You are on page 1of 1

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის უმაღლესი

ფორმა, დღემდე უნდა არსებობდეს.

კაცობრიობა ყოველთვის ცდილობდა ჰუმანური საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც


ნაკლები იქნებოდა ძალადობა. სიკვდილით დასჯის გაუქმება იყო ერთი წინ გადადგმული
ნაბიჯი, ასეთი საზოგადოების ფორმირებისაკენ, მაგრამ დღემდე ხდება სასტიკი
დანაშაულები, რაც საზოგადოების ნაწილს აძრწუნებს და ისინი ფიქრობენ, რომ სიკვდილით
დასჯა საუკეთესო გამოსავალია და იგი კვლავ უნდა არსებობდეს. მიუხედავად ამისა
მიმაჩნია, რომ სიკვდილით დასჯის გაუქმება იყო ჰუმანური საქციელი და საზოგადოებამ
არჩეულ გზას არ უნდა გადაუხვიოს.

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ადამიანის მოკვლა გაუმართლებელია მორალურ-


ეთიკური თვალსაზრისით. ქრისტიანულ რელიგიაში ერთ-ერთი ცნება გვეუბნება: “არა კაც
კლა“. დამნაშავის მოკვლით ჩვენ ჩავდივართ ცოდვას, ვემსაგვსებით დამნაშავეს და არა თუ
ვსპობთ ცოდვას, არამედ ვამრავლებთ.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა გასათვალისწინებელია სასჯელის ფუნქციები: დამნაშავის


იზოლირება საზოგადოების სხვა წევრებისაგან, მათი უსაფრთხოებისათვის და
დამნაშავისათვის დროის მიცემა, რათა მან მოახერხოს საკუთარი დანაშაულის გაანალიზება.
ხოლო სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის უმკაცრესი ფორმა, სასჯელს უსპობს მეორე
ფუნქციას, ადამიანს არ აძლევს დაფიქრების შანსს.

სისტემა არ არის უნაკლო, ადამიანები ხდებიან გაუგებრობის, პროვოკაციის, სხვის მიერ


დაგებული მახის მსხვერპლნი. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს სჯიან იმ
დანაშაულისათვის, რომელიც არ ჩაუდენიათ. ასეთ შემთხვევაში, როდესაც სიმართლე
ირკვევა სისტემა ცდილობს საკუთარი დანაშაულის გამოსწორებას. ათავისუფლებენ
ადამიანს, უნაზღაურებენ მორალურ ზიანს და თანხის კომპესირებით უქმნიან ცხოვრების
უკეთეს პირობებს. სიკვდილით დასჯის შემთხვევაში მსგავსი რამ გამორიცხულია, სისტემის
დანაშაული ვერ გამოსწორდება. გარდა, ამისა უდანაშაულოდ დასჯილს ჰყავს ახლობლები,
რომლებიც დგებიან ფაქტის წინაშე, მათში აღიძვრება წინააღმდეგობის გრძნობა და ჩნდება
ნოყიერი ნიადაგი ახალი დანაშაულისათვის.

განხილული მაგალითები ადასტურებს, რომ სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის


უმკაცრესი ფორმა უნდა გაუქმებულიყო, რადგან იგი გაუმართლებელია მორალურ-ეთიკური
თვალსაზრისით, სასჯელს უკარგავს ფუნქციას, არ აძლევს ადამიანს საკუთარ დანაშაულზე
დაფიქრებისა და მონანიების საშუალებას. ასევე, არ გამორიცხავს სისტემურ შეცდომებს,
რომელთა შედეგადაც ზარალდებიან უდანაშაულო ადამიანები.

You might also like