You are on page 1of 2

მოგესალმებით,

ამ წერილით მინდა მოკლედ გაგაცნოთ თუ რატომ მსურს წარვადგინო ჩემი, გიორგი


კაკულიას კანდიდატურა კავკასიის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ ფაკულტეტზე -
Masters in science in management.

2020 წელს, დავამთავრე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ბიზნეს


ადმინისტრირების განხრით. ვინაიდან, ამ უნივერსიტეტში არ მქონდა შესაძლებლობა
შემესწავლა რომელიმე მიმართულება (ფინანსები, მენეჯმენტი, მარკეტინგი )
საფუძვლიანად, მსურს მენეჯმენტის განხრით გავიღრმაო ცოდნა.

2017 წლიდან ვარ თვითდასაქმებული და ვმართავ საკვები ობიექტების ქსელ - „საბვეის“


ორ ფილიალს. როდესაც ასეთ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს შევეჭიდე მე -2 კურსზე
ვიყავი, თითქმის ყველაფერის სწავლა პრაქტიკაში მომიწია. სწორედ ამიტომ ვთვლი , რომ
MSc მენეჯმენტში ჩემს კარიერაში ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება , ვინაიდან
თეორიისა და პრაქტიკის სინთეზით ყალიბდებიან პროფესიონალებად . მინდა
გავაუმჯობესო და გავიღრმაო თეორიული ცოდნა, რისთვისაც კავკასიის უნივერსიტეტი
ჩემთვის შეუცვლელი არჩევანია.

რაც შეეხება ჩემს პიროვნებას, ჩემი საქმიდან გამომდინარე ჩამოვყალიბდი ძალიან


პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ პიროვნებად . ასევე , გამოვიმუშავე
სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და დროის მენეჯმენტის უნარი , რაც ვთვლი რომ ძალიან
დამეხმარება სწავლისა და სამსახურისთვის დროის სწორ გადანაწილებაში.

იმედი მაქვს, კიდევ ერთხელ მომეცემა შესაძლებლობა ვიმუშაო კავკასიის უნივერსიტეტის


გამოცდილ გუნდთან ერთად.

პატივისცემით,
გიორგი კაკულია

You might also like