You are on page 1of 3

=1.საუბრის რა მანერით გამოირჩევა არისტო? რა არის ავტორის მიზანი?

2.რატომ ერცხვინება არისტოს ბრეგაძეების ნათესაობა? რა არის რეალური მიზეზი?

3.რატომ სთხოვს შემწეობას არისტო სალომეს, რისი იმედი აქვს?

4.არისტოს რა სიტყვებმა მოჰგვარა სალომეს ღიმილი?

5. რა სიტყვებმა ამხილეს არისტოს მიზანი?

6.როგორ აპირებს შურისძიებას არისტო პ ბრეგაძეებზე?

7. რა ეპიზოდში იკვეთება არისტოს მოქნილობა?

8. რით გამოხატავს მასპინძლის მიმართ მადლიერებას სალობერიძეებთან შეკრებილი ხალხი?

9.რა ფიქრები არ ასვენებს პლატონს? რმენა თუ ცრურწმენა?

10.რა არის მიუღებელი პლატონისთვის არისტოს ნათქვამში და რატომ?

11.რა მიზნით არის ჩართული თხრობაში აღწერითი ეპიზოდი ( პეიზაჟი)?

1.რა შენიშნა ირონიულად არისტომ ბრეგაძეებზე?

2.რის შესახებ გააფრთხილა არისტომ სერაპონი და რატომ დასჭირდა ეს?

3.მამიდისთვის ნათქვამ რომელ სიტყვებში ჩანს არისტოს ნამდვილი მიზანი?

4. რა არის პლატონის ელენესადმი კეთილგანწყობის ჭეშმარიტი საფუძველი?

5.რა ეპიზოდში იკვეთება არისტოს მიზანდასახული ხასიათი?

6.რას ემსახურება ნუჩიას აღწერა?

7.როგორ დაუხატა სამანიშვილებთან ცხოვრება არისტომ ელენეს?

8.რატომ არ გაუშვებენ ელენეს ბრეგაძეები ნებით?

9.რა გამოსავალი იპოვა არისტომ?

10. დღის რომელ მონაკვეთშია აღწერილი ბრეგაძეების კარმიდამო ( მთელი სოფელი) და


რატომ?

11.ბრეგაძეების ცხოვრების რა დეტალები იკვეთება დათიას და ნუჩიას საუბარში?

12.რაში ეპარება ეჭვი არისტოს, როცა ეზოში ჩადის და რა კომიკური ეპიზოდით სრულდება/

13.რატომ აღმოჩნდა ,,ჯოჯოხეთი“ ბრეგაძეებთან სტუმრობა?


1.რა აღმოჩნდა განსაკუთრებით სასიამოვნო ბეკინასათვის?

2.როგორ შემოირიგა პლატონმა კირილე?

3.რატომ უარობს საქვრივოს პლატონი?

4.რას მიაღწია არისტომ?

5.რა რექცია ჰქონდა პლატონს და როგორ შეიცვალა ელენეს მიმართ დამოკიდებულება


მელანოს ეჭვის შემდეგ?

6. რა დატვირთვა აქვს სიზმარს?( დააკვირდით, რა და რა ჩამოთვალა ავტორმა)რატომ ნახა


ასეთი სიზმარი, რის ნიშნად?

7. პლატონის რა უიმედო სიტყვები ისმის საზარლად სიზმარში?

8.რითი ინუგეშა ამჯერადაც თავი ბეკინამ?

9.სად, რა მიზეზს ეძებს პლატონი ღვთის სასჯელის საზღაურად?

10. რა გამოსავალი იპოვა ამჯერად პლატონმა?

1.პლატონი და ბეკინა- რომელი აღმოჩნდა სასტიკი?

2.რა გამოსავალს ხედავს მოცემული სიტუაციიდან ამჯერად ბეკინა, რას სთხოვს ღმერთს?

3. ვის და რატომ ემადლიერება ელენე?

4.რას ვერ იჯერებს ბეკინა?

5.რატომ შეადარა ავტორმა პლატონი ბრეგაძეებს? რა ვერ დაინახა პლატონმა?

შესაქმეს განმარტება: წმ. იოანე ოქროპირი: როგორც განუკურნებელი ჭრილობები არ


ემორჩილებიან არც მკაცრ და არც მსუბუქ წამალს, ასევე სულიც, თუ ერთხელ გახდა
რომელიმე ცოდვის მონა, ვერ სწორდება, თუ თვითონ არ სურს ამაზე ფიქრი, თუნდაც
რომ ბევრს შთააგონებდეს ვინმე გამოსწორებას. იგი, თითქოსდა არაფერი ესმოდეს,
ვერავითარ სარგებელს ვერ იღებს შეგონებისაგან, იმიტომ კი არა, რომ არ შეუძლია,
არამედ იმიტომ რომ არ სურს. თუმცა ადამიანის ნებასთან მიმართებაში ცოტა
სხვაგვარად არის საქმე, ვიდრე ხორციელ ჭრილობებთან. ხორციელ ბუნებაში
სნეულებები ხშირად განუკურნებელია, მაგრამ ნებასთან დაკავშირებით ასე არ არის:
პირიქით, ბოროტი ადამიანი, თუკი მოისურვებს, შეუძლია გარდაიქმნას და კეთილი
გახდეს, ხოლო კეთილი ადამიანი კი, თუ ფხიზლად არ იქნება, შესაძლოა მთლიანად
წახდეს. უფალმა, რომელმაც თავისუფალი შექმნა ჩვენი ბუნება, თავის მხრივ,
ყველაფერს აკეთებს, და იცის რა სულის სიღრმეში დაფარული საიდუმლოებები,
თავისი კაცთმოყვარეობის გამო შეაგონებს, რჩევას აძლევს და იცავს ბოროტებისაგან
ადამიანებს, მაგრამ კი არ გვაიძულებს, არამედ გვთავაზობს რა შესაბამის
მკურნალობას, ყველაფერს მიანდობს ხოლმე ავადმყოფის (გამოსასწორებელი
ადამიანის) ნებას. ასე მოხდა კაენთან მიმართებაშიც. იგი, მიუხედავად უფლის ასეთი
მზრუნველობისა, მაინც ამგვარ განრისხებაში ვარდება. იმის მაგივრად, რომ კაენს
გაეცნობიერებინა თავისი შეცოდება და გამოსწორებას ცდილიყო, თავის სნეულებას
კიდევ უმატებს სხვა ჭრილობას და იწყებს ჩაფიქრებული მკვლელობის
განხორციელებას.

6. მალხაზი - ზედსართავი სახელი (დიდად ხალისიანი, მოძრავი). რაზე მეტყველებს


ბავშვის არსებობა მოთხრობის დასასრულ?

You might also like