You are on page 1of 38

სამოტივაციო წერილი

ვებგვერდზე http://hr.gov.ge განთავსებულია ინფორმაცია: საქართველოს განათლებისა და


მეცნიერების სამინისტრო აცხადებს ვაკანსიას ქართულის, როგორც მეორე ენის საგნობრივი
ჯგუფის ექსპერტის თანამდებობაზე.

ვფიქრობ, ჩემი პროფესიული საქმიანობა, გამოცდილება, სოციალური უნარ-ჩვევები და


პიროვნული თვისებები ამ ვაკანსიის შესაფერისია.

უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩემი, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სამუშაო


დაკავშირებულია არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის ქართულის, როგორც მეორე ენის
სწავლებასთან. ამ წლების განმავლობაში ურთიერთობა მქონდა სრულიად განსხვავებული
საჭიროებებისა და ინტერესების მქონე შემსწავლელებთან (სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი
სტუდენტების ქართულ ენაში მომზადების პროგრამა, ინგლისურენოვანი სტუდენტები,
ზრდასრული შემსწავლელები, მასწავლებლები ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად
დასახლებულ რეგიონებში), რის შედეგადაც მივიღე საკმაო გამოცდილება და გამომიმუშავდა
პროფესიული უნარები, რომლებიც, ვფიქრობ, შეეფერება წარმოდგენილ მოთხოვნებს.
სწავლების პროცესშივე, პრაქტიკული მიზნებიდან გამომდინარე, მომიხდა
ზემოთჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისათვის განსხვავებული სასწავლო მასალების
მომზადება და, აგრეთვე, ტესტირების სისტემის შემუშავება, რომელიც პიროვნების ენობრივ
კომპეტენციას შეაფასებს ენის ფლობის ყველა (წერა, კითხვა, ლაპარაკი, მოსმენა; აგრეთვე,
გრამატიკა-ლექსიკა და სოციოკულტურული კომპეტენცია) ასპექტების გათვალისწინებით.
ვფიქრობ, წლების განმავლობაში ამ თვალსაზრისით დაგროვილი გამოცდილება საკმაოდ
მნიშვნელოვანია მომავალი ექსპერტისათვის.

გარდა პრაქტიკული გამოცდილებისა, წლების განმავლობაში ჩართული ვიყავი ქართულის,


როგორც მეორე ენის სწავლებასთან დაკავშირებულ კვლევებსა და სამეცნიერო პროექტებში,
რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც სწორედ მეორე/უცხო ენის პრაქტიკულ სწავლებასა და
მეთოდოლოგიის კვლევას უკავშირდება. ვფიქრობ, ამ სფეროში დაგროვილი ცოდნაც
მნიშვნელოვან დახმარებას გამიწევს ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.

რამდენიმეწლიანმა საქმიანობამ ამ სფეროში მასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანია


საერთაშორისო გამოცდილების მორგება და ადაპტირება ადგილობრივ საჭიროებებთან და
როგორ უნდა მოვახერხოთ ეს კონკრეტული ამოცანის შესაბამისად.

წლების განმავლობაში ტრენინგპროგრამებსა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო


პროცესებში ჩართულობის წყალობით კარგად ვიცნობ არაქართულენოვანი მოსწავლეების
საგანმანათლებლო საჭიროებებს, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს. ამ თვალსაზრისით
გარკვეული სამუშაოები ჩატარებული მაქვს როგორც არაქართულენოვანი მოსახლეობით
დასახლებულ რეგიონებში, ისე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარგლებში, სადაც
არაქართულენოვან სტუდენტთა სწავლება სწორედ ჩემ მიერ შემუშავებული პროგრამით
მიმდინარეობს და კურსებსაც თავად ვუძღვები.
გარდა ამისა, მოვამზადე სილაბუსების, მასალების, სახელმძღვანელოებისა და ტესტების
გარკვეული ნაწილი ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტების ქართულ
ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტებისათვის, ხოლო შემდგომი წლის განმავლობაში
თავადაც ვასწავლიდი ამ პროგრამის სტუდენტებს. საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწა-
განახლებაზე დღემდე ვმუშაობ.

მაქვს კოლეგიალური და საქმიანი ურთიერთობა ამ დარგში დასაქმებულ პირებთან და


როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარები.

ვაცნობიერებ, რომ სომხური და აზერბაიჯანული ენების ცოდნა ამ პოზიციაზე მნიშვნელოვანი


უპირატესობა იქნებოდა. სამწუხაროდ, არც ერთ ამ ენას არ ვფლობ, თუმცა, თავისუფლად
ვფლობ რუსულს, რაც დამეხმარება ჩემს საქმიანობაში.

ამ ვაკანსიით ჩემი დაინტერესება არის ერთგვარი გამოწვევა ჩემთვის და რამდენიმე


ფაქტორითაა განპირობებული. ვფიქრობ, რომ მიღებული გამოცდილება დამეხმარება
პროფესიულ განვითარებაში, საკუთარი შესაძლებლობების უკეთ რეალიზებაში. გარდა ამისა,
საშუალებას მომცემს, საკუთარი თავი გამოვცადო ახალ სამუშაო გარემოში.

იმედი მაქვს შემდგომი თანამშრომლობისა.

პატივისცემით,

ნესტან აბულაძე.

როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი

სამოტივაციო წერილი მნიშვნელოვანია. მას ითხოვენ უნივერსიტეტში მიღებისას, და უკვე


სამსახურებშიც. ეს უნდა იყოს ინფორმაციული, დამაჯერებელი ნაწერი, რადგან იგი დიდ
გავლენას ახდენს მიღება-არმიღების საკითხზე. სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა იწყება
მოტივაციის კითხვით, მხოლოდ ამის შემდეგ გადადიან სხვა საბუთების განხილვაზე, ამიტომ
უნდა ეცადო, პირველივე სიტყვიდან მოახდინო შთაბეჭდილება. რეზიუმეზე დართულ
სამოტივაციო წერილს ორი უმთავრესი მიზანი აქვს: დაარწმუნოს პოტენციური დამსაქმებელი,
რომ დაგიბაროთ გასაუბრებაზე და წარმოაჩინოს ის მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც არ
ჩანს თქვენს რეზიუმეში.

საფეხურები

შესავალი
თარიღი, სათაური, მისალმება. აღნიშნეთ კონკრეტულად რა სამსახურისთვის აგზავნით
აპლიკაციას, საიდან შეიტყვეთ ამ პოზიციის შესახებ და რატომ ხართ დაინტერესებული.

ძირითადი ნაწილი

პუნქტებად ჩამოაყალიბეთ, თუ რატომ იქნებოდით კარგი კანდიდატი ამ პოზიციისთვის.


ისაუბრეთ თქვენი კვალიფიკაციის და გამოცდილების შესახებ და მიუთითეთ, რატომ არის ეს
რელევანტური აღნიშნული სამსახურისთვის.

დასასრული

გამოთქვით ენთუზიაზმი ამ პოზიციის შესახებ და იმედი, რომ დამსაქმებელი თქვენი


აპლიკაციით დაინტერესდება.

ფორმატი

სამოტივაციო წერილი ჩვეულებრივი საქმიანი წერილია. ის საკმაოდ მოკლეა, შედგება


დაახლოებით 200-250 სიტყვისაგან და აქვს მკაფიოდ განსაზღვრული სტრუქტურა.
სამოტივაციო წერილის ფორმატი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ როგორ გზავნით
სამოტივაციო წერილს – ჩვეულებრივი ფოსტით (ბეჭდური სახით) თუ ელ. ფოსტის
საშუალებით.

ბეჭდური სახის სამოტივაციო წერილის შემთხვევაში, თქვენი მისამართი და საკონტაქტო


მონაცემები თქვენი სახელის ქვეშ, მარჯვენა ზედა კუთხეში იწერება . გაითვალისწინეთ, რომ
ქართულში მკვეთრად განსაზღვრული პოზიცია არ აქვს ამ პუნქტს და შეგიძლიათ, მარცხენა
კიდეში განათავსოთ აღნიშნული ინფორმაცია. თუმცა, ჩემი აზრით, უფრო ეფექტური იქნება,
თუ მარჯვენა ზედა კუთხეში თქვენს დეტალებს დაწერთ, მის ქვემოთ, მარცხენა კიდესთან კი –
იმ ადამიანის მონაცემებს, ვისაც სწერთ.

სამოტივაციო წერილის ელ.ფოსტით გაგზავნისას თქვენი მონაცემები, მისამართი გადადის


წერილის ბოლოში. ეს არის ე.წ. ხელმოწერის ბლოკი, რომელიც ნებისმიერ ოფიციალურ
წერილს ბოლოში ერთვის. ასე, რომ ამ დროს ბევრი თავის მტვრევა არ დაგჭირდებათ.

თარიღი იწერება თქვენი საკონტაქტო დეტალების წინ ან შემდეგ, ხაზის გამოტოვებით.

ხელმოწერას რაც შეეხება, ცხადია ელექტრონულ წერილს ხელს ვერ მოაწერთ, მაგრამ, მისი
ბეჭდური სახით გაგზავნის შემთხვევაში, არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა.

სტრუქტურა
საუკეთესო შემთხვევაში სამოტივაციო წერილი ერთ გვერდს არ აღემატება და 4 აბზაცისგან
შედგება.

პირველ აბზაცში დააზუსტეთ ვინ ხართ, რა საკითხზე წერთ და როგორ შეიტყვეთ ვაკანსიის
შესახებ. წარმოიდგინეთ, რომ პასუხი უნდა გასცეთ დამსაქმებლის შეკითხვებს:

ვინ ხართ?

რატომ მიკავშირდებით?

საიდან გაიგეთ ვაკანსიის შესახებ?

რატომ უნდა დავინტერესდე თქვენით?

მეორე აბზაცში ისაუბრეთ თქვენს უნარებსა და ცოდნაზე, რომელთა გათვალისიწნებითაც


სასურველი ვაკანსიისთვის შესაფერისი კანდიდატი ხართ. წაიკითხეთ განაცხადი, გაიაზრეთ
მოთხოვნები, სამუშაოს აღწერა და ჩამოაყალიბეთ, თუ რამდენად აკმაყოფილებთ მოთოვნებს.
უბრალოდ კი არ ჩამოთვალოთ თქვენი უნარები, დაასაბუთეთ. ჯერ აღწერეთ თქვენი უნარი,
შემდეგ კი ისაუბრეთ, თუ როგორ გამოიმუშავეთ, შეიძინეთ ის. საბოლოო ჯამში, სამოტივაციო
წერილმა დამსაქმებელს თქვენი პიროვნების შესახებ ნათელი წარმოდგენა უნდა შეუქმნას,
უნდა დაარწმუნოს, რომ არამარტო სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო უნარები გაქვთ,
არამედ ხართ შემოქმედებითი, საინტერესო ადამიანი, რომელსაც მოვალეობებისა და
პასუხისმგებლობისთვის თავის გართმევა შეუძლია. შეიძლება ითქვას, რომ მეორე აბზაცში
ნაჩვენები უნდა იყოს, თუ რატომ ხართ შესაფერისი კანდიდატი.

მესამე აბზაცში ნათქვამი უნდა იყოს, თუ რატომ გსურთ აღნიშნული პოზიციის დაკავება.
აღნიშნეთ უნარები, რომელსაც ამ პოზიციაზე შეიძენთ, რას მოუტანთ კომპანიას და რას
მიიღებთ თავად.

მეოთხე აბზაცში გამოთქვით გასაუბრების სურვილი, რომ უფრო დეტალურად განიხილოთ


თქვენი შესაძლებლობები თუ დასაქმების შანსები. გამოთქვით მზაობა დამატებითი
ინფორმაციის მისაწოდებლად. მადლობა გადაუხადეთ, რომ გამონახა დრო თქვენი წერილის
წასაკითხად.

სტილი და დამწერლობა

გამოიყენეთ სადა, მარტივი ფონტი, უმჯობესია სილფაენი. შრიფტის ზომა უნდა იყოს 10-12
ერთეული. გაითვალიწინეთ, რომ მთელი დოკუმენტი ერთი ზომისა და ფონტის უნდა იყოს,
ძალიან ცუდი ტონი იქნება, თუ ერთი აბზაცი ერთი ფონტით იქნება შესრულებული, მეორე –
მეორეში და ა.შ. დოკუმენტის მინდორი თქვენ თავად დაარეგულირეთ. გაითვალიწინეთ, რომ
სამოტივაციო წერილი ერთ გვერდზე უნდა დაეტიოს. კარგი იქნება, თუ CV-ისა და
სამოტივაციო წერილს ერთი და იმავე სტილითა და ფონტით დაწერთ.

როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი?

ბევრჯერ მინახავს ვაკანსია რომელიმე დასაქმების ვებ–გვერდზე, გამხარებია და ჩამითვლია,


რომ ეს ზუსტად ის არის რასაც ესოდენ დიდ ხანს ვეძებდი. მაგრამ … „ოღონდ, ეს არა! თურმე,
სამოტივაციო წერილს თხოულობენ!“ გული დამწყვეტია და ხელიც ჩამიქნევია. ეს თქვენც
ბევრჯერ მოგსვლიათ, ხომ? არადა, რატომ? სამოტივაციო წერილში ხომ არაფერია რთული და
საშიში. ეს სულ რაღაც პატარა ტექსტია იმის შესახებ, თუ რატომ გვინდა კონკრეტულ
კომპანიაში მუშაობა და მეტი არაფერი. ეს წერილი როგორც წესი ჩვენს რეზიუმეს ან CV-ის
ახლავს თან და

იმისთვისაა საჭირო, რომ HR მენეჯერმა გაიგოს თუ რატომ გვინდა მოცემულ კომპანიაში


მუშაობა და რამდენად სერიოზულია ჩვენი მისწრაფება.

გოეთემ ერთხელ თქვა: „რაც უფრო ბევრი სირთულეა, მით უფრო ახლოს ვართ მიზანთან“ .
ხოდა, მეც ამ პრინციპით ვიხემძღვანელე, ნებისყოფა მოვიკრიბე და სამოტივაციო წერილის
შედგენას შევუდექი. ცოტა ვიწვალე თუ ბევრი, გარკვეულ შედეგამდე მაინც მივედი. ახლა კი
მინდა,რომ ჩემი შედეგი თქვენც გაგიზიაროთ

დავიწყოთ თავიდან.

1. სამოტივაციო წერილის დასაწყისში ვსვამთ თარიღს. მაგალითად 13/11/2009 ან 13.11.2009. ეს


უკვე წვრილმანებია. მთავარია, თარიღი იყოს მოცემული.

2. მას შემდეგ რაც თარიღი ჩავსვით, დროა შემდეგ პუნქტზე გადავიდეთ.საჭიროა მივუთითოთ
ჩვენი სახელი, გვარი და მისამართი. მაგალითად:

ნატალი საგინაშვილი
ვ. გაბაშვილის ქ. 3

თბილისი, 0162

3. ახლა უნდა მივუთითოთ იმ ადამიანის სახელი და მისამართი, ვის სახელზეც ვგზავნით


სამოტიავაციო წერილს (თუკი არ ვიცით, თუ კონკრეტულად ვინ წაიკითხავს მას, შეგვიძლია
ეს საფეხური გამოვტოვოთ) მაგალითად:

თამარ ჩუბინიძე

ქინძმარაულის ქ.5

თბილისი, 0145

4. შემდეგი საფეხური მისალმებას გულისხმობს. შეგვიძლია დავწეროთ:

მოგესალმებით

ან მარტივად

გამარჯობა

5. ყველაზე მარტივი საფეხურები უკვე გადავლახეთ. დროა ჩვენი სამოტივაციო წერილის


ძირითად ნაწილზე გადავიდეთ. საქმე, უკვე, თვითონ წერილს ეხება. როგორც წესი, იგი სამი
აბზაცისგან შედგება. შევეცდები აგიხსნათ თუ რა უნდა დაწეროთ თითოეულ მათგანში.

მაშ ასე, პირველ აბზაცში წარვადგენთ საკუთარ თავს და ვამხელთ, თუ რომელ თანამდებობაზე
შეგვაქვს განაცხადი. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს იმის მითითება, თუ სად ვიპოვეთ
აღნიშნული ვაკანსია. კარგი იქნება, თუკი პატარა კვლევას ჩაატარებთ კომპანიაზე და შედეგს
წერილში ჩართავთ. მაგალითად:

ძალიან გამიხარდა, როდესაც Jobs.ge –ზე სუპერმარკეტის მენეჯერის ვაკანსია აღმოვაჩინე


„პოპული“–ში. თვქვენს კომპანიასთან ძალიან მჭიდრო კავშირი გამაჩნია, რადგან როგორც
მომხმარებელს ყოველდღიურად მიწევს „პოპულის“ ერთ–ერთ სუპერმარკეტში სტუმრობა.
ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი თქვენი პროდუქციის ხარისხითა და მომსახურების
დონით. ახლა კი მეც მეძლევა შანსი თვითონ გავხდე კომპანიის გუნდის წევრი.

გადავდივართ მეორე აბზაცზე. აქ საუკუთესოდ უნდა წარვადგინოთ ჩვენი თავი და


შესაძლებლობები. აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ჩვენი მიღწევები და ის თვისებები,
რომლებიც, ჩვენი აზრით, სხვა აპლიკანტებისგან გამოგვარჩევს. მაგალითად,

რადგანაც „პოპული“ ყველაზე სწრაფად მზარდი სუპერმარკეტების ქსელია საქართველოში,


ხოლო მისი ცნობადობა, ფაქტობრივად, 100 %–ია, მესმის რომ კომპეტენტური და
პასუხისმგებლობის გრძნობიანი თანამშრომელი აუცილებლობას წარმოადგენს. ვთვლი,რომ
მე ზუსტად ვაკმაყოფილებ ამ მოთხოვნებს, ამიტომ გთხოვთ, დამითმოთ დრო და თვალი
გადაავლოთ ჩემს ძლიერ მხარეებს.

კარგი იქნება თუკი ძლიერი მხარეების ჩამონათვალს ე.წ. Bullet and Numbering- ით გამოჰყოფთ.
ასე ისინი უფრო თვალშისაცემი იქნება. მაგალითად:

• ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი კავკასიის ბიზნეს სკოლიდან;

• მაღაზიის მენეჯერად მუშაობის 3–წლიანი გამოცდილება;

• საოფისე პროგრამების სრული პაკეტი;

• სამი უცხო ენა;

• კომუნიკაბელური და აქტიური;

• ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

მესამე აბზაცს გამოსამშვიდობებელი აბზაცი დავარქვი. აქ უნდა დაწეროთ, თუ რა გინდათ რომ


მოხდეს მას შემდეგ, რაც მენეჯერი წერილს წაიკითხავს და აუცილებლად უნდა გადაუხადოთ
მადლობა დროის წართმევისთვის. მაგალითად:
მოხარული დავრჩებოდი, თუკი გასაუბრებაზე დამიბარებდით და მომცემდით შანს უკეთ
ამეხსნა, თუ რა წვლილის შეტანა შემიძლია „პოპული–ს“ განვითარებაში. მეტი
ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დამირეკოთ ნომერზე 8 93 XX XX XX. დიდი მადლობა
ყურადღებისთვის.

6. დადგა დამშვიდობების დრო. აქ შეგიძლიათ მარტივად დაწეროთ:

პატივისცემით

7. ხელმოწერა და სასურველია, ელექტრონული ფოსტის მისამართი. მაგალითად:

ნატალი საგინაშვილი

Natalie.Saginashvili@gmail.com

სულ ეს იყო. როგორც ხედავთ, აქ არაფერია რთული. მთავარია, ორი აუცილებელი პირობა
გაითვალისწინოთ:

1. სამოტივაციო წერილი არ უნდა იყოს ერთ გვერდზე გრძელი;

2. ნუ შექმნით სამოტივაციო წერილის შაბლონს. შეეცადეთ, ყოველი წერილი თავიდან


დაწეროთ.

როგორც ამბობენ, „ცდა ბედის მონახევრეა“. მეც ვცადე, რომ მაქსიმალურად მარტივად ამეხსნა
სამოტივაციო წერილის შედგენის მეთოდიკა. თუ როგორ გამომივიდა ეს უკვე თქვენი
შესაფასებელია. ჩემის მხრივ, ის–ღა დამრჩენია,რომ წარმატებები გისურვებთ თქვენი
სამოტივაციო წერილის შედგენისას.

თუკი, თვლით რომ დამატებითი დახმარება გჭირდებათ, მომწერეთ მეილზე:


natalie.saginashvili@gmail.com

როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი?


coverletter1[1]ვაკანსიაზე განაცხადის გასაგზავნად ხშირად სამოტივაციო წერილს გვთხოვენ.
მას ინგლისურად Cover Letter ჰქვია. კანდიდატურის განხილვისას სამოტივაციო წერილი
რეზიუმეზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. სამოტივაციო წერილის დაწერა, ერთი შეხედვით
თითქოს რთულია, მაგრამ თუ დავიცავთ რამდენიმე მარტივ წესს და საკმარის დროს
დავუთმობთ, მივხვდებით რომ საკმაოდ ადვილი და სასარგებლო საქმეა. ჩვეულებრივ,
სამოტივაციო წერილი თან ერთვის ჩვენს რეზიუმეს და ამიტომაც ის დამატებითი სასარგებლო
ინფორმაციის მატარებელი უნდა იყოს და არა რეზიუმეს დუბლიკატი. წერილის მიზანია
მშრალი მონაცემებით გაჯერებულ რეზიუმეს დაუმატეს ცოცხალი ფაქტები თქვენს შესახებ.

ხშირად სამოტივაციო წერილის ადრესატი თქვენი პოტენციური დამსაქმებელია, შესაბამისად


თქვენ გეძლევათ შანსი, მოახდინოთ პირველი დადებითი შთაბეჭდილება მასზე.

პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ვაკანსიაზე განაცხადის


გაგზავისათვის უნდა დავწეროთ ცალკე სამოტივაციო წერილი. თუ სამოტივაციო წერილს
საკმარის დროსა და ყურადღეაბას არ დაუთმობთ, თქვენი გამოცდილების მიუხედავად,
შეიძლება ვერ მოხვდეთ ინეტრვიუზე დასაბარებელ კანდიდატთა სიაში.

რითი განსხვავადება სამოტიცავიო წერილი რეზიუმესგან?

რეზიუმე შეიცავს ფაქტებს და პასუხს გვაძლევს კითხვებზე – ვინ, რა, სად, როდის და როგორ.
ამ დროს სამოტივაციო წერილი განმარტავს თუ რატომ შეესაბამებით თქვენ ამათუიმ
პოზიციას. სამოტიცაციო წერილი საუკეთესო საშუალებაა თქვენი პერსონის შესახებ
ინფორმაციის მისაწოდებლად და პასუხს სცემს კითხვებს დამქირავებელი იგებს თუ რა არის
თქვენი მოტივაცია შემოთავაზებული სამუშაოს მიმართ და რამდენად შეესაბამება თქვენი
გამოცდილება და უნარები გამოცხადებულ ვაკანსიას.

სამოტივაციო წერილი თქვენი კვალიფიკაციის „გაყიდვაში“ გეხმარებათ და მასში მოყვანილი


ინფრომაციის გადამოწმება რეზიუმეშია შესაძლებელი. სამოტივაციო წერილს და რეზიუმეს
ერთი საერთო მიზანი აქვს, წარმოაჩინოთ თქვენ გამოცხადებული ვაკანსიის შესაბამის
კანდიდატად.

რა საკითხებს შეიცავს სამოტივაციო წერილი?

სამოტივაციო წერილი შედგება რამდენიმე პარაგრაფისგან, სადაც თქვენ აღწერთ თქვენს


კვალიფიკაციას და მოუთხრობთ დამსაქმებელს, თუ რატომ ხართ დაინეტერსებული ამ
ვაკანსიით. წერილმა უნდა დაარწმუნოს დამსაქმებელი, რომ თქვენი კანდიდატურა
საინტერესოა და აუცილებელია თქვენთან შეხვედრა. წარმატებული სამოტივაციო წერილი
ჩვეულებრივ, ინტერვიუს საფუძველი ხდება.

წერილი იწყება თარიღით, თქვენი საკონტაქტო ინფორმაციით, სადაც წერთ თქვენს სახელს
გვარს, პოზიციას და ტელეფონის ნომერს. თუ იცით ვის წერთ წერილს ძალიან მნიშვნელოვანია
მისალმება, თუ იცით სახელი ვისაც წერთ, მაშინ დაიწყეთ წერილი ასე, ქალბატონო ____ , იმ
შემთხვევაში თუ არ იცით ადრესატის ვინაობა, მაშინ შეგიძლიათ დაწეროთ – უფლებამოსილ
პირს.

თქვენი წერილის პირველი აბზაცი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, თუ რატომ წერთ ამ


წერილს. აუცილებლად ახსენეთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. მეორე აბზაცში
უნდა აღწეროთ რას სთავაზობთ დამსაქმებელს. დააკვაშირეთ თქვენი გამოცდილება ვაკანსიის
მოთხოვნებთან. მოყევით თქვენი სპეციფიური გამოცდილებისა და უნარების შესახებ,
რომელიც შეესაბამება გამოცხადებულ ვაკანსიას. გამოიყენეთ ჩამონათვალის ფორმატი, რაც
საშუალებას მისცემს მკითხველს სწრაფად გადაავლოს თვალი წერილს და მიიღოს საჭირო
ინფორმაცია. ბოლო აბზაცი არის თქვენი სამოტიცაციო წერილის დასკვნითი ნაწილი, სადაც
თქვენ წინასწარ მადლობას გადაუხდით დამსაქმებელს თქვენი კანდიდატურის
განხილვისათვის და სურვილს გამოთქვამთ შეხვედრაზე, რათა პირადად გაეცნოთ. წერილს
ვასრულებთ ტრადიციული მიმართვით, პატივისცემით, თქვენი სახელი და გვარი.

ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები დღის განმავლობაში 100 – ზე მეტ რეზიუმეს


და სამოტიცავიო წერილს ეცნობიან. ადვილად წარმოსადგენია, თუ რამდენად მცირე დრო
ეთმობა თითოეულ მათგანს. ყურადღებას იმსახურებს მხოლოდ ის დოკუმენტები, რომლებიც
სრულყოფილად არის შედგენილი და გადმოსცემს საჭირო ინფორმაციას. დაუშვებელია
გრამატიკული და ორთოგრაფიული შეცდომების მქონე დოკუმენტაციის გაგზავნა.
დამსაქმებელი ყველაზე ხშირად არ განიხილავს კანდიდატს, რომლის დოკუმენტაციაც
მისთვის პირველი შეხედვით არ იქნება საინტერესო. პირველი შთაბეჭდილება თქვენს
სამოტივაციო წერილზე ხშირად შემდეგომ ეტაპზე გადასვლის საფუძველია, ამიტომ ნუ
დაიშურებთ დროს და მოამზადეთ თქვენი კვალიფიკაციის შესაფერისი სამოტივაციო წერილი.

არავის უყვარს სამსახურზე ნადირობა.


ონლაინ განცხადედების ძებნა, რეზიუმეს მომზადება, გასაუბრებაზე სირბილი – სახალისო
არცერთია.

თუმცა, არ არის გასაკვირი, რომ ურთულესია ხარისხიანი სამოტივაციო წერილის მომზადება.


რა თქმა უნდა, ამ საკითხზე უამრავი რესურსი არსებობს, სადაც საინტერესო რჩევებს
გვთავაზობენ.

საინტერესო ის არის, რამდენად სწორ რჩევებს გვაძლევენ და არის თუ არა მათი


რეკომენდაციები სანდო.

სხვა სიტყვებით, ინტერნეტში განთავსებული რესურსები სავსეა არასანდო ინფორმაციით. ანუ


ონლაინ რესურსები სავსეა გაუგებარი ინფორმაციით, რაც საკითხს კიდევ უფრო დამაბნეველს
ხდის.

სამოტივაციო წერილი: პროფესიონალური წერილის ნიმუში

პირველ რიგში, გავცეთ მნიშვნელოვან კითხვას პასუხი:

არის თუ არა სამოტივაციო წერილის არ გაგზავნა სიზარმაცის ნიშანი?

რა თქმა უნდა, არის.

თუმცა, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაუწერია სამოტივაციო წერილი, იტყვის რომ
მარტივი საქმე არ არის.

მეტიც, საკმაოდ რთულია ერთ პატარა წერილში სათქმელის ლაკონიურად ჩატევა.

საბედნიეროდ, არსებობს გამოსავალი, რომელიც დაგეხმარებათ იდეალური სამოტივაციო


წერილის შედგენაში.
იმდენად იდეალურის, რომ დამსაქმებელს აუცილებელად გაუჩნდება თქვენთან პირადად
გასაუბრების სურვილი.

ნაბიჯი #1: ჩაატარე კვლევა

სანამ სამოტივაციო წერილის წერას დაიწყებ, ჩაატარე პატარა კვლევა კომპანიაზე, სადაც CV-ს
აგზავნი.

კვლევის ჩატარება საკმაოდ მარტივია. მთავარია, კვლევის პროცესი ხარისხიანად შესრულდეს.


პირველი და უმთავრესი ის არის, რომ იმაზე მეტი გავაკეთოთ, ვიდრე განცხადების აღწერის
წაკითხვაა.

იმისათვის რომ ჩვენი წარმატების შანსები მაქსიმალურად გავზარდოთ, აუცილებლად


გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

გადახედეთ თამაშრომლების პროფილებს ლინქდინზე.

კარგად შეისწავლე კომპანიის მიზნები და კულტურა

გაარკვიე თუ რა წინააღმდეგობებს აწყდება კომპანია

ერთი შეხედვით, ეს ინფორმაცია უმნიშვნელოა და შეიძლება ფიქრობთ, რომ არაფერში


გამოგადგებათ.

თუმცა, როცა კომპანიას უკეთესად გაიცნობ, ბევრად უფრო მარტივი ხდება ხარისხიანი
სამოტივაციო წერილის შედგენა.

გარდა ამისა, კომპანიის კარგად გაცნობა დაგვეხმარება სამოტივაციო წერილის ტონის


შერჩევაში. მაგალითად, თუ ბანკში გვინდა მუშაობის დაწყება, მაშინ სულ სხვა ტონია საჭირო,
ვიდრე მაშინ, როცა კრეატიულ სააგენტოსთან გვაქვს საქმე.

ნაბიჯი #2: შესავალი

ყველაზე ბანალური სამოტივაციო წერილი იწყება შემდეგი სტილის წინადედებით:


მე ვნახე თქვენი განცხადება X საიტზე და მინდა დავსაქმდე Y პოზიციაზე

გულახდილად რომ გიპასუხოთ, ეს ფურცელზე ადგილის ფუჭი ხარჯვაა. შანსები იმისა, რომ
განმცხადებელს უამრავი სამოტივაციო წერილის წაკითხვა უწევს, დიდია.

სხვა სიტყვებით, კითხულობს ასობით და ათასობით მონოტონურ ტექსტს, რომელიც ძალიან


მოსაწყენია.

სწორედ ამიტომ, საჭიროა, რომ ჩვენი სამოტივაციო წერილი სხვებისგან განსხვავებული იყოს
და განმცხადებლის ყურადღება მაქსიმალურად მივიპყროთ.

უმჯობესია თუ “შეტევაზე” პირდაპირ გადავალთ და დავწერთ, რატომ მოგვწონს ეს სამსახური


და რატომ ვართ საუკეთესო კანდიდატი.

მაგალითად, კარგი იქნება თუ სამოტივაციოს შემდეგნაირად დავიწყებთ:

მე სოციალურ მედია მარკეტინგში 15 წლიანი გამოცდილება მაქვს, მიმუშავია უამრავ


წარმატებულ კომპანიასთან და მსურს ჩემი ცოდნითა და ენთუზიაზმით დავეხმარო თქვენს
კომპანიას განვითარებაში

რჩევა, რომლის გათვალისწინებასაც აუცილებლად გირჩევდით არის ის, რომ იუმორს


მაქსიმალურად მოვერიდოთ. შეიძლება ჩვენი ცუდი ხუმრობით სამსახურში აყვანის შანსები
მინიმალურამდე დავიყვანოთ.

იუმორზე ბევრად ეფექტურია პირდაპირი და დინამიკური ტექსტები. მაგალითად,

სანამ კითხვას განაგრძობთ, მინდა თქვენი ყურადღება მივიქციო ორ მიზეზზე თუ რატომ ვარ
ამ საქმისთვის საუკეთესო კანდიდატი
გარდა ამისა, თუ კომპანიასთან პირდაპირი კავშირი გაქვთ (მაგალითად, ლოიალური კლიენტი
ბრძანდებით), აუცილებლად ახსენეთ პირველ ორ წინადადებაში.

ნაბიჯი #3: აღწერე პირადი შესაძლებლობები

კომპანიები ეძებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც დაეხმარებათ კონკრეტული პრობლემების


გადაჭრაში.

ამიტომ, ვუბრუნდებით ჩვენს #1 ნაბიჯს. ვინაიდან, ზოგადი წარმოდგენა უკვე გვაქვს იმაზე
თუ რა წინააღმდეგობებს აწყდება კომპანია, შეგვიძლია ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

მაგალითად, შეგვიძლია დავწეროთ, რომ

დღეს, კომპანიებისთვის აუცილებელია, რომ სოციალურ ქსელში წარმატებულად მართონ


საკუთარი ფეისბუქ გვერდი.

შემდეგ შეგვიძლია რამდენიმე სიტყვით ავხსნათ როგორ დავეხმარებით კომპანიას ამ


პრობლემის გადაჭრაში (წარსული გამოცდილების მაგალითად მოყვანა თუ როგორ
გადავჭერით მსგავსი პრობლემა).

ნაბიჯი #4: ენთუზიაზმი

ისეთი ბანალური წინდადები როგორიც არის

მე სიამოვნებით ვიმუშავებდი თქვენს კომპანიაში

არ ჭრის.

დავფიქრდეთ, ვინ არ იმუშავებდა სიამოვნებით?


მნიშვნელოვანია, ჩვენი ენთუზიაზმი სწორად წარმოვაჩინოთ და განმცხადებელს
ვაგძნობინოთ – ჩვენ ნამდვილად გვინდა იქ მუშაობა.

თქვენს სიტყვებს მაქსიმალურად დაუფიქრდით, რომ ისეთი რამ არ წამოგცდეთ რასაც


რეალურად არ გძნობთ.

აუთენტურობა მნიშვნელოვანია და ნამდვილად არ გვინდა, პატარა ბავშვის შთაბეჭდილება


დავტოვოთ.

ბონუსი: თქვენი თავი კომპანიის ადგილზე წარმოიდგინეთ და დაფიქრდით, როგორ კადრს


აიყვანდით ან როგორი ტიპის სამოტივაციო წერილი იქნებოდა ყველაზე დამაინტრიგებელი?

ნაბიჯი #5: ბევრს ნუ დაწერთ

სხვა რესურსებს რომ გადავხედოთ, გვირჩევენ, რომ სამოტივაციო წერილი 1 გვერდს არ


გაცდეს. რეალურად, ჩვენი სამოტივაციო წერილი თუ უფრო მოკლე იქნება უკეთესია.

მართალია, რომ საკმაოდ ბევრი საკითხზე გვაქვს სასაუბრო, თუმცა მაქსიმალურად უნდა
ვეცადოთ, რომ ლაკონიურად ვწეროთ.

იდეალური სამოტივაციო წერილის მაგალითი

ქალბატონო/ბატონო (სახელი გვარი)

სოციალურ მედია მარკეტინგში 15 წლიანი გამოცდილება მაქვს, მიმუშავია უამრავ


წარმატებულ კომპანიასთან და მსურს ჩემი ცოდნითა და ენთუზიაზმით დავეხმარო თქვენს
კომპანიას განვითარებაში.

იმისათვის რომ ჩემი უნარ-ჩვევები წარმოვაჩინო, გავიხსენებ წარსულ გამოცდილებას, რაც,


ვფიქრობ, თქვენთვის საინტერესო იქნება. კომპანია A, რომელიც რამდენიმე წლის წინ ბაზარზე
მოწინავე პოზიციებს იკავებდა, ჩათვალა, რომ სოციალური მედია მისთვის უსარგებლო
იქნებოდა. ამ სიტუაციით, კომპანიის კონკურენტებმა, კომპანია B-მ და C-მ, ისარგებლეს და
უმოკლეს დროში შეძლეს ბაზარზე მყარი პოზიციების მოპოვება. რა თქმა უნდა, კომპანია A
მიხვდა მის შეცდომას და გადაწყვიტა სოციალურ მედია მარკეტინგში ფულის დაბანდება.

კომპანია A-სთვის, შევადგინე 5 თვიანი სოციალური მედია მარკეტინგის გეგმა, რითაც


კომპანიამ შეძლო ბაზარზე კუთვნილი ადგილის დაბრუნება.

გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს თქვენთან თანამშრომლობის, ჩავატარე
ერთგვარი კვლევა, სადაც შევაფასე კომპანიის სოციალური მედია მარკეტინგის სტრატეგია.
ვფიქრობ, თქვენი კონკურენტები უკეთესად ახერხებენ სოციალური პლატფორმების
გამოყენებას. თუ სიტუაცია არ შეიცვლება, უდავოდ შეძლებენ ბაზრის უკეთესად ათვისებას.

სწორედ ამიტომ, საჭიროა ისეთი კადრის აყვანას, ვინც კომპანიის ლოიალური თანამშრომელი
იქნება და საკუთარ შესაძლებლობეს მაქსიმალურად გამოიყენებს სიტუაციის
გამოსასწორებლად.

ისეთ კომპანიაში მუშაობა, როგორიც თქვენია, დიდი პატივია და ჩემთვის ერთგვარი


გამოწვევაა, რადგან, ვფიქრობ, შევძლებ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდას და
კომპანიისთვის წარმატების მოტანას.

პატივისცემით,

(სახელი გვარი)

სამოტივაციო წერილი: პროფესიონალური წერილის ნიმუშები »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2016-11-20 16:32:57


სამოტივაციო წერილი: პროფესიონალური წერილის ნიმუშები

რეზიუმეს (CV-ის) და სამოტივაციო წერილის მიმართ ძირითადი და მნიშვნელოვანი


მოთხოვნებია: სიმოკლე, მკაფიოობა და ლოგიკური წერილობითი გადმოცემა. იცოდეთ, რომ
ინფორმაცია თქვენს შესახებ გადამოწმდება არა ერთხელ - გასაუბრებისა და მუშაობის დროსაც
კი. მიტომაცაა ძალზე მნიშვნელოვანი რეზიუმეს (CV-ის) და სამოტივაციო წერილის
გააზრებულად შედგენის ცოდნა. (CV-ის ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ) .

რატომ უნდა დაწეროთ სამოტივაციო წერილი.

• ხშირ შემთხვევაში კომპანიები ან ორგანიზაციები ერთდროულად აცხადებენ რამდენიმე


ვაკანსიას. თუ თქვენ რეზიუმე (CV) წარდგენილი გაქვთ სამოტივაციო წერილის გარეშე
სავსებით შესაძლებელია, რომ განაცხადების სიმრავლის შემთხვევაში უპირატესობა მიეცემა
სამოტივაციო წერილის მქონე დოკუმენტების განხილვას.

• გვერწმუნეთ, რომ სამოტივაციო წერილი გაგიწევთ იდეალურ დამატებით სარეკლამო


სამსახურს.

• ამ სახის დოკუმენტი გარდა იმისა, რომ დამსაქმებელს აცნობებს თუ რომელ ვაკანსიაზე ხართ
პრეტენდენტი, დაეხმარება მას გაერკვიოს - რას წარმოადგენთ თქვენ როგორც მუშაკი და
პიროვნება, რა პოტენციალი გაგაჩნიათ და რა შეგიძლიათ შემატოთ მომავალ სამსახურს.

რა უნდა ჩაწეროთ სამოტივაციო წერილში.

• პირველ რიგში უნდა მიუთითოთ წყარო, რომლიდანაც შეიტყვეთ ვაკანსიის შესახებ.

• დაასახელოთ ვაკანსია, რომელზეც აცხადებთ პრეტენდენტობას.

• რატომ და რით არის საინტერესო აღნიშნული ვაკანსია თქვენთვის. მოკლედ ჩამოთვალოთ


თქვენი მიღწევები წინა სამუშაო ადგილებზე/თანამდებობებზე და აღნიშნოთ მათი კავშირი
ვაკანტურ ადგილთან, რომლითაც ხართ დაინტერესებული და რაზე გაამახვილებთ
ყურადღებას მუშაობის პროცესში. თუ განაცხადი შეგაქვთ ახალ ან შემოქმედებით
სპეციალობაზე, ექსპერტთა აზრით, სასურველია მოკლედ მოყვეთ ცხოვრების რომელი
სფეროები გიზიდავენ, თქვენი ინტერესების, ხობბის შესახებ.

• მოკლეთ და დამაჯერებლად განმარტეთ: იმ შემთხვევაში თუ მიგიღებენ სამსახურში - თქვენი


საქმიანობით რას შემატებთ კომპანიას.

• აუცილებლად, უშეცდომოთ მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ტელეფონი და e-mail

გახსოვდეთ, რომ სამოტივაციო წერილის, ასე ვთქვათ <მოტივაციის ბლოკში>, რომელშიც


დასაბუთებულად მოუთხრობთ იმას თუ რატომ მიმართეთ კომპანიას და თქვენი წინა
მიღწევების, პოტენციალური შესაძლებლობის თაობაზე, მნიშვნელოვანია მოკლეთ და
მისახვედრად აღნიშნოთ, რომ თქვენთვის ცნობილია კომპანიის საქმიანობის მიმართულებები
და ისინი საინტერესოა თქვენთვის, აგრეთვე აღნიშნოთ - იმ სამუშაო ადგილზე, რომლის
დაკავება გსურთ, რის შეთავაზება შეგიძლიათ კომპანიის საკეთილდღეოთ მომავალში.

როგორ უნდა შეადგინოთ სამოტივაციო წერილი.

ორგანიზაციები, რომლებიც რეზიუმე (CV)- ს გარდა ითხოვენ სამოტივაციო წერილს,


განცხადებასთან ერთად, წესით, ინტერნეტში უნდა აქვეყნებდნენ სპეციალურ ბლანკს ან
მითითებებს ამ დოკუმენტის შედგენის მიმართ, ხოლო თუ ამ სახის მონაცემებს ვერ ნახავთ,
უპრიანია მიჰყვეთ სტანდარტულ ფორმას და გაითვალისწინოთ მასში არსებული
მოთხოვნები. (იხილეთ ქვემოთ დანართი)

დაიმახსოვრეთ, რომ წერილის მოცულობა უნდა ჩატიოთ А4 ფორმატის ფურცლის ერთ


გვერდზე (მაქსიმუმ - ორზე). ეცადეთ მოკლედ და კონკრეტულად გამოხატოთ აზრი და
მოერიდოთ ზოგად ფრაზებს. არ გაიმეოროთ რეზიუმე (CV)- ში უკვე მითითებული
ინფორმაცია, ამის ნაცვლად უმჯობესია მოყვეთ განათლებისა და პროფესიული
გამოცდილების თაობაზე, რომელიც მიესადაგება ფირმის საქმიანობას.

• ტექსტი დაჰყავით რამდენიმე ( 3-4) აბზაცად, თვითოეულ აბზაცში ასახეთ განსხვავებული


შინაარსის საჭირო ინფორმაცია.

• პირველ აბზაცში მიუთითეთ ვაკანსიის თაობაზე ინფორმაციის მიღების წყარო. მაგალითად,


რომ ოფისის მენეჯერის ვაკანსიის შესახებ შეიტყვეთ კომპანიის საიტიდან და გამოთქვამთ
იმედს, რომ კომპანიის განვითარებასთან დაკავშირებით მათ დააინტერესებს თქვენი
კანდიდატურა.

• მეორე აბზაცში აღწერეთ თქვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია, ჩამოთვალეთ


შემაგულიანებელი მოტივები, რომლებმაც გადაგაწყვეტინეს გამხდარიყავით ამ
თანამდებობის დაკავების პრეტენდენტი. მაგალითად, რომ მონაცემთა ბაზებთან,
ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის, დოკუმენტებთან მუშაობის, თათბირების მომზადების,
წინა ფირმის მომხმარებლებთან, უშუალოდ ფირმის თანამშრომლებთან და
ხელმძღვანელობასთან სამსახურებრივი ურთიერთობის გამოცდილებამ შეგიქმნათ იმ
ფირმაში წარმატებული და მაღალშედეგიანი საქმიანობის საფუძველი. აგრეთვე, რომ
ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოვალეობებისა და მოთხოვნების
ყურადღებით გაცნობის შედეგად, შესძლებთ მაღალკვალიფიციურად, პირნათლად და
წარმატებულად შეასრულოთ თანამდებობით დაკისრებული (თუ შესაძლებელია
კონკრეტულად მიუთითეთ) მოვალეობები და კომპეტენციის შესატყვისი საქმიანობით
გახდეთ კომპანიის წარმატებული საქმიანობის თანამონაწილე. აღნიშნეთ, რომ კვლავაც
გააგრძელებთ თქვენი პროფესიული ცოდნის გაღრმავებას და უნარ-ჩვევების დახვეწას, რათა
მომავალში მოგეცეთ სამსახურებრივი და ანაზღაურების მხრივ ზრდის პერსპექტივა.
რჩევა: გაითვალისწინეთ (და არ გაიმეოროთ) ყველაზე ხშირი შეცდომები, რომლებსაც უშვებენ
სამოტივაციო წერილის შედგენის დროს.

- განცხადების სიმრავლის შემთხვევაში, თუ სამოტივაციო წერილში შეამჩნევენ უხეშ


შეცდომებს, თქვენ რეზიუმე (CV)- ს ალბათ არ განიხილავენ და მაშასადამე არც მოგიწვევენ
გასაუბრებაზე. ამ თვალსაზრისით ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ასპექტებს:

- არ გაგიკვირდეთ, მაგრამ მნიშვნელობა აქვს იმასაც თუ როგორ გამოიყურება თქვენი წერილი.


ნაბეჭდი უნდა იყოს შესრულებული კარგი ხარისხით, შეცდომების გარეშე. არ გამოგრჩეთ
დოკუმენტზე ხელმოწერა. თქვენი და მიმღების მისამართები უნდა იყოს მითითებული
სრულად და უშეცდომოთ. თუ ვაკანსიის თაობაზე ინფორმაციის მიღების ოფიციალურ
წყაროდ ან საკონტაქტო პირად მიუთითებთ კონკრეტულ კომპეტენტურ ადამიანს, ზუსტად
აღნიშნეთ მისი სტატუსი და სამსახურებრივი მონაცემები, რათა გამორიცხოთ არასასურველი
გაუგებრობა.

- სამოტივაციო წერილის შედგენაში გამოიყენეთ არა, ნორმებისგან ხშირად თავისუფალი


ყოველდღიური სამეტყველო, არამედ, ასე ვთქვათ, ოფიციალური დაწესებულებების
კლასიკური ენა.

- წერილი უნდა შეადგინოთ მიზნობრივად იმ კონკრეტული ორგანიზაციის


გათვალისწინებით, რომელსაც ამჯერად მიმართავთ. დაუშვებელია წინა წერილებიდან
შეუსატყვისო ინფორმაციისა ან ფორმულირების მექანიკური გადმოტანა. მიმღები შეამჩნევს
და დააფასებს იმას, რომ თქვენ სერიოზულად ემზადებოდით დოკუმენტების შესატანად
უშუალოდ მათ კომპანიაში, აგრეთვე იმას, რომ თქვენ გაეცანით მათ საქმიანობას და
სერიოზულად დაინტერესებული ხართ ამ დასაქმებაში.

- როგორც წესია, დამსაქმებლები არ იწონებენ აზრის ჩამოუყალიბებელ არგუმენტაციას, არა


მკაფიო ფორმულირებას, ზოგად ფრაზებს. სხვა პრეტენდენტებთან შედარების შესაქმნელად
ინფორმაცია თქვენს შესახებ მკაფიოთ და ნათლად უნდა წარმოადგენდეს თქვენ ძირითად,
მნიშვნელოვან უპირატესობებს.

- უმნიშვნელო და არა პრინციპული ნაკლოვანებების ან სუსტი მხარეების აღნიშვნა, როგორც


ამას გვირჩევენ ზოგიერთი სპეციალისტები, მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში თუ
გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეს იმუშავებს თქვენ სასარგებლოდ და არა
საწინააღმდეგოდ. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებაზე შესაძლოა შეეხონ
თქვენს ამ მხარესაც და მზად იყოთ არგუმენტირებული პასუხის გაცემისათვის.

გვერწმუნეთ, რომ გამართულად და გააზრებულად შედგენილი სამოტივაციო წერილი მეტად


გაგიზრდით სასურველი დასაქმების შანს. გისურვებთ წარმატებას.

სამოტივაციო წერილის ერთ-ერთი ტიპიური ნიმუში.

კომპანიის სახელწოდება
ადრესატის თანამდებობა, სახელი და გვარი (ანუ ვის მიმართავთ)

პატივცემულო ...............................................................

მე დამაინტერესა თქვენი კომპანიის მიერ ......................... თანამდებობაზე გამოცხადებულმა


ვაკანსიამ, რომელიც გამოქვეყნებული იყო .................... (მიუთითეთ სად, მაგალითად, საიტზე
www .............. ).

აღნიშნული ვაკანსია ჩემთვის მიმზიდველია


..........................................................................(არგუმენტირებულად, დამაჯერებლად
დაასაბუთეთ რით).

დღეისათვის მე გამაჩნია ................................................ (აქ დააფიქსირეთ - რა სახის, მაგალითად,


ადმინისტრატიული თუ სხვა) მუშაობის (მაგალითად - 3 წლის) (დააზუსტეთ - მდიდარი,
მნიშვნელოვანი თუ საკმარისი) პრაქტიკული გამოცდილება. უფრო დეტალურად ჩემი
პირადი მონაცემები მითითებული მაქვს თქვენთან წარდგენილ რეზიუმეში (ან CV- ში).

მიუხედავად იმისა, რომ არ გამაჩნია გამოცხადებული თანამდებობის


.......................................................................... (აქ მიუთითეთ თანამდებობრივი ფუნქცია,
საქმიანობის მიმართულება ან საკითხები) შესრულების დიდი გამოცდილება,
........................................ (აქ აღნიშნეთ, მაგალითად, ფუნქციებისა თუ საქმიანობის საკითხების
დაზუსტებისა და შესწავლის შედეგად ან დაასახელეთ სხვა არგუმენტი), დარწმუნებული ვარ,
რომ შეიძლება ვიღო შესაფერისი კანდიდატი .................................... (მიუთითეთ სახელწოდება)
თანამდებობაზე.

შემდგომში წარმატებით გავართმევ თავს სამსახურებრივი .............. (დაასახელეთ)


მოვალეობების შესრულებას, ვინაიდან ...................................... (აქ დაასაბუთეთ დამაჯერებელი
არგუმენტით კარიერის რომელიმე ეტაპიდან, ან იმით, რომ უკვე გაიარეთ, ან უკვე ასრულებთ
სპეციალური ტრენინგისა თუ სტაჟირების გავლას, მოიყვანეთ სხვა დამაჯერებელი
არგუმენტი)

ვფიქრობ, რომ ................................................ (აქ მიუთითეთ პროფესიის/სპეციალობის)


თეორიული ცოდნა, აგრეთვე.................... (მიუთითეთ რაში) შეძენილი პრაქტიკული უნარ-
ჩვევები, შეიძლება გათვალისწინებულ იქნას საკმარის არგუმენტად ........................
(მიუთითეთ სახელწოდება) ვაკანტურ თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის განხილვისთვის.
დადებითი პასუხის იმედით,

/ თქვენი სახელი და გვარი................ .............

/ თქვენი საკონტაქტო მონაცემები..........................

ან ასე

შესავალი

ყველაზე ბანალური სამოტივაციო წერილი იწყება შემდეგი სტილის წინადედებით:

მე ვნახე თქვენი განცხადება X საიტზე და მინდა დავსაქმდე Y პოზიციაზე

გულახდილად რომ გიპასუხოთ, ეს ფურცელზე ადგილის ფუჭი ხარჯვაა. შანსები იმისა, რომ
განმცხადებელს უამრავი სამოტივაციო წერილის წაკითხვა უწევს, დიდია.

სხვა სიტყვებით, კითხულობს ასობით და ათასობით მონოტონურ ტექსტს, რომელიც ძალიან


მოსაწყენია.

სწორედ ამიტომ, საჭიროა, რომ ჩვენი სამოტივაციო წერილი სხვებისგან განსხვავებული იყოს
და განმცხადებლის ყურადღება მაქსიმალურად მივიპყროთ.

უმჯობესია თუ “შეტევაზე” პირდაპირ გადავალთ და დავწერთ, რატომ მოგვწონს ეს სამსახური


და რატომ ვართ საუკეთესო კანდიდატი.
მაგალითად, კარგი იქნება თუ სამოტივაციოს შემდეგნაირად დავიწყებთ:

მე სოციალურ მედია მარკეტინგში 15 წლიანი გამოცდილება მაქვს, მიმუშავია უამრავ


წარმატებულ კომპანიასთან და მსურს ჩემი ცოდნითა და ენთუზიაზმით დავეხმარო თქვენს
კომპანიას განვითარებაში

რჩევა, რომლის გათვალისწინებასაც აუცილებლად გირჩევდით არის ის, რომ იუმორს


მაქსიმალურად მოვერიდოთ. შეიძლება ჩვენი ცუდი ხუმრობით სამსახურში აყვანის შანსები
მინიმალურამდე დავიყვანოთ.

იუმორზე ბევრად ეფექტურია პირდაპირი და დინამიკური ტექსტები. მაგალითად,

სანამ კითხვას განაგრძობთ, მინდა თქვენი ყურადღება მივიქციო ორ მიზეზზე თუ რატომ ვარ
ამ საქმისთვის საუკეთესო კანდიდატი

გარდა ამისა, თუ კომპანიასთან პირდაპირი კავშირი გაქვთ (მაგალითად, ლოიალური კლიენტი


ბრძანდებით), აუცილებლად ახსენეთ პირველ ორ წინადადებაში.

აღწერე პირადი შესაძლებლობები

კომპანიები ეძებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც დაეხმარებათ კონკრეტული პრობლემების


გადაჭრაში.

ამიტომ, ვუბრუნდებით ჩვენს #1 ნაბიჯს. ვინაიდან, ზოგადი წარმოდგენა უკვე გვაქვს იმაზე
თუ რა წინააღმდეგობებს აწყდება კომპანია, შეგვიძლია ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

მაგალითად, შეგვიძლია დავწეროთ, რომ

დღეს, კომპანიებისთვის აუცილებელია, რომ სოციალურ ქსელში წარმატებულად მართონ


საკუთარი ფეისბუქ გვერდი.
შემდეგ შეგვიძლია რამდენიმე სიტყვით ავხსნათ როგორ დავეხმარებით კომპანიას ამ
პრობლემის გადაჭრაში (წარსული გამოცდილების მაგალითად მოყვანა თუ როგორ
გადავჭერით მსგავსი პრობლემა).

ენთუზიაზმი

ისეთი ბანალური წინდადები როგორიც არის

მე სიამოვნებით ვიმუშავებდი თქვენს კომპანიაში

არ ჭრის.

დავფიქრდეთ, ვინ არ იმუშავებდა სიამოვნებით?

მნიშვნელოვანია, ჩვენი ენთუზიაზმი სწორად წარმოვაჩინოთ და განმცხადებელს


ვაგძნობინოთ – ჩვენ ნამდვილად გვინდა იქ მუშაობა.

თქვენს სიტყვებს მაქსიმალურად დაუფიქრდით, რომ ისეთი რამ არ წამოგცდეთ რასაც


რეალურად არ გძნობთ.

აუთენტურობა მნიშვნელოვანია და ნამდვილად არ გვინდა, პატარა ბავშვის შთაბეჭდილება


დავტოვოთ.

ბონუსი: თქვენი თავი კომპანიის ადგილზე წარმოიდგინეთ და დაფიქრდით, როგორ კადრს


აიყვანდით ან როგორი ტიპის სამოტივაციო წერილი იქნებოდა ყველაზე დამაინტრიგებელი?

ბევრს ნუ დაწერთ
სხვა რესურსებს რომ გადავხედოთ, გვირჩევენ, რომ სამოტივაციო წერილი 1 გვერდს არ
გაცდეს. რეალურად, ჩვენი სამოტივაციო წერილი თუ უფრო მოკლე იქნება უკეთესია.

მართალია, რომ საკმაოდ ბევრი საკითხზე გვაქვს სასაუბრო, თუმცა მაქსიმალურად უნდა
ვეცადოთ, რომ ლაკონიურად ვწეროთ.

სამოტივაციო წერილის მაგალითი

ქალბატონო/ბატონო (სახელი გვარი)

სოციალურ მედია მარკეტინგში 15 წლიანი გამოცდილება მაქვს, მიმუშავია უამრავ


წარმატებულ კომპანიასთან და მსურს ჩემი ცოდნითა და ენთუზიაზმით დავეხმარო თქვენს
კომპანიას განვითარებაში.

იმისათვის რომ ჩემი უნარ-ჩვევები წარმოვაჩინო, გავიხსენებ წარსულ გამოცდილებას, რაც,


ვფიქრობ, თქვენთვის საინტერესო იქნება. კომპანია A, რომელიც რამდენიმე წლის წინ ბაზარზე
მოწინავე პოზიციებს იკავებდა, ჩათვალა, რომ სოციალური მედია მისთვის უსარგებლო
იქნებოდა. ამ სიტუაციით, კომპანიის კონკურენტებმა, კომპანია B-მ და C-მ, ისარგებლეს და
უმოკლეს დროში შეძლეს ბაზარზე მყარი პოზიციების მოპოვება. რა თქმა უნდა, კომპანია A
მიხვდა მის შეცდომას და გადაწყვიტა სოციალურ მედია მარკეტინგში ფულის დაბანდება.

კომპანია A-სთვის, შევადგინე 5 თვიანი სოციალური მედია მარკეტინგის გეგმა, რითაც


კომპანიამ შეძლო ბაზარზე კუთვნილი ადგილის დაბრუნება.

გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს თქვენთან თანამშრომლობის, ჩავატარე
ერთგვარი კვლევა, სადაც შევაფასე კომპანიის სოციალური მედია მარკეტინგის სტრატეგია.
ვფიქრობ, თქვენი კონკურენტები უკეთესად ახერხებენ სოციალური პლატფორმების
გამოყენებას. თუ სიტუაცია არ შეიცვლება, უდავოდ შეძლებენ ბაზრის უკეთესად ათვისებას.

სწორედ ამიტომ, საჭიროა ისეთი კადრის აყვანას, ვინც კომპანიის ლოიალური თანამშრომელი
იქნება და საკუთარ შესაძლებლობეს მაქსიმალურად გამოიყენებს სიტუაციის
გამოსასწორებლად.
ისეთ კომპანიაში მუშაობა, როგორიც თქვენია, დიდი პატივია და ჩემთვის ერთგვარი
გამოწვევაა, რადგან, ვფიქრობ, შევძლებ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდას და
კომპანიისთვის წარმატების მოტანას.

პატივისცემით,

(სახელი გვარი)

ან

სამოტივაციო წერილი

გიორგაძე ირაკლი

ქ. ბათუმი

შტორფის ქ. # 7

ტელ.:

ე-მაილ: jony@yahoo.com
25 დეკემბერი, 2000 წ.

კომპანია ვოგის –ის გენერალურ დირექტორს

ქ-ნ / ბ-ნ ... . სოფია ორზუყანოვს

ქალბატონო / ბატონო ...

ვითვალისწინებ რა იმ ვალდებულებებს, რომლებიც

ეკისრება ფინანსებისა და საბანკო საქმის

სპეციალისტს და ვითვალისწინებ რა ჩემს გამოცდილებას ამ სფეროში, გთავაზობთ ჩემს

კანდიდატურას აღნიშნულ ვაკანსიაზე.

წარმოგიდგენთ ჩემი პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ მოკლე

ინფორმაციას (ეს ინფორმაცია რეზიუმეში დაწვრილებითაა გადმოცემული):

1. წინა სამუშაო ადგილზე ვხელმძღვანელობდი გაყიდვების

განყოფილებას -დაწყებული კონსულტაციით და დამთავრებული ხელშეკრულებების


გაფორმებით.

არსებითი გამოცდილება შევიძინე პრეტენდენტების მოძიების, შერჩევისა და არსებული

რესურსების სწორად განაწილების სფეროში. ვხელმძღვანელობდი ასევე

სტუდენტების სტაჟირების პროგრამას.


2. დიდი გამოცდილება მაქვს კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების
გაფორმების სფეროში.

მიღებული განათლება და გამოცდილება მაძლევს

საშუალებას თამამად განვაცხადო, მაღალ დონეზე შემიძლია ვუხელმძღვანელო თქვენს


ფილიალს და მზად ვარ ჩემი

წვლილი შევიტანო კომპანიის წარმატებაში.

მადლობას მოგახსენებთ დათმობილი დროისა და ყურადღებისთვის.

პატივისცემით …... ჟანა ჟუკოვი.

როგორ დავწეროთ CV

CV (ავტობიოგრაფიის სპეციფიკური ვარიანტი) განკუთვნილია იმ პირისათვის თქვენს შესახებ


მოკლე, საბაზისო ინფორმაციის გასაცნობად, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს
გარკვეულ სასწავლო ან/და საგრანტო-სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ
თქვენს მიერ წარდგენილი მიმართვა. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თქვენი
CV იყოს მაქსიმალურად ნათელი, ლაკონური, არათხრობითი სტილის მქონე,
სტრუქტურულად გამართული დოკუმენტი.

აღსანიშნავია, რომ CV-ის შედგენის შესახებ არ არსებობს უნივერსალურად დადგენილი,


დეტალებზე შეთანხმებული წესი. შეუძლებელია, ვინმემ, მათ შორის მე, გირჩიოთ ყველანაირი
კომისიისათვის თანაბრად მოსაწონი ვარიანტი. თუმცა, მეტ-ნაკლებად დამკვიდრებული
ძირითადი წესების გამოკვეთა, რაც გაადვილებს სტუდენტის ამოცანას, მაინც შესაძლებელია
და სწორედ ეს არის ამ დამხმარე სტატიის მთავარი მიზანი.

სტრატეგიის უმთავრესი ერთეულები:

პირველ რიგში: იყავით კეთილსინდისიერები! ნუ გადააჭარბებთ და გააზვიადებთ თქვენს


მიღწევებს. ’საკუთარი მონაცემის ცოტათი გაზვიადება’, ’მაჩვენებლის ცოტათი მომატება’ და
მისთანანი, თუნდაც, ერთი შეხედვით, უბოროტო და შეუმჩნეველი ’გაძლიერება’ ნიშნავს
საბუთების გაყალბებას, რასაც დასავლური საგანმანათლებლო სისტემა არ პატიობს!
ერთადერთი, რაც შეგიძლიათ, არის თუნდაც მნიშვნელოვანი, მაგრამ აშკარად წამგებიანი და
’სუსტი’ მხარეებისთვის თავის არიდება, თუკი მათი მითითება ცალსახად მოთხოვნილი არ
არის.

კომპაქტურობა: სასურველია, CV არ იყოს ორ გვერდზე მეტი მოცულობის. ბუნებრივია, ის


შეიძლება ოთხ ან მეტ გვერდსაც შეადგენდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ
კონფერენციაში მონაწილეობასთან, სამეცნიერო-კვლევითი/ანალიტიკური სტატიების
გამოქვეყნებასა და სხვა სახის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოცდილება და შესაბამისი,
მისაწოდებელი აუცილებელი ინფორმაცია უხვად გაქვთ. შეეცადეთ, შეხედოთ დოკუმენტს იმ
მკითხველის თვალით, რომელსაც დროის უაღრესად მოკლე დროში უწევს მასთან გაცნობა.

ადეკვატურობა: შეუძლებელია ყველა საპროგრამო/საგრანტო/სასტიპენდიო


განაცხადისათვის შესაფერისი ერთი სტაბილური ფორმატის მქონე რეზიუმე გქონდეთ. მისი
მუდმივი მოდიფიცირება მიზანშეწონილია როგორც პირადი წინსვლის და ბიოგრაფიის
გამდიდრების, ასევე კონკრეტული შემთხვევის (მიზნის, პროგრამის) შესაბამისად. ამ
თვალსაზრისით, მხედველობაში იქონიეთ შედარებით ნაკლებად გადამწყვეტი ინფორმაციის
მატარებელი ერთეულების CV-დან ამოღების შესაძლებლობა. მაგ. თუ CV-ის სამაგისტრო
პროგრამისთვის განკუთვნილ განაცხადს ურთავთ, არ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი,
მიუთითოთ, რომელი დაწყებითი/საშუალო სკოლა დაამთავრეთ – იმთავითვე იგულისხმება,
რომ სკოლა დამთავრებული გაქვთ (თუმცა ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ საშუალო
განათლების მითითება უხეში შეცდომაა!). მთავარია უკანა რიგით შემდგომი, წარმატებით
დაძლეული საფეხური და შესაბამისი (მაგ. ბაკალავრის) დიპლომი მიუთითოთ (შესაბამისი
სპეციალობის სრული და ზუსტი დასახელების მითითებით. იხ. შაბლონი).

თანმიმდევრულობა და გამართული სტრუქტურა: როგორც აღინიშნა, უნივერსალური წესები


არ არსებობს, თუმცა შეთანხმებული (კონვენციური) ფორმების გამოკვეთა შეიძლება,
გამომდინარე CV-ის სტრუქტურის ერთეულების პრიორიტეტულობიდან (მაგ., ბუნებრივია,
პირველ რიგში იწერება პირადი, ძირითადი ინფორმაცია (სახელი, მისამართი, მოქალაქეობა
და ა.შ., ხოლო შემდეგ დანარჩენი), შეგიძლიათ დაიხმაროთ შაბლონი(MS/Word), თუმცა
ნიმუშის გაცნობისას, ამავე დროს, პრაქტიკულია, გაითვალისწინოთ შემდეგი ნიუანსები,
რომელიც თქვენს ინდივიდუალურ კითხვებს უფრო გასცემს პასუხს:

ა) პირადი ცნობები

- მოქალაქეობის გრაფაში მითითების სწორი ფორმაა Georgia (და არაGeorgian).

- მიუთითეთ მუდმივი საცხოვრებლის მისამართი (საფოსტო ინდექსითურთ), მაგრამ თუკი


განაცხადზე პასუხის მიღებისვადებში/ხანგრძლივად სხვაგან დაბინავდებით,
ხოლოკორესპონდენციის ფორმა არაელექტონული, ტრადიციული ფოსტაა,მიზანშეწონილია
ასევე დროებითი საცხოვრებელი ადგილისმისამართის მითითებაც. მისამართის მითითების
წესი და თანმიმდევრობა:ნომერი (ქუჩის), ქუჩის სახელი, საფოსტო ინდექსი, Tbilisi, Georgia
ანქუჩის სახელი, ნომერი, საფოსტო ინდექსი, Tbilisi, Georgia. მაგალითად: 3 Gotua Street, 0160,
Tbilisi Georgia… ან Gotua Street 3, 0160, Tbilisi Georgia. რაც შეეხება გრძელ მისამართებს, ისეთს
როგორიცაა მაგ. დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი, მე12 კორპუსი, ბინა 24, 0159, თბილისი
საქართველო… ამის ინგლისური ვარიანტი იქნება, პირდაპირი თარგმანი, რადგან მსგავსი
მისამართები დასავლეთში არ არის… ანუ Digmis Masivi, Quart III, Build. 12, Apt. 24, 0159, Tbilisi,
Georgia ან უფრო მოკლედ:Digomi III-XII-12. Tbilisi, Georgia 0159.

- მიღებული სტილი: კარგი იქნება, თუ ამ პირველ სექტორს (’პირადი ცნობები’) შედარებით


პატარა ზომის ფონტით შეავსებთ, ანუ გამოყოფთ სხვა სექტორებისგან, ხოლო, ამავდროულად,
სახელს და გვარს მსხვილი შრიფტით (Bold) აკრეფთ.

- თუ CV-ის ზომის მაქსიმალურად დაპატარავება გსურთ, შეგიძლიათსათაურად ატანილი


Curriculum Vitae წაშალოთ. სტრუქტურისგამართულუბის შემთხვევაში, კომპეტენტური პირი
თვალის ერთიგადავლებითაც მიხვდება, რა სახის დოკუმენტთან აქვს საქმე.შესაბამისად, ამის
ნუ შეგეშინდებათ. აქვე შეგახსენებთ, რომ ესმხოლოდ მცირეფექტიანი, პატარა ტექნიკური
ხერხია, ისევ და ისევ:ყურადღება მიაქციეთ, რომ CV არ იყოს თხრობით, ნარატიულსტილში,
პირველ პირში მოთხრობილი ტრადიციული ქართული (საბჭოთა) ფორმატის ბიოგრაფია –
ამით მისი სიგრძე უსაშველოდგაიზრდება, და, რაც მთავარია, დიდი შანსია, რომ არც
არავინწაიკითხოს – ფორმატის დარღვევა უხეში შეცდომაა.

ბ) განათლება
თქვენი მომავალი CV განკუთვნილია იმ ადამიანისთვის, ვისაც, პირველ რიგში ევალება თქვენი
განათლების დონის შეფასება. შესაბამისად, ეს დოკუმენტის ყველაზე მნიშვნელოვანი
ნაწილია. რეკომენდებულია ერთეულების ქრონოლოგიური უკუსვლით ჩამოწერა (ყველაზე
გვიანი ზემოთ. იხ. შაბლონი) და რაც მთავარია, ამგვარი (ან თუნდაც საპირისპირო) სტილის
ერთგვაროვნების ყველგან დაცვა.

გ) ”წარმატებები და გამოცდილება”

’წარმატებებისა და გამოცდილების’ სექტორი შეგიძლიათ ორად გაყოთ, გააჩნია, როგორ


გაწყობთ. თუ ბევრი არაფერი გაქვთ საწერი ამ თვალსაზრისით, შთაბეჭდილების
გასაძლიერებლად, სჯობს, ’გაამსხვილოთ’ ერთ კატეგორიაში, როგორც აქ არის
ფორმულირებული. პრიზები, ე.წ. ’დიპლომები’, სერთიფიკატები (არა ენაში კომპეტენციის!),
ექსპედიციები (მხოლოდ რელევანტური! არავის აინტერესებს, გასართობად სად იბანაკეთ!),
ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებები ამ სექტორში შეიტანეთ. შეეცადეთ, მაქსიმალურად
კონკრეტული ინფორმაცია მიუთითოთ (მიღების დრო, ადგილი, ღონისძიების
ორგანიზატორი).

- როგორც წესი, მიღებულ სტიპენდიებსაც აქ წერენ, თუმცა პირადად მე, იქიდან გამომდინარე,
რომ ჩემი სასტიპენდიო პროგრამები საგანმათლებლოა და აკადემიური ხარისხისა და
დიპლომის მოპოვებით სრულდება, მათ შესახებ ინფორმაცია ”განათლების” სექტორში მაქვს
ინტეგრირებული.

- CV-ს გარკვეულწილად გააძლიერებს შემდეგი მიდგომა: ყველანაირი მიღებული


გამოცდილება (ოლიმპიადა, შეჯიბრი და ა.შ.) ყოველთვის ’ტრიუმფალური’ და ’მედლიანი’
ვერ იქნება; ნურც მონათლავთ ასეთად, მაგრამ ნურც დააკნინებთ – გამოცდილება და
პრაქტიკის გავლა ყოველთვის პოზიტიურია და თუკი რამ გაქვთ, გამოყავით ცალკე
’გამოცდილება’ და დაწერეთ! CV უნდა იყოს გამოცდილებით და პარქტიკით უხვი და არა
’სუპერმენის’ ბიოგრაფია; დაივიწყეთ მცდელობა, თავი წარმოაჩინოთ იმაზე გამორჩეულ და
შთამბეჭდავ პიროვნებად, ვიდრე თქვენი ფორმალური სტატუსი ამას მოითხოვს. ეს შეეხება
სამუშაო გამოცდილებასაც – ამ შემთხვევაში თითქმის არ არსებობს ’არაპრესტიჟული
სამსახური’, ყველანაირი სამსახურეობრივი, თუნდაც დროებითი გამოცდილება ვერ იქნება
პროფესიული, პრაქტიკული კომპეტენციის მანიშნებელი და ამას არც არავინ ელის
ახალგაზრდა სტუდენტისგან, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ეს კონკურსის დროს
ქართულ დიპლომებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
დ) extracurricular activities

შემდეგ სექტორად გამოყოფენ ე.წ. extracurricular activities, ანუ იმსაქმიანობას, რაც სცდება
ფორმალურ სასწავლო პროცესს დაგულისხმობს ინტელექტუალურ, შემოქმედებით,
საზოგადოებრივაქტივიზმს. ეს განსაკუთრებით მომგებიანია ხოლმე სამუშაო
განაცხადისათვის, მაგრამ, რაღა თქმა უნდა, არც სწავლის გაგრძელების მოსურნეს
დაახასიათებს ცუდად. ამით საშუალება მიეცემა მკითხველს, შთაბეჭდილება შეექმნას
თქვენზე, როგორც საზოგადოებრივად აქტიურ, ინიციატივიან, პერსპექტიულ
ახალგაზრდაზე, რომელზეც იმედების დამყარება შეიძლება. რაღა თქმა უნდა, ეს სექტორიც
შეიძლება გაერთიანდეს ’წარმატებებისა და გამოცდილების’ ან თუნდაც ’ჰობის’ ნაწილთან,
თუმცა, სასურველია, ცალკე იყოს.

ე) უცხო ენები

ბოლო წლებში უცხო ენაში კომპეტენციის გასარკვევად თვითშეფასებისთვის სულ უფრო


ნაკლები ადგილი რჩება. ძირითადად, ეს სფერო სერთიფიცირებულია და, რა ხანია
საერთაშორისო სტანდარტიზაციის გზას ადგას. იშვიათ შემთხვევაში, თუკი კონკრეტული
სერთიფიკატის სპეციფიკური დონე არ არის მოთხოვნილი ან/და ენაში ტესტირება მხოლოდ
საბუთების გადარჩევის შემდეგ გელით, ამავდროულად კი CV-ის კონკრეტული შაბლონი
კონკურსის ორგანიზატორების მიერ არ არის მოწოდებული, სადაც ყველანაირი შეფასების
გრაფა (და შესაბამისი ფორმატი და სტილი) მოცემულია, მაშინ შეაფასეთ თქვენი თავი
პირობითი/ზოგადი სკალირების რამოდენიმე დონით (beginner/conversational, intermediate,
advanced, fluent ან ეკვივალენტური, სტანდარტული დახასიათებით).

და ა.შ…

ზემოთ ჩამოთვლილი სექტორები ძირითადი და აუცილებელია. როგორც წესი, სპეციალური


უნარ-ჩვევების (კომპიუტერის ფლობა და ა.შ.) და ჰობის განყოფილებათა დართვა მეტ-
ნაკლებად ინდივიდუალური არჩევანის საგანია, ამავდროულად, როგორც წესი,
რეკომენდებული და სასურველი. ერთადერთი ამოცანაა, ამ საქმეშიც რაციონალურობა
გამოიჩინოთ და განაცხადის მიზნებთან მაქსიმალურად ახლოს დაკავშირებული ინფორმაცია
მიაწოდოთ. მაგალითად, Windows-ის საოფისე პროგრამების კარგად ფლობა,აკადემიური
წერის დასავლური სტანდარტების ცოდნა დაბიბლიოთეკაში დამოუკიდებლად მუშაობის
მდიდარი გამოცდილება აქმხოლოდ საქმეს წაადგება; პერსონალური ჰობის
მითითებისასპრიორიტეტი (რა თქმა უნდა, რეალობის შესაბამისი) ისეთისაქმიანობის
აღნიშვნას მიანიჭეთ, რომელიც სტერეოტიპულპოზიტივზეა გათვლილი; მაგ. თუ ლუდის
ბანკების კოლექციონირებადა ჭადრაკის თამაში გიტაცებთ, იმთავითვე გასაგებია, რომელი
უფროშთამბეჭდავი იქნება ნუ დაწერთ, რომ ’კითხვა გიყვართ’, ცოტათი დააკონკრეტეთ –
სამეცნიერო თუ ბელეტრისტიკა… ან ერთი-ორი ჟანრი ახსენეთ, მოკლედ, თავად უკეთ იცით…

სააპლიკაციო დოკუმენტების სისრულე: ეს საკითხი უშუალოდ CV-ის გამართულად და


ხარისხიანად შედგენის ამოცანას არ ეხება, თუმცა მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ:
რეზიუმე არ წარმოადგენს ე.წ. ’სამოტივაციო წერილს’, ხოლო ეს უკანასკნელი, როგორც წესი,
სტანდარტული, მოთხოვნილი დოკუმენტია, სადაც უფრო დეტალურად, თხრობით და
არგუმენტირებულ სტილში ასაბუთებთ თქვენს სურვილს (არა უბრალოდ სურვილს, არამედ
იმას, თუ რატომ გსურთ – საფუძველს, მოტივაციას!), მონაწილეობა მიიღოთ გარკვეულ
სასწავლო/საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამაში. თუ გამოქვეყნებულ განცხადებაში
სამოტივაციო წერილი (motivation letter, cover letter) მიწოდების მოთხოვნა არ არის, 95%-იანი
შანსია, რომ მისი გაგზავნა მართლაც არ იყო საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში
საკონკურსო/საკომისიო პირისათვის/ჟიურისთვის ის იქნება არასასრუველი ’მაკულატურა’.
მაგრამ (!) დაბეჯითებით გირჩევთ, მრავალგზის გადაამოწმოთ მოთხოვნის პირობები. თუკი
რამ გაეჭვებთ, პროგრამის საკონტაქტო პირთან ელ-ფოსტის საშუალებით კომუნიკაცია
არასდროს არის წამგებიანი.

დროის მენეჯმენტი: ყურადღება მიაქციეთ, რისთვის წერთ CV-ს!ვადები ყოველთვის


დათქმულია, ამიტომ თადარიგი დაიჭირეთ. თუ ატყობთ, რომ, ჩვენი ბიუროკრატიის
გადამკიდე, რომელიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტის (მაგ. დიპლომის და ნიშნების ფურცლის
ნოტარიალურად დამოწმებული ასლის) დართვა სააპლიკაციო საბუთებში ვერ ესწრება,
მიმართეთ სასტიპენდიო/სასწავლო პროგრამის კონკრეტულ საკონტაქტო პირს და ჩააყენეთ
საქმის კურსში. როგორც წესი, კომპრომისზე მიდიან. თუკი შედარებით ’ნაკლებად
სასიცოცხლო’ დოკუმენტების (სერთიფიკატების, კონკურსებში გამარჯვების მოწმობების და
ა.შ.) დართვას ვეღარ ახერხებთ და მათი არარსებობა თქვენს CV-ის იმთავითვე არ ’დაბრაკავს’,
ამ დროს კი გაცილებით გადაუდებელი საქმე გაქვთ, შეგიძლიათ მიუთითოთ – available at
request.

სულ ეს იყო. ბუნებრივია, კიდევ ათასი დეტალია. ამ წერილის მიზანი მხოლოდ


დამწყებთათვის დახმარების გაწევაა, მათთვის, ვისაც CV-ს მომზადების მცირე გამოცდილება
აქვს.

ყურადღება!

წარმოდგენილი რჩევები, გარდა Eastchance-ის პირველადი მასალისა, ასევე ეყრდნობა


ინდივიდუალურ გამოცდილებას და მიზნად ისახავს ახალგაზრდისთვის ამოცანის
მაქსიმალურად გაადვილებას და პირველადი, ძირითადი წესების გაზიარებას. ავტორი პასუხს
ვერ აგებს რომელიმე პრაქტიკული რჩევის სპეციფიკურ სიტუაციაში არაეფექტიანობაზე ან
კონტრპორდუქტიულობაზე. თითოეული კონკურსი თუ პროგრამა თავისებურებებით
ხასიათდება და მკითხველის საზრუნავია, აქ წარმოდგენილი ყველანაირი რეკომენდაციის
კონკრეტული მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, რიგ შემთხვევებში კი სრული
უგულებელყოფა.

როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად?

ყველა სიახლე სამკითხველო

სწორად შედგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენს წარმატების საწინდარს საზღვარგარეთის


თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტში მოსახვედრად. ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ
რეკომენდაციებს, თუ როგორ დაწეროთ სამოტივაციო წერილი.

1. მოსამზადებელი ეტაპი

სანამ წერილის წერას დაიწყებდეთ, დაფიქრდით შინაარსზე. შეეცადეთ შეადგინოთ კითხვების


სია, რომლებზეც საჭირო იქნება პასუხი გაეცეს წერილის წერის პროცესში.

ვინ ხართ? რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? რაზე მეტყველებენ თქვენ მიერ მიღწეული
სწავლისა თუ სხვა აქტივობების შედეგები? დაასაბუთეთ კონკრეტული მაგალითებით. არ
დაწეროთ მარტივად: „მე ჭკვიანი ვარ“. მოყევით, როგორ მოახერხეთ დაგეძლიათ რთული
პრობლემა. არ თქვათ უბრალოდ: „მე მიზანდასახული ვარ“. აღწერეთ მიზანი, რომელიც
დასახეთ და მიაღწიეთ. მოყევით, როგორ მიაღწიეთ მას.

რატომ აირჩიეთ მეცნიერების ზუსტად ეს სფერო? რა გიზიდავთ მასში? რატომ გსურთ


დაუკავშიროთ თქვენი ცხოვრება მაინცდამაინც ამ პროფესიას ? არ თქვათ უბრალოდ: „ქიმია –
ჩემი საყვარელი საგანი“. მოყევით როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე პირველმა
დამოუკიდებელმა ექსპერიმენტებმა ან როგორ გაგიტაცათ კონკრეტულმა იდეამ თუ
ფენომენმა.

რატომ აირჩიეთ ეს უნივერსიტეტი? გაიგეთ რაც შეიძლება მეტი მის შესახებ. გაარკვიეთ, რა
ხდის ამ უნივერსიტეტს განსაკუთრებულს? არ დაწეროთ: „დიუკის უნივერსიტეტი (Duke
University) – შესანიშნავი ადგილია“. აღნიშნეთ, რომელი დისციპლინები გიზიდავთ,
დაასახელეთ პროფესორი, რომელიც დაკავებულია თქვენს სფეროში გამოკვლევებით, ან
კვლევის ცენტრი, რომელიც მუშაობს მეცნიერების ამ დარგში. აღწერეთ უნივერსიტეტის
უნიკალურობა.

როგორია თქვენი პროფესიული მიზნები? არ დაწეროთ უბრალოდ: „ჩემი მიზანია მივიღო


ხარისხი დიუკის უნივერსიტეტში“. მოახდინეთ იმის დემონსტრირება, თუ როგორ შეესაბამება
თქვენს პირად და პროფესიულ განვითარებას ისგანათლება, რომელიც გსურთ მიიღოთ.
თქვენი სწავლება იქნება გაგრძელება იმისა, რაც უკვე დაიწყეთ და დაგეხმარებათ თქვენ მიერ
დასახული მიზნების მიღწევაში.

2. ესსეს დაწერა

წერა დაიწყეთ ჩანაწერებით, თქვენი პასუხებით წინასწარ კითხვებზე.

ჩამოაყალიბეთ თქვენი იდეები: შეადგინეთ გეგმა, მაგალითად:

პარაგრაფი 1: შესავალი

მიიპყარით მკითხველის ყურადღება რაიმე ამაღელვებლით. წერილის დასაწყისშივე


მოახდინეთ მთავარი აზრის ფორმულირება.

პარაგრაფი 2,3,4: მთავარი ნაწილი

მოიყვანეთ მტკიცებულებები თქვენი მთავარი აზრის მხარდასაჭერად. თუ შესაფერისია,


მოიყვანეთ კონკრეტული მაგალითები თქვენი ცხოვრებიდან, სწავლიდან, სამსახურიდან.
შეგიძლიათ ისაუბროთ საკუთარ ოჯახზე, ქვეყანაზე, იმ ადამიანზე, ვინც აღგაფრთოვანებთ.

დასკვნითი პარაგრაფი

გაიმეორეთ და გაამყარეთ თქვენი მთავარი აზრი. დაუკავშირეთ დასკვნითი ნაწილი შესავალს.


შესაძლოა, ღირდეს თქვენს ტექსტში მცირე დოზით ოპტიმიზმის შეტანა.
შეარჩიეთ დამაჯერებელი, გულწრფელი ტონი, არც ზედმეტად ოფიციალური, მაგრამ არც
სავსებით სასაუბრო. თქვენი სტილი თქვენი ინდივიდუალიზმის ანარეკლია.

ეცადეთ იყოთ კონკრეტული. ყოველთვის აირჩიეთ არა საერთო, არამედ კერძო. არ თქვათ
უბრალოდ: „მე ყოველთვის მიყვარდა ფილოსოფია“, – დაასახელეთ ფილოსოფოსი, რომელმაც
თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მოერიდეთ ზოგად სიტყვებს და ცრუ ემოციებს.

3. რედაქტირება

სტრუქტურა. არის თუ არა ლოგიკური კავშირი პარაგრაფებს შორის?

ტონის გულწრფელობა (მოერიდეთ ზედმეტად ემოციურ ზედსართავებს და ზმნიზედებს).


გგავთ კი ტექსტი თქვენ?

სტილის ერთიანობა: პროფესიულია იგი? სასაუბრო?

წერილის მოცულობა: წერეთ მოკლედ, მიჰყევით სამოტივაციო წერილის მოთხოვნებს,


შეამოკლეთ ყველაფერი ზედმეტი.

როგორ ფიქრობთ, მოსაწყენი ხომ არ არის? წარმოიდგინეთ დღეში 50 წერილის კითხვა მისაღებ
კომისიაში.

რა ეხმარება თქვენს წერილს იყოს გამორჩეული სხვებისგან?

მიიღეთ რჩევები! აჩვენეთ თქვენი წერილი ინგლისური ენის მცოდნეს, თუ შესაძლებელია.

გადაწერეთ კვლავ და კვლავ.


როგორ შევადგინოთ თანმხლები/სამოტივაციო წერილი

შეადგინეთ შეძლებისდაგვარად საუკეთესო საწყისი ფრაზა შრიფტის ზომა:

მიეცით რეკომენდაცია (247)

ყველა პოპულარული

როგორ დავწეროთ ავტობიოგრაფია

2016 წლის მოთხოვნადი პროფესიები

როგორ შევადგინოთ თანმხლები/სამოტივაციო წერილი

CV-ის/რეზიუმეს ფორმა

მაგარი, უდრეკი ხელის ჩამორთმევა თუ დიდი სველი კოცნა ჩქმეტის თანხლებით? არცერთი
ინფორმაცია არ დაამახსოვრდებათ სათაო ოფისში, თუმცა მხოლოდ ერთია კარგი. ასევეა
თანმხლები წერილიც. იხილეთ, თუ როგორ უნდა ვთქვათ “ამირჩიე მე” მაქსიმალურად
კორექტულად.

1. პირველი შთაბეჭდილება ბევრს აკეთებს. “ავტობიოგრაფიის წაკითხვამდე თანმხლებ


წერილს კითხულობენ, ასე, რომ დარწმუნდით, რომ ის მიიქცევს მკითხველის ყურადღებას,”
გვირჩევს პოლ ლორი, დასაქმების საკონსულტაციო ფირმის “მენპოუერ UK”-ს ოპერატიული
მენეჯერი. გაურკვეველი მართლწერა და პუნქტუაცია, კონკურენტი ფირმებისთვის ინტერნეტ
მისამართის მიწერა, თქვენი საკონტაქტო ინფორმაციისა და სამუშაო რეკომენდატორის არ
მითითება სულელული შეცდომა იქნება სახელად “გავარდი-პირველივე-ჯერზე”.

2. ეს არ არის ზედმეტი. “იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ გთხოვენ მხოლოდ ავტობიოგრაფიას,


აუცილებლად გააგზავნეთ თანმხლები/სამოტივაციო წერილიც”, ამბობს სკოტ ფულეი,
მანჩესტერის უნივერსიტეტის სტუდენტთა დასაქმების მენეჯერი. “თანმხლები წერილი
დაასაბუთებს რატომ აგზავნით ავტობიოგრაფიას და რისი პრეტენზია გაქვთ. იგი ქმნის თქვენი
ავტობიოგრაფიის სურათს”.

3. ძვირფასო ვიღაც? იმ შემთხვევაში, თუ განცხადებაში არ იქნება მითითებული საკონტაქტო


პირი, დაუკავშირდით ადამიანუი რესურსების განყოფილებას იმის გასარკვევად თუ ვინ
განიხილავს თქვენს ავტობიოგრაფიის ფორმას. “ეს უფრო მეტად პირადულია, და თუ
შემდგომში მოგესურვება თქვენი ავტობიოგრაფიის შესწავლის შესახებ ინფორმაციის მიღება,
უკვე გეცოდინებათ, ვის მიმართოთ,” გვირჩევს ფულეი.
4. იყავით ლაკონური. “წერილი უნდა იყოს ლაკონური,” ამბობს ლორი. სამი ან ოთხი პუნქტი
უნდა აყალიბებდეს თქვენს მოტივაციას, გამოცდილებასა და ინდივიდუალურობას.
თანმხლებმა წერილმა არ უნდა ჩაანაცვლოს ავტობიოგრაფია, თუმცა დამქირავებელს უნდა
შეექმნას აზრი იმის შესახებ, რომ თქვენ შეესაბამებით სამუშაო მოთხოვნებს.

5. იყავით გულახდილი, ნუ იქნებით ქედმაღალი. ნუ გადაკვეთთ ზღვარს ექსპერტსა და


უვარგის თანამშრომელს შორის. “ადგილი აქვს თქვენს გაყიდვას და იმის შესწავლას, თუ რა
გაგიკეთებიათ,” ამბობს ლორი. უარი თქვით ისეთ მტკიცებულებებზე, როგორიც არის,
მაგალითად “მე ვარ იდეალური კანდიდატი” იმის ნაცვლად, რომ თქვათ “მჯერა, რომ მაქვს
იმის უნარი და გამოცდილება, რომ ძლიერი კანდიდატი გავხდე”.

6. იყავით ინფორმირებული. “მიეცით მათ მოწერის მიზეზი,” ამბობს დასაქმების


კონსულტანტი ლინ ვილიამსი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი ავტობიოგრაფია
სპეკულაციურია. შესაძლოა თქვენ სულ ახლახანს წაიკითხეთ რაღაც სავაჭრო პრესაში ან
შეხვდით ფირმის რომელიმე წარმომადგენელს? “ეს მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ
ყურადღებას აქცევთ კომპანიას,” ამბობს ვილიამსი. თუ თქვენ შეგაქვთ განაცხადი სპეციფიურ
თანამდებობაზე, აღნიშნეთ ეს წერილის დასაწყისში იმისათვის, რომ მათ არ გადადონ თქვენი
ავტობიოგრაფია გვერდზე.

7. ლამაზად შეადგინეთ თქვენი წერილი. კადრების შერჩევის აგენტები იხიბლებიან იმით, რომ
კანდიდატი იცნობს მათი კომანიის მიზნებს, მეთოდებსა და მიღწევებს, ამბობს ლორი. თუ
კომპანია აწარმოებს სერვისს, აღნიშნეთ, რომ თქვენს მიერ თქვენ საუკეთესო მომსახურება
გაგიწიათ, ოღონთ ძალიან ნუღარ გააზვიადებთ. სულიერი ნათესაობის შეგრძნებისათვის
ერთი ასეთი მცირედი ინფორმაციაც საკმარისია.

8. ისარგებლეთ ელექტრონული ფოსტით. კარგი ელექტრონული წერილის შედგენაც ისეთივე


მოთმინებას მოითხოვს, როგორც ხელითნაწერი წერილი. “დარწმუნდით, რომ მნიშვნელოვანი
საკითხები თვალში საცემია,” ამბობს ვილიამსი. “შეგიძლიათ გამოიყენოთ ხაზგასმა
იმისათვის, რომ გამოყოთ მნიშვნელოვანი საკითხები, მაგალითად ‘ლიცენზირებული
ინჟინერი’ ”.

9. არავითარი “თუ” და “თორემ”. ნუ გამოამჟღავნებთ სისუსტეებს და შემდეგ ნუღარ


შეეცდებით მის დაფარვას. ვილიამსის თქმით: “თქვენ მათ აძლევთ მიზეზს იმისათვის რომ
გასაუბრებაზე დაგიბარონ და არა იმისათვის რომ მომავლისთვის გადაგინახონ”.
10. დაასრულეთ დამარწმუნებელი ტონით. იყავით ოპტიმისტური და ითხოვეთ გასაუბრება,
ამბობს ფოლი. “მე დაველოდები თქვენს ზარს” უაღრესად სანდომიანად ჟღერს, მაგრამ აქვე
მიუთითეთ, რომ თქვენ გსურთ შეხვედრა ვალდებულებების განსახილველად.

ფაქტები

წერილში ახსენეთ ის ფაქტები, გამოცდილება და პირადი მიღწევები, რაც შეესაბამება სამუშაო


მოთხოვნებს. იფიქრეთ “როგორ შეიძლება დავეხმარე ინტერვიუს ჩამტარებელს ჩემს
შერჩევაში?”, და არა “როგორ გავყიდო ჩემი თავი?”. არასდროს დაიწყოთ თქვენი წერილი
სიტყვებით: “ძვირფასო ბატონო/ქალბატონო”. გაარკვიეთ ვინ წაიკითხავს თქვენს
ავტობიოგრაფიას თუ ეს არ იქნება მითითებული განცხადებაში ვაკანსიის შესახებ. უარი
თქვით გრძელ წინადადებებზე, ისინი შესაძლოა მოსაბეზრებელი იყოს მკითხველისთვის.
სთხოვეთ მეგობარს წაიკითხოს თქვენი თანმხლები წერილი იმის გასარკვევად, რომ შინაარსი
გამართული და ტონი პროფესიონალურია.

You might also like