You are on page 1of 47

ბავშვის პირველადი

საჭიროებების
უზრუნველყოფა

წინ, წინ, ჩემო პატარავ !

სესია 2
ქვე-სესია 1: შესავალი

სესიის მიზნები
 მზრუნველები იცნობენ ბავშვების ჯანმრთელობის, კვებისა და დაცვის საჭიროებებს ;
 მზრუნველებს შეუძლიათ იმ კონკრეტული აქტივობების განსაზღვრა , რომლებიც
მათი ახალშობილის დაცვისა და განვითარების საჭიროებებს აკმაყოფილებს .
 სესიაზე აქცენტი გაკეთდება ბავშვის საჭიროებების, განსაკუთრებით მათი ადრეული
განვითარების საჭიროებების უფრო დეტალურ განხილვაზე ,
 იმ აქტივობებზე, რომლებიც ბავშვის დაცვაზეა მიმართული და ხელს უწყობს ბავშვის
განვითარებას.
 სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ , ჩვენ ისევ გავაკეთებთ სათამაშოს ,
რომელსაც სახლში წაიღებთ და თქვენს პატარასთან ითამაშებთ . თუმცა , ჯერ მოდით
მიმოვიხილოთ რა ვისწავლეთ უკვე.
საშინაო დავალების განხილვა

 ვინ შეძლო აქტივობის განხორცილება ბავშვთან სახლში? როგორ


ჩაიარა?
 ხომ არ აქვს ვინმეს კითხვა ან მოსაზრება საშინაო დავალების
შესრულების შემდეგ?
როგორ ფიქრობთ, რატომ იზრდება
ზოგი მცენარე კარგად, ზოგი კი - არა ?
წყალი (მორწყვა): საუბარი, თამაში, სიმღერა, ხელის
მოხვევა, ჩახუტება,
ხის ტანი: ჯდომა, დგომა, სიარული, საუბარი, ა. შ.

ნიადაგი: ნაყოფი: ბედნიერი, ჯანმრთელი, აკადემიური


წარმატებები, ბედნიერი ოჯახი, კარიერა

+ უსაფრთხო გარემო სახლში,


სტიმულირება, მზრუნველობითი
ურთიერთობები, ექსკლუზიურად
ძუძუთი კვება 6 თვემდე,

- ძალადობა სახლში,
განქორწინება, ქრონიკული
დაავადებები, უარყოფა,
უყურადღებობა.
ქვე-სესია 2: არსებული ცოდნა და
პრაქტიკა
 რა ვიცით ჩვენ ბავშვის პირველადი საჭიროებების
შესახებ ?
განვიხილოთ დაცვის პირველადი საჭიროებები:
 ბავშვის მუცლად ყოფნის,
 მისი ჩვილობის
 და ბავშვის 3 წლამდე პერიოდებში
„რას ნიშნავს თქვენთვის ბავშვის
დაცვა“ ?
 რას მიიჩნევთ „წყლის“ (მორწყვის) მაგალითებად?
 რა შეიძლება დაემატოს ამ ჩამონათვალს, ბავშვის
დაცვის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობასა და კვებასთან
მიმართებაში ?
 რა არის კიდევ საჭირო, რომ ბავშვის გაიზარდოს და
განვითარდეს ?
მუშაობა ჯგუფებში: „გააკეთეთ ჩამონათვალი, ბავშვის
დაცვის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობასა და კვებასთან
მიმართებაში“

პრე-ნატალური ახალშობილი პატარა ბავშვი (0-3)


მუცლად ყოფნის
პერიოდი
 

     

 
ქვე-სესია 3: ახალი ცოდნა და პრაქტიკა
მზრუნველები, როგორც ბავშვის პირველი დამცველები,
მზრუნველები და მასწავლებლები

 მზრუნველები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ბავშვის დაცვის უზრუნველყოფაში,


დაწყებული მუცლად ყოფნის პერიოდიდან, მთელი ცხოვრების მანძილზე, დაცვა და
ზრუნვა ბავშვის ადრეული განვითარებას უწყობს ხელს.
 მზრუნველები არიან ბავშვის პირველი დამცველები და უზრუნველყოფენ დაცვას
 სწორად კვება და ჯანსაღი ცხოვრების აქტივობებში ჩართვა ფეხმძიმობისას,
განაპირობებს შემდგომში პატარას დაცვას;
 სწორი კვება არის ფიზიკური ზრდის „საწვავი“, ხოლო ადრეული სტიმულაცია არის
„საკვები“ ტვინის განვითარებისათვის.
როგორ შეიძლება ბავშვის დაცვა მისი მუცლად
ყოფნისას ?

 ფეხმძიმე ქალი, მუცლად მყოფი ბავშვისთვის საკვებისა და დაცვის


ერთადერთი წყაროა.
 ფეხმძიმე ქალმა უნდა მიიღოს ჩვეულებრივ შემთხვევასთან შედარებით უფრო
მეტი რაოდენობით ისეთი საკვები, როგორიცაა რკინით, კალციუმით და
იოდიზირებული მარილით მდიდარი პროდუქტები, ასეთ პროდუქტებს
შეგვიძლია ბავშვისთვის სიმბოლურად ვუწოდოთ „წინ“ - „გაიზარდე“ -
„იბრწყინე“ საკვები.
 ფეხმძიმობის პერიოდში ქალმა გაცილებით მეტი უნდა დაისვენოს, არ მოწიოს
სიგარეტი და არ მიიღოს ალკოჰოლი, დაიძინოს მწერებისაგან დამცავი ბადის
ქვეშ,
 გაიაროს მშობიარობამდე 4 შემოწმება, განსაკუთრებით ფეხმძიმობის პირველი
3 თვის განმავლობაში.
რა როლს ასრულებს კვება ძალიან მცირე ასაკის
ბავშვის განვითარებაში?

 ჯანმრთელი კვება, უსაფრთხო, არა-სტრესულ და მზრუნველობით


გარემოსთან ერთად, ხელს უწყობს სწავლის, ზრდის, განვითარების
პროცესებს
 ახდენს დაავადებების პრევენციას.
 ძუძუთი კვება და დამატებითი კვება ახდენს დაავადებების
პრევენციას, ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და
ემოციური მიჩვევის ჩამოყალიბებას.
იმუნიზაცია
 იმუნიზაცია ჩვილებს/ბავშვებს იცავს რამდენიმე ყველაზე საშიში
დაავადებისაგან. პატარები განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს
განეკუთვნებიან, ვაქცინით ისეთი დაავადებების პრევენცია ხდება,
რომლებმაც შეიძლება ჩვილებსა და ბავშვებს სერიოზული საფრთხე
შეუქმნას (სასიკვდილოც კი).
 ბავშვების იმუნიზაცია ხდება ვაქცინებით, ინექციის ან ორალური გზით
(აბის, სითხის სახით).
 ვაქცინების მუშაობის მექანიზმი გამოიხატება ბავშვის იმუნური სისტემის
გაძლიერებაში დაავადებების მიმართ,
 იმუნიზაციის სრული კურსის ჩატარება ყველა ბავშვისათვის არის
მნიშვნელოვანი. მზრუნველებმა უნდა დაიცვან, ადგილებზე მოქმედი,
იმუნიზაციის რეკომენდებული გრაფიკი.
პირადი ჰიგიენა
პირადი ჰიგიენის ნორმები, რომელთა დამახსოვრება აუცილებელია:
 დაიბანეთ ხელი საპნით (ან სხვა შემცვლელით - მაგ. ნაცარი) ბავშვის შეხებამდე;
 დაიბანეთ ხელი საპნით „კრიტიკულ“ მომენტებში, როდესაც მაგ. ეხებით ბავშვს,
ბავშვის ქოთნის გასუფთავების შემდეგ, ბავშვისათვის საკვების მიცემამდე,
საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ.
ახალშობილთა დაცვის პრაქტიკა
 დაბადებისთანავე ბავშვთან ინტერაქცია ისეთი
აქტივობებით, როგორიცაა ექსკლუზიურად ძუძუთი კვება და
სხეულთან სიახლოვე (კანით შეხება), აყალიბებს
დაცულობასა და მიჯაჭვულობას, რაც მომავალში დედასა
და შვილს შორის მთელი ცხოვრების მანძილზე არსებულ
კავშირს ქმნის.
 აქტივობები, როგორიცაა ბავშვთან საუბარი, ჩახუტება,
სიმღერა, ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას.
„რა აქტივობებს ახორციელებთ ახალშობილებთან,
პატარებთან ურთიერთობისას ?“
ბავშვის პირველადი საჭიროებები
 ძუძუთი კვება

 სხეულთან სიახლოვე
(კანის კანთან შეხება )

 ჩვილებისათვის
განკუთვნილი მასაჟი

 იმის გათვალისწინება,
რომ ბავშვს თავი
თბილად უნდა
ჰქონდეს
ძუძუთი კვება
როგორ იცავს ძუძუთი კვება პატარას ?
 დედის რძე, ბავშვისათვის პირველ იმუნიზაციას წარმოადგენს

 „ხსენი“, რომელსაც დედა აძლევს პატარას დაბადებიდან პირველ დღეებში,


ძალიან მდიდარი კვებითი თვისებებით გამოირჩევა და შეიცავს 95% ანტისხეულებს
როგორ უწყობს ხელს ძუძუთი კვება განვითარებას?
 ძუძუთი კვებას არა მარტო სარგებლობა მოაქვს ბავშვის ფიზიკური ზრდისა და
განვითარებისათვის, არამედ ხელს უწყობს მიჯაჭვულობის („მიჩვევის“)
ჩამოყალიბებას:
 ყურება, პატარასთვის გაღიმება;
 პატარას ჩახუტება
 პატარასთან საუბარი და მისთვის სიმღერა
სხეულთან სიახლოვე (კანის კანთან კონტაქტი)
 კვლევები ცხადყოფენ, რომ დედა და ბავშვი უნდა იყვნენ ერთად და
კანით ეხებოდნენ ერთმანეთს ბავშვის დაბადებისთანავე.
 კანის კანთან კონტაქტი, რომელსაც ზოგჯერ „დედა კენგურუს
მზრუნველობას“ უწოდებენ, გულისხმობს ბავშვის დაჭერას სხეულთან
ახლოს, ისე რომ ის დედის სხეულს ეხებოდეს
 ის ხელს უწყობს:
 ძუძუთი კვებას,
 ინფექციებისაგან დაცვას და მოწესრიგებულ სუნთქვას,
 ახდენს ბავშვის ტემპერატურის ნორმალიზებას,
 ხელს უწყობს წონაში მატებას
 ახალშობილს ხდის ბედნიერს, დაცულს და მშვიდს, მისთვის ახალ
გარემოში.
როგორ უწყობს ხელს სხეულით სიახლოვე (კანის
კანთან კონტაქტი) განვითარებას?

 უზრუნველყოფს კავშირის ჩამოყალიბებას მშობლებთან/მზრუნველებთან;

 კანის კანთან კონტაქტი ძალიან დადებითად მოქმედებს დედების ქცევასა და


ჯანმრთელობაზე, უფრო მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებაზე მათსა და ბავშვებს შორის
და მათი, როგორც მშობლის თავდაჯერებულობის ამაღლებაზე.
როგორ თავსდება ბავშვი სხეულით სიახლოვის
(კანით-კანთან) შეხების დროს ?

 ბავშვი უნდა მოთავსდეს დედის მკერდზე, (ძუძუებს შორის) ვერტიკალურ


პოზიციაში;
 ბავშვის თავი უნდა იყოს ცოტათი გვერდზე მიბრუნებული და ოდნავ წინ
წაწეულ პოზაში. თავის ასეთი წინ წაწეული პოზა უზრუნველყოფს ჰაერის
თავისუფალ წვდომას და იძლევა დედასა და შვილს შორის თვალი - თვალში
კონტაქტის საშუალებას;
 თეძოები უნდა იყოს ფიქსირებული და გაშლილი „ბაყაყის“ პოზიციაში, ასევე
დაფიქსირებული უნდა იყოს მკლავები;
 ბავშვი ქვემოდან დაჭერილი უნდა იყოს დამჭერი სახვევით ან სარტყელით.
ჩვილის მასაჟი

 ხელს უწყობს რელაქსაციას, ეხმარება ბავშვებს თვით-რეგულირებაში, უფრო ღრმა


და მშვიდი ძილით დაძინებაში;
 ხელს უწყობს საჭმლის მონელებას;
 აუმჯობესებს წონის მატებას, დაბადებისას მცირე წონიან და ცუდად ნაკვებ ბავშვებში;
 ახდენს სხეულის ყველა სისტემის სტიმულირებას;
 აუმჯობესებს ცირკულაციას და სუნთქვას;
 აძლიერებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას;
 აუმჯობესებს სენსორულ და სხეულით აღქმას;
 სახის მსუბუქი მასაჟით შესაძლებელია „მოჭერილი“ ცხვირის გათავისუფლება;
 ამცირებს ბავშვისა და დედის შფოთვას;
ჩვილის მასაჟის სახელმძღვანელო მითითებები

 საუკეთესო დრო მასაჟისთვის არის მაშინ, როდესაც


პატარა არის „მშვიდი სიფხიზლის მდგომარეობაში“,
რომელიც შემდეგნაირად ხასიათდება:

 ბავშვი გამოიყურება მშვიდად, გიყურებთ თქვენ, მოსწონს


მშვიდად წოლა, მისი სხეულის პოზა გახსნილია, ან იწევს
თქვენკენ. როგორც კი ისწავლით თქვენი პატარას
მინიშნებების ამოცნობას, თქვენ გეცოდინებათ, როდის
არის კარგი დრო მასაჟის გასაკეთებლად.
როდის არ უნდა გავუკეთოთ ბავშვის მასაჟი
 კვებიდან ძალიან მოკლე დროში გაკეთებულმა სხეულის მასაჟმა
შეიძლება ღებინება გამოიწვიოს, ასე რომ დაელოდეთ, ჭამიდან
არანაკლებ 45 წუთის გასვლას;
 დიდი ყურადღება მიაქციეთ ბავშვის განწყობილებას. თუ პატარა
გაღიზიანებულია, ატრიალებს თქვენგან თავს, ძაბავს სხეულს თქვენს
მკლავებში - ეს ის ნიშნებია, რომ ბავშვი არ არის განწყობილი
მასაჟისათვის;
 ნუ გაუკეთებთ მასაჟს ჭრილობებთან, დამწვარ, შესიებულ ან
გაღიზიანებულ ადგილებთან;
 ნუ გაუკეთებთ მასაჟს, თუკი სახეზეა ბავშვის გულ-სისხლძარღვთა
რთული მდგომარეობა ან სისხლის შედედების ნიშნები;
 ნუ გაუკეთებთ მასაჟს აბაზანის წინ; თუკი იყენებთ ზეთს, შესაძლოა
ბავშვი წყალში ხელიდან გაგისხლტეთ;
 აუცილებლად შეწყვიტეთ მასაჟი, თუკი ბავშვი ტირის და არ
გამოიყურება ბედნიერად - სცადეთ სხვა დროს!
ბავშვს თავი თბილად უნდა ჰქონდეს

როგორ იცავს ბავშვს თავის დათბუნება


 ახალშობილის თავი, მისი სხეულის ზედაპირის
დაახლოებით 1/5-ს (21%) შეადგენს
 რამდენადაც მისთვის ჩვეული გარემოდან სხვა გარემოში
მოხვედრისას მისმა ზედაპირმა შესაძლოა სითბო
დაკარგოს, მნიშვნელოვანია, ახალშობილის თავის
დათბუნება (არა გადახურება!).
 დაბადებისთანავე, პატარასთვის თავზე ქუდის დაფარება
და ცოტა მოგვიანებით დაბანა ეფექტურია სტრატეგიაა,
რომელიც სითბოს შენარჩუნებას უწყობს ხელს.
მიჯაჭვულობის თეორია

ავტორი - ჯონ ბოულბი


მიჯაჭვულობა

 დედასა (მზრუნველს) და ბავშვს შორის ჩამოყალიბებული


ორმხრივი ემოციური კავშირი
 როგორ ყალიბდება მიჯაჭვულობა
 რატომ არის მნიშვნელოვანი მიჯაჭვულობის
ჩამოყალიბება ბავშვისთვის
 რა უარყოფოთი შედეგები აქვს მიჯაჭვულობის
დარღვევას
 ფეხმძიმობის პერიოდში, დედას უყალიბდება კავშირები
თავის პატარასთან. დაბადებისთანავე, როგორც კი
დედა იწყებს ბავშვთან ინტერაქციას, იდგმება პირველი
ნაბიჯი დედასთან ბავშვის მიჯაჭვულობისკენ.

 ჩვილი თანდაყოლილი სიგნალებით ცდილობს,


დედასთან ან მასზე მზრუნველთან ემოციური კავშირი
დაამყაროს. ეს სიგნალებია მიახლოება,გადევნება,
ჩაჭიდება (მიკვრა), ღიმილი, თვალებით კონტაქტი,
ტირილი, პროტესტი განშორებისას, ხელში აყვანის
სურვილი, ძებნა და სხვა.
მიჯაჭვულობის თეორიის ძირითადი
პრინციპებია: 
 პატარასა და მზრუნველს შორის ჩამოყალიბებული მიჯაჭვულობა და
დაცულობის შეგრძნება ბავშვს ეხმარება გამოიმუშაოს ამ სამყაროში მისი
არსებობისა და ადგილის პოზიტიური აღქმა.

 მიჯაჭვულობა და დაცულობის შეგრძნების ჩამოყალიბება დამოკიდებულია


მშობლის/მზრუნველის ინტერაქციაზე პატარასთან; სწორედ ამ განსხვავებას
შეუძლია ჩამოაყალიბოს დიდი ხნის მანძილზე განსხვავება ბავშვის
ცხოვრებაში.
მიჯაჭვულობის თეორიის ძირითადი
პრინციპებია
 მიჯაჭვულობას, როგორც ჰაერსა და საკვებს, სასიცოცხლო
მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის. მის გარეშე ჩვილს არ შეუძლია
იცოცხლოს და განვითარდეს. 
 ბავშვს დაბადებიდანვე აქვს მაღალი მოტივაცია იმისთვის, რომ
ჩამოიყალობოს და შეინარჩუნოს მიჯაჭვულობა მასზე მზრუნველ
პირთან. 
 ბავშვები ყველაფერს გააკეთებენ მიჯაჭვულობის
შესანარჩუნებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 
 სიცოცხლის პირველ წელს ბავშვი სპეციფიკურ ემოციურ კავშირს
ამყარებს მასზე მზრუნველ ადამიანთან. 
 მიჯაჭვულობის ობიექტები „ფსიქოლოგიური მშობლები“ ხდებიან . 
 ყველა ბავშვს აქვს მიჯაჭვულობის მზაობა, მაგრამ უსაფრთხო
მიჯაჭვულობა დამოკიდებულია მზრუნველის პასუხებზე ბავშვის
საჭიროებებისადმი. 
 მიჯაჭვულობის სისტემა აქტიურდება შიშისა და განშორების
სიტუაციებში. 
 ემოციურად ახლობელ ადამიანთან ბავშვის ფიზიკურ კონტაქტს
მიჯაჭვულობის სისტემა ხელახლა მოჰყავს გაწონასწორებულ
მდგომარეობაში. 
 აუცილებელი არაა, რომ «ძირითადი» ახლობელი ადამიანის
როლი ბიოლოგიურ დედას/მამას ეკუთვნოდეს . 
 ჩვილის ემოციური კავშირი მოზრდილ ადამიანთან არ არის
გენეტიკურად განსაზღვრული. ჩატარებული მეცნიერული
კვლევებით არ დადასტურდა მიჯაჭვულობის „სისხლით
ნათესაობით“ განპირობებულობა. 
მიჯაჭვულობის განვითარების ფაზები 
 მიჯაჭვულობამდელი ფაზა (დაბადებიდან 6 კვირამდე.) -
თანდაყოლილი სიგნალებით ჩვილი მშობლებს
ურთიერთობისკენ უბიძგებს, მათთან სიახლოვე აწყნარებს .
ჩვილი ცნობს დედის/მამის სუნს, ხმას, არჩევს დედის
ნაკვთებს. ბავშვი ჯერ დედაზე მიჯაჭვული არაა, ამიტომ სხვა
ადამიანებთან დარჩენას არ აპროტესტებს. 
  მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების ფაზა (6 კვირიდან - 6-8
თვემდე) - ბავშვი დედაზე/მამაზე(მზრუნველზე) და უცხო
ადამიანზე განსხვავებულად რეაგირებს ბავშვი სწავლობს,
რომ მისი ქმედებები ირგვლივ მყოფთა ქცევას
განაპირობებს. იწყება ნდობის განვითარება. 
მიჯაჭვულობის განვითარების ფაზები  გაგრძელება

 მკვეთრად გამოხატული მიჯაჭვულობის ფაზა (6-8 თვიდან - 18


თვემდე) - ამ დროს მომვლელის (დედის) მიმართ მიჯაჭვულობა
აშკარაა. ბავშვში ჩნდება სეპარაციული (განშორება ) შფოთვა ,
როცა მას მშობელი ტოვებს. ის მოუსვენარი ხდება და შფოთვას
განიცდის („7 თვიანების შფოთვა“). 
 ორმხრივი მიჯაჭვულობის ფაზა (18 თვიდან - 2 წლამდე) -
წარმოსახვის და მეტყველების განვითარება ბავშვებს
შესაძლებლობას აძლევს, გარკვეულწილად გათვალონ
მშობლის დაბრუნება. ამიტომ განშორების მიმართ პროტესტი
კლებულობს. ბავშვები მშობლებთან მოლაპარაკებას ,
”ვაჭრობას”იწყებენ. ეს ნორმაა
მიჯაჭვულობის ტიპებია:

სანდო მიჯაჭვულობა და არასანდო


მიჯაჭვულობა, რომელიც, თავის მხრივ, სამი
სახისაა - განრიდებული, ამბივალენტური
და დეზორგანიზებული. 
სანდო მიჯაჭვულობის ქცევითი გამოვლინებებია: 

 ბავშვი დედისკენ მიილტვის, მისი მხარდაჭერის იმედი


აქვს, რადგან მას აქვს იმის გამოცდილება, რომ ის
მშობელს ყოველთვის ახსოვს. 
 სანდო მიჯაჭვულობის მქონეა ბავშვი, როცა დედა (ან
ადამიანი, რომელიც მასზე ზრუნავს) არის თბილი,
მგრძნობიარე, თანმიმდევრული, როცა სწრაფად
რეაგირებს ბავშვის ტირილზე. 
 ბავშვი ცნობისმოყვარეა, სიამოვნებით შეიმეცნებს
სამყაროს, დედას იყენებს, როგორც „სანდო
დასაყრდენს“, ადვილად პოულობს მეგობრებს, ადვილად
უმკლავდება სტრესს, აქვს კარგი თვითშეფასება. 
ჩამოყალიბდება თუ არა ჩვილსა და
დედას/მზრუნველს შორის სანდო მიჯაჭვულობა?

 ეს დიდწილად არის დამოკიდებული დედასთან/მზრუნველთან


დაკავშირებულ ისეთ ფაქტორებზე, როგორიცა მგრძნობიარობა -
 ა) ჩვილისგან მიღებული სიგნალების აღქმა, მყისიერი
გამოხმაურება, სწორი ინტერპრეტაცია და შესაბამისი რეაგირება
ბავშვისგან წამოსულ სიგნალებზე;
 ბ) მეტყველება, ვერბალიზაცია, რომელიც შეეხება - ბავშვის
ემოციურ მდგომარეობებს;
 გ) მხედველობითი კონტაქტი - შესაბამისი ემოციური
მდგომარეობის ვოკალიზაციით;
 დ) დამშვიდება - მოზრდილის მგრძნობიარე ქცევა, ფიზიკური
კონტაქტი ბავშვთან, როცა ის დამშვიდებას საჭიროებს. 
არასანდო - განრიდებული
მიჯაჭვულობა
 ბავშვი არ მიილტვის დედისკენ ფიზიკურ კონტაქტზე.
 ის დამოუკიდებელია, დედისგან არ იღებს თანაგრძნობას,
გულგრილია და მოწყენილი, როცა რაღაც აწუხებს ან სტკივა არ
ითხოვს დახმარებას, ყველას ერიდება.
 დედა (ან ადამიანი, რომელიც მასზე ზრუნავს) ხშირ შემთხვევაში
ემოციურად მიუწვდომელია.
 დედას არ მოსწონს, რომ ბავშვი მასზეა დამოკიდებული და
ყოველი დამოუკიდებელი ქმედების შემთხვევაში აქებს მას.
შედეგად, ბავშვი შეიძლება იყოს აგრესიული, ბრაზიანი და
დაუმორჩილებელი, რის გამოც შეიძლება არ უყვარდეთ ჯგუფში
და აღმოჩნდეს იზოლაციაში. 
არასანდო - ამბივალენტური
მიჯაჭვულობა
 ბავშვი არ არის დარწმუნებული, რომ მშობლის ნდობა შეიძლება,
 რომ საფრთხის შემთხვევაში ის დაცული იქნება და მიიღებს
თანაგრძნობას მშობლისგან.
 ასეთი ბავშვი ბევრს ტირის, ებღაუჭება დედას და მომთხოვნია.
 დედა ან ის ადამიანი, რომელიც ბავშვზე ზრუნავს, არის
არათანმიმდევრული, ქაოტური და ძნელია მისი ქცევის განჭვრეტა.
 შედეგად, ბავშვი არის მოუსვენარი, დაძაბული და შფოთავს,
არასანდო-დეზორგანიზებულ მიჯაჭვულობას

  ბავშვი მშობლის მიმართ შიშს გამოხატავს. მას უჭირს


გრძნობებისა და ქცევების კონტროლი, ემოციების გამოხატვა, არ
იცის, ვის შეიძლება ენდოს და ვის – არა.
 მას ახასიათებს შენელებული მოძრაობები, დისოციაციები,
გაშეშება, „გაყინული“ სახის გამომეტყველება, გუნება-
განწყობილების სწრაფი ცვლილება.
 მშობელი ბავშვის მიმართ უყურადღებო და გულგრილია, თავს
არიდებს მას. ხშირად მიმართავს ბავშვზე ძალადობას და
უგულებელყოფას. შედეგად კი ბავშვი თავდაპირველად
,,აპროტესტებს“ მშობლის გულგრილობას. შემდგომში ის ,,წყდება“
მშობელს, იკეტება საკუთარ თავში.
სანდო მიჯაჭვულობა: 

 მე შემიძლია ჩემზე ზრუნვა ვანდო მზრუნველს,


ამიტომ ადამიანებს შეიძლება ენდო“. 
 „მე ღირსი ვარ სიყვარულის, იმიტომ რომ მე
ვუყვარვარ“. 
 „სამყარო არის ადგილი, სადაც ჩემზე
ზრუნავენ“. 
განრიდებული მიჯაჭვულობა
 „ჩემი მზრუნველისგან არ არის მოსალოდნელი, რომ ის ჩემზე
იზრუნებს, ამიტომ სხვების ნდობაც არ შეიძლება“. 

 „მე არ ვარ სიყვარულის ღირსი, იმიტომ რომ მე არ


ვუყვარვარ“. 

 „მე არ ვთხოვ ჩემს მზრუნველს იზრუნოს ჩემზე, იმიტომ რომ


ახლო ურთიერთობები არ „მუშაობს 

 „მე თავს დავიცავ და დავმალავ ჩემს გრძნობებს“. 


ამბივალენტური მიჯაჭვულობა
 „ჩემს მზრუნველს შეიძლება ხანდახან ენდო, ამიტომ
როცა კი შევძლებ, მე „მოვიპოვებ“ მის ზრუნვას“. 
 „მე არ ვარ სიყვარულის ღირსი, იმიტომ რომ მე არ
ვუყვარვარ უპირობოდ“. 
 „მე შევეცდები მოვიპოვო მშობლის ზრუნვა ყველა
შესაძლო საშუალებით, თუმცა არ ველოდები, რომ ჩემზე
ყოველთვის იზრუნებენ“. 
დეზორგანიზებული მიჯაჭვულობა

  „ჩემზე არავინ იზრუნებს. ამიტომ მე ჩემი


მოთხოვნილებებს დავმალავ. 
 „მე არ ვარ სიყვარულის ღირსი, იმიტომ რომ
არავის ვუყვარვარ“. 
 „მე არ ვთხოვ ჩემს მზრუნველს იზრუნოს ჩემზე,
იმიტომ რომ ახლო ურთიერთობები არ „მუშაობს.
 სამყარო დაუნდობელია.
ვნახოთ ვიდეო და გავაანალიზოთ

 https://www.youtube.com/watch?v=QTsewNrHUHU
ქვე-სესია 4: შეჯამება
„სწავლიდან - პრაქტიკამდე“

რა ვისწავლეთ დღეს ?
 ყველა წერს ან ხატავს მწვანე წებოვან ბარათზე 1 ან 2 რაიმეს, რაც დღის
განმავლობაში ისწავლეს და აწებებს ბარათებს სწავლის ხეზე;
 ფასილიტატორი ისმენს სხვადასხვა აზრებს და შემდეგ აყალიბებს
წინადადებას, რომელშიც აერთიანებს დისკუსიის არსს და ეკითხება ჯგუფს,
თუ ეთანხმებიან ასეთ ფორმულირებას.
საშინაო აქტივობა პრაქტიკისათვის:
საშინაო პრაქტიკული აქტივობა მეორე კვირისათვის:

 დაიძახეთ ბავშვის სახელი ოთახში შესვლისას ან როდესაც გინდათ მიიპყროთ მისი ყურადღება ,
გაუღიმეთ მას და უპასუხეთ როდესაც შემოგხედავთ;
 გაუკეთეთ პატარას ფეხების მასაჟი - ბავშვი მწოლიარე მდგომარეობაში , გამოიყენეთ ლათინური
ასო C - ს ხელის ფორმა (ცერი და თითები მოხრილია ასო C-ს ფორმით), გააკეთეთ გრძივი ხელის
მოძრაობები თეძოდან კოჭისკენ, შეანაცვლეთ ხელები ყოველი ჩამოსმისას . მტკიცე ხელით
დაიჭირეთ ბავშვის ფეხი კოჭთან, ისე რომ ფეხის კუნთები მოდუნებული იყოს .
 იცეკვეთ ბავშვთან ერთად მუსიკაზე, მოძრაობისას თქვით სიტყვები „ვცეკვავთ“ ან „ვტრიალებთ“;
 დაეხმარეთ ბავშვს შეეხოს თქვენს პირს ან ყელს, როდესაც თქვენ საუბრობთ . მას შეიძლება
მოეწონოს ვიბრირების შეგრძნება და ისწავლოს ამ ფორმით კომუნიკაცია ;
 როდესაც ჭამის დრო მოვა და პატარას სათანადო პოზაში დაიჭერთ , უთხარით პატარას , „ახლა
ჭამის დროა“. ეცადეთ, ეს ყოველ ჯერზე გააკეთოთ. ჭამისას, შეაქეთ პატარა კარგი ქცევისათვის ;
 როდესაც ბავშვი მაგიდასთან ახლოს გიჭირავთ, დაუკარით მაგიდაზე , როგორც დოლზე .
დაარტყით ისე, რომ ჯერ მაღალი ხმა გამოსცეს, შემდეგ - მსუბუქი. დაეხმარეთ ბავშვს თავადაც
ატყაპუნოს ხელები მაგიდაზე თქვენთან ერთად.
ქვე-სესია 5: სათამაშოს დამზადება
ვამზადებთ ბავშვის ადრეული განვითარების სათამაშოების ნაკრებს

სამშენებლო კუბები (ასაკი 6 - 12 თვე)


მასალა - კოლოფების კუბები
 მომზადება: აიღეთ წვენის ან რძის რამდენიმე ცარიელი კოლოფი . მოხსენით
თავსახური და დარწმუნდით, რომ ისინი სუფთაა.
 ინსტრუქციები: ჩაჭერით კუთხეები და ამოავსეთ კოლოფები დაჭმუჭნული
გაზეთებით. წებვადი ლენტით, უსაფრთხოდ დაამაგრეთ კოლოფი.
 გააფორმეთ თქვენი კოლოფები: გააფერადებთ, მათზე რაიმეს დახატეთ ან
ფერადი მუყაოს ქაღალდში გაახვიეთ.

სათამაშოები შეიძლება შეინახოთ სატრენინგო ოთახში მოწყობილ GBG კუთხეში


და შეიძლება მშობლებმა ისინი სახლში წაიღონ.
გმადლობთ
ყურადღებისთვის

You might also like