You are on page 1of 1

1-ლი თავი (33-73)

1. ჩამოთვალეთ ცალ-ცალკე როსტევან მეფის უნარები და ხასიათის თვისებები.

2. პოემის დასასრულს მოცემულ კომენტარებში იხ.34-ე სტროფის (ბ)განმარტება. როგორ


შეიძლება გავიგოთ ეს ტაეპი?

3. რას გულისხმობს ,,გაივსო“ 35-სტროფში?

4. რატომ არის უჩვეულო როსტევანის საქციელი?

5. რას გულისხმობს ,,სასაუბნარო“?

6. წუთისოფლის რა კანონზომიერებაზე საუბრობს როსტევანი?

7. რას გულისხმობენ ვეზირები ,,ვარდი არ დაგჭკნობია“?

8. რას არ ეუბნებიან პირფერობით მეფეს ვეზირები?

9. რა ფრაზა ადასტურებს რუსთაველის ეპოქას?

10. რატომ არს აღწერილი ავთანდილის გარეგნობა ჰიპერბოლით ,,მსგავსი მზისა...“?

11. რა ,,წამალზე“ საუბრობს ავთანდილი?

12. რატომ ტირის თინათინი?

13. რა ყოფილა როსტევანისთვის ,,დამწველი ცეცხლი“?(48-ე სტრ.)

14. როგორ დამოძღვრა როსტევანმა თინათინი? ამოწერეთ სამი აფორიზმი

15. თინათინის რა თვისება იკვეთება 52-ე სტროფში?

16. რა უბრძანა თინათინმა გამზრდელს?

17. რა უბრძანა თინათინმა ამილახვარს?

18. რას შეადარა ავტორმა თინათინის სიუხვე?

19. ვისი იდეა იყო მეფესთან მისვლა და მწუხარების მიზეზის კითხვა?

20. იხ. პოემის დასასრულს მოცემულ კომენტარებში რას ნიშნავს მუხლის მოყრა სტრ.60

21. სოგრატის რა საქციელი და სიტყვები გაუკვირდა როსტევანს?

22. იხ. 63-ე სტროფის კომენტარი 468-ე გვ. რა აწუხებს მეფეს?

23. რაში ამხილა ავთანდილმა მეფე?

24. რაღას ვერ გადათქვამს როსტევანი, ავთანდილოს აზრით?

25. რატომ აკადრა ავთანდილმა ნიძლავი, როსტევანის აზრით?

26. რა მიზანი ჰქონდა 12 მონის თანხლებას ასპარეზის დროს?

You might also like