You are on page 1of 3

I თავი

1. როგორ შეიძლება გავიგოთ ჩართული „რასაკვირველია“?


2. რას ნიშნავს „წლიდან-წლამდე“, რაზე მიუთითებს?
3. რატომ უხდიდიდა მადლობას პლატონი ღმერთს?
4. რა საკითხზე ეხუმრებოდა ბეკინა მელანოს? რა სწყინდა პლატონს?
5. რატომ გრძნობდნენ თავს ბედნიერად სამანიშვილები?
6. რას ეფუძნება სამანიშვილების ბედნიერება ავტორის აზრით?
7. რატომ გააორკეცეს მოხუცი მამის პატივისცემა პლატონმა და მელანომ?
8. რაში დაარწმუნა ბეკინამ საკუთარი თავი?
9. რა „დაიჯინა“ პლატონმა, რაც ბეკინას სასაცილოდაც არ ჰყოფნის?
10. რა ქონება ჩამოთვალა ბეკინამ(გადაჭარბებითაც), რასაც შვილს უტოვებდა

II თავი

1. რატომ ბრუნავდა პლატონის ტვინი წისქვილის ბორბალივით?


2. რა მიზნით არის გამოთქმული ანდაზა „გაჭირვება მაჩვენეო...“ ?
3. რატომ დაეჭვდა ბეკინა პლატონის წინადადებაზე?
4. რა გამოსავალი იპოვა პლატონმა ? რატომ იყო დარწმუნებული, რომ მისი გზა
გაამართლებდა?
5. რა საფუძვლიანი ეჭვი გამოთქვა ბეკინამ?
6. რა გამოსავალი იპოვა პლატონმა, ვის მიმართავს დახმარებისთვის, რატომ ჩქარობს
ასე?

III თავი

1. რა არის ცხენის მორთვის ეპიზოდში კომიკური? (თუ არ არის კომიკური?)


2. რატომ მიჰყავს პლატონს ცხენი ამ მოგზაურობაში?
3. რა ეპიზოდში იკვეთება პლატონის სისასტიკე?
4. რატომ არის უკმაყოფილო პლატონი მგზავრის შეხვედრისას?
5. რომელი სოციალური წრის (სტატუსის) წარმომადგენელია ივანე გვერდევანიძე?
6. რა ახალი ამბავი შეიტყო პლატონმა ივანესგან?
7. რამ უნდა „გაწმინდოს“ ქვეყანა, პლატონის აზრით?

8. ბრეგაძეების ამბის თხრობისას იკვეთება, რომ ვიდრე მამა ცოცხალი იყო, ოჯახი უკეთ
ცხოვრობდა. რატომ?
9. რატომ უჩივის გვერდევანიძე ღმერთს?
10. რატომ შეასკუპდა ცხენს პლატონი სიძის ჭიშკართან?
IV თავი
1. რას საქმიანობს დარიკო პლატონის მოსვლისას და სად არის მისი ქმარი?
2. რა ხდება პლატონის ირონიის მიზეზი დარიკოსთან საუბრისას?
3. რა შეიცხადა დარიკომ მამის გადაწყვეტილების შეტყობისას?
4. რატომ არ მიდის კირილე პლატონთან სტუმრად?
5. როგორ დაახასიათა საკუთარი გვარი კირილემ? რა ხასიათით ჰგვანან ის და სიმამრი
ერთმანეთს?
6. რა ეჭვი აქვს პლატონს : რატომ უნდა დასაჯოს ღმერთმა?
7. რატომ არ სურს პლატონს კირილესთან ერთად მგზავრობა?
8. რატომ და რას შენატრის პლატონი თავის სიძეს?
9. რატომ შეაჩვენა პლატონმა გვერდევანიძე?
10. რა გამოსავალი იპოვა კირილემ?

V თავი

1. რა ახალისებდა მგზავრობისას კირილეს?


2. რამ შეუცვალა განწყობილება პლატონსაც?
3. რისი იმედი გაუჩნდა გზად პლატონს?
4. რა გამოსავალი იპოვა გასაჭირში ჩავარდნილმა კირილემ?
5. რა მიზეზი მოიდო პლატონმა და რით გაუქარწყლა კირილემ ქორწილში
წაუსვლელობა?
6. კირილეს რა ხასიათის თვისება იკვეთება სტუმრობისას პირველივე ეპიზოდში?
7. რატომ დაივიწყა პლატონმა თავისი პრობლემა?
8. რისი მოლოდინი აქვს პლატონს კირილესთან დაკავშირებით და რატომ?
9. რა თემა ხდება თანამეინახეთა დაპირისპირების მიზეზი?

VI თავი

1. რატომ გაეღვიძა პლატონს ცუდ გუნებაზე?


2. რა სამწუხარო რეალობის წინაშე დადგა პლატონი ჩაცმისას?
3. რა ახალისებს კირილეს?
4. სად ეჩქარება ამჯერად კირილეს?
5. პლატონისგან განსხვავებით, ცხოვრების რა წესი ჰქონია კირილეს? რით
ტრაბახობს იგი?
6. რა ახალი გამოსავალი შესთავაზა პლატონს და რატომ?
7. ვინ და რატომ დაიმოწმა კირილემ თავის გასამართლებლად?
8. რატომ ეშინია კირილეს დარიკოს გაჯავრების?
9. რა აქვს სატრაბახო კირილეს?

VII თავი
1. რას წარმოადგენს სალობერიძე? რით განსხვავდება იმ დროის აზნაურებისაგან?
2. რა საქციელით შეურაცხყო კირილემ გარშემომყოფები და რატომ?
3. როგორ შეარცხვინა კირილემ პლატონი?
4. რა საფრთხე დაემუქრა პლატონს? კირილეს ხასიათის კიდევ რა თვისება
გამოვლინდა?
5. რა იყო პლატონის ნაამბობში სამწუხარო თუ სასაცილო?
6. რა გაიხსენა აივანზე შეკრებილმა საზოგადოებამ?

VIIIთავი
1.რა განწყობილბაზე დადგა პლატონი და რატომ?
2.რა სიტყა ჭარბობს ახალგაცნობილი მოსაუბრის მეტყველებასი და რატომ?
3.რამ დააბნია პლატონი ქვქშავაძის საუბრისას?
4.როგორ ამოხსნა ქვაშავაძემ პლატონის გეგმა?
5.რა და რატომ დააყვედრა ქვაშავაძემ პლატონს/
6.რატომ გაილანძღა გვერდევანიძე?
7. რამ შეაფიქრიანა პლატონი?
8.რატომ ვერ იკავებს სიცილს არისტო?
9.პლატონის რა თვისება იკვეთება ჩაის დალევის ეპიზოდში?
10.რა გულისმოკვლელ ამბავს ყვება ქვაშავაძეებზე კოტე ბალდავაძე? თავად ბალდავაძეზე
რას გვიყვება ეს ამბავი?

You might also like