურვილი


მქონია. საქონლის გასასაღებლად მყიდველის ძებნა დავიწყე
და ასე შევხვდი როის და ჰერმანს.
ერთ ჩრდილონიუიორკელ ხულიგანს ვიცნობდი; რაიკერს--
აილენდზე სწრაფი კვების ობიექტში მზარეულად მუშაობდა
(როგორც თვითონ ამბობდა, „დასამშვიდებლად“). დავურეკე,
რაღაც მაქვს გასასაღებელი-მეთქი და 42-ე ქუჩასთან, მე-8 ავე-
ნიუზე, ბარ „ენგლში“ დავუთქვი შეხვედრა.
ამ ბარში 42-ე ქუჩის თაღლითები იკრიბებოდნენ. ეს ბაქია,
ვითომ ბოროტმოქმედები იმ უჩვეულო სახეობას განეკუთვნები-
ან, „ორგანიზატორები“ რომ სჭირდებათ, კაცი, ვინც მათთვის
სამოქმედო გეგმას დასახავს და ეტყვის, როგორ მოიქცნენ. რა-
კი გონიერი კაცი ამ უმაქნის, ხელმოცარულ და მოუხერხებელ
ტიპებთან საქმეს არ დაიჭერს, „ორგანიზატორს“ თვითონ ეძე-
ბენ, დაუჯერებელ ამბებს თხზავენ თავიანთ „გმირობებზე“ და
თან ჭურჭლის მრეცხავებად, გაზიანი სასმელების გამყიდველე-
ბად და ოფიციანტებად მუშაობენ; ხანდახან ლოთს ან გაუბედავ
პიდარასტს გაუძახებენ გარეთ; ელიან, ყოველთვის ელიან „ორ-
განიზატორს“, რომელიც მათ დიდ საქმეს შესთავაზებს სიტყვე-
ბით: „დიდი ხანია, გაკვირდები. ამ საქმისთვის სწორედ შენ-
ნაირი კაცი მჭირდება. მისმინე...“
ჯეკი, ვინც როის და ჰერმანს შემახვედრა, სულ არ ჰგავდა იმ
გზააბნეულ ცხვრებს, ბრილიანტისბეჭდიან და რევოლვერიან
მწყემსს რომ ელიან. მწყემსს, რომელიც მტკიცე, ურყევი ტონით
ისე თავდაჯერებულად გააცნობს მათ გეგმას, რომ დაყაჩაღება
იოლ საქმედ მოეჩვენებათ. ხანდახან ჯეკი გარკვეულ წარმატე-
ბას აღწევდა და ახალ სამოსში გამოწყობილი, ზოგჯერ კი ახალი

11 მკითხველთა ლიგა
მანქანითაც გამოჩნდებოდა ხოლმე. ჯეკი გამოუსწორებელი
მატყუარა იყო, მგონი, სულ არ აინტერესებდა, ვინმე უსმენდა
თუ არა, თავისთვის ტყუოდა. მკაფიოდ გამოკვეთილი, ჯანსაღი
სოფლური სახე ჰქონდა, მაგრამ მთლიანობაში უჩვეულოდ
ავადმყოფური იერი გადაჰკრავდა. წონაში ისე უეცრად დაიკ-
ლებდა ხოლმე, თითქოს დიაბეტი ან ღვიძლის დაავადება აწუ-
ხებდა. წონის ცვლილებებს თან ისეთი ფორიაქი სდევდა, რომ
რამდენიმე დღით საერთოდ სადღაც იკარგებოდა.
მეტად უჩვეულო სანახავი იყო; ერთ დღეს ლოყებღაჟღაღა
ბიჭი ერთი კვირის შემდეგ ისეთი ჩამომხმარი, გაყვითლებული
და დაბერებული გამოგეცხადებოდა, ვერც იცნობდი. სახე ტკივი-
ლისგან ჰქონდა დანაოჭებული, ოღონდ ტკივილი მხოლოდ მის
უჯრედებს აწუხებდა და არა თვალებს. თავად მას - მის ცნობიერ
ეგოს, რომელიც ხულიგნის ბრიალა თვალებით იმზირებოდა,
არანაირი საერთო არ ჰქონდა თავის უარყოფილ მეორე მესთან,
ნერვული სისტემის, ხორცის, შინაგანი ორგანოებისა და უჯრე-
დების ტკივილთან.
კუპეში ჩემთან დაჯდა და ერთი ჭიქა ვისკი შეუკვეთა. ვისკი
გადაკრა, ჭიქა დადგა და გვერდზე ოდნავ თავგადახრილმა შე-
მომხედა.
- აბა, რა მოგიტანა იმ ტიპმა? - მკითხა.
- პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და დაახლოებით ოცდათხუთმე-
ტი გრანი მორფინი.
- მორფინს სწრაფად გაგისაღებ, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს
კარგა ხანი დასჭირდება.
ბარში ორი დეტექტივი შემოვიდა. დახლთან მივიდნენ და
ბარმენს გამოელაპარაკნენ. ჯეკმა მათკენ გაიხედა.
- „ძაღლები“... წამო, გავიაროთ.
ბარიდან გამიძღვა. ბარბაცით გავიდა ქუჩაში.

12 მკითხველთა ლიგა
- ერთ ვინმესთან მიგიყვან, ვისაც მორფინი სჭირდება.
ოღონდ ეცადე, მისი მისამართი დაივიწყო.
მეტროში ჩავედით. ჯეკი კვლავ თავისთვის უბერავდა. ენას
არ აჩერებდა. ისეთი ხმა ჰქონდა, ყველაფერს თავში ჩაგიბეჭ-
დავდა. ვერანაირი ხმაური მის ხმას ვერ ჩაახშობდა.
- ყოველთვის ოცდათვრამეტი მომეცი... მოაშორე ეგ ჩაქუჩი
და გოგო გაუშვი... მკიდია შენი აზრი... ჩემ ძმას აიოვაში ორი
ოცდაათკალიბრიანი ტყვიამფრქვევი აქ გადამალული...
მეტროდან ამოვედით და თოვლით დაფარულ ტროტუარზე,
მრავალბინიან სახლებს შორის განვაგრძეთ გზა.
- ერთ ტიპს ჩემი ვალი ჰქონდა, რა! ვიცოდი, რომ ფული
ჰქონდა, მაგრამ არ მიხდიდა. დავუდარაჯდი, სამსახურს როდის
დაამთავრებდა. თან ხუთცენტიანების ხვეულა წავიღე. ბოლო--
ბოლო აშშ-ის ვალუტის ტარებისთვის ვერავინ ვერაფერს აგკი-
დებს. იმ ტიპმა მითხრა, მაგრად მიჭირს, ჯიბეში გროში არ მიჭ-
ყავისო. ყბა მოვამტვრიე და ფული წავართვი. მისი ორი მეგობა-
რი იქვე იდგა, მაგრამ არც ერთი არ ჩარეულა. რომ გან-
ძრეულიყვნენ, ორივეს დანას გავურჭობდი.
უკვე სახლის კიბეზე ავდიოდით. საფეხურები გაცვეთილი შა-
ვი ლითონისა იყო. რკინის ვიწრო კართან შევჩერდით. ჯეკმა
კარზე დაკაკუნებით ნიშანი მისცა და თან სეიფის გამტეხივით
ყური მიადო. კარი ზორბა, დონდლო, შუახნის პიდარასტმა გაგ-
ვიღო, რომელსაც მკლავები და ხელის ზურგები მოსვირინგებუ-
ლი ჰქონდა.
- ეს ჯოია, - გამაცნო ჯეკმა და ჯოი მომესალმა: - გაუმარჯოს.
ჯეკმა ხუთდოლარიანი ამოიღო ჯიბიდან და ჯოის მისცა.
- ჯოი, მიდი, ერთი ლიტრი „შენლი“ მოგვიტანე, რა!
ჯოიმ პალტო ჩაიცვა და წავიდა.

13 მკითხველთა ლიგა
მრავალბინიანი სახლების უმეტესობაში კარი პირდაპირ სამ-
ზარეულოში შედის. არც ეს სახლი იყო გამონაკლისი. ჰოდა,
ჩვენც სამზარეულოში აღმოვჩნდით.
ჯოის წასვლის შემდეგ მეორე კაცი შევამჩნიე, რომელიც მე
მომჩერებოდა. მისი დიდრონი, მტრულად და ეჭვიანად მომზი-
რალი წაბლისფერი თვალები ტელევიზორის ეკრანივით ელვა-
რებდა. ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს დამარტყეს. ჩია, გამ-
ხდარი კაცი იყო, პერანგი ბოლომდე არ ჰქონდა შეკრული. ყა-
ვისფერ კანზე ყვითელ-ყვითელი ლაქები ეტყობოდა და გამონა-
ყარის დასაფარად ტონალური კრემი სქლად წაესვა. სახეზე გა-
ღიზიანება ეწერა.
- ეს ვინ არის? - იკითხა მან. როგორც მოგვიანებით შევიტყვე,
ჰერმანი ერქვა.
- ჩემი მეგობარი. მორფინი აქვს და გასაღება უნდა.
ჰერმანმა მხრები აიჩეჩა და ხელები ამოატრიალა.
- რავი, მე ნაღდად არ მინდა.
- კაი, - თქვა ჯეკმა. - სხვას მივყიდით. წამო, ბილ.
სასტუმრო ოთახში გავედით. იქ პატარა რადიო იდგა, მის
გვერდით სხვა იაფფასიან ნივთებთან ერთად დაინახავდით
ფაიფურის ბუდას, რომლის წინ სანთელი ენთო. დივანზე კაცი
წამოწოლილიყო. ოთახში ჩვენი შესვლისას წამოჯდა, კეთილად
გაგვიღიმა და ჩაყვითლებული კბილები გამოაჩინა. მოგვესალ-
მა. სამხრეთელივით, აღმოსავლეთტეხასური აქცენტით ლაპა-
რაკობდა.
- როი, ეს ჩემი მეგობარია, - უთხრა მას ჯეკმა. - მორფინის გა-
ყიდვა უნდა.
კაცი გამართულად დაჯდა და ფეხები იატაკზე დააწყო. ყბა
ოდნავ მოეღრიცა და მზერა გაეფანტა. სახის კანი გლუვი და ყა-
ვისფერი ჰქონდა, ღაწვები - მაღალი. აღმოსავლელს ჰგავდა.
ასიმეტრიულ თავის ქალაზე ყურები ირიბად გამოშვეროდა. ყა-
14 მკითხველთა ლიგა
ვისფერი თვალები უჩვეულოდ უბრწყინავდა, თითქოს მათ უკან
სინათლის წერტილებიაო. ოთახის შუქი ამ წერტილებში ოპა-
ლისფრად ირეკლებოდა.
- რამდენი გაქვს? - მკითხა მან.
- 75 ცალი ნახევარგრანიანი სირეტა.
- ერთი გრანი მორფინი ორი დოლარი ღირს, - თქვა როიმ, -
მაგრამ სირეტები შედარებით იაფია. ხალხს აბები უნდა. სირე-
ტებში ბევრი სითხეა, ჯანქი უნდა გამოწურო და მოხარშო, - როი
გაჩუმდა და მზერა გაუშტერდა. - გრანში დოლარ-ნახევარს მოგ-
ცემ, - თქვა ბოლოს.
- მოსულა, - ვუთხარი მე.
მკითხა, როგორ დაგიკავშირდეო და ჩემი ტელეფონის ნომე-
რი მივეცი.
ამასობაში ჯოიმ ვისკი მოიტანა და ყველამ გადავკარით. ჰერ-
მანმა სამზარეულოდან გამოყო თავი და ჯეკს დაუძახა:
- ერთი წუთით, რაღაც მაქვს სათქმელი.
მესმოდა, როგორ კამათობდნენ. მერე ჯეკი სასტუმრო ოთახ-
ში დაბრუნდა, ჰერმანი სამზარეულოში დარჩა. ცოტა კიდევ დავ-
ლიეთ და ჯეკმა ამბის მოყოლა დაიწყო:
- მე და ჩემი ამხანაგი ერთ ბაითში შევიპარეთ. პატრონს ეძი-
ნა, მე სააბაზანოში ნაპოვნი ერთმეტრიანი მილით თავზე ვადე-
ქი. მილს მეორე ბოლოზე ონკანი ჰქონდა მიმაგრებული, აზრზე
ხარ? უცებ პატრონს გაეღვიძა და წამოხტა. ეგრევე ონკანი
ვთხლიშე თავში. მეორე ოთახში გავარდა. გულის ყოველ შეკუმ-
შვაზე თავიდან სამ მეტრზე ასხამდა სისხლს, - ხელი დამუშტა და
გაშალა, ვითომ გულიაო. - სისხლთან ერთად, მგონი, ტვინიც
გადმოსდიოდა, - ჯეკი თავშეუკავებლად ახარხარდა. - ჩემი გო-
გო მანქანაში იცდიდა. მითხრა... ჰა-ჰა-ჰა... ასე მითხრა... ჰა-ჰა-
ჰა... ცივსისხლიანი მკვლელი ყოფილხარო.
იქამდე იცინოდა, სანამ ჭარხალივით არ გაწითლდა.
15 მკითხველთა ლიგა
***

როისთან და ჰერმანთან შეხვედრიდან რამდენიმე დღეში ერ-


თი სირეტა გავიკეთე. ეს იყო ჩემი პირველი შეხება ჯანქთან. სი-
რეტა კბილის პასტის ტუბს ჰგავს, რომელსაც ერთ ბოლოზე ნემ-
სი აქვს მიმაგრებული. როგორც კი ჩხირივით წვრილ დგუშს და-
აწვები და ტუბის ლუქს გახვრეტ, სირეტა გასაკეთებლად მზადაა.
მორფინის მოქმედება ფეხებიდან იწყება, ნელ-ნელა კისრამ-
დე აღწევს, კუნთები გიდუნდება და ისეთი განცდა გეუფლება,
თითქოს უფორმოდ ტივტივებ თბილ, მლაშე წყალში. როცა სხე-
ულში მომადუნებელმა ტალღამ დამიარა, ძლიერი შიშის
გრძნობა დამეუფლა. მეჩვენებოდა, რომ ზურგს უკან რაღაც სა-
შინელება იმალებოდა, მაგრამ როგორც კი თავს მივატრიალებ-
დი, ქრებოდა. თავბრუ დამეხვა. დავწექი და თვალები დავხუჭე.
თვალწინ კინოფილმივით ჩამირბინა სურათების სერიამ: დიდი,
ნეონის შუქით განათებული კოქტეილ-ბარი თანდათან გაიზარ-
და და ქუჩები, ტრანსპორტი და მშენებლობები მოიცვა; ოფიცი-
ანტმა ლანგრით თავის ქალა ჩამოატარა; მოწმენდილ ცაზე ვარ-
სკვლავები აენთო. ვიგრძენი სიკვდილის შიშით გამოწვეული
ფიზიკური ტკივილი, სუნთქვა შემეკრა, თითქოს სისხლიც გამი-
ჩერდა.
ჩამეძინა და დაზაფრულს გამეღვიძა. მეორე დილით გული
ამერია და შუადღემდე შეუძლოდ ვგრძნობდი თავს.
იმ ღამით როიმ დამირეკა.
- იმ დღეს რომ ვილაპარაკეთ, იმაზე გირეკავ, - მითხრა მან. -
თითო კოლოფში ოთხ დოლარს მოგცემ და ხუთ კოლოფს ახლა-
ვე ვიყიდი. გცალია? თვითონ მოვალ შენთან. რამეზე შევთან-
ხმდებით.

16 მკითხველთა ლიგა
რამდენიმე წუთის შემდეგ კარზე მომიკაკუნა. კუბოკრული პი-
ჯაკი და მუქი ყავისფერი პერანგი ეცვა. ერთმანეთს მივესალმეთ.
როიმ უაზროდ მიმოიხედა და თქვა:
- თუ შეიძლება, ერთს ახლავე გავიკეთებ.
კოლოფი გავხსენი. როიმ სირეტა ამოიღო და ფეხში გაიჩხი-
რა. ცოცხლად აიწია შარვალი და ოცი დოლარი ამოიღო. მაგი-
დაზე ხუთი კოლოფი დავდე.
- აჯობებს, სირეტები კოლოფებიდან ამოვიღო, - თქვა მან. -
ასე უფრო იოლად წავიღებ, - და სირეტები პიჯაკის ჯიბეში ჩაიწ-
ყო. - არა მგონია, გასკდეს. მისმინე, ერთი-ორ დღეში დაგირე-
კავ, ჯერ ამათ გავასაღებ და ცოტა მაყუთს მოვაქუჩებ.
მერე ასიმეტრიულ თავზე ქუდი მოირგო და დამემშვიდობა.
მეორე დღეს დაბრუნდა. კიდევ ერთი სირეტა გაიჩხირა და ამ-
ჯერად ორმოცი დოლარი მომცა. ათი კოლოფი გამოვუტანე და
ორი ცალკე გადავდე.
- ესენი ჩემთვის მინდა, - ვუთხარი.
გაკვირვებულმა შემომხედა.
- შენც იკეთებ?
- ხანდახან.
- ცუდია, - თავი გააქნია როიმ. - კაცს ამაზე უარესი ვერაფერი
შეემთხვევა. თავიდან ყველას გვგონია, რომ ამის გაკონტრო-
ლება შეგვიძლია. ხანდახან არც კი გვინდა გაკონტროლება, -
მერე სიცილით დაამატა: - ამ ფასად, რამდენსაც იშოვი, ყველას
ვიყიდი.
მეორე დღეს ისევ მოვიდა, იმ ორი კოლოფის შენახვა ხომ არ
გადაგიფიქრებიაო. არა-მეთქი, ვუთხარი. თითო დოლარად ორი
სირეტა იყიდა, ორივე გაიჩხირა და წავიდა. წასვლამდე მითხრა,
ორთვიან საზღვაო მოგზაურობაში მივდივარო.

17 მკითხველთა ლიგა
***

გაუყიდავი ორი კოლოფიდან ერთი თვის განმავლობაში რვა


სირეტა გავიკეთე. პირველი გაჩხირვისას განცდილი შიში მესა-
მე გაჩხირვის შემდეგ აღარ მქონია; თუმცა გაჩხირვის შემდეგ
რამდენჯერმე დაზაფრულს გამეღვიძა. ექვსი კვირის შემდეგ რო-
ის დავურეკე. მართალია, არ ველოდი, რომ უკვე დაბრუნებული
იქნებოდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ყურმილში მისი ხმა გავი-
გონე.
- მისმინე, გასაყიდად გაქვს? - ვკითხე. - მე რომ მოგყიდე,
იმაზე გეკითხები.
სიჩუმე ჩამოვარდა.
- კი-ი, - მიპასუხა ბოლოს როიმ. - ექვს ცალს მოგყიდი,
ოღონდ თითოს სამ დოლარად. ბევრი არ მაქვს, ხომ ხვდები?
- გასაგებია, - ვუთხარი, - სად ვცხოვრობ, იცი, შინ მომიტანე.
თორმეტი გრანნახევრიანი აბი მომიტანა თხელი შუშის კო-
ლოფით. თვრამეტი დოლარი გადავუხადე. როიმ კიდევ ერ-
თხელ მომიბოდიშა საცალო ფასის გამო.
მეორე დღეს ორი გრანი გამოისყიდა ჩემგან.
- ფულიც რომ გქონდეს, ძნელად იშოვება, - თქვა მან, ფეხზე
ვენა მოძებნა და სითხე ჰაერის ბუშტუკებიანად შეიშხაპუნა. -
ჰაერის ბუშტუკები რომ კლავდეს, არც ერთი მჩხირავი ცოცხალი
არ იქნებოდა.
იმავე საღამოს როიმ მიმასწავლა გზა აფთიაქისკენ, სადაც
უპრობლემოდ იყიდდი შპრიცს - აფთიაქების უმეტესობაში
შპრიცს ურეცეპტოდ არ მოგყიდიან. მიჩვენა, როგორ გამეკეთე-
ბინა „საყელო“, რომ ნემსი შპრიცზე მჭიდროდ მომერგო.
რამდენიმე დღის შემდეგ როიმ ექიმთან გამგზავნა, ვითომ
თირკმლის კენჭები მაწუხებდა და დამავალა, მორფინი გამოაწე-

18 მკითხველთა ლიგა
რინეო. ექიმის ცოლმა ცხვირწინ მომიხურა კარი. თუმცა როიმ
როგორღაც მოახერხა მისგან დასხლტომა და ექიმს ათი გრანი
მორფინი გამოაწერინა.
ექიმს ოფისი ბროდვეიდან მოშორებით, 102-ე ქუჩაზე, ნარ-
კომანების ტერიტორიაზე ჰქონდა. თავად ექიმი მიხრწნილი ბე-
ბერი იყო, რომლის ოფისიც მჩხირავებით იყო სავსე და უარს ვე-
რასდროს ეუბნებოდა; მით უმეტეს, სხვა პაციენტები არც ჰყავდა.
ეტყობა, თვითონაც სიამოვნებდა, ხალხით გაჭედილ მისაღებს
რომ ხედავდა. ვფიქრობ, უკვე იმ მდგომარეობისთვის მიეღწია,
როცა გარეგნული მოვლენები შენს მოთხოვნილებებს შეესატ-
ყვისება და, ჩვენ რომ გვიყურებდა, მისგან მორფინის რეცეპტე-
ბის დასატყუებლად მისული უბადრუკი, ჩამომხმარი მჩხირავები
კი არა, 1910 წლის სტილის სამოსში კოხტად გამოწყობილი,
რესპექტაბელური და რჩეული კლიენტურა ედგა თვალწინ.
როი პერიოდულად ორ-სამკვირიან მოგზაურობებში მი-
დიოდა ხოლმე. საბრძოლო ტვირთის გადამზიდავ გემზე მუშა-
ობდა და მსგავსი რეისები, როგორც წესი, ხანმოკლე იყო. როცა
ქალაქში იყო, რამდენიმე რეცეპტს ვიყოფდით. ამასობაში 102-ე
ქუჩელმა ექიმმა მთლად გააფრინა და მის რეცეპტებს არც ერთ
აფთიაქში აღარ იღებდნენ. თუმცა როიმ ერთ ბრონქსელ ექიმს
მიაკვლია და მას „მივემაგრეთ“.
დროდადრო ვიჩხირავდი, თუმცა ჯანქზე ბოლომდე არ ვიყავი
შემჯდარი. ბინა გამოვიცვალე და ლოუერ-ისტ-საიდში გადავსახ-
ლდი - მრავალბინიან სახლში, რომლის კარი პირდაპირ სამზა-
რეულოში შედიოდა.
ყოველღამე ბარ „ენგლში“ მივდიოდი და ჰერმანიც უკეთ გა-
ვიცანი. შევძელი და პირველი შეხვედრისას ჩემზე შექმნილი
უარყოფითი შთაბეჭდილება გავუქარწყლე. მალე ისე დავუახ-
ლოვდი, რომ სასმელზეც ვეპატიჟებოდი. მაშინ ჰერმანი ჯერ კი-
დევ არ იყო შემჯდარი. საერთოდაც, ჰერმანი არაფერზე შეჯდე-
19 მკითხველთა ლიგა
ბოდა, თუ ფულიანი სპონსორი არ ჰყავდა. თუმცა ყოველთვის
კაიფში იყო - მოსაწევის ან ბენზედრინის, ხან „გამოსალენჩებე-
ლი ბურთულებით“ გაბრუებული დადიოდა. ყოველღამე ჩლუნგ
პოლონელ „უაითისთან“ ერთად მოდიოდა ბარში. ზოგჯერ „ენ-
გლში“ ოთხი „უაითი“ ერთდროულად იკრიბებოდა, რაც გაურ-
კვევლობას იწვევდა. ამ „უაითიში“ ნევროზიანის მგრძნობიარო-
ბა და ფსიქოპათის ძალადობისადმი მიდრეკილება შერწყმოდა
ერთმანეთს. რატომღაც მტკიცედ სწამდა, რომ არავის უყვარდა
და ეს ძალიან აწუხებდა.
ერთ სამშაბათ საღამოს მე და როი „ენგლის“ ბოლოში ვიდე-
ქით. იქვე იდგნენ „მეტროს მაიკი“ და ფრენკი დოლანი - ცალი
თვალით ელამი ირლანდიელი, რომელიც იაფფასიანი საქ-
მეების „სპეციალისტი“ იყო, მეტწილად საწყალ ლოთებს სცემდა
და მერე ყველაფერს თანამზრახველებს აბრალებდა. „ღირსება
არ გამაჩნია, - იმეორებდა სულ, - ბინძური ვირთხა ვარ“, - და
ხითხითებდა.
„მეტროს მაიკს“ დიდი, მკრთალი სახე და გრძელი კბილები
ჰქონდა. უჩვეულო მიწისქვეშა ცხოველს ჰგავდა, მიწისზედა
ცხოველებზე რომ ნადირობს. გამოცდილი ჯიბგირი იყო, ლო-
თებზე დასპეცებული. თუმცა გარეგნობა ხელს არ უწყობდა და
მის დანახვაზე ნებისმიერი „ძაღლი“ დაეჭვებული შეშდებოდა;
მოკლედ, მეტროს პოლიციელები სახეზე სცნობდნენ და უმეტეს
დროს რაიკერს-აილენდზე იხდიდა „ხუთსა და ოცდაცხრას“ ჯიბ-
გირობისთვის.
იმ ღამით ნემბუტალით გაბრუებულ ჰერმანს თავი ლამის ბა-
რის დახლზე ჩამოედო. „უაითი“ ბარში წინ და უკან დააბოტებდა,
იქნებ ვინმემ სასმელზე დამპატიჟოსო. ბიჭები დახლთან დაძაბუ-
ლები ისხდნენ, ცალი ხელით თავიანთი ჭიქები მაგრად ჩაებღუ-
ჯათ და მეორეთი ჯიბეში ხურდებს იწყობდნენ.

20 მკითხველთა ლიგა
- ეს შემინახე, რა! - გავიგონე, როგორ უთხრა „უაითიმ“ ბარ-
მენს და ჯაყვა მიაწოდა. ფლუორესცენციური ნათურების ქვეშ
მსხდარი ბიჭები გაჩუმდნენ და მოიღუშნენ. ყველას ეშინოდა
„უაითის“; ყველას, გარდა როისა. როიმ პირქუშად მოსვა ლუდი.
თვალებში უჩვეულო, ცივი შუქი უბრწყინავდა. მისი ასიმეტ-
რიული სხეულის ჩრდილი ბარის დახლს გადაჰფენოდა. მას
„უაითისკენ“ არ გაუხედავს, მოპირდაპირე კედელს უყურებდა,
სადაც კუპეები იყო განლაგებული. მხოლოდ ერთხელ გადმომი-
ლაპარაკა:
- ჩემზე მთვრალი სულაც არაა. მხოლოდ სწყურია.
„უაითი“ ბარის შუაგულში იდგა, ხელები დაემუშტა და თვა-
ლებიდან ღაპაღუპით სდიოდა ცრემლი.
- ცუდი კაცი ვარ, - ამბობდა იგი, - ცუდი. ნუთუ ვერავინ ხვდე-
ბა, რომ არ ვიცი, რას ვაკეთებ?
ბიჭები რაც შეიძლება შორს გაეცალნენ ისე, რომ მისი ყუ-
რადღება არ მიექციათ.
ბარში „სლიმი“ შემოვიდა, რომელიც ხანდახან მაიკთან ერ-
თად მუშაობდა მეტროში და ლუდი შეუკვეთა. მაღალი და გამ-
ხდარი იყო, მახინჯი სახე ხისგან გამოჩორკნილს მიუგავდა.
„უაითიმ“ ზურგზე დაუტყაპუნა ხელი და სლიმმა წამოიძახა:
- თუ ძმა ხარ, „უაითი“...
კიდევ რაღაც ილაპარაკეს, მაგრამ ვეღარ გავიგონე. ეტყობა,
ამასობაში „უაითიმ“ ბარმენისთვის თავისი ჯაყვის გამორთმევა
მოასწრო. მერე სლიმს უკნიდან მიუახლოვდა და ხელი მოუქნია.
სლიმი წინ გადავარდა და ოხვრით დახლზე დაემხო. „უაითი“ ბა-
რის კართან მივიდა და მიმოიხედა. ჯაყვა დაკეცა და ჯიბეში
ჩაიცურა.
- წავედით, - მითხრა როიმ.

21 მკითხველთა ლიგა
„უაითი“ აითესა და ბარიც დაცარიელდა. მხოლოდ მაიკი და
ფრენკი დოლანი დარჩნენ, რომლებიც სლიმს აქეთ-იქიდან
ამოსდგომოდნენ მხარში.
მეორე დღეს ფრენკისგან შევიტყვე, რომ სლიმი კარგად იყო.
- საავადმყოფოში ექიმმა გვითხრა, დანა თირკმელს სულ
ოდნავ ასცდენიაო.
- ეგ ჩლუნგი, ეგა, - თქვა როიმ. - დადის ამხელა კუნთების
გროვა და ბარში ხურდებს დამათხოვრობს. უკვე მზად ვიყავი,
დავტაკებოდი. ჯერ მუცელში უნდა ჩამეზილა წიხლი, მერე ლუ-
დის ბოთლი უნდა გადამემტვრია გოგრაზე. მაგისნაირ მუტრუ-
კებთან ჭკუა უნდა იხმარო.
ყველას აგვიკრძალეს „ენგლში“ შესვლა. მალე ბარს სახელი
გადაარქვეს და „როქსი გრილი“ უწოდეს.

22 მკითხველთა ლიგა
***

ერთ საღამოს ჰენრი-სტრიტზე ჯეკის სანახავად წავედი. კარი


მაღალმა, ჟღალთმიანმა გოგომ გამიღო.
- მე მერი ვარ, - გამეცნო ის, - შემოდი.
გაირკვა, რომ ჯეკი ვაშინგტონში წასულიყო საქმეზე.
- სასტუმრო ოთახში შემოდი, - წითელი ხავერდის ფარდა გა-
დასწია მერიმ, - ბინის მეპატრონე ან გადასახადების ამკრეფი
ხომ არ ხარ, სამზარეულოში გელაპარაკო?!
მიმოვიხედე. იაფფასანი ნივთები აღარსად ჩანდა. ბინა ჩინუ-
რი რაგუს რესტორანს დამსგავსებოდა. აქა-იქ დალაქული შავი
და წითელი მაგიდები დაედგათ, ფანჯრებზე შავი ფარდები ჩა-
მოეფარებინათ. ჭერზე ფერადი წრე მიეხატათ ჭრელ-ჭრელი პა-
ტარა ოთხკუთხედებით და სამკუთხედებით, რაც მოზაიკის
ეფექტს ქმნიდა.
- ეს ჯეკმა გააკეთა, - წრეზე მიმითითა მერიმ. - ერთი გენახა.
ორ გასაშლელ კიბეს შორის ფიცარი გადო და ზედ დაწვა. საღე-
ბავი სახეზე ეწვეთებოდა. მაგრად უსწორდება ასეთი რამეები.
კაიფში რომ ვართ, ამ წრეს მაგრად მოაქვს. გულაღმა დავწვე-
ბით, წრეს მივაშტერდებით და მალე ტრიალს იწყებს. რაც უფრო
დიდხანს უყურებ, მით უფრო სწრაფად ტრიალებს.
წრე აცტეკების მოზაიკის კოშმარული ვულგარულობით გა-
მოირჩეოდა; ეს იყო სისხლიანი, ვულგარული კოშმარი - დილის
მზის შუქში მფეთქავი გული; მასში სასუვენირო საფერფლეების,
საფოსტო ბარათებისა და კალენდრების ჭყეტელა ვარდისფერ--
ლურჯი ფერები ერთმანეთს ერწყმოდა. კედლები შავად შეეღე-
ბათ; ერთ-ერთ კედელზე წითელი ლაქით ჩინური იეროგლიფი
გამოესახათ.
- არ ვიცით, ეს რას ნიშნავს, - მითხრა მერიმ.

23 მკითხველთა ლიგა
- „პერანგები ოცდათერთმეტ ცენტად“, - ვივარაუდე მე.
მერიმ უაზრო, ცივი ღიმილით შემომხედა. მერე ჯეკზე ჩამო-
მიგდო სიტყვა.
- ჯეკი არანორმალურს მეძახის, - თქვა მან. - არადა, თვითონ
ქურდობა ჩვეულებრივ სამუშაოდ მიაჩნია. ღამღამობით თავზე
დამადგება ხოლმე და პისტოლეტს მომაჩეჩებს, გადამალეო!
კედლების ღებვა და ავეჯის აწყობა უყვარს.
ლაპარაკისას ოთახში წინ და უკან დადიოდა, ხან ერთ სკამზე
ჩამოჯდებოდა, ხან - მეორეზე, ფეხს ფეხზე გადაიდებდა, წამ-
დაუწუმ კაბას ისწორებდა და თავისი სხეულის მიმზიდველი ნა-
წილებით დატკობის საშუალებას მაძლევდა.
მერე თავისი იშვიათი სნეულების შესახებ მიამბო, ჩემი
დღეები დათვლილიაო.
- სულ ოცდაექვსი შემთხვევაა დაფიქსირებული. რამდენიმე
წელიწადში საერთოდ ვეღარ წამოვდგები. საქმე ისაა, რომ ჩემი
ორგანიზმი კალციუმს ვერ ითვისებს და ძვლები მეშლება. ჯერ
ფეხებს მომჭრიან, მერე - ხელებს.
რაღაცნაირად მართლაც ზღვის უძვლო ქმნილებას მაგონებ-
და. თევზის ცივი მზერით მაკვირდებოდა. ვუყურებდი მის თვა-
ლებს და წარმოვიდგენდი, ეს უფორმო, წებოვანი, პროტოპლაზ-
მური მასა როგორ ტივტივებს ბნელი ზღვის სიღრმეში.
- ბენზედრინი მაგრად ასწორებს, - თქვა მერიმ. - ქაღალდის
ხელსახოცის სამი ნაგლეჯი ან 10 აბი. ან „ბენის“ ორი ნაგლეჯი
და ორი „გამოსალენჩებელი ბურთულა“ უნდა გადაყლაპო. ორ-
მაგი კაიფია, ერთმანეთს ენაცვლებიან. მაგრად მოაქვს.
სამმა ახალგაზრდა ბრუკლინელმა ხულიგანმა შემოიარა. სა-
მივე ყეყეჩი სახით, ჯიბეში ხელჩაწყობილი დადგა - სტილიზებუ-
ლი საბალეტო სცენა. ჯეკს ეძებდნენ, რაღაც საქმეში ფული დაგ-
ვაკლოო - მათი სიტყვებიდან ეს აზრი გამოვიტანეთ. ბევრს არ
ლაპარაკობდნენ, მხოლოდ მრავალმნიშვნელოვნად იქნევდნენ
24 მკითხველთა ლიგა
თავებს, აქეთ-იქით დააბოტებდნენ და კედლებს ეყრდნობოდ-
ნენ. ბოლოს, ერთ-ერთი კართან მივიდა და თავი დააქნია. რიგ-
რიგობით გალაგდნენ ბინიდან.
- არ გინდა, დავბოლდეთ? - მკითხა მერიმ. - სადღაც „ტა-
რიანი“ მეგდო. - უჯრები და საფერფლეები გადაქექა. - არა, არ
მქონია. წამო, ქალაქში გავიდეთ. ერთი-ორს ვიცნობ და იმათ
ექნებათ, იქნებ მივუსწროთ.
ოთახში ვიღაც ტიპი შემოვიდა, იღლიაში ყავისფერ ქაღალ-
დში გახვეული რაღაც ნივთი ჰქონდა ამოჩრილი. მაგიდაზე დაგ-
ვიდო.
- რომ წახვალთ, ეს გაიყოლეთ და გადააგდეთ.
მერე სამზარეულოს გვერდით საძინებელში შებარბაცდა. გა-
რეთ რომ გავედით, ყავისფერი ქაღალდი გავხიე და ხელში ფა-
სიანი ტუალეტის გატეხილი ხურდების ყუთი შემრჩა.
ტაიმს-სკვერზე ტაქსიში ჩავსხედით. მერი მძღოლს მისამარ-
თებს კარნახობდა. ხანდახან დაუყვირებდა, გაჩერდიო და
ჟღალთმააფრიალებული გადახტებოდა მანქანიდან. ვიღაცებ-
თან მიირბენდა და გამოელაპარაკებოდა. პასუხი ჩემთან მოჰ-
ქონდა: „ჩემი ნაცნობი ათი წუთის წინ წასულა. ამ ტიპსაც აქვს
საქონელი, მაგრამ არ იძლევა“. მოგვიანებით: „ჩემი დილერი
დასაძინებლად წასულა. ბრონქსში ცხოვრობს. არა უშავს, ერთი
წუთით აქ დაიცადე, იქნებ კელოგში ვიპოვო ვინმე“. და ბოლოს:
„არავის არაფერი აქვს. რამის გასაჩითად უკვე გვიანიაო. მოდი,
„ბენის“ ტუბები ვიყიდოთ და „რონისკენ“ დავეშვათ. მაგათთან
მუსიკალურ ავტომატში ძველი ფირფიტები ეძრობა ხოლმე. თან
ყავაც ვიყიდოთ და „ბენით“ ჩავკაიფდეთ“.
„რონის სასადილო“ 52-ე და მე-6 ქუჩების კუთხეში მდებარე-
ობდა. აქ ღამის პირველ საათზე მუსიკოსები იკრიბებოდნენ შემ-
წვარი ქათმის საჭმელად და ყავის დასალევად. კუპეში დავსხე-
დით და ყავა შევუკვეთეთ. მერიმ ოსტატურად გახსნა ბენზედრი-
25 მკითხველთა ლიგა
ნის ტუბი და დაკეცილი ქაღალდი ამოიღო. მე სამი ლენტი გამო-
მიწოდა.
- დაგორგლე, გადაყლაპე და ყავა მიაყოლე.
ქაღალდს მენთოლის გულისამრევად მძაფრი სუნი ასდიოდა.
მეზობლად მჯდომმა რამდენიმე ადამიანმა ცხვირი შეიჭმუხნა და
ჩაიცინა. ქაღალდის ბურთულა კინაღამ ყელში გამეჩხირა, მაგ-
რამ, როგორც იქნა, გადავყლაპე. მერიმ რომელიღაც ძველი მე-
ლოდია აარჩია, ჩართო და მაგიდაზე მმასტურბირებელი
იდიოტის გამომეტყველებით დაიწყო კაკუნი.
ძალიან სწრაფად ავლაპარაკდი. პირი გამიშრა. ნერწყვს კი
არა, მრგვალ თეთრ ბურთულებს ვიფურთხებოდი. ამას „ბამბის
ფურთხებას“ უწოდებენ. ტაიმს-სკვერს რამდენჯერმე შემო-
ვუარეთ. მერის იმედი ჰქონდა, ვინმე პიკოლოიანი მუსიკოსი გა-
ეძრობაო. მე კეთილი გრძნობები მომეძალა და რატომღაც რამ-
დენიმე თვისა და წლის უნახავ ხალხთან დარეკვა მომინდა,
ხალხთან, რომელსაც არ ვუყვარდი და არც მე მიყვარდა ისინი.
მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, პიკოლოიან მუსიკოსს
ვერსად მივაგენით. ამასობაში გზაში პიტერსაც გადავაწყდით და
ბოლოს ჰენრი-სტრიტზე დაბრუნება გადავწყვიტეთ. ბინაში რა-
დიო მაინც გვქონდა.
მე, პიტერმა და მერიმ მომდევნო ოცდაათი საათი ბინაში გა-
ვატარეთ. დროდადრო ყავას ვიდუღებდით და ბენზედრინს
ვყლაპავდით. მერი გვიხსნიდა, როგორ აბამდა „ფულიან მამი-
კოებს“; სწორედ ისინი იყვნენ მისი შემოსავლის ძირითადი წყა-
რო.
- „მამიკო“ ყოველთვის უნდა აქო. თუ ლოგინში ძალიან მონ-
დომებულია, უნდა უთხრა: „გთხოვ, ძალიან ნუ მატკენ“. „მამი-
კო“ ვიღაც არიფი არ გეგონოთ. არიფთან ყოველთვის ფხიზლად
უნდა იყო. არიფს არაფერს აძლევ, მხოლოდ ართმევ. „მამიკო“

26 მკითხველთა ლიგა
სულ სხვაა. ის ფულს იხდის და სანაცვლოდ იმას იღებს, რასაც
ითხოვს. მასთან ყოფნა გსიამოვნებს და ისიც უნდა ასიამოვნო.
- თუ გინდა, რომ კაცს გაუტეხო, სექსის დროს სიგარეტს უნდა
მოუკიდო. სიმართლე ითქვას, კაცები საერთოდ არ მიზიდავენ.
ლამაზ ნაშებთან უფრო მისწორდება. მევასება, როცა ვინმე ქედ-
მაღალ გოგოს დავითრევ და სულიერად ვანადგურებ, მასში
ცხოველურ ინსტინქტებს ვაღვიძებ. გაპირუტყვებული ქალი ლა-
მაზი აღარასდროს მოგეჩვენება. მაგარია, ვითომ ბუხართან
ვსხედვართ და ვსაუბრობთ, - მერიმ რადიოზე გვანიშნა, რომე-
ლიც სინათლის ერთადერთი წყარო იყო ოთახში.
სახე მრისხანებისგან მაიმუნივით დაემანჭა, ქუჩაში აკიდე-
ბულ კაცებზე რომ დაიწყო ლაპარაკი.
- ნაბიჭვრები! - დაიღრინა. - განგებ იმას აეტორღიალებიან
ხოლმე, ვისაც კაცის დათრევა არ უნდა. ხელთათმნის ქვეშ თით-
ბრის კასტეტი მეკეთა და ისე დავდიოდი. აბა ერთი რომელიმე
ხიხო ამკიდებოდა...

27 მკითხველთა ლიგა
***

ერთ დღეს ჰერმანმა უმაღლესი ხარისხის ერთი კილო


ნიუორლეანური მოსაწევის შესახებ მაცნობა, სამოცდაათ დო-
ლარად დაითრევო. პლანის გასაღება ერთი შეხედვით იოლი
საქმეა, როგორც ბეწვეულით ვაჭრობა ან ბაყაყების მოშენება.
ერთი უნცია სამოცდაათი ღერია, თითო ღერს 75 ცენტად გავ-
ყიდდი - ბლომად ფულს მოვხვეტავდი. ჭკუაში დამიჯდა და ვიყი-
დე.
მე და ჰერმანმა ბალახის გასაღება ერთად დავიწყეთ. ჰერ-
მანმა ერთი ლესბოსელი, მერიენი, გაიცნო. ვილიჯში ცხოვრობ-
და. პოეტი ვარო, ამტკიცებდა. ბალახს მის ბინაში ვმალავდით.
მოსაწევს უფასოდ ვაძლევდით, თან შემოსავლის ორმოცდაათ
პროცენტს ვუხდიდით. მერიენი ბევრ პლანაქეშს იცნობდა. ცოტა
ხანში მასთან სხვა ლესბოსელი დასახლდა, ლიზი. მერიენის ბი-
ნაში რომ მივდიოდი, ეს ლიზი თევზის ცივი თვალებით ზიზღით
მიყურებდა.
ერთხელ წითელთმიანმა ლიზიმ გააღო კარი. ნემბუტალის
თიშისაგან წესიერად გამოუსვლელს, სახე შეშუპებოდა და
მკვდარივით გაფითრებულიყო. ბალახის პაკეტი მომაჩეჩა.
- აიღე და მოშორდით აქედან, თქვე ნაბიჭვრებო, - ისეთი უკ-
მეხი ტონით გვითხრა, თითქოს ინცესტში გვადანაშაულებდა. ნა-
ხევრად ეძინა.
- მერიენს ყველაფრისთვის მადლობა გადაეცი, - ვუთხარი მე.
კარი მომიჯახუნა. ეტყობა, ჯახუნმა გამოაფხიზლა; კარი ისევ
გააღო და ისტერიკულად აკივლდა. ქუჩაშიც კი გვესმოდა მისი
კივილი.
ჰერმანი სხვა პლანაქეშებს დაუკავშირდა. ყველა უკმაყოფი-
ლო დარჩა. პლანის გასაღება დიდი თავის ტკივილია. დავიწყოთ

28 მკითხველთა ლიგა
იმით, რომ სატარებლად მოუხერხებელია. ფულის გაკეთება თუ
გინდა, ჩემოდნით უნდა ათრიო. „ძაღლებმა“ თუ შემოგიმტვრიეს
კარი, იგივეა, იონჯის ფუთები გეწყოს სახლში.
პლანაქეშები მჩხირავებს არ ჰგვანან. მჩხირავი ფულს გაძ-
ლევს, ჯანქი მიაქვს და ითესება. პლანაქეშები ასე არ იქცევიან.
მათი აზრით, ბარიგამ ისინი უნდა გაართოს, ცოტა გააბოლები-
ნოს და მათთან ნახევარი საათი ილაყბოს, სანამ ორი დოლარის
პლანს იყიდიან. თუ პირდაპირ საქმეზე გადახვალ, გეტყვიან,
მაგრად გვიტეხავო. სხვათა შორის, ბარიგამ პირდაპირ არ უნდა
მიახალოს, ბარიგა ვარო. არა, უნდა თქვას, რომ კაი ბიჭებისა
და გოგოებისთვის რაღაც-რაღაცები აქვს, რადგან თვითონაც
უყვარს გაბოლება. ყველამ იცის, რომ ის ბარიგაა, მაგრამ ამის
ხმამაღლა თქმა არ ვარგა. ღმერთმა უწყის, რატომ. ჩემთვის
პლანაქეშები ამოუცნობი ხალხია.
პლანის ბიზნესში ბევრი საფირმო საიდუმლოა და პლანაქე-
შები მათ იდიოტური ეშმაკობით იცავენ. მაგალითად, ბალახი
უნდა გაახმო, თორემ მწვანე კანაფი ყელს ჩაგიხლეჩს. მაგრამ,
აბა, ჰკითხეთ პლანაქეშს, პლანი როგორ გავახმოო და ნახავთ,
თუ გიპასუხებთ! სულელურად შემოგხედავს და ეშმაკურად სიტ-
ყვას ბანზე აგიგდებს. არ ვიცი, შეიძლება მუდმივი მოწევა ტვინს
ვნებს, ან შეიძლება ქეშები არიან ბუნებით სულელები. მე რომ
გასაყიდად პლანი მქონდა, მწვანე იყო; ჰოდა, მეც ქვაბში ჩავყა-
რე და ქურაზე დავდგი. არ ამომიღია, სანამ მომწვანო--
მოყავისფრო ფერი არ მიიღო; სულ ეს არის პლანის გაშრობის
საიდუმლო, თუმცა, რასაკვირველია, ამის გაკეთება სხვანაირა-
დაც შეიძლება.
პლანაქეშებს ხალხთან ურთიერთობა უყვართ, მგრძნო-
ბიარეები და ცოტათი პარანოიკები არიან. თუ შეგატყვეს, რომ
მოსაწყენი ხარ და ერთხელ მაინც გაუტეხავ მათ, შენთან საქმეს
აღარ დაიჭერენ. მალე მივხვდი, რომ ასეთ ხალხს ვერ შევეწყო-
29 მკითხველთა ლიგა
ბოდი და ერთ ტიპს თავის ფასად მივასაღე მთელი საქონელი.
მაშინ გადავწყვიტე, პლანს აღარასდროს გავყიდი-მეთქი.
1937 წელს „ჰარისონის ნარკოტიკების აქტით“ მარიხუანა აკ-
რძალულ ნარკოტიკთა სიაში მოხვდა. ამ დარგის ხელისუფალ-
თა თქმით, მარიხუანა ნარკოდამოკიდებულებას იწვევს და სხე-
ულსა და გონებას ვნებს, რაც ადამიანებს დანაშაულის ჩადენის-
კენ უბიძგებს. სინამდვილეში კი პლანი სულაც არ იწვევს მიჩვე-
ვას. წლობით რომ ეწეოდე პლანს და უცებ მარაგი გაგითავდეს,
არანაირ დისკომფორტს არ იგრძნობ. ბევრი პლანაქეში მინა-
ხავს ციხეში, მაგრამ აბსტინენციის უსიამოვნო სიმპტომები არც
ერთს არ აწუხებდა. თხუთმეტი წლის განმავლობაში პერიოდუ-
ლად ვეწეოდი პლანს, მაგრამ რომ გამომელეოდა, არასდროს
მენატრებოდა. თამბაქოს უფრო ძლიერ ითხოვს ორგანიზმი,
ვიდრე პლანს. პლანი ჯანმრთელობას სერიოზულად არ ვნებს.
პირიქით, მრავალი მომხმარებელი ამტკიცებს, მადას მიხსნის
და ტონუსს მიწევსო. არ ვიცნობ სხვა ისეთ საშუალებას, ჭამას
ასე ძლიერ რომ განდომებდეს კაცს. ერთი „ტარიანის“ მოწევის
შემდეგ იაფფასიან რესტორნებში სიამოვნებით ვსადილობ და
ზედ ერთ ჭიქა კალიფორნიულ ხერესს ვაყოლებ.
ერთხელ პლანის დახმარებით ჯანქის გადაგდება შევძელი.
ჯანქი გადავაგდე თუ არა, მეორე დღეს გემრიელად დავნაყრდი.
არადა, ჯანქის გადაგდების შემდეგ რვა დღე საერთოდ ვერა-
ფერს ვჭამ ხოლმე.
პლანი არავის უბიძგებს დანაშაულის ჩადენისკენ. არავინ მი-
ნახავს დაბოლებისგან გადარეული. პლანაქეშები გულღიები და
კეთილგანწყობილები არიან. მეტისმეტადაც კი. ვერაფრით მივ-
მხვდარვარ, ხალხი, რომელიც პლანის მოწევასა და კრიმინალს
შორის კავშირს ხედავს, ბოლომდე რატომ არ დგას თავის პოზი-
ციაზე და ალკოჰოლის აკრძალვას არ ითხოვს. ყოველდღე უამ-

30 მკითხველთა ლიგა
რავი მთვრალი სჩადის ისეთ დანაშაულს, რომელსაც ფხიზელი
არ ჩაიდენდა.
უკვე მრავალი წელია ლაპარაკობენ პლანის აღმგზნებ თვი-
სებებზე. რატომღაც მეცნიერებს არ უყვართ იმის აღიარება, რომ
არსებობს ასეთი რამ: სქესობრივი ლტოლვა. ჰოდა, ფარმაკო-
ლოგების უმეტესობა იმეორებს, რომ „არ არსებობს არანაირი
დამამტკიცებელი საბუთი საყოველთაოდ გავრცელებული
თეორიისა, რომ მარიხუანას აღმგზნები თვისებები აქვს“. გადაჭ-
რით ვაცხადებ, რომ პლანი აფროდიზიაკია და როცა დაბოლი-
ლი ხარ, სექსი ბევრად სასიამოვნოა. ვისაც კარგი პლანი მოუწე-
ვია, დამემოწმება.
ასევე ხშირად ამბობენ, რომ პლანმა შეიძლება ჭკუიდან შეგ-
შალოს. სხვათა შორის, ჭარბი მოწევისგან მართლაც ვითარდე-
ბა სიგიჟის გარკვეული ფორმა; თუმცა ადგილს გააჩნია. რო-
გორც ჩანს, მარიხუანა, რომელიც აშშ-ში მოიპოვება, შედარე-
ბით მსუბუქია და ვერ გაგაფრენინებს. აი, ახლო აღმოსავლეთში
ასეთი ფაქტები ძალიან ხშირიაო, ამბობენ. მარიხუანის ფსიქო-
ზის სიმპტომები თეთრი ცხელებისას ჰგავს და როგორც კი მოწე-
ვას შეწყვეტ, მაშინვე ქრება. სადილობამდე დალეული კოქ-
ტეილი უფრო დაგაწყებინებს ბოდვას, ვიდრე დღეში რამდენიმე
ღერის მოწევა.
კიდევ ერთი რამ პლანის შესახებ. დაბოლილ ადამიანს მან-
ქანის მართვა არ შეუძლია. პლანი ჯერ დროის შეგრძნებას გა-
კარგვინებს, შემდეგ სივრცითი ორიენტაციის უნარს. ერთხელ
ახალ ორლეანში მანქანა გზის პირას გავაჩერე და ვიცდიდი,
როდის გამოვფხიზლდებოდი. მანძილს ვერ აღვიქვამდი და არ
ვიცოდი, სად ან როდის უნდა მომეხვია ან დამემუხრუჭებინა.

31 მკითხველთა ლიგა
***

უკვე ყოველდღე ვიჩხირავდი. ჰერმანი ჩემთან გადმოვიდა


ჰენრი-სტრიტზე, რადგან იმ ბინის ქირას, რომელსაც ჯეკთან და
მერისთან იყოფდა, ვეღარ იხდიდა. ჯეკი მარტივ საქმეზე დაიწვა
და ბრონქსის საოლქო ციხეში ელოდა განაჩენს. მერი „მამიკოს“
ფლორიდაში წაჰყვა. ჰერმანს ქირის მარტო გადახდა, რასაკ-
ვირველია, არც უფიქრია. მთელი ცხოვრება სხვის ბინებში
ცხოვრობდა.
როიმ ხანგრძლივი შვებულება აიღო და ზღვაში აღარ გა-
დიოდა. ბრუკლინში ერთი ექიმი იპოვა, რომელიც უპრობლე-
მოდ უწერდა რეცეპტებს - დღეში სამჯერ, თან ერთ რეცეპტში -
30 აბს. ხანდახან შეყოყმანდებოდა ხოლმე, მაგრამ ფულის და-
ნახვაზე კვლავ სიმტკიცე უბრუნდებოდა.
არსებობს რეცეპტის გამომწერი ექიმების ორი სახეობა. ერ-
თი, რომელიც რეცეპტს მხოლოდ მაშინ გიწერს, თუ დარწმუნდე-
ბა, რომ ნარკომანი ხარ და მეორე, რომელიც მხოლოდ მაშინ
გიწერს, თუ დარწმუნდება, რომ ნარკომანი არ ხარ. მომხმარებ-
ლების უმეტესობას უკვე გამზადებული აქვს წლების განმავლო-
ბაში დახვეწილი და დამუშავებული ამბავი. ზოგი ნაღვლის ან
თირკმლის კენჭებს იმიზეზებს (ეს ყველაზე გავრცელებული „ა-
ვადმყოფობაა“ და ბევრი ექიმი თირკმლის კენჭების გაგონების-
თანავე დგება და კარს გიღებს, ახლავე მიბრძანდით აქედანო),
მე სახის ნევრალგია მქონდა დამუღამებული. მისი სიმპტომები
დავადგინე და დავიმახსოვრე. როი ოპერაციის შედეგად დარჩე-
ნილ ნაიარევს იშველიებდა ნაღვლის კენჭის ამბის გასამყარებ-
ლად.
უესთ-სევენთისში ვიქტორიანულ აგურის შენობაში ერთი
ძველმოდური ექიმი ცხოვრობდა. მასთან აუცილებლად დარბა-

32 მკითხველთა ლიგა
ისლურად უნდა დაგეჭირა თავი. თუ მის კაბინეტში შეაღწევდი,
უკვე წარმატება იყო. თუმცა მაშინაც მხოლოდ სამ რეცეპტს გი-
წერდა. კიდევ ერთ ექიმს ვიცნობდით, მაგრამ მისი ფხიზლად გა-
მოჭერა რთული იყო, რადგან სულ სვამდა. ხანდახან რეცეპტს
შეცდომით გამოწერდა და შესასწორებლად უკან დაბრუნება
გვიწევდა. ასეთ შემთხვევაში, ეს ჩვენი „მეგობარი“ არც აციებ-
და, არც აცხელებდა და რეცეპტის ფურცელს შუაზე ხევდა, ვიღა-
ცას ჩემი ხელწერა გაუყალბებიაო. მესამე ექიმს სიბერის მარაზ-
მი სჭირდა და ჩვენ თვითონ ვეხმარებოდით რეცეპტების გამოწე-
რაში. ზოგჯერ ავიწყდებოდა, რას აკეთებდა, კალამს გვერდზე
გადადებდა და იმ მაღალი ფენის პაციენტებს იხსენებდა, რომ-
ლებისთვისაც ახალგაზრდობისას ემკურნალა. განსაკუთრებით
ერთი ტიპის, გენერალ გორის, სიტყვებს იხსენებდა, ასე მითხრა:
„ექიმო, მეიოს კლინიკაში ვყოფილვარ, მაგრამ თქვენ უფრო მე-
ტი იცით, ვიდრე მთელმა მეიოს კლინიკამო“. ლაქლაქს რომ და-
იწყებდა, აღარ მორჩებოდა და გაღიზიანებული ნარკომანი იძუ-
ლებული იყო, მოთმინებით ესმინა მისთვის. ხშირად მისი ცოლი
შემოვარდებოდა ხოლმე კაბინეტში და ბოლო წუთს რეცეპტს
დახევდა, ან, თუ აფთიაქიდან დარეკავდნენ, პასუხობდა, რეცეპ-
ტი ყალბიაო.
მოკლედ რომ ვთქვათ, მოხუცი ექიმები უფრო იოლად გაძ-
ლევენ რეცეპტებს, ვიდრე ახალგაზრდები. ერთი ხანობა ექიმ--
იმიგრანტებს ვიყავით მიწებებული, მაგრამ ნარკომანების ხში-
რი სტუმრობის გამო ისინიც „დაიწვნენ“. ზოგიერთ ექიმს ნარკო-
ტიკი რომ უხსენო, გიჟდება და მაშინვე პოლიციის გამოძახებით
გემუქრება.
ექიმებს ისე დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე, რომ
მათთან პირდაპირ მისვლა ყველაზე ცუდი ნაბიჯია. აჯობებს, გა-
მოგონილ ამბავს მაინც მოუყვეთ, მიუხედავად იმისა, რომ არ
დაგიჯერებენ. ეს სახის შენარჩუნების ერთგვარი აღმოსავლური
33 მკითხველთა ლიგა
რიტუალია. ერთი ტიპი პრინციპული ექიმის როლს თამაშობს და
არაეთიკური რეცეპტის გამოწერისგან ვითომ თავს იკავებს, ხო-
ლო მეორე ტიპი ნამდვილი პაციენტის მანტიას ირგებს. არ შეიძ-
ლება, ექიმს უთხრა: „მისმინეთ, ექიმო, მორფინის რეცეპტს თუ
გამომიწერთ, ორმაგს გადავიხდი“, თორემ ექიმი გადაირევა და
კაბინეტიდან გაგაგდებთ. ექიმებთან თავაზიანად უნდა მოიქ-
ცეთ, თუ გინდათ, თქვენი გაიტანოთ.
როი „წამლის ღორი“ იყო და მე და ჰერმანიც საჭიროზე ხში-
რად ვიჩხირავდით, ჩვენი წილიც მას რომ არ გაეკეთებინა. ჯანქს
პირდაპირ „მთავარ ხაზში“ ვიკეთებდი, რადგან ასე უფრო სწრა-
ფად მოჰქონდა. რეცეპტების განაღდებაც პრობლემური იყო.
აფთიაქების უმეტესობაში კვირაში ერთი-ორჯერ თუ მიხვალ რე-
ცეპტით. ერთი აფთიაქი ვიცოდით, სადაც ყოველ მისვლაზე
გვაძლევდნენ მორფინს და ყველა რეცეპტი იქ მიგვქონდა. როი
სულ იმას გვირჩევდა, ამ ერთ აფთიაქს ნუ მივაწყდებით, თორემ
ინსპექტორი იოლად დაგვწვავსო, მაგრამ აფთიაქიდან აფთიაქ-
ში ბოდიალი გვეზარებოდა და საბოლოოდ ისევ იმ აფთიაქში
ამოვყოფდით ხოლმე თავს. ამასობაში ჩემი წილის გადანახვაც
ვისწავლე, რომ როის და ჰერმანს არ აეწაპნათ. ერთი მჩხირავის
მიერ დამალული ჯანქის მითვისებას „გადანახულის ახევა“
ჰქვია. ძნელია ასეთი ქურდები შეაჩერო, რადგან მჩხირავებმა
კარგად იციან, სად ეძებონ საქონელი. ზოგი თავის ჯანქს მუდამ
თან დაატარებს, მაგრამ ეს ძალიან საშიშია, რადგან შეიძლება
„ძაღლებმა“ გაგაჩერონ, გაგშმონონ და ეგრევე ჩაგაყუდონ.
როგორც კი ყოველდღე დავიწყე გაჩხირვა - დღეში რამდენ-
ჯერმეც კი ვიკეთებდი - სმა და ღამღამობით ბარში სიარული
შევწყვიტე. როცა ჯანქს იკეთებ, აღარ სვამ. როგორც ჩანს, უჯრე-
დები ჯანქით ისეა გაჯერებული, რომ ორგანიზმი ალკოჰოლს ვე-
ღარ იღებს. სასმელი კუჭში რჩება, გაწუხებს, გულს გირევს. სიმ-
თვრალით ვეღარ კაიფობ. ჩემი აზრით, ლოთებს ჯანქი უეჭვე-
34 მკითხველთა ლიგა
ლად განკურნავს. ბანაობაც შევწყვიტე. როცა ჯანქს იკეთებ, კან-
ზე წყლის შეხება რატომღაც გაღიზიანებს და მჩხირავებს ბა-
ნაობა დიდად არ ევასებათ.
ჯანქზე შემჯდარ ხალხზე ბევრი სისულელე დაწერილა. ერ-
თხელაც ნარკომანი სარკეში იხედება და თავის თავს ვეღარ
ცნობს. სინამდვილეში, ნამდვილი ცვლილების შემჩნევა ძალიან
ძნელია და სარკეში არ ირეკლება. საქმე ისაა, რომ რაც უფრო
იზრდება ნარკოტიკზე დამოკიდებულება, მით ნაკლებად აცნო-
ბიერებს ნარკომანი, რომ ჯანქზე შეჯდა. მას ჰგონია, რომ, თუ
სიფრთხილის გარკვეულ წესებს დაიცავს, მაგალითად, მხო-
ლოდ ორ დღეში ერთხელ გაიჩხირავს, ჯანქზე არ შეჯდება. არა-
და, მჩხირავი ვერც ამ წესს იცავს და ყოველ ახალ დოზას გამო-
ნაკლისს უწოდებს. ბევრ მჩხირავთან მილაპარაკია და ყველა
ამას მეუბნება, ვერც კი მივხვდით, ჯანქზე როგორ შევჯექითო.
ბევრი მათგანი სიმპტომებს სხვა ავადმყოფობას მიაწერდა.
როგორც კი ჯანქზე შეჯდება, მომხმარებელი ყველაფრის მი-
მართ კარგავს ინტერესს. მისი ცხოვრება მხოლოდ ჯანქის ირ-
გვლივ ტრიალებს, ერთი დოზიდან მეორემდე წამებს ითვლის,
მხოლოდ „გადანახული ჩეკები“, „რეცეპტები“ და „ბაიანები“ ახ-
სოვს. თავად ნარკომანს ჰგონია, რომ ნორმალური ცხოვრება
აქვს და ჯანქი მხოლოდ გვერდითი მოვლენაა. ის ვერ აცნო-
ბიერებს იმას, რომ დინებას მიჰყვება. მხოლოდ მარაგის ამო-
წურვის შემდეგ ხვდება, რაოდენ მნიშვნელოვანია მისთვის ჯან-
ქი.
- რისთვის გჭირდებათ ნარკოტიკი, მისტერ ლი? - სულელურ
კითხვას მისვამენ ფსიქიატრები.
პასუხი ასეთია: - იმისთვის, რომ დილით საწოლიდან ავდგე,
წვერი გავიპარსო და ვისაუზმო. იმისთვის, რომ ვიცოცხლო.

35 მკითხველთა ლიგა
აუცილებელი არაა, მჩხირავი ჯანქზე უარის თქმამ მოკლას.
თუმცა აბსტინენციისას ჯანქზე დამოკიდებული უჯრედები ნამ-
დვილად იღუპება და მათ ახალი, სუფთა უჯრედები ანაცვლებს.
როი და მისი ძველი სატრფო იმავე მრავალბიანიან სახლში
დასახლდნენ, რომელშიც მე ვცხოვრობდი. ყოველდღე ნასაუზ-
მევს ჩემს ბინაში ვიკრიბებოდით და „დღის პროგრამას“ ვგეგ-
მავდით. ერთ-ერთი ჩვენგანი ექიმთან მიდიოდა. როი ყოველ-
თვის იმას ცდილობდა, ეს საქმე სხვისთვის გადაებარებინა: „ახ-
ლა ვერ წავალ, ხომ იცი, მაგასთან ვიჩხუბე, მაგრამ მისმინე და
გეტყვი, რაც უნდა უთხრა“. ზოგჯერ მე ან ჰერმანს სხვა ექიმთან
მისვლას გვირჩევდა. „უეჭველად უნდა წახვიდე. უარი არ ათქმე-
ვინო, ვიცი, რომ გამოწერს. მე თვითონ ვერ წავალ“.
ერთხელ ერთმა სანდო ექიმმა დამირეკა. ეს როის ვუთხარი
და ასე მიპასუხა:
- ეგ ტიპი უეჭველად დამწვარია. ეტყობა, რამდენიმე დღის
წინ ვიღაცამ გამოიჭირა.
მას შემდეგ უცხო ექიმებს ვერიდებოდი. თუმცა ამასობაში
ჩვენმა ბრუკლინელმა ბიჭმაც უმატა ჯიუტობას.

36 მკითხველთა ლიგა
***

ადრე თუ გვიან ყველა ექიმი გემშვიდობება. ერთხელ რეცეპ-


ტისთვის მისულ როის ექიმმა უთხრა:
- ეს ნაღდად ბოლოა. ბიჭებო, გიჯობთ, აქ აღარ გამოჩნდეთ.
გუშინ ინსპექტორი დამადგა თავზე. ყველა ის რეცეპტი ჰქონდა,
მე რომ გამოგიწერეთ. მითხრა, თუ კიდევ გამოწერ რეცეპტებს,
ლიცენზიას ჩამოგართმევთო. ამიტომ ამ რეცეპტს წინა რიცხვით
დავათარიღებ. მეაფთიაქეს უთხარი, გუშინ ცუდად ვიყავი და
ვერ მოვედი-თქო. ბიჭებო, ყალბი მისამართები მოგიციათ ჩემ-
თვის, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის 334-ე მუხლის
დარღვევაა. ასე რომ, მე გაგაფრთხილეთ. თუ ღმერთი გწამთ,
თუ დაგკითხავენ, შარში ნუ გამხვევთ. მთელი კარიერა დამენ-
გრევა. ხომ იცით, ყოველთვის კარგად გექცეოდით. მრავალი
თვის წინ ვაპირებდი ამ საქმისთვის თავის მინებებას, მაგრამ
ვერ გაგწირეთ. ახლა კი უნდა შემეშვათ. აგერ, ეს რეცეპტი გა-
მომართვი და აქ აღარ მოხვიდე.
მეორე დღეს როი ისევ მივიდა მასთან. ექიმის სიძეც იქ დახ-
ვდა ოჯახის ღირსების დასაცავად. როის საყელოში ხელი ჩაავ-
ლო და კაბინეტიდან გარეთ გაუძახა.
- თუ კიდევ ერთხელ მოხვალ აქ ექიმის შესაწუხებლად, შინ
ფეხით ვეღარ დაბრუნდები, - მიაძახა როის.
ათი წუთის შემდეგ ჰერმანი მივიდა. სიძეც მასაც როივით უნ-
და „გამასპინძლდებოდა“, მაგრამ ჰერმანმა პიჯაკის ქვეშ შემა-
ლული აბრეშუმის კაბა დააძრო და ჩოჩქოლის გაგონებაზე გა-
რეთ გამოსულ ექიმის ცოლს თვალწინ აუფრიალა (მახსოვს, ვი-
ღაცამ ნაქურდალი ულამაზესი კაბები სამ გრან მორფინში გაგ-
ვიცვალა):
- ვიფიქრე, ეს მოგეწონებოდათ.

37 მკითხველთა ლიგა
ამგვარად, ექიმთან დალაპარაკების შანსი მისცეს. ექიმმაც
ბოლოჯერ გამოუწერა რეცეპტი. რეცეპტი კი ჰქონდა, მაგრამ
მორფინის დასათრევად სამი საათი დასჭირდა. ჩვენი აფთიაქი
ინსპექტორს მკაცრად გაეფრთხილებინა და მორფინს აღარ იძ-
ლეოდნენ.
- ბიჭებო, გირჩევნიათ, არსად გამოჩნდეთ, - უთხრა ჰერმანს
აფთიაქის მფლობელმა, - მგონი, ინსპექტორს თქვენს დასაჭე-
რად ორდერი აქვს გამოწერილი.
ჩვენმა ბრუკლინელმა ექიმმა საბოლოოდ აიღო ხელი ჩვენ-
თვის რეცეპტების გამოწერაზე. მთელი ქალაქი სიგრძე-სიგანეზე
გადავქექეთ. ბრუკლინი, ბრონქსი, ქუინსი, ჯერსი-სითი და
ნიუარკი შემოვიარეთ, მაგრამ პანტოპონიც კი ვერსად ვიშოვეთ.
ექიმები თითქოს კაბინეტში ჩვენს გამოჩენას ელოდნენ, რომ ეგ-
რევე ეჯახებინათ: გამორიცხულიაო! ყველა ნიუ-იორკელმა
ექიმმა ერთდროულად შეკრა პირი, რომ ნარკოტიკები აღარ გა-
მოეწერათ. ჯანქი გვითავდებოდა. სულ რამდენიმე საათში სრუ-
ლიად უუნარონი გავხდებოდით. როიმ თეთრი დროშის აღმარ-
თვა და რაიკერს-აილენდზე ოცდათერთმეტდღიანი მკურნალო-
ბის კურსის გავლა გადაწყვიტა. იქ დოზების შემცირებით არ
გმკურნალობენ. სინამდვილეში ნარკოტიკს კი არა, საძილე აბ-
საც არ გაძლევენ. უბრალოდ, ოცდაათი დღით გამწყვდევენ.
იქაურობა ნარკომანებითაა სავსე.
ჰერმანი ბრონქსში აიყვანეს, როცა ექიმს ელოდა. ბრალი არ
წაუყენებიათ, უბრალოდ, ორ დეტექტივს მისი გამომეტყველება
არ მოეწონა. განყოფილებაში აღმოაჩინეს, რომ შტატის ინსპექ-
ტორს მის დასაჭერად უკვე ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ჰერ-
მანს ნარკოტიკების რეცეპტზე არასწორი მისამართის მითითე-
ბაში წაუყენეს ბრალი. ერთმა ისეთმა ადვოკატმა დამირეკა, პო-
ლიციის ფურგონებს კუდში რომ დასდევს, ჰერმანის თავდებით
გამოსაშვებად გირაოს ხომ არ გადაიხდიო. გირაოს მაგივრად
38 მკითხველთა ლიგა
სიგარეტის საყიდელი ორი დოლარი გავუგზავნე. თუ კაცი მაინც
უნდა ჩააყუდონ, აჯობებს, სასჯელის მოხდა პირდაპირ დაიწყოს.
ჯანქი სულ გამომელია და ბამბის ქულებს მივადექი. ჯანქს
კოვზზე ხარშავენ, ზედ ბამბას ადებენ, რომ წვეთიც არ დაიკარ-
გოს და მერე შპრიცით ისრუტავენ. ხშირად ნახარში ბამბაში
ილექება და ნარკომანები ამ ბამბის ქულებს შავი დღისთვის ინა-
ხავენ.
ერთ მოხუც ექიმთან თავი მოვისაწყლე, შაკიკი მაწუხებს--
მეთქი და კოდეინი გამოვაწერინე. სულ არაფერს კოდეინი სჯო-
ბია; ხუთგრანიანი ინიექცია კანქვეშ ლომკისგან გიცავს. კო-
დეინის ვენაში შეშხაპუნება რატომღაც ძალიან სახიფათოა.
მახსოვს, ერთ ღამეს მე და ჰერმანს კოდეინის სულფატის
გარდა არაფერი გვქონდა. ჯერ ჰერმანმა გაიმზადა დოზა და ერ-
თი გრამი ვენაში გაიკეთა. თავიდან ძალიან გაწითლდა, მერე
გაფერმკრთალდა. უღონოდ ჩამოჯდა საწოლზე.
- ღმერთო ჩემო, - ამოილუღლუღა მან.
- რა მოხდა? - ვკითხე. - მგონი, კარგია.
- მართლა? - მოიღუშა ჰერმანი. - მიდი, აბა, სინჯე!
ერთი გრანი მოვხარშე და ნემსი გავიმზადე გასაჩხირავად.
კვლავინდებურად საწოლზე ჩამომჯდარი ჰერმანი დიდი ინტერე-
სით მიყურებდა. როგორც კი ნემსი ვენიდან გამოვიძრე,
უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, სულაც არ ჰგავდა მორფინის
გაკეთებით გამოწვეულ საამურ შეგრძნებას. ვიგრძენი, როგორ
გამისივდა სახე. ჰერმანის გვერდით ჩამოვჯექი საწოლზე. ხელე-
ბი დამიმძიმდა.
- აბა, კარგია? - მკითხა ჰერმანმა.
- არა, - ვუპასუხე.
თითქოს მუშტი მთხლიშესო, ტუჩები დამიბუჟდა. თავი საშინ-
ლად ამტკივდა. ოთახში ბოლთის ცემა დავიწყე. ვიფიქრე, სის-
ხლის მიმოქცევა კოდეინს ჩარეცხავს-მეთქი.
39 მკითხველთა ლიგა
ერთი საათის შემდეგ თავი ოდნავ უკეთ ვიგრძენი. ჰერმანმა
მიამბო თავის ძველ მეგობარზე, რომელიც კოდეინის გაკეთების
შემდეგ გათიშულა და გალურჯებულა.
- ცივი შხაპის ქვეშ შევაგდე და ძლივს მოვასულიერე.
- მერე, აქამდე ვერ მითხარი? - მკვახედ მივახალე.
უეცრად ჰერმანი გაცხარდა. არც კი ვიცი, რატომ.
- მაშ როგორ გინდა? როცა იჩხირავ, ყველაფერი შეიძლება
დაგემართოს. თანაც, ყველას სხვადასხვანაირი რეაქცია აქვს
ამა თუ იმ ჯანქზე. ისე დარწმუნებული იყავი, კოდეინი კარგიაო,
წინასწარ აღარ გაგიტეხე.

40 მკითხველთა ლიგა
***

როცა გავიგე, ჰერმანი დააპატიმრეს, მივხვდი, რომ შემდეგი


მე ვიქნებოდი. თუმცა თავს ისე ცუდად ვგრძნობდი, ქალაქიდან
გასვლა არ შემეძლო.
ორმა დეტექტივმა და ფედერალურმა აგენტმა დამაპატიმრა
ჩემსავე ბინაში. შტატის ინსპექტორს ჩემი დაპატიმრების ორდე-
რი გაუცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის 334-ე მუხლის
დარღვევისთვის, ანუ რეცეპტში ყალბი სახელის მითითების-
თვის. დეტექტივების წყვილი „აფერისტისა“ და „მაგარი ტიპისა-
გან“ შედგებოდა. „აფერისტმა“ მკითხა:
- რამდენი ხანია ჯანქს იკეთებ, ბილ? ხომ იცი, რეცეპტში ნამ-
დვილი სახელი უნდა მიუთითო ხოლმე...
- კარგი, წავიდეთ დროზე! - ჩაერთო „მაგარი ტიპი“. - ბოის-
კაუტები კი არ ვართ.
სინამდვილეში ამ საქმით დიდად დაინტერესებულები სულაც
არ ჩანდნენ და ჩემთვის წერილობითი ჩვენება არ ჩამოურთმე-
ვიათ. გზად განყოფილებისკენ ფედერალურმა აგენტმა რაღაც--
რაღაცები გამომკითხა და ფორმა შეავსო. „ტუმბსში“ მიმიყვა-
ნეს, ფოტოები გადამიღეს და თითის ანაბეჭდები ამიღეს. სანამ
მოსამართლესთან მიმიყვანდნენ, „აფერისტმა“ სიგარეტი მომა-
წევინა და ნარკომანიის სიავეზე წამოიწყო ლაპარაკი.
- თუნდაც ოცდაათ წლამდე მიაღწიო, მაინც თავის მოტ-
ყუებაა. ის გარყვნილი დეგენერატები კი... - თვალები გაუბ-
რწყინდა. - ექიმები ამბობენ, მაგათ აღარაფერი ეშველებათო.
მოსამართლემ გირაოს ოდენობა ათასი დოლარით განმისაზ-
ღვრა. „ტუმბსში“ დამაბრუნეს, ტანსაცმელი გამხადეს და შხაპის
ქვეშ დამაყენეს. ერთმა მცველმა ჩემი ტანსაცმელი უხალისოდ
გადაქექა, მერე დამიბრუნა. ლიფტით ზემოთ ამიყვანეს და სა-

41 მკითხველთა ლიგა
კანში მომათავსეს. დღის ოთხ საათზე ყველანი საკნებში ჩაგვკე-
ტეს. ყველა საკნის კარი მთავარი ჩამრთველით იკეტებოდა.
ბლოკში საკეტების ჩხაკუნის ხმამაღალი ექო გაისმა.
ჩემი ორგანიზმი კოდეინის ნარჩენებისგან იცლებოდა. ცხვი-
რიდან და თვალებიდან დენა დამეწყო, ტანსაცმელი ოფლით გა-
მეჟღინთა. ხან მაციებდა, ხან მახურებდა - თითქოს ღუმლის
კარს წამდაუწუმ აღებდნენ და კეტავდნენ. სრულიად დაუძლურე-
ბული საწოლზე მივწექი. ფეხები ისე მტკიოდა, ვერც ვშლიდი,
ვერც ვხრიდი. ერთიანად გაოფლილი ვწრიალებდი.
ვიღაც ზანგი მღეროდა.
- ადე, ადე, ქალო და აწიე ეგ შენი სქელი ტრაკი.
საიდანღაც ხმები მოისმა.
- ორმოცი წელიო! არა, ძმაო, მაგდენს ვერ გავძლებ!
ღამის თორმეტ საათზე ჩემმა გოგომ თავდებით დამიხსნა და
„გამოსალენჩებელი ბურთულებით“ დამხვდა ციხის კართან.
„გამოსალენჩებელი ბურთულები“ ოდნავ გშველის.
მეორე დღეს უფრო ცუდად გავხდი და საერთოდ ვერ ავდექი.
ვიწექი და დროდადრო ნემბუტალის აბებს ვყლაპავდი.
საღამოს ორი ლენტი ბენზედრინი გადავყლაპე და ბარში მი-
ვედი. მუსიკალური ავტომატის გვერდით დავჯექი. როცა ლომკა
გაქვს, მუსიკა გშველის. ერთხელ ტეხასში პლანის მოწევას
ოპიუმის ქაფურიანმა ნაყენმა და ლუი არმსტრონგის ფირფიტებ-
მა გადამაჩვია.
ლომკაზე უარესი თანამდევი დეპრესიაა. ერთხელ თვალი
დავხუჭე და ნანგრევებად ქცეული ნიუ-იორკი წარმოვიდგინე.
42-ე ქუჩის ცარიელ ბარებში, კაფეტერიებსა და აფთიაქებში
უზარმაზარი ჭიები და მორიელები დაცოცავდნენ. გაბზარულ
ტროტუარებსა და გზებზე სარეველები ამოზრდილიყო. ირ-
გვლივ სულიერის ჭაჭანება არ იყო.

42 მკითხველთა ლიგა
ხუთი დღის შემდეგ ცოტა მოვმჯობინდი. რვა დღის შემდეგ
ჯანქის ლომკა ჭამის უზომო მადამ ჩაანაცვლა, განსაკუთრებით
კრემიან ნამცხვრებსა და მაკარონს ვეტანებოდი. ათი დღის შემ-
დეგ მთლიანად გამოვედი. ჩემი საქმის განხილვა გადაიდო.

43 მკითხველთა ლიგა
***

რაიკერს-აილენდის ოცდათერთმეტდღიანი მკურნალობიდან


დაბრუნებულმა როიმ 103-ე ქუჩისა და ბროდვეის კუთხეში მექ-
სიკური ჰეროინით მოვაჭრე ბარიგა გამაცნო. მეორე მსოფლიო
ომის დასაწყისში ჰეროინის იმპორტი თითქმის მთლიანად შეწ-
ყდა და ნარკომანები მხოლოდ რეცეპტით გამოწერილი მორფი-
ნის იმედად დარჩნენ. თუმცა მექსიკის ხაზი მალე აღადგინეს.
იქაური ყაყაჩოს მინდვრებიდან (რომლებსაც ჩინელები უვლიდ-
ნენ) ჰეროინის შემოტანა განახლდა. მექსიკური ჰეროინი ყავის-
ფერი იყო, რადგან მასში ნედლ ოპიუმს ურევდნენ.
103-ე ქუჩისა და ბროდვეის გადაკვეთა ბროდვეის სხვა კვარ-
ტლებისაგან არაფრით განსხვავდება. კაფეტერია, კინოთეატრი,
მაღაზიები. ბროდვეის შუაში მწვანე მინდორია და იქ ერთმანე-
თისგან თანაბარი მანძილით დაშორებული ხის მერხები დგას.
103-ე ქუჩაზე მეტროს სადგურია და იქაურობა სულ ხალხითაა
გადაჭედილი. ეს მჩხირავების ტერიტორიაა. დღისით, მზისით,
ხალხმრავალ ქუჩაში, კაფეტერიაში, უბანში, ყველგან ჯანქის აჩ-
რდილი დაეხეტება.
აქ ყოველთვის წააწყდებოდით კაფეტერიაში მსხდარ ან მის
წინ ქუჩაში მდგარ მჩხირავებს. ქურთუკის საყელოები აეწიათ,
აქეთ-იქით იყურებოდნენ და ბარიგის გამოჩენას ელოდნენ. ზაფ-
ხულობით ხის მერხებზე ისხდნენ, შავ პიჯაკებში გამოწყობილე-
ბი, ერთად შეგროვებულ ლეშისმჭამელ სვავებს ჰგავდნენ.
ბარიგას ნაადრევად დანაოჭებული ჭაბუკის სახე ჰქონდა.
ორმოცდათხუთმეტი წლის იყო, მაგრამ ოცდაათზე მეტს ვერ
მისცემდით. ჩია ტანის იყო, შავგვრემანი, ირლანდიელის გარეგ-
ნობით. როცა ბოლოს და ბოლოს გამოჩნდებოდა - ძველი
თაობის ბევრი მჩხირავის მსგავსად ისიც არაპუნქტუალური იყო

44 მკითხველთა ლიგა
- მაშინვე კაფეტერიის მაგიდას მიუჯდებოდა ხოლმე. მაგიდაზე
ფულს დაუდებდი და სამი წუთის შემდეგ ქუჩის კუთხეში ხვდებო-
დი ჯანქის გამოსართმევად. საქონელი თან არასდროს ჰქონდა,
მაგრამ სადღაც ახლომახლო მალავდა.
ამ ბარიგას „ირლანდიელს“ ეძახდნენ. უწინ ჰოლანდიელი
შულცისთვის მუშაობდა, მაგრამ გავლენიანი რეკეტირები მჩხი-
რავებს არასანდოობის გამო ახლოს არ იკარებენ და „ირლან-
დიელსაც“ აახვევინეს. ახლა თავისთვის იყო. ხან ბარიგობდა,
ხან ლოთებს ასუფთავებდა მეტროსა და მანქანებში, თუ გასაყიდ
საქონელს ვერ იშოვიდა. ერთ საღამოს მეტროში ჯიბგირობისას
წაასწრეს და ჩააყუდეს. „ტუმბსში“ თავი ჩამოიხრჩო.
ბარიგა ერთგვარად საზოგადოებრივ მოსამსახურეს ჰგავს;
საშუალოდ სამ თვეში ერთხელ „მოსამსახურეები“ ერთიმეორეს
ენაცვლებიან; ყველა იმ აზრისა იყო, რომ ბარიგობა უმადური
„პროფესიაა“. როგორც „ბერძენი ჯორჯი“ ამბობდა: „ერთხელაც
გაკოტრდები და ციხეში აღმოჩნდები. თუ ნისიად არ მისცემ, ყვე-
ლა ძუნწს გიწოდებს; მისცემ და ჩემზე მეტად თვითონ ხეირო-
ბენ“.
ჯორჯი ლომკიან ნარკომანს უარს ვერ ეუბნებოდა. მისი სიკე-
თით ბოროტად სარგებლობდნენ: მას ნისიად ართმევდნენ
ჯანქს, სხვა ბარიგისგან კი ყიდულობდნენ. ჯორჯმა სამი წელი
იბარიგა და საქმიდან გავიდა.
103-ე ქუჩაზე ბიბოპზე „შემჯდარი“ ჰიპსტერები არასდროს
მოდიოდნენ. აქ მხოლოდ ძველები იჩითებოდნენ: ჩამომხმარი
სახეები; მოღრეცილი პირები, აცახცახებული ტუჩები; გაშეშებუ-
ლი ხელები (მჩხირავს გაშეშებული მკლავითა და ხისტი თითე-
ბით ამოიცნობ, როგორც პიდარასტს მოდუნებული მაჯით და
დაბლა დაშვებული ხელის მტევნით). გარეგნობითა და ეროვნე-
ბით ერთმანეთისგან განსხვავებოდნენ, მაგრამ როგორღაც ყვე-
ლა ერთმანეთს ჰგავდა. ყველა ნარკომანი იყო. ვიცნობდი „ირ-
45 მკითხველთა ლიგა
ლანდიელს“, „ბერძენ ჯორჯს“, „პანტოპონ როუზის“, „მებარგულ
ლუის“, „პიდარასტ ერიკს“, „ბიგლს“, „მეზღვაურს“, „მექსიკელ
ჯოს“. მათგან ზოგი უკვე მკვდარია, ზოგი ციხეში ზის.
103-ე ქუჩისა და ბროდვეის გადაკვეთაზე დღეს ბარიგებს
აღარ ელიან. ბარიგებმა და მჩხირავებმა სხვაგან გადაინაც-
ვლეს. თუმცა ჯანქის სურნელი ჯერაც იქ ტრიალებს. ქუჩის კუთ-
ხეშივე გეჯახება, მთელ უბანში უკან მიგყვება და ბოლოს გუ-
ლაცრუებული მათხოვარივით ჩამოგშორდება.
მექსიკელ ჯოს ჩამოგრძელებული სახე და წვეტიანი ცხვირი
ჰქონდა, რომელსაც გამუდმებით იჭმუხნიდა. სახე დანაოჭებო-
და, ოღონდ არა სიბერისგან. შემთხვევებს, რომლებმაც მის სა-
ხეს დაღი დაასვეს, ჯო უვნებელი გადაურჩა. თვალები ახალგაზ-
რდულად უბრწყინავდა. დიდი ხნის მჩხირავების მსგავსად მასაც
გარკვეული სირბილე ახასიათებდა. ჯოს კილომეტრიდან იცნობ-
დი. მილიონიანი ქალაქის უცნობებით გადაჭედილ ქუჩაში ხე-
ლად გამოარჩევდი, თითქოს ბინოკლით უყურებდი. ის მატ-
ყუარა იყო და როგორც ყველა მატყუარა, გამუდმებით ახალ--
ახალ ამბებს თხზავდა, ცვლიდა დროს, პერსონაჟებს. ერთხელ
რომელიღაც მეგობრის ამბავს მოგიყვებოდა, მეორედ ამ ამბავს
თავის თავზე მიიწერდა. კაფეტერიაში მაგიდასთან დაჯდებოდა,
ყავას და ნამცხვარს შეექცეოდა და თავის თავგადასავლებს
გვიყვებოდა.
- ...მოკლედ, გავიგეთ, რომ ამ ჩინელს საქონელი გადაუმა-
ლავს და ყველანაირად ვცილობდით, სამალავის ადგილი დაგ-
ვეფქვევინებინა. სკამზე მივაბით. მე ასანთს მოვუკიდე, - მექსი-
კელმა ჯომ ხელის მოძრაობით გვიჩვენა, როგორ მოუკიდა ასან-
თის ღერს, - და ტერფზე მივადე. სიტყვა არ დაუძრავს. შემეცოდა
ეს ტიპი. მერე ჩემმა ამხანაგმა სახეში პისტოლეტის ტარი ჩაარ-
ტყა და სისხლი წასკდა, - მექსიკელმა ჯომ სახეზე ორივე ხელი
ჩამოისვა, ვითომ სისხლი ჩამოიწმინდა. - კინაღამ გული ამერია.
46 მკითხველთა ლიგა
ჩემს ამხანაგს ვუთხარი, შევეშვათ ამ კაცს და წავიდეთ, მაინც
არაფერს გვეტყვის-მეთქი.
ლუი მაღაზიის ქურდი იყო, რომელსაც გამბედაობა სულ
დაეკარგა. ყოველთვის გრძელი, გაცვეთილი, შავი პალტო ეცვა
და გაქნილ არამზადას ჰგავდა. ზედვე ეტყობოდა, რომ ქურდი
და ნარკომანი იყო. ხელმოცარულად თვლიდნენ. ამბობდნენ,
ერთ დროს ძაღლობასთან ბოზობდაო, მაგრამ მე რომ გავიცანი,
მაშინ წესიერად მიაჩნდათ. ბერძენ ჯორჯს ლუი თვალში არ მოს-
დიოდა, სულ იმას იმეორებდა, მაწანწალა და ლოთიაო. „შინ ნუ-
რასდროს დაპატიჟებ, თორემ ჩაკაიფებული დაგადგება და მთე-
ლი ოჯახის თვალწინ მოგჭრის თავს. არაფრის რიდი მაგას არ
აქვს“.
ამ ჩვენს კომპანიაში ბერძენი ჯორჯი საყოველთაოდ აღიარე-
ბული არბიტრი იყო. მხოლოდ ის განსაზღვრავდა, ვინ იყო კარ-
გი და ვინ - ცუდი. ჯორჯი ძალიან ამაყობდა თავისი პატიოსნე-
ბით. არასდროს არავინ მიცემიაო, ამბობდა.
ბერძენი ჯორჯი სამჯერ იჯდა ციხეში. მორიგი ჩავარდნა და
ალბათ, სამუდამოს მიუსჯიდნენ რეციდივიზმისთვის. ყველა-
ნაირად თავს არიდებდა საშარო საქმეებს. ქურდობას და ბარი-
გობას შეეშვა; ხანდახან ნავსადგურში მუშაობდა მტვირთავად.
ყველა მხრიდან ალყაშემორტყმულ კაცს სხვა გზა არ აქვს, გარ-
და მარცხის აღიარებისა. როცა ჯანქს ვერ შოულობდა - და ეს ძა-
ლიან ხშირად ხდებოდა - სვამდა და ნემბუტალის აბებს ყლაპავ-
და.
ორი მოზარდი ბიჭი ჰყავდა და მათი გადამკიდე, სულ პრობ-
ლემები ჰქონდა. ჯანქის ნაკლებობის პერიოდში თითქმის სულ
ცუდად იყო და იმ ლაწირაკებს ვერ უმკლავდებოდა. სახეზე მუდ-
მივი უიღბლობის კვალი ეტყობოდა. ბოლოს რომ ვიყავი ნიუ--
იორკში, ჯორჯი ვერ ვიპოვე. 103-ე ქუჩის ბიჭები სულ დაიფან-

47 მკითხველთა ლიგა
ტნენ. ვისაც ველაპარაკე, ვერავინ მითხრა, რა მოუვიდა ბერძენ
ჯორჯს.
„დარაჯი ფრიცი“ ფერმკრთალი, გამხდარი, ტანდაბალი ტიპი
იყო, რომელიც ხეიბარს ჰგავდა. ხუთწლიანი სასჯელი მოიხადა
იმის გამო, რომ ვიღაც ჩამშვებს მოსაწევი მიჰყიდა. ნარკოტიკე-
ბის ბიუროს აგენტს აუცილებლად ვინმეს დაპატიმრება სჭირდე-
ბოდა და ჩამშვებს აწვებოდა. ჩამშვებმა და ნარკოტიკების
ბიუროს აგენტმა მოილაპარაკეს, ფრიცს ბარიგობა დააწყებინეს
და მისი დაპატიმრებით მთელი ქსელი გამოაააშკარავეს. ფრიცს
ძალიან უხაროდა, რომ ამხელა ყურადღება მიიქცია და ლექსინ-
გტონში თვითკმაყოფილი იხსენებდა ზონაში გატარებულ ხუთ
წელს.
„პიდარასტი ერიკი“ წარმატებული ჯიბგირი იყო. მოხერხებუ-
ლად ძარცვავდა მთვრალებს. ის ყოველთვის პირველი მი-
დიოდა მეტროში სკამზე წამოწოლილ მთვრალთან და ჯიბეება-
მოტრიალებულს ტოვებდა. მძინარე მთვრალი ლეშისმჭამელთა
მთელ იერარქიას იზიდავს. იერარქიის სათავეში „პიდარასტის“
მსგავსი, სპეციალური რადარით „აღჭურვილი“ უმაღლესი კლა-
სის ჯიბგირები არიან მოქცეული. ისინი მხოლოდ ნაღდ ფულზე,
ძვირფას ბეჭდებსა და მაჯის საათებზე ნადირობენ. ამათ ხული-
განი ქურდბაცაცები მოჰყვებიან, რომლებიც ყველაფერს იპარა-
ვენ: ქუდს, ფეხსაცმელს, ქამარსაც კი. სულ ქვედა საფეხურზე
თავხედი, მოუქნელი მძარცველები დგანან, რომლებიც ლოთის-
თვის ქურთუკის ან პალტოს წართმევას ცდილობენ.
„პიდარასტს“ მძინარე მთვრალთან ვერავინ მიასწრებდა. ერ-
თხელ 103-ე ქუჩის სადგურში ათასი დოლარი იშოვა. ძალიან
ხშირად მისი მონაგარი ასობით დოლარამდე ადიოდა. თუ მძი-
ნარე გაიღვიძებდა, ერიკი სულელურად გაიღიმებდა და თეძოზე
მიადებდა ხელს, ვითომ ეფერებოდა. ამიტომ შეარქვეს მეტსახე-
ლად „პიდარასტი“.
48 მკითხველთა ლიგა
ყოველთვის კოხტად ეცვა; როგორც წესი, ტვიდის სპორტული
პიჯაკი და ფლანელის ნაცრისფერი პერანგი. ევროპული გალან-
ტურობა და მსუბუქი სკანდინავიური აქცენტი მიმზიდველს ხდი-
და. ვერც კი იფიქრებდით, რომ ჯიბგირი იყო. ყოველთვის მარ-
ტო მუშაობდა. ბედი სწყალობდა და არ უნდოდა, გათვალული-
ყო. იღბლიან კაცთან ურთიერთობა უიღბლოსაც ბედს სწევს
ხოლმეო, ამბობენ, მაგრამ უფრო ხშირად პირიქით ხდება. მჩხი-
რავები საკმაოდ შურიანები არიან. 103-ე ქუჩაზე „პიდარასტის“
წარმატებები არ უხაროდათ. თუმცა ყველა აღიარებდა, რომ
კარგი ტიპი იყო და ყოველთვის გამოგადგებოდა საქმეში.

49 მკითხველთა ლიგა
***

ჰეროინის თითო კაფსული სამი დოლარი ღირდა, თავის გა-


სატანად კი დღეში სამი ცალი მაინც გჭირდება. უფულოდ ვიყავი
და როისთან ერთად მეტროში ჯიბგირობა დავიწყე. სადგურიდან
სადგურში დავდიოდით და ვაგონიდან ვაკვირდებოდით, სადმე
ლოთი ხომ არ იწვა ხის სკამზე. თუ მძინარე ლოთს გადავაწყდე-
ბოდით, ვაგონიდან ჩავდიოდით. მე სკამის წინ გაზეთით ხელში
დავდგებოდი, როი კი ლოთის ჯიბეებში იქექებოდა, თან ჩურჩუ-
ლით მკარნახობდა: „ოდნავ მარცხნივ. ეგრე შორს არა, ცოტათი
უკან. ხო, აი, ეგრე. მანდ იდექი“. მეც ვეფარებოდი. ძალიან ხში-
რად ვაგვიანებდით. ლოთი უკვე ჯიბეებცარიელი გვხვდებოდა.
ვაგონებშიც ვმუშაობდით. მე მთვრალ ტიპს გვერდით მივუჯ-
დებოდი ხოლმე და გაზეთს ვშლიდი. როი ჩემს ზურგს უკნიდან
უყოფდა მთვრალს ჯიბეში ხელს. თუ მთვრალი გაიღვიძებდა,
ჩემზე ვერ იეჭვებდა, რადგან მე ორივე ხელით გაზეთი მეჭირა.
ღამის განმავლობაში საშუალოდ ათ დოლარს ვშოულობდით.
მეტ-ნაკლებად ერთფეროვანი სამუშაო გვქონდა. ახლაც ღა-
მის თერთმეტ საათზე ტაიმს-სკვერზე მეტრო Iღთ-ში ჩავედით და
სადგურებს დავუყევით. 149-ე ქუჩაზე მთვრალი შევნიშნე და მა-
ტარებლიდან გამოვედით. 149-ე ქუჩის რამდენიმეიარუსიანი
სადგური ჯიბგირებისთვის ძალიან სახიფათოა, რადგან „ძაღ-
ლებს“ ბევრგან შეუძლიათ ჩასაფრება; ვერც პარტნიორს დაფა-
რავ ყველა კუთხიდან. თანაც, ქვედა იარუსიდან მხოლოდ ესკა-
ლატორით თუ გაიქცევი.
მძინარე მთვრალს არხეინად მივუახლოვდით, ვითომ ვერც
ვხედავდით. შუახნის ტიპი იყო, ხელფეხგაფარჩხული კედელს
მიყრდნობოდა და ხმამაღლა ფშვინავდა. როი გვერდით მიუჯდა,
მე გაშლილი გაზეთით წინ დამიყენა.

50 მკითხველთა ლიგა
- ოდნავ მარჯვნივ, ეგრე შორს არა, ცოტათი უკან. ხო, აი, ეგ-
რე კარგია.
უეცრად ფშვინვა შეწყდა. ის სცენა გამახსენდა კინოფილმი-
დან, ოპერაციისას პაციენტი სუნთქვას რომ წყვეტს. ვიგრძენი,
როგორ გაშეშდა ჩემს ზურგს უკან როი. მთვრალმა რაღაც
ჩაიბურტყუნა და გვერდი იცვალა. მალე ისევ ფშვინვა ამოუშვა.
როი წამოდგა.
- კაი, - თქვა მან და სწრაფად წავიდა ბაქნის მეორე ბოლოსა-
კენ. ჯიბიდან დაჭმუჭნილი კუპიურები ამოიღო და რვა დოლარი
გადათვალა. ოთხი მე მომცა. - შარვლის ჯიბიდან ამოვაცალე.
საფულე ვერ ვიპოვე. ფშვინვა რომ შეწყვიტა, მეგონა, გაიღვიძა
და გამოგვიჭირა.
ქალაქის ცენტრში წავედით. 116-ე ქუჩაზე კიდევ ერთი
მთვრალი შევამჩნიეთ და მატარებლიდან ჩავედით, მაგრამ სა-
ნამ მასთან მივიდოდით, გაეღვიძა, წამოდგა და წავიდა. როის
აჩაჩულ-დაჩაჩული, დიდპირა კაცი მიუახლოვდა და გამოელაპა-
რაკა. ისიც ჯიბგირი იყო.
- „პიდარასტმა“ კიდევ ერთი მთვრალი გაასუფთავა, - თქვა
მან, - 96-ე ქუჩაზე ორი კუპიურა და მაჯის საათი ააცალა.
როიმ რაღაც ჩაილაპარაკა და გაზეთს დააშტერდა. დიდპირა
უცნობმა ხმამაღლა ლაპარაკი განაგრძო.
- ერთმა მთვრალმა წამასწრო, მეუბნება, ჯიბეში ხელს რატომ
მიფათურებო.
- თუ ღმერთი გწამს, რა გაყვირებს? - გააწყვეტინა როიმ და
გაეცალა. - კარგმოტყნული ნაბიჭვარი, - ჩაიბუტბუტა. - ახლო-
მახლო ბევრი ჯიბგირი არ დაიარება. მხოლოდ „პიდარასტი“,
„ბიგლი“ და ეს მათხოვარი. „პიდარასტის“ ყველას შურს, რად-
გან ბლომად ფულს შოულობს. თუ იმ არიფს გაეღვიძება, თეძო-
ზე ადებს ხელს, ვითომ პიდარასტია. 103-ელი მათხოვრები კი
„წყეულ პიდარასტს“ ეძახიან, რადგან თვითონ მოპარვის ტრაკი
51 მკითხველთა ლიგა
არ აქვთ. ერიკი ისეთივე პიდარასტია, როგორიც მე, - როი წა-
მით ჩაფიქრდა. - არა, მე უფრო ვარ მეტრაკე, ვიდრე ეგ.
ხაზის ბოლო სადგურამდე ბრუკლინში ისე მივედით, ლოთი
აღარსად დაგვინახავს. უკან რომ ვბრუნდებოდით, ვაგონში შე-
ვამჩნიეთ ერთი მთვრალი ტიპი. გვერდით მივუჯექი და გაზეთი
გავშალე. ჩემს ზურგს უკან როიმ შეაცურა ხელი. ერთ მომენტში
მთვრალ კაცს გაეღვიძა და მკაცრად შემომხედა, მაგრამ მე
ორივე ხელით გაზეთი მეჭირა. როიმ თავი ისე მოაჩვენა, ვითომ
ჩემთან ერთად კითხულობდა გაზეთს. მთვრალმა ტიპმა ისევ
დაიძინა.
- აქ ჩავიდეთ, - მითხრა როიმ, - ქუჩაში ფეხით გავიაროთ.
დიდხანს მეტროში ბოდიალი არ ღირს.
34-ე ქუჩაზე კაფე-ავტომატის თითო ჭიქა ყავა დავლიეთ და
ბოლო ნაქურდალი შუაზე გავიყავით. სამ-სამი დოლარი გვერ-
გო.
- როცა ვაგონში ძარცვავ მთვრალს, ვაგონის მოძრაობას უნ-
და აჰყვე. თუ რიტმს მოერგები, მღვიძარე ლოთსაც გაასუფთა-
ვებ. წეღანდელ ტიპთან ცოტა ვიჩქარე, ამიტომაც გაეღვიძა. რა-
ღაც იგრძნო, მაგრამ ვერ მიხვდა - რა.
ტაიმს-სკვერზე „მეტროს მაიკს“ შევხვდით. თავი დაგვიქნია,
მაგრამ არ გაჩერებულა. მაიკი ყოველთვის მარტო მუშაობდა.
- მოდი, ქუინს-პლაზაზეც მოვსინჯოთ, - შემომთავაზა როიმ. -
დამოუკიდებელი ხაზია. იქ კომპანიის მიერ სპეციალურად დაქი-
რავებული „ძაღლები“ მორიგეობენ, მაგრამ მხოლოდ ხელკეტე-
ბით არიან შეიარაღებული. თუ ჩაგავლებენ, როგორმე დაუს-
ხლტი და მორჩა.
ქუინს-პლაზაც სახიფათო ადგილია. ვერც აქ ახერხებ პარ-
ტნიორის ყველა მხრიდან დაფარვას, ამიტომ გარისკვა გიწევს.
სკამზე გაშხლართული მძინარე ლოთი შევამჩნიეთ, მაგრამ მას-

52 მკითხველთა ლიგა
თან მისვლა ვერ გავბედეთ, რადგან ირგვლივ ბევრი ხალხი
ირეოდა.
- ცოტა ხანს დავიცადოთ, - მითხრა როიმ. - ოღონდ გახსოვ-
დეს, სამ მატარებელზე მეტს ნუ გაუშვებ. თუ მანამდე არ მოგეცა
შანსი, რაც უნდა ხელსაყრელად გეჩვენებოდეს საქმე, მაინც უნ-
და შეეშვა.
მატარებლიდან ორი ახალგაზრდა გამოვიდა. ვიღაც მთვრალ
ტიპს ამოსდგომოდნენ მხარში. ის ტიპი სკამზე დააგდეს და მე და
როის შემოგვხედეს.
- მოდი, მეორე მხარეს წავიყვანოთ, - უთხრა ერთმა ახალგაზ-
რდამ მეორეს.
- წაყვანა რა საჭიროა, აქვე მიხედეთ! - უთხრა მათ როიმ.
ახალგაზრდები როის სიტყვების მნიშვნელობას ვითომ ვერ
მიხვდნენ.
- მივხედოთ? რას გულისხმობ, ჩვენო პიდარასტო მეგობარო?
მერე მთვრალი ტიპი ასწიეს და ბაქნის მეორე კიდისკენ წაათ-
რიეს.
ამასობაში როიმ ჩაილაპარაკა, ახლა სიფრთხილის დრო
არააო, ჩვენს სამიზნესთან მივიდა და ჯიბიდან საფულე ამოაცა-
ლა.
საფულე ცარიელი აღმოჩნდა და როიმ სკამზე მიაგდო.
ბაქნის მეორე კიდიდან ერთ-ერთმა ახალგაზრდამ გამოგვძა-
ხა: - ამოიღე ხელი სხვისი ჯიბიდან! - და თავის მეგობართან ერ-
თად ახარხარდა.
- ეს თავხედი ნაბიჭვრები! - ჩაილაპარაკა როიმ. - უესტ--
საიდის ხაზზე თუ გამოვიჭირე რომელიმე, ბაქნიდან გადავის-
ვრი.
ერთ-ერთი ბიჭი მოგვიახლოვდა და წილი მოგვთხოვა.
- გეუბნები, არაფერი ჰქონდა, - გაუმეორა როიმ.
- დავინახეთ, საფულე რომ ამოაცალე.
53 მკითხველთა ლიგა
- შიგ არაფერი ედო.
მატარებელი მოვიდა და ვაგონში შევედით. ახალგაზრდა ბა-
ქანზე დარჩა, ვერ გადაეწყვიტა, ჩვენთვის გაეხურებინა თუ არა.
- ამ ნაბიჭვრებს ეს სახუმარო საქმე ჰგონიათ, - თქვა როიმ. -
დიდხანს ვერ გაქაჩავენ. როცა რაიკერს-აილენდზე „ხუთი--
ოცდაცხრის“ მოხდა მოუწევთ, მაშინ სიცილის გუნებაზე აღარ
იქნებიან.
იმ ღამით არ გაგვიმართლა.
- რას იზამ, ასეც ხდება, - თქვა როიმ. - ერთ ღამეს ას დო-
ლარს იშოვი, მეორე ღამეს - საერთოდ ვერაფერს.

54 მკითხველთა ლიგა
***

ერთხელ ღამით ტაიმს-სკვერზე ჩავედით მეტროში. წინ


თვალში საცემად ჩაცმული ტიპი მიაბიჯებდა და ოდნავ ბარბა-
ცებდა. როიმ გულდასმით შეათვალიერა და გადმომილაპარაკა:
- ვიღაც არიფი. წამო, გავყვეთ, სად მიდის.
მთვრალი არიფი IRT-ის სადგურიდან ბრუკლინის მიმართუ-
ლებით მიმავალ მატარებელში ჩაჯდა. შორიახლო ვიდექით და
მოთმინებით ველოდით, როდის ჩაეძინებოდა. მერე გვერდით
მივუჯექი და „ნიუ-იორკ ტაიმსი“ გავშალე. ეს როის იდეა იყო. მი-
სი თქმით, ამ გაზეთით ხელში ბიზნესმენს ვგავდი. ვაგონში თით-
ქმის არავინ იყო, მაგრამ მრავალი ცარიელი ადგილის მიუხედა-
ვად, მაინც მთვრალ ტიპს მივეწებეთ.
გალეშილი არიფი რამდენჯერმე შეირხა. ერთხელ გაეღვიძა
კიდეც და ჩაწითლებული თვალებით გაღიზიანებულმა შემომხე-
და. ჩვენს პირდაპირ მჯდარ ზანგს გაეღიმა.
- მაგან იცის, რაც ხდება, - ჩამჩურჩულა როიმ, - მაგრამ არა-
ფერს იტყვის.
როიმ ვერაფრით მიაგნო საფულეს. ვითარება დაიძაბა. ვიგ-
რძენი, როგორ გამიოფლიანდა იღლიები.
- ჩავიდეთ, - ვუთხარი როის.
- არა. უეჭველი პონტია. პალტოს ზედ აზის და შარვლის ჯიბე-
ში ვერ ვუყოფ ხელს. როცა განიშნებ, წინ გადაქანდი და შეეჯახე,
მე პალტოს კალთას გამოვაცლი ქვემოდან. მიდი!.. თუ ღმერთი
გწამს, უფრო ძლიერად!
- ჩავიდეთ! - გავიმეორე მე. ვგრძნობდი, როგორ შემეკუმშა
გული შიშით. - გაეღვიძება!
- არა. კიდევ ერთხელ ვცადოთ... მიდი! რა ჯანდაბა გჭირს?
უფრო მაგრად დაეჯახე!

55 მკითხველთა ლიგა
- როი, ძმურად, ჩავიდეთ რა! გაეღვიძება!
წამოდგომა დავაპირე, მაგრამ როიმ არ გამიშვა. მერე
ძლიერად მკრა ხელი და მთვრალს ზედ დავეცი.
- ესეც ასე! - თქვა როიმ.
- საფულე ამოაცალე?
- არა, პალტოს კალთა გამოვაცალე.
ამ დროს მატარებელი მიწისქვეშა გვირაბიდან ესტაკადაზე
გადავიდა. შიშისგან ლამის გული ამრეოდა. კუნთები დაჭიმული
მქონდა, რომ არ ავცახცახებულიყავი. ყოველ წამს ველოდი,
რომ მთვრალს გაეღვიძებოდა, წამოხტებოდა და აღრიალდებო-
და.
- არის, - თქვა ბოლოს როიმ.
- მაშინ წავედით.
- არა, ჯერ მხოლოდ რამდენიმე კუპიურა ავიღე. საფულე
სხვაგან უდევს და უნდა ვიპოვო. სადმე აუცილებლად უნდა
ედოს საფულე.
- მე ჩავდივარ.
- არა, მოიცა, - ჩემ ზურგს უკან ისე ძლიერად აფათურებდა
ხელებს, რომ მიკვირდა, ის ტიპი როგორ არ იღვიძებდა.
ბოლო გაჩერებაზე ვიდექით. როი წამოდგა.
- გადამეფარე, - მიბრძანა.
გაშლილი გაზეთით დავდექი მის წინ და ყველანაირად ვცა-
დე, სხვა მგზავრებისგან დამეფარა. ვაგონში მხოლოდ სამი
მგზავრი იყო, მაგრამ სამივე სხვადასხვა მხარეს იდგა. როიმ
თავხედურად და დაუფარავად ჩაუყო მთვრალს ხელი ჯიბეში.
- წავედით! - მითხრა და ბაქანზე გავედით.
მთვრალს გაეღვიძა და ჯიბეში ჩაიყო ხელი. მერე ბაქანზე გა-
მოვიდა და როის აედევნა.
- ჩემი ძმა, დროზე დამიბრუნე ფული, - უთხრა როის.
როიმ მხრები აიჩეჩა და ხელები ამოატრიალა.
56 მკითხველთა ლიგა
- რა ფული? რაზე მეუბნები?
- მშვენივრად იცი, რაზეც გეუბნები! ჩემ ჯიბეში გედო ხელი!
როიმ კიდევ ერთხელ გაკვირვებით გაშალა ხელები.
- რა გინდა, ძმაო, რას მერჩი? შენს ფულზე არაფერი ვიცი!
- ყოველღამე გხედავთ ამ ხაზზე. ეს თქვენი ჩვეული მარშრუ-
ტია, - მერე მე მომიტრიალდა. - ეს შენი პარტნიორია. აბა, ჩემს
მაყუთს მიბრუნებ თუ არა?
- რომელ მაყუთს?
უეცრად კაცი როის მივარდა და პიჯაკის ჯიბეებში ჩაუწყო ხე-
ლები.
- შე ნაბიჭვარო, ახლავე დამიბრუნე ჩემი ფული!
როიმ სახეში მუშტი დაარტყა და ძირს დააგდო.
- ახ, შე... - როის გაკვირვებული ტონი აგრესიულით შეეცვა-
ლა. - მომაშორე ეგ ხელები!
მემანქანემ დაინახა, რომ ვჩხუბობდით და მატარებელი არ
დაძრა, ვაითუ რომელიმე ლიანდაგზე დაეცესო.
- დროზე ავითესეთ აქედან! - მე და როი გავიქეცით, მაგრამ
კაცი არ მოგვეშვა, წამოდგა და გამოგვეკიდა. როის დაეწია და
გააკავა. სუნთქვაშეკრული როი თავს ვერ ითავისუფლებდა.
- მომაშორე ეს ლოთი! - დამიყვირა როიმ.
ორჯერ დავარტყი სახეში მუშტი. მთვრალმა ტიპმა როის ოდ-
ნავ შეუშვა ხელები და მუხლებზე დაეცა.
- თავი გაუტეხე! - იღრიალა როიმ.
კაცს გვერდში ჩავაზილე წიხლი და ნეკნის ტკაცუნი გავიგონე.
მან გვერდზე იტაცა ხელი.
- მიშველეთ! - იყვირა, წამოდგომა აღარ უცდია.
- დროზე, ავითესეთ! - ვუთხარი როის. ბაქნის მეორე ბოლო-
დან პოლიციელის სასტვენის ხმა მომესმა. კაცი კვლავ ბაქანზე
ეგდო, ხელი გვერდზე ედო და დროდადრო, მიშველეთო, ყვი-
როდა.
57 მკითხველთა ლიგა
გარეთ ცრიდა. სველ ტროტუარზე ფეხი გამიცურდა და კინა-
ღამ დავეცი. დაკეტილ ბენზინგასამართ სადგურთან შევჩერდით
და უკან გავიხედეთ, ვინმე ხომ არ მოგვდევსო.
- წავედით.
- დაგვინახავენ, - თქვა როიმ.
- აქ ვერ დავრჩებით.
ნელი ნაბიჯით გავაგრძელეთ სიარული. ვიგრძენი, რომ პირი
ერთიანად გამომშრობოდა. როიმ პერანგის ჯიბიდან ორი ნემბუ-
ტალის აბი ამოიღო.
- პირი მშრალი მაქვს, ვერ გადავყლაპავ, - ვუთხარი შეუჩე-
რებლად.
- უეჭველად განგაშს ატეხდნენ ჩვენ გამო, - თქვა როიმ. - გზას
უყურე, მანქანებმა თუ გამოიარეს, სასწრაფოდ ბუჩქებს ამოვე-
ფაროთ. იფიქრებენ, ისევ მეტროთი გაიქცეოდნენო და აჯობებს,
ფეხით ვიაროთ.
წვიმა არ წყდებოდა. მივდიოდით და გზადაგზა ძაღლები გვი-
ყეფდნენ.
- თუ დაგვიჭერენ, დაიმახსოვრე, რაც უნდა ვუთხრათ, - მეუბ-
ნებოდა როი, - ჩაგვეძინა და ბოლო გაჩერებაზე გაგვეღვიძა. ერ-
თმა ტიპმა ფულის მოპარვა დაგვაბრალა. შეგვეშინდა, წავაქცი-
ეთ და გავიქეცით. იცოდე, შეიძლება, ცემით გაგვხეთქონ და
მზად იყავი.
- მანქანა მოდის, - ვუთხარი როის, - ყვითელი შუქი ჩანს.
გზისპირა ბუჩქებში ვდურთეთ თავი და საგზაო ნიშანს ამოვე-
ფარეთ. მანქანამ ნელა ჩაგვიარა. გზა გავაგრძელეთ. თავს ისე
ცუდად ვგრძნობდი, ერთი სული მქონდა, როგორმე სახლში გა-
დანახულ მორფინამდე მიმეღწია.
- სახლთან გავიყოთ, - შემომთავაზა როიმ, - აქ კი ერთმანეთს
გამოვადგებით. თუ შემთხვევით პოლიციელი შემოგვხვდება,
ვეტყვით, რომ ნაშებში ვიყავით და ახლა მეტროსკენ მივდი-
58 მკითხველთა ლიგა
ვართ. კარგია, რომ წვიმს. მთელი „ძაღლობა“ ახლა სადღეღა-
მისო სასადილოში იქნება შეკრებილი ყავის დასალევად. თუ
ღმერთი გწამს! აქეთ-იქით ეგრე ნუ იყურები! - წამოიყვირა გაღი-
ზიანებულმა.
გავჩერდი და მხარუკუღმა გავხედე როის.
- ბუნებრივია, რომ აქეთ-იქით ვიყურები.
- კი, ბუნებრივია ქურდებისთვის!
ამასობაში „ბრუკლინ-მანჰეტენის“ ხაზამდეც მივედით და
მანჰეტენზე დავბრუნდით.
- მგონი, ტყუილი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ მარტო მე არ
შემშინებია, - თქვა როიმ. - ახ, ჰო, აი, შენი წილი.
სამი დოლარი გამომიწოდა.
მეორე დღეს ვუთხარი, ჯიბგირობას შევეშვი-მეთქი.
- ნება შენია, - თქვა მან, - მაგრამ არასწორი შთაბეჭდილება
შეგექმნა. ამ საქმეში მთავარია, ხელი არ ჩაიქნიო და მალე
აუცილებლად გაგიმართლებს.

59 მკითხველთა ლიგა
***

ჩემი საქმე სპეციალურ სხდომაზე განიხილეს. ოთხთვიანი პი-


რობითი სასჯელი მომარჭვეს. ჯიბგირობას შევეშვი და ბარიგობა
დავიწყე. ამ საქმეში დიდი ხეირი არ არის. თუმცა ქუჩის
ნარკომანი-ბარიგა იმითაც ბედნიერია, ლომკას თუ მოიხსნის.
ჯანქი საკმარისად აქვს და თავს უსაფრთხოდ გრძნობს. რასაკ-
ვირველია, ზოგიერთი ბარიგობით ბლომად ფულს შოულობს.
ერთ ირლანდიელ ბარიგას ვიცნობდი, რომელმაც 30 გრანი ჰე-
როინით დაიწყო და ორი წლის შემდეგ რომ ჩავარდა და სამი
წლით ჩააყუდეს, უკვე ოცდაათი ათასი დოლარი და ბრუკლინში
ბინა ჰქონდა.
თუ ბარიგობა გინდა, ჯერ ბითუმად მოვაჭრეები უნდა იპოვო.
მე ასეთს არავის ვიცნობდი, ამიტომ ბილ გეინსს შევუამხანაგდი,
რომელიც ლოუერ-ისტ-საიდში იტალიელ მომწოდებლებს იც-
ნობდა. 90 დოლარად 120 გრან ჰეროინს ვყიდულობდით, 160
გრან რძის შაქარში ვაზავებდით და ერთგრანიან კაფსულებად
ვყიდდით - ორ-ორ დოლარად. კაფსულში 10-16% ჰეროინი იყო,
რაც ძალიან მაღალი რიცხვია საცალო გაყიდვებისთვის. 120
გრანი ჰეროინით სულ ცოტა ასი კაფსული მაინც გამოდის, მაგ-
რამ რადგან მომწოდებელი იტალიელი იყო, წონაში ყოველ-
თვის გვატყუებდა და 80 კაფსულზე მეტი არ გამოგვსვლია.
ბილ გეინსი წარმოშობით წარჩინებული ოჯახიდან იყო - თუ
სწორად მახსოვს, მამამისი მერილენდში თუ სადღაც რომელი-
ღაც ბანკის პრეზიდენტი იყო - და ბილსაც შესაბამისი იერი
ჰქონდა. რესტორნებში პალტოების მოპარვაში ვერავინ შეედ-
რებოდა, სწორედ ამ საქმისთვის იყო ზედგამოჭრილი. საშუალო
ფენის წარჩინებული ამერიკელი უარყოფითი თვისებების ნაზა-
ვია. მისი დახასიათებისას უფრო ადვილია, ჩამოთვალო, რა

60 მკითხველთა ლიგა
ნაკლი არ აქვს. ბილ გეინსი უფრო შორს წავიდა. ის უბრალოდ
უარყოფითი პიროვნება კი არა, უჩინარი, უხორცო და უფორმო
არსება იყო. გეინსი ის მოჩვენება იყო, რომელსაც განსას-
ხეულებლად ტანსაცმელი სჭირდება. ჰოდა, ამას სხვისი პალ-
ტოების მეშვეობით ახერხებდა.
გეინსს ეშმაკური, ბავშვური ღიმილი ჰქონდა, რომელიც გა-
საოცარ კონტრასტს ქმნიდა მის უსიცოცხლო და ბებრულ ცის-
ფერ თვალებთან. გაღიმებისას ისე გაყუჩდებოდა ხოლმე, თით-
ქოს გონებით სხვაგან, უფრო სასიამოვნო ადგილას იმყოფებაო.
გაჩხირვის შემდეგ ზოგჯერ გაიღიმებდა და ეშმაკურად ჩაილაპა-
რაკებდა: „ძლიერი ყოფილა, მაგრად მოაქვს“. იმავე ღიმილით
მაცნობებდა სხვათა უბედურებებისა და უიღბლობის შესახებ:
„ნიუ-იორკში რომ ჩამოვიდა, ჰერმანი სიმპათიური ახალგაზრდა
იყო. სამწუხაროდ, მისი სილამაზისგან აღარაფერია დარჩენი-
ლი“.
გეინსი იმ იშვიათ მჩხირავთაგანი იყო, ვისაც ადამიანის ჯან-
ქზე შესმა სიამოვნებდა. ბევრ ბარიგას უხარია ახალი მომხმა-
რებლის გაჩენა, რადგან მათი ბიზნესი უფრო სარფიანი ხდება.
როცა რაღაც საქონელს ყიდი, რასაკვირველია, ბევრი მუშტარი
გჭირდება - ოღონდ ნაღდი მომხმარებელი. აი, გეინსი კი ლაწი-
რაკ ბიჭებს შეაგროვებდა ხოლმე თავის ოთახში და ძველი ბამ-
ბის ქულებისგან დამზადებულ ნაერთს უკეთებდა ვენაში. მერე
დაჯდებოდა და მათ რეაქციებს აკვირდებოდა ეშმაკურად მოღი-
მარი.
ბიჭების უმეტესობა ამბობდა, მაგრად გაასწორაო. მათთვის
ეს ერთი ჩვეულებრივი კაიფი იყო, თითქოს არაყი დალიეს,
პლანი გააბოლეს ან ბენზედრინისა და ნემბუტალის აბები გა-
დაყლაპეს. თუმცა რამდენიმე მათგანი გაჩხირვას ეჩვეოდა და
გეინსი, ჰეროინის პრელატი, ღიმილით ადევნებდა თვალს ამ
ახალმოქცეულებს. ცოტა ხნის შემდეგ მისგან ამას გაიგონებ-
61 მკითხველთა ლიგა
დით: „მორჩა, ამან და ამან დროა შეიგნოს, რომ მე ვეღარ ვათ-
რევ“. ამით ჯანქზე შემჯდარი ახალგაზრდისთვის სხვის ხარჯზე
ცხოვრება მთავრდებოდა და საფასურის გადახდის დრო დგებო-
და. მას მთელი ცხოვრება უნდა ეხადა ვალი; ქუჩების კუთხეებსა
და კაფეტერიებში უნდა დალოდებოდა კლიენტს; ის ნარკომანსა
და ნარკოტიკს შორის შუამავალი ხდებოდა. გეინსს მჩხირავთა
იერიარქიაში წინამძღვრის ადგილი ეჭირა. უფრო მაღლა მდგო-
მებზე მოწიწებით ამბობდა: „მომწოდებლები ამბობენ...“
ვენები თითქმის არ უჩანდა: ნემსის ჩხვლეტისთვის თავის
ასარიდებლად ისინი ლამის ძვალს შერწყმოდნენ; ჰოდა, ბილ
გეინსიც ხანდახან ვენის ნაცვლად არტერიაში იჩხირავდა. არტე-
რიის მოძებნა და იქ გაჩხირვა გაცილებით რთულია, ამიტომ
გრძელ ნემსებს ყიდულობდა. ხანდახან ხელების ვენებს ფეხის
ვენებით ანაცვლებდა. ვენები, ადრე თუ გვიან, კი აღდგება ხოლ-
მე, მაგრამ ჯანქის კეთება ხშირად მაინც კანქვეშ უწევდა, რად-
გან ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგაც კი ვენას ვერ პოულობ-
და; დანებებული, შედედებული სისხლით გავსებულ შპრიცს
გაასუფთავებდა და ნემსს კანში გაირჭობდა.

62 მკითხველთა ლიგა
***

ჩემი ერთ-ერთი პირველი კლიენტი ვილიჯელი ტიპი იყო, სა-


ხელად ნიკი. ნიკი მხოლოდ ხატავდა - სხვა არაფერი ეხერხებო-
და. მისი ტილოები ძალიან პატარა იყო და ისეთი შთაბეჭდილე-
ბა იქმნებოდა, თითქოს მძლავრი წნეხით დაეწნეხოთ და დაემა-
ხინჯებინოთ.
- გარყვნილი გონების ნაყოფი, - ასე უწოდა ნიკის ერთ-ერთ
ტილოს ნარკოტიკების ბიუროს აგენტმა.
ნიკის თითქმის ყოველთვის ლომკა ჰქონდა, დიდრონ, სევდი-
ან ყავისფერ თვალებში ცრემლი უკიაფებდა, ცხვირიდან კი მუდ-
მივად ცინგლი სდიოდა. მეგობრების ბინებში დივნებზე ეძინა და
ნევროზიანი, ემოციურად არამდგრადი და იდიოტურად ეჭვიანი
პირების ხარჯზე არსებობდა; ეს თავისი „მეგობრები“ ხშირად გა-
უფრთხილებლად და უმიზეზოდ აპანღურებდნენ ქუჩაში. სწო-
რედ ამ ხალხს ეგზავნებოდა ჯანქის საყიდლად იმ იმედით, რომ
მუდმივი ლომკის მოსახსნელად ერთ ბურთულას მაინც გადაუგ-
დებდნენ. თუმცა ძალიან ხშირად მხოლოდ „მადლობით“ ისტუმ-
რებდნენ, რადგან მყიდველი დარწმუნებული იყო, ნიკი გზაში
ისედაც მოტეხავდა თავისთვის. ნიკმა მართლაც დაიწყო მოტეხ-
ვა. ყველა კაფსულიდან ცოტ-ცოტას ერთ კაფსულში იყრიდა და
თავისთვის ინახავდა.
თავად ნიკისგან ბევრი არაფერი დარჩენილიყო. მუდმივ, და-
უკმაყოფილებელ შიმშილს მისთვის ყველა სხვა საზრუნავი გა-
დაევიწყებინა. რაღაცებს ბურტყუნებდა ლექსინგტონში სამკურ-
ნალოდ გამგზავრებაზე, სავაჭრო გემზე მუშაობის დაწყებაზე თუ
კონექტიკუტში ტკივილგამაყუჩებლების ყიდვასა და ჯანქის გა-
დაგდებაზე.

63 მკითხველთა ლიგა
ნიკმა ტონი გამაცნო. ტონი ვილიჯში ბარ-რესტორანში მუშა-
ობდა. უწინ ტონი ბარიგობდა. ერთხელ ფედერალები ბინაში შე-
ვარდნიან და კინაღამ გამოუჭერიათ; ჰეროინის 30-გრანიანი
შეკვრის პიანინოს ქვეშ შეგდება ძლივს მოუსწრია. ფედერა-
ლებს ვერაფერი უპოვიათ და გაუშვიათ. ტონი ისე დამფრთხა-
ლა, ბარიგობისთვის თავი დაუნებებია. ამ ახალგაზრდა, გაქნილ
იტალიელს ზედმეტი ლაქლაქი არ სჩვეოდა. მისნაირები საუკე-
თესო კლიენტები არიან.
ტონის ბარში ყოველდღე მივდიოდი და „კოკა-კოლას“ ვუკვე-
თავდი. ტონი მეტყოდა, რამდენი კაფსული სჭირდებოდა. მე სა-
ტელეფონო ჯიხურში ან ტუალეტში შევდიოდი და კაფსულებს
ფოლგაში ვუხვევდი. „კოკა-კოლის“ ბოთლის დასაცლელად
დაბრუნებულს, კაფსულების საფასური ხურდის სახით ბარის
დახლზე მხვდებოდა. კაფსულებს საფერფლეში ვაგდებდი. ტონი
საფერფლეს იღებდა, დახლის ქვეშ ცლიდა და თავის კაფსულებს
იღებდა. ეს აუცილებელი პროცედურა იყო, რადგან ბარის მე-
პატრონემ იცოდა, ტონი რომ ყოფილი მომხმარებელი იყო და
მკაცრად გაეფრთხილებინა, ჯანქს თუ გაეკარები, სამსახურს და-
კარგავო. სხვათა შორის, ბარის მეპატრონის ვაჟიშვილიც ნარ-
კომანი იყო - იმჟამად სანატორიუმში მკურნალობდა. სანატო-
რიუმიდან გამოწერისთანავე მე მომადგა, უჯანქოდ გაძლება არ
შემიძლიაო.
ამ ბარში ყოველდღე ახალგაზრდა იტალიელი ჰიპსტერი რე-
იც მოდიოდა. სანდო ტიპად მომეჩვენა და მასაც ვამარაგებდი.
მის კაფსულებსაც ტონის საფერფლეში ვაგდებდი. ბარი, სადაც
ტონი მუშაობდა, სარდაფის სტილისა იყო, რამდენიმე საფეხური
უნდა ჩაგევლო. ბარს მხოლოდ ერთი კარი ჰქონდა და იქ შეს-
ვლისას ყოველთვის ისეთი განცდა მეუფლებოდა, თითქოს ხა-
ფანგში ვებმებოდი. შიგნით შიშით ისე ვითრგუნებოდი, რომ ხან-

64 მკითხველთა ლიგა
დახან კარის ზღურბლზე გადასაბიჯებლად მხნეობის მოკრება
მიწევდა.
ტონის და რეის რომ „მოვემსახურებოდი“, მე-6 ავენიუზე კა-
ფეტერიაში ნიკს ვხვდებოდი. მას ყოველთვის ჰქონდა თან რამ-
დენიმე კაფსულის ფული. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ სხვების-
თვის ყიდულობდა, მაგრამ ვისთვის, არ ვიცოდი. ნიკისნაირთან,
მუდმივად ლომკიანთან და ჯიბეებგამოფხეკილთან, საქმის და-
ჭერა სარისკოა. ზოგს ჯანქის საყიდლად შუამავალი სჭირდება,
რადგან ქალაქში უცხოა ან ჯანქზე ახალი შემჯდარია და ბარი-
გებს არ იცნობს. აი, ბარიგები კი შუამავლებს უნდა უფრთხილ-
დნენ. ძალიან ხშირად ჯანქის საყიდლად სხვას ის გზავნის, ვისაც
ჩამშვების სახელი აქვს გავარდნილი და ბარიგასთან თვითონ
არ მიესვლება. შუამავალი კი ის კაცია, ვინც ჯანქისთვის ყველას
შეეკვრება. ჩამშვების კაცი ხშირად თვითონაც ჩამშვებად იქცევა
ხოლმე.
მე ისეთ მდგომარეობაში არ ვიყავი, ფულზე ცხვირი ამებ-
ზუებინა. სხვა არანაირი შემოსავალი არ მქონდა. ყოველდღე
გარკვეული რაოდენობის კაფსულები უნდა გამეყიდა, რომ მო-
რიგი 120 გრანი მეყიდა. მოგება კი მხოლოდ რამდენიმე დოლა-
რი მრჩებოდა. ამიტომაც ნიკს ფულს ვართმევდი და მის წარმო-
მავლობაზე არაფერს ვეკითხებოდი.

65 მკითხველთა ლიგა
***

ჩემთან ერთად ბილ გეინსიც ბარიგობდა, ოღონდ ის - გარე-


უბნებში. ვილიჯის საქმეებს რომ მოვამთავრებდი, ბილს მე-8
ავენიუს კაფეტერიაში ვხვდებოდი. მას რამდენიმე კარგი კლიენ-
ტი ჰყავდა. მათ შორის საუკეთესო იზი იყო; ის ნიუ-იორკის ნავ-
სადგურში საბუქსირო გემის მზარეულად მუშაობდა. იზიც 103-ე
ქუჩელი იყო, ერთი ხანობა თვითონაც ბარიგობდა და კაი ტიპის
სახელით იცნობდნენ. თუმცა კლიენტებს შორის იმითაც გამო-
ირჩეოდა, რომ სტაბილური შემოსავალი ჰქონდა.
იზი ხანდახან თავის ძმაკაც „გოულდისთან“ ერთად მო-
დიოდა. „გოულდიც“ საბუქსირო გემზე მუშაობდა. გამხდარი ტი-
პი იყო კეხიანი ცხვირით, გადატკეცილი კანითა და ლაქებიანი
ღაწვებით. იზი ყოფილ პარაშუტისტ-მედესანტესთანაც მეგობ-
რობდა. მას მეთი ერქვა. ზორბა, სიმპათიურ და პირქუშ მეთს
ნარკომანობის არაფერი ეტყობოდა.
ამათ გარდა ბილი ორ კახპასაც „ემსახურებოდა“. საერთოდ,
კახპებთან საქმის დაჭერა არ ღირს. ისინი „ძაღლებს“ იზიდავენ,
თან მათი უმეტესობა ენას კბილს ვერ აჭერს. თუმცა ბილი ირ-
წმუნებოდა, ესენი სხვებს არ ჰგვანანო.
ჩვენს კიდევ ერთ კლიენტს ბარტი ერქვა. გადამყიდველი
იყო. ჩვენგან ყოველდღე ყიდულობდა რამდენიმე კაფსულს და
შედარებით ძვირად ასაღებდა. მის კლიენტებს არ ვიცნობდი,
მაგრამ ეს არ მადარდებდა. ბარტი სანდო კაცი იყო. თუ ვინმე
ჯანქის ხარისხზე დაიწუწუნებდა, პასუხისმგებლობას თავის თავ-
ზე იღებდა. ჯანქთან ურთიერთობის ოცდაათწლიანი გამოცდი-
ლება ჰქონდა და კარგად იცოდა, რასაც აკეთებდა.
კაფეტერიაში წინასწარ დათქმულ შეხვედრაზე რომ მივედი,
სხვის პალტოში გახვეული გამხდარი ბილი უკვე იქ დამხვდა.

66 მკითხველთა ლიგა
ძველმანებით შემოსილი, არაფრით გამორჩეული ბარტი თავის
ყავაში ფუნთუშას აწობდა. ბილმა მითხრა, იზის მე „მოვემსახუ-
რეო“ და მეც ბარტს გასაყიდად ათი კაფსული მივეცი. მე და ბი-
ლი ტაქსით დავბრუნდით ბინაში. გავიჩხირეთ და მარაგი შევა-
მოწმეთ. ოთხმოცდაათი დოლარი მორიგი 120 გრანისთვის გა-
დავდეთ.
გაჩხირვის შემდეგ ბილს სახეზე ცოტა ფერი უბრუნდებოდა
და ლოყები დამორცხვებული ქალივით ეფაკლებოდა. გულისამ-
რევი სანახაობა იყო. მახსოვს, მიამბო, ერთხელ ერთი პიდარას-
ტი ამეკიდა და ოც დოლარს მთავაზობდაო. ბილს უარი უთქვამს,
არა მგონია, დაგაკმაყოფილოო, და თავისი გაძვალტყავებული
თეძოები შეურხევია: - შენ შიშველი უნდა მნახო, - დაუმატებია, -
ნამდვილი ლამაზმანი ვარ.
გარდა ამისა, ბილს ძალიან უყვარდა თავისი ნაწლავების
მდგომარეობის დეტალური აღწერა:
- ზოგჯერ საქმე იქამდე მიდის, რომ პირში ვიყოფ თითებს და
გულს ვირევ. ამ დროს ტკივილი გაუსაძლისია.
- მისმინე, ეგ იტალიელი ბარიგა წონაში გვატყუებს. ბოლო
პაკეტიდან მხოლოდ ოთხმოცი გაზავებული კაფსული გამოვიდა.
- აბა, უკეთესს რას მოელოდი?! ახ, ნეტა საავადმყოფოში მი-
მიყვანა და ოყნა გამაკეთებინა. მაგრამ სანამ არ დარეგისტრირ-
დები, ზედ არც შემოგხედავენ. მე კიდევ საავადმყოფოში ვერაფ-
რით ვერ დავწვები. მინიმუმ, ოცდაოთხი საათი არ გაგწერენ.
ერთხელ ვიჩხუბე, ექიმები არ ხართ, ავად ვარ და
მიმკურნალეთ-მეთქი, მაგრამ...
გაუთავებლად აგრძელებდა ლაქლაქს. როცა კაცი ნაწლავე-
ბის მოქმედებაზე იწყებს ლაპარაკს, ისეთივე საძაგელი და აუტა-
ნელი ხდება, როგორიც ის პროცესია, რომელსაც აღწერს.

67 მკითხველთა ლიგა
***

რამდენიმე კვირა ასე გრძელდებოდა. თანდათან ნიკის ნაც-


ნობებიც გამოვიდნენ კონტაქტზე. ყელში ამოუვიდათ, ნიკი რომ
მათ კაფსულებს ტეხავდა. ხალხი იყო, ნუ იტყვით! ლოთები, პი-
დარასტები, თაღლითები, ჩამშვებები, მაწანწალები - მუშაობა
რომ ეზარებათ, პარვა რომ არ შეუძლიათ, საკმარისი ფული
რომ არასდროს აქვთ, ყოველთვის ნისიად მიცემას რომ გთხო-
ვენ. ამდენ ხალხში ერთიც არ ერია ისეთი, ვისაც თუ ერთხელაც
ყბაში მაგრად მოსდებდნენ, შიშით არ ჩაისვრიდა და კითხვაზე
„ეს სად იშოვეო?“ გუდას პირს არ მოხსნიდა.
ამ ნაყარნუყარში ყველაზე უარესი ჯინ დული იყო, გალეული
ირლანდიელი, მანერებით რაღაც საშუალო პიდარასტსა და სუ-
ტენიორს შორის. სულით ხორცამდე ჩამშვები. ბინძური ხელე-
ბით ხალხის ბინძურ თეთრეულში იქექებოდა და, ალბათ, მათ
საიდუმლოებებს სამართალდამცველებს უმხელდა. ადვილად
წარმოიდგენდით მას „შავ-ყავისფერების“ შტაბში შემავალს
„ირლანდიური ამბოხის“ პერიოდში, ან ტოგაში გამოწყობილს,
როცა ქრისტიანებს აბეზღებდა, ან „გესტაპოს“ ინფორმაციას აწ-
ვდიდა, ან კაფეტერიაში იჯდა და ნარკოტიკების ბიუროს აგენტს
ელაპარაკებოდა. გამხდარი, ვირთხისებრი სახე; გაცვეთილი,
ძველმოდური სამოსი; წრიპინა, გულის გამაწვრილებელი ხმა -
ასეთი იყო ჯინ დული.
ჯინს აუტანელი ხმა ჰქონდა. პირდაპირ ტვინში გირტყამდა.
პირველად მისი არსებობის შესახებ მისმა ხმამ შემატყობინა. ის
იყო, ბინაში ნიკი დამადგა თავზე ჯანქის საყიდლად, რომ ჰოლში
ტელეფონმა დარეკა.
- ჯინ დული ვარ, - მომესმა ხმა. - ნიკს ველოდები, თანაც, უკვე
კარგა ხანია. - ბოლო სიტყვები მწივანა ხმით წარმოთქვა.

68 მკითხველთა ლიგა
- ნიკი აქ არის, - ვუპასუხე ხმის პატრონს, - მალე გამოვა.
დიდხანს აღარ მოგიწევს ცდა, - და ყურმილი დავუკიდე.
მეორე დღეს დულიმ ისევ დამირეკა.
- აქვე ქუჩის კუთხეში ვდგავარ. შეიძლება ამოვიდე? მირჩევ-
ნია, მარტო შეგხვდე.
სანამ პასუხის გაცემას მოვასწრებდი, ყურმილი დამიკიდა.
ათი წუთის შემდეგ ჩემი ბინის კართან იდგა.
როცა ერთი ადამიანი მეორეს პირველად ხვდება, რაღაც
დროის განმავლობაში ისინი ერთმანეთს გრძნობებისა და პი-
როვნების იდენტიფიკაციის ინტუიციურ დონეზე აფასებენ. დუ-
ლის მიმართ სიმპათიით განწყობა შეუძლებელი იყო. დაუფარავ
მტრობას ასხივებდა. ზედვე ეტყობოდა, ის ტიპი იყო, პირდაპირ
გონებაში რომ გიძვრება და ტვინის მიუვალ კუნჭულებში იქექე-
ბა, იქნებ ჩემთვის სასარგებლო რამე აღმოვაჩინოო. კარს ოდ-
ნავ მოვცილდი, რომ მასთან შეხებისთვის თავი ამერიდებინა.
დული ოთახში შემოვიდა, მაშინვე დივანზე ჩამოჯდა და სიგა-
რეტს მოუკიდა.
- ცალკე შეხვედრა უკეთესია, - ორაზროვნად, ვნებიანად გა-
მიღიმა. - ნიკი მაგარი ბანძი ტიპია, - წამოდგა და ოთხი დოლარი
მომაწოდა. - აქვე რომ ვიკაიფო, უარს ხომ არ მეტყვი? - მკითხა
და პიჯაკი გაიხადა.
ეს ისეთი ტონით თქვა, წამით გავიფიქრე, რომ მაბამდა. დუ-
ლიმ პალტო დივანზე მიაგდო და მკლავი დაიკაპიწა. ორი კაფსუ-
ლი და ერთი ჭიქა წყალი მივუტანე. თავისი შპრიცი და ნემსი
ჰქონდა და ეს ძალიან გამიხარდა. ვუყურებდი, როგორ გაიჩხი-
რა ვენაში, შპრიცი დააგდო და სახელო ჩამოიწია.
ძველ ნარკომანზე ჯანქის გაკეთება დიდად არ მოქმედებს.
თუმცა, თუკი იცის, რას დააკვირდეს, გარეშე თვალი ყოველ-
თვის ამჩნევს ჯანქის მოქმედებას ნარკომანის სისხლსა და უჯრე-
დებში. რატომღაც დულის ვერანაირი ცვლილება ვერ შევატყვე.
69 მკითხველთა ლიგა
პალტო ჩაიცვა და საფერფლიდან მბოლავი სიგარეტი აიღო.
მზერა მომაპყრო. ცისფერი თვალები ისეთი უმეტყველო ჰქონ-
და, ხელოვნურს ჰგავდა.
- რაღაცას გეტყვი, - დაიწყო მან. - შეცდომას უშვებ, ნიკს რომ
ენდობი. რამდენიმე ღამის წინ კაფეტერია „ტომფსონში“ ვიყავი
და როჯერსს შევხვდი, ნარკოტიკების ბიუროს აგენტს. ასე მით-
ხრა: „ვიცი, რომ თქვენთვის, ნაბიჭვარი ვილიჯელებისთვის
ჯანქს ნიკი ყიდულობს. თან კარგი ხარისხის პროდუქტია,
თექვსმეტ-ოცპროცენტიანი... ნიკს გადაეცი, ნებისმიერ დროს
შეგვიძლია მისი აყვანა და როცა ავიყვანთ, თანამშრომლობა
მოუწევს. ერთხელ უკვე მოაღო ჩემთან პირი. ამას მეორეჯერაც
იზამს. აუცილებლად დავადგენთ, სად შოულობს საქონელს“.
დულიმ შემომხედა და ნაფაზი დაარტყა.
- ნიკს რომ აიყვანენ, შენამდეც მოვლენ. გიჯობს, ნიკი დააში-
ნო, ხმა არ ამოიღო, თორემ კასრში ჩაგაბეტონებ და ისტ--
რივერში ჩაგაგდებო. მეტი რაღა გითხრა? თავადაც ხედავ ვითა-
რების სიმძიმეს.
ისევ შემომხედა იმის გასარკვევად, როგორი ეფექტი მოახ-
დინა მისმა სიტყვებმა ჩემზე. აინტერესებდა, რამდენად დავიჯე-
რე მისი. შესაძლოა, მიმანიშნა: „როგორ გაიგებ, ვინ დაგადო
ხელი? ნიკი იმდენად აშკარა ეჭვმიტანილია, მეც რომ ჩაგიშვა,
დაიჯერებ, რომ ეს ნიკი არ ყოფილა?“
- შეიძლება ერთი კაფსული ნისიად მომცე? - მკითხა მან. - ინ-
ფორმაციას, ახლა რომ მოგაწოდე, რაღაც ფასი ხომ აქვს, არა?
კაფსული მივეცი და დულიმ უსიტყვოდ ჩაიჯიბა.
- აბა, ნახვამდის, - წამოდგა. - ხვალაც ამ დროს დაგირეკავ.
დულის შესახებ გავიკითხ-გამოვიკითხე, იქნებ მისი ნათქვა-
მის სინამდვილე დავადგინო-მეთქი. მასზე წესიერად არავინ
არაფერი იცოდა. ბარმენმა ტონიმ მითხრა, თუ დასჭირდა, დული
უპრობლემოდ ჩაგიშვებსო. თუმცა გარკვევით ვერც მან მითხრა
70 მკითხველთა ლიგა
რამე. დიახ, ნიკი ერთხელ ალაპარაკებულიყო, მაგრამ ფაქტები
იმაზე მიანიშნებდა, რომ ამ საქმეშიც დულის ხელი ერია.
ჯინ დულისთან შეხვედრიდან რამდენიმე დღეში ვაშინგტონ--
სკვერზე მეტროდან ამოვდიოდი, რომ გამხდარი, ქერა ბიჭი მო-
მიახლოვდა.
- ბილ, ალბათ, არ იცი, ვინ ვარ. ჩემთვის ნიკი ყიდულობდა
შენგან ჯანქს, მაგრამ ბევრს მიტეხავდა და ყელში ამომივიდა.
შეიძლება, პირდაპირ მე მომყიდო ხოლმე?
ვიფიქრე, ჯანდაბას, სადაც ჯინ დულის ვემსახურები, ამან რა-
ღა დააშავა-მეთქი?
- კაი, ჩემი ძმა, რამდენი გინდა? - ვკითხე ბიჭს.
ოთხი დოლარი მომცა.
- წამო, გავიაროთ, - და მე-6 ავენიუსკენ გავუძეხი. თან ორი
კაფსული მქონდა და უკაცრიელ ადგილს ვეძებდი. ყველა ქა-
ლაქში მოიძებნება ერთი-ორი ასეთი ადგილი. - მოემზადე, - გა-
ვაფრთხილე ბიჭი და კაფსულები მუჭში ჩავუყარე. მეორე დღეს
ისევ ვაშინგტონ-სკვერზე რესტორან „ბიკფორდში“ დავუთქვი
შეხვედრა.
ქერა ბიჭს ქრისი ერქვა. ნიკისგან შევიტყვე, ფულიანი მშობ-
ლები ჰყავს და მათ ხარჯზე ცხოვრობსო. მეორე დღეს „ბიკფორ-
დში“ რომ შევხვდი, ამანაც მაშინვე მაჯახა, ნიკზე რაღაცა უნდა
გითხრაო.
- დღედაღამ უთვალთვალებენ. დასაჭერად დასდევენ. არადა,
ხომ იცი, მუდმივი ლომკა რომ გაქვს, ვერაფერს ამჩნევ. ახლა
ხომ ხედავ, ვისთვის მიგიცია მისამართი და ტელეფონის ნომე-
რი?
- უკვე ყველაფერი ვიცი.
ქრისს ვითომ ეწყინა.

71 მკითხველთა ლიგა
- გასაგებია. იმედია, იცი, რასაც აკეთებ. ახლა კი მისმინე, არ
გაბოლებ: დეიდაჩემისგან დღეს უეჭველად მივიღებ ჩეკს. შეხე-
დე!
ჯიბიდან ტელეგრამა ამოიღო. თვალი გადავავლე. იქ გაკ-
ვრით იყო ნახსენები ჩეკი. ქრისი ლაპარაკისას მკლავზე მითა-
თუნებდა ხელს და მთელი სერიოზულობით მიყურებდა თვალებ-
ში. მივხვდი, რომ მის ტყუილებს ვეღარ გავუძლებდი და, სანამ
ორ-სამ კაფსულზე დამიწყებდა ხვეწნას, ერთი ცალი მივეცი და
ავდექი.
მეორე დღეს დოლარით და ოთხმოცი ცენტით დამადგა თავ-
ზე. ჩეკზე არაფერი უთქვამს. მას მერე სულ ასე გრძელდებოდა.
ფული ხან აკლდა, ხან საერთოდ არ ჰქონდა. სულ იმას მეუბნე-
ბოდა, დეიდაჩემი თუ სიდედრი დღე-დღეზე გამომიგზავნის ჩეკ-
სო და თან დეპეშებსა და წერილებს მაჩვენებდა. ჯინ დულიზე
უარესად მაბეზრებდა თავს.
კიდევ ერთი კლიენტი-„საჩუქარი“ მარვინი იყო. მარვინი ვი-
ლიჯის ღამის კლუბში ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა ოფიციან-
ტად. ყოველთვის წვერგაუპარსავი და ჭუჭყიანი დადიოდა. ერ-
თადერთი პერანგი ჰქონდა, რომელსაც კვირაში ერთხელ რეც-
ხავდა და რადიატორზე აშრობდა. თუმცა ყველაზე უარესი ის
იყო, რომ წინდებს არ იცვამდა. ჯანქი მის ბინძურ ბინაში მიმქონ-
და ჯეინ-სტრიტის აგურის სახლში. მერჩივნა, მასთან მიმეტანა,
ვიდრე სადმე სხვაგან შევხვედროდი.
ზოგი ჯანქის მიმართ ალერგიულია. ერთხელ მარვინს შინ მი-
ვუტანე კაფსული და მაშინვე გაიჩხირა. ფანჯრიდან ვიყურებოდი
- ძნელი საყურებელია, ვიღაც ვენაში რომ იჩხირავს - და რომ
შემოვბრუნდი, შპრიცი სისხლით იყო სავსე. გული წასვლოდა და
სისხლი შპრიცში ჩაღვრილიყო. ნიკს დავურეკე, ნემსი გამოაძ-
რო და სველი პირსახოცი უტყლაშუნა სახეში. მარვინი ცოტათი
მოსულიერდა და რაღაც ამოილუღლუღა.
72 მკითხველთა ლიგა
- მგონი, კარგადაა, - ვთქვი მე, - წავედით.
ჭუჭყიან, აულაგებელ ლოგინზე მიგდებული მარვინი გვამს
ჰგავდა. მოდუნებული მკლავი გაეშალა, მის იდაყვთან ნელ--
ნელა სისხლი გუბდებოდა.
კიბეზე რომ ჩავდიოდით, ნიკმა მითხრა, მარვინი შენს მისა-
მართს მთხოვდაო.
- ჩემს მისამართს ნუ ეტყვი, თორემ ახალი მომწოდებლის
პოვნა მოგიწევს! სულაც არ მინდა, ვიღაცამ ჩემს ბინაში გაფში-
კოს ფეხები.
- რა თქმა უნდა, შენს მისამართს არავის მივცემ! - განაწყენე-
ბული ხმით მითხრა ნიკმა.
- აბა, დულიმ საიდან გაიგო?
- აზრზე არა ვარ. გეფიცები, მე არაფერი მითქვამს!

73 მკითხველთა ლიგა
***

ამ მაწანწალების გარდა, რამდენიმე კარგი კლიენტიც მყავ-


და. ერთხელ ბერტს შევხვდი, ტიპს, რომელსაც ბარ „ენგლიდან“
ვიცნობდი. ბერტი დაკუნთული, ჩასხმული და ღონიერი, მაგრამ
მაცდურად მშვიდი და კეთილი გარეგნობის პირმრგვალი ახალ-
გაზრდა იყო. ძირითადად ყაჩაღობდა და რეკეტიორობდა. ნარ-
კოტიკებთან მისი ურთიერთობა პლანით შემოიფარგლებოდა
და როცა მკითხა, ჯანქი ხომ არ გაქვს თანო, ძალიან გამიკვირ-
და. კი, მაქვს-მეთქი ვუთხარი და ათი კაფსული იყიდა. გაირკვა,
თურმე ექვსი თვის შემჯდარი ყოფილა ჯანქზე.
ბერტის მეშვეობით კიდევ ერთ კლიენტზე გავედი. მას ლუისი
ერქვა. სიმპათიური ტიპი იყო, ფერმკრთალი, ნაზი სახის ნაკ-
ვთებით და ბზინვარე შავი ულვაშით. 1890-იანი წლების პორ-
ტრეტს ჰგავდა. ლუისი იღბლიანი ქურდი იყო და ფული ნაღდად
არ აკლდა. ხანდახან ნისიად მართმევდა ჯანქს, მაგრამ ვალს
მეორე დღესვე ისტუმრებდა. ზოგჯერ ფულის ნაცვლად მაჯის სა-
ათს ან პიჯაკს მომიტანდა ხოლმე. წინააღმდეგი არ ვიყავი. ორ-
მოცდაათდოლარიან მაჯის საათში ხუთ კაფსულს ვაძლევდი.
ბარიგობა სტრესული საქმეა. ადრე თუ გვიან, „ძაღლების
ჟიმჟიმი“ გეწყება და ყველა პოლიციელი გგონია. გეჩვენება,
თითქოს მეტროში მიმავალი ხალხი ალყაში გაქცევს, რომ მანამ
ჩაგავლოს ხელი, სანამ ჯანქის თავიდან მოცილებას მოასწრებ.
თავხედი დული ყოველდღე მოდიოდა და თავს მაბეზრებდა.
ახალ-ახალ ცნობებს მაწვდიდა „ნიკისა და როჯერსის“ შესახებ.
სულაც არ ერიდებოდა ჩემთვის იმის გამხელა, რომ როჯერსთან
მუდმივი კავშირი ჰქონდა.
- როჯერსი ჭკვიანი კია, მაგრამ ძველმოდურია, - მითხრა დუ-
ლიმ. - სულ მიმეორებს: „შენი წყეული ნარკომანები არ მაინტე-

74 მკითხველთა ლიგა
რესებს. მე იმათ დავდევ, ვინც მათი მეშვეობით ფულს
შოულობს. ნიკს რომ ვიპოვით, აუცილებლად ავალაპარაკებთ.
ერთხელ უკვე მოაღო პირი და ამას მეორეჯერაც იზამს“.
ქრისი მეხვეწებოდა და მეღრიჯებოდა, ჯანქი ნისიად მომეცი,
რამდენიმე დღეში კი არა, რამდენიმე საათში ფულს გამომიგ-
ზავნიან და გადაგიხდიო.
ნიკი სასოწარკვეთილი და გადაღლილი ჩანდა. ეტყობოდა,
რომ საჭმლისთვის ფულს აღარ ხარჯავდა. ბოლო სტადიაში
მყოფ ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულს ჰგავდა.
მარვინთან ჯანქი მიმქონდა, მაგრამ აღარ ვიცდიდი, როდის
გაიჩხირავდა. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ჯანქი შეიწირავდა
და არ მინდოდა, ამ დროს მის გვერდით ვყოფილიყავი.
თან მეც ძლივძლივობით გამქონდა თავი. მომწოდებელი წო-
ნაში გვატყუებდა, ბევრი კლიენტი ნისიად გვართმევდა, ზოგი
ოცდახუთი, ორმოცდაათი ცენტით ან სულაც დოლარით ნაკ-
ლებს გვიხდიდა. გარდა ამისა, მეც ვიჩხირავდი და მოგება მხო-
ლოდ საარსებო მინიმუმს თუ შეადგენდა.
როცა იტალიელ მომწოდებელზე დავიწუწუნე, ბილ გეინსმა
მკვახედ მომიჭრა, მაგას ჯობია, უფრო მეტად გააზავოო.
- ნიუ-იორკში საუკეთესო ხარისხის ჯანქს იძლევი. ქუჩაში
თექვსმეტპროცენტიან კაფსულებს არავინ ყიდის. თუ შენს კლი-
ენტებს ეს არ მოსწონთ, შეუძლიათ აფთიაქებს მიაკითხონ.
კლიენტებს შეხვედრას ხან ერთ კაფეტერიაში ვუთქვამდით,
ხან - მეორეში. მენეჯერები ბარიგებსა და მჩხირავებს ადვილად
სცნობდნენ და შენობაში აღარ გვიშვებდნენ. არადა, უკვე ექვსი
მუდმივი კლიენტი გვყავდა, რაც ბევრ სიარულს მოითხოვდა.
ჰოდა, ჩვენც დავდიოდით.
ტონის ბარში შესვლისას ტანში კვლავ ჟრუანტელი მივლიდა.
ერთ დღეს კოკისპირულად წვიმდა. ტონის ბარში შეხვედრა
მქონდა, მაგრამ ნახევარი საათით დავიგვიანე. გზად ერთ-ერთი
75 მკითხველთა ლიგა
რესტორნის კარიდან ახალგაზრდა იტალიელმა ჰიპსტერმა რე-
იმ გამოყო თავი და დამიძახა. კუპეში დავსხედით და ჩაი შევუკ-
ვეთეთ.
- გარეთ თეთრლაბადიანი აგენტი დგას, - მითხრა რეიმ. - ტო-
ნის ბარიდან გამომყვა და არ მშორდება. გარეთ გასვლის მეში-
ნია.
მაგიდა ლითონის მილებისაგან შედგებოდა. რეის მაგიდის
ქვეშ მივაწოდე ორი კაფსული. რეიმ კაფსულები ქაღალდის
ხელსახოცში გაახვია და მილში შეჩურთა.
- გარეთ სუფთად გავალ, ვაიდა, ის აგენტი ამეკიდოს, - თქვა
მან.
ჩაი დავლიე, რეის ინფორმაციისთვის მადლობა გადავუხადე
და მასზე ადრე გამოვედი რესტორნიდან. საქონელი სიგარეტის
კოლოფში მედო და მზად ვიყავი წყლით სავსე თხრილში ჩამეგ-
დო. გასასვლელში მართლაც იდგა თეთრლაბადიანი, ჩასკვნი-
ლი ტიპი. დამინახა თუ არა, გამასწრო და ქუჩას აღმა აუყვა.
კუთხეში შეუხვია და შეჩერდა, რომ ჩემთვის გასწრების სა-
შუალება მიეცა. მე შევტრიალდი და საპირისპირო მიმართულე-
ბით გავიქეცი. მე-6 ავენიუმდე რომ მივაღწიე, აგენტი ოციოდე
მეტრით ჩამომრჩებოდა. მეტროს ტურნიკეტს გადავევლე და სი-
გარეტის კოლოფი საღეჭი რეზინების აპარატის უკან შევკუჭე.
ბაქნამდე ჩავირბინე და მატარებელს ვაშინგტონ-სკვერამდე
გავყევი.
ბილ გეინსი კაფეტერიაში მაგიდასთან იჯდა. ერთი მოპარუ-
ლი პალტო ეცვა, მეორე კალთაში ედო. თვითკმაყოფილი სახე
ჰქონდა. იქვე ისხდნენ ბარტი და უმუშევარი ტაქსისტი კელი,
რომელიც ყოველთვის 42-ე ქუჩაზე ტრიალებდა და დღეში რამ-
დენიმე დოლარს შოულობდა პრეზერვატივების გაყიდვით ან
მგზავრებს 50 ცენტს ჰპარავდა - ამას ჩვენ „წვრილმან ჯიბგირო-
ბას“ ვეძახდით. მათ აგენტის შესახებ ვუამბე და ბარტი მეტროში
76 მკითხველთა ლიგა
დამალული საქონლის მოსატანად გავგზავნე. გაღიზიანებულმა
ბილმა უკმაყოფილოდ მითხრა:
- თუ ღმერთი გწამს, ყველას ნუ გამოართმევ ფულს!
- რეისთვის რომ არ გამომერთმია ფული, ახლა ფედერალუ-
რი შენობის გზაზე ვიდგებოდი.
- მაინც ფრთხილად იყავი!
სანამ ბარტს ვუცდიდით, კელიმ გრძელი ამბავი გვიამბო იმა-
ზე, როგორ აგინა „ტუმბსის“ ერთ-ერთ მცველს.
ამასობაში ბარტი დაბრუნდა საქონელთან ერთად. გვაცნობა,
რომ თეთრლაბადიანი ტიპი ჯერაც მეტროს ბაქანზე მიმოდიოდა.
მაგიდის ქვეშ ორი კაფსული მივაწოდე ბარტს.
მე გეინსს გავყევი სახლში გასაჩხირად.
- ბარტს უნდა ვუთხრა, რომ ვეღარ ვათრევ, - თქვა ბილმა.
ბილი უესტ-ფორთისის იაფფასიან ბინაში ცხოვრობდა. ბინის
კარი შეაღო და ოთახში შემიძღვა.
- აქ დამიცადე, შპრიცს და ჯანქს მოვიტან, - მჩხირავების უმე-
ტესობასავით ისიც საგულდაგულოდ ინახავდა ამ ყველაფერს.
ცოტა ხანში გამოიტანა და ორივემ გავიკეთეთ ჩვენ-ჩვენი დოზა.
გეინსი მშვენივრად აცნობიერებდა, რომ უჩინრად ყოფნის
უჩვეულო უნარით იყო დაჯილდოებული და ხანდახან ყველა-
ნაირად ცდილობდა „ხორცის შესხმას“, რომ სხეულზე გასაჩხი-
რი ადგილი ჰქონოდა. ამ დროს მთლიანად უბრუნდებოდა
რეალობას. ახლა რომელიღაც უჯრა გადაქექა და გაცრეცილი
ყვითელი კონვერტი ამოათრია. მიჩვენა ანაპოლისიდან გამოგ-
ზავნილი სარეკომენდაციო ბარათი „კარგი სამსახურისთვის“;
„ძველი მეგობარი კაპიტნის“ გაყვითლებული, ჭუჭყიანი წერი-
ლი; „მასონებისა“ და „კოლუმბის რაინდების“ საწევრო ბილეთი.
- ცოტ-ცოტას ყველა მშველის, - მითხრა „საბუთების“ ჩვენე-
ბისას. რამდენიმე წუთს ჩუმად და დაფიქრებული იჯდა. მერე
გაიღიმა. - გარემოებების ჩვეულებრივი მსხვერპლი ვარ, - წა-
77 მკითხველთა ლიგა
მოდგა და ფრთხილად გადადო კონვერტი. - ნიუ-იორკის არც
ერთ ლომბარდში აღარ მიმესვლება. იქნებ შენ დამილომბარდო
ეს პალტოები?

78 მკითხველთა ლიგა
***

მას შემდეგ ვითარება უფრო და უფრო გაუარესდა. ერთ დღეს


სასტუმროს ადმინისტრატორმა გამაჩერა ვესტიბიულში.
- არც კი ვიცი, როგორ გითხრა... - დაიწყო მან, - საქმე ისაა,
რომ შენს ოთახში საეჭვო ხალხი იკრიბება. წლების წინ მეც უკა-
ნონო საქმიანობებში ვმონაწილეობდი. მხოლოდ ის მინდა, რომ
გაფრთხილდე: ხომ იცი, ყველა ზარი ოფისიდან გადის. ამ დი-
ლით ერთს მოვუსმინე და მაშინვე ყველაფერს მივხვდი. სატე-
ლეფონო კომუტატორთან რომ ვინმე სხვა მჯდარიყო... ასე რომ,
ფრთხილად! ის შენი ხალხიც გააფრთხილე, ტელეფონით ზედ-
მეტს ნუ ილაპარაკებენ.
ადმინისტრატორი დულის ზარზე მიმანიშნებდა. იმ დილით
სწორედ მან დამირეკა.
- უნდა გნახო, - იღრიალა მან. - ლომკა მაქვს. ახლავე მოვდი-
ვარ.
ვგრძნობდი, რომ ფედერალები ნელ-ნელა მიახლოვდებოდ-
ნენ. მათ ხელში აღმოჩენა მხოლოდ დროის საკითხი იყო. არც
ერთ ვილიჯელ კლიენტს არ ვენდობოდი და ვიცოდი, რომ მინი-
მუმ ერთი მათგანი მაინც ჩამშვები იყო. ეჭვმიტანილების სათა-
ვეში დული იდგა, მას ნიკი მოსდევდა, ხოლო ამ ორს - ქრისი.
არც ის იყო გამორიცხული, რომ მარვინსაც მონდომებოდა
იოლი ფულით წყვილი წინდის ყიდვა.
ნიკი რესპექტაბელური ვილიჯელებისთვისაც ყიდულობდა
ჯანქს; ისინი ხანდახან პონტის გულისთვის იჩხირავდნენ. ამ ტი-
პის მომხმარებელი ბარიგისთვის არასანდოა და საფრთხეს
ქმნის, რადგან პოლიციისა და საპასუხისმგებლო სამსახურის
დაკარგვის ეშინია და ისე დაუფიქრებლად მიაწვდის ინფორმა-
ციას „ძაღლობას“, ვითომც არაფერი. რასაკვირველია, სულაც

79 მკითხველთა ლიგა
არ სიამოვნებთ იმის აღიარება, რომ ნარკოტიკებთან ჰქონიათ
შეხება, მაგრამ დაკითხვას ვერ უძლებენ.
ნარკოტიკების ბიუროს აგენტი დიდწილად ინფორმატორების
მეშვეობით მოქმედებს. ყველაზე გავრცელებული მეთოდია, ბა-
რიგა ან მჩხირავი ფაქტზე აიყვანო და ციხეში უკრა თავი, სანამ
ლომკა არ დაეწყება. მერე კარგად დამუშავებული ტექსტის წარ-
მოთქმის დრო დგება:
- შეგვიძლია ნარკოტიკის ფლობისთვის ხუთი წელი მოგისა-
ჯოთ. მეორე მხრივ, ახლავე შეგიძლია აქედან თავისუფალი გახ-
ვიდე. თუ ჩვენთან ითანამშრომლებ, ვალში არ დაგრჩებით. რაც
მთავარია, ჯანქი და ჯიბის ფული საკმარისად გექნება - ეს იმ შემ-
თხვევაში, თუ ინფორმაციას მოგვაწვდი. იფიქრე ამაზე. რამდე-
ნიმე წუთს გაძლევ.
აგენტი რამდენიმე კაფსულს იღებს ჯიბიდან და მაგიდაზე აწ-
ყობს. ეს იგივეა, რომ წყურვილით მომაკვდავ ადამიანს ჭიქით
ანკარა წყაროს წყალი დაუდგა წინ.
- მიდი, აიღე! უკვე ჭკვიანურად იქცევი. ახლა მისმინე, პირვე-
ლი, ვისზეც უნდა გავიდეთ, არის...
ზოგიერთს დარწმუნებაც არ სჭირდება. მათთვის სულერთია,
ჯანქს და ჯიბის ფულს როგორ იშოვიან - ოღონდაც იშოვონ.
ახალ ჩამშვებს დანიშნულ ფულს აძლევენ და ჯანქის საყიდლად
უშვებენ. როგორც კი ჩამშვები ამ ფულით ჯანქს იყიდის, აგენტე-
ბი ბარიგას აპატიმრებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბარი-
გამ დანიშნული ფულის გადაცვლა ვერ მოასწროს. აგენტების
ხელშია დანიშნული ფული, რომლითაც ჯანქი იყიდეს და ჯანქი,
რომელიც ამ ფულით იყიდეს. თუ მნიშვნელოვანი საქმეა, ჩამ-
შვები შეიძლება მოწმედაც გამოიძახონ სასამართლო პროცეს-
ზე. რასაკვირველია, როგორც კი ჩამშვების ვინაობა გამჟღავ-
ნდება, მას აღარავინ მოემსახურება. თუ აგენტები სხვა ქალაქში
არ გაგზავნიან (ზოგიერთ განსაკუთრებით ნიჭიერ ჩამშვებს
80 მკითხველთა ლიგა
მთელ ქვეყანას მოატარებენ ხოლმე), ინფორმატორის კარიერა
დანგრეულია.
ადრე თუ გვიან, ბარიგები თვითონვე ხვდებიან, ვინ არის ჩამ-
შვები და ჯანქის მიყიდვაზე უარს ეუბნებიან. ამ შემთხვევაში,
ჩამშვები აგენტებისთვის უსარგებლო ხდება და მას აპატიმრე-
ბენ. ძალიან ხშირად ჩამშვებს უფრო გრძელვადიანი სასჯელის
მოხდა უწევს, ვიდრე მის მიერ ჩაშვებულ დამნაშავეებს.
მოზარდებისთვის სულ სხვაგვარი პროცედურაა შემუშავებუ-
ლი, რადგან მათ მუდმივ ჩამშვებებად ვერ გამოიყენებ. აგენტი
აფერისტულად ეუბნება:
- შენნაირი ახალგაზრდის ჩაყუდება სულაც არ მეხალისება.
კი, შეცდი, მაგრამ შეცდომას ყველა უშვებს. ახლა მისმინე, ერთ
შანსს მოგცემ, მაგრამ ჩვენთან უნდა ითანამშრომლო. თუ არა-
და, ვერ დაგეხმარები.
ან სიფათში მუშტი მოხვდება და ჰკითხავენ: „ეს საიდან
გაქვს?“ ბევრს მეტიც არ სჭირდება. ჩემს კლიენტებს შორის ყვე-
ლანაირი სახის ინფორმატორს შეხვდებით, ღიასაც და პოტენცი-
ურსაც.
სასტუმროს ადმინისტრატორთან საუბრის შემდეგ სხვა სას-
ტუმროში გადავედი და უცხო სახელით ჩავეწერე. ვილიჯში
სიარული შევწყვიტე და ვილიჯელ კლიენტებს გარეუბანში დავუ-
ნიშნე შეხვედრები.
გეინსს სასტუმროს ადმინისტრატორთან საუბრის შესახებ
მოვუყევი და დავამატე, გაგვიმართლა, ადმინისტრატორი კაი
ტიპი რომ აღმოჩნდა-მეთქი.
- ამ საქმეს უნდა შევეშვათ, - მითხრა გეინსმა. - ასეთ ხალ-
ხთან დიდხანს ვერ გავქაჩავთ.
- ძალიანაც კარგი, - ვთქვი მე, - მაგრამ ახლა ყველანი კაფე--
ავტომატთან გვიცდიან. რა ვქნათ, არ მივიდეთ?

81 მკითხველთა ლიგა
- კი. ლექსინგტონში მივდივარ სამკურნალოდ და ავტობუსის
ფული მჭირდება. ამ საღამოს გავდივარ.
როგორც კი შეხვედრის ადგილს მივუახლოვდით, დული
სწრაფად გამოიქცა ჩვენკენ, გზადაგზა ორფერ სპორტულ ქურ-
თუკს იხდიდა. ფეხზე სანდლები თუ ფლოსტები ეცვა.
- ამ ქურთუკის სანაცვლოდ ოთხი კაფსული მომეცით, - მოგ-
ვვარდა, - ოცდაოთხი საათი იზოლატორში ვიჯექი.
ლომკიანი დული გულისამრევი სანახავი იყო. ჯანქდამოკი-
დებული უჯრედების შიმშილს მისთვის ადამიანის სახე წაეშალა.
საძაგელი ქვეწარმავლებივით ერთმანეთში გადახლართული
შიგნეულობა და უჯრედები თითქოს ზედაპირზე ამოხეთქვას ლა-
მობდნენ. ისე დაჩიავებულიყო და დანაოჭებულიყო, ვერც კი იც-
ნობდით.
გეინსმა დულის ორი კაფსული მისცა და ქურთუკი გამოარ-
თვა.
- კიდევ ორს ამაღამ მოგცემ, - უთხრა დულის, - ზუსტად ცხრა
საათზე.
იქვე გვერდით იზი იდგა ჩუმად და დულის ზიზღით უყურებდა.
- ღმერთო დიდებულო! - წამოიძახა მან. - სანდლები!
ამასობაში სხვებიც შემოგვეხვივნენ და აზიელი მათხოვრები-
ვით გამოგვიწოდეს ხელები. არც ერთს არ ჰქონდა ფული.
- ნისიად არ ვიძლევით, - გამოვაცხადე და ქუჩას გავუყევით.
ხვეწნა-მუდარით უკან გამოგვყვნენ, სახელოებზე გვეპოტინე-
ბოდნენ, მხოლოდ ერთი კაფსული მოგვეციო.
არა-მეთქი, გავიმეორე და გზა გავაგრძელე. ყველანი სათი-
თაოდ ჩამოგვცილდნენ. მეტროში ჩავედით და იზის ვუთხარი,
რომ ბარიგობას თავს ვანებებდით.
- ღმერთო, არც მიკვირს, რომ თავს ანებებთ! - თქვა იზიმ. -
სანდლები!

82 მკითხველთა ლიგა
იზიმ ექვსი კაფსული იყიდა და ორიც ბარტს მივეცით, რო-
მელსაც მკურნალობის ოცდათერთმეტდღიანი კურსი უნდა გაევ-
ლო რაიკერს-აილენდზე.
ბილ გეინსი სპორტულ ქურთუკს შემფასებლურად ათვა-
ლიერებდა.
- ამაში ათ დოლარს მაინც მომცემენ, - თქვა მან. - ერთ მკე-
რავს ვიცნობ და ამას გავაკერვინებ, - ქურთუკის ერთი ჯიბე ოდ-
ნავ გახეული იყო. - ნეტა დულიმ სად იშოვა?
- ამტკიცებდა ბროოკს ბროტჰერს-შიო, მაგრამ დული ხომ ის
ტიპია, მოპარულ ტანსაცმელს ბროოკს ბროტჰერს-ში ან აბერ-
ცრომბიე & ფიტცჰ-ში ნაყიდად რომ ასაღებს.
- ცუდია, - ჩაიცინა გეინსმა. - ჩემი ავტობუსი ექვს საათზე გა-
დის. დაპირებულ კიდევ ორ კაფსულს ვეღარ მივცემ.
- ნუ დარდობ, ორი კი არა, ოთხი კაფსულის ვალი აქვს ჩვენი.
- მართლა? ძალიან კარგი.

83 მკითხველთა ლიგა
***

ბილ გეინსი ლექსინგტონში წავიდა, მე კი მანქანით ტეხასში


გავემგზავრე. თან 30 გრანი ჰეროინი მიმქონდა. ჩემი გათვლე-
ბით, ჯანქისთვის თავის დასანებებლად უნდა მყოფნოდა, თორ-
მეტდღიანი გრაფიკიც კი მქონდა შედგენილი. ჰეროინი ხსნარის
სახით მიმქონდა, მეორე ბოთლში გამოხდილი წყალი მესხა. ყო-
ველ ჯერზე, როცა ჯანქს ვიკეთებდი, შპრიცით იმავე ოდენობის
გამოხდილ წყალს ვიღებდი და ხსნარს ვამატებდი. გეგმის მი-
ხედვით, საბოლოოდ ხსნარის ნაცვლად გამოხდილი წყლის კე-
თებაზე გადავიდოდი. ეს მეთოდი მჩხირავებისთვის კარგადაა
ცნობილი. მისი სახეცვლილი ვარიანტია „ჩინური მკურნალობა“,
როდესაც ოპიუმს თანდათან მატონიზირებელი სიროფით ანაც-
ვლებენ.
ოთხი დღის შემდეგ ცინცინატიში ვიყავი - უჯანქოდ და სრუ-
ლიად ძალაგამოცლილი. არასდროს მსმენია, ვინმე საკუთარი
ნებით შეშვებოდეს გაჩხირვას. ყოველთვის გამოძებნი საბაბს,
გამონაკლისის სახით გაიკეთო მცირე დოზა. ბოლოს ჯანქი გი-
თავდება, ლომკა კი რჩება.
მანქანა კერძო სადგომზე დავაყენე და მატარებლით ლექსინ-
გტონში გავემგზავრე. საავადმყოფოში მისაღებად საბუთები
მჭირდებოდა, მაგრამ მე ჯარიდან დათხოვნის ცნობის იმედი
მქონდა. ლექსინგტონში ტაქსი გავაჩერე და საავადმყოფოში წა-
ვედი. საავადმყოფოს ჭიშკართან სადარაჯო ჯიხურში მოხუცი
ირლანდიელი დარაჯი დამხვდა. ჩემს ცნობას დახედა.
- ნარკომანი ხართ? - მკითხა.
დიახ-მეთქი, ვუპასუხე.
- მაშინ, დაბრძანდით, - ხის სკამზე მანიშნა და თვითონ ადმი-
ნისტრაციას დაურეკა. - არა, საბუთები არ აქვს... მხოლოდ ჯარი-

84 მკითხველთა ლიგა
დან დათხოვნის ცნობა. - ყურმილს ხელი დააფარა და მე გამომ-
ხედა. - აქ ადრეც ხართ ნამყოფი?
არა-მეთქი, ვუპასუხე.
- ამბობს, აქ ნამყოფი არ ვარო, - დარაჯმა ყურმილი დაკიდა. -
რამდენიმე წუთში მანქანა მოვა და წაგიყვანთ. - მითხრა მან. -
ნარკოტიკები და შპრიცები ხომ არ გაქვთ თან? აქ უნდა დატო-
ვოთ, თორემ თუ შენობაში აღმოგიჩენენ, სახელმწიფოს მიერ
დაცულ ტერიტორიაზე კონტრაბანდის შეტანისთვის დაგაპატიმ-
რებენ.
- არაფერი მაქვს.
ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ ჭიშკართან მანქანა მოვიდა და
მთავარი შენობისკენ წამიყვანა. მძიმე, გისოსებიანი რკინის კა-
რი გაიღო მანქანის ეზოში შესაშვებად. მერე ისევ დაიხურა. თა-
ვაზიანმა მორიგემ ჩემი ნარკომანობის ისტორია ჩაიწერა.
- კარგი ქენით, რომ აქ მოხვედით, - მითხრა მან. - მაგალი-
თად, ახლა აქ ერთი კაცი გვყავს, რომელიც ბოლო ოცდახუთ
შობას სულ გისოსებს იქით ხვდებოდა.
ჩემი ტანსაცმელი კალათაში ჩავაწყვე და შხაპი მივიღე. შემ-
დეგ გამოკვლევაზე გამიშვეს. თხუთმეტ წუთს ვუცდიდი ექიმს.
ექიმმა შეყოვნებისთვის ბოდიში მომიხადა, გამსინჯა და ნარკო-
მანობის ისტორია გამომკითხა. გულდასმით მისმენდა და მხო-
ლოდ იშვიათი კომენტარებით და შეკითხვებით მაწყვეტინებდა.
როცა ვახსენე, 120-120 გრან ჰეროინს ვყიდულობდი-მეთქი,
გაეღიმა:
- ნაწილს ყიდდით და ცოტას თქვენთვისაც იტოვებდით, არა?
ბოლოს სკამის საზურგეზე გადაწვა და მითხრა:
- როგორც იცით, თუ აქედან წასვლა მოგინდებათ, ოცდაოთ-
ხი საათით ადრე უნდა გვაცნობოთ. ზოგი ათ დღეში გაეწერება
ხოლმე და სამუდამოდ ანებებს ნარკოტიკებს თავს. ზოგი ექვს
თვეს რჩება და გაწერიდან ორ დღეში ისევ ნარკოტიკებს უბრუნ-
85 მკითხველთა ლიგა
დება. ისე კი, თუ სტატისტიკას ვენდობით, რაც უფრო დიდხანს
დარჩებით აქ, მით უფრო დიდია შანსი იმისა, რომ გამოჯან-
მრთელდებით. აქაური პროცედურები მეტ-ნაკლებად ერ-
თნაირია ყველასთვის. მკურნალობის კურსი 8-10 დღეს გრძელ-
დება, ნარკოდამოკიდებულების სერიოზულობის მიხედვით. ახ-
ლა კი, თუ შეიძლება, ეს ხალათი ჩაიცვით.
ექიმმა ჩემთვის გამზადებულ პიჟამაზე, ხალათსა და ფლოს-
ტებზე მანიშნა. შემდეგ სასწრაფოდ ჩაიწერა დიქტოფონზე ჩემი
ფიზიკური მდგომარეობისა და ნარკოდამოკიდებულების მნიშ-
ვნელოვანი დეტალები: „პაციენტი მშვიდი და გულდაჯერებული
ჩანს, აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა იმკურნალოს, რათა
ოჯახის რჩენა შეძლოს“.
მორიგემ ჩემს განყოფილებაში წამიყვანა.
- თუ გინდა ჯანქს შეეშვა, - მითხრა მან, - ამაზე უკეთეს ად-
გილს ვერსად იპოვი.
იქ მორიგე სანიტარმა კიდევ ერთხელ მკითხა, მართლა გინ-
და, ნარკოტიკებს შეეშვაო. კი-მეთქი, ვუპასუხე და ცალკე პალა-
ტაში გამამწესა.
დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ სანიტრის ხმა გაისმა:
- ინიექციის რიგში ჩადექით!
მაშინვე ყველა წამოდგა. რიგრიგობით გვიძახებდნენ, დის-
პანსერის კარში ამოჭრილ ფანჯარაში ხელს ვყოფდით და სანი-
ტარი ნემსს გვიკეთებდა. ინიექციამ ლომკა მომიხსნა და მაშინვე
მომშივდა.
დერეფნის შუაში მერხები, სავარძლები და რადიო იდგა და
მეც იქ ჩამოვჯექი. ბანდიტის გარეგნობის იტალიელს გავუბი
საუბარი. მკითხა, აქ პირველად ხარო და კი-მეთქი, ვუპასუხე.
- მაშინ „დამჯერებთან“ უნდა წახვიდე, - მითხრა მან. - დიდ-
ხანს გიმკურნალებენ და უკეთეს პალატაშიც დაგაწვენენ.

86 მკითხველთა ლიგა
„დამჯერებს“ ლექსინგტონში პირველად მყოფ პაციენტებს
უწოდებდნენ და ბოლომდე განკურნების პერსპექტიულ კანდი-
დატებად მიიჩნევდნენ. როგორც ჩანს, ექიმი, რომელიც მიმღებ-
ში შემხვდა, ჩემს პერსპექტივაზე დიდი წარმოდგენისა არ იყო.
ამასობაში სხვებიც შემოგვიერთდნენ და გაგვესაუბრნენ.
ინიექციამ ყველა ლაპარაკის განწყობაზე მოიყვანა. პირველი
ოჰაიოელი ზანგი მოვიდა.
- რამდენი წელი გაქვს მისჯილი? - ჰკითხა იტალიელმა.
- სამი, - ზანგი რეცეპტების გაყალბებასა და გაყიდვაში გა-
მოეჭირათ. სასჯელის მოხდა ოჰაიოში დაეწყო. - ციხე კი არა,
ნამდვილი ჯოჯოხეთია. ბავშვებითაა გამოტენილი - თავხედი
ლაწირაკები არიან. ბუფეტში შენს ულუფას აიღებ და მაგიდას
რომ მიუჯდები, ვიღაც ლაწირაკი მოვა და გეტყვის, მომეციო. თუ
არ მისცემ, ეგრევე სიფათში გხევს. მერე მისი ძმაკაცებიც დაგე-
სევიან. ყველას ვერ მოერევი.
სენტლუისელმა კაზინოს კრუპიემ ზეითუნის ზეთისაგან, ფე-
ნოლისა და ოპიუმის ნაყენისაგან შემდგარი, რეცეპტით ნაყიდი
კარბონმჟავასაგან „წამლის“ დამზადების მეთოდი აგვიხსნა.
- ექიმს ვუთხარი, ხნიერ დედაჩემს ბუასილი აქვს და ეს ყვე-
ლაფერი მისთვის მჭირდება-მეთქი. რეცეპტის გამოწერაზე ასე
დავითანხმე. ჯერ ზეთს გამოწურავ, დარჩენილ სითხეს ჩაის კოვ-
ზში ასხამ და ქვეშ ცეცხლი უნთებ, ფენოლი მთლიანად აორ-
თქლდება. მთელი დღე გაგაძლებინებს.
სიმპათიურმა, ჩასხმულმა, შავგვრემანმა და ვერცხლისფერ-
თმიანმა ორმოციოდე წლის მამაკაცმა გვიამბო, როგორ შე-
მოაპარა მისმა მეგობარმა ქალმა ფორთოხლით მასთან ჰე-
როინი.
- ეს საოლქო ციხეში მოხდა. ლამის ორივემ შიშით ჩავისვა-
რეთ. ფორთოხალი რომ მოვკბიჩე, ისეთი მწარე იყო, კინაღამ
გადმოვაფურთხე. შპრიცით შიგ 15-20 გრანი მაინც იქნებოდა
87 მკითხველთა ლიგა
ჩასხმული. ვერც წარმოვიდგენდი, ჩემი გოგო ასეთი ჭკვიანი თუ
იყო.
- მცველი მეუბნება: „მაშ, ნარკომანი ხარ, შე ნაბიჭვარო? აქ
განკურნებას ვერ ეღირსები!“
- ცხიმი. ცხიმი ზედაპირზე ამოდის და შპრიცით მოხდი. მო-
ხარშული ხსნარი კუპრივით შავია.
- ხოდა, ექიმმა მკითხა, რამდენს იკეთებო.
- ოდესმე დაფხვნილი დილაუდიდი გაგისინჯავთ? მაგან ბევ-
რი ბიჭი შეიწირა. კბილის საწმენდ ჩხირზე რომ დაეტევა, იმდე-
ნიც კმარა.
- მოხარშე და გაიჩხირე.
- მაგარი კაიფია.
- ეს 1933 წელს იყო. მაშინ ერთი უნცია 28 დოლარი ღირდა.
- ბოთლისა და რეზინის მილისაგან ჩიბუხს ვაკეთებდით. მო-
წევის შემდეგ ბოთლს ვამსხვრევდით.
- მოხარშე და გაიჩხირე.
- მაგარი კაიფია.
- კი, კოკაინის გაჩხირვაც შეიძლება კანქვეშ. პირდაპირ მუ-
ცელში გირტყამს.
- ეგრევე გრძნობ, ჰეროინი და კოკაინი როგორ ედება ორგა-
ნიზმს.
დამშეული ადამიანებივით, რომლებსაც მხოლოდ საჭმელი
ახსოვთ, ჩვენც მხოლოდ ჯანქზე ვლაპარაკობდით. ცოტა ხანში
ინიექციამ ძალა დაკარგა და საუბარიც მინელდა. ხალხი
დაიფანტა. ზოგი წამოსაწოლად წავიდა, ზოგი წასაკითხად და
კარტის სათამაშოდ. მერე სასადილო ოთახში გვიხმეს და გემ-
რიელად ვისადილეთ.
დღეში სამჯერ ინიექციას გვიკეთებდნენ. პირველს გაღვიძე-
ბისას - დილის შვიდ საათზე, მეორეს - დღის პირველ საათზე და
მესამეს - საღამოს ცხრა საათზე. დღისით ორ ძველ ნაცნობს შევ-
88 მკითხველთა ლიგა
ხვდი - მეთის და ლუისს. საღამოს ინიექციისთვის ვემზადებოდი,
რომ ლუისი დავინახე.
- შენც დაგიჭირეს? - მკითხა მან.
- არა, მე მხოლოდ ვმკურნალობ. შენ?
- მეც, - მიპასუხა მან.
საღამოს ინიექციის შემდეგ ცოტა ქლორალჰიდრატიც დამა-
ლევინეს. ღამით ჩვენს განყოფილებაში ხუთი ახალი პაციენტი
მოიყვანეს. მთავარმა სანიტარმა ხელები უმწეოდ გაასავსავა.
- ესენი სად მოვათავსო, არც ვიცი. უკვე ოცდათერთმეტი ნარ-
კომანი მყავს.
ახალ პაციენტებს შორის იყო სამოცდაათი წლის დარბაისე-
ლი, ჭაღარა მოხუცი ბობ რიორდანი - ძველი თაღლითი, ბარიგა
და ჯიბგირი. 1910-იანი წლების ბანკირს ჰგავდა. ორ მეგობარ-
თან ერთად მოვიდა მანქანით. ლექსინგტონისკენ მომავლებს
ვაშინგტონში ჯანდაცვის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანე-
ლისთვის დაურეკავთ და უთხოვიათ, საავადმყოფოში დეპეშა
გაგზავნეთ, რომ ჭიშკარი ღია დაგვახვედრონო. ჯანდაცვის სა-
ხელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელს ფელიქსს ეძახდნენ, ეტ-
ყობა, მასთან კარგა ხნის ნაცნობობა აკავშირებდათ. იმ ღამით
ლექსინგტონის საავადმყოფოში მხოლოდ რიორდანი შესულა.
მისი ორი მეგობარი მეზობელ ქალაქში ერთ ბარიგასთან წასუ-
ლა, რომ სანამ მკურნალობას დაიწყებდნენ, ბოლოჯერ გაეჩხი-
რათ.
ისინი მეორე დღეს მოვიდნენ, შუადღისას. მსუქან ებრაელ
სელ ბლუმს სახეზე ეწერა, რომ თაღლითი იყო. მას თან ჩია, გამ-
ხდარი ბანქი ახლდა. ბანქი უბრალო ფერმერი ან ჩამომხმარი
მოხუცი გეგონებოდათ, რომ არა მისი ნაცრისფერი თვალები,
რკინისჩარჩოიანი სათვალიდან მშვიდად და ცივად რომ გიმ-
ზერდა. ასეთები იყვნენ რიორდანის მეგობრები. სამივე ნაციხა-
რი იყო, ძირითადად ფედერალურ საპატიმროებში მოეხადათ
89 მკითხველთა ლიგა
ხანგრძლივი სასჯელი ნარკოტიკების გაყიდვა-მოხმარებისთვის.
თავაზიანი ტიპები იყვნენ, მაგრამ გაშინაურებას თავს არიდებ-
დნენ. არ ვიცი, სინამდვილეში როგორ იყო, მაგრამ ჩვენ გვეუბ-
ნებოდნენ, ფედერალებმა თავი მოგვაბეზრეს და ამიტომ გვინდა
ჯანქის გადაგდებაო.
- ჯანდაბა, ჯანქი ძალიან მიყვარს და ყოველთვის გავჩითავ,
მაგრამ თუ ყოველი გაჩხირვის შემდეგ უნდა ჩამაყუდონ, მირ-
ჩევნია, შევეშვა და ახლოს აღარ გავეკარო, - ამბობდა სელი. იხ-
სენებდა ძველ ნარკომან ნაცნობებს, რომლებიც ჯანქისთვის თა-
ვის დანებების შემდეგ წესიერ და რესპექტაბელურ მოქალა-
ქეებად იქცნენ. - ახლა ეს ჩემი „მეგობრები“ ამბობენ, სელთან
რა საქმე მაქვს, ეგ ხომ მჩხირავიაო.
არა მგონია, რომელიმე მართლა აპირებდა ჯანქის გადაგდე-
ბას, ოღონდ ამას ხმამაღლა არ ამბობდნენ. ჩვენი საქმისა ჩვენ
ვიცითო, სულ ამას იმეორებდნენ.
კიდევ ერთ ახალ პაციენტს ეიბ გრინი ერქვა, გრძელცხვირა
და ცალფეხა ებრაელი იყო. გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ჯიმი
დიურანტეს. ლომკიანიც კი ცისფერი თვალებიდან სიცოცხლეს
ასხივებდა. პირველ ღამეს ისე ცუდად გახდა, რომ მის გასასინ-
ჯად ექიმს დაუძახეს. ექიმმა დამატებით ნახევარი გრანი მორფი-
ნი გამოუწერა. თუმცა რამდენიმე დღეში ეიბ გრინი დერეფანში
დახეტიალობდა და სხვა პაციენტებს უდარდელად ელაყბებოდა
ან კარტს ეთამაშებოდა. გრინი ცნობილი ბრუკლინელი ბარიგა
იყო, ერთ-ერთი იშვიათი დამოუკიდებელი დილერი ამ ბიზნესში.
ბევრი ბარიგა ნარკოსინდიკატისთვის მუშაობს, სხვანაირად
არავინ გააქაჩინებს, მაგრამ ეიბ გრინი საჭირო ხალხს იცნობდა
და მათი დახმარებით დამოუკიდებლად საქმიანობდა. ამჯერად
ციხიდან თავდებით გამოეშვათ, მაგრამ თავისუფლების უკანო-
ნო აღკვეთისთვის „ძაღლობის“ წინააღმდეგ საჩივრის შეტანას
აპირებდა.
90 მკითხველთა ლიგა
- ნარკოტიკების ბიუროს აგენტი შუაღამისას მაღვიძებს და
თავში პისტოლეტს მირტყამს. მიყვირის, შენი მომწოდებლის სა-
ხელი მითხარიო. ვუპასუხე, ორმოცდათოთხმეტი წლის ვარ და
ჯერ არავინ ჩამიშვია, მირჩევნია, მოვკვდე-მეთქი.
ისიც გვიამბო, ატლანტის ციხეში იძულებით როგორ მიანება
ჯანქს თავი.
- თოთხმეტი დღე კედელს ვურტყამდი თავს და ცხვირიდან და
თვალებიდან სისხლი მდიოდა. მცველი რომ მოდიოდა, სახეში
ვაფურთხებდი.
ეიბ გრინის ამბებს ეპიკური ელფერი გადაჰკრავდა.
გვყავდა კიდევ ერთი ებრაელი ნარკომანი - ნიუიორკელი ბე-
ნი. ბენი თერთმეტჯერ იყო ნამყოფი ლექსინგტონში და ამჯერად
„ჭანგის შტატში“ დაეკავებინათ. „ჭანგის შტატის კანონის“ მი-
ხედვით „ნებისმიერ ნარკომომხმარებელს უნდა მიესაჯოს თავი-
სუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით ან ალტერნატივის სა-
ხით, ლექსინგტონში მკურნალობის კურსის გავლა“. ბენი ტან-
მორჩილი, მსუქანი, მრგვალსახიანი ებრაელი იყო. არანაირად
არ ეტყობოდა, რომ იჩხირავდა. სასიამოვნო, მაღალი ხმა ჰქონ-
და და სიმღერა ეხერხებოდა. განსაკუთრებით კარგად „აპრილ
შჰოწერ“-ს მღეროდა.
ერთ დღეს დასასვენებელ ოთახში აღელვებული ბენი შემო-
ვიდა.
- ახლახან მოიშე დარეგისტრირდა საავადმყოფოში, - თქვა
მან. - ეგ მათხოვარი პიდარასტი ებრაული რასის შემარცხვენე-
ლია.
- კი, მაგრამ, ბენი, მას ხომ ცოლ-შვილი ჰყავს, - შეეპასუხა ვი-
ღაცა.
- გინდაც ათი შვილი ჰყავდეს, - წამოიძახა ბენიმ, - მაინც
„ცისფერია“.

91 მკითხველთა ლიგა
მოიშე დაახლოებით ერთი საათის შემდეგ შემოგვიერთდა.
ერთი შეხედვით მიხვდებოდით, რომ პიდარასტი და უსაქმური
იყო. სამოცი წლის კაცი იყო, გადატკეცილი, ვარდისფერი სახის
კანით და ჭაღარა თმით.
მეთი დერეფანში დაეხეტებოდა და ხან ერთ პაციენტს გა-
მოელაპარაკებოდა, ხან მეორეს. დაუფიქრებელ, უკმეხ კით-
ხვებს სვამდა და აბსტინენციის სიმპტომებს დეტალურად აღწერ-
და. მეთი არასდროს წუწუნებდა. არა მგონია, საკუთარი თავის
შეცოდების უნარი ჰქონოდეს. ერთხელ ბობ რიორდანმა ჰკითხა,
რით ცხოვრობო და მეთიმ უპასუხა:
- რავი, ერთი გამოსირებული ქურდი ვარ.
მეტროს ბაქანზე ხის სკამზე ჩაძინებული მთვრალი ტიპის ამ-
ბავს მოგვიყვა:
- ვიცოდი, რომ გვერდითა ჯიბეში მაყუთი ედო, მაგრამ რამ-
დენჯერაც მივუახლოვდი, იმდენჯერ გაიღვიძა და მკითხა, რა
გინდაო. - მჯერა, მეთის მძლავრი და შემაწუხებელი აურა
მთვრალსაც გააღვიძებდა. - მაშინ ძველ ნაცნობს ვთხოვე დახ-
მარება, ერთ ბებერ ლოთსა და მაწანწალას. იმ მთვრალს გვერ-
დით მივუსვი და ოც წამში გაასუფთავა. ჯიბე გაუჭრა.
- არ შეიძლებოდა, იმ მთვრალი ტიპისთვის კედელზე მიგერ-
ტყმევინებინა თავი და ფული ასე ამოგეცლია? - ჰკითხა რიორ-
დანმა კეთილი და შემწყნარებლური ხმით.
მეთი მეტისმეტად უტიფარი და თავდაჯერებული იყო. საერ-
თოდ არ ჰგავდა ნარკომანს. თუ აფთიაქში ნემსს არ მიჰყიდ-
დნენ, მოურიდებლად ეკითხებოდა მეაფთიაქეს:
- რატომ არ მაძლევთ ნემსს? თქვენი აზრით, მჩხირავს ვგა-
ვარ?
ჯანქზე მეთი ერთმა ექიმმა შესვა.
- ეგ ებრაელი ნაბიჭვარი, - აგინებდა მეთი, - სულ მეუბნებო-
და, მეთი, ჯანქი უნდა გაიკეთო. ნუ გეშინია, ეს მცირე დოზა არა-
92 მკითხველთა ლიგა
ფერს გავნებსო. არა უშავს, ისე გავუხადე საქმე, რომ სულ თავ-
ბედი ვაწყევლინე. ვანანე, რომ ჩემთან დაიჭირა საქმე.
წარმოვიდგინე, როგორ ართმევდა მსუქან, ხნიერ ებრაელ
ექიმს მეთი ნისიად ჯანქს. მეთისნაირი ტიპები ბარიგებისთვის
საფრთხეს წარმოადგენენ. როგორც წესი, მისნაირებს ფული
თითქმის ყოველთვის აქვთ, მაგრამ თუ შემოაკლდებათ, აუცი-
ლებლად ნისიად ითხოვენ საქონელს. თუ უარს ეტყვი, გემუქრე-
ბიან და გაშინებენ. როცა მეთისნაირ მჩხირავს ჯანქი სჭირდება,
უარის მოსმენა არ უყვარს.
ლექსინგტონში მკურნალობის კურსი ნარკომანებისთვის
კომფორტის შექმნას სულაც არ გულისხმობს. თავიდან მეოთ-
ხედ გრან მორფინს გიკეთებენ დღეში სამჯერ - ასე გრძელდება
რვა დღის განმავლობაში. იყენებენ სინთეტიკურ მორფინს, რო-
მელსაც დოლოფინი ჰქვია. რვა დღის შემდეგ გამოსამშვიდო-
ბელ დოზას გიკეთებენ და „ხალხში“ გგზავნიან. იქ სამი ღამე
ბარბიტურატს გაძლევენ და მორჩა. მკურნალობაც ამით სრულ-
დება.
ნარკოტიკზე ძალიან დამოკიდებული პაციენტისთვის ეს მძი-
მე გრაფიკია. მე გამიმართლა, რადგან საავადმყოფოში ლომ-
კიანი მივედი და მორფინის სამკურნალო დოზა მყოფნიდა. რაც
უფრო დიდხანს გაქვს ლომკა და რაც უფრო დიდხანს არ გაგიკე-
თებია ჯანქი, მით ნაკლები დოზა გჭირდება გამოსაცოცხლებ-
ლად.
დადგა ჩემი გამოსამშვიდობებელი დოზის დროც. „ბ“ განყო-
ფილებაში გამამწესეს. ამ განყოფილებას „მაწანწალების უბანს“
უწოდებდნენ. იქაურობა კეთილმოწყობილი კი იყო, მაგრამ მისი
ბინადრები საცოდავი სანახავები იყვნენ. ჩემთან ერთად აქ პი-
რიდან დუჟმდინარი ბებერი მაწანწალები ცხოვრობდნენ.
მედიკამენტების მიღების დამთავრების შემდეგ „ხალხში“
შვიდ დღეს ისვენებ. მერე რამე საქმე უნდა აირჩიო და მუშაობა
93 მკითხველთა ლიგა
დაიწყო. ლექსინგტონში მერძევეობის ფერმა გვაქვს. ბაღ--
ბოსტანში მოწეულ ხილსა და ბოსტნეულს საკონსერვო ქარხანა-
ში აკონსერვებენ. პაციენტები მუშაობენ სტომატოლოგიურ ლა-
ბორატორიაში და ამზადებენ კბილის პროთეზებს, მუშაობენ
ბიბლიოთეკაში და რადიოაპარატურის სახელოსნოში. მუ-
შაობენ დარაჯებად, მზარეულებად, მიმტანებად და სანიტრებად.
ასე რომ, საქმიანობათა ვრცელი სიიდან უნდა ამერჩია.
სიმართლე ითქვას, ლექსინგტონში იმდენ ხანს დარჩენას არ
ვაპირებდი, რომ მუშაობა დამეწყო. როცა გამოსამშვიდობე-
ბელმა დოზამ ძალა დაკარგა, ისევ ლომკა დამეწყო. ეს ლომკა
ლანდიღა იყო იმისა, რომელიც ლექსინგტონში მოსვლისას
მქონდა, მაგრამ მაინც ცუდად ვგრძნობდი თავს. ტკივილგამაყუ-
ჩებლებს კი ვსვამდი, მაგრამ იმ ღამით მაინც ვერ დავიძინე.
მეორე დღეს უარესად გავხდი. ვერაფერს ვჭამდი და მოძრაობა
მიჭირდა. დოლოფინი დროებით გიხსნის ლომკას, მაგრამ მედი-
კამენტის მიღების შეწყვეტის შემდეგ ლომკა ბრუნდება.
- „გაჩხირვების სექციაში“ ჯანქს ვერ შეეშვები, - მითხრა ერთ-
ერთმა პაციენტმა. - ეს „ხალხში“ უნდა მოახერხო.
ღამით წამლების მოცემა რომ შემიწყვიტეს, გავეწერე. ცივ,
წვიმიან დღეს ხუთ პაციენტთან ერთად ტაქსით საავადმყოფო-
დან წავედი.
- მთავარია, ლექსინგტონიდან დაახვიო, - მითხრეს ჩემმა თა-
ნამგზავრებმა. - ავტობუსის გაჩერებამდე მიხვალ და იქ დაიცდი,
სანამ ავტობუსი არ გავა, თორემ „ჭანგის შტატის კანონი“ შენც
შეგეხება.
გარდა იმისა, რომ ნარკომანებს სდევნიდა, კანონი ისე იყო
შედგენილი, რომ კენტუკელი ექიმები და მეაფთიაქები ლექსინ-
გტონის ნარკოლოგიური კლინიკის მომავალ თუ ყოფილ პაცი-
ენტებს არ შეეწუხებინა. კანონი ნარკომანებს ლექსინგტონში
დარჩენის სურვილს უკარგავდა.
94 მკითხველთა ლიგა
ცინცინატიში რამდენიმე აფთიაქი შემოვიარე და ერთუნ-
ციიანი ბოთლებით ოპიუმის ქაფურიანი ნაყენი ვიყიდე. როცა
ლომკა შესუსტებულია, ორი უნცია ნაყენი ჯანზე მოგიყვანს. მე
სამი უნცია დავლიე და ცოტა თბილი წყალიც დავაყოლე. ჯანქი
რამდენიმე წუთში მომეკიდა და ლომკა მომეხსნა. მაშინვე მომ-
შივდა და სასტუმროში წავედი სასადილოდ.

95 მკითხველთა ლიგა
***

ბოლოს და ბოლოს, ტეხასში ჩავედი და ოთხი თვე ჯანქს არ


გავკარებივარ. მერე ნიუ-ორლეანში გავემგზავრე. ნიუ--
ორლეანი მრავალშრიანი ნანგრევების ქალაქია. ბურბონ--
სტრიტზე 1920-იანი წლების ნანგრევებია. იქ, სადაც ფრანგული
კვარტალი მაწანწალების უბანს ერწყმის, ნანგრევების უფრო
ადრეული შრეები გვხვდება: ჩილის სასადილოები, დაქცეული
სასტუმროები, ძველებური ბარები მაჰაგონის დახლებით, ბრო-
ლის ჭაღებითა და საფურთხებლებით. 1900-იანი წლების ნან-
გრევები.
ნიუ-ორლეანში ისეთი ხალხი ცხოვრობს, ქალაქის საზ-
ღვრებს არასდროს რომ არ გასცდენია. ნიუორლეანური აქცენ-
ტი ძალიან ჰგავს ბრუკლინურს. ფრანგული კვარტალი ყოველ-
თვის ხალხითაა სავსე. იქ ტურისტები, სამხედრო მოსამსახუ-
რეები, ვაჭრები, მეზღვაურები, შულერები, გარყვნილები, მაწან-
წალები და ამერიკის ყველა შტატიდან გამოქცეული კრიმინა-
ლები ტრიალებენ. ყველა უმიზნოდ დაყიალებს და პირქუში სა-
ხეებით მტრულად გიმზერს. ამ ადგილას ყოფნა სასიამოვნოა.
ბოროტმოქმედებიც კი დასასვენებლად და მოსადუნებლად ჩა-
მოდიან ნიუ-ორლეანში.
თუმცა დაძაბულობათა მთელი წყება, ფსიქოლოგთა მიერ
საცდელი ვირთხებისა და ზღვის გოჭების ნერვული სისტემის
მოსაშლელად შექმნილი ელექტროლაბირინთების მსგავსად,
მოდუნების საშუალებას არ აძლევს სიამოვნების ამ უბედურ მა-
ძიებლებს. ნიუ-ორლეანი მეტისმეტად ხმაურიანია. აქაური
მძღოლები ღამურებივით სიგნალით იკვლევენ გზას ქალაქის
ქუჩებში. ნიუორლეანელები მეტწილად უხეშები არიან. ქალაქის
მოსახლეობა ჭრელია და არ იცი, ვისგან რას უნდა ელოდე.

96 მკითხველთა ლიგა
ნიუ-ორლეანში პირველად ვიყავი და აქ ნარკომანების გაც-
ნობა გამიჭირდა. ქალაქის შემოვლისას ნარკომანთა რამდენი-
მე უბანი შევამჩნიე: სენტ-ჩარლზი და პოიდრასი, ლის მოედნის
მიმდებარე ტერიტორია, ქენელ-სტრიტი და იქსჩეინჯ-ფლეისი.
უბნებს იმით კი არ ვცნობ, როგორ გამოიყურება, არამედ ალ-
ღოთი, როგორც წყლის მძებნელი აგნებს ვაზის ლერწით მიწის-
ქვეშა წყლებს. მივაბიჯებ ქუჩაში და უცებ ჩემი უჯრედები ჯადოს-
ნური ლერწივით იგრიხება და იკლაკნება: „აქ ჯანქია!“
არავინ გამიცნია. თანაც, ჯანქთან გაკარება არ მინდოდა. ყო-
ველ შემთხვევაში, ასე მეგონა.

97 მკითხველთა ლიგა
***

ერთ ღამეს იქსჩეინჯ-ფლეისზე „ფრენკის ბარში“ რომსა და


კოკა-კოლას ვსვამდი. ამ საეჭვო რეპუტაციის დაწესებულებაში
მუდამ მრავლად იყვნენ მეზღვაურები, ნავსადგურის მუშები, პი-
დარასტები, პოკერის მოთამაშეები და სხვა გაურკვეველი პრო-
ფესიის ადამიანები. გვერდით გამხდარსახიანი და ჭაღარათ-
მიანი შუახნის მამაკაცი მეჯდა. ის კაცი ლუდზე დავპატიჟე, ჩემ-
თან ერთად ხომ არ დალევდით-მეთქი.
- სიამოვნებით, მაგრამ, სამწუხაროდ... სამწუხაროდ, საპასუ-
ხო გამასპინძლების საშუალება არ მაქვს.
აშკარად ის ტიპი იყო, პურის ფულს ფიზიკური შრომით რომ
შოულობს, თვითნასწავლია და როგორც კი თქვენში „ინტელი-
გენტს“ ამოიცნობს, მაშინვე საშინლად მოსაწყენი ხდება.
ორი კათხა ლუდი შევუკვეთე, იმ კაცმა კი მითხრა, როცა შე-
მიძლია, მეც ყოველთვის ვუმასპინძლდები გვერდით მჯდომს
სასმელითო. ლუდი რომ მოგვიტანეს, შემომთავაზა:
- იქნებ სხვაგან გადავსხდეთ და მსოფლიოს ამჟამინდელ
მდგომარეობასა და სიცოცხლის მნიშვნელობაზე ისე ვილაპარა-
კოთ, რომ ხმაურმა არ შეგვაწუხოს.
კათხები ავიღეთ და მაგიდისკენ წავედით. ცოტა ხნის შემდეგ,
წასვლა რომ გადავწყვიტე, კაცმა უეცრად მითხრა:
- სხვათა შორის, ვიცი, რომ ნარკოტიკებით ხართ დაინტერე-
სებული.
- რა იცით? - გამიკვირდა მე.
- ვიცი, - ღიმილით თქვა მან. - ვიცი, რომ ნარკოტიკების საქ-
მეს იძიებთ აქ. ამ საქმეში მეც დიდი გამოცდილება მაქვს. გამო-
ძიების ფედერალური ბიუროს ადგილობრივ განყოფილებაში
ორმოცდაათჯერ მაინც ვყოფილვარ იმის სათქმელად, რა და-

98 მკითხველთა ლიგა
ვადგინე. ალბათ კარგად მოგეხსენებათ, როგორ უკავშირდება
ნარკოტიკები კომუნიზმს. შარშან ცენტრალურ ამერიკაში გავემ-
გზავრე გემით. ჩვენი მთავარი მექანიკოსი კომუნისტი აღმოჩ-
ნდა. ეგრევე ვიცანი. ჩიბუხს ეწეოდა, რომელსაც სანთებელათი
უკიდებდა. სანთებელას სიგნალად იყენებდა. - მიჩვენა, როგორ
უკიდებდა მთავარი მექანიკოსი სანთებელათი ჩიბუხს და რო-
გორ ფარავდა და აჩენდა სანთებელას სიგნალის მისაცემად. -
ძალიან ცბიერი იყო.
- სიგნალს ვის აძლევდა?
- ზუსტად ვის აძლევდა, არ ვიცი. მახსოვს, კარგა ხანს თვით-
მფრინავი მოგვყვებოდა. როცა კი მექანიკოსი მოსაწევად გა-
დიოდა, ყოველთვის თვითმფრინავის ხმა მესმოდა. ახლა ისეთ
რამეს გეტყვით, დიდ დროს დაგაზოგვინებთ. თქვენთვის საჭი-
რო ინფორმაციას სასტუმრო „ფრანტიერში“ მოიპოვებთ. სას-
ტუმრო „ფრანტიერის“ მფლობელები აკონტროლებენ სასტუმ-
რო „სთენდიშს“ ფილადელფიაში. ისინი ნარკოტიკებით ვაჭრო-
ბაში არიან ჩართული და კომუნისტებთან არიან შეკრული.
- არ გეშინიათ, ამას რომ მეუბნებით? არც კი იცით, ვინ ვარ.
მეორე მხარეს რომ ვიდგე?
- ვიცი, ვისაც ველაპარაკები, - თქვა კაცმა. - რომ არ ვიცოდე,
აქ კი არ ვიჯდებოდი, უკვე მკვდარი ვიქნებოდი. ამ ბარში ამდენ
ხალხში თქვენ სპეციალურად ამოგარჩიეთ!
- კი, მაგრამ რატომ?
- არის რაღაც, რაც მკარნახობს, როგორ მოვიქცე, - კაცმა
ყელზე ჩამოკიდებული მედალიონი მიჩვენა რომელიღაც წმინ-
დანის გამოსახულებით. - ეს რომ არ მეკეთოს, დიდი ხნის წინ
მომკლავდნენ, დანით ან ტყვიით.
- ნარკოტიკების ამბავი ასე რატომ გაწუხებთ?
- იმიტომ, რომ ნარკოტიკი ხალხს ვნებს და ეს არ მომწონს.
ერთ ნარკომან მეზღვაურს ვიცნობდი.
99 მკითხველთა ლიგა
- იქნებ ზუსტად ამიხსნათ, რა კავშირია ნარკოტიკებსა და კო-
მუნიზმს შორის? - ვკითხე.
- პასუხი ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. ეტყობა, გინდათ დაადგი-
ნოთ, მე რამდენი ვიცი. კარგი. ნარკოტიკების გამყიდველები და
კომუნისტები ერთი და იგივე ხალხია. ამჟამად ისინი მთელ ამე-
რიკას აკონტროლებენ. მე მეზღვაური ვარ. ოცი წელი დავცუ-
რავდი ზღვაში. და ვის ასაქმებს „ეროვნული საზღვაოსნო პროფ-
კავშირი“? ჩვენსავით ამერიკელ თეთრკანიანებს? არა, იტა-
ლიელებს, ლათინოსებს ან ნიგერებს. რატომ? იმიტომ, რომ საზ-
ღვაო გადაზიდვებს პროფკავშირი აკონტროლებს, პროფკავში-
რი კი კომუნისტების ხელშია.
- თუ დაგჭირდებით, ამ ბარში შემოიარეთ, სულ აქ ვზივარ
ხოლმე, - მითხრა კაცმა, როცა წასასვლელად წამოვდექი.

100 მკითხველთა ლიგა


***

ფრანგულ კვარტალში „ცისფერების“ რამდენიმე ბარია. ბა-


რები სულ სავსეა; პიდარასტები შიგნით რომ ვეღარ ეტევიან, გა-
რეთ გამოდიან და ტროტუარზე იკრიბებიან. პიდარასტებით სავ-
სე ოთახის წარმოდგენაზე ტანში შიშის ჟრუანტელი მივლის. სა-
ძაგელი ენერგიით დამუხტული „ცისფერები“ უჩინარ ძაფებზე ჩა-
მოკიდებული თოჯინებივით ხტიან; თითოეული მათგანი უსი-
ცოცხლობის განსახიერებაა. მათი სხეულები სულისაგან დიდი
ხნის წინ დაიცალა და მათში რაღაც უსიცოცხლო ჩასახლდა.
ისინი მუცლით მეზღაპრის თოჯინები არიან, რომლებიც თავი-
ანთ მეზღაპრეს დაეპატრონნენ. და აი, თოჯინა „ცისფერების“
ბარში ზის, ლუდს წრუპავს და გაშეშებული სახით უაზროდ ლაქ-
ლაქებს.
ხანდახან მათ შორის ჯერაც „ცოცხალ“ ადამიანსაც გადააწ-
ყდები, მაგრამ მსგავს დაწესებულებაში ამინდს პიდარასტები
ქმნიან და „ცისფერების“ ბარში შესვლა არასდროს მისწორდე-
ბა. ახალ ქალაქში ეს უსიამოვნო შეგრძნებები დღითი დღე მიძ-
ლიერდება ხოლმე და ერთ კვირაში ყელში ამომდის; ჰოდა, მეც
გარეუბნის ბარებში ვინაცვლებ.
თუმცა ზოგჯერ სწორ გზას მაინც ავცდები ხოლმე. ერთ საღა-
მოს „ფრენკის ბარში“ გავილეშე და „ცისფერების“ ბარში წავე-
დი. ეტყობა, ბარშიც ბლომად დავლიე, რადგან დროის შეგრძნე-
ბა საერთოდ დავკარგე. უკვე თენდებოდა, როცა ბარში უეცრად
სიჩუმე ჩამოვარდა. „ცისფერების“ ბარში ეს იშვიათი მოვლენაა.
ალბათ, „ცისფერების“ უმეტესობა უკვე წავიდა. დახლზე ვიყავი
დაყრდნობილი და წინ მედგა ერთი ბოთლი ლუდი, რომელიც
აღარ მინდოდა. ხმაური ქარისგან გაფანტული ნისლივით გაქრა
და ჩემგან მეტრ-ნახევარში მდგარი ჟღალთმიანი ბიჭი დავინახე.

101 მკითხველთა ლიგა


ჩემს შებმას არ ცდილობდა და მეც ვკითხე: - როგორ მიდის
საქმეები? (თუ რაღაც ამდაგვარი).
ბიჭმა მკითხა: - არ გინდა, ჩემთან დაწვე?
მე ვუპასუხე: - კაი, წავედით.
სანამ ბარიდან გავიდოდით, დახლიდან ჩემი ბოთლი აიღო
და ქურთუკის ქვეშ შეიცურა. უკვე მზე ამოდიოდა. ფრანგულ
კვარტალში მივბარბაცებდით და რიგრიგობით ვსვამდით ბოთ-
ლიდან ლუდს. ბიჭი თავისი სასტუმროსკენ მიმიძღოდა - ყოველ
შემთხვევაში, ასე მითხრა. გულ-მუცელი შემეკუმშა, თითქოს დი-
დი ხნის შესვენების შემდეგ ისევ გაჩხირვას ვაპირებდი. რასაკ-
ვირველია, უფრო მეტი წინდახედულება უნდა გამომეჩინა, მაგ-
რამ სექსისა და სიფრთხილის შეთავსება არასდროს გამომ-
დიოდა. მთელი ეს დრო ბიჭი სექსუალური ხმით მელაპარაკებო-
და სამხრეთულ აქცენტზე, რომელიც ნიუორლეანურს არ ჰგავ-
და. დღის შუქზეც საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა.
სასტუმროს მივადექით. ბიჭმა იმის ახსნა დამიწყო, რატომ
უნდა შესულიყო თვითონ პირველი. მე ჯიბიდან ფული ამოვიღე.
ბიჭმა ფულს დახედა და მითხრა:
- ათი დოლარიც მეყოფა.
მივეცი. ბიჭი სასტუმროში შევიდა და მალევე გამოვიდა.
- ყველა ნომერი დაკავებულია, - მაცნობა, - „სავოიში“ ვცა-
დოთ.
„სავოი“ ქუჩის გადაღმა მდებარეობდა.
- აქ დამიცადე, - მითხრა ბიჭმა.
თითქმის ერთ საათს ვიცდიდი და მერე მივხვდი, რაც სჭირდა
პირველ სასტუმროს: მას უკანა ან გვერდითა კარი არ ჰქონდა,
რომ ბიჭი გაპარულიყო. ჩემს ბინაში დავბრუნდი და პისტოლეტი
ავიღე. „სავოისთან“ დავბრუნდი და კარგა ხანს ველოდი ბიჭის
გამოჩენას. მერე ფრანგული კვარტალიც დავიარე. შუადღისას
მომშივდა და ხამანწკები შევჭამე, ზედ ერთი კათხა ლუდი დავა-
102 მკითხველთა ლიგა
ყოლე. უეცრად თავი ისე დაღლილად ვიგრძენი, რომ რესტორ-
ნიდან გასულს მუხლი მომეკვეთა და კინაღამ წავიქეცი.
ტაქსით წავედი შინ და ფეხსაცმლის გაუხდელად მივეგდე სა-
წოლზე. საღამოს ექვს საათზე გამეღვიძა და „ფრენკის ბარში“
წავედი. სამი კათხა ლუდი ზედიზედ გადავკარი და გამოვცოც-
ხლდი.
მუსიკალურ ავტომატთან ვიღაც კაცი იდგა. რამდენჯერმე
მოვკარი თვალი. ისე მიყურებდა, თითქოს მიხვდა, ვინც ვიყავი -
სწორედ ასე ცნობენ ხოლმე ერთმანეთს ცისფერები. თავი ტერა-
კოტას ქოთანს მიუგავდა, რომელშიც მცენარეებს ახარებენ.
სოფლელის გამომეტყველება ჰქონდა, რომლიდანაც სოფლური
ალღო, სისულელე, გამჭრიახობა და სიავე გამოსჭვიოდა.
მუსიკალური ავტომატი არ მუშაობდა. მასთან მივედი და
ვკითხე, რა სჭირს-მეთქი. მითხრა, არ ვიციო. სასმელზე დავპა-
ტიჟე. პეტი მქვიაო, გამეცნო. ვუთხარი, ახლახან დავბრუნდი
მექსიკის საზღვრიდან-მეთქი.
- მეც მინდა მანდეთ წასვლა, - თქვა პეტმა. - მექსიკიდან
რაღაც-რაღაცებს ჩამოვიტან.
- საზღვარზე მაგრად ცხელა, - ვთქვი მე.
- ერთ რამეს გეტყვი და იმედია, არ გეწყინება, - დაიწყო მან. -
შენც მომხმარებელს ჰგავხარ.
- კი, მომხმარებელი ვარ.
- არ გინდა, ჯანქი გაგიჩითო? - მკითხა პეტმა. - რამდენიმე
წუთში მომიტანენ. კარგა ხანია, მაყუთის მოგროვებას ვცდი-
ლობ. ერთ კაფსულს თუ მიყიდი, შენთვისაც გამოვართმევ.
- კაი.
„ეროვნული საზღვაოსნო პროფკავშირის“ შენობას ჩავუარეთ
და ქუჩის კუთხეში გავჩერდით.

103 მკითხველთა ლიგა


- ერთი წუთით აქ დაიცადე, - მითხრა პეტმა და ბარში გაუჩი-
ნარდა. რატომღაც ვიფიქრე, გადამაგდეს და ოთხი დოლარიც
დავკარგე-მეთქი, მაგრამ პეტი რამდენიმე წუთში დაბრუნდა.
- ესეც ასე, - თქვა მან. - მოვიტანე.
ჩემს ბინაში დავპატიჟე, იქ გავიჩხიროთ-მეთქი. ჩემთან ავე-
დით და ხუთი თვის უხმარი ხელსაწყოები გადმოვალაგე.
- თუ ჯანქზე არ ზიხარ, დიდ დოზას ნუ გაიკეთებ, - გამაფრთხი-
ლა პეტმა, - საკმაოდ ძლიერმოქმედია.
კაფსულის ორი მესამედი გავიმზადე.
- ნახევარი გეყოფა, - მითხრა პეტმა, - გეუბნები, მაგარია.
- ეს ვერაფერს მიზამს, - დავიჟინე მე, მაგრამ როგორც კი ნემ-
სი გამოვიძრე ვენიდან, მივხვდი, რომ ვცდებოდი. გულში მსუბუ-
ქი ჩხვლეტა ვიგრძენი. პეტს თანდათან გაუშავდა სახე. თვალები
ამომიტრიალდა და ირგვლივ წყვდიადი ჩამოწვა.
რამდენიმე საათის შემდეგ მოვედი გონს. პეტი წასულიყო. მე
გულგაღეღილი ვიწექი საწოლზე. წამოდგომა დავაპირე, მაგრამ
ჩავიკეცე. თავბრუ მეხვეოდა და თავი მტკიოდა. ჯიბეში ათი დო-
ლარი აღარ მედო. ეტყობა, პეტმა იფიქრა, რომ ფული აღარ
დამჭირდებოდა.
ორიოდ დღის შემდეგ პეტს იმავე ბარში შევხვდი.
- ღმერთო დიდებულო, - წამოიძახა მან, - მეგონა, კვდებოდი!
საყელო შეგიხსენი და კისერი ყინულით დაგიზილე. ერთიანად
გალურჯდი. ჩემ თავს ვუთხარი, კაცი კვდება და დროზე დაახვიე
აქედან-მეთქი!
ერთ კვირაში ისევ შევჯექი. პეტს ვკითხე, ნიუ-ორლეანში ჯან-
ქის გაყიდვა ხომ არ დაგვეწყო-მეთქი.
- ქალაქი ჩამშვებებითაა გაძეძგილი, - მიპასუხა მან. - გაგვი-
ჭირდება.

104 მკითხველთა ლიგა


***

დინებას მივყვებოდი. ჯანქს ჩემთვისაც პეტი ჩალიჩობდა. სმა


შევწყვიტე, ღამღამობით აღარც გარეთ გავდიოდი და ისევ ძვე-
ლებურ რუტინას დავუბრუნდი: დღეში სამჯერ თითო კაფსულს
ვიჩხირავდი, ხოლო გაჩხირვიდან გაჩხირვამდე შუალედებში
ყველანაირად ვცდილობდი დროის გაყვანას. მეტწილად სახ-
ლში ვსაქმიანობდი და ვხატავდი. ფიზიკურად რომ შრომობ,
დრო შეუმჩნევლად გადის. გარდა ამისა, ჯანქის შოვნასაც დიდი
დრო მიჰქონდა.
ნიუ-ორლეანში ჯანქი დამოუკიდებლად პირველად იქაური
მთავარი ბარიგისაგან (ანუ „კაცისაგან“, როგორც ადგილობრი-
ვები უწოდებენ), მეტსახელად „ყვითელისაგან“ ვიყიდე. „ყვი-
თელს“ მეტსახელი სახის ფერის გამო ერქვა: აშკარად ღვიძლის
პრობლემები ჰქონდა. ჩია, გამხდარი ტიპი იყო, ცალი ფეხით
ოდნავ კოჭლობდა. „ეროვნული საზღვაოსნო პროფკავშირის“
შენობის გვერდით მდებარე ბარში ვაჭრობდა და ბარში საათო-
ბით უსაქმურად ჯდომისთვის ვინმეს რომ არ დაედანაშაულები-
ნა, დროდადრო ლუდს ყლურწავდა. მაშინ ციხიდან თავდებით
იყო გამოშვებული; მოგვიანებით სასამართლოში მისი საქმის
განხილვა გაიმართა და ორი წელი მიარჭვეს.
მის ჩაყუდებას დაბნეულობის პერიოდი მოჰყვა. ჯანქის შოვნა
გამიჭირდა. ზოგჯერ დღეში ექვს-რვა საათს პეტთან ერთად მან-
ქანით დავდიოდი ქალაქში და ვეძებდი საჭირო ხალხს, ვისაც
„პროდუქტი“ ექნებოდა. ბოლოს, პეტმა ბითუმად მოვაჭრეს მი-
აგნო, კაფსულში დოლარ-ნახევარს ვიხდიდით, ოღონდ ოც კაფ-
სულზე ნაკლები არ უნდა გვეყიდა. ბითუმად მოვაჭრეს ჯო ბრენ-
დონი ერქვა. ის იმ იშვიათ ბარიგათა რიცხვს ეკუთვნოდა, რომ-
ლებიც თვითონ არ იჩხირავენ.

105 მკითხველთა ლიგა


მე და პეტმა გადაყიდვა დავიწყეთ; ცოტ-ცოტას ვასაღებდით,
რომ ფული გვეშოვნა. მხოლოდ ისეთ კლიენტებთან ვიჭერდით
საქმეს, რომლებსაც პეტი კარგად იცნობდა. საუკეთესო კლი-
ენტს დიუპრე ერქვა. კაზინოში კრუპიედ მუშაობდა და ფული ყო-
ველთვის ჰქონდა. თუმცა „წამლის ღორი“ იყო და სალაროდან
ფულის მოტეხვა დაიწყო. ერთხელაც წაასწრეს და სამსახური-
დან გააპანღურეს.
პეტის ძველი მეზობელი და მეგობარი დონი ქალაქში მუშა-
ობდა. რაღაცებს ამოწმებდა და იკვლევდა, თუმცა ლომკის გამო
ძალიან ხშირად აცდენდა სამსახურს. ერთ კაფსულაზე მეტის სა-
ყიდელი ფული არასდროს ჰქონდა და იმასაც ძირითადად თავი-
სი და აძლევდა. პეტმა მითხრა, დონს კიბო აქვსო.
- თუ ეგრეა, მალე მოკვდება, - ვთქვი მე.
ასეც მოხდა. დონი ლოგინად ჩავარდა, ერთი კვირა აღები-
ნებდა და მერე მოკვდა.
„გაზიანი უილი“ სატვირთოთი გამაგრილებელ გაზიან სასმე-
ლებს დაატარებდა. ამ საქმიანობით დღეში ორი კაფსულის
ფულს შოულობდა, თუმცა, უკეთესი გამყიდველი რომ ყოფილი-
ყო, უფრო მეტსაც მოახერხებდა. გამხდარი, წითური და წყნარი
კაცი იყო - უვნებელს რომ უწოდებენ, ისეთი.
- მორცხვი ტიპია, - თქვა პეტმა. - მორცხვი და სულელი.
ისეთი კლიენტებიც გვყავდა, ჯანქს იშვიათად, პონტის გუ-
ლისთვის რომ იკეთებენ. ერთ-ერთს „თეთრს“ უწოდებდნენ (არ
ვიცი რატომ, რადგან ნახშირივით შავი იყო) - მსუქანი, ყეყეჩი
ტიპი იყო, რომელიღაც დიდ სასტუმროში მიმტანად მუშაობდა.
რატომღაც მიაჩნდა, რომ თუ ერთ კაფსულს იყიდდა, მეორეს ნი-
სიად მივცემდით. ერთხელ პეტმა ნისიაზე უარი რომ უთხრა, გაბ-
რაზებული მე მომადგა და ხუთცენტიანი დამანახა:
- ხედავ ამ ხუთცენტიანს? ინანებთ, რომ უარი მითხარით.
თქვენს შესახებ „იმ ხალხს“ ვაცნობებ.
106 მკითხველთა ლიგა
პეტს ვუთხარი, „თეთრს“ ნუღარ მოემსახურები-მეთქი.
- კარგი, მაგრამ ჩემი მისამართი იცის. სხვა საცხოვრებელი
უნდა ვიპოვოთ, - მიპასუხა პეტმა.
კიდევ ერთი არალეგალური კლიენტი იყო სუტენიორი ლონი,
რომელიც დედამისის ბორდელში გაიზარდა. ლონი ცდილობდა,
იშვიათად გაეჩხირა, რომ ჯანქზე არ შემჯდარიყო. სულ იმას წუ-
წუნებდა, ფული არ მაქვსო, სასტუმროს ნომრებში ძვირს ვიხდი
და „ძაღლებიც“ არ მეშვებიანო.
- ხვდებით? არანაირი მოგება არ მრჩება! - იმეორებდა ის.
ლონი სუტენიორის განსახიერება იყო - გამხდარი და ნერ-
ვიული. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა და გაუთავებლად ლაყ-
ბობდა. ლაპარაკისას ბალნიან ხელებს ჰაერში იქნევდა. ეგრევე
შეატყობდით, რომ გრძელი პენისი ჰქონდა. სუტენიორები
გრძელპენისიანები არიან. როგორც სუტენიორს შეეფერება, ყო-
ველთვის კოხტად იცვამდა და „ბიუიკის“ კაბრიოლეტით და-
დიოდა. მიუხედავად ამისა, ორდოლარიან კაფსულზე გვევაჭრე-
ბოდა და ნისიად მიცემას გვთხოვდა.
გაჩხირვის შემდეგ ზოლიანი აბრეშუმის პერანგის სახელოს
ჩამოიწევდა, მანჟეტის საკინძეებს შეიკრავდა და იტყოდა: - მის-
მინეთ, ბიჭებო. ამწუთას ცოტა ხელმოკლედ ვარ. იქნებ შემდეგ-
ში გადაგიხადოთ? ხო იცით, არ გადაგაგდებთ.
პეტი ჩასისხლიანებული თვალებით მიაშტერდებოდა, პირქუშ
გლეხურ მზერას მიაპყრობდა და ეუბნებოდა: - თუ ძმა ხარ, ლო-
ნი, ხო იცი, რო ამაში ფულს ვიხდით. შენ რას იზამდი, ვინმე შენს
გოგოებთან რომ დაწვეს და გითხრას, მერე გადაგიხდიო? - თავს
გააქნევდა პეტი. - შენც სხვებს ჰგავხარ. როგორც კი ვენაში გა-
იჩხირავენ, ფეხებზე გიკიდებენ. ჯანქი მოგცე, აქვე გაგაკეთები-
ნო და მე არაფერი? გაიჩხირავენ ვენაში და მერე ყველაფერი
ფეხებზე კიდიათ.

107 მკითხველთა ლიგა


- კაი, პეტ, ნუ ავარდი! აგერ ერთი დოლარი და დანარჩენს
ხვალ მოგცემ. მოსულა?
პეტი ერთ დოლარს ართმევდა და უხმოდ იდებდა ჯიბეში. ტუ-
ჩებს უკმაყოფილოდ პრუწავდა.
„გაზიანი უილი“ დილის ათ საათზე შემოგვივლიდა ხოლმე,
ერთ კაფსულს გაიჩხირავდა და ერთიც საღამოსთვის მიჰქონდა.
დიუპრე თორმეტი საათისთვის მოდიოდა, როცა სამსახურიდან
თავისუფლდებოდა. ის საღამოს ცვლაში მუშაობდა. სხვები, რო-
ცა მოეპრიანებოდათ, მაშინ მოდიოდნენ.
ბობ ბრენდონი, ჩვენი მომწოდებელი, თავდებით გამოუშვეს.
შტატის სასამართლომ მას ნარკოტიკების შენახვაში დასდო
ბრალი, რაც ლუიზიანის კანონმდებლობით სისხლის სამარ-
თლის დანაშაულია. მისთვის წაყენებული ბრალი „ცხელ კვალზე
აღმოჩენილ სამხილებს“ ეფუძნებოდა: სანამ „ძაღლები“ მის ბი-
ნას გაჩხრეკდნენ, მან ჯანქის თავიდან მოცილება მოასწრო, მაგ-
რამ იმ ქილების გარეცხვა დაავიწყდა, რომლებშიც ჯანქს ინა-
ხავდა. რადგან ფედერალები საეჭვო სამხილებზე დამყარებულ
საქმეს ხელს არ ჰკიდებენ, საქმის გამოძიება შტატმა ითავა.
ლუიზიანაში ეს ჩვეულებრივი პროცედურაა. უიმედო საქმეებს
ფედერალური სასამართლო ყოველთვის შტატის სასამართლოს
გადასცემს ხოლმე, რომელიც ნებისმიერ საქმეს განიხილავს.
ბრენდონს გამართლების იმედი ჰქონდა. პოლიტიკურ წრეებში
საჭირო ხალხს იცნობდა, თანაც შტატის მიერ მის წინააღმდეგ
აღძრული საქმე საკმაოდ სუსტი იყო. თუმცა საოლქო პროკუ-
რორმა ბრენდონის კრიმინალური წარსული გამოქექა; მის ნა-
სამართლეობის სიაში მკვლელობის ბრალდებაც ფიგურირებდა
და პროკურორმა სასჯელის ვადად ორიდან სამ წლამდე მოით-
ხოვა.
პეტმა მაშინვე სხვა მომწოდებელი იპოვა და საქმეს შევუდე-
ქით. იქსჩეინჯ-ფლეისისა და ქენელ-სტრიტის კუთხეში ერთმა
108 მკითხველთა ლიგა
ბარიგამ დაიწყო ვაჭრობა. მას ჯონკერსი ერქვა. ჯონკერსმა რამ-
დენიმე კლიენტი წაართვა პეტს. სიმართლე ითქვას, ჯონკერსის
საქონელი უფრო ხარისხიანი იყო და ხანდახან მეც ჯონკერსის-
გან ან მისი ცალთვალა პარტნიორის, ხნიერი რიხტერისაგან
ვყიდულობდი ჯანქს. პეტი როგორღაც ყოველთვის ხვდებოდა -
ეჭვიანი დედის ალღო ჰქონდა - და ორი-სამი დღე ხმას აღარ
მცემდა.
ჯონკერსმა და რიხტერმა დიდხანს ვერ გაქაჩეს. იქსჩეინჯ--
ფლეისი და ქენელ-სტრიტი ნიუ-ორლეანის ნარკოტიკებით ვაჭ-
რობის ყველაზე ცხელი წერტილია. ერთ დღეს ჯონკერსი და
რიხტერი გაუჩინარდნენ და პეტმა თქვა:
- აი, ნახავ, რამდენი კლიენტი დამიბრუნდება. ლონის ვუთხა-
რი, თუ გინდა, ჯონკერსთან იყიდე ხოლმე, მე არ გაკავებ, მაგ-
რამ იმის იმედი ნუღარ გექნება, რომ დაბრუნდები და ისევ
მოგემსახურები-მეთქი. აბა, ერთი მოვიდეს, აი, ნახავ, რასაც
ვეტყვი. „თეთრსაც“ იგივე ელის. ისიც ჯონკერსისგან ყიდულობ-
და, - პეტმა პირქუშად შემომხედა.
ერთხელ იმ სახლის მმართველმა ქალმა, სადაც პეტი ცხოვ-
რობდა, ვესტიბიულში გამაჩერა.
- მინდა, გაგაფრთხილოთ, - მითხრა მან. - გუშინ აქ პოლი-
ციელები იყვნენ და პეტის ბინა გაჩხრიკეს. სატვირთოთი გაზიან
სასმელებს რომ დაატარებს, ის ბიჭი დააპატიმრეს. ახლა ციხეში
ზის.
ქალს მადლობა გადავუხადე. ცოტა ხანში პეტი მოვიდა. მით-
ხრა, სასტუმროდან გასვლისას „ძაღლებმა“ „გაზიანი უილი“ აიყ-
ვანესო. გაშმონეს, მაგრამ ჯანქი ვერ უპოვეს და განყოფილება-
ში წაიყვანეს დასაკითხადო. „გაზიანი უილი“ სამოცდათორმეტ
საათს იჯდა იზოლატორში - სწორედ ამდენ ხანს შეიძლება დაგა-
კავონ ბრალის წაუყენებლად.

109 მკითხველთა ლიგა


„ძაღლებმა“ პეტის ბინა გაჩხრიკეს, მაგრამ მას ჯანქი ჰოლში
ჰქონდა გადამალული და ვერ იპოვეს. პეტმა მითხრა, „ძაღლე-
ბი“ დამემუქრნენ, ინფორმაცია მივიღეთ, რომ აქ ჯანქის გასაკე-
თებლად იკრიბებიან და ამ საქმეს შეეშვი, თორემ მეორედ რომ
მოვალთ, აგიყვანთო.
- ხო, აჯობებს, ამ საქმეს შევეშვათ, - ვთქვი მე, - მხოლოდ დი-
უპრეს მივყიდოთ. მისგან პრობლემები არ შეგვექმნება.
- დიუპრემ სამსახური დაკარგა, - თქვა პეტმა, - უკვე ოცი დო-
ლარი აქვს ჩვენი ვალი.
ყოველდღე ვყიდულობდით ჯანქს. გავიგეთ, რომ ლონი „კა-
ცი“ იყო - ასე ხდებოდა ნიუ-ორლეანში. არავინ იცოდა, ვინ იქ-
ცეოდა მომდევნო „კაცად“.
ამავე პერიოდში ქალაქს ანტინარკოტიკული კამპანია დაატ-
ყდა თავს. პოლიციის უფროსმა განაცხადა: „ეს კამპანია მანამ
გაგრძელდება, სანამ ერთი კანონდამრღვევი მაინც იარსებებს
ქალაქში“. შტატის კანონმდებლებმა ახალი კანონი შეიმუშავეს,
რომლის მიხედვითაც ნარკომანობა დანაშაულად ითვლებოდა.
კანონმდებლებს არ დაუზუსტებიათ, კონკრეტულად რას ან ვის
გულისხმობდნენ „ნარკომანში“.
„ძაღლები“ პირდაპირ ქუჩაში აჩერებდნენ ნარკომანებს და
მკლავებს უმოწმებდნენ, ნანემსრები ხომ არ ატყვიათო. თუ ნა-
ნემსარს აღმოუჩენდნენ, ნარკომანს აღიარების დაწერას აიძუ-
ლებდნენ, რომ მისთვის „ნარკომანიის მუხლით“ წაეყენებინათ
ბრალი. ნარკომანებს პირობით სასჯელს ჰპირდებოდნენ,
ოღონდაც თავი დამნაშავედ ეღიარებინათ და ამით ახალი კანო-
ნი ამოქმედებულიყო.
ამან ნარკომანებს საკუთარი სხეულის გულდასმით გამოკ-
ვლევისკენ უბიძგა. უხილავ ვენებს ეძებდნენ, რომ გაჩხირვის
შედეგად დარჩენილი ნანემსრები ადვილად ვერ ეპოვათ. თუ სა-
მართალდამცველები ნანემსარს ვერ აღმოუჩენდნენ, ნარკო-
110 მკითხველთა ლიგა
მანს პირდაპირ უშვებდნენ. თუ აღმოუჩენდნენ, სამოცდათორმე-
ტი საათით აკავებდნენ და ამ ხნის განმავლობაში მისგან
აღიარების გამოძალვას ცდილობდნენ.
ლონის საბითუმო ვაჭრობა ჩავარდა და ახალ „კაცად“ „ბებე-
რი სემი“ მოგვევლინა. „ბებერ სემს“ თორმეტი წელი ლუიზიანის
ციხეში გაეტარებინა. ლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე
ვაჭრობდა. ეს ადგილიც ნარკოტიკებით ან სხვა არალეგალური
რამეებით ვაჭრობის ცხელ წერტილად ითვლება ნიუ--
ორლეანში.

111 მკითხველთა ლიგა


***

ერთხელაც ფული შემომაკლდა და ქაღალდში გახვეული პის-


ტოლეტი ქალაქში წავიღე დასალომბარდებლად. პეტის ბინაში
ორი კაცი დამხვდა. მოკუნტულ, ხეიბარ მჩხირავს რედ მაკკინი
ერქვა, მის ამხანაგს, ახალგაზრდა მეზღვაურს - კოული. კოული
მაშინ ჯანქს არ იკეთებდა, მხოლოდ მოსაწევი უნდოდა. ნამდვი-
ლი პლანაქეში იყო. მითხრა, პლანის გარეშე ცხოვრება მოსაწ-
ყენი მეჩვენებაო. მინახავს მისნაირები. მათთვის მოსაწევი იგი-
ვეა, რაც ჩვეულებრივი ხალხისთვის სასმელი. მართალია, პლა-
ნი მიჩვევას არ იწვევს, მაგრამ პლანაქეშები უმისოდ კარგად
ვერ გრძნობენ თავს.
ისე მოხდა, რომ სახლში რამდენიმე უნცია პლანი მქონდა.
კოული ორი კაფსულის ყიდვას დათანხმდა, თუ ორ უნცია პლანს
მივცემდი. ჩემთან წავედით. კოულმა ბალახი გასინჯა და თქვა,
კარგიაო. ჩვენც ჯანქის საყიდლად გავემართეთ.
რედმა თქვა, ჯულია-სტრიტზე ერთ ბარიგას ვიცნობო.
- წესით, ახლა იქ უნდა იყოს.
ჩაკაიფებული პეტი ჩემი მანქანის საჭესთან იჯდა. ალჯიერსი-
დან, სადაც მე ვცხოვრობდი, ბორნით ნიუ-ორლეანში გადავ-
დიოდით. უეცრად პეტმა თავი ასწია და ჩასისხლიანებული თვა-
ლები გაახილა.
- ამ უბანში ძალიან ცხელა, - თქვა ხმამაღლა.
- აბა, სხვაგან სად ვიშოვით? - ჰკითხა მაკკინიმ. - „ბებერი სე-
მიც“ ამ მხარეს დგას.
- გეუბნები, ამ უბანში ძალიან ცხელა, - გაიმეორა პეტმა. ირ-
გვლივ აღშფოთებით მიმოიხედა, თითქოს რაღაც უცხოსა და
არასასიამოვნოს ხედავდა.

112 მკითხველთა ლიგა


მართლაც, ჯანქს სხვაგან ვერსად იყიდდი. პეტმა უხმოდ წაიყ-
ვანა მანქანა ლის მოედნისკენ. ჯულია-სტრიტზე რომ მივედით,
მაკკინიმ კოულს უთხრა:
- ფული მომეცი, იმ ტიპს მაინც სადმე გადავეყრებით. ერთ
ადგილზე არ ჩერდება. მოსიარულე ბარიგაა.
კოულმა მაკკინის თხუთმეტი დოლარი მისცა. სამჯერ ნელა
შემოვუარეთ კვარტალს, მაგრამ მაკკინის „კაცი“ არ დაუნახავს.
- მოდი, მაშინ „ბებერ სემთან“ წავიდეთ, - შემოგვთავაზა მაკ-
კინიმ.
ლის მოედანზე წავედით. „ბებერი სემი“ თავის კარკასულ სახ-
ლში არ დაგვხვდა. მის უბანში ნელა ვმოძრაობდით. ხანდახან
პეტი რომელიღაც ნაცნობს შეამჩნევდა და მანქანას აჩერებდა.
„ბებერი სემი“ იმ დღეს არავის ენახა. პეტმა ერთ ტიპს დაუძახა,
მაგრამ იმან მხრები აიჩეჩა და გზა განაგრძო.
- ეს ხალხი ხომ არაფერს გეტყვის, - ჩაილაპარაკა პეტმა, -
უტყდებათ, რომ ვინმეს დაეხმარონ.
ბოლოს, მანქანა „ბებერი სემის“ კარკასული სახლის წინ გა-
ვაჩერეთ. მაკკინი ქუჩის კუთხეში სიგარეტის საყიდლად გადავი-
და. უკან კოჭლობით მოირბინა და მანქანაში სწრაფად ჩაჯდა.
- „ძაღლები“! - გვითხრა. - დავახვიოთ აქედან!
ტროტუარს მოვწყდით თუ არა, გვერდით საპატრულო მანქა-
ნამ ჩაგვიარა. დავინახე, როგორ დაეჭვებით შეხედა საჭესთან
მჯდარმა პატრულმა პეტს.
- დაგვწვეს, პეტ! მიდი, დაგაზე!
პეტს ჩემი თქმა არც სჭირდებოდა. მანქანა დაძრა, კუთხეში
გაუხვია და კორონდოლეტისკენ დააწვა. უკან მჯდარი კოულის-
კენ მივტრიალდი.
- პლანი გადაყარე!
- ჯერ მოიცა, იქნებ ჩამოვიცილოთ, - მიპასუხა კოულმა.

113 მკითხველთა ლიგა


- გაგიჟდი? - წამოვიძახე და მერე მე, პეტმა და მაკკინიმ ერ-
თხმად დავუყვირეთ: - გადაყარე!
უკვე კორონდოლეტზე ვიყავით და ქალაქის ცენტრისკენ მივ-
დიოდით. კოულმა მოსაწევი გადაყარა. პაკეტი გაჩერებული
მანქანის ქვეშ შევარდა. პეტმა პირველივე მოსახვევში შეუხვია.
ამ ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა იყო. საპატრულო მანქანამაც
ამავე ქუჩაზე შემოუხვია, ოღონდ მეორე ბოლოდან... ჩათლახუ-
რად მოგვიჭრეს გზა! ამ დროს კოულმა წამოიყვირა:
- ღმერთო, კიდევ ერთი ღერი მაქვს თან!
პოლიციელები მანქანიდან გადმოხტნენ. ხელები პისტოლე-
ტებზე ეწყოთ, მაგრამ არ ამოუღიათ. ჩემს მანქანასთან მოირბი-
ნეს. ერთ-ერთს, რომელმაც პეტი შეამჩნია, სახეზე ღიმილი ეხა-
ტა.
- ეს მანქანა სად იშოვე, პეტ? - იკითხა მან.
მეორე პოლიციელმა უკანა კარი გააღო და ბრძანა:
- ყველანი გადმოდით!
უკან მაკკინი და კოული ისხდნენ. ორივე გადმოვიდა. პოლი-
ციელებმა გაშმონეს. იმან, ვინც პეტი იცნო, მაშინვე მიაგნო
კოულის პერანგის ჯიბეში ერთ ღერ პლანს.
- ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ყველა ჩაგაყუდოთ.
ამ პოლიციელს გლუვი, წითელი სახე ჰქონდა და სულ იღიმე-
ბოდა. ხელთათმანების განყოფილებიდან ჩემი პისტოლეტი გა-
მოიღო.
- ეს უცხოური პისტოლეტია, - თქვა მან. - დარეგისტრირებუ-
ლი თუ გაქვს?
- მეგონა, დარეგისტრირება მხოლოდ ავტომატურ იარაღს
სჭირდებოდა, - ვთქვი მე, - სასხლეტზე ერთი თითის გამოკვრით
ბევრ ტყვიას რომ ისვრის.
- არა, - ღიმილით თქვა პოლიციელმა, - ყველა უცხოურ ნა-
ხევრად ავტომატურ იარაღს დარეგისტრირება სჭირდება.
114 მკითხველთა ლიგა
ვიცოდი, რომ ცდებოდა, მაგრამ მასთან დავა არაფერს მარ-
გებდა. მკლავებზე დამხედა.
- ერთსა და იმავე ადგილას იმდენჯერ გაგიჩხირავს, მალე ინ-
ფექცია შეგეჭრება, - მანიშნა ნანემსარზე.
ამასობაში ფურგონი მოვიდა და შიგ შეგვყარეს. განყოფილე-
ბაში წაგვიყვანეს. „ძაღლებმა“ ჩემი მანქანის საბუთები შეამოწ-
მეს. არ სჯეროდათ, რომ მანქანა მართლა მე მეკუთვნოდა. სხვა-
დასხვა ხალხმა ექვსჯერ გამჩხრიკა. ბოლოს, ოთხი კვადრატუ-
ლი მეტრის ფართობის იზოლატორში გამოგვკეტეს. პეტმა
გაიღიმა და ხელები მოიფშვნიტა.
- მალე აქაურობა ლომკიანებით გაიძეძგება, - დამცინავად
ჩაილაპარაკა.
ცოტა ხანში ზედამხედველმა შემოიხედა და ჩემი სახელი
დაიძახა. მიმღების გვერდით პატარა ოთახში შემიყვანეს. მაგი-
დასთან ორი დეტექტივი იჯდა. ერთი მაღალი და მსუქანი სამ-
ხრეთელი იყო გომბეშოს სახით, მეორე - შუახნის ჯმუხი ირლან-
დიელი. წინა კბილები აკლდა, რაც კურდღლისტუჩას შესახე-
დაობას აძლევდა. ბიუროკრატისა არაფერი ეცხო, უფრო ავა-
ზაკს ჰგავდა.
დაკითხვას აშკარად გომბეშოსსახიანი დეტექტივი ხელ-
მძღვანელობდა. მითხრა, ჩვენს პირდაპირ ჩამოჯექიო. ჩემკენ
სიგარეტისა და ასანთის კოლოფები გამოაცურა.
- მიდი, მოწიე, - მითხრა მან.
ირლანდიელი დეტექტივი მაგიდის კიდესთან, ჩემგან მარ-
ცხნივ ისე ახლოს იჯდა, წამოუდგომლადაც კი მომწვდებოდა.
დაკითხვის ხელმძღვანელი დეტექტივი ჩემი მანქანის საბუთებს
გაეცნო. ჯიბიდან რაც ამომიღეს, ყველაფერი მის წინ მაგიდაზე
ეყარა: სათვალის ბუდე, პირადობის მოწმობა, საფულე, გასაღე-
ბი, ნიუიორკელი მეგობრის წერილი. არსად ჩანდა მხოლოდ ჩე-
მი ჯაყვა, რომელიც გლუვსახიანმა პატრულმა ჩაიდო ჯიბეში.
115 მკითხველთა ლიგა
უეცრად გამახსენდა, რა ეწერა იმ წერილში. ის ჩემი მეგობა-
რი პლანაქეში იყო და დროდადრო პლანსაც ყიდდა. ერთხელ
მომწერა, ნიუ-ორლეანში კარგი მოსაწევი რა ღირსო. მე პეტს
ვკითხე და იმან დამიდგინა, ნახევარ კილოგრამს ორმოც დო-
ლარად იშოვიო. წერილში ჩემი მეგობარი ამ ფასად საქონლის
გაჩითვას მთხოვდა.
თავიდან ვიფიქრე, დეტექტივები წერილს ყურადღებას არ მი-
აქცევდნენ. ისინი ხომ მოპარულ მანქანებს ეძებდნენ. საბუთებს
ეცნობოდნენ და კითხვებს მისვამდნენ. ის, რომ მანქანასთან და-
კავშირებით ზუსტი თარიღები არ მახსოვდა, კიდევ უფრო აეჭ-
ვებდათ. უკვე გამკაცრებას აპირებდნენ, რომ ვთქვი:
- შემოწმებას რა უნდა? შეამოწმეთ და ნახავთ, რომ სიმარ-
თლეს ვამბობ და მანქანა ჩემია. როგორც ჩანს, სიტყვებით
თქვენი დარწმუნება შეუძლებელია. თუ ის გინდათ, ვაღიარო,
მანქანა მოვიპარე-მეთქი, ვაღიარებ. მაგრამ, თუ შეამოწმებთ,
ნახავთ, რომ მანქანა ჩემია.
- რა თქმა უნდა, შევამოწმებთ.
ბაყაყისსახიანმა დეტექტივმა ჩემი მანქანის საბუთები
ფრთხილად დაკეცა და განზე გადადო. კონვერტი აიღო და მისა-
მართსა და საფოსტო მარკას დახედა. მერე კონვერტიდან წერი-
ლი ამოიღო. წერილი ჯერ ჩუმად წაიკითხა, მერე - ხმამაღლა,
ოღონდ მხოლოდ ის ადგილი, სადაც პლანს ახსენებდნენ. წერი-
ლი დადო და შემომხედა.
- პლანს თურმე მარტო კი არ ეწევი, ყიდი კიდეც, - თქვა მან, -
ახლა სადღაც გაქვს გადამალული... - წერილს დახედა, - დაახ-
ლოებით ოცი კილო, - და ისევ მე შემომხედა, - გირჩევნია, ყვე-
ლაფერი აღიარო.
ხმა არ ამომიღია.
შუახნის ირლანდიელმა დეტექტივმა თქვა:

116 მკითხველთა ლიგა


- ესეც სხვებს ჰგავს. არ ლაპარაკობს, სანამ ნეკნებს არ ჩაუმ-
ტვრევ. აი, მერე კი სიამოვნებით ალაპარაკდებიან ხოლმე.
- ახლა წავალთ და შენს სახლს გავჩხრეკთ, - მითხრა ბაყა-
ყისსახიანმა. - თუ რამეს ვიპოვით, შენს ცოლსაც ციხეში ჩავ-
სვამთ. შენს შვილებს რა ბედი ეწევათ, არც კი ვიცი. ალბათ,
უპატრონოთა თავშესაფარში გადაიყვანენ.
- იქნებ უკეთესი რამ შესთავაზო ამ კაცს? - უთხრა მას შუახნის
ირლანდიელმა დეტექტივმა.
ვიცოდი, რომ თუ ჩემს ბინას გაჩხრეკდნენ, იქ ნარკოტიკებს
აღმოაჩენდნენ.
- დაურეკეთ ფედერალებს და გეტყვით, სად რაა, - ვთქვი მე, -
ოღონდ დამპირდით, რომ ჩემს საქმეს ფედერალური სასამარ-
თლო განიხილავს, ხოლო ჩემს ცოლს ხელს არ ახლებენ.
ბაყაყისსახიანმა თავი დამიქნია.
- გასაგებია, - თქვა მან, - შევთანხმდით.
მერე მეწყვილეს მიუბრუნდა:
- წადი, როჯერსი მოიყვანე.
რამდენიმე წუთის შემდეგ შუახნის ირლანდიელი უკან დაბ-
რუნდა.
- როჯერსი ქალაქიდანაა გასული და ხვალ დილამდე არ დაბ-
რუნდება. უილიამსი ავადაა.
- მაშინ ჰაუზერს დაურეკე.
გარეთ გავედით და მანქანაში ჩავსხედით. მანქანა შუახნის
ირლანდიელს მიჰყავდა. მისი მეწყვილე ჩემთან ერთად უკანა
სავარძელში იჯდა.
- მოვედით, - თქვა მან.
ირლანდიელმა მანქანა გააჩერა და დაასიგნალა. სახლიდან
ჩიბუხიანი კაცი გამოვიდა და უკანა სავარძელზე გვერდით მოგ-
ვიჯდა. ერთი შემომხედა, მიტრიალდა და ჩიბუხი გააბოლა. სიბ-
ნელეში კაცი ახალგაზრდა მომეჩვენა, მაგრამ ქუჩის ლამპიონის
117 მკითხველთა ლიგა
ქვეშ რომ გავიარეთ, მისი დანაოჭებული სახე და ჩაშავებული
უპეები შევამჩნიე. მიუხედავად ასაკისა, „ამერიკელი ბიჭის“ დახ-
ვეწილი სახე ჰქონდა - ასაკოვანი, მაგრამ თითქოს ზრდადაუს-
რულებელი. ჩემთვის დავასკვენი, რომ ფედერალური აგენტი
იყო.
რამდენიმე კვარტალი ისე გავიარეთ, აგენტს ხმა არ
ამოუღია, მხოლოდ ჩიბუხს აბოლებდა. ბოლოს ჩიბუხი პირიდან
გამოიღო და მომიტრიალდა.
- ახლა ვისგან ყიდულობ ჯანქს? - მკითხა მან.
- ბარიგის პოვნა გაძნელდა, - ვუპასუხე, - ქალაქში ბევრი
აღარავინ დარჩა.
დამიწყო გამოკითხვა, ვის ვიცნობდი. ქალაქიდან უკვე დათე-
სილი ხალხის სახელები ჩამოვუთვალე. აგენტს ამ უმნიშვნელო
ინფორმაციის გაგებაც ესიამოვნა. თუ „ძაღლებთან“ პირში
წყალს ჩაიგუბებ, ცემით გაგხეთქავენ. აუცილებლად უნდა გა-
მოგძალონ რაიმე ცნობა, თუნდაც არაარსებითი.
მკითხა, ნასამართლევი ხომ არ ხარო. ნიუ-იორკში ყალბი
რეცეპტის გამო დაპატიმრების ისტორია ვუამბე.
- რამდენ ხანს იჯექი? - მკითხა ფედერალურმა აგენტმა.
- არ ვმჯდარვარ. ნიუ-იორკში ეს წვრილმანი დანაშაულია. სა-
ზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის 334-ე მუხლის დარღვევა,
თუ სწორად მახსოვს.
- უყურე ამას, რა განსწავლული ყოფილა სამართალში! -
თქვა ირლანდიელმა დეტექტივმა.
პოლიციის კაპიტანმა ფედერალურ აგენტს აუხსნა, ამ ტიპს
შტატის სასამართლოსი ეშინია და თუ საქმეს ფედერალურ სასა-
მართლოს გადავცემთ, ჩვენთან ითანამშრომლებსო.
- კაპიტანი სამართლიანად გექცევა, - მითხრა ფედერალურმა
აგენტმა. - თუ დაეხმარები, ისიც დაგეხმარება.

118 მკითხველთა ლიგა


მერე ჩიბუხის მოწევა განაგრძო. უკვე ალჯიერსისკენ მცურავ
ბორანზე ვიყავით.
- არსებობს რთული და მარტივი გზა რამის გასაკეთებლად, -
დასძინა ბოლოს.
ჩემს სახლთან რომ მივედით, მეთაურმა შარვლის ქამარში
უკნიდან ჩამავლო ხელი.
- შენი ცოლის გარდა შინ ვინ არის?
- არავინ, - ვუპასუხე.
სახლის კართან ფედერალურმა აგენტმა ჩემს ცოლს სამკერ-
დე ნიშანი უჩვენა და შიგნით შევედით. გადამალული ნახევარი
კილო პლანი და ჯანქის რამდენიმე კაფსული გამოვიტანე. ამან
პოლიციის კაპიტანი არ დააკმაყოფილა. ის ოც კილო პლანს
ეძებდა.
- მარტო ამით თავს ვერ დაიძვრენ, ბილ, - მიმეორებდა დაჟი-
ნებით, - დროს ნუღარ გვაკარგვინებ. გახსოვდეს, ჩვენ თავა-
ზიანად გექცევით!
ვუთხარი, რომ მეტი არ მქონდა.
ჩიბუხიანმა შემომხედა და თქვა:
- ჩვენ ყველაფერი გვინდა!
თუმცა მის მზერაში ვერ ამოიკითხავდით, ძალიან თუ უნდო-
და რამე. ნათურის ქვეშ იდგა. სახე არათუ დაბერებოდა, თით-
ქოს დალპობოდა კიდეც. სასიკვდილოდ დაავადებულ ადამიანს
ჰგავდა.
- მე ყველაფერი მოგეცით, - ვუპასუხე მას.
ფედერალური აგენტი გონებაგაფანტულად მიტრიალდა და
უჯრებსა და თაროებში ქექვა დაიწყო. რამდენიმე ძველ წერილს
მიაგნო და იატაკზე დამჯდარმა წაიკითხა. გამიკვირდა, სკამზე
რომ არ დაჯდა. ეტყობა, არ უნდოდა სხვისი წერილის კითხვისას
თავი კომფორტულად ეგრძნო. მოპარულ მანქანებზე მონადირე
ორმა პოლიციელმა მოიწყინა. ბოლოს პლანი, ჯანქი და ოცდათ-
119 მკითხველთა ლიგა
ვრამეტკალიბრიანი რევოლვერი (რომელსაც სახლში ვმალავ-
დი) აიღეს და წასასვლელად გაემზადნენ.
- თქვენი მეუღლე უკვე „ძია სემის“ საკუთრებაა, - უთხრა პო-
ლიციის კაპიტანმა ჩემს ცოლს სახლიდან გასვლისას.
განყოფილებაში დამაბრუნეს და იზოლატორში ჩამკეტეს. ამ-
ჯერად სხვა იზოლატორში ჩამსვეს. პეტი გვერდითა საკანში იჯ-
და. იქიდან გამომძახა და მკითხა, რა მოხდაო.
- რთულადაა საქმე, - თქვა, როცა მოყოლა დავასრულე.
თავად პეტმა ადვოკატს ათი დოლარი გადაუხადა და მეორე
დილით თავი დაახსნევინა.

120 მკითხველთა ლიგა


***

საკანში ოთხ უცნობთან ერთად ვიჯექი. მათგან სამი ნარკო-


მანი იყო. საკანში მხოლოდ ერთი ხის მერხი იდგა და ისიც დაკა-
ვებული იყო. დანარჩენები ვიდექით ან იატაკზე ვიწექით. მე ვინ-
მე მაკ-კარტის გვერდით ვიწექი იატაკზე. ადრე რამდენჯერმე მე-
ნახა ის ქალაქში. სამოცდათორმეტი საათით ჩაესვათ. დრო-
დადრო ხმადაბლა წამოიკვნესებდა ხოლმე. ერთხელ თქვა:
- განა ეს ჯოჯოხეთი არაა?!
მჩხირავი ჯანქის დროით ცხოვრობს. როცა ჯანქს ვეღარ იკე-
თებს, დრო ნელდება და თანდათან ჩერდება. მჩხირავი იმასღა
ცდილობს, როგორმე გაძლოს და უჯანქო დროის დადგომას
დაელოდოს. ლომკიანი მჩხირავი გარე სამყაროს დროს ვერსად
გაექცევა, ვერსად დაემალება. მხოლოდ ლოდინი შეუძლია.
კოული იოკოჰამაზე ლაპარაკობდა.
- კარგი „ჰენრი“ და „კოქსი“ მაგრად ასწორებს. როცა „ჰენ-
რის“ ან „კოქსს“ იკეთებ, ლამის შეისუნთქავ კაიფს, რომელიც
მთელ სხეულს ედება.
იატაკზე გაწოლილმა მაკ-კარტიმ ყრუდ ამოიოხრა.
- თუ ძმა ხარ, ეგეთ რამეებზე ნუ ლაპარაკობ, - თქვა მან.
მეორე დილას შემოწმებაზე წაგვიყვანეს და ჩაგვამწკრივეს.
ჩვენზე წინ ერთი ეპილეფსიანი ბიჭი იდგა. „ძაღლები“ კარგა
ხანს ეღადავებოდნენ ამ საცოდავს.
- რამდენი ხანია, რაც ნიუ-ორლეანში ხარ?
- ოცდათხუთმეტი დღე.
- მთელი ეს დრო რას აკეთებდი?
- ოცდამეცამეტე დღეა, ციხეში ვზივარ.
„ძაღლებს“ ეს სასაცილოდ მოეჩვენათ და მთელ ხუთ წუთს
ხარხარებდნენ.

121 მკითხველთა ლიგა


როცა ჩვენი დრო მოვიდა, შემოწმების ხელმძღვანელმა პო-
ლიციელმა დანარჩენებს ჩვენი საქმის ვითარება გააცნო.
- მერამდენედ ხარ აქ? - ჰკითხა მან პეტს.
რომელიღაც პოლიციელს გაეცინა და თქვა:
- მეორმოცედ.
ყველას გამოგვკითხეს, ვიყავით თუ არა ნაციხარი და რამდე-
ნი დრო გვქონდა გატარებული ციხეში. მე რომ მომადგნენ, მეც
მკითხეს, ნიუ-იორკში ყალბი რეცეპტის ბრალდებით რამდენ
ხანს იჯექიო.
- საერთოდ არ ვმჯდარვარ, - ვუპასუხე, - პირობითი სასჯე-
ლით გამომიშვეს.
- კარგი, - თქვა ხელმძღვანელმა, - არც აქედან გაგიშვებთ
ხელცარიელს!
უეცრად დერეფნიდან კივილი და ღმუილი მოისმა. ვიფიქრე,
ეტყობა, „ძაღლები“ ეპილეფსიან ბიჭს ამუშავებენ-მეთქი. თუმცა
დერეფანში რომ გავიხედე, ბიჭი ძირს ეგდო და ფართხალებდა,
ორი დეტექტივი კი თავზე დასდგომოდა და მასთან დალაპარა-
კებას ცდილობდა. ვიღაც ექიმის მოსაყვანად გაგზავნეს.
დანარჩენები იზოლატორში დაგვაბრუნეს. პეტის ნაცნობი
ერთი გამომძიებელი მოვიდა.
- ეგ ტიპი ფსიქოპათია, - გვითხრა მან, - გაიძახის, ჩემს კაპი-
ტანთან მიმიყვანეთო. ექიმს გამოვუძახე.
ორიოდე საათის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში წაგვიყ-
ვანეს. იქ კიდევ რამდენიმე საათს ვიცადეთ. შუადღისას ჩიბუ-
ხიანი ფედერალური აგენტი და ვიღაც ტიპი მოვიდნენ და ფედე-
რალური ბიუროს სამმართველოში წაგვიყვანეს. ჩიბუხიანი
აგენტის ამხანაგი ახალგაზრდა და მსუქანი იყო. სიგარას ღეჭავ-
და. მე, კოული, მაკ-კარტი და ორი ზანგი უკანა სავარძელზე მი-
ჭეჭყილები ვისხედით. საჭეს სიგარიანი აგენტი მართავდა. პირი-
დან სიგარა გამოიღო და მომიტრიალდა.
122 მკითხველთა ლიგა
- რას საქმიანობთ, მისტერ ლი? - მკითხა განათლებული ადა-
მიანის თავაზიანობით.
- ფერმერი ვარ, - ვუპასუხე.
ჩიბუხიან აგენტს გაეცინა.
- ჰო, სიმინდის კვლებს შორის კანაფს ახარებს.
სიგარიანმა აგენტმა თავი გააქნია.
- არა, - თქვა მან, - სიმინდთან ერთად კანაფი ვერ გაიხარებს.
ცალკე უნდა დათესო, - მერე მხარუკუღმა გადაულაპარაკა მაკ--
კარტის, - შენ „ანგოლაში“ გგზავნი.
- რატომ, მისტერ მორტონ?
- იმიტომ, რომ დამპალი ნარკომანი ხარ.
- სულაც არა, მისტერ მორტონ.
- აბა, ეგ ნანემსრები საიდან გაქვს?
- სიფილისი მაქვს, მისტერ მორტონ.
- სიფილისი ყველა მჩხირავს აქვს, - თქვა მისტერ მორტონმა
მშვიდი, შემწყნარებლური და კმაყოფილი ხმით.
ჩიბუხიანი აგენტი წარუმატებლად გაეხუმრა ერთ-ერთ ზანგს,
რომელსაც დასახიჩრებული ხელი ჰქონდა და „ტორს“ უწოდებ-
დნენ.
- რაო, ბებერი მაიმუნი შეგაჯდა ზურგზე? - ჰკითხა მას ჩიბუხი-
ანმა.
- არ ვიცი, რას გულისხმობთ, - მშრალად და ზრდილობიანად
უპასუხა ზანგმა. „ტორი“ მართლაც არ იყო ნარკომანი.
მანქანა ფედერალური სამმართველოს წინ გააჩერეს და მე-
ოთხე სართულზე აგვიყვანეს. დერეფანში დაგვსხეს და სათითა-
ოდ გვიძახებდნენ დაკითხვის ოთახში. ჩემი ჯერიც მოვიდა და
ოთახში შევედი. სიგარიანი აგენტი მაგიდასთან იჯდა. სკამზე მა-
ნიშნა, ჩამოჯექიო.
- მე მისტერ მორტონი ვარ, - თქვა მან, - ნარკოტიკების
ბიუროს აგენტი. გინდა, ჩვენება მოგვცე? როგორც იცი, შენი
123 მკითხველთა ლიგა
კონსტიტუციური უფლებაა, ჩვენებაზე უარი თქვა. ასეთ შემთხვე-
ვაში შენთვის ბრალის წაყენებას უფრო მეტი დრო დასჭირდება.
ვუთხარი, ჩვენებას მოგცემთ-მეთქი.
ჩიბუხიანი აგენტიც იქ იჯდა.
- ბილი დღეს კარგად ვერ გრძნობს თავს, - თქვა მან, - შეიძ-
ლება, ჰეროინის მცირე დოზამ უშველოს.
- შეიძლება, - ჩავილაპარაკე.
ჩიბუხიანმა აგენტმა კითხვები დამისვა. ზოგიერთი კითხვა
ისეთი უაზრო იყო, რომ ყურს არ ვუჯერებდი. აშკარად არ ჰქონ-
და პოლიციელის ალღო. ვერ ხვდებოდა, რა იყო მნიშვნელოვა-
ნი და რა - არა.
- ტეხასში ვისგან ყიდულობ საქონელს?
- არავისგან.
- გინდა, შენი ცოლი ციხეში იხილო?
შუბლიდან ცხვირსახოცით მოვიწმინდე ოფლი.
- არა, - ვუპასუხე.
- არა, მაგრამ ციხეში ჩაჯდება. ის ბენზედრინს ხმარობს. ჯან-
ქზე უარესია. შენ და შენი ცოლი კანონიერად ხართ დაქორწინე-
ბული?
- ერთად ვართ, მაგრამ...
- გკითხე, თქვენი ქორწინება კანონიერია თუ არა-მეთქი?
- არა.
- ფსიქიატრიას სწავლობდი?
- რა?
- ფსიქიატრიას სწავლობდი თუ არა?
ჩიბუხიან აგენტს ჩემი ფსიქიატრი მეგობრის გამოგზავნილი
წერილი ეჭირა ხელში. სახლის გაჩხრეკისას ჩემი ძველი წერი-
ლები სულ თან წაიღო.
- არა, ფსიქიატრია არ შემისწავლია. შეიძლება ითქვას, ეს ჩე-
მი ჰობია.
124 მკითხველთა ლიგა
- უცნაური ჰობი გქონია.
მორტონი სკამის საზურგეზე გადაწვა და დაამთქნარა.
ჩიბუხიანმა აგენტმა მუშტი გულზე მიირტყა.
- აი, მე პოლიციელი ვარ, - დაიწყო მან, - და სადაც მივდივარ,
ყველგან პოლიციელებთან მაქვს საქმე. შენი საქმე ნარკოტიკე-
ბია. ჰოდა, წესით და რიგით, ამ ბიზნესში ჩართულ ხალხს უნდა
იცნობდე. შენნაირებთან თვეში ერთხელ კი არა, ყოველდღე
გვიწევს ურთიერთობა. ამ ბიზნესში მარტო შენ არ იყავი ჩართუ-
ლი. ნიუ-იორკში, ტეხასში და აქ, ნიუ-ორლეანშიც, გყავს მომწო-
დებელი. დარწმუნებული ვარ, რაღაც გეგმები გექნება, რომელ-
თა განხორციელებაც ვერ მოასწარი.
- თუ ინფორმაციას არ მოგვაწვდის, ამ ჩვენს ფერმერს „ანგო-
ლაში“ მოუწევს ფერმერობა, - შენიშნა მორტონმა.
- მანქანის ქურდების ბანდა? - იკითხა ჩიბუხიანმა კაცმა, რო-
მელმაც ზურგი მაქცია და ოთახში წინ და უკან სიარული დაიწყო.
- რომელი ბანდა? - ეს კი ნამდვილად გამიკვირდა. მხოლოდ
მოგვიანებით გამახსენდა, რომ ჩემს ერთ-ერთ ძველ წერილში
მოპარული მანქანები იყო ნახსენები.
ჩიბუხიანი აგენტი ბოლთას სცემდა და შუბლის წმენდას გა-
ნაგრძობდა. ბოლოს, მორტონმა თქვა:
- როგორც ვატყობ, მისტერ ლი, მზად ხარ, დანაშაული
აღიარო, მაგრამ ამ საქმეში სხვის გარევას არ აპირებ. ხომ ასეა?
- დიახ, - ვუპასუხე.
- კარგი, - სიგარა გამოიღო მან, - ჯერჯერობით საკმარისია.
გარეთ კიდევ რამდენია? - გასძახა დერეფანში.
- ხუთი, - თავი შემოყო რომელიღაც პოლიციელმა.
მორტონმა აღშფოთებით გააქნია თავი.
- ამდენი დრო არ მაქვს. პირველ საათზე სასამართლოში უნ-
და ვიყო. ყველა ერთად შემოიყვანეთ.

125 მკითხველთა ლიგა


ხუთივე ეჭვმიტანილი შემოიყვანეს და მაგიდის წინ დააყენეს.
მორტონი ქაღალდების დასტას ფურცლავდა. მორტონმა ჯერ
მაკ-კარტის შეხედა, მერე ახალგაზრდა აგენტისკენ მიბრუნდა.
- მასზე რამე გვაქვს? - ჰკითხა მას.
ახალგაზრდა აგენტმა უარის ნიშნად თავი გააქნია და გაიღი-
მა. მერე ცალი ფეხი ასწია.
- ხედავ ამ ფეხს? - ჰკითხა მაკ-კარტის, - პირდაპირ ხახაში
ჩაგჩრი.
- ჯანქს ახლოს არ ვეკარები, მისტერ მორტონ, - თქვა მაკ--
კარტიმ, - იმიტომ, რომ გისოსებს იქით აღმოჩენა არ მინდა.
- მაშინ სხვა ნარკომანებთან ერთად რატომ იდექი ქუჩის კუთ-
ხეში?
- უბრალოდ გავიარე. ლუდს ვსვამდი, მისტერ მორტონ. როცა
საშუალება მაქვს, ყოველთვის „რიგალს“ ვსვამ ხოლმე. აი, შე-
ხედეთ, - საფულიდან ბარათები ამოიღო და თითქოს ილუ-
ზიონისტი კარტის ფოკუსს აკეთებსო, ყველას გვიჩვენა. ბარათე-
ბისთვის არავის შეუხედავს. - მიმტანად ვმუშაობ და ეს ჩემი
პროფკავშირის ბარათია. შაბათ-კვირას „რუზველტში“ რაღაც
ყრილობა იმართება და თუ გამიშვებთ, იქნებ სამუშაოსაც გა-
მოვკრა ხელი, - თქვა და მორტონთან ხელგაწვდილი მივიდა. -
ათი ცენტი მომეცით, მისტერ მორტონ, თორემ სამგზავრო ფული
არა მაქვს.
მორტონმა ხელისგულზე მონეტა დაუდო.
- მოაშორე ეგ შენი მყრალი ტრაკი აქედან, - უთხრა მაკ--
კარტის.
- შემდეგში ვეღარ გაგვექცევი, - ერთხმად მიაძახეს აგენტებ-
მა, მაგრამ მაკ-კარტი ოთახში აღარ იყო.
ახალგაზრდა აგენტმა ჩაიცინა.
- ახლა, ალბათ, უკან მოუხედავად ჩარბის კიბეზე.
მორტონმა საბუთები მოაგროვა და პორტფელში ჩააწყო.
126 მკითხველთა ლიგა
- ბოდიში, მაგრამ დანარჩენების ჩვენებების მოსასმენად
აღარ მცალია.
- ფურგონი უკვე გამოვიძახე, - თქვა ჩიბუხიანმა აგენტმა. - მე-
სამე განყოფილებაში წავიყვანთ. ცოტას იქ „დავასვენებთ“.
მესამე განყოფილებაში მე და კოული ცალკე იზოლატორში
ჩაგვსხეს. მერხზე წამოვწექი. ფილტვებში ყრუ ტკივილს
ვგრძნობდი. ლომკა ყველაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს.
ზოგს პირღებინება და დიარეა აწუხებს. ასთმიან ტიპს, რომელ-
საც ვიწრო და ჩავარდნილი მკერდი აქვს, შეიძლება, ცემინების
შეტევა დაეწყოს, ცხვირიდან ცინგლი და თვალებიდან ცრემლე-
ბი წამოუვიდეს, ზოგჯერ ბრონქული სპაზმების გამო სასუნთქი
გზები ეხშობა. პირადად მე, უარეს შემთხვევაში, შოკში მყოფი-
ვით, სისხლის წნევა დაბლა მიწევს და ორგანიზმი სითხეს კარ-
გავს, სრულიად ვუძლურდები. ისეთი განცდა მეუფლება, თით-
ქოს სასიცოცხლო ძალისაგან დავიცალე და სხეულის თი-
თოეული უჯრედი უჰაერობისაგან იღუპება. იზოლატორის ხის
სკამზე წამოწოლილი, ძვლების გროვად ვგრძნობდი თავს.
მესამე განყოფილებაში სამი საათი დავყავით, მერე სამარ-
თალდამცველებმა ფურგონში ჩაგვსხეს და საოლქო ციხეში წაგ-
ვიყვანეს. სრულიად უმიზეზოდ, მე თუ მკითხავთ. იქ ჩიბუხიანი
აგენტი დაგვხვდა და კვლავ ფედერალურ სამმართველოში გაგ-
ვაქანეს.
შუახნის უსახურმა ბიუროკრატმა მითხრა, ნიუ-ორლეანის
დეპარტამენტის უფროსი ვარ და ჩვენების მოცემა ხომ არ გნე-
ბავთო.
- დიახ, - ვუპასუხე, - თქვენ დაწერეთ და მე ხელს მოვაწერ.
უაზრო ან არაფრის მთქმელი გამომეტყველება კი არ ჰქონ-
და, უბრალოდ, სახე არ უჩანდა. მხოლოდ მისი სათვალე დამა-
მახსოვრდა. სტენოგრაფისტი იხმო და ჩვენების საკარნახოდ გა-

127 მკითხველთა ლიგა


ემზადა. მაგიდასთან მჯდარ ჩიბუხიან აგენტს მიუბრუნდა და
ჰკითხა, რამის ჩამატება ხომ არ გნებავთ ჩვენებაშიო.
- არა, მეტი არაფრის, - უპასუხა ჩიბუხიანმა აგენტმა.
დეპარტამენტის უფროსი რაღაცაზე ჩაფიქრდა.
- ერთი წუთით გამომყევით, - გვერდითა კაბინეტში გაიყვანა
ჩიბუხიანი აგენტი. რამდენიმე წუთში დაბრუნდნენ და დეპარტა-
მენტის უფროსმა ჩვენების კარნახი განაგრძო. ჩვენებაში ვა-
ღიარებდი, რომ ჩემს ბინაში მარიხუანასა და ჰეროინს ვმალავ-
დი.
დეპარტამენტის უფროსმა მკითხა, ჰეროინი როგორ იშოვე-
თო.
ვუპასუხე, იქსჩეინჯ-ფლეისისა და ქენელ-სტრიტის კუთხეში
ქუჩის ბარიგისგან ვიყიდე-მეთქი.
- მერე რა ქენით?
- შინ წავედი.
- საკუთარი მანქანით?
მივხვდი, საითაც უმიზნებდა, მაგრამ ამის სათქმელად: „გა-
დავიფიქრე. ჩვენებას აღარ მოგცემთ-მეთქი“, ძალა არ მეყო,
თანაც, ლომკიანს იზოლატორში კიდევ ერთ დღით დარჩენის ძა-
ლიან მეშინოდა. ჰოდა, მეც ვუპასუხე:
- დიახ.
საბოლოოდ, კიდევ ერთ განცხადებას მოვაწერე ხელი, რომ
საკუთარი ნებით ვაღიარებდი დანაშაულს და საქმის განხილვას
ფედერალურ სასამართლოში მოვითხოვდი. მეორე განყოფი-
ლებაში დამაბრუნეს. აგენტები დამპირდნენ, ხვალ დილით
აუცილებლად ბრალს წაგიყენებენო.
კოულმა მითხრა:
- ხუთ დღეში უკეთ გახდები. ცუდ შეგრძნებას მხოლოდ გაჩ-
ხირვა ან დრო გაგიქრობს.

128 მკითხველთა ლიგა


რასაკვირველია, ეს მეც ვიცოდი. ლომკას ვერავინ უძლებს,
თუ ციხეში არ ხარ ან ჯანქს სხვანაირად არ ხარ მოწყვეტილი.
ჯანქის მოხმარების შეწყვეტა და განკურნება თითქმის შეუძლე-
ბელია იმის გამო, რომ ლომკა ხუთიდან რვა დღემდე გრძელდე-
ბა. თორმეტ საათს იოლად გადაიტანს კაცი, ოცდაოთხი საათით
გაძლებაც შეიძლება, მაგრამ ხუთი-რვა დღე მეტისმეტად დიდი
დროა.
ხის ვიწრო სკამზე ვიწექი და ხან ერთ მხარეზე გადავბრუნდე-
ბოდი, ხან მეორეზე. სხეული გამიწითლდა, მიცახცახებდა, გამი-
სივდა. ჯანქით გაყინულმა ხორცმა თითქოს დნობა დაიწყო. აგო-
ნიაში ვიყავი. მუცელზე გადავბრუნდი. ცალი ფეხი სკამიდან ჩა-
მიცურდა. წინ გავსრიალდი და ამ დროს შორისით ტანსაცმლის
ხახუნისგან გაცვეთილ, სკამის მომრგვალებულ კიდეს გამოვე-
დე. ამ გახახუნებისას გენიტალიებში სისხლის უეცარი მოწოლა
ვიგრძენი. თვალებიდან ნაპერწკლები წამომცვივდა. ფეხები
ამიცახცახდა - კისერმოტეხილი ჩამოხრჩობილის ორგაზმი.
იზოლატორის კარი ზედამხედველმა გააღო.
- ადვოკატი მოვიდა შენს სანახავად, ლი, - მითხრა მან.
ადვოკატი კარგა ხანს მათვალიერებდა, სანამ გამეცნობოდა.
ჩემი ცოლისთვის ურჩევიათ მისი დაქირავება. პირველად ვხე-
დავდი. ზედამხედველმა საკნებისგან მოშორებით, ზედა სარ-
თულზე, დიდ ოთახში შეგვიყვანა. ოთახში ხის გრძელი სკამები
იდგა.
- ვხედავ, ბევრი ლაპარაკის თავი არ გაქვთ, - დაიწყო ადვო-
კატმა. - დეტალებს მოგვიანებით ჩავუღრმავდებით. რამეს
მოაწერეთ ხელი?
ჩვენების შესახებ ვუამბე.
- ამით თქვენს მანქანაზე გასვლა უნდოდათ, - თქვა ადვოკატ-
მა. - შტატი გაგასამართლებთ. ერთი საათის წინ ტელეფონით
ფედერალური ოლქის პროკურორს ველაპარაკე და ვკითხე,
129 მკითხველთა ლიგა
საქმეს თქვენ გაუძღვებით-მეთქი. მიპასუხა, გამორიცხულიაო.
მაგ საქმეში უკანონო დაკავება ფიგურირებს და არავითარ შემ-
თხვევაში ხელს არ მოვკიდებო. ვფიქრობ, თქვენს საავადმყო-
ფოში გადაყვანას მოვახერხებ, რომ ნემსი გაგიკეთონ, - დაამა-
ტა მცირე პაუზის შემდეგ. - აქაურობის უფროსი ჩემი მეგობარია.
ჩავალ და დაველაპარაკები.
ზედამხედველმა საკანში დამაბრუნა. რამდენიმე წუთში ისევ
გააღო კარი და მკითხა:
- ლი, საავადმყოფოში წასვლა გინდა?
ორმა პოლიციელმა ფურგონით წამიყვანა საავადმყოფოში.
მიმღებში ექთანი ჩემი მდგომარეობით დაინტერესდა.
- უბედური შემთხვევაა, - უთხრა ერთ-ერთმა პოლიციელმა. -
ზედა სართულიდან ჩამოვარდა.
მეორე პოლიციელმა წითური და ჯმუხი ახალგაზრდა ექიმი
მოიყვანა. ექიმს ოქროსჩარჩოიანი სათვალე ეკეთა. მან რამდე-
ნიმე კითხვა დამისვა და მკლავები დამითვალიერა. ამასობაში
გრძელცხვირა და ხელბანჯგვლიანი მეორე ექიმი მოგვიახლოვ-
და თავისი აზრის გამოსათქმელად.
- ბოლოს და ბოლოს, ეს მორალის საკითხია, ექიმო, - უთხრა
მან თავის კოლეგას. - ეს კაცი კარგად უნდა დაფიქრებულიყო,
სანამ ნარკოტიკების მოხმარებას დაიწყებდა.
- დიახ, მორალის საკითხია, მაგრამ ფიზიოლოგიური პრობ-
ლემაცაა. ეს კაცი ავადაა. - სათვალიანმა ექიმმა ექთანს ნახევა-
რი გრანი მორფინის გამზადება სთხოვა.
როცა ფურგონით უკან, განყოფილებისკენ, მივჯაყჯაყებდით,
ვგრძნობდი, როგორ ედებოდა მორფინი ჩემს უჯრედებს. მუცე-
ლი მიყურყურებდა. ლომკის დროს თუ ჯანქს გაიკეთებ, ყოველ-
თვის კუჭ-ნაწლავის მოქმედება გეწყება. ჩვეული ძალ-ღონე და-
მიბრუნდა. მშიოდა და მეძინებოდა.

130 მკითხველთა ლიგა


***

მეორე დღეს, დილის თერთმეტ საათზე, თავდები გამოცხად-


და და სათავდებო ხელშეკრულებაზე მომაწერინა ხელი. რო-
გორც ყველა თავდები, ისიც ბალზამირებულ მუმიას ჰგავდა,
თითქოს კანქვეშ პარაფინი შეუყვანესო. ჩემი ადვოკატი, ტაიჯი,
თორმეტისკენ გამოჩნდა, რომ საკნიდან გავეყვანე. იმდენი
მოახერხა, პირდაპირ სანატორიუმში გამგზავნეს სამკურნა-
ლოდ. მითხრა, მკურნალობა იურიდიული თვალსაზრისით აუცი-
ლებელიაო. სანატორიუმში პოლიციის მანქანით წავედით ორ
დეტექტივთან ერთად. ესეც ადვოკატის გეგმის ნაწილი იყო. დე-
ტექტივები სავარაუდო მოწმეებად გვჭირდებოდა.
სანატორიუმთან რომ გავჩერდით, ადვოკატმა ჯიბიდან ფული
ამოიღო და ერთ-ერთ პოლიციელს მისცა.
- იმ ცხენზე დამიდე, კარგი? - უთხრა მას.
დეტექტივს აღშფოთებისაგან თვალები გაუფართოვდა და
ფული არ გამოართვა.
- არანაირ ცხენზე არ ვაპირებ ფულის დადებას, - თქვა მან.
- მაკი დადებს, - გაიცინა ადვოკატმა და ფული მანქანის სა-
ვარძელზე დააგდო.
ადვოკატმა სპეციალურად სცადა დეტექტივების ასე უტაქ-
ტოდ და აშკარად მოქრთამვა. როცა მოგვიანებით დეტექტივებ-
მა ჰკითხეს, რას ფიქრობდიო, ტაიჯმა თავი იმართლა, ის ბიჭი
ისეთ ლომკაში იყო, მაინც ვერაფერს შეამჩნევდაო. ამგვარად,
თუ ამ ორ პოლიციელს მოწმედ გამოიძახებდნენ, ისინი დაამოწ-
მებდნენ, რომ მართლაც ცუდად ვიყავი. მოკლედ, ადვოკატს
ისეთი მოწმეები სჭირდებოდა, ვინც დაამოწმებდა, რომ ჩვენება-
ზე ხელის მოწერის დროს ცუდად ვიყავი.

131 მკითხველთა ლიგა


სანიტარმა ტანსაცმელი გამხადა და ნემსის გასაკეთებლად
საწოლზე დამაწვინა. ცოლმა შემოიარა ჩემ სანახავად და მით-
ხრა, აქაურებმა ჰეროინსა და მჩხირავებზე არაფერი იციანო.
- როცა ვუთხარი, ცუდად არის-მეთქი, მკითხეს, რა სჭირსო.
ლომკა აქვს და მორფინის გაკეთება სჭირდება-მეთქი, რომ ვუთ-
ხარი, გაიკვირვეს, უი, ჩვენ გვეგონა, მარიხუანას მწეველთან
გვქონდა საქმეო.
- მარიხუანას მწეველთან! - წამოვიძახე. - ეს რა ჯანდაბაა? გა-
არკვიე, რის მოცემას მიპირებენ, - დავავალე ცოლს. - დოზის
შემცირება მჭირდება. თუ მორფინს არ მიკეთებენ, ისე ქენი, რომ
ახლავე გამწერონ აქედან.
ჩემი ცოლი მალე დაბრუნდა და მითხრა, როგორც იქნა, ტე-
ლეფონით ისეთ ექიმს ველაპარაკე, რომელმაც ჯანქზე რაღაც
იცისო. ეს ექიმი ადვოკატის ნაცნობი აღმოჩნდა, სანატორიუმში
არ მუშაობდა.
- გაუკვირდა, როცა ვუთხარი, რომ შენთვის არაფერი მოუცი-
ათ. დამპირდა, ახლავე დავრეკავ საავადმყოფოში და ვეტყვი,
რომ მიხედონო.
რამდენიმე წუთში პალატაში ექთანი შემოვიდა შპრიცით
ხელში. დემეროლი იყო. ზოგს დემეროლი ეხმარება, მაგრამ
ლომკის მოსახსნელად ისეთივე ეფექტური არაა, როგორიც კო-
დეინი. საღამოს ექიმმა გამსინჯა. ბევრი სითხის დაკარგვის გა-
მო სისხლი შემსქელებოდა. ორმოცდარვასაათიანი უჯანქობის
განმავლობაში ხუთი კილო დავიკელი. ექიმს ანალიზისთვის
სისხლის ასაღებად ოცი წუთი დასჭირდა, რადგან სისხლი ნემ-
სში დედდებოდა.
ღამის ცხრა საათზე დემეროლის მორიგი დოზა გამიკეთეს.
არც ამან იმოქმედა. ლომკის მესამე დღე ყველაზე მძიმეა. მერე
ლომკა თანდათან გეხსნება. ტანზე ცივი ალი მეკიდა, კანქვეშ
თითქოს ჭიანჭველები დაცოცავდნენ.
132 მკითხველთა ლიგა
ნებისმიერი ტკივილის მინელება შეიძლება (თვით კბილის,
თვალის და სასქესო ორგანოსიც კი) ისე, რომ ის გაურკვეველ
აგზნებად აღიქვა, მაგრამ ლომკას ვერსად გაექცევი. ლომკა
კაიფის გვერდითი ეფექტია. ჯანქის მთელი კაიფი ისაა, რომ უმი-
სოდ ვერ ძლებ და აუცილებლად უნდა გაიკეთო. მჩხირავები
ჯანქის დროით ცხოვრობენ, ჯანქის მეტაბოლიზმი აქვთ; ჯანქის
კლიმატს არიან შეგუებული. მათ მხოლოდ ჯანქი ათბობს და აგ-
რილებს. ჯანქის კაიფი ისაა, რომ პირობებს ჯანქი გკარნახობს.
ლომკას ისევე ვერ გაექცევი, როგორც გაჩხირვის შემდეგ - კა-
იფს.
საწოლიდან ასადგომად ძალიან სუსტად ვიყავი. თუმცა ვერც
საწოლში ვჩერდებოდი. ლომკის დროს ნებისმიერი ქმედება თუ
უმოქმედობა გაუსაძლისია. შეიძლება, კაცი მარტო იმიტომ მოკ-
ვდეს, რომ საკუთარ სხეულში დარჩენა აღარ შეეძლოს.
დილის ექვს საათზე მორიგი დოზა გამიკეთეს. ამან ცოტათი
იმოქმედა. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ამჯერად დემერო-
ლი აღარ გაუკეთებიათ. ერთი ნაჭერი გახუხული პურის შეჭმა და
ერთი ფინჯანი ყავის დალევა მოვახერხე.
დღისით ჩემმა ცოლმა მინახულა და მაცნობა, რომ მკურნა-
ლობის ახალი კურსი დამინიშნეს. ახალი კურსი დილის ინიექცი-
ით დაწყებულა.
- ჰო, ცვლილება მეც შევამჩნიე. მგონი, ამ დილას მორფინი
გამიკეთეს.
- ტელეფონით ექიმ მურს ველაპარაკე. მითხრა, ეს ახალი
პრეპარატია, რომელსაც ნარკომანების მკურნალობისას საოცა-
რი შედეგი მოაქვსო. აბსტინენციის სიმპტომებს გიხსნის ისე,
რომ ახალი შეჩვევა არ გამოიწვიოს. ნარკოტიკი სულაც არ არი-
სო. ანტიჰისტამინია. თუ სწორად მახსოვს, თეფორინი ჰქვიაო,
მითხრა.

133 მკითხველთა ლიგა


- მაშინ, გამოდის, აბსტინენციის სიმპტომები რაღაც ალერგი-
ის მსგავსი ყოფილა.
- ექიმი მური ეგრე ამბობს.
ექიმი, რომელმაც მკურნალობის ახალი კურსი დამინიშნა,
ჩემი ადვოკატის ექიმი იყო. არც სანატორიუმთან ჰქონდა კავში-
რი და არც ფსიქიატრი იყო. ორ დღეში ჭამის მადა სრულად აღ-
მიდგა. ანტიჰისტამინის მოქმედება სამ-ხუთ საათს გრძელდებო-
და, მერე ისევ ლომკა მეწყებოდა. ინიექციისას ასე მეგონა, თით-
ქოს ჯანქს მიკეთებდნენ.
საწოლიდან რომ ავდექი და სიარული დავიწყე, ფსიქიატრი
მოვიდა სალაპარაკოდ. ძალიან მაღალი კაცი იყო. გრძელი ფე-
ხები ჰქონდა, ტანი კი მსხალს მიუგავდა. საუბრისას გამუდმებით
იღიმებოდა, მაგრამ მწივანა ხმა ჰქონდა. ქალივით ნაზს ვერ
უწოდებდით, მაგრამ ის თვისებები აკლდა, რაც მამაკაცს მამაკა-
ცად აქცევს. ექიმი ფრედერიქსი ერქვა და საავადმყოფოს მთავა-
რი ფსიქიატრი იყო.
ჯერ ის შეკითხვა დამისვა, რომელსაც ყველა სვამს:
- რატომ მოიხმართ ნარკოტიკებს, მისტერ ლი?
როცა ეს შეკითხვა გესმის, ეგრევე ხვდები, რომ შეკითხვის
დამსმელმა ჯანქზე არაფერი იცის.
- იმიტომ, რომ დილით ავდგე, წვერი გავიპარსო და ვისაუზ-
მო.
- ფსიქიკურად რაში გარგიათ - მე ეს ვიგულისხმე.
მხრები ავიჩეჩე. ვიფიქრე, ბარემ დამისვას თავისი დიაგნოზი
და შემეშვება-მეთქი:
- მაგრად ასწორებს.
სინამდვილეში, ჯანქი სულაც არ „ასწორებს მაგრად“. ნარკო-
მანისთვის ჯანქი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მას ეჩვევა. ვერა-
ვინ მიხვდება, რა არის ჯანქი, სანამ ლომკას არ გამოსცდის.

134 მკითხველთა ლიგა


ფსიქიატრმა თავი დამიქნია. დიაგნოზი მზადაა: „ფსიქოპა-
თიური პიროვნება“. წამოდგა. უეცრად სახეზე ღიმილი დაეხატა,
რომლითაც, ალბათ, ჩემთვის დაძაბულობის მოხსნას და ჩემს
„გახსნას“ აპირებდა, მაგრამ ნელ-ნელა ავხორცული გამომეტ-
ყველება მიიღო. ფსიქიატრი წინ გადმოიხარა და თავისი შეშლი-
ლი ღიმილი სახესთან ახლოს მომიტანა.
- სქესობრივი ცხოვრებით თუ ხართ კმაყოფილი? - მკითხა
მან. - ცოლთან ინტიმური ურთიერთობა თუ გაკმაყოფილებთ?
- სრულიად, - ვუპასუხე მე, - რა თქმა უნდა, როცა ჯანქზე არ
ვზივარ.
ფსიქიატრი წელში გაიმართა. ჩემი პასუხი სულაც არ მოეწო-
ნა.
- კარგი, კიდევ შემოგივლით, - წამოწითლდა და უხერხულად
გაემართა კარისკენ.
როგორც კი ფრედერიქსი ოთახში შემოვიდა, მაშინვე მივ-
ხვდი, საქმის ისეთი მცოდნე და პროფესიონალი არ იყო, როგო-
რადაც სხვებს აჩვენებდა თავს, მაგრამ მთლად ასეთ ზედაპი-
რულ და მარტივ მიდგომასაც არ ველოდი.
ექიმმა ჩემს ცოლს უთხრა, რომ ცუდად მქონდა საქმე. ჯანქი-
სადმი „დიდი ამბავი, თუ ვიჩხირავ“ დამოკიდებულება აქვსო.
მოსალოდნელია რეციდივი, რადგან მისი ფსიქიკური თუ ფიზი-
კური მდგომარეობის განმსაზღვრელი ფსიქიკური ფაქტორები
კვლავაც ძლიერიაო. თუ თვითონ არ მოინდომებს, მე ვერ და-
ვეხმარებიო. მასთან თანამშრომლობის შემთხვევაში მზად იყო,
რვა დღეში მთლიანად დაეშალა და ხელახლა აეწყო ჩემი ფსიქი-
კა.

135 მკითხველთა ლიგა


***

სხვა პაციენტებიც უბრალო და საბრალო ხალხი იყო. სანა-


ტორიუმში, ჩემ გარდა, სხვა ნარკომანი არ მკურნალობდა. ჩემს
განყოფილებაში მხოლოდ ერთ ლოთს ჰქონოდა შეხება ჯან-
ქთან. ლოთი გატეხილი ყბითა და სახის სხვა ტრავმებით დაეწ-
ვინათ საავადმყოფოში. მითხრა, სხვა საჯარო საავადმყოფოებ-
მა არ მიმიღესო. „ჩერითიდანაც“ კი გამოუგდიათ, მოშორდი
აქედან, იატაკი სულ სისხლით მოთხვარეო. ჰოდა, ისიც ამ სანა-
ტორიუმში მოსულა, რადგან აქ წინათაც იყო ნამყოფი და იცოდ-
ნენ, რომ ფულს გადაიხდიდა.
სხვები კიდევ უფრო დაჩაჩანაკებულები იყვნენ, სრული არა-
რაობები. ისეთები, ფსიქიატრებს რომ უყვართ; ხალხი, ვისზეც
ექიმი ფრედერიქსისნაირები დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მათ
შორის ერთი ჩია, მკრთალი კაცი იყო, ისეთი უფერული, რომ
გამჭვირვალე გეგონებოდათ. ცივ და დაუძლურებულ ხვლიკს
ჰგავდა. ეს ტიპი ნერვულ მოშლილობას უჩიოდა. მთელი დღე
დერეფანში სცემდა ბოლთას და იმეორებდა: „ღმერთო, ღმერ-
თო, ადამიანადაც კი აღარ ვგრძნობ თავს“. იმდენი ძალაც კი
აღარ შერჩენოდა, თავს მორეოდა; მისი სხეული ლამის ნაწილე-
ბად დაშლილიყო.
პაციენტების უმეტესობა ხნიერი იყო. მომაკვდავ ძროხასავით
დაბნეულები, აღშფოთებულები და გამოჩერჩეტებულები გიყუ-
რებდნენ. ზოგიერთი პალატიდან საერთოდ არ გამოდიოდა. ერ-
თი ახალგაზრდა შიზოფრენიკისთვის ბინტით ხელები შეეკრათ,
რომ სხვა პაციენტებისთვის არაფერი დაეშავებინა. დეპრე-
სიული ადგილი და დეპრესიული ხალხი!
ინიექციები უფრო და უფრო ნაკლებად მოქმედებდა ჩემზე და
რვა დღის შემდეგ გამოტოვება დავიწყე. ერთხელაც ოცდაოთხ

136 მკითხველთა ლიგა


საათს გავძელი მათ გარეშე და მეორე დღესვე სანატორიუმიდან
წასვლა გადავწყვიტე.
ჩემი ცოლი ექიმი ფრედერიქსის სანახავად წავიდა და მას მი-
სივე კაბინეტის წინ, დერეფანში შეეჩეხა. ექიმმა უთხრა, იქნებ
თქვენი ქმარი კიდევ ოთხ-ხუთ დღეს დარჩესო.
- ჯერ არ იცის, მაგრამ დღეიდან ინიექციებს შევუწყვეტთ, -
თქვა ექიმმა ფრედერიქსმა.
- უკვე ოცდაოთხი საათია, ინიექცია აღარ გაუკეთებია, - უთ-
ხრა ჩემმა ცოლმა.
ექიმი ძალიან გაწითლდა. როცა ენა ამოიდგა, თქვა:
- კი, მაგრამ ხომ შეიძლება აბსტინენციის სიმპტომებმა
შეაწუხოს?!
- ათი დღის შემდეგ ეს ძნელად სავარაუდოა.
- გეუბნებით, შეიძლება, - თქვა ექიმმა და სანამ ჩემი ცოლი
შეპასუხებას მოასწრებდა, გაეცალა.
- ერთი მაგისიც, - ვუთხარი ჩემს ცოლს. - მაგას მაინც არ გა-
მოიძახებენ მოწმედ. ტაიჯი თავის ექიმს გამოიყვანს მოწმედ ჩე-
მი მდგომარეობის შესაფასებლად. ამ რეგვენს სასამართლო
პროცესზე რა სისულელე წამოსცდება, არავინ იცის.
ექიმმა ფრედერიქსმა ჩემი გაწერის საბუთს ხელი მოაწერა.
კაბინეტიდან არ გამოსულა, ექთანმა შეუტანა ქაღალდები. რა-
საკვირველია, საბუთს მიაწერა: „ექიმის რჩევის საწინააღმდე-
გოდ“.

137 მკითხველთა ლიგა


***

ხუთი საათი იყო, საავადმყოფოდან რომ გამოვედით და ტაქ-


სით ქენელ-სტრიტზე წავედით. ბარში შევედი და ოთხი ჭიქა სო-
დიანი ვისკი დავლიე. შევთვერი და გამოვკეთდი კიდეც.
სახლის კარი რომ შევაღე და ზღურბლს გადავაბიჯე, ისეთი
გრძნობა დამეუფლა, თითქოს შინ ხანგრძლივი არყოფნის შემ-
დეგ დავბრუნდი. დროის იმ წერტილში დავბრუნდი, სანამ ერთი
წლის წინ პეტთან ერთად პონტის გულისთვის გავიჩხირავდი.
მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ რამდენიმე დღე
თავს კარგად გრძნობ. სვამ, გშია და საჭმელს გემოს ატან; სექ-
სუალური მოთხოვნილებებიც გიბრუნდება. ყველაფერი გან-
სხვავებული, უფრო მკვეთრი გეჩვენება. მერე ისევ გეკარგება
ხალისი. გეზარება ჩაცმა, სკამიდან წამოდგომა, ჩანგლის აღება.
არც არაფრის კეთება გინდა და არც სადმე წასვლა. ჯანქიც კი
აღარ გინდა. ჯანქის მოთხოვნილება კი ქრება, მაგრამ სანაც-
ვლოდ არაფერი ჩნდება. ეს პერიოდი როგორმე უნდა გადაიტა-
ნო. ამ დროს ყველაფერს ფერმაში მუშაობა სჯობია.
როგორც კი ჩემი გათავისუფლების შესახებ შეიტყო, პეტი მა-
შინვე მესტუმრა. მითხრა, ერთი გაჩხირვა მაინც არ გავნებს და
ხომ არ გაიკეთებდიო. თუ რამე, ათ ან მეტ კაფსულს კარგ ფასში
დავითრევო. უარი ვუთხარი. როცა ლომკა აღარ გაწუხებს,
უარის სათქმელად ნებისყოფის მოკრება აღარ გჭირდება. ჯანქი
აღარ გინდა და მორჩა.
თანაც ჩემს საქმეს შტატი იძიებდა, შტატში კი ნარკომანიის
ყველა შემთხვევა ერთმანეთს ემატება. ნარკომანიის მუხლით
ორი ბრალდება შვიდწლიან სასჯელს უდრის. ისიც შეიძლება,
ერთი მუხლით შტატმა გაგასამართლოს, მეორეთი - ფედერა-
ლებმა. ჰოდა, როცა შტატის საპატიმროდან გამოხვალ, კართან

138 მკითხველთა ლიგა


ფედერალები დაგხვდებიან და ფედერალურ საპატიმროში გაგა-
ქანებენ. ან პირიქით, თუ ჯერ ფედერალებთან მოიხდი სასჯელს,
მერე შტატის საპატიმროში გიკრავენ თავს.
ზუსტად ვიცოდი, რომ შტატი აუცილებლად ეცდებოდა ჩემ-
თვის სხვა რამის აკიდებას, რადგან ჩემ წინააღმდეგ აღძრული
პირველი საქმე მაშინ ჩააფლავეს, როცა სახლში ფედერალები-
ვით უორდეროდ შემომეჭრნენ. ხელ-ფეხი გახსნილი მქონდა და
შემეძლო მომხდარის ჩემეული ვარიანტი წარმედგინა სასამარ-
თლოსთვის, მით უმეტეს, ხელმოწერილი ჩვენება არ არსებობ-
და. საქმე ისაა, რომ შტატი ჩემ წინააღმდეგ ჩემ მიერ ხელმოწე-
რილ ჩვენებას ვერ გამოიყენებდა, რადგან მაშინ ჩემი და იმ მსუ-
ქანი კაპიტნის შეთანხმების დეტალების გამჟღავნებაც მოუწევ-
და. აი, თუ რამე ახალს ამკიდებდნენ, მაშინ კი ნაღდად გამომი-
ჭერდნენ.
როგორც წესი, გათავისუფლებული ნარკომანი ეგრევე ბარი-
გასთან მიდის. ეს სამართალდამცველებაც იციან და ალბათ,
პეტსაც უთვალთვალებდნენ. ჰოდა, პეტს ვუთხარი, სანამ ამ საქ-
მის განხილვა არ მორჩება, ჯანქს არ გავეკარები-მეთქი. პეტმა
ჩემგან ორი დოლარი ისესხა და წავიდა.
რამდენიმე დღის შემდეგ ქენელ-სტრიტზე რამდენიმე ბარში
შევიარე დასალევად. მჩხირავს, რომელიც ჯანქს თავს არიდებს,
სიმთვრალეში ისევ ჯანქი ახსენდება. ერთ-ერთი ბარის ტუალეტ-
ში ტუალეტის ქაღალდის რულონზე დადებული ვიღაცის საფულე
ვიპოვე. ფულს რომ პოულობ, ბედნიერებისგან თავი სიზმარში
გგონია. საფულიდან ოც-, ათ- და ხუთდოლარიანი ამოვიღე. გა-
დავწყვიტე, სხვა ბარის ტუალეტში შევსულიყავი და დახლზე და-
ტოვებული მარტინისკენ არც გამიხედავს.
მერე პეტთან ავედი.
პეტმა კარი გამიღო და მომესალმა: - გაუმარჯოს, ძმაკაც. მი-
ხარია შენი დანახვა.
139 მკითხველთა ლიგა
საწოლზე ვიღაც ტიპი იჯდა, რომელიც ჩემი შესვლისას კა-
რისკენ შემოტრიალდა.
- გამარჯობა, ბილ, - თქვა მან.
სამი ხანგრძლივი წამის განმავლობაში ვაკვირდებოდი მას,
სანამ ვიცნობდი. ეს დიუპრე იყო. ერთდროულად ახალგაზრდა-
დაც გამოიყურებოდა და ხნიერადაც. თვალებში სიცოცხლე მო-
მატებოდა და ათი კილოგრამით გამხდარიყო. დროდადრო სა-
ხეს მანჭავდა, თითქოს მკვდარი ქსოვილი ცოცხლდებოდა - ჯე-
რაც მექანიკურად კრთოდა და იკრუნჩხებოდა. როცა ჯანქი საკ-
მარისად ჰქონდა, დიუპრე ისეთი უსახური და უსულო იყო, რომ
ბრბოში ვერ გამოარჩევდით და ვერც შორიდან იცნობდით. ახ-
ლა მისი სახის ნაკვთები მკვეთრი და სუფთა იყო. ახლა რომ
ხალხმრავალ ქუჩაზე მის გვერდით ჩაგევლოთ, დიუპრეს სახე
სამუდამოდ ჩაგებეჭდებოდათ გონებაში - როგორც კარტის ფო-
კუსში, როცა ილუზიონისტი სწრაფად ჭრის კარტს და გეუბნება,
აირჩიე ნებისმიერი კარტი, რომელიც გინდაო, მაგრამ ბოლოს
მაინც საჭირო კარტს გაჩეჩებთ ხელში.
როცა ჯანქი საკმარისად ჰქონდა, დიუპრე ბევრს არ ლაპარა-
კობდა. ახლა უდარდელად ლაყბობდა. მიამბო, როგორ წაას-
წრეს სალაროდან ფულის აწაპნისას და სამსახურიდან გააპან-
ღურეს. ახლა ჯანქის საყიდელი ფული აღარ მაქვს, ტკივილგამა-
ყუჩებლებსაც ვეღარ ვყიდულობ, რომ თანდათან შევეშვა გაჩ-
ხირვასო. გაუთავებლად ლაქლაქებდა:
- ომამდე ყველა „ძაღლი“ მიცნობდა. მესამე განყოფილების
იზოლატორში ბევრჯერ გამიტარებია სამოცდათორმეტი საათი.
მაშინ პირველი განყოფილება ერქვა. კარგად იცი, რა ძნელია,
ჯანქს რომ მოსწყდები, - თავის სასქესო ორგანოზე მიგვითითა
და მერე ხელი ამოატრიალა. ამ ჟესტით თითქოს მუჭში მოიქცია
ის, რაზეც ლაპარაკობდა და ახლა ხელისგულზე ედო. - გიდგება
და პირდაპირ შარვალში უშვებ. ხანდახან ადგომაც არ სჭირდე-
140 მკითხველთა ლიგა
ბა. ერთხელ ლერისთან ერთად ვიჯექი. ხომ იცნობ ამ ბიჭს? მა-
შინ ცოტ-ცოტას ბარიგობდა. ვუთხარი, ლერი, უნდა დამეხმარო-
მეთქი. იმანაც შარვალი ჩაიხადა. ხო ხვდები არა, ეს ჩემთვის
გააკეთა!
პეტი ვენას ეძებდა. ტუჩები გამკიცხავად გამობერა.
- რა იდიოტებივით ლაპარაკობთ!
- რა იყო, პეტ? ვენას ვერ არტყამ? - ვკითხე მე.
- ვერა, - მიპასუხა მან და ლახტი მაჯაზე შემოიჭირა, რომ
მკლავის ნაცვლად ხელში გაეჩხირა.
მოგვიანებით ადვოკატთან შევიარე კანტორაში და ვკითხე,
შტატიდან გასვლის უფლება თუ მაქვს-მეთქი. ტეხასში, რიო--
გრანდეს ხეობაში, ნაკვეთი მქონდა და იქ მინდოდა წასვლა.
- ამ ქალაქში ცეცხლწაკიდებული პეტარდა ხართ, - მითხრა
ტაიჯმა. - მოსამართლისგან ნებართვა ავიღე და შტატიდან გას-
ვლის უფლება მოგცეს. როცა მოგინდებათ, მაშინ წახვალთ ტე-
ხასში.
- იქნებ მექსიკაშიც გადავიდე, - დავამატე. - ეს თუ შეიძლება?
- მთავარია, სასამართლო პროცესის დაწყებამდე დაბრუნ-
დეთ. სხვა მხრივ, არანაირად არ ხართ შეზღუდული. მაგალი-
თად, ჩემი ერთი კლიენტი ვენესუელაში გაემგზავრა. როგორც
ვიცი, ჯერაც იქაა. არ დაბრუნებულა.
ტაიჯი ამოუცნობი ტიპი იყო. დავიბენი. ვერ მივხვდი, რას
მირჩევდა: გაქცევას და არდაბრუნებას? ხანდახან თავს მოუქნე-
ლად გაჩვენებდა ან შეუსაბამოდ იქცეოდა, მაგრამ სინამდვილე-
ში დასახულ გეგმას მიჰყვებოდა. ზოგიერთი მისი გეგმა შორს
მიმავალი იყო. ზოგჯერ, თუ დაინახავდა, რომ გეგმას შედეგი არ
მოაქვს, მის განხორციელებაზე უარს ამბობდა. გონიერი კაცი
იყო, მაგრამ ხანდახან სულელური აზრები მოსდიოდა თავში. მა-
გალითად, ერთხელ ვუთხარი, ვენაში ექვსი თვე მედიცინას
ვსწავლობდი-მეთქი და აი, რა მიპასუხა:
141 მკითხველთა ლიგა
- მშვენიერია. იქნებ სასამართლოზე ასე ვთქვათ: რახან მე-
დიცინას სწავლობდით, გჯეროდათ, სამედიცინო ცოდნის დახმა-
რებით თავად შეძლებდით საკუთარი თავის მკურნალობას და
სწორედ ამისთვის იყიდეთ ნარკოტიკული საშუალებები, რომ-
ლებიც თქვენს სახლში იპოვეს?!
მომეჩვენა, რომ ამ აშკარა სიცრუეს არავინ ჭამდა.
- მეტისმეტად განათლებულად თავის წარმოჩენა არ გვარ-
გებს, - ვთქვი მე, - ნაფიც მსაჯულებს ევროპაში ნასწავლი ხალხი
არ უყვართ.
- მაგას ეშველება, თუ პერანგის საყელოს ოდნავ შეიხსნით
და სამხრეთული აქცენტით ალაპარაკდებით.
ყალბ სამხრეთულ აქცენტზე ლაპარაკი და თავის უბრალო
ადამიანად მოჩვენება ვერ წარმომედგინა. ოცი წლის წინ შევ-
წყვიტე ასეთი ტიპის როლის თამაში. ტაიჯს ვუთხარი, ეგეთი
წარმოდგენების გამართვა საჩემო საქმე არაა-მეთქი და მას მე-
რე აღარც შემოუთავაზებია.
სისხლის სამართალი ის იშვიათი პროფესიაა, რომლის სპე-
ციალისტისგანაც კლიენტი იღბალს ყიდულობს. როგორც წესი,
იღბალი ამა თუ იმ ადამიანს მუდამ თან სდევს და სხვას არ გა-
დაეცემა. აი, კარგ ადვოკატს კი შეუძლია თავისი იღბალი კლი-
ენტს მიჰყიდოს; და რაც უფრო მეტ იღბალს ყიდის, მით მეტის გა-
ყიდვას შეძლებს მომავალში.

142 მკითხველთა ლიგა


***

რამდენიმე დღეში ნიუ-ორლეანიდან რიო-გრანდეს ხეობაში


წავედი. მდინარე რიო-გრანდე მექსიკის ყურეში ბრაუნსვილთან
ჩაედინება. ბრაუნსვილიდან 95 კილომეტრით ზემოთ მდინარის
გაყოლებაზე მდებარეობს ქალაქი მიშენი. ხეობა სწორედ მიშენ-
სა და ბრაუნსვილს შორისაა გადაჭიმული. მისი სიგანე 30 კი-
ლომეტრია. ხეობას მდინარე რიო-გრანდე რწყავს. ადრე იქ,
მესკიტისა და კაქტუსის გარდა, არაფერი ხარობდა. დღეს რიო--
გრანდეს ხეობა აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი
სასოფლო-სამეურნეო მხარეა.
ბრაუნსვილიდან მიშენამდე სამზოლიანი ავტომაგისტრალი
მიდის. ავტომაგისტრალის გასწვრივ რიო-გრანდეს ხეობის
პატარ-პატარა ქალაქებია ჩამწკრივებული. ხეობაში არც მეგა-
პოლისებია და არც სოფლები. ის სიფრიფანა, არამყარი სახლე-
ბის უზარმაზარი დასახლებაა. ხეობა მაგიდის ზედაპირივით
ბრტყელია. იქ კალიფორნიული პალმის, ციტრუსებისა და მარ-
ცვლეულის გარდა არაფერი ხარობს. ყოველდღე დაისამდე ცხე-
ლი ქარი ქრის. რიო-გრანდეს ხეობა ციტრუსების მხარეა. მხო-
ლოდ აქ მოდის წითელი და ვარდისფერი გრეიპფრუტი. ამ მხა-
რეს უძრავი ქონების სააგენტოები აქტიურად სთავაზობენ მყიდ-
ველს, ეს „ცოტა ხნით შესავლელი“ ტურისტული ბანაკებისა და
სიკვდილის მომლოდინე მოხუცების მხარეა. ხეობის ხედები
მუდმივად იცვლება, თითქოს აქ ბანაკი იყოს ან კარნავალი. მა-
ლე არიფი მყიდველები გადაშენდებიან და ვაჭრებისა და გამ-
ყიდველების მთელი ეს ხროვა სადმე სხვაგან წავა.
ოციან წლებში უძრავი ქონების აგენტებს მატარებლებით ჩა-
მოჰყავდათ პოტენციური მყიდველები რიო-გრანდეს ხეობაში,
გრეიპფრუტს საკუთარი ხელით აკრეფინებდნენ და ასინჯებ-

143 მკითხველთა ლიგა


დნენ. როგორც ამბობენ, ერთ-ერთ პირველ სარეკლამო აგენტს
დიდი ხელოვნური ტბა გაუშენებია და მის ირგვლივ მიწების გა-
ყიდვა დაუწყია, მყიდველებს ეუბნებოდა, თქვენს ბაღებს ტბის
წყლით მორწყავთო. როგორც კი უკანასკნელი ნაკვეთი გაუს-
ხვისებია, წყალი გადაუკეტია და თავის ტბასთან ერთად გამქრა-
ლა, ხოლო კლიენტები უდაბნოში დაუტოვებია.
უძრავი ქონების ერთი აგენტისაგან მსმენია, რომ ციტრუსის
პლანტაცია ფრიად მიმზიდველი დეკორაციაა პენსიაზე გასული
მოხუცებისთვის, რომლებსაც სიცოცხლის უკანასკნელი
დღეების შემსუბუქება უნდათ. პლანტაციის მფლობელი არა-
ფერს აკეთებს. პლანტაციაზე ციტრუსების ასოციაცია ზრუნავს
და მოსავალსაც ის ყიდის, პლანტაციის მფლობელს კი ჩეკს აძ-
ლევს. სხვათა შორის, მცირე ინვესტორისთვის ციტრუსები სა-
რისკო საქმეა. მართალია, გარკვეული დროის განმავლობაში
საშუალო მოგება, განსაკუთრებით, ვარდისფერი და ლალისფე-
რი ნაყოფის გაყიდვისგან მიღებული შემოსავალი, დიდია, მაგ-
რამ მცირე ინვესტორი უეჭველად გაკოტრდება, როცა ფასები
დაბალია ან მოსავალი - ცოტა.
აღსასრულის მოლოდინს მოუცავს ხეობა. ყველაფერი იქამ-
დე უნდა მოასწრო, სანამ რამე მომხდარა; სანამ მავნებლებს
ციტრუსის მოსავალი გაუნადგურებიათ; სანამ მთავრობას ბამ-
ბის ფასის მხარდაჭერა შეუწყვეტია; სანამ ყინვები დაწყებულა,
ქარიშხალი ამოვარდნილა, წყალდიდობა მომხდარა ან გვალ-
ვას გაუხმია ნაყოფი, სანამ სასაზღვრო პატრულს მექსიკიდან
იაფი მუშახელის შემოპარებისას გამოუჭერიხარ. ხეობაში ავი
წინათგრძნობა არასდროს გშორდება, შუადღის ქარივით
შეუპოვარი და შემაწუხებელია. ოდესღაც ეს ხეობა უდაბნო იყო
და ერთხელაც კვლავ უდაბნოდ იქცევა. ჰოდა, სანამ ჯერ კიდევ
დრო გაქვს, შენ შენსას ცდილობ.

144 მკითხველთა ლიგა


ჰოდა, სხედან მოხუცები უძრავი ქონების სააგენტოების ოფი-
სებში და ამბობენ:
- ჩემთვის ეს ახალი არაა. უწინაც მინახავს ეს ყველაფერი.
მახსოვს, 1928 წელს...
თუმცა ახალი ფაქტორი, რომელიც უწინ არავის უნახავს, მო-
სალოდნელი უბედურების ნაცნობ ასპექტებს ნელ-ნელა ცვლის;
თითქოს მომაკვდინებელი სენი ედება სხეულს ისე, რომ ვერა-
ვინ იტყვის, ავადმყოფობა როდის დაიწყო.
სიკვდილი უსიცოცხლობაა. სადაც უსიცოცხლობაა, იქ სიკ-
ვდილი და ხრწნა სუფევს. ის, რასაც ორგონს, გნებავთ, სასიცოც-
ხლო ძალას უწოდებენ და რითაც ყველა უნდა ვიკვებოთ, რიო--
გრანდეს ხეობაში არ არსებობს. საჭმელი მანამ გიფუჭდება, სა-
ნამ სახლში მიიტან. რძე მანამ გიმჟავდება, სანამ დალევ. ხეობა
ის ადგილია, სადაც ახალი ანტისასიცოცხლო ძალა მძლავ-
რობს.
სიკვდილი უხილავი ბურუსივით გადაჰფარებია ხეობას. ეს
ადგილი უცნაურად იზიდავს ყოველგვარ მომაკვდავსა და მო-
მაკვდინებელს. სწორედ ამ ხეობაში მოედინებიან მომაკვდავი
უჯრედები.
გარი უესტი მინეაპოლისიდან ჩამოვიდა. მსოფლიო ომის
დროს მერძევეობის ფერმაში მუშაობით ოცი ათასი დოლარი
დაეგროვებინა. ამ ფულით ხეობაში სახლი და პლანტაცია იყი-
და. მისი კარ-მიდამო ქალაქ მიშენის განაპირას მდებარეობდა,
იქ, სადაც სარწყავი სისტემა მთავრდება და უდაბნო იწყება. ორ
ჰექტარზე გაშენებული იყო ლალისფერი გრეიპფრუტი და 1920-
იანი წლების ესპანური სტილის სახლი. სწორედ აქ დასახლდა
დედასთან, ცოლთან და ორ შვილთან ერთად. მის თვალებში შე-
ამჩნევდით მზერას საგონებელში ჩავარდნილი, შეშინებული და
აღშფოთებული ადამიანისა, რომელიც გრძნობს, როგორ იჭრე-
ბა მის სხეულში სასიკვდილო სენი. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო
145 მკითხველთა ლიგა
ავად, მაგრამ უესტმა იცოდა, რომ მისი უჯრედები სიკვდილს
დაეძებდნენ. ერთი სული ჰქონდა, კარ-მიდამო გაეყიდა და
იქაურობას გასცლოდა.
- ასე მგონია, გალიაში ვარ გამომწყვდეული, - ამბობდა იგი, -
ხეობას თავი რომ დააღწიო, შორს უნდა წახვიდე.
ჯერ ერთი საქმე წამოიწყო, მერე მეორეზე გადაერთო; მისი-
სიპის პლანტაციას შეეშვა და მექსიკაში ბოსტნეულის სათბური
ააშენა. მერე მინესოტაში დაბრუნდა და მსხვილფეხა საქონლის
საკვების კომპანიაში დააბანდა ფული, რომელიც კარ-მიდამოს
გაყიდვისას გადაუხადეს. თუმცა ხეობა მაინც ვერ დაივიწყა. ან-
კესზე წამოგებული თევზივით ფართხალებდა, სანამ მომაკვდავი
უჯრედების სიმძიმემ ძალა არ გამოაცალა და ხეობამ საბოლო-
ოდ არ დაატყვევა. უამრავი ავადმყოფობა გადაიტანა, მაგრამ
გაციებამ მის გულში ჩაიბუდა. მაკალენის საავადმყოფოში დაწ-
ვა, მაგრამ იქაც ვერ ისვენებდა, საქმიანი კაცივით საწოლიდან
მალე წამოდგომა და მუშაობის გაგრძელება უნდოდა. მისი წა-
მოწყებები უფრო და უფრო უცნაური და სასაცილო ხდებოდა.
- ეგ კაცი გიჟია, - მითხრა როიმ, უძრავი ქონების აგენტმა. -
თვითონაც არ იცის, რა უნდა.
გარი უესტისთვის ახლა მხოლოდ რიო-გრანდეს ხეობა არსე-
ბობდა. სხვაგან წასასვლელი არსად ჰქონდა. სხვა ადგილები
წარმოსახვად იქცა. მასთან საუბრისას მისტიკური განცდა გეუფ-
ლებოდა, რომ მაგალითად, მილუოკი სინამდვილეში არ არსე-
ბობს. ოდნავ მომჯობინებული უესტი არკანზასში გაემგზავრა
ცხვრის საძოვრის დასათვალიერებლად, რომლის ერთ ჰექტარ-
საც ოცდაათ დოლარად ყიდდნენ. მერე ისევ ხეობაში დაბრუნდა
და ბანკიდან გამოტანილი კრედიტით სახლის შენება დაიწყო.
ამასობაში თირკმლებზე რაღაც დაემართა და ორგანიზმი შარ-
დით გაევსო. მისი კანი, მისი ამონასუნთქიც კი შარდის სუნად
ყარდა. ეს ურემიააო, წამოიძახა ექიმმა, როცა მის კაბინეტში
146 მკითხველთა ლიგა
შარდის სუნი დატრიალდა. უესტს კრუნჩხვები დაეწყო და მოკ-
ვდა. ცოლს თამასუქებისა და ჩეკების გროვა დაუტოვა, რომ-
ლებში გასარკვევადაც მას, ალბათ, ათი წელი მაინც დასჭირდე-
ბა.
თუ ვინმე ან რამე ცუდია ამერიკაში, ყველას და ყველაფერს
აქ მოუყრია თავი. მთელ ამ არემარეში ერთ წესიერ რესტორანს
ვერ იპოვით. აქაურ საჭმელს მხოლოდ ისეთი ვინმე თუ მოიწო-
ნებს, ვინც საერთოდ ვერ გრძნობს ვერაფრის გემოს. ხეობაში
რესტორნებს ისინი კი არ ხსნიან, ვისაც სამზარეულოსი რამე
გაეგება ან კარგად დანაყრება უყვარს; აქაური რესტორნები
ისეთი ხალხის ხელშია, ვისაც მიაჩნია, რომ თუ მოშივდება, კაცი
ყველაფერს შეჭამს და ამიტომაც რესტორანი სარფიანი ბიზნე-
სია. აქაურ რესტორანს შუშის ფასადი აქვს, რომ გამვლელმა ინ-
ტერიერი დაინახოს, ინტერიერი კი მთლიანად მოქრომილია.
საჭმელად ამერიკული რესტორნის საშინელ კერძებს გთავაზო-
ბენ. და აი, ახლა მფლობელი ზის თავის რესტორანში და კლიენ-
ტებს დაბნეული და აღშფოთებული უყურებს. რომ უფიქრდება,
სულაც არ უნდოდა რესტორნის გახსნა... ამ საქმით ფულს ვე-
ღარ შოულობს.
მსოფლიო ომისა და მის შემდგომ, რამდენიმეწლიან პერი-
ოდში ბევრმა იშოვა იოლი ფული. მაშინ ყველა ბიზნესი სარ-
ფიანი იყო, როგორც ყველა აქციაა სარფიანი მზარდ ბაზარზე.
ბევრმა იფიქრა, რომ წარმატებული საქმოსანი იყო, სინამდვი-
ლეში კი მხოლოდ უმართლებდათ. დღეს რიო-გრანდეს ხეობაში
აღარც ისე კარგადაა საქმე და მხოლოდ ნამდვილად წარმატე-
ბულ საქმოსნებს შეუძლიათ გადარჩენა. ხეობაში ეკონომიკის
კანონები უმაღლესი ალგებრის ფორმულებივით მოქმედებს,
რადგან მასში ადამიანური ფაქტორი გათვალისწინებული არ
არის. ძალიან მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან. დიდი აქ-
ციონერები გამჭრიახები, სასტიკები ან რისკიანები სულაც არ
147 მკითხველთა ლიგა
არიან; მათ არც ფიქრი უწევთ და არც რამის თქმა. მხოლოდ სხე-
დან, ფული კი თავისით მოედინება.
ან დიდ აქციონერებთან ერთად იქნები, ან თამაშიდან გავარ-
დები და მათ მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი სამუშაოთი მო-
გიწევს დაკმაყოფილება. საშუალო ფენა იჭყლიტება, მხოლოდ
ათასში ერთი ადის მაღლა. დიდი აქციონერები მაყურებლები
არიან, მცირე ფერმერები - მსახიობები. მსახიობი გაკოტრდება,
თუ თამაშს განაგრძობს, მაგრამ ფერმერი მაინც ვერ ჩერდება,
რადგან თუ არ ითამაშებს, ვალდებულებების შეუსრულებლობის
გამო მთავრობასთან წააგებს. დიდი აქციონერები რიო--
გრანდეს ხეობის ყველა ბანკს ფლობენ და როცა ფერმერი კოტ-
რდება, მის ქონებას ეპატრონებიან. მალე მთელი ხეობა დიდი
აქციონერების ხელში აღმოჩნდება.
ხეობა კამათლის პატიოსნად საგორებელ მაგიდას ჰგავს. აქ
მოთამაშეებს თამაშის შედეგზე გავლენის მოხდენის საშუალება
არ აქვთ და იგებს ის, ვისაც ბედი უღიმის. აქ ვერავისგან მოის-
მენთ, „ასეც უნდა მომხდარიყოო“. ან თუ ამას ამბობენ, სიკ-
ვდილს გულისხმობენ. ის, რაც „ასეც უნდა მომხდარიყო“, შეიძ-
ლება კარგიც იყოს და ცუდიც, მაგრამ რაც არის, არის, სინა-
ნულს აზრი არ აქვს, რადგან მაინც ვეღარაფერს შეცვლი. ხეობა-
ში რაც ხდება, ყველაფერი შემთხვევით ხდება, გარდა სიკვდი-
ლისა და აქაურები ყოველთვის წარსულს მისტირიან, ჩავლილი
მატარებელივით და დიდი იმედი აქვთ, რომ მატარებელი უკან
დაბრუნდება: „ის ორმოცი ჰექტარი მიწა არ უნდა გამეყიდა დაბ-
ლობზე; ის ნავთობის საბადოები იჯარით უნდა ამეღო; პომიდ-
ვრის ნაცვლად ბამბა უნდა დამეთესა“. ცას სწვდება ხეობიდან
ამომავალი ზლუქუნი და ბანალური წუწუნი.
ხეობაში რომ ჩავედი, ჯერაც მკურნალობის შემდგომი დეპ-
რესიით დათრგუნვილი ვიყავი. არც ძალ-ღონე მქონდა, არც ჭა-
მის მადა. მხოლოდ ძილი მინდოდა და დღეში თორმეტ--
148 მკითხველთა ლიგა
თოთხმეტ საათს მეძინა. ხანდახან ტკივილგამაყუჩებელს ვყიდუ-
ლობდი, ნემბუტალის ორ აბთან ერთად ვსვამდი და რამდენიმე
საათით თავს ნორმალურად ვგრძნობდი. ტკივილგამაყუჩებელს
ხელმოწერის გარეშე არ მოგყიდიან და ვფრთხილობდი, აფ-
თიაქები არ „დამეწვა“. ტკივილგამაყუჩებელი ხანგამოშვებით
უნდა იყიდო, თორემ აფთიაქარი დაეჭვდება და ან გაგაგდებს, ან
ფასს მოუმატებს.
ვინმე ევანსს შევუამხანაგდი მანქანა-მოწყობილობების სა-
ყიდლად, ფერმერის დასაქირავებლად და ბამბის მოსაყვანად.
60 ჰექტარზე დავთესეთ ბამბა. ნახევარ ჰექტარზე ერთი ბარდანა
ბამბა მოდის, ხოლო აშშ-ის ფასის მხარდაჭერის პოლიტიკის
წყალობით ერთ ბარდანაზე 150 დოლარი გარანტირებული
გვქონდა. ჯამში, ჩვენმა შემოსავალმა 22,000 დოლარი შეადგი-
ნა. ყველანაირ სამუშაოს ფერმერი აკეთებდა. მე და ევანსი მხო-
ლოდ რამდენიმე დღეში ერთხელ შევუვლიდით და ნათესებს
ვათვალიერებდით. თითქმის ერთი საათი გვჭირდებოდა პლან-
ტაციის შემოსავლელად, რადგან ნათესები ედინგბურგიდან
დაბლობამდე, ლამის მდინარის ნაპირამდე იყო გაშლილი. სი-
მართლე ითქვას, არც მე და არც ევანსს ბამბის არაფერი გაგვე-
გებოდა და სულ ტყუილად დავდიოდით. მხოლოდ დრო გაგვყავ-
და საღამოს ხუთ საათამდე, სანამ სმას დავიწყდებდით.
ყოველ საღამოს ევანსის სახლში ხუთი-ექვსი კაცი იკრიბებო-
და. ზუსტად ხუთ საათზე რომელიმე თუნუქის ტაფას შემოჰკრავ-
და და დაიყვირებდა: „სმის დროა!“ სხვები მოკრივეებით წამოხ-
ტებოდნენ, თითქოს გონგის ხმა გაიგონესო. ეკონომიის მიზნით
მექსიკური ალკოჰოლისგან თვითონ ვამზადებდით ჯინს. ჯინში
გაზავებულ მარტინის საშინელი გემო აქვს და შიგ ყინულის ნა-
ტეხები უნდა ჩაყარო, თორემ სანამ დალევას მოასწრებ, გათბე-
ბა. სიცხეში კარგი მარტინის სმა არ მიყვარს და მაგას რა დამა-
ლევინებდა?! ჰოდა, მეც შაქრის, ლიმონის, სოდისა და ერთი
149 მკითხველთა ლიგა
მწიკვი ქინაქინისგან ვიმზადებდი კოქტეილს. რიო-გრანდეს
ხეობაში ქინაქინის კოქტეილზე არაფერი სმენოდათ.
მთელი ზაფხული ბამბისთვის იდეალური ამინდი იყო. ყო-
ველდღე ცხელოდა. კრეფა დამოუკიდებლობის დღის შემდეგ
დავიწყეთ და პირველი სექტემბრისთვის ბამბა უკვე გაყიდული
გვქონდა. მოგება თითქმის არ დაგვრჩა. მოგების უდიდესი ნაწი-
ლით წარმოებისა და ცხოვრების ხარჯები დავფარე. გამოვთვა-
ლე და ხეობაში ერთი თვით ცხოვრება შვიდასი დოლარი მიჯდე-
ბოდა (თუმცა არც მანქანა მყავდა და არც დამლაგებელი). გა-
დავწყვიტე, რომ ხეობიდან წასვლის დრო მოვიდა.
პირველ ოქტომბერს სათავდებო კომპანიიდან უწყება მივი-
ღე, რომ ჩემი საქმის განხილვა ოთხ დღეში იწყებოდა. ტაიჯს და-
ვურეკე, მაგრამ ჩემმა ადვოკატმა დამამშვიდა:
- ყურადღებას ნუ მიაქცევთ. პროცესს გადავადებინებ.
რამდენიმე დღის შემდეგ ტაიჯმა მომწერა, პროცესის სამი
კვირით გადავადება მოვახერხე, მაგრამ მეეჭვება, სამი კვირის
შემდეგ იგივე შევძლოო.
დავურეკე და ვუთხარი, მექსიკაში მივემგზავრები-მეთქი.
- კარგი, - თქვა მან, - სამი კვირა გაქვთ და კარგად გაერთეთ.
ოღონდ სასამართლო პროცესის დაწყებამდე აუცილებლად
დაბრუნდით.
ვკითხე, პროცესის ხელმეორედ გადადების შანსი არაა--
მეთქი?
- პირდაპირ გეტყვით, ძალიან ცოტა. ამ მოსამართლეს ვერ-
საიდან ვერ მივუდექი. ეტყობა, კუჭის წყლული მაგრად აწუხებს.
როგორმე მექსიკაში უნდა დავრჩე-მეთქი, გადავწყვიტე გულ-
ში.

150 მკითხველთა ლიგა


***

მეხიკოში ჩასვლისთანავე ჯანქის ძებნა დავიწყე. ფხიზლად


ვიყავი, რამე რომ არ გამომპარვოდა. როგორც უკვე აღვნიშნე,
ნარკომანების უბნებს იოლად ვცნობ. ქალაქში ყოფნის პირველ-
სავე ღამეს დოლორესის ქუჩაზე ხეტიალისას ჩინური რაგუს
რესტორნის წინ მდგარი ჩინელი მჩხირავები შევამჩნიე. ჩინე-
ლებზე გასვლა ძნელია. ისინი მხოლოდ ჩინელებთან იჭერენ
საქმეს. ამიტომ ამ ტიპებთან მისვლით თავი არ შევიწუხე, ვიცო-
დი, რომ მაინც არ მომყიდდნენ ჯანქს.
ერთ დღეს მეტროს სადგურ „სან-ხუან-დე-ლეტრანიდან“ ამო-
ვედი და ქუჩაში კაფეს ჩავუარე. კაფეს შესასვლელი და იატაკი
ფერადი კაფელით იყო მოპირკეთებული. უეჭველად ახლოაღ-
მოსავლური კაფე უნდა ყოფილიყო. რომ მივუახლოვდი, შიგნი-
დან ვიღაც გამოვიდა. ზედვე ეტყობოდა, ვინც იყო - ასეთ ტიპებს
მხოლოდ მჩხირავთა უბნების განაპირას წააწყდებით.
როგორც გეოლოგს მიუძღვება გაშიშვლებული ქანები ჯერაც
აღმოუჩენელი ნავთობის საბადოსკენ, მეც გარკვეული ნიშნები
მაუწყებს ხოლმე ჯანქის სიახლოვეს. ჯანქი ხშირად საეჭვო და
მათ მომიჯნავე უბნებში გვხვდება: ნიუ-იორკში მე-3 ქუჩის გვერ-
დით, აღმოსავლეთის მე-14 ქუჩაზე; ნიუ-ორლეანში - სენტ--
ჩარლზსა და პოიდრასში; მეხიკოში - „სან-ხუან-დე-ლეტრანზე“;
მაღაზიებში, რომელთა პირველ სართულზე პარიკები და კბილი-
სა და კიდურების პროთეზები იყიდება, მეორეზე - სუნამოები,
პომადები და ეთერზეთები. ეს ის ადგილებია, სადაც ღარიბი უბ-
ნებისთვის დამახასიათებელი საეჭვო ბიზნესსაქმიანობა მიმდი-
ნარეობს.
ასეთ უბნებში ხშირად შეამჩნევთ ტიპს, რომელსაც ჯანქთან
კავშირი აქვს, ოღონდ თვითონ არც მომხმარებელია და არც

151 მკითხველთა ლიგა


გამყიდველი. თუმცა, როცა მას ხედავთ, „ჯადოსნური ლერწი“
მაშინვე იგრიხება. ჯანქი ახლოსაა. ეს ტიპი წარმოშობით ახლო-
აღმოსავლელია, სავარაუდოდ, ეგვიპტელი. გრძელი, წვეტიანი
ცხვირი აქვს. წვრილი ტუჩები პენისის თავივით იისფერია. სახე-
ზე ტკიცინა, გლუვი კანი გადაჰკვრია. სულით ხორცამდე უხამსი
და საძაგელია, რომლისგანაც არანაირი ავაზაკობა და უწესობა
არ გაგიკვირდება კაცს. სახეზე ცხადად ატყვია უკვე გამქრალი,
ძველი პროფესიისა თუ საქმიანობის კვალი; ერთხელაც ჯანქი
საერთოდ რომ გაქრეს დედამიწის ზურგიდან, მჩხირავები, ალ-
ბათ, მაინც დარჩებიან, ლომკის მკრთალ აჩრდილგადაფარებუ-
ლები (გაურკვეველი, მოუცილებელი დაუკმაყოფილებლობის
განცდით შეპყრობილები) იდგებიან თავიანთ ბირჟაზე.
დღეს ეს ეგვიპტელი იმ ადგილებში ტრიალებს, სადაც უწინ
თავის ძველსა და დაუჯერებელ ხელობას მისდევდა. სულაც არ
ღელავს. შავ თვალებში მწერისთვის დამახასიათებელი უხილა-
ვი სიმშვიდე ჩასდგომია. ისე გამოიყურება, თითქოს თაფლსა და
აღმოსავლურ სიროფს წრუპავდეს ხორთუმისმაგვარი ცხვირით
და ამით საზრდოობდეს.
ნეტა რა ხელობისა იყო? აშკარად მუშა-მოსამსახურის კლა-
სის წარმომადგენელია, რომელსაც ცხედრებთან ჰქონდა საქმე.
თუმცა მებალზამეს არ ჰგავს. იქნებ სხეულში ინახავს რამეს - სი-
ცოცხლის გამახანგრძლივებელ ნივთიერებას, რომელსაც პე-
რიოდულად სწოვენ თავისი ბატონ-პატრონები. ეს აღმოსავლე-
ლი ტიპი, რომელიღაც მწერივით, წარმოუდგენლად საძაგელი
ფუნქციის შემსრულებელია.

152 მკითხველთა ლიგა


***

გარედან თუ შეხედავთ, „ჩიმუ“ სხვა ბარებისგან არაფრით


განსხვავდება, მაგრამ შიგნით შესვლისთანავე მიხვდებით, რომ
„ცისფერების“ ბარში ამოყავით თავი.
დახლთან ლუდი შევუკვეთე და მიმოვიხედე. მუსიკალურ აპა-
რატთან სამი „ცისფერი“ მექსიკელი მომხვდა თვალში. ერთ--
ერთი მათგანი ტაძრის მოცეკვავის სტილიზებული მოძრაობით
მოსრიალდა ჩემთან და სიგარეტი მთხოვა. მის სტილიზებულ
მოძრაობაში რაღაც არქაული დავინახე - ლამაზი და იმავ-
დროულად გულისამრევი, ბიწიერი ცხოველური გრაცია. წარმო-
ვიდგინე, როგორ ირხევა იგი კოცონის შუქში, მისი ორაზროვანი
ჟესტები წყვდიადში იკარგება. სოდომია კაცობრიობასავით ძვე-
ლია. ერთ-ერთი „ცისფერი“ მუსიკალური აპარატის გვერდით
გაუტიხრავ კუპეში დაჯდა და გაშეშებული, ცხოველის უგუნური
უშფოთველობით მომშტერებოდა.
მივტრიალდი, რომ გვერდით მდგარი ბიჭი უკეთ შემეთვა-
ლიერებინა. არა უშავდა რა.
- Por qué triste?1 - ვკითხე მას. დიდი ვერაფერი დასაწყისი
იყო, მაგრამ ბარში მასთან სალაყბოდ სულაც არ შევსულვარ.
ბიჭმა გაიღიმა. ძალიან წითელი ღრძილები და მეჩხერი, ბას-
რი კბილები გამოუჩნდა. მხრები აიჩეჩა და თქვა, დაღონებული
არ ვარ, ყოველ შემთხვევაში, ძალიანაც არაო. ოთახს მოვავლე
თვალი.
- Váმონოს ა ოტრო ლუგარ,2 - ვუთხარი ბიჭს.

1 რამ დაგაღონა?
2 სხვაგან წავიდეთ.

153 მკითხველთა ლიგა


ბიჭმა თავი დამიქნია. ქუჩას გავუყევით. იქვე ახლოს ერთ
სადღეღამისო რესტორანში შევედით და დავსხედით. მაგიდის
ქვეშ ბიჭმა მუხლზე დამადო ხელი. ვიგრძენი, როგორ შემეკუმშა
მუცელი მღელვარებისგან. მოუსვენრად ვსვამდი ყავას, სანამ
ბიჭი ლუდის კათხას გამოცლიდა და სიგარეტს მოწევდა.
ბიჭმა ერთ სასტუმროში წამიყვანა. გისოსებიან ფანჯარაში
მივაწოდე ხუთი პესო მოხუც ადმინისტრატორს. მოხუცმა რომე-
ლიღაც ოთახის კარი გაგვიღო და სკამზე გაცვეთილი პირსახო-
ცი დაგვიგდო.
- Llevas pistola?3 - ბიჭმა ჩემს პისტოლეტს მოჰკრა თვალი.
კი-მეთქი, ვუპასუხე.
შარვალი დავკეცე და სკამზე დავდე, ზედ პისტოლეტი დავა-
დე. პისტოლეტს ზემოდან პერანგი და ტრუსი დავაყარე. შიშვე-
ლი ჩამოვჯექი საწოლზე და ვუყურებდი, როგორ იხდიდა ბიჭი
ტანსაცმელს. მან გაცრეცილი ლურჯი პიჯაკი ფრთხილად დაკე-
ცა. პერანგი გაიხადა და სკამის საზურგეზე გადაკიდა. გლუვი,
სპილენძისფერი კანი ჰქონდა. ბიჭმა ტრუსი გაიხადა, ჩემკენ შე-
მოტრიალდა და გამიღიმა. მომიახლოვდა და გვერდით მომიჯ-
და. ცალი ხელით ზურგზე მივეფერე, მეორე მკერდიდან მკვრივ
მუცელზე ნელა ჩავუცურე. ბიჭმა კიდევ ერთხელ გაიცინა და სა-
წოლზე დაწვა.
მოგვიანებით ორივემ სიგარეტი გავაბოლეთ. საბნის ქვეშ
ჩვენი მხრები ერთმანეთს ეხებოდა. ბიჭმა თქვა, უნდა წავიდეო.
ჩავიცვით. ფულის მიცემას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე.
ქუჩის კუთხეში ხელის ჩამორთმევით დავშორდით ერთმანეთს.

3 პისტოლეტი დაგაქვს?

154 მკითხველთა ლიგა


***

რამდენიმე ხნის შემდეგ იმავე ბარში სხვა ბიჭი, სახელად ან-


ხელო, გავიცანი. ორი წლის მანძილზე პერიოდულად ვხვდებო-
დი ანხელოს. როცა ჯანქზე ვიჯექი, ანხელოს თვეობით ვერ ვნა-
ხულობდი, მაგრამ როგორც კი ჯანქს გადავაგდებდი, რომელიმე
ქუჩაზე აუცილებლად ვეჩეხებოდი მას. მექსიკაში შენს ოცნებას
მაგიური ძალა აქვს. თუ ვინმეს ნახვას ინატრებ, მაშინვე შენთან
გაჩნდება.
ერთხელ საღამოსთვის ბიჭს ვეძებდი და დაღლილი, ალამე-
დაში ქვის მერხზე ჩამოვჯექი. გლუვი ქვის შეხება და ფეხებშუა
კბილის ტკივილივით ყრუ და ყველაფრისგან განსხვავებული
ტკივილი ვიგრძენი. პარკში ქვის მერხზე ჩამომჯდარს უეცრად
სიხარულის და სიმშვიდის განცდა დამეუფლა, თითქოს საოცნე-
ბო ურთიერთობა დავამყარე მთელ მეხიკოსთან და მივხვდი,
რომ აუცილებლად ვიპოვიდი ჩემთვის ბიჭს. ასეც მოხდა.
ანხელოს აღმოსავლელის, იაპონელის გარეგნობა ჰქონდა,
თუ არ ჩავთვლით მის სპილენძისფერ კანს. ის „ცისფერი“ არ
იყო და მას ფულს ვუხდიდი; ყოველთვის ზუსტად ოც პესოს. ზოგ-
ჯერ ამდენი არ მქონდა და ანხელო მეტყოდა: ნო იმპორტა (არა
უშავს). ყოველთვის ალაგებდა იმ ოთახს, რომელშიც ღამეს ვა-
ტარებდით.
როცა ანხელოს ვხვდებოდი, ბარ „ჩიმუში“ აღარ დავდიოდი.
მექსიკაში თუ შეერთებულ შტატებში - „ცისფერების“ ბარი ყველ-
გან ერთნაირად მომაბეზრებელია.

155 მკითხველთა ლიგა


***

mañana ჟარგონზე „ხელსაყრელ მომენტს დაელოდეს“ ნიშ-


ნავს. თუ ჯანქის ყიდვა გეჩქარება და უცნობებს დაეკონტაქტები,
შეიძლება, გადაგაგდონ და კანონთანაც პრობლემები შეგექ-
მნას. აი, თუ ხელსაყრელ მომენტს დაუცდი, ჯანქი თვითონ მოვა
შენთან.
უკვე რამდენიმე თვე იწურებოდა, რაც მეხიკოში ვიყავი. ერთ
დღეს ადგილობრივ ადვოკატთან შევიარე. ჩემთვის მუშაობის
უფლებისა და სხვა საჭირო საბუთების მოპოვებას ცდილობდა.
ადვოკატის კაბინეტთან უბადრუკად ჩაცმული შუახნის კაცი დამ-
ხვდა.
- ჯერ არ მოსულა, - მითხრა მან.
შევხედე თუ არა, ეგრევე მივხვდი, რომ ძველი ნარკომანი
იყო. იმასაც მივხვდი, რომ იმანაც მიცნო.
ადვოკატის მოსვლამდე კარგა ხანს ვისაუბრეთ. ეს შუახნის
მჩხირავი რელიგიურ ნივთებს ყიდდა. ადვოკატს ეთქვა მისთვის,
ერთი ათი ცალი წამოაყოლეო.
ადვოკატთან საუბრის შემდეგ ახალგაცნობილი მჩხირავი
სან-ხუან-ლეტრანზე ერთ-ერთ რესტორანში სავახშმოდ დავპა-
ტიჟე.
მჩხირავი ჩემი ამბით დაინტერესდა. მეც მოვუყევი. მჩხირავ-
მა პიჯაკის ლაცკანი აიწია და ქვედა მხრიდან მიმაგრებული ნემ-
სი მიჩვენა.
- ოცდარვა წელია, ჯანქზე ვზივარ, - თქვა მან. - არ გინდა გა-
იჩხირო?

156 მკითხველთა ლიგა


***

მეხიკოში მხოლოდ ერთი ბარიგაა და მას ლუპიტა ჰქვია. ოცი


წელია, ამ საქმეშია. ლუპიტამ ერთი გრამი ჰეროინით დაიწყო
და დღეს მეხიკოში ნარკობიზნესის მონოპოლისტია. 150 კილოს
იწონიდა და ჯანქის კეთება გასახდომად დაუწყია. თუმცა მხო-
ლოდ სახე დაუწვრილდა, სხვა მხრივ ამაოდ დაშვრა. ყოველთვე
ახალი საყვარელი ჰყავს; მისთვის ახალ-ახალ პერანგებს, კოს-
ტიუმებსა და მაჯის საათებს ყიდულობს; როცა თავს მოაბეზრებს,
დაიფრენს ხოლმე.
ლუპიტა საჭირო ხალხს ქრთამს უხდის, რომ ღიად იმუშაოს,
თითქოს მაღაზია ჰქონდეს. ჩამშვებების არ ეშინია, რადგან ფე-
დერალურ ოლქში ნებისმიერმა „ძაღლმა“ იცის, რომ ლუპიტა
ნარკოტიკებით ვაჭრობს. შპრიცებს ალკოჰოლის ჭიქებით არი-
გებენ მის ბარ-რესტორნებში, რომ მჩხირავებმა იქვე გაიკეთონ
ჯანქი და გარეთ „სუფთები“ გავიდნენ. როცა რომელიმე პოლი-
ციელს სასწრაფოდ ლუდის ფულის შოვნა მოუნდება, ლუპიტას-
თან უსაფრდება მჩხირავს იმ იმედით, რომ ფაქტზე აიყვანს. ფაქ-
ტზე დაჭერილ მჩხირავს პოლიციელი 10 პესოდ (1,25 დოლა-
რად) ათავისუფლებს, 20 პესოდ ჯანქსაც უბრუნებს. ზოგჯერ რო-
მელიმე წინდაუხედავი მოქალაქე უფრო დაბალ ფასად უკეთესი
ხარისხის საქონლის გასაღებას იწყებს, მაგრამ დიდხანს ვერც
ერთი ვერ ქაჩავს. ლუპიტას ფასი აქვს დადგენილი: ათ შეკვრას
უფასოდ აძლევს იმას, ვინც ფედერალურ ოლქში მომუშავე ბა-
რიგის ვინაობას შეატყობინებს. მერე ლუპიტა ნარკოტიკებთან
ბრძოლის განყოფილებაში თავის რომელიმე მეგობარს ურე-
კავს და იმ ბარიგას ციხეში აყუდებენ.
გარდა ამისა, ლუპიტა მოპარულ ნივთებსაც ასაღებს. თუ ვინ-
მე კარგ ბაითს გაიტანს ან რამე, ლუპიტა ეგრევე გაიკითხ--

157 მკითხველთა ლიგა


გამოიკითხავს და დაადგენს, ვინ დგას ამ საქმის უკან. ქურდებს
სხვა გზა აღარ რჩებათ, ლუპიტას უნდა მიჰყიდონ მოპარული
ნივთები მისთვის მისაღებ ფასად, თორემ ლუპიტა „ძაღლებთან“
ჩაუშვებს. ლუპიტას არ გამოეპარება არაფერი, რაც მეხიკოს
კრიმინალურ იატაკქვეშეთში ხდება. აცტეკი ქალღმერთივით ჩა-
მომჯდარა იერარქიის ზედა საფეხურზე და ჯანქის პაკეტებს არი-
გებს.
ლუპიტა ჯანქს პაკეტებით ყიდის. ამბობს, ჰეროინიაო, მაგრამ
სინამდვილეში რძის შაქრითა და სხვა ნაგვით გაზავებული პან-
ტოპონია, რომელიც ქვიშას ჰგავს და მოხარშვის შემდეგ კოვზზე
ლექი რჩება.
ლუპიტას პაკეტებს ჩემთვის აიკი ჩითავდა, ის ძველი მჩხირა-
ვი, ადვოკატის კანტორაში რომ გავიცანი. მაშინ სამი თვის გა-
დაგდებული მქონდა ჯანქი. სულ სამ დღეში ხელახლა შევჯექი.
გინდაც ათი წელი ახლოს არ გაეკაროს, ნარკომანს რამდე-
ნიმე დღე ეყოფა ჯანქზე თავიდან შესაჯდომად. აი, იმან კი, ვისაც
ჯანქთან შეხება არასდროს ჰქონია, თითქმის ორი თვე დღეში
ორჯერ უნდა იკეთოს ჯანქი, რომ ჩვევა გამოუმუშავდეს. ოთხი
თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ვიჩხირავდი და მხო-
ლოდ ამის შემდეგ შევამჩნიე აბსტინენციის სიმპტომები. ლომ-
კის სიმპტომების ჩამოთვლა კი შეგიძლია, მაგრამ ამ განცდის
სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ნაღდი ლომკა მხოლოდ
ჯანქზე მეორედ შეჯდომისას დამეწყო.
რატომ ხდება, რომ ყოფილი ნარკომანი უფრო სწრაფად გა-
მოიმუშავებს ჩვევას, ვიდრე ახალბედა, თუნდაც მრავალი წელი
ჯანქთან შეხება არ ჰქონდეს? არანაირად არ ვემხრობი იმ
თეორიას, თითქოს ჯანქი მთელი ეს დრო ორგანიზმშია მიმალუ-
ლი - როგორც მიაჩნიათ, ხერხემალში - და არც ფსიქოლოგიური
აბდაუბდისა მჯერა. ჩემი აზრით, ჯანქის მოხმარება სამუდამოდ
გცვლის უჯრედულ დონეზე. ერთხელ განარკომანებული ბო-
158 მკითხველთა ლიგა
ლომდე ნარკომანად რჩება. შეიძლება ჯანქის მოხმარება შეწ-
ყვიტო, მაგრამ ბოლომდე ვერასდროს გადააგდებ.
როცა ჩემმა ცოლმა დაინახა, რომ ისევ ჯანქს ვუბრუნდებო-
დი, ისეთი რამ ჩაიდინა, რაც არასდროს ჩაუდენია. აიკის გაცნო-
ბიდან ორი დღის შემდეგ კოვზით ჯანქს ვხარშავდი. ჩემმა ცოლ-
მა კოვზი ხელიდან გამომგლიჯა და იატაკზე დააგდო. ორჯერ გა-
ვარტყი სახეში. აქვითინებული საწოლზე დაეცა, მერე გადმობ-
რუნდა და მითხრა:
- სულ აიღე ცხოვრებაზე ხელი? ნეტა იცოდე, რა მოსაწყენი
ხარ, როცა ჯანქზე ზიხარ. აღარაფერს აკეთებ, გათიშული გდი-
ხარ. ახ, რაც გინდა, ის გიქნია. ხომ ვიცი, სადმე კიდევ გექნება
გადანახული.
კი, მართლაც მქონდა გადანახული.
ლუპიტას თითო პაკეტი თხუთმეტი პესო, ანუ დაახლოებით
ორი დოლარი, ღირს. ეს ამერიკული ორდოლარიანი კაფსულის
ნახევარი დოზაა. ლომკის დროს ორი პაკეტი მაინც გჭირდება,
რომ ლომკა მოგიხსნას. ვიმეორებ, მხოლოდ ლომკა მოგიხსნას,
თორემ თუ ჩაკაიფებაც გინდა, ოთხი პაკეტი უნდა იყიდო. მექსი-
კაში ყველაფერი იაფია და მეგონა, ჯანქიც უფრო იაფი იქნებო-
და. მე კიდევ უფრო ძვირს ვიხდიდი ამერიკულზე დაბალი ხარის-
ხის საქონელში. ძალიან გავბრაზდი. აიკმა ამიხსნა:
- ლუპიტა ძვირად ყიდის, რადგან სამართალდამცველების
მოსასყიდად ფული სჭირდება.
- რეცეპტების ამბავი როგორაა აქ?
აიკმა მითხრა, რომ ექიმებს მხოლოდ მორფინის გამოწერის
უფლება ჰქონდათ, ისიც ხსნარის სახით და მხოლოდ თხუთმეტი
სანტიგრამის, ანუ ორ-ნახევარი გრანის ოდენობით. ვიფიქრე,
ასე უფრო იაფად გამოვალთ, ვიდრე ლუპიტასთან-მეთქი და ექი-
მებთან ჩალიჩი დავიწყეთ. რამდენიმე ისეთი ექიმი ვიპოვეთ,

159 მკითხველთა ლიგა


ვინც ხუთ პესოდ გვიწერდა ყალბ რეცეპტს, დამატებით ხუთ პე-
სოდ კი მორფინსაც გვაძლევდა.
თუ „წამლის ღორი“ არ ხარ, ერთი რეცეპტი ერთ დღეს გეყო-
ფა. პრობლემა ისაა, რომ რეცეპტის შოვნა უფრო ადვილია, ვიდ-
რე მორფინის. თუნდაც რომელიმე აფთიაქში მორფინის მოყიდ-
ვაზე დაგთანხმდნენ, არანაირი გარანტია არ გაქვს, რომ მეაფ-
თიაქე დისტილირებულ წყალს არ შემოგაჩეჩებს. ან შეიძლება
აფთიაქში მორფინი სულაც არ ჰქონდეთ და რაც ხელში მოხვდე-
ბათ, ის ჩაგისხან ბოთლში. რამდენჯერ მიმიტანია სახლში გაუხ-
სნელი ფხვნილით სავსე სითხე. ეს ნაგავი რომ გამეკეთებინა,
ალბათ, ფეხებს გავფშეკდი.
მექსიკელი ექიმები ამერიკელ ექიმებს არ ჰგვანან. ისინი
არასდროს თამაშობენ პროფესიონალი ტიპის როლს შენს დასა-
ნახად. თუ მექსიკელი ექიმი რეცეპტის გამოწერაზე დაგთან-
ხმდება, მას შენი გამოგონილი ისტორიები არ აინტერესებს. მე-
ხიკოში იმდენი ექიმია, რომ უმეტესობას თავი ძლივს გააქვს.
ისეთებსაც ვიცნობ, მორფინის რეცეპტები რომ არ გამოწეროს,
შიმშილით ამოხდება სული. მათ პაციენტები არ ჰყავთ, თუ ნარ-
კომანებს არ ჩავთვლით.
მთელი ეს დრო აიკსაც მე ვინახავდი და ფული სწრაფად მე-
ლეოდა.
აიკს ვკითხე, ჩვენ თვითონ ხომ არ დავიწყოთ ჯანქის
გაყიდვა-მეთქი, მაგრამ შეუძლებელიაო, მიპასუხა.
- ერთ კვირასაც ვერ გაქაჩავ. კი, ამ რეცეპტებით რომ მორ-
ფინს ვშოულობთ, მაგაში თხუთმეტ პესოს ბევრი კლიენტი გა-
დაგვიხდის, მაგრამ პირველსავე დღეს, როცა ლომკიანები უფუ-
ლოდ გაიღვიძებენ, ეგრევე ლუპიტას მიადგებიან და რამდენიმე
უფასო პაკეტის სანაცვლოდ ჩაგვიშვებენ. ან სამართალდამცვე-
ლები დაიჭერენ რომელიმეს და ეგრევე პირს დააღებს. ზოგს შე-
კითხვის დასმაც არ დასჭირდება, პირდაპირ იტყვის: „გამიშვით
160 მკითხველთა ლიგა
და გეტყვით, ვინ არის ბარიგაო“. „ძაღლები“ დანიშნული ფუ-
ლით მოგვიგზავნიან კლიენტს და მორჩა, დაგვენძრევა. ჯანქის
გაყიდვისთვის სასჯელი რვა წელია, არანაირი პირობითი ან გი-
რაო.
ჩემთან ახლაც კი მოდიან, აიკ, ვიცი, რომ რეცეპტებს
შოულობ, აგერ თხუთმეტი პესო და ერთი ჩემთვისაც გაჩითეო.
ზოგჯერ კარგი მაჯის საათები ან ტანსაცმელი მოაქვთ. ვეუბნები,
არა, ამ საქმეს შევეშვი-მეთქი. კი, იოლად მოვღუნავდი დღეში
ორას პესოს, მაგრამ ასე ერთ კვირასაც ვერ გავქაჩავ.
- ხუთ-ექვს სანდო კლიენტს ვერ ვიშოვით?
- მეხიკოში ყველა ჰიპსტერს ვიცნობ და არც ერთს სულ ოდ-
ნავადაც არ ვენდობი.

161 მკითხველთა ლიგა


***

თავიდან რეცეპტებით უპრობლემოდ ვშოულობდით მორ-


ფინს, მაგრამ რამდენიმე კვირაში, მორფინის დიდი რაოდენო-
ბით გაცემით არ დაეჭვდნენო და, აფთიაქებმა მოყიდვა შეწყვი-
ტეს. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ მალე ისევ ლუპიტასთან
მოგვიწევდა დაბრუნება. ერთი-ორჯერ საკმარისი დოზა ვერ ვი-
შოვეთ და მართლაც მასთან მივედით საყიდლად. აფთიაქის
მორფინს შეჩვეულებს ლუპიტას ორ-ორი თხუთმეტპესოიანი პა-
კეტი ძლივს გვეყო ლომკის მოსახსნელად. ერთ დოზაში ოც-
დაათი პესოს გადახდა უკვე ძალიან მეძვირებოდა. ან როგორმე
დოზა უნდა შემემცირებინა და დღეში ლუპიტას ორი პაკეტით
დავკმაყოფილებულიყავი, ან მომარაგების ახალი წყარო მეპოვ-
ნა.
ერთმა რეცეპტის გამომწერმა ექიმმა აიკს ურჩია, სახელმწი-
ფოსგან ითხოვე ჯანქის მოხმარების უფლებაო. როგორც აიკმა
ამიხსნა, თურმე მექსიკის მთავრობა ჰიპსტერებს ყოველ-
თვიურად საბითუმო ფასად გარკვეული რაოდენობის მორფინის
ყიდვის უფლებას აძლევს. ასი პესოს სანაცვლოდ ის ექიმი აიკის
სახელით განაცხადის შეტანაზე დაგვთანხმდა.
- მიდი, შეიტანე განაცხადი, - წავაქეზე აიკი და ფული მივეცი.
არ მეგონა, თუ უფლებას მივიღებდით, მაგრამ გაგვიმართლა.
ათ დღის შემდეგ აიკს ყოველთვე თხუთმეტი გრამი მორფინის
ყიდვის ნება მისცეს. ნებართვისთვის აიკის ექიმს და ჯანდაცვის
სამინისტროს მთავარ ექიმს უნდა მოეწერათ ხელი. ხელმოწე-
რილ ნებართვას აიკი აფთიაქში წარადგენდა და მორფინს მის-
ცემდნენ.
ერთი გრამი ორი დოლარი ღირდა. მახსოვს, პირველად რომ
მივედით აფთიაქში ოფიციალური ნებართვით ხელში და მთელი

162 მკითხველთა ლიგა


კოლოფი მორფინის კაფსულები გამოგვიწოდეს. თავი სიზმარში
გვეგონა. მანამდე ამდენი მორფინი ერთად არასდროს მენახა.
ფული მე გადავიხადე. კაფსულები გავიყავით. თვეში შვიდი გრა-
მი მორფინი მქონდა და დღეში სამ გრანს ვიკეთებდი; ამდენი შე-
ერთებულ შტატებშიც არ მქონია. თვეში ოცდაათ დოლარად საკ-
მარის ჯანქს ვშოულობდი, როცა აშშ-ში ამისთვის სამასი დოლა-
რი ძლივს მყოფნიდა.

163 მკითხველთა ლიგა


***

მთელი ამ ხნის მანძილზე არც ერთ მეხიკოელ მჩხირავს არ


დავახლოვებივარ. მათი უმეტესობა ჯანქის ფულს ქურდობით
შოულობს. ყველას პოლიცია დასდევს. ყველა ჩამშვებია. მათ
სიტყვას ჩალის ფასი აქვს. ამ ტიპებთან ურთიერთობას კარგი
არაფერი მოჰყვება.
აიკი არ იპარავდა. უბრალო სამაჯურებსა და მედალიონებს
ვერცხლისად ასაღებდა და ამით შოულობდა ფულს. კლიენტე-
ბისგან დამალვა უწევდა, რადგან მისი „ვერცხლი“ რამდენიმე
საათში შავდებოდა. ერთი-ორჯერ თაღლითობისთვის დაიჭი-
რეს, მაგრამ ციხიდან დავიხსენი. ბოლოს და ბოლოს, დავიყო-
ლიე, რამე კანონიერი საქმისთვის მოეკიდა ხელი და მანაც
ჯვრების გაყიდვა დაიწყო.
აიკი აშშ-ში მაღაზიებს ძარცვავდა. მიმტკიცებდა, ჩიკაგოში
დღეში ასი დოლარის საქონელს ვჩურთავდი ზამბარიან ჩემო-
დანშიო. ასეთი ჩემოდნები ავტომატურად იკეტება. მთელ ფულს
კოკაინსა და მორფინში ხარჯავდა.
აიკი მეხიკოში არ ქურდობდა. ამბობდა, საუკეთესო ქურდე-
ბიც კი ცხოვრების უდიდეს ნაწილს ციხეში ატარებენო. მექსიკა-
ში ერთხელ ნასამართლევ ქურდებს მეორეჯერ გაუსამართლებ-
ლად გზავნიან „ტრეს მარიასის“ შრომაგასწორებით კოლო-
ნიაში. საშუალო კლასის, კარგშემოსავლიან, „თეთრსაყე-
ლოიან“ ქურდებს, განსხვავებით შეერთებული შტატებისაგან,
მექსიკაში ვერ შეხვდებით. აქ მხოლოდ პოლიტიკური კავშირე-
ბის მქონე გავლენიანი მძარცველები და უმაქნისი ქურდბაცაცე-
ბი არიან; ეს უკანასკნელნი ნახევარ ცხოვრებას გისოსებს მიღმა
ატარებენ. როგორც წესი, გავლენიანი მძარცველები პოლიციის

164 მკითხველთა ლიგა


უფროსები ან სხვა მაღალჩინოსნები არიან. აი, ასეთი მდგომა-
რეობაა მექსიკაში, აიკს კი პოლიტიკოსი ნაცნობები არ ჰყავდა.
მხოლოდ ერთ იუკატანელ მჩხირავს ვხვდებოდი დროდად-
რო. აიკი მას „შავ ნაბიჭვარს“ უწოდებდა. „შავი ნაბიჭვარიც“
ჯვრებზე მუშაობდა. სხვათა შორის, ძალიან მორწმუნე იყო და
ყოველ წელს ჩალმაში დადიოდა მოსალოცად. ბოლო ნახევარ
კილომეტრს მუხლზე დაჩოქილი მიხოხავდა ქვიან გზაზე. მხარში
ორი ადამიანი ედგა. ამ პილიგრიმობის შემდეგ ერთი წელი
თავს მხნედ გრძნობდა.
ეს ჩვენი ჩალმის ღვთისმშობელი, მგონი, მჩხირავებისა და
ქურდბაცაცების მფარველია, რადგან ლუპიტას ყველა კლიენტი
წელიწადში ერთხელ მაინც მიდის მის მოსალოცად. „შავი ნაბიჭ-
ვარი“ ეკლესიასთან სენაკს ქირაობს და რძის შაქარში გაზავე-
ბულ ჯანქის პაკეტებს თავხედურად ყიდის.
„შავ ნაბიჭვარს“ დროდადრო ვხვდებოდი, აიკიც ბევრს მიყვე-
ბოდა მასზე. აიკს „შავი ნაბიჭვარი“ ეზიზღებოდა, როგორც ნარ-
კომანს - ნარკომანი.
- „შავმა ნაბიჭვარმა“ ის ჩვენი აფთიაქი „დაწვა“. ჩემი სახე-
ლით მიადგა მათ. ახლა აღარც მე მიწერენ რეცეპტებს.
დინებას მივყვებოდი. თვეები გადიოდა. მორფინი თვის ბო-
ლომდე მაინც არ გვყოფნიდა და ექიმთან რამდენიმე რეცეპტის
გამოსაწერად მისვლა მაინც გვიწევდა. როცა ჯანქი მითავდებო-
და, თავს საფრთხეში ვგრძნობდი; ხოლო როცა ის შვიდი გრამი
უსაფრთხოდ გადანახული მეგულებოდა, კმაყოფილების განცდა
მეუფლებოდა.
ერთხელ აიკი მათხოვრობისთვის თხუთმეტი დღით ჩასვეს
ქალაქის ციხეში, ანუ „კარმენში“, როგორც მას უწოდებენ. ფუ-
ლი არ მქონდა და აიკის დახსნა ვერ შევძელი. მხოლოდ სამი
დღის შემდეგ შევძელი მისი მონახულება. ერთიანად ჩამომხმა-
რიყო, სახე გაძვალტყავებოდა, ყავისფერი თვალები ტკივილის-
165 მკითხველთა ლიგა
გან უბრწყინავდა. პირში ცელოფანში გახვეული ოპიუმის შეკ-
ვრა მედო. შეკვრა ფორთოხლის ნაჭერში ჩავდე და აიკს მივაწო-
დე. ოცი წუთის შემდეგ აიკი კაიფში იყო.
მიმოვიხედე და შევამჩნიე, რომ ნარკომანები სხვებისგან
განცალკევებით იდგნენ, ისევე, როგორც „ცისფერები“, რომლე-
ბიც სასეირნო ეზოს კუთხეში „პოზიორობდნენ“ და მწივანა ხმაზე
ლაქლაქებდნენ. ნარკომანებიც თავისთვის შეჯგუფულიყვნენ და
მჩხირავისთვის დამახასიათებელი ჟესტებით ესაუბრებოდნენ
ერთმანეთს.
ყველა მჩხირავს ახურავს ქუდი, თუ საერთოდ აქვს, რასაკ-
ვირველია. ყველა ერთმანეთს ჰგავს, თითქოს ერთნაირი სტი-
ლის კოსტიუმი ეცვათ, თუმცა როგორღაც ინდივიდუალურობა
შენარჩუნებული აქვთ. ყველას ჯანქის წარუშლელი კვალი ატ-
ყვია.
აიკმა მითხრა, რომ ხშირად პატიმრები ახალმოსულებს შარ-
ვლებს ჰპარავენ, აი, ასეთი საძაგელი ხალხი ზის აქო. ეზოში
საცვლებით მოსეირნე რამდენიმე კაცი მართლაც დავინახე.
თუ კომენდანტი პატიმრის ცოლს ან ნათესავებს ჯანქის შემო-
პარებაზე წაასწრებს, ფაქტობრივად, ცარიელზე სვამს მათ. ერ-
თხელ ერთი ქალი გამოიჭირა, ქმრისთვის პაკეტის მალულად
შეტანას რომ ცდილობდა. იმ ქალს ხუთი პესოს მეტი არ ჰქონდა,
ამიტომ კომენდანტმა კაბა გახადა და თხუთმეტ პესოდ გაუყიდა,
ქალი კი ბინძურზეწარშემოხვეული გაუშვა შინ.
იქაურობა ჩამშვებებით იყო სავსე. აიკმა ჩემი მიტანილი
ოპიუმის შენახვა ვერ გაბედა, სხვა პატიმრები წამართმევენ ან
კომენდანტთან ჩამიშვებენო.

166 მკითხველთა ლიგა


***

დრო გადიოდა. მე სულ სახლში ვიჯექი. დღეში სამ-ოთხჯერ


ვიჩხირავდი. მხოლოდ იმიტომ, რომ რამე მეკეთებინა, მეხიკოს
კოლეჯში ჩავაბარე. რატომღაც იქაური სტუდენტები ძალიან საბ-
რალოები მომეჩვენნენ. თუმცა მათი ყურებით დიდად არ ვიწუ-
ხებდი თავს.
ჯანქზე რომ ზიხარ, წელიწადი ისე გადის, ვერც ამჩნევ. მხო-
ლოდ ის პერიოდები გახსენდება, როცა ლომკა გქონდა. გახ-
სოვს მხოლოდ პირველი რამდენიმე გაჩხირვა და ლომკის
დროს გაკეთებული დოზები.
(მექსიკაშიც კი არის ისეთი დღე, როცა ყველაფერი ცუდად
მიდის; აფთიაქი დაკეტილია, ან მეგობარ ბიჭს შენთვის არ სცა-
ლია, ან ექიმი ქალაქიდანაა გასული და რეცეპტს ვერ გიწერს.)
თვის ბოლო იყო. ჯანქი ვერ ვიშოვე და ლომკა მქონდა. ბებერ
აიკს ველოდი, რომ მორფინის რეცეპტი მოეტანა. მჩხირავი ნა-
ხევარ ცხოვრებას ლოდინში ატარებს. სახლში ერთი კატა გვყავ-
და, რომელსაც საჭმელს ვაჭმევდით; მახინჯი, ნაცრისფერი კატა.
ცხოველი ავიყვანე და კალთაში ჩავისვი. ხელი გადავუსვი და
მოვეფერე. ჩახტომა მოინდომა, მაგრამ დავიჭირე. თავის დაძ-
ვრენის მოსურნე კატა ხმამაღლა აკნავლდა.
თავი დავხარე, რომ კატის ცივი ცხვირისთვის მიმედო ცხვი-
რი, მაგრამ კატამ სახე ჩამომკაწრა. თათები წესიერად არ მოუწ-
ვდენია, რომ ძალიან მტკენოდა, მაგრამ მე ესეც მეყო; ქეჩოში
ჩავავლე ხელი და თავისუფალი ხელი გავულაწუნე. კატა აჩხავ-
ლდა, კლანჭები ჩამასო და მუხლებზე დამაფსა. იქამდე ვურ-
ტყამდი კატას, სანამ მისი ნაკაწრებისგან ხელები მთლად არ გა-
მისისხლიანდა. როგორც იქნა, დამისხლტა და კარადაში შეიმა-

167 მკითხველთა ლიგა


ლა. მესმოდა, როგორ კრუსუნებდა და ღნაოდა შიშისგან გადა-
რეული.
- ახლა კი ბოლოს მოვუღებ მაგ ნაბიჭვარს, - ხელჯოხს დავავ-
ლე ხელი. სახეზე ოფლი წურწურით ჩამომდიოდა. მღელვარე-
ბისგან ერთიანად ვცახცახებდი. ტუჩები გავილოკე და კარადის-
კენ დავიძარი. თან ფხიზლად ვიყავი, რომ ისევ არ გამქცეოდა.
ამასობაში ოთახში ჩემი ცოლი შემოვარდა და მეც ხელჯოხი
დავაგდე. კატა კარადიდან გამოძვრა და ფაცხაფუცხით დაეშვა
კიბეზე.

168 მკითხველთა ლიგა


***

როცა ახერხებდა, აიკი ჩემთვის კოკაინსაც ყიდულობდა. კო-


კაინი მექსიკაში ძნელი საშოვნელია. მანამდე კარგი ხარისხის
კოკაინი არასდროს გამესინჯა. კოკაინი ნაღდი კაიფია. გაფ-
რთიანებს და ღრუბლებში გიტაცებს, თუმცა ეს განცდა მაშინვე
გტოვებს. კოქსის კაიფი საუკეთესოა, მაგრამ მხოლოდ ათიოდ
წუთს გრძელდება. ათი წუთის შემდეგ მორიგი დოზის გაკეთება
გინდება. როცა კოკაინს იკეთებ, ცოტა მორფინიც უნდა დაამა-
ტო, რომ კოკაინის კაიფი გააწონასწორო და მავნე გვერდით
ეფექტებს თავი აარიდო. უმორფინო კოკაინი შფოთს გმატებს,
თანაც მორფინი ჭარბი დოზის ანტიდოტია. კოკაინის ზუსტი დო-
ზა არ არსებობს, სხვაობა საჭირო და ჭარბ დოზას შორის მინი-
მალურია. რამდენჯერმე ზედმეტი მომივიდა და თვალებში და-
მიბნელდა, გული ამომიტრიალდა. საბედნიეროდ, მორფინის
საჭირო რაოდენობა ყოველთვის იქვე მქონდა და გავიჩხირე.
მაშინვე მომაბრუნა.
როცა შემჯდარი ხარ, ჰეროინი ბიოლოგიური აუცილებლო-
ბაა, უხილავი პირი. ჰეროინს რომ იკეთებ, კმაყოფილდები,
თითქოს კარგად დანაყრებულიყავი. კოკაინის ერთი დოზა კი
არასდროს კმარა. პირველი გაჩხირვის ეფექტი გაივლის თუ
არა, მეორედ გაჩხირვა გინდება. თუ შინ კოკაინი გაქვს, კინოში
წასვლა არასდროს მოგინდება, გარეთაც კი არ გახვალ, სანამ
კოკაინი არ დაგიმთავრდება. ერთი გაჩხირვა უეჭველად მეორეს
განდომებს, რომ დაუსრულებლად კაიფში იყო. თუმცა, როგორც
კი კოკაინი შენს ორგანიზმს ტოვებს, აღარც კი გახსენდება. კო-
კაინი მიჩვევას არ იწვევს.

169 მკითხველთა ლიგა


***

ჯანქი სექსის სურვილს გიკარგავს. ამ დროს უსექსობის სურ-


ვილი ისეთივე ძლიერია, როგორიც სექსისა, როცა ჰეროინს ან
მორფინს არ ვიკეთებ. როცა ჯანქზე ვზივარ, სრულიად ასო-
ციალური ვხდები. უბრალო საუბარს კიდევ გავუძლებ, მაგრამ
ვინმესთან დამეგობრება ამ დროს გამორიცხულია. როცა ჯანქს
დროებით გადავაგდებ ხოლმე, თავშეუკავებლობის პერიოდი
მეწყება, ვინც ყურს დამიგდებს, ყველას ველაქლაქები.
ჯანქი ყველაფერს გართმევს და სანაცვლოდ არაფერს გაძ-
ლევს, მხოლოდ ლომკისგან გიცავს. დროდადრო ვუფიქრდებო-
დი ხოლმე, რა დავმართე საკუთარ თავს და მკურნალობას
დავიწყებ-მეთქი, ვგეგმავდი. როცა ჯანქი საკმარისად გაქვს,
გგონია, რომ კაიფი მნიშვნელობას კარგავს. შენთვის ამბობ,
„მაინც ვეღარ ვკაიფობ და ჯობია, საერთოდ შევეშვა კეთებას“.
თუმცა, ლომკა რომ დაგეწყება, მაშინვე იცვლი აზრს.
მექსიკაში წელიწადზე მეტ ხანს ვიჯექი ჯანქზე და ამ ხნის გან-
მავლობაში ხუთჯერ დავაპირე მკურნალობის დაწყება. ჯერ დო-
ზის შემცირება ვცადე, მერე - „ჩინური მკურნალობა“, მაგრამ
არაფერი გამომივიდა.
ჩინური ფიასკოს შემდეგ პაკეტები ჩემს ცოლს მივეცი და და-
ვავალე, გადამალე და მხოლოდ გრაფიკის მიხედვით მომეცი--
მეთქი. აიკს ვთხოვე, გრაფიკის შედგენაში დამხმარებოდა, მაგ-
რამ მას საამისოდ ძალიან არეული ტვინი ჰქონდა: მკურნალო-
ბის კურსის დასაწყისში მეტისმეტად მტვირთავდა, მერე კი უეც-
რად ერთბაშად მაწყვეტინებდა ჯანქის კეთებას. ავდექი და თვი-
თონ შევიდგინე გრაფიკი. კარგა ხანს ვიცავდი გრაფიკს, მაგრამ
ამან შედეგი ვერ გამოიღო. აიკს ჩემი ცოლისგან უჩუმრად ვარ-
თმევდი ჯანქს და მაინც ვიკეთებდი.

170 მკითხველთა ლიგა


ვიცოდი, რომ ჯანქის კეთება არ მინდოდა. ჩემი ნება რომ ყო-
ფილიყო, ერთხელ და სამუდამოდ შევეშვებოდი გაჩხირვას. მაგ-
რამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ნებისყოფა არ მყოფნიდა.
უმწეობის განცდა მეუფლებოდა, როცა საკუთარ თავზე კონ-
ტროლს ვკარგავდი და ჩემივე შედგენილ გრაფიკს ვარღვევდი.

171 მკითხველთა ლიგა


***

აპრილის ერთ დილას გამომეღვიძა. მსუბუქი ლომკა მაწუ-


ხებდა. საწოლზე ვიწექი და მობათქაშებულ ჭერზე ჩრდილების
თამაშს მივშტერებოდი. გამახსენდა, წლების წინ დედის გვერ-
დით როგორ ვიწექი საწოლში და ქუჩის სინათლეების თამაშს
ვაკვირდებოდი ჭერსა და კედლებზე. უეცრად ძალიან მომენატ-
რა მატარებლის საყვირის ხმა, მეზობელი სახლიდან გამომავა-
ლი პიანინოს მუსიკა და დამწვარი ფოთლების სუნი.
მსუბუქ ლომკას ყოველთვის ბავშვობის ჯადოსნური მოგონე-
ბები მოჰქონდა.
„ყოველთვის მოაქვს, - გავიფიქრე, - როგორც მორიგ დოზას.
ნეტა სხვა მჩხირავებს თუ ეუფლებათ ასეთი განცდები?“
სააბაზანოში შევედი გასაჩხირად. ვენაში მოხვედრა გამი-
ჭირდა. მერე შპრიცი ორჯერ გამეჭედა და მკლავზე სისხლი ჩა-
მომედინა. მაინც გავიკეთე. მთელ ორგანიზმს მოედო ჯანქი -
სიკვდილის ინიექცია. ოცნება ბავშვობაზე დასრულდა. იდაყვი-
დან მაჯამდე ჩამომდინარ სისხლის ზოლს დავაშტერდი. უეცრად
ძლიერ შემეცოდა ჩემი დასახიჩრებული ვენები და კანი. ფრთხი-
ლად მოვიწმინდე მკლავიდან სისხლი.
- ჯანქი უნდა გადავაგდო, - ვთქვი ხმამაღლა.
ოპიუმის ნაყენი მოვიმზადე და აიკს ვუთხარი, რამდენიმე
დღე თვალით არ დამენახო-მეთქი.
- იმედია, გამოგივა, მეგობარო. იმედია, გადააგდებ, - მით-
ხრა მან, - დამბლა დამეცეს და აქვე გავთავდე, თუ გულით არ
გისურვებდე ამას.
ორმოცდარვა საათში ჩემს ორგანიზმში მორფინის მარაგი
ამოიწურა. ოპიუმის ნაყენი ლომკას ძლივს შველოდა. ნემბუტა-
ლის ორ აბთან ერთად მთელი ნაყენი დავლიე და რამდენიმე სა-

172 მკითხველთა ლიგა


ათს მეძინა. რომ გავიღვიძე, ოფლში ვიწურებოდი. თვალები
მეწვოდა და ცრემლი მდიოდა. მთელი ტანი აუტანლად მექავე-
ბოდა. საწოლზე ვიგრიხებოდი, ხან მოვიკუნტებოდი, ხან ვიშლე-
ბოდი. მერე მუხლები მოვხარე და ხელები ბარძაყებს შორის მო-
ვიქციე. ხელების დაწოლამ ლომკის მყისიერი ორგაზმი გამოიწ-
ვია. იძულებული გავხდი, ტრუსის გამოსაცვლელად ავმდგარი-
ყავი.
ბოთლში ცოტა ოპიუმის ნაყენი ჩარჩენილიყო. ბოთლი გა-
მოვცალე და კოდეინის ოთხი ფირფიტის საყიდლად გარეთ გა-
ვედი. კოდეინი ცხელ ჩაისთან ერთად დავლიე და გამოვკეთდი.
აიკმა მითხრა:
- ძალიან ნუ იჩქარებ. მოდი, ნაყენს დაგიმზადებ.
მესმოდა, როგორ დასტრიალებდა სამზარეულოში ნაყენს:
- ცოტა დარიჩინი, რომ გული არ აერიოს... ცოტა სალბი კუჭ-
ში გასასვლელად... ცოტაც მიხაკი სისხლის გასაწმენდად.
ასეთი საზიზღრობა არასდროს გამისინჯავს, მაგრამ მისმა ნა-
ყენმა ცოტათი მაინც მომიხსნა ლომკა. დაბოლილივით გავ-
ბრუვდი. ოპიუმის ნაყენის კაიფში კი არა, ლომკიდან გამოს-
ვლის კაიფში ვიყავი. ჯანქი სიკვდილის საწინააღმდეგო აცრაა,
რაც სხეულს კრიტიკულ მდგომარეობაში ამყოფებს. როცა ორ-
განიზმისთვის ჯანქის მიწოდება წყდება, კრიტიკული რეაქციები
გრძელდება. ნარკომანს შეგრძნებები უმძაფრდება, ორგანიზმში
მიმდინარე პროცესებს შემაწუხებლად ცხადად აღიქვამს, პერის-
ტალტიკა და სეკრეცია უკონტროლო ხდება. ასაკს მნიშვნელობა
არა აქვს, ნარკომანი, რომელიც ჯანქის გადაგდებას ცდილობს,
ბავშვივით ან მოზარდივით ემოციურად გაუწონასწორებელი
ხდება.
მესამე დღეს, მას შემდეგ, რაც აიკის ნაყენის მიღება დავიწყე,
ალკოჰოლის დალევის სურვილი გამიჩნდა. მანამდე, თუ ჯანქზე
ვიჯექი ან ლომკა მქონდა, ვერასდროს ვსვამდი. მაგრამ ოპიუმის
173 მკითხველთა ლიგა
გაკეთება და „თეთრის“ გაკეთება სხვადასხვა რამეა. ოპიუმისა
და ალკოჰოლის შეთავსება შესაძლებელია.
თავიდან დღის ხუთ საათზე ვსვამდი; მეორე კვირას უკვე დი-
ლის რვაზე დავიწყე სმა. დღედაღამ მთვრალი ვიყავი; ვიძინებდი
და დილით ისევ მთვრალი ვიღვიძებდი.
ყოველ დილით გაღვიძებისას ბენზედრინს, სანიცინსა და ცო-
ტაოდენ ოპიუმს შავ ყავასთან და ერთ სირჩა ტეკილასთან ერ-
თად ვიღებდი. მერე ისევ წამოვწვებოდი, თვალებს ვხუჭავდი და
გონებაში წინა ღამისა და დღის მოვლენების აღდგენას ვცდი-
ლობდი. ზოგჯერ შუადღიდანვე ვითიშებოდი. ხანდახან გეღვიძე-
ბა და ფიქრობ, მადლობა ღმერთს, ეს მხოლოდ სიზმარი იყოო!
როცა გათიშულობის პერიოდს აღიდგენ გონებაში, საკუთარი
თავის გრცხვენია: „ღმერთო, ნუთუ ეს მართლა ჩავიდინე?“
ზღვარი ნათქვამსა და ნაფიქრალს შორის წაშლილია. ეს მარ-
თლა თქვი თუ მხოლოდ გაიფიქრე?
ათდღიანი მკურნალობის შემდეგ მთლად წავხდი. სამოსი
ზედ გადასხმული სასმელით დამილაქავდა და გამიხისტდა. არ
ვბანაობდი; გავხდი და ხელები მიკანკალებდა; სითხე მეღვრე-
ბოდა, სკამებს ვეჯახებოდი და ვეცემოდი. თუმცა სასმელისთვის
ძალა და ადგილი არ მელეოდა, რაც ჩემს ცხოვრებაში პირვე-
ლად ხდებოდა. ემოციებს ყველგან დაუფარავად გამოვხატავდი.
საოცრად კონტაქტური გავხდი და ვისაც კი გამოვიჭერდი, ყვე-
ლას დაუსრულებლად ველაპარაკებოდი. უცხოებს ვუზიარებდი
ჩემი ცხოვრების არცთუ სასიამოვნო ინტიმურ დეტალებს. რამ-
დენჯერმე თავხედურად დავაპირე ისეთი ხალხის შებმა, რომ-
ლებსაც არანაირი სექსუალური დაინტერესება არ გამოუჩენიათ
ჩემ მიმართ.
რამდენიმე დღეში ერთხელ აიკი მოდიოდა ჩემს სანახავად.
- მიხარია, რომ თანდათან თავს ანებებ ჯანქს, ბილ. დამბლა
დამეცეს და აქვე გავთავდე, თუ გულით არ გისურვებდე ამას.
174 მკითხველთა ლიგა
ოღონდ თუ ლომკას ვერ მოერევი და ღებინება დაგეწყება, აი,
შენ 5 სანტიგრამი მორფინი.
აიკს არ მოსწონდა, რომ ვსვამდი.
- ძალიან ბევრს სვამ, ბილ. სვამ და ჭკუას კარგავ. საშინლად
გამოიყურები. სახე რას გიგავს! ამდენს სმას, ჯობია, ისევ ჯანქი
იკეთო.

175 მკითხველთა ლიგა


***

მეხიკოში დოლორესის ქუჩაზე იაფფასიან ბარში ვიყავი. უკვე


მეორე კვირა იყო, გადაბმულად ვსვამდი. სამ მექსიკელთან ერ-
თად კუპეში ვიჯექი და ტეკილას ვსვამდი. მექსიკელებს კოხტად
ეცვათ. ერთ-ერთი მათგანი ინგლისურად ლაპარაკობდა. შუახ-
ნის ჩასკვნილი, სიმპათიური მექსიკელი ნაღვლიანი სახით უკ-
რავდა გიტარას და მღეროდა. ის კუპის ბოლოში სკამზე იჯდა.
მიხაროდა, რომ მისი სიმღერის წყალობით შეგვეძლო, არ გვე-
ლაპარაკა.
ბარში ხუთი პოლიციელი შემოვიდა. ვიფიქრე, არ
გამშმონონ-მეთქი, პისტოლეტი ბუდიანად მოვიძრე და მაგიდის
ქვეშ დავაგდე სიგარეტის კოლოფში ჩაყრილ ოპიუმთან ერთად.
თუმცა პოლიციელებმა მხოლოდ თითო კათხა ლუდი დალიეს
და მალევე წავიდნენ.
მაგიდის ქვეშ რომ შევიხედე, პისტოლეტის ბუდე ცარიელი
დამხვდა.
ინგლისურად მოლაპარაკე მექსიკელთან ერთად სხვა ბარში
აღმოვჩნდი. ის მომღერალი და ორი მექსიკელი აღარ გვახლდა
თან. ბარს მკრთალი ყვითელი შუქი ანათებდა. წითელი ხის დახ-
ლის თავზე, კედელზე დაკიდებულ დაფაზე ობმოკიდებული ხა-
რის თავი იყო მიმაგრებული. კედლებს ტორეადორების პორ-
ტრეტები (ზოგი ხელმოწერილი) ამშვენებდა. მქრქალი მინის
მოქანავე კარზე „სალუნი“ ამოეჭრათ. გამუდმებით ამ „სალუ-
ნისკენ“ გამირბოდა თვალი. უცებ ისეთი შეგრძნება გამიჩნდა,
თითქოს გაცხოველებული საუბრის შუაგულში ვიყავი.
ჩემი თანმხლების გამომეტყველებიდან დავასკვენი, რომ წი-
ნადადება შუაზე გავწყვიტე, თუმცა აღარ მახსოვდა, რა ვთქვი ან

176 მკითხველთა ლიგა


რის თქმას ვაპირებდი, ან საერთოდ რაზე ვლაპარაკობდით. შე-
იძლება, პისტოლეტზე.
- ვეცდები, გამოვისყიდო, - ვთქვი ალალბედზე.
შევამჩნიე, რომ ჩემი თანმხლები ხელში ოპიუმის პაკეტს ათა-
მაშებდა.
- მაშ, ფიქრობ, რომ მჩხირავს ვგავარ?
ყურადღებით დავაკვირდი. მაღალი ღაწვები ჰქონდა, თვალე-
ბი - ნაცრისფერ-ყავისფერი, როგორც თითქმის ყველა ინ-
დიელისა და ევროპელის ნაჯვარს. ღია რუხი ფერის პიჯაკი ეცვა
და ჰალსტუხი ეკეთა. თხელი ტუჩები ჰქონდა, პირის კიდეები -
დაბლა ჩამოწეული. ნაღდი მჩხირავის პირია. არსებობენ ადა-
მიანები, რომლებიც მჩხირავებს ჰგვანან, მაგრამ არ არიან. არ-
სებობენ ადამიანები, რომლებიც „ცისფერებს“ ჰგვანან, მაგრამ
არ არიან. სწორედ ამ ტიპის ხალხი გიქმნის უამრავ პრობლემას.
- პოლიციას გამოვიძახებ, - თქვა მან და საყრდენ ბოძზე მი-
მაგრებული ტელეფონის ყურმილს მისწვდა.
ყურმილი გამოვგლიჯე და ისე ძლიერ ვკარი ხელი, რომ
დახლს მიენარცხა. გამიღიმა. ყვითელი ნადებით დაფარული
კბილები გამოუჩნდა. ზურგი მაქცია და ბარმენს დაუძახა.
ოპიუმის პაკეტი დაანახვა. მე ბარიდან გავედი და ტაქსიში ჩავჯე-
ქი.
მახსოვს, განრისხებული მივედი შინ სხვა იარაღის - მსხვილ-
კალიბრიანი რევოლვერის - ასაღებად. თუმცა ახლაც ვერ მივ-
მხვდარვარ, რამ გამაბრაზა ასე ძალიან.
ტაქსიდან გადმოვედი და ისევ ბარში შევედი. ის კაცი დახლს
მიყრდნობილი დამხვდა. ნაცრისფერი პიჯაკი გამხდარ მხარ--
ბეჭზე შემოტმასნოდა. არაფრის მთქმელი მზერა მომაპყრო.
- წინ წადი! - ვუბრძანე.
- რატომ, ბილ? - გაიკვირვა მან.
- იარე-მეთქი!
177 მკითხველთა ლიგა
ქამარში გარჭობილი რევოლვერი დავაძრე, ჩახმახი შევაყე-
ნე და ლულა მუცელზე მივადე. მეორე ხელი პიჯაკის ლაცკანში
ჩავავლე და დახლს ავაკარი. იმ წუთას არც კი გამიცნობიერე-
ბია, რომ კაცმა ნამდვილი სახელით მომმართა და სავარაუდოდ,
ჩემი სახელი ბარმენმაც იცოდა.
კაცი საერთოდ არ ღელავდა, სახეზე შიშის კვალი არ ეტყო-
ბოდა. ვიგრძენი, როგორ მომიახლოვდა ვიღაც მარჯვნიდან და
თავი მივატრიალე. ჩვენკენ ბარმენი მოდიოდა პოლიციელთან
ერთად. მათმა ჩარევამ გამაღიზიანა და რევოლვერის ლულა ამ-
ჯერად პოლიციელს მივადე.
- სხვის საქმეში ცხვირს რატომ ყოფ? - ვკითხე მას ინგლისუ-
რად. მე ხორციელ, სამგანზომილებიან პოლიციელს არ მივმარ-
თავდი. ეს ის მომაბეზრებელი, არაფრით გამორჩეული, შავ-
გვრემანი პოლიციელი იყო, პერიოდულად რომ ჩნდებოდა ჩემს
სიზმრებში და გაჩხირვაში ან ბიჭთან დაწოლაში ხელს მიშლი-
და.
ბარმენმა რევოლვერიანი ხელი გადამიგრიხა და ლულა პო-
ლიციელის მუცელს მოაშორა. პოლიციელმა მშვიდად ამოიღო
თავისი ძველი 45-კალიბრიანი და მტკიცედ მომადო ტანზე. ბამ-
ბის თხელ პერანგში იოლად გამოაღწია მისი ლულის სუსხმა.
რევოლვერი გავაგდე და ხელები ავწიე დანებების ნიშნად.
- კარგი, კარგი, - ვთქვი და დავამატე: - bueno.
პოლიციელმა 45-კალიბრიანი მომაშორა. ბარმენი დახლს
მიყრდნობოდა და ჩემს იარაღს აკვირდებოდა. ნაცრისფერპიჯა-
კიანი კაცი არაფრის მთქმელი გამომეტყველებით იდგა.
- Esta cargado (დატენილია), - ჩემი რევოლვერისთვის თვა-
ლის მოუცილებლად თქვა ბარმენმა.
მინდოდა მეთქვა, რა თქმა უნდა, აბა, დაუტენავი იარაღი რა-
ში მჭირდება-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე. სცენა ისე არა-

178 მკითხველთა ლიგა


რეალური, უინტერესო და უშინაარსო იყო, თითქოს ვიღაცის
სიზმარში აღმოვჩნდი, მთვრალი შევეხეტე სცენაზე.
მეც არარეალური ვეჩვენებოდი დანარჩენებს, მათთვის ვი-
ღაც უცნობი ვიყავი უცხო ქვეყნიდან. ბარმენი ცნობისმოყვარედ
მათვალიერებდა. რატომღაც ზიზღით აიჩეჩა მხრები და ჩემი რე-
ვოლვერი ქამარში გაირჭო. ოთახში სიძულვილი არ იგრძნობო-
და. არ ვიცი, მათი ახლობელი რომ ვყოფილიყავი, შეიძლება,
შევძულებოდი კიდეც.
პოლიციელმა მკლავზე მაგრად წამავლო ხელი და მითხრა:
- Vამონოს, გრინგო.
პოლიციელთან ერთად გავედი ბარიდან. უცებ ერთიანად
მოვმჩვარდი და მუხლმოკვეთილი, ლამის წავიქეცი. პოლიცი-
ელმა დამიჭირა. ვცდილობდი, მისთვის ამეხსნა, თან ფული არ
მაქვს, მაგრამ შემიძლია „ამიგოებისგან“ ვისესხო-მეთქი. თუმცა
ჩემი ტვინი წესიერად არ მუშაობდა. ესპანურსა და ინგლისურს
ერთმანეთში ვურევდი, სიტყვა „სესხება“ ალკოჰოლისგან და-
ბინდული გონების რომელიღაც კუნჭულში დაკარგულიყო. პო-
ლიციელმა თავი გააქნია. კიდევ ერთხელ ვცადე აზრის ჩამოყა-
ლიბება. უეცრად პოლიციელი გაჩერდა.
- Ándale, gringo, - მსუბუქად წამკრა მხარზე ხელი. პოლი-
ციელი ცოტა ხანს იდგა და თვალს მადევნებდა, როგორ მივჩან-
ჩალებდი ქუჩაში. მე ხელი დავუქნიე. პოლიციელმა არ მიპასუხა.
შეტრიალდა და ისევ იქით წავიდა, საიდანაც მოვიდა.
ჯიბეში ერთი პესო მედო. ბარში შევედი და ლუდი შევუკვეთე.
ჩამოსასხმელი ლუდი არ ჰქონდათ, ბოთლისა კი ერთი პესო
ღირდა. ბარის ბოლოში ახალგაზრდა მექსიკელები ისხდნენ და
მათთან მივედი. ერთ-ერთმა „საიდუმლო სამსახურის“ სამკერ-
დე ნიშანი მიჩვენა. ყალბი ნიშანი იქნება-მეთქი, დავასკვენი ჩემ-
თვის. მექსიკის ყოველ ბარში თითო ვითომპოლიციელს მაინც
შეხვდებით. საიდანღაც ჩემს ხელში ტეკილა აღმოჩნდა. ბოლო
179 მკითხველთა ლიგა
რაც მახსოვს, ტეკილასთან ერთად დაღეჭილი ლიმონის წვენის
მჟავე გემოა.
მეორე დილით უცხო ოთახში გამეღვიძა. მიმოვიხედე. იაფ-
ფასიანი მოტელის ნომერი. ერთი ღამე - ხუთი პესო. ტანსაც-
მლის კარადა, სკამი, მაგიდა. ჩამოფარებული ფარდების ღრი-
ჭოდან ვხედავდი, როგორ დადიოდა ხალხი გარეთ. პირველი
სართული. ჩემი სამოსის ნაწილი სკამზე ეყარა, პერანგი და პი-
ჯაკი - მაგიდაზე.
საწოლიდან გადმოვყავი ფეხები და ვცადე, გამეხსენებინა,
რა მოხდა ტეკილას ბოლო ჭიქის დალევის შემდეგ. გონებაში
სრული სიცარიელე იყო. ავდექი და ჩემი ნივთები გადავქექე.
„ავტოკალამი გაქრა. არა უშავს, მაინც მელანი ჟონავდა... წე-
სიერი ავტოკალამი არც არასდროს მქონია... ჯაყვა გაქრა... არც
ესაა დიდი დანაკარგი“.
ჩაცმა დავიწყე. ნამთვრალევს თავი მისკდებოდა და მაცახცა-
ხებდა.
„სასწრაფოდ ლუდი უნდა გადავკრა... იქნებ როლინსს შინ მი-
ვუსწრო“.
კარგა ხანი დამჭირდა როლინსის სახლამდე მისასვლელად.
როლინსი სახლის წინ თავის ელკჰაუნდს დაასეირნებდა. ჩემი
ხნის, მტკიცე აღნაგობის კაცი იყო მკვეთრი, ლამაზი სახის ნაკ-
ვთებით და საფეთქლებთან შევერცხლილი, ხეშეში შავი თმით.
ძვირფასი სპორტული ქურთუკი, სლაქსი და ზამშის პიჯაკი ეცვა.
როლინსს ოცდაათი წელია ვიცნობ.
როლინსმა გულდასმით მოისმინა ჩემი წუხანდელი თავგადა-
სავალი.
- მაგ რევოლვერის გამო ერთხელაც თავს წაგაცლიან, - მით-
ხრა მან, - რას დაათრევ წინ და უკან? გათიშული დადიხარ, ვერც
გაიხსენებ, ვის ესროლე. ინსურგენტეს პროსპექტზე ორჯერ ხე-
ებს შეეჯახე. გუშინ პირდაპირ მანქანის წინ გაიარე. უკან გამო-
180 მკითხველთა ლიგა
გათრიე, შენ კი დამემუქრე. გაბრაზებულმა მიგატოვე, ჯანდაბამ-
დე გზა გქონია-მეთქი. არც კი ვიცი, როგორ გადარჩი. ამ ბოლო
დროს შენი საქციელით ყველას ყელში ამოუხვედი. სულაც არ
მინდა, და არც არავის უნდა, იარაღიანი ლოთის გვერდით ყოფ-
ნა.
- კი, მართალი ხარ, - ვთქვი მე.
- მართალი ვარ და მინდა, რითაც შევძლებ, დაგეხმარო.
ოღონდ ჯერ შენ უნდა შეწყვიტო ლოთობა და ჯანმრთელობას
მიხედო. საშინლად გამოიყურები. არც ფულის შოვნა გაწყენდა.
ფულზე გამახსენდა, როგორც ყოველთვის, ალბათ, ახლაც ჯიბე-
გამოფხეკილი ხარ, - როლინსმა საფულე ამოიღო. - აი, ორმოც-
დაათი პესო. სულ ესაა, რაც მაქვს.
იმ ორმოცდაათი პესოთი ისევ დავთვერი. საღამოს ცხრა
საათისთვის ფული გამომელია და შინ დავბრუნდი. დავწექი, იქ-
ნებ დამეძინოს-მეთქი. თვალები რომ დავხუჭე, სენისაგან
ტუჩებ- და ცხვირმოჭმული აღმოსავლური სახე დავინახე. ინფექ-
ცია გავრცელდა და სახე ამებისებრ უფორმო მასად იქცა; და ამ
მასაში კიბოს დაბინდული თვალები დაცურავდა. ნელ-ნელა
თვალების გარშემო ახალი სახე ჩამოყალიბდა; დამახინჯებულ
სახეთა და იეროგლიფთა წყება იმ ბოლო ადგილისკენ მიიწევ-
და, სადაც ადამიანის გზა სრულდება, სადაც ადამიანური ფორმა
ვეღარ ინარჩუნებს თავის წიაღში გაზრდილ კიბოსებრ საშინე-
ლებას.
ცნობისმოყვარედ ვუყურებდი ამ პროცესს.
- ჰალუცინაციები დამეწყო, - ისე ჩავილაპარაკე, ვითომც
არაფერი.
შეშინებულს გამეღვიძა. გულს ბაგაბუგი გაუდიოდა. ვცდი-
ლობდი, გამერკვია, რამ შემაშინა. მომეჩვენა, რომ ქვემოდან
ხმაური მომესმა.

181 მკითხველთა ლიგა


- ბინაში ვიღაცაა, - ვთქვი ხმამაღლა და მაშინვე მივხვდი,
რომ მართლაც ასე იყო.
კარადიდან ორლულიანი კარაბინი გამოვიღე. ხელები მიკან-
კალებდა; ძლივს ჩავდე ვაზნები, რამდენჯერმე ძირს დამიცვივ-
და. ფეხი მეკეცებოდა. კიბეზე ჩავედი და ყველა ოთახში შუქი
ავანთე. არავინაა. არაფერია.
ხელები მიცახცახებდა, თან ლომკაც მქონდა!
- ნეტა ბოლოს როდის გავისროლე თოფი? - ვკითხე ჩემს
თავს. ვერ გავიხსენე. სახლი მთელ სიგრძე-სიგანეზე გავჩხრიკე,
იქნებ სადმე ჯანქს მივაგნო-მეთქი. ცოტა ხნით ადრე ოთახის
რომელიღაც კუთხეში, ხვრელში ოპიუმის პაკეტი გადავმალე.
პაკეტი იატაკის ქვეშ ჩაცურდა და ვეღარ ვწვდებოდი. რამდენ-
ჯერმე ამაოდ ვცადე მისი ამოღება.
- ამჯერად მივწვდები, - პირქუშად ჩავილაპარაკე. აცახცახე-
ბული ხელებით ტანსაცმლის საკიდს კაუჭი მოვაძრე და ხვრელ-
ში ჩავაცურე. ცხვირი ოფლმა დამიცვარა. ხვრელის უსწორმას-
წორო კიდეებზე ხელი გადავიტყავე. - რახან ამითაც ვერ ვწვდე-
ბი, სხვა რამეს მოვიფიქრებ, - ვთქვი და ხერხის მოსაძებნად წა-
ვედი.
ყველა ოთახი გადავატრიალე, ნივთებს აქეთ-იქით ვისროდი
და გადარეული ვაცარიელებდი უჯრებს, მაგრამ ხერხი ვერ ვი-
პოვე. მრისხანებისგან ცრემლმორეულმა, შიშველი ხელებით
მოვინდომე იატაკის აყრა. ბოლოს შევეშვი და აქოშინებული,
ქვითინით დავეგდე ძირს.
გამახსენდა, რომ საშინაო აფთიაქში ცოტა დიონინი მქონდა
დარჩენილი. მის ასაღებად წავედი. ერთი აბიღა დამხვდა. მო-
ხარშული აბი რძისფერ სითხედ იქცა და მისი ვენაში გაკეთების
ცოტა არ იყოს შემეშინდა. უნებურად ხელი ამიკანკალდა, ვენაში
შერჭობის ნაცვლად, ნემსი განზე გამექცა და სითხე კანზე და-
მეღვარა. გაშეშებული დავყურებდი მკლავს.
182 მკითხველთა ლიგა
როგორღაც მოვახერხე ჩაძინება. მეორე დილას საშინელი
თავის ტკივილით გამეღვიძა. კოდეინითა და ოპიუმით შეყოვნე-
ბული და მრავალკვირიანი გადაბმული სმით გაყუჩებული ლომ-
კა განახლებული ძალით დამატყდა.
„აუცილებლად მჭირდება ცოტა კოდეინი“, - გავიფიქრე.
ტანსაცმლის ჯიბეები ამოვატრიალე. სრულიად არაფერი
იყო, სიგარეტის არც ერთი ღერი, არც ერთი სენტავო. სასტუმრო
ოთახში გავედი. დივნის საზურგესა და დასაჯდომს შორის ჩავყა-
ვი ხელი. ცარცის ნატეხი, სავარცხელი, გატეხილი ფანქარი, ერ-
თი ათსენტავოიანი მონეტა და ერთიც - ხუთსენტავოიანი. უცებ
გულისამრევი ტკივილის განცდა დამეუფლა და ხელი სასწრა-
ფოდ ამოვყავი. ღრმად გაჭრილი თითიდან სისხლი მდიოდა. ეტ-
ყობა, სამართებელზე გავიჭერი. პირსახოცი გავხიე და თითზე
შემოვიხვიე. სისხლმა ნაჭერში გამოჟონა და იატაკზე დაეწვეთა.
საწოლში დავბრუნდი. ვეღარ დავიძინე. ვერც ვკითხულობდი.
გაშეშებული ვიწექი და ჭერს მივშტერებოდი.
კართან ასანთის კოლოფმა ჩაიფრინა და სააბაზანოში შევარ-
და. გულაფანცქალებული წამოვჯექი.
- აიკ, შე ძველო ბარიგა!
აიკი ხშირად შემოიპარებოდა ხოლმე ჩემს სახლში და ვითომ
პოლტერგეისტი იყო, რაღაცებს ისროდა ან კედლებზე აკაკუნებ-
და. საძინებელში აიკმა შემოყო თავი.
- როგორ ხარ? - მომიკითხა.
- არც ისე კარგად. ხელები მიკანკალებს: აუცილებლად უნდა
გავიჩხირო.
აიკმა თავი დააქნია.
- ჰო, - დაიწყო მან, - მაგ... მაგ საქმეს მორფინი უშველის. მახ-
სოვს, ერთხელ მინეაპოლისში...
- დაივიწყე მინეაპოლისი. გაქვს რამე?

183 მკითხველთა ლიგა


- მაქვს, ოღონდ თან არა. ოც წუთში მოგიტან. - აიკი სავარ-
ძელში იჯდა და ჟურნალს ფურცლავდა. - მართლა გინდა? - ას-
წია უცებ თავი.
- კი.
- მაშინ ახლავე წავალ მოსატანად.
ორი საათის შემდეგ დაბრუნდა.
- სასტუმროს ტიპი სასადილოდ წასულა და ველოდებოდი,
როდის დაბრუნდებოდა, რომ სეიფი გაეღო. ახლა საქონელს სე-
იფში ვინახავ, რომ არავინ ამახიოს. სასტუმროში იმ ტიპს ვატყუ-
ებ, სეიფში ოქროს ქვიშას...
- მომიტანე თუ არა?
- კი, მოგიტანე. ნემსი სად გაქვს?
- სააბაზანოში.
აიკმა სააბაზანოდან ხელსაწყოები გამოიტანა და ჯანქის მო-
ხარშვა დაიწყო. გაუჩერებლად მელაპარაკებოდა:
- სვამ და ჭკუას კარგავ. ჯანქს თავს ანებებ და სმას იწყებ - რა
განსხვავებაა? ძალიან ბევრს ვიცნობ ისეთს, ვინც ჯანქს შეეშვა.
იძულებულები იყვნენ, რადგან ლუპიტასგან ჯანქის ყიდვის სა-
შუალება არ ჰქონდათ. ერთი პაკეტი თხუთმეტ პესოდ ძვირია,
მით უმეტეს, ლომკის მოსახსნელად სამი პაკეტი მაინც გჭირდე-
ბა. მათაც ეგრევე სმა დაიწყეს. ორ-სამ წელზე მეტს ვერც ერთი
ვერ ცოცხლობს.
- დროზე გამიკეთე!
- ახლავე. ერთი წუთით. შპრიცი გაიჭედა.
აიკმა პიჯაკის ლაცკანიდან ცხენის ძუა გამოაძრო ნემსის გა-
საწმენდად. ლაპარაკი განაგრძო: - მახსოვს, ერთხელ მერი--
აილენდიდან ნავით ვბრუნდებოდით. „პოლკოვნიკი“ დათვრა და
წყალში გადავარდა. კინაღამ ჩაიძირა თავის ორ პისტოლეტთან
ერთად. ძლივს ამოვათრიეთ. - აიკმა ნემსში სული ჩაჰბერა. -
ესეც ასე, უკვე სუფთაა. ლუპიტასთან ერთი ყოფილი ჰიპსტერი
184 მკითხველთა ლიგა
დადის. „ელ სომბრეროს“ ეძახიან, რადგან ფულს იმით
შოულობს, რომ გამვლელებს თავიდან ქუდს გლეჯს და გარბის.
ტრამვაიზე შეხტება ხოლმე, როცა ის-ისაა უნდა დაიძრას, ვინმეს
ქუდს მოგლეჯს და... ფაფუ... ქრება. ერთი განახა, რას ჰგავს.
დალილავებულ-გასივებული ფეხები აქვს, ისეთი ჭუჭყიანი.
ღმერთო! ხალხი შორიდან უვლის ხოლმე. აი, ასე, - აიკმა ცალ--
ცალკე ასწია შპრიცი და ნემსი.
- ბოლოს და ბოლოს, მიკეთებ თუ არა?
- კარგი, ხო. რამდენი გაგიკეთო? ხუთი სანტიგრამი გეყოფა?
მოდი, იყოს ხუთი.
კაიფი სწრაფად არ დამდგარა. ჯანქის ეფექტი თანდათან
ძლიერდებოდა და ბოლოს ერთიანად მომიცვა. საწოლზე მოდუ-
ნებული დავწექი, თითქოს თბილ აბაზანაში ჩავეშვი.

185 მკითხველთა ლიგა


***

სმა არ შემიწყვეტია. რამდენიმე დღის შემდეგ ბარ „შიპ


ეჰოიში“ გონება დავკარგე, რადგან რვა საათი გადაბმულად
ვსვამდი ტეკილას. მეგობრებმა წამიყვანეს სახლში. მეორე დი-
ლას ცხოვრებაში უსაშინლესი ნაბახუსევი მქონდა. ყოველ ათ
წუთში მერეოდა გული, სანამ ბოლოს მწვანე ნაღველი არ ამო-
ვარწყიე.
მერე ბებერმა აიკმა შემოიარა.
- სმა უნდა შეწყვიტო, ბილ, თორემ მთლად გაგიჟდები.
ასე ცუდად არასდროს ვყოფილვარ. პირღებინების სპაზმე-
ბისგან ერთიანად ვიკრუნჩხებოდი. ვიდრე უნიტაზში რამდენიმე
კოვზ ნაღველს ჩავარწყევდი, აიკი თავს მიჭერდა. მერე მხარში
ამომიდგა და საწოლამდე მიმიყვანა. დღის ხუთი საათისთვის
პირღებინება შემიწყდა და ცოტა რძისა და ყურძნის წვენის და-
ლევა მოვახერხე.
- ლოგინი ფსლის სუნად ყარს, - ვთქვი მე, - ეტყობა, იმ წყე-
ულმა კატამ საწოლის ქვეშ მოფსა.
აიკმა საწოლის ქვეშ იატაკი დაყნოსა.
- არა, აქ არაფერია.
მერე ლოგინიც დაყნოსა და საწოლის თავსაც მიადგა, რო-
მელზეც ბალიშები მქონდა მიდებული და მე ვეყუდებოდი.
- ბილ, მგონი, შენ გიდის ფსლის სუნი!
- ჰა? - ჩემი ხელისგულები დავყნოსე და შეძრწუნებისაგან
თვალები გამიფართოვდა, თითქოს კეთრი დამენახოს. - ღმერ-
თო დიდებულო! - წამოვიყვირე და მუცელი შიშის სუსხიანმა შე-
ხებამ შემიკუმშა. - ეს ურემიაა! აიკ, წადი და სასწრაფოდ ექიმი
მომიყვანე!
- კაი, ბილ, ახლავე გავიქცევი.

186 მკითხველთა ლიგა


- ოღონდ იმ ხუთპესოიან რეცეპტების გამომწერ მათხოვრებს
ნუ მომიყვან!
- კაი, ბილ.
სანამ აიკი წასული იყო, ვიწექი და ვცდილობდი, შიშისაგან
არ გადავრეულიყავი. ურემიაზე ბევრი არაფერი ვიცოდი. მხო-
ლოდ ის მსმენოდა, რომ ჩემი ერთი ტეხასელი ნაცნობი ქალი
ორი კვირის განმავლობაში დღედაღამ, გადაბმულად სვამდა
ლუდს და ურემიამ იმსხვერპლა. ამის შესახებ როლინსმა მიამ-
ბო:
- გასივდა, მერე უცნაურად გაშავდა, კრუნჩხვები დაეწყო და
მოკვდა. მთელი სახლი ფსლის სუნად ყარდა!
მოვდუნდი. ვცადე, ჩემს შინაგან ორგანოებზე მომეხდინა
კონცენტრირება და გამერკვია, რა ხდებოდა ჩემს ორგანიზმში.
სიკვდილის ან სასიკვდილო ავადმყოფობის ნიშნებს ვერ ვამ-
ჩნევდი. თუმცა დაღლილი და დაუძლურებული ვიყავი. თვალებ-
დახუჭული ვიწექი ჩაბნელებულ ოთახში.
ამასობაში აიკმა ექიმი მოიყვანა და ოთახში შუქი აანთო. ჩი-
ნელი ექიმი იყო - რეცეპტების გამომწერი მათხოვარი. ექიმმა
დამამშვიდა, ეს ურემია არ არის, რაკი შარდვა არ გიჭირს და
თან თავიც არ გტკივაო.
- მაშინ ასე რატომ ვყარვარ? - ვკითხე მას.
ექიმმა მხრები აიჩეჩა.
- ექიმი ამბობს, სერიოზული არაფერიაო, - თქვა აიკმა, -
ოღონდ სმა უნდა შეწყვიტოსო. ამდენ სმას ჯობია, ისევ იმ
„ძველს“ დაუბრუნდესო.
ექიმმა თავი დააქნია.
ოთახიდან გავიგონე, როგორ ეჩალიჩებოდა დერეფანში აიკი
ექიმს, მორფინის რეცეპტი გამოეწერა.
- აიკ, მგონი, ეს ექიმი არაფრის აზრზე არაა. მინდა, ახლავე
წახვიდე ჩემს მეგობარ როლინსთან - მისამართს დაგიწერ - და
187 მკითხველთა ლიგა
სთხოვო, კარგი ექიმი გამომიგზავნოს. კარგი ექიმები ეცოდინე-
ბა, მისი ცოლი ცოტა ხნის წინ ავადმყოფობდა.
- კარგი, წავალ, - თქვა აიკმა, - მაგრამ, ჩემი აზრით, ფულს
ტყუილად ხარჯავ. ესეც კარგი ექიმია.
- კი, რეცეპტების გამოწერაშია კარგი.
- ხო, რავი, - სიცილით მხრები აიჩეჩა აიკმა.
აიკი ერთ საათში როლინსთან და სხვა ექიმთან ერთად დაბ-
რუნდა. ოთახში რომ შემოვიდნენ, ექიმმა ცხვირი შეიჭმუხნა,
გაიცინა და როლინსს თავი დაუქნია. მრგვალი, მოღიმარი, აღ-
მოსავლური სახე ჰქონდა. სწრაფად გამსინჯა და მკითხა, შარ-
დვა ხომ არ გიჭირთო. მერე აიკს ჰკითხა, პაციენტს შეტევები
ხომ არ აქვსო.
აიკმა მითხრა: - ექიმი მეკითხება შენზე, ხანდახან ჭკუიდან
ხომ არ გადადისო. მე ვეუბნები, არა, ხანდახან თუ გაეთამაშება
კატებს-მეთქი.
როლინსი დამტვრეული ესპანურით დაელაპარაკა ექიმს. თი-
თოეულ სიტყვას დიდხანს იხსენებდა: - Esto señor huele muy
malo and quiere saber por qué (ამ კაცს ცუდი სუნი ასდის და აინ-
ტერებს, რატომ).
ექიმმა აგვიხსნა, ეს ურემიის საწყისი სტადია იყო, მაგრამ ამ-
ჯერად საფრთხემ ჩაიარაო. ერთი თვით სასმელთან გაკარება
ამეკრძალა. ექიმმა ტეკილას ცარიელი ბოთლი აიღო.
- კიდევ ერთი ბოთლიც და მოკვდებოდით.
ექიმმა თავისი ინსტრუმენტები ჩანთაში ჩააწყო. რამდენიმე
საათში ერთხელ სიმჟავის დამწევი პრეპარატის მიღება გამომი-
წერა, მე და აიკს ხელი ჩამოგვართვა და წავიდა.
მეორე დღეს მადა გამეხსნა და რაც კი თვალში მომხვდებო-
და, ყველაფერს ვჭამდი. სამი დღე საწოლში გავატარე. ალკო-
ჰოლიზმის მეტაბოლური სტრუქტურა დაირღვა. სმა რომ განვა-

188 მკითხველთა ლიგა


ახლე, უკვე ზომიერად ვსვამდი, თანაც მხოლოდ დღის პირველ
ნახევარში. აღარც ჯანქს ვიკეთებდი.

189 მკითხველთა ლიგა


***

იმ პერიოდში ომის ვეტერანი ამერიკელი სტუდენტები მიღე-


ბულ ფულად კომპენსაციას დღისით „ლოლაში“ ხარჯავდნენ,
ღამით - „შიპ ეჰოიში“. „ლოლას“ მთლად ბარსაც ვერ უწოდებ-
დით. ერთი პატარა სასადილო იყო, სადაც მხოლოდ ლუდსა და
გაზიან სასმელს გთავაზობდნენ. შესასვლელი კარისგან მარ-
ცხნივ მდებარე პატარა საწყობი ლუდითა და გაზიანი გამაგრი-
ლებელი სასმელებით იყო სავსე. ოთახის ცალ მხარეს მთელ
სიგრძეზე, მუსიკალურ აპარატამდე, დახლი გადაჭიმულიყო.
დახლის წინ ყვითელტყავგადაკრული რკინისფეხიანი სკამები
იდგა, მოპირდაპირე კედელთან - მაგიდები. სკამების ფეხების
რეზინის საცმები უკვე გაცვეთილიყო და როცა დამლაგებელი
იატაკის გამოსაგველად მათ განზე გასწევდა ხოლმე, გულის გა-
მაწვრილებლად ღრჭიალებდნენ. დახლს იქით სამზარეულო
იყო, სადაც ფეთხუმი მზარეული ყველაფერს დამძაღებულ ცხიმ-
ში წვავდა. „ლოლას“ არც წარსული ჰქონდა და არც მომავალი.
ბარი კი არა, მოსაცდელი ოთახი იყო.
„ლოლაში“ ვიჯექი და გაზეთს ვკითხულობდი. ცოტა ხანში გა-
ზეთი გადავდე და მიმოვიხედე. მეზობელ მაგიდასთან ვიღაც
ლობოტომიაზე ლაპარაკობდა, „ნერვებს კვეთენო“. სხვა მაგი-
დასთან ორი ახალგაზრდა ტიპი მექსიკელი გოგოების შებმას
ცდილობდა. „მი ამიგო ეს მუყ, მუყ...“ - ერთ-ერთმა ბიჭმა საჭი-
რო სიტყვა ვერ გაიხსენა და ენა დაება. გოგოებმა გადაიკისკი-
სეს. საშინლად მოსაწყენი საუბრები იყო, პარაფრაზების დომხა-
ლი რკინისფეხიან სკამებზე; კოსმოსურ სიგიჟეში დეზინტეგრი-
რებული ადამიანური მთლიანობა, უწესრიგო და შემთხვევითი
მოვლენები მომაკვდავ სამყაროში.

190 მკითხველთა ლიგა


ორი თვე იყო, ჯანქს არ გავკარებოდი. როცა ჯანქს თავს ანე-
ბებ, ყველაფერი უაზრობად გეჩვენება, სამაგიეროდ გახსოვს
გაჩხირვის გრაფიკი, ჯანქის მუდმივი საშინელებანი, საკუთარი
სიცოცხლე, რომელიც დღეში სამჯერ შენს ვენაში ჩაედინება.
გვერდითა მაგიდიდან გაზეთი ავიღე. ორი დღის წინანდელი
აღმოჩნდა და ისევ მაგიდაზე დავდე. საქმე არაფერი მქონდა,
არც - სადმე წასასვლელი. ჩემი ცოლი აკაპულკოში იყო. შინის-
კენ გავემართე და ერთი კვარტლის გავლის შემდეგ ბებერი აიკი
დავინახე ქუჩაში.
ზოგიერთს კილომეტრიდანაც შეამჩნევს კაცს, ზოგს კი, სანამ
ხელის გასაწვდენ მანძილზე არ მიუახლოვდები, ვერც კი ხედავ.
განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ყოველთვის ნარკომა-
ნები არიან. იყო დრო, ბებერი აიკის დანახვაზე სიამოვნებისგან
სისხლის წნევა მიწევდა. მჩხირავისთვის ბარიგა იგივეა, რაც
შეყვარებულისთვის სატრფო. გულის ფანცქალით ელი მის გან-
საკუთრებულ კაკუნს კარზე, მის განსაკუთრებულ ნაბიჯის ხმას
ჰოლში, ქუჩაში ხალხის ნაკადში მისი სახის დანახვას. თვალწინ
გიდგას მისი სახის ყოველი ნაკვთი, თითქოს შენი კარის ზღურ-
ბლზე იდგეს და გეღადავებოდეს: „ბოდიში, მაგრამ ჯანქი ვერ გა-
გიჩითე“. გაკვირდება, როგორ ცვლის შენს სახეზე იმედს მღელ-
ვარება, ტკბება თავისი ძალაუფლებით - მხოლოდ მას შეუძლია
მოგცეს ან არ მოგცეს ის, რაც ძალიან გჭირდება. ნიუ--
ორლეანში პეტი არაერთხელ გამხუმრებია ასე. ნიუიორკელი
ბილ გეინსიც. ბებერი აიკი დაიფიცებდა, თან არაფერი მაქვსო,
მაგრამ მეორე წამს ჯიბეში ქაღალდის პაკეტს ჩამიცურებდა და
მეტყოდა, აგერ, თურმე ჯიბეში გდებიაო.
ახლა ჯანქზე აღარ ვიჯექი. თუმცა ღამით, ძილის წინ მორფი-
ნის გაკეთებაზე ან უფრო უკეთესი, ნემბუტალზე - ნახევრად კო-
კაინზე და ნახევრად მორფინზე - უარს არ ვიტყოდი. ჩემი სახ-
ლის კართან დავეწიე აიკს. მხარზე დავადე ხელი და შემობრუნ-
191 მკითხველთა ლიგა
და. უკბილო, დედაბერივით დანაოჭებული მჩხირავის სახე ღი-
მილმა გაუბადრა, მე რომ დამინახა.
- გამარჯობა, - მომესალმა.
- საუკუნეა, არ მინახიხარ, - ვუთხარი მე, - სად დაიკარგე?
- ცოტა ხნით ციხეში აღმოვჩნდი, - გაეცინა მას. - თანაც ვიცი,
რომ ჯანქი გადააგდე და ამიტომაც აღარ მოვდიოდი. სულ
დაანებე კეთებას თავი?
- კი.
- მაშ, გაჩხირვა აღარ გინდა, არა? - ღიმილით მკითხა აიკმა.
- იცი რა... - ნაცნობი გრძნობა მომეძალა, თითქოს ძველ საყ-
ვარელს შევხვდი და ჩვენ შორის კვლავ გაჩნდა მიზიდულობის
ნაპერწკალი - ორივე ვხვდებოდით, რომ კვლავ ერთად დავწვე-
ბოდით.
აიკმა თქვა:
- დაახლოებით ათი სანტიგრამი მექნება თან. მე მაინც არ მე-
ყოფა. ცოტა კოქსიც მაქვს.
- შემოდი, - შევიპატიჟე სახლში.
კარი გავაღე. ბინა ჩაბნელებული და ნესტიანი იყო. ტანსაცმე-
ლი, წიგნები, გაზეთები, გაურეცხავი თეფშები და ჭიქები სკამებ-
ზე, მაგიდებსა და იატაკზე უწესრიგოდ ეყარა. გაქუცული დივნი-
დან ჟურნალების დასტა ძირს გადავყარე.
- დაჯე, - შევთავაზე აიკს, - ჯანქი თან გაქვს?
- კი, ჩაკერებული მაქვს, - აიკმა შარვლის უბე ჩაიხსნა და ოთ-
ხკუთხა ქაღალდის პაკეტი ამოიღო - ჯანქის პატარა შეკვრა. პა-
კეტში ასეთივე, ოღონდ მომცრო ზომის ორი შეკვრა იდო. აიკმა
ორივე მაგიდაზე დამიდო. ნათელი ყავისფერი თვალებით მომ-
ჩერებოდა. უკბილო პირი ისე მჭიდროდ მოეკუმა, თითქოს ტუჩე-
ბი ერთმანეთს მისწებებიაო.
სააბაზანოში შევედი ხელსაწყოების გამოსატანად. ბამბა,
ნემსი და შპრიცი. სამზარეულოს ნიჟარაში დახვავებული
192 მკითხველთა ლიგა
გაურეცხავი ჭურჭლის ზვინში ჩაის კოვზი მოვძებნე. ბებერმა
აიკმა ქაღალდის ნაგლეჯი ნერწყვით დაასველა და შპრიცის ნემ-
სის წამოსაცმელ ღრუს შემოახვია. მერე ზედ ნემსი წამოაცვა.
ფრთხილად გახსნა ერთ-ერთი პაკეტი, რომ მკვეთრი მოძ-
რაობით მისი შიგთავსი ძირს არ დაეყარა.
- ეს კოქსია, - მითხრა მან, - ზედმეტი არ მოგივიდეს, საკმაოდ
მაგარია.
მორფინი მთლიანად დავყარე კოვზზე და ცოტა წყალი დავა-
მატე. დაახლოებით ნახევარი გრანი იქნებოდა; ანუ ოთხი სან-
ტიგრამი და არა - ათი. ანთებული ასანთის ღერით შევათბე კოვ-
ზი და მორფინი გავხსენი. კოქსს შეცხელება არ სჭირდება. და-
ნის წვერით ცოტაოდენი კოქსიც დავყარე კოვზზე და წყალში
ჩაცვენილი თოვლივით, მაშინვე გალღვა. მკლავზე ლახტი შე-
მოვიჭირე. მღელვარებისგან სუნთქვა მეკვროდა და თითები მი-
ცახცახებდა.
- შენ გამიჩხირე, რა, აიკ!
ბებერმა აიკმა ნაზად გადამისვა ხელი ვენაზე. ცერა, საჩვენე-
ბელ და შუა თითებს შორის შპრიცი მოექცია. აიკს ამ საქმეში ბა-
დალი არ ჰყავდა. არც კი მიგრძნია, როგორ შემერჭო ნემსი ვე-
ნაში. შპრიცში მუქი წითელი სისხლის ჭავლი ჩაიღვარა.
- კაი, - თქვა მან, - ახლა გავუშვებ.
ლახტს ოდნავ მოვუშვი და შპრიცი ჩემს ვენაში ჩაიცალა. კოქ-
სი პირდაპირ თავში წავიდა, გავბრუვდი; დაძაბულობა მომეხ-
სნა, მორფინი ორგანიზმს მოედო და სიამოვნების ტალღებმა
წამლეკა.
- გაასწორა? - ღიმილით მკითხა აიკმა.
- თუ ღმერთს ამაზე უკეთესი კაცობრიობისთვის რამე შეუქ-
მნია, აშკარად თავისთვის შეუნახავს, - ვთქვი მე.
აიკმა შპრიცს წყალი გამოავლო და გაასუფთავა.

193 მკითხველთა ლიგა


- არა უშავს, - თქვა მან დაუდევრად, - როცა ზემოთ სიას
ამოიკითხავენ, ჩვენც მაშინვე იქ გავჩნდებით!
დივანზე ჩამოვჯექი და სიგარეტს მოვუკიდე. ბებერი აიკი სამ-
ზარეულოში შევიდა ჩაის მოსადუღებლად. „შავი ნაბიჭვრის“ და-
უსრულებელი საგის მორიგი თავის კითხვა დაიწყო.
- „შავ ნაბიჭვარს“ ახლა მხოლოდ სამი კლიენტი ჰყავს. სამი-
ვე ჯიბგირია და ბლომად მაყუთსაც ღუნავს. „ძაღლობა“ მოსყი-
დული ჰყავთ. ეგ წყეული „შავი ნაბიჭვარი“ ოთხ სანტიგრამს
თხუთმეტ პესოდ ყიდის. კარგ ფულს შოულობს და ახლა ჩემი
დანახვა აღარ უნდა. ერთ თვესაც ვერ გაქაჩავს, აი, ნახავ. ერ-
თხელაც იმ სამიდან რომელიმეს დაიჭერენ და მაშინვე ჩაუშ-
ვებს! - აიკი სამზარეულოს კართან მოვიდა და თითები გაატკა-
ცუნა. - გეუბნები, ერთ თვესაც ვერ გაქაჩავს!
აიკის უკბილო პირი ზიზღით დამანჭვოდა.

194 მკითხველთა ლიგა


***

როცა თავდები დავიკიდე და შეერთებული შტატებიდან წამო-


ვედი, ჯანქზე ნადირობა ახალ, განსაკუთრებულ ფაზაში შე-
დიოდა. ეროვნული ისტერიის სიმპტომები უკვე ცხადად იკვეთე-
ბოდა. ლუიზიანაში კანონი მიიღეს, რომლის თანახმად ნარკო-
მანია დანაშაულად გამოცხადდა. ვინაიდან ტერმინ „ნარკომა-
ნის“ ზუსტი განსაზღვრა არ არსებობს და არც დრო ან ადგილია
დაკონკრეტებული, ამგვარად ფორმულირებული კანონით ბრა-
ლის დასადებად სამხილის არსებობა სულაც არაა აუცილებე-
ლი. სადაც სამხილი არ არსებობს, იქ არც სასამართლო პროცე-
სი იმართება. ამ პოლიციური კანონმდებლობით თავად ცხოვრე-
ბის წესი ისჯებოდა. მალე ლუიზიანის მაგალითს სხვა შტატებმაც
მიბაძეს. სასჯელისთვის თავის არიდების შანსი დღითი დღე მიმ-
ცირდებოდა, რადგან ანტინარკოტიკული განწყობა, როგორც
ანტისემიტიზმი ნაცისტურ გერმანიაში, სრულ პარანოიაში გა-
დაიზარდა. მეც სასამართლოში გამოცხადებაზე უარი ვთქვი და
სამუდამოდ საზღვარგარეთ ცხოვრება გადავწყვიტე.
მექსიკაში უსაფრთხოდ მყოფი ვადევნებდი თვალს ანტინარ-
კოტიკულ კამპანიას. ვკითხულობდი სტატიებს ნარკომან მო-
ზარდებზე და სენატორებზე, რომლებიც ნარკომოვაჭრეების სიკ-
ვდილით დასჯას მოითხოვდნენ. ეს უსამართლობად მეჩვენებო-
და. ვის სჭირდება მოზარდები კლიენტებად? მათ არასდროს
აქვთ ფული და დაკითხვებისას ყოველთვის იოლად ტყდებიან.
როგორც კი მშობლები შვილების ნარკომანობის შესახებ იგე-
ბენ, მაშინვე სამართალდამცველებთან გარბიან. დავასკვენი, ან
ამერიკელი ბარიგები გაყეყეჩებულან, ან მთელი ეს „მოზარდი
ნარკომანების“ საქმე სპეციალურადაა შეთითხნილი ანტინარ-

195 მკითხველთა ლიგა


კოტიკული განწყობის გასაღვივებლად და ახალი მკაცრი კანო-
ნების მისაღებად-მეთქი.
მექსიკისკენ დევნილი ჰიპსტერების ნაკადი დაიძრა. „ექვსი
თვე მკლავზე ნანემსრისთვის მაწანწალებისა და ნარკომანების
ამკრძალავი კანონის თანახმად კალიფორნიაში“. „რვა წელი
შპრიცისთვის ვაშინგტონში“. „ორიდან ათ წლამდე ნარკოტიკის
გაყიდვისათვის ნიუ-იორკში“ - ახალგაზრდა ჰიპსტერების ჯგუფი
ყოველდღე მოდიოდა ჩემს ბინაში გასაბოლებლად.
ერთს ქეში ერქვა, მესაყვირე იყო. მეორეს პიტი ერქვა, ქე-
რათმიანი, ბრგე ყმაწვილი იყო მოდელის გარეგნობით. მესამეს
ჯონი უაითი ერქვა, ცოლი და სამი შვილი ჰყავდა, ჩვეულებრივ
საშუალო ახალგაზრდა ამერიკელს ჰგავდა. მეოთხეს მარტინი
ერქვა, იტალიური წარმოშობის შავგვრემანი, სიმპათიური ყმაწ-
ვილი იყო. არც ერთი ზუტსუტერი. ჰიპსტერები იატაკქვეშეთში
წავიდნენ.
ჰიპსტერების ჟარგონი შევისწავლე. „ბალახი“ - მოსაწევი,
„ჩაყუდებული“ - დაჭერილი, „მაგარი“ - ითქმის ყველაფერზე,
რაც მოგწონს და სამართალდამცველებთან ან კანონთან არაა
კავშირში, საპირისპიროზე კი „ბანძი“ ითქმის. ვუსმენდი ამ ტი-
პებს და აშშ-ის პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებას ვეცნობო-
დი. ქვეყანაში სრული ქაოსი მეფობდა, არავინ იცოდა, ვინ ვინ
იყო და სად დამდგარიყო. მახსოვს, ძველი მჩხირავები მეუბნე-
ბოდნენ: „თუ ვინმე შენ თვალწინ გაიჩხირავს ვენაში, ნაღდად
იცი, რომ ფედერალური აგენტი არ არის“.
დღეს ვითარება შეიცვალა. მარტინმა მიამბო:
- ერთი ეძრობა და ამბობს, ლომკა მაქვსო. ჩვენი რამდენიმე
სანფრანცისკოელი ძმაკაცის სახელებიც ჩამოგვითვალა. ჩვენმა
ორმა ბიჭმა ჰეროინი გაუჩითა. მთელი კვირა იმათ თვალწინ იჩ-
ხირავდა. ერთხელაც ყველა ჩააყუდეს. მაშინ მათთან არ ვიყავი,
რადგან ის ტიპი დიდად არ მევასებოდა და თან ჰეროინზეც არ
196 მკითხველთა ლიგა
ვიჯექი. იმ ორი დაჭერილი ბიჭის ადვოკატმა გაარკვია, რომ ის
ტიპი ფედერალური აგენტი ყოფილა. ვიღაც ჩამშვები კი არა,
აგენტი. მისი სახელიც კი გაიგო.
ქეშმა მიამბო, როგორ გაიჩხირა ორმა ჰიპსტერმა და მერე
ერთ-ერთმა სამკერდე ნიშანი დააძრო.
- რა გინდა, რომ ქნა? - თქვა ქეშმა. - ეს ტიპები თვითონ არიან
ჰიპსტერები. ჩემნაირი და შენნაირი ტიპები არიან, ოღონდ ერთი
განსხვავებით - „ძია სემისთვის“ მუშაობენ.
რაკი ნარკოტიკების ბიურომ აშშ-ში მცხოვრები ყოველი ნარ-
კომანის დაპატიმრება განიზრახა, უფრო მეტი აგენტი და თანამ-
შრომელი სჭირდებათ. თან უბრალო კი არა, განსაკუთრებული
აგენტი. „მშრალი კანონის“ დროს უამრავი ლოთი და ავაზაკი
მიაწყდა შიდა შემოსავლების სამსახურს, ახლა ნარკომანი აგენ-
ტები უერთდებიან შემოსავლების სამსახურს უფასო ნარკოტიკე-
ბისა და იმუნიტეტის სანაცვლოდ. ნარკომანად თავის მოჩვენება
ძნელია. ნარკომანი ყოველთვის ცნობს ნარკომანს. ნარკომანი
აგენტები კარგად ნიღბავენ თავიანთ ნარკომანობას, ან შეიძლე-
ბა, უფროსობა თვალს ხუჭავს ამაზე, რადგან მათ სარგებლობა
მოაქვთ. აგენტი, რომელსაც ჯანქი სჭირდება ან ლომკა აქვს,
განსაკუთრებული მონდომებით მუშაობს.
მესაყვირე ქეში, რომელმაც ექვსთვიანი სასჯელი მოიხადა
მაწანწალობისა და ნარკომანობის მუხლით, მაღალი, გამხდარი
ახალგაზრდა იყო მოუვლელი ბლანჟეთი და მუქი სათვალით.
ყოველთვის სქელლანჩიანი ფეხსაცმლით, აქლემის ბეწვის
ძვირფასი პერანგითა და ქამრიანი ტყავის ქურთუკით დადიოდა.
ტანზე ასი დოლარის სამოსი მაინც ეცვა. მის საყვარელს ფული
ბლომად ჰქონდა და ქეშიც დაუნანებლად ხარჯავდა. როცა გავი-
ცანი, ფული თითქმის აღარ დარჩენოდა. ქეშმა მითხრა:
- ქალები ფეხებზე მკიდია. ისინი თვითონ მოდიან ჩემთან. მე
მხოლოდ საყვირის დაკვრით ვკაიფობ.
197 მკითხველთა ლიგა
ქეში „წამლის მათხოვარი“ იყო. ისე იზამდა, რომ უარს ვერ
ეუბნებოდი. ხანდახან ცოტა ფულს მასესხებდა - იმდენსაც კი
არა, რომ მისთვის მიცემული ჯანქის საფასური გადამეხადა - და
მერე მეტყოდა, ყველაფერი შენ მოგეცი და გროშიც აღარ დამ-
რჩა, რომ კოდეინის აბები ვიყიდოო. რამდენჯერ მითხრა, ჯანქის
კეთებას თავს ვანებებო. მეხიკოში ჩამოსვლისას ნახევარი გრა-
ნი მორფინი მივეცი და მაშინვე გაიკეთა. ეგრევე გაითიშა. მგო-
ნი, შეერთებულ შტატებში ისე გაუჭირდათ, რომ უხარისხო და
გაზავებულ ჯანქს ყიდიან.
მას შემდეგ ყოველდღე მოდიოდა და ნახევარ დოზას მთხოვ-
და. ხანაც ბებერ აიკს გამოსტყუებდა ხოლმე ჯანქს, რადგან ბებე-
რი აიკი ლომკიან მჩხირავს უარს ვერ ეუბნებოდა. ბებერი აიკი
დავარიგე, რომ მოგადგება, ჯანქს ნუღარ მისცემ-მეთქი; მერე
ქეშს ავუხსენი, მე ჯანქის ბიზნესში არ ვარ და არც აიკია ნამდვი-
ლი ბარიგა, ყოველ შემთხვევაში, ბარიგობა ჯანქის უფასოდ და-
რიგებას არ ნიშნავს-მეთქი. ერთი სიტყვით, შევაგნებინე, რომ
საქველმოქმედო ორგანიზაცია არ ვიყავით. მას შემდეგ ქეშს იშ-
ვიათად ვხედავდი.

198 მკითხველთა ლიგა


***

აშშ-ში ახლა პეიოტია მოდაში. „ჰარისონის აქტი“ მის მოხმა-


რებას არ კრძალავს და ჰერბალისტებისგან ფოსტითაც კი შე-
გიძლია იყიდო. პეიოტი არასდროს გამესინჯა და ჯონი უაითს
ვთხოვე, იქნებ მეხიკოში გაგვიჩითო-მეთქი.
- კი, აქაც ყიდის ერთი ჰერბალისტი, - მითხრა მან. - თავის-
თან დაგვპატიჟა, პეიოტით გაგიმასპინძლდებითო. თუ გინდა,
შენც წამოდი. ერთი ვნახავ, იქნებ რამე ისეთი ჰქონდეს, რასაც
შეერთებულ შტატებში წავიღებ გასაყიდად.
- პეიოტი წაიღე.
- გზაში გახმება და დამილპება, სანამ შეერთებულ შტატებში
ჩავალ, ძალას დაკარგავს.
ჰერბალისტს ვეწვიეთ. მან ერთი ჯამი პეიოტი, სახეხელა და
სავსე ჩაიდანი გამოიტანა.
პეიოტი პატარა კაქტუსია და მხოლოდ მისი მიწისზედა, მცი-
რე ნაწილი იჭმება. ამ ნაწილს კვირტს უწოდებენ. სახეხელათი
კვირტს ბუსუსები და ქერქი უნდა გააცალო და ავოკადოს სა-
ლათს დაამსგავსო. დამწყების დოზა ოთხი კვირტია.
პეიოტს ჩაი დავაყოლეთ. რამდენჯერმე კინაღამ დავიხრჩვი.
თუმცა ლუკმა როგორღაც გადავყლაპე და რომ მოვრჩი, ლოდი-
ნი დავიწყე, რა მოხდებოდა. ჰერბალისტმა რაღაცის ნაფხვენები
მოგვაწოდა, ოპიუმივითააო. ჯონიმ პაპიროსი გაახვია და თითო
ნაფაზი ყველამ დავარტყით.
- უმაგრესია!
მე თავბრუ დამეხვა და ყელი ჩამეხრინწა. ჯონიმ ბლომად
იყიდა ეს ნაფხვენი, აშშ-ში სასოწარკვეთილ ჰიპსტერებში კარ-
გად გასაღდებაო.

199 მკითხველთა ლიგა


ათი წუთის შემდეგ ღებინება დამეწყო. ყველა მეუბნებოდა,
გაუძელი, არ ამოარწყიოო, მაგრამ მხოლოდ ათი წუთი მოვით-
მინე. მერე ტუალეტში გავედი პეიოტის ამოსარწყევად. თუმცა
არაფერი გამომივიდა. კრუნჩხვითმა სპაზმებმა შემიპყრო - ეს
იყო და ეს. პეიოტი კუჭიდან არ ამოდიოდა, მაგრამ ვერც შიგნით
ჩერდებოდა.
რის ვაივაგლახით ამოვახველე თმის გუნდასავით დაგორ-
გლილი პეიოტის მყარი მასა. უსაძაგლესი შეგრძნება იყო. ბურ-
თი ყელში გამეჩხირა და კინაღამ გავიგუდე. ამასობაში, ნელ--
ნელა კაიფიც მოიტანა.
პეიოტის კაიფი ბენზედრინის კაიფის მსგავსია. ვერ იძინებ,
თვალის გუგები გიფართოვდება. ყველაფერი პეიოტად გეჩვენე-
ბა. ცოლ-ქმარ უაითთან, ქეშთან და პიტთან ერთად ვიჯექი მან-
ქანაში. ლომასში ქეშის ბინაში მივდიოდით.
- გზის პირას ბანკს შეხედე, - მითხრა ჯონიმ, - კაქტუს პეიოტს
ჰგავს.
იქით მივტრიალდი, თან გულში გავიფიქრე: „რა სისულელეა.
კაცს ნებისმიერი რამის დაჯერება შეუძლია“.
არადა, ბანკი მართლაც კაქტუს პეიოტს ჰგავდა. ყველაფერი,
რასაც შევხედე, ამ კაქტუსად მეჩვენებოდა.
რომელიღაც ჯირკვლებზე ნარკოტიკის ზემოქმედებით უპეები
დაგვისივდა და ტუჩები გაგვებერა. ინდიელებს დავემსგავსეთ.
დანარჩენები გაიძახოდნენ, ველურები ვართო, მინდორზე კოტ-
რიალობდნენ და მათი აზრით, ინდიელებივით იქცეოდნენ. მე
თავს ჩვეულებრივად ვგრძნობდი, ოღონდ თითქოს ბენზედრი-
ნის მსუბუქ კაიფში ვიყავი.
ღამე თეთრად გავათენეთ; ვსაუბრობდით და ქეშის ფირფი-
ტებს ვუსმენდით. ქეშმა სანფრანცისკოელ ძმაკაცებზე მიამბო,
რომლებსაც პეიოტის მეშვეობით ჯანქი გადაუგდიათ. ერთ-ერთი
მექსიკაში ჩამოსულა და ვიღაც ინდიელებთან ერთად პეიოტის
200 მკითხველთა ლიგა
ჭამა დაუწყია. თურმე დიდი რაოდენობით იღებდა: მისი დოზა
თორმეტი კვირტი ყოფილა. გარდაცვლილა და პოლიომიელი-
ტის დიაგნოზი დაუსვამთ. როგორც ჩანს, პოლიომიელიტისა და
პეიოტით მოწამვლის სიმპტომები ერთნაირია.
მხოლოდ გამთენიისას ჩამეძინა და რამდენჯერაც თვალი
მოვხუჭე, იმდენჯერ კოშმარი დამესიზმრა. პირველ სიზმარში
ცოფიანი ვიყავი. სარკეში ჩავიხედე. სახე შემეცვალა და ყმუილი
დავიწყე. მეორე სიზმარში ქლოროფილზე ვიყავი შემჯდარი. ვი-
თომ მე და კიდევ ხუთი ჩემნაირი იაფფასიანი მექსიკური სასტუმ-
როს კიბის ბაქანზე ველოდით ბარიგას. ერთიანად გამწვანებუ-
ლები ვიყავით, მაგრამ ქლოროფილისთვის თავის დანებებას
ვერც ერთი ვერ ვახერხებდით. ერთი გაჩხირვა და სამუდამოდ
ქლოროფილზე დამოკიდებული ხდებოდი. თანდათან მცენა-
რეებად ვიქეცით.

201 მკითხველთა ლიგა


***

ჩემი აზრით, ახალგაზრდა ჰიპსტერებს ენერგია და ცხოვრე-


ბაში სპონტანური სიამოვნებების მიღების უნარი აკლიათ. პლა-
ნის ან ჯანქის ხსენებაზე ეგრევე ცოცხლდებიან, თითქოს კოქსი
გაიჩხირესო. გახარებულები დახტიან და გაიძახიან: „ასწორებს!
მიდი, ძმაო! დროზე, გავიკეთოთ!“ გაჩხირვის შემდეგ მორჩილი
ბავშვებივით მიესვენებიან სკამზე და ელიან, როდის მიაწვდის
მათ ცხოვრება კიდევ ერთ ბოთლ რძეს.
ძალიან შეზღუდული ინტერესები აქვთ. შევამჩნიე, რომ ჩემი
თაობა უფრო დაინტერესებული იყო სექსით, ვიდრე ესენი არი-
ან. ზოგიერთისგან ისიც კი მსმენია, სექსისგან ვერანაირ
სიამოვნებას ვერ ვიღებო. ერთხელ შეცდომით „ცისფერად“ მი-
ვიჩნიე ტიპი, რომელიც სრულ გულგრილობას იჩენდა ქალების
მიმართ. თუმცა მოგვიანებით გავარკვიე, რომ ის სულაც არ იყო
ჰომოსექსუალი - უბრალოდ, სექსი მისთვის სრულებით უინტე-
რესო იყო.

202 მკითხველთა ლიგა


***

ბოლოს და ბოლოს, ბილ გეინსიც დანებდა და მექსიკაში გად-


მოსახლდა. მეხიკოს აეროპორტში დავხვდი. ჰეროინისა და ნემ-
ბუტალის კაიფში იყო. იმ ადგილას, სადაც ინგლისური ქინძის-
თავი იჩხვლიტა, შარვალი სისხლით დალაქავებოდა. ჯერ ქინ-
ძისთავით იხვრეტ კანს, მერე ამ ნახვრეტს შპრიცს ადებ და სით-
ხე ვენაში შეგყავს. ნემსი არ გჭირდება, თუმცა ამ მეთოდის გა-
მოყენება მხოლოდ გამოცდილ მჩხირავებს შეუძლიათ; დგუშს
განსაზღვრული ძალით უნდა დააწვე. ერთხელ მეც ვცადე ჯანქის
ასე გაკეთება, მაგრამ ზედმეტი მომივიდა და სითხე სულ
ტყუილად დამეღვარა. ბილ გეინსი კი, თუ კანს გაიხვრეტდა, შიგ
აუცილებლად შეიშხაპუნებდა ხოლმე ჯანქს.
ბილი ძველი ნარკომანი იყო. ვინც ამ ბიზნესში იყო ჩართუ-
ლი, ყველას იცნობდა. საუკეთესო რეპუტაცია ჰქონდა და ჯანქის
მიყიდვაზე უარს არავინ ეუბნებოდა. რახან ბილიც აიბარგა აშშ--
დან და მექსიკაში გამოიქცა, დავასკვენი, რომ ვითარება მარ-
თლაც მძიმე იყო.
- ჯანქს კი ვიშოვიდი, - მითხრა მან, - მაგრამ იქ რომ დავრჩე-
ნილიყავი, ათი წლით მაინც ჩამაყუდებდნენ.
მასთან ერთად მეც გავიჩხირე და მერე დავიწყე ჩვეულებრი-
ვი გამოკითხვა, რა მოუვიდა ამას და ამას-მეთქი.
- ბებერი ბარტი აილენდზე მოკვდა. „მებარგული ლუი“ გა-
ბოზდა. ტონი და ნიკიც გაბოზდნენ. ჰერმანი ვადაზე ადრე პირო-
ბით არ გაათავისუფლეს. „ხეიბარს“ ხუთიდან ათ წლამდე სასჯე-
ლი ემუქრება. ოფიციანტი მარვინი ჭარბმა დოზამ იმსხვერპლა.
გამახსენდა, როგორ მისდიოდა მარვინს გული ყოველი გაჩ-
ხირვისას. წარმოვიდგინე, როგორ გდია რომელიღაც იაფფა-

203 მკითხველთა ლიგა


სიანი სასტუმროს ნომერში, შპრიცი სისხლითაა სავსე და ვენაზე
შუშის წურბელსავით მისწებებია; პირისახე დალურჯებია.
- როი რას შვრება? - ვკითხე ბილ გეინსს.
- არ გაგიგია? ეგეც ჩამშვები გახდა და „ტუმბსში“ თავი ჩამო-
იხრჩო.
როისთვის სამი მუხლით წაუყენებიათ ბრალი: ორი ქურდო-
ბის და ერთი ნარკოტიკების მოხმარების. სიტყვა მიუციათ, ყვე-
ლა ბრალდებას მოგიხსნით, თუ ერთ ძველ ბარიგას, ედი კრამპს
დაგვაჭერინებო. ედი მხოლოდ ისეთ ხალხს „ემსახურებოდა“,
ვისაც კარგად იცნობდა. როი მისი ნაცნობი იყო. „ძაღლებმა“
როის მეშვეობით ედი გამოიჭირეს და მერე როიც გადააგდეს.
ნარკოტიკების მოხმარების ბრალდება კი მოუხსნეს, მაგრამ
ქურდობისთვის გაასამართლეს; სანამ როისაც ედის გზას გაუყე-
ნებდნენ რაიკერს-აილენდისკენ (ედი იქ განუსაზღვრელი ვადით
იხდიდა სასჯელს; ქალაქის ციხეში კი მაქსიმუმი სამი წელი, ხუ-
თი თვე და ექვსი დღეა), „ტუმბსში“ თავი ჩამოიხრჩო.
როი ყოველთვის შეუწყნარებლობას იჩენდა ჩამშვებების მი-
მართ და მათზე პურიტანული შეხედულებისა იყო.
- ვერ ვხვდები, როგორ არ ეზიზღებათ საკუთარი თავი ჩამ-
შვებებს! - მითხრა ერთხელ.
ბილ გეინსს მოზარდ ნარკომანებზეც ვკითხე. მან თავი და-
მიქნია და ალმაცერად გამიღიმა.
- კი, ლექსინგტონი ახლა ახალგაზრდებითაა სავსე.

204 მკითხველთა ლიგა


***

ერთ დღეს მეხიკოს ბარ „ოპერაში“ ნაცნობ პოლიტიკოსს შევ-


ხვდი. დახლთან იდგა, საყელოში ხელსახოცი ჩაეტანებინა და
სტეიკს ჭამდა. მორიგი ლუკმის დაღეჭვისა და გადაყლაპვის შემ-
დეგ მკითხა, ვინმე ისეთს ხომ არ იცნობ, ერთი უნცია ჰეროინი
რომ უნდოდესო.
- შეიძლება ვიცნობ კიდეც, - ვუპასუხე, - რამდენად?
- ხუთას დოლარს ითხოვენ.
ბილ გეინსს დაველაპარაკე და მან მითხრა:
- კარგი, ოდნავ სუფთა მაინც თუა, ავიღებ. ოღონდ პირადად
უნდა ვნახო და გავსინჯო.
პოლიტიკოსს შევუთანხმდი და ოფისში ვესტუმრეთ. პოლიტი-
კოსმა რეზინის ხელთათმანებით გამოიღო უჯრიდან საქონელი
და მაგიდაზე 45-კალიბრიანის გვერდით დადო.
- მე მხოლოდ კოკაინს ვხმარობ, ამის არაფერი გამეგება, -
თქვა მან.
ცოტა ფხვნილი ქაღალდის ნაგლეჯზე დავიყარე. ფერი არ მო-
მეწონა. მუქი ნაცრისფერი იყო. აშკარად გაზქურაზე მოემზადე-
ბინათ.
გეინსმა გაიჩხირა, მაგრამ მორფინითა და ნემბუტალის აბე-
ბით ისე გაბრუებული იყო, მაინც ვერაფერი იგრძნო. მაშინ მეც
გავიჩხირე.
- ჰეროინია, ოღონდ რაღაც სჭირს.
ამასობაში პოლიტიკოსის ოფისში ხალხი მიმოდიოდა. ჩვენ
დივანზე მკლავებდაკაპიწებულები ვისხედით და ვენებს ვეძებ-
დით, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევდა. მექსიკელი პოლი-
ტიკოსის ოფისში ყველაფერი ხდება.

205 მკითხველთა ლიგა


ბილმა მაინც იყიდა ჰეროინი. მე სხვაგან წავედი და ის მეორე
დღემდე არ მინახავს. ნათელი მექსიკური დილის თერთმეტ სა-
ათზე ბილი მწოლიარეს დამადგა თავზე. შავ-ლურჯი ქურთუკი
ეცვა, სახეზე სამარისებური ფერი დასდებოდა და გვამს ჰგავდა;
უჩვეულოდ გაბრწყინებული თვალები ფარდებჩამოფარებული
ოთახის სიბნელეში უელავდა; კუსტარული ჰეროინის ჭუჭყი
ტვინზე სპიროქეტივით შემოხვეოდა.
- მთელი დღე ეგრე უნდა იწვე? - მკითხა მან. - ხომ იცი, ახალი
პარტია ჩამოდის.
- რატომაც არა? - შევეპასუხე გაბეზრებული. - ვიღაც ფერმე-
რი კი არ ვარ, დილაუთენია წამოვხტე... რაო, რა პარტია?
- კარგი, სუფთა მორფინის პარტია, - მითხრა და ფეხსაცმლი-
ან, ქურთუკიან, ყველაფრიანად გვერდით მომიწვა.
- რა გეტაკა? - წამოვიძახე. - გაგიჟდი? - და მის ცარიელ მზე-
რას რომ დავაკვირდი, მივხვდი, მართლაც გაგიჟებულიყო.
თავის ოთახში გავიყვანე და წინა დღეს ნაყიდი ჰეროინისგან
რაც დარჩენოდა, სულ წავართვი.
ბებერმა აიკმა შემოიარა და ბილ გეინსს ხახაში ბლომად
ოპიუმის ნაყენი ჩავასხით. ბილმა როგორც იქნა შეწყვიტა „სუფ-
თა მორფინის პარტიის“ ხსენება და ჩაეძინა.
- შეიძლება მოკვდეს, - თქვა ბებერმა აიკმა, - და ხომ ვიცი,
ყველაფერს მე ამკიდებენ.
- თუ მოკვდება, შენ აითესები, - ვუთხარი მას. - მისმინე, ბილს
საფულეში ექვსასი დოლარი ნაღდი ფული უდევს. ვიღაც მექსი-
კელ პოლიციელს რატომ დავუტოვოთ?
მთელი სახლი გადავატრიალეთ, მაგრამ საფულე ვერსად ვი-
პოვეთ. ყველგან ვეძებეთ, მხოლოდ იმ ლეიბის ქვეშ არ შეგვიხე-
დავს, რომელზეც ბილი იწვა.

206 მკითხველთა ლიგა


მეორე დილით ბილს საღ-სალამათს გაეღვიძა, მაგრამ თავი-
სი ფული ვერ ნახა და ძებნა დაუწყო. ლეიბი რომ ასწია, ტკიცინა
ბანკნოტებით სავსე საფულე იატაკზე დავარდა.

207 მკითხველთა ლიგა


***

იმ პერიოდში ჯანქზე არ ვიჯექი, მაგრამ არც ისე სუფთა ვიყა-


ვი, უეცრად რომ „ძაღლობა“ დამდგომოდა თავზე გასაშმონად,
იოლად გამოვმძვრალიყავი. ჩემს სახლში ყოველთვის მოიძებ-
ნებოდა მოსაწევი; თან მჩხირავებიც ხშირად იკრიბებოდნენ ჯან-
ქის გასაკეთებლად. ძალიან ვრისკავდი, სანაცვლოდ კი სენტა-
ვოსაც ვერ ვშოულობდი. ბოლოს და ბოლოს, გადავწყვიტე,
დროა, ავიბარგო-მეთქი და სამხრეთში წავედი.
როცა ჯანქის კეთებას ანებებ თავს, ცხოვრების წესს იცვლი.
მინახავს მჩხირავები, ჯანქს ზურგი რომ აქციეს და სმა დაიწყეს -
ორიოდე წელიწადში ყველამ ფეხები გაფშიკა. ყოფილ მჩხირა-
ვებს შორის თვითმკვლელობა იშვიათობაა. რატომ ანებებს სა-
კუთარი სურვილით ნარკომანი ჯანქის კეთებას თავს? ამ კითხვა-
ზე პასუხი უცნობია. მიზეზი სულაც არ არის ის ფიზიკური თუ ფსი-
ქიკური ზიანი, რომელსაც ჯანქი აყენებს ადამიანს. ჯანქის გა-
დაგდება უჯრედულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებაა და,
თუ ერთხელ მაინც შეეშვები გაჩხირვას, ვეღარასდროს შეძლებ
დიდი ხნით დაუბრუნდე - როგორც უჯანქობას ვერ გაუძლებ
დიდხანს, ისე ჯანქის კეთებას. გაჩხირვას თავდანებებული, სამ-
ყაროს სულ სხვა თვალით უყურებ.
სადღაც იახეზე წავიკითხე. იახე ნარკოტიკია, რომელსაც ამა-
ზონის სათავეებთან მცხოვრები ინდიელები მოიხმარენ. რო-
გორც ამბობენ, იახე ტელეპათიურ მგრძნობიარობას აძ-
ლიერებს. ერთმა კოლუმბიელმა მეცნიერმა იახესგან ჯანქი შექ-
მნა, რომელსაც ტელეპათინი უწოდა.
პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ტელეპათია არსებობს.
არავისთვის არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ, მხოლოდ ის
მინდა, რომ ტელეპათიური ცოდნა შევიძინო. მინდა, ვინმესთან

208 მკითხველთა ლიგა


ინტუიციისა და გრძნობების არავერბალურ დონეზე დავამყარო
კონტაქტი - სწორედ ესაა ტელეპათია.
როგორც ჩანს, იახეთი მხოლოდ მე არ ვარ დაინტერესებუ-
ლი. რუსები ამ ნარკოტიკს იძულებითი შრომის ექსპერიმენტებ-
ში იყენებენ. საცდელ პირებს ავტომატურ მორჩილებას გა-
მოუმუშავებენ და მათი აზრების მართვას ცდილობენ. აი, ასე
მარტივად და სწრაფად. არავითარი პროპაგანდა, არავითარი
ზედმეტი პროცედურა. შედიხარ ვინმეს გონებაში და ბრძანებას
აძლევ! მათ ამ მცდელობებს უკუქმედებებიც მოჰყვება. თავის-
თავად, ტელეპათია ცალმხრივად არ მოქმედებს და მხოლოდ
გამგზავნისა და მიღებისაგან არ შედგება.
კოლუმბიაში წასვლა და იახეს შოვნა გადავწყვიტე. ბილ გე-
ინსს ბებერ აიკთან საქმე გაუფუჭდა. მე ცოლს გავშორდი. მზად
ვარ, სამხრეთში გავემგზავრო, რომ ჯერაც განუცდელი, დაუმუ-
შავებელი, სუფთა კაიფი ვიპოვო, რომელიც, ჯანქის კაიფისგან
განსხვავებით, კი არ შეგზღუდავს და რამეს დაგაკლებს, არამედ
გაგხსნის და შეგმატებს.
კაიფი სამყაროს სხვა კუთხით დანახვაა. კაიფი ხრწნადი, წინ-
დახედული, მოსაწყენი, დამფრთხალი ხორცის კლანჭებისაგან
მყისიერი გათავისუფლებაა. იქნებ იახემ მომცეს ის, რასაც ჰე-
როინში, ბალახსა და კოქსში ვეძებდი? იქნებ იახე იყოს ჩემი
უკანასკნელი დოზა?

209 მკითხველთა ლიგა


წინათქმა

ბილ ბეროუზი 1944 წლის შობას გავიცანი და 50-იანი წლების


დასაწყისიდან ხშირად ვწერდით ერთმანეთს. ყოველთვის პა-
ტივს ვცემდი მას, როგორც ჩემზე უფროსსა და ჭკვიანს, და ახ-
ლობლობის პირველ წლებში ძალიან მიკვირდა, რომ თვითო-
ნაც პატივისცემით მპასუხობდა. დროთა განმავლობაში ჩვენი
მდგომარეობა შეიცვალა: მე ცოტა ხნით საგიჟეთში სრულიად
მარტო აღმოვჩნდი, ის ბევრს მოგზაურობდა და პირად ტრაგე-
დიებს უმკლავდებოდა. ბოლოს, მისმა მორიდებულობამ გამა-
თამამა და შევაგულიანე, პროზას უფრო გაბედულად შესჭიდე-
ბოდა. იმ დროისთვის მე და კერუაკი თავს უკვე მწერლებად და
პოეტებად მივიჩნევდით, ხოლო ბილი მეტისმეტად მორცხვი
იყო, საკუთარი თავის ასეთი ექსტრავაგანტური აფიშირება რომ
მოეხდინა. მიუხედავად ამისა, ჩემი წერილის პასუხად „ჯანქის“
რამდენიმე თავი გამომიგზავნა. ვფიქრობ, „ჯანქი“ თავიდან
სკეტჩად უფრო იყო ჩაფიქრებული, მაგრამ თანდათან - ჩემდა
გასაოცრად - ოსტატურად გადააქცია რომანად, რომელიც გარ-
კვეულ თემას ეხებოდა. ხელნაწერის დიდი ნაწილი ფოსტით გა-
მომიგზავნა. მის ფოსტას ნიუ-ჯერსის შტატში, პატერსონშიც ვი-
ღებდი. ადრე რომ მეგონა, ვამხნევებ-მეთქი, ახლა მგონია, რომ
პირიქით ხდებოდა; სწორედ ბილი მამხნევებდა და ცდილობდა,
გარე სამყაროსთან აქტიური კავშირი არ გამეწყვიტა: ჯერ იყო
და ჰიპობის გამო კანონთან შექმნილმა პრობლემებმა რვა თვით
ფსიქიატრიულ კლინიკაში ამომაყოფინა თავი, იქიდან გამოწე-
რის შემდეგ კი მშობლების სახლში ვლპებოდი.
ეს ყველაფერი თითქმის მეოთხედი საუკუნის წინ მოხდა და
ჩვენი მიმოწერის ზუსტი შინაარსი წესიერად აღარ მახსოვს. არა-
და, მიმოწერა მრავალ წელს გრძელდებოდა აშშ-ის ერთი სანა-
210 მკითხველთა ლიგა
პიროდან მეორემდე, კონტინენტიდან კონტინენტამდე და სწო-
რედ ასე შევადგინეთ არა მხოლოდ „ჯანქი“, არამედ „იახეს წე-
რილები“, „პედერასტი“ (ჯერაც გამოუქვეყნებელი) და „შიშველი
ლანჩის“ უდიდესი ნაწილი. სამწუხაროდ, ბეროუზმა თითქმის
მთლიანად გაანადგურა 50-იანი წლების პირადი ეპისტოლარუ-
ლი არქივი, რადგან ასეთი ინტიმური და სათუთი წერილების გა-
საჯაროება არ სჩვევია. ამგვარად, სხვა მხრივ უჩინარი ინსპექ-
ტორი ლის მომხიბვლელი ასპექტები ბელეტრისტიკის ფარდამ
დაფარა.
დასრულებული ხელნაწერი კოლეჯისა და ფსიქიატრიული
კლინიკის რამდენიმე ნაცნობს ვაჩვენე, მათ, ვისაც უკვე თავი
დაემკვიდრებინა საგამომცემლო საქმეში. არ დაგიმალავთ, მეც
მქონდა ასეთი დაუკმაყოფილებელი ამბიცია. ამგვარად, ყო-
ველდღიური საქმეებისთვის გამოუსადეგარმა, თავი საიდუმლო
ლიტერატურულ აგენტად წარმოვიდგინე. ჯეისონ ეპსტაინმა მის-
ტერ ბეროუზის „ჯანქი“ წაიკითხა და დაასკვნა, ეს რომ უინსტონ
ჩერჩილს დაეწერა, საინტერესო იქნებოდა; თუმცა, რადგან ბე-
როუზის პროზა „არაფრით გამოირჩევა“ (მახსოვს ამის გამო
ბევრი ვიკამათეთ „დაბლდეის“ კაბინეტში, მაგრამ გარს შემორ-
ტყმულმა სინამდვილემ, ავისმომასწავებლად ინტელიგენტი რე-
დაქტორების იპრიტმა, ჩემმა პარანოიამ თუ ნიუ-იორკის ბიზნეს-
შენობების მდუმარებას მიუჩვევლობამ დამაბნია და თავბრუ და-
მახვია), წიგნის გამოცემა არ ღირსო. ბეროუზის ხელნაწერში
მხატვრული ღირებულება ვერ აღმოაჩინა ვერც ლუის სიმფსონ-
მა, რომელიც ბობზ-მერილში ნერვულ აშლილობას მკურნა-
ლობდა.
საბედნიეროდ, ნიუ-იორკის შტატის ფსიქიატრიულ ინსტი-
ტუტში კარლ სოლომონს შევხვდი. სოლომონი ბიძასთან, მის-
ტერ აარონ ა. ვინთან მუშაობდა გამომცემლობა „ეის ბუქსში“.
მას კარგი იუმორის გრძნობა და ლიტერატურული გემოვნება
211 მკითხველთა ლიგა
ჰქონდა, თუმცა დადაისტური, ლეტრისტული და პარანოიკულ--
კრიტიკული ლიტერატურული ექსტრავაგანტურობისაგან გამო-
კეთების გზაზე მდგარი სოლომონი, სიმფსონის მსგავსად, კრი-
მინალი და მაწანწალა ბეროუზისა და კერუაკის რომანტიზმით
არ მოიხიბლა (იმ დროს მეც კი უბრალო ებრაელი ბიჭი ვიყავი,
წესიერად საშუალო ფენასაც არ ვეკუთვნოდი და გულდასმით
შესწორებულ და დახვეწილ, რითმიან მეტაფიზიკურ ლექსებს
ვწერდი). ამ წიგნებში ცხადად იკვეთებოდა იდენტობის კრიზისი,
რომელიც მთელი აშშ-ისთვის ნერვულ აშლილობას მოასწავებ-
და. თანაც „ეის ბუქსის“ რბილყდიანი გამოცემები კომერციული
პროექტი იყო და სოლომონის ბიძა იშვიათად ხუჭავდა თვალს
იმ ფრანგულ სასიყვარულო ნოველებსა და კრიმინალურ რომა-
ნებზე, რომლებსაც კარლი ხელის კანკალით ამატებდა გამოსა-
ცემი წიგნების სიას.
რედაქტორ სოლომონის აზრით, ჩვენ (ანუ მე, ბილსა და ჯეკს)
სულ არ გვადარდებდა ის პარანოია, რაც ასეთი ტექსტის გამო-
ცემას მოჰყვებოდა. ის ჩვენზე რთულ ვითარებაში იყო; ოჯახური
თუ ფსიქიკური მდგომარეობის, სამსახურებრივი პასუხისმგებ-
ლობისა და ბიძის მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულე-
ბის გამო (ბიძა კარლ სოლომონს ფსიქიკურად ავადმყოფად
თვლიდა), „მსგავსი რამისთვის“, ანუ „ჯანქის“ წიგნად გამოსაცე-
მად და კერუაკისთვის პროზაული ნაწარმოებისთვის ავანსის სა-
ხით 250 აშშ დოლარის მისაცემად, დიდი გამბედაობის გამოჩე-
ნა დასჭირდა. „კინაღამ გავაფრინე... მასალაზე მუშაობისას უფ-
რო და უფრო მიპყრობდა შიში და მღელვარება“, - იხსენებდა
სოლომონი.
იმ დროს არსებობდა საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი თუ ცრურ-
წმენა, რომ თუ ავტობუსში ან მეტროში პლანს ახსენებდი, დაგა-
პატიმრებდნენ და არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომ
მხოლოდ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ლაპარაკობდი (ნარ-
212 მკითხველთა ლიგა
კოტიკების ბიუროს მიერ კულტივირებული პარანოიის ვიბრა-
ციები დღესაც იგრძნობა). ნარკოტიკებზე ლაპარაკი კანონით
იკრძალებოდა. ათი წლის შემდეგაც ნაციონალურ სატელევი-
ზიო არხზე კანონის განხილვას არ დაგაცდიდნენ, რამდენიმე
კვირაში ნარკოტიკების ბიუროსა და კავშირგაბმულობის ფედე-
რალურ სამსახურს წინასწარ ჩაწერილი ვიდეოკლიპებით რომ
არ დაეგმოთ დებატები. დღეს ეს ყველაფერი ისტორიაა, თუმცა
შიში და მღელვარება, რომელსაც სოლომონი ახსენებს, ისეთი
რეალური იყო, რომ იაფფასიანი წიგნების საგამომცემლო ბიზ-
ნესშიც გაედგა ფეხი და თუ წიგნი დაიბეჭდებოდა, ტექსტს თან
ათასგვარი განცხადება თუ კომენტარი უნდა დართვოდა, რათა
გამომცემელი ავტორთან კრიმინალურად არ დაეკავშირებინათ
ან იმ პერიოდში ნარკოტიკების ბიუროს ტყვეობაში მყოფი „ავ-
ტორიტეტული სამედიცინო ორგანოებისთვის“ (20000 ექიმი
დაადანაშაულეს ნარკომანის მკურნალობის მცდელობაში; ათა-
სობით მათგანი დააჯარიმეს და დააპატიმრეს 1935-1953 წლე-
ბის „ექიმების ომში“ - ასეთი სახელი შეარქვა იმ მოვლენებს
ნიუ-იორკის ოლქის სამედიცინო ასოციაციამ) სრულიად მიუღე-
ბელ ავტორისეულ ახირებულ და თამამ მოსაზრებებს საზოგა-
დოება შეცდომაში არ შეეყვანა.
არადა, საქმე მარტივადაა, ორგანიზებულ კრიმინალთან შეკ-
რული ნარკოტიკების ბიურო ნარკოტიკების იატაკქვეშა გასაღე-
ბით იყო დაკავებული და ნაცვლად იმისა, რომ მათთვის ემკურ-
ნალა, საზოგადოებაში მითებს ავრცელებდა, ნარკომანები
„კრიმინალები“ არიანო. მიზანი ცხადი იყო: სიხარბე, ხელფასი,
შანტაჟი და უკანონო შემოსავლები მოქალაქეთა იმ ფენის ხარ-
ჯზე, რომელსაც პრესა და პოლიცია „მტერს“ უწოდებდა. პოლი-
ციისა და ნარკოსინდიკატის ურთიერთობის შესახებ 1970-იანი
წლების დასაწყისიდან არა ერთი ოფიციალური მოხსენება თუ
წიგნი დაუწერიათ (განსაკუთრებით ცნობილია 1972 წლის „ნიუ-
213 მკითხველთა ლიგა
იორკის კნაპის კომისიის მოხსენება“ და ელ მაკკოის „ოპიუმის
პოლიტიკა ინდოჩინეთში“).
რადგან წიგნის მთავარი თემა ერთობ ექსტრავაგანტური
იყო, ბეროუზს პროლოგის დაწერა სთხოვეს. მას უნდა მიეთითე-
ბინა, რომ წარმოშობით წარჩინებული ოჯახიდან იყო (ამიტომ
ფსევდონიმად უილიამ ლი აირჩია) და თან ისიც აეხსნა, როგორ
იქცა ასეთი კარგი ოჯახიშვილი ნარკომანად, რათა მკითხველე-
ბი, ცენზორები, რეცენზენტები, პოლიცია, კრიტიკოსები და გა-
მომცემლები და, ღმერთმა უწყის, კიდევ ვინ, ტექსტს ზედმეტად
არ დაეზაფრა. კარლ სოლომონმა გამომცემლობის სახელით
შემგონებლური წინათქმა დაწერა. კარლ სოლომონი, ალბათ,
მართლაც კეთილგონივრულად მოიქცა. მაგალითად, ერთი ტე-
ხასური სასოფლო-სამეურნეო ასოციაცია სწორედ მან ამოიღო
ტექსტიდან, რადგან ამ მკაცრი, სალიტერატურო ჩარჩოებიდან
ამოვარდნილი ნაწარმოებისთვის შეუფერებლად მიიჩნია. გარ-
და ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, რომელიმე ფაქტსა თუ მო-
საზრებაზე უილიამ ლის მიერ გაკეთებულ სამედიცინო--
პოლიტიკურ განცხადებებს წინადადების გასწვრივ ფრჩხილებში
რედაქტორის კომენტარიც ერთვოდა.
როგორც ლიტერატურული აგენტი, ხელშეკრულებაში ყველა
ამ პირობის ჩადებას დავთანხმდი და ბეროუზს ავანსის სახით
800 აშშ დოლარი გადავეცი. „ჯანქი“ 100 000-იანი ტირაჟით გა-
მოიცა და ნარკოტიკების ბიუროს ყოფილი აგენტის მიერ ნარკო-
ტიკების თემაზე დაწერილ სხვა წიგნთან ერთად იყიდებოდა.
უბადრუკი პაკეტია, ვერაფერს იტყვი; მეორე მხრივ, თუ ჩვენს
გულუბრყვილობასაც გავითვალისწინებთ, ნამდვილი სასწაული
მოხდა, რომ წიგნი გამოიცა და მომდევნო ათ წელიწადში მილი-
ონმა ლიტერატურის მოყვარულმა წაიკითხა. მკითხველს
მოეწონა ავტორისეული ცხადი აღქმა მოვლენებისა და ფაქტები-
სა, მისი გასაგები, შეულამაზებელი ენა, ნათელი სინტაქსი და
214 მკითხველთა ლიგა
მხატვრული სახეები; ბიუროკრატიისა და კანონისადმი
კულტურულ-რევოლუციური დამოკიდებულება და სტოიკური
ცივი იუმორით აღწერილი კრიმინალი.

215 მკითხველთა ლიგა

You might also like