You are on page 1of 2

ტექსტის რედაქტირება:

ილია ჭავჭავაძე უდიდესი მწერალია ქართულ ლიტერატურულ რეალობაში. მისი ნამუშევრები


მნიშვნელოვანია და აუცილებელია მისი სწორად გააზრება. მიუხედავად ამისა არავის უცდია
მისი სიმართლის გაგება და შესრულება, პუბლიცისტურ წერილში ,,რა გითხრათ, რით
გაგახაროთ“ ილია ჭავჭავაძე გადმოგვცემს საკუთარ ნააზრევს, ფიქრს, პოზიციას თუ როგორ
შეიძლებმა ხალხმა გაიგოს პრობლემის არსი და მისი გადაწყვეტის გზები.

ამ წერილით მწერალი ულოცავს ქართველ ხალხს ახალ წელს, იგი ძალიან კარგად იცნობდა
საკუთარ ერს და მათი ნაკლიც არაჩვეულებრივად იცოდა, ამიტომ გვახსენებს იმ პრობლემებს
რაც გამოსასწორებელია ერში. სახელმწიფოს ქმნის მხოლოდ კარგად ორგანიზებული
საზოგადოება, ხოლო ერს თვითონვე შეუძლია საკუთარი თავის დაღუპვა, ხალხი საკუთარი
წარმატებისთვის და კეთილდღეობისთვის მხოლოდ ღმერთის შემყურე არ უნდა იყოს, საჭიროა
თვითონვე გავისარჯოთ და ისე მივაღწიოთ დასახულ მიზნებს. ქვეყანაში სადაც ყველაფერია,
უხვადაა უფლის წყალობა, მთა-ბარი, მინდორ-ველი, ერი მხოლოდ საკუთრი სურვილების
დაკმაყოფილებას არ უნდა დასჯერდეს, მათ უნდა იშრომონ, გაისარჯონ და საკუთარ ნაშრომს,
ნამოღვაწარს გაუფრთხილდნენ. იმისათვის რომ ერმა იცოდეს დღევანდელ ცხოვრებაში რას
წარმოადგენს, საჭიროა უკან წარსულში გახედვა, იმის დანახვა თუ რა ცხოვრება აქვს
გამოვლილი, როგორი გაჭირვება აქვს გამოვლილი ჩვენს სამშობლოს და მიუხედავად ამისა
კვლავ ფეხზე მყარად დგას. ახლა კი მხოლოდ შრომა და გარჯაა საჭირო მომავლის დასანახად.
ხალხს ხშირად უჭირს რეალობის საღად აღქმა და პრობლემის გააზრება, თუ იგი ერთბაშად,
პირდაპირ არ დაატყდება თავს. იმდროინდელი მტერი ხმლით არ მოსულა, პირდაპირ ბრძოლა
არ გამოუცხადებია ქართველებისთვის, როგორც ეს საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა,
არამედ ხერხით მოვიდა, ირიბად შემოგვეპარა და ამით სწორედ იმას მიაღწია, რომ ერს მტრის
ხატი გაუქრო, მოყვრად მოაჩვენა თავი. ილია ამბობს, რომ ხალხი რომელიც პრობლემის
მიზეზებს მხოლოდ გარეთ ეძებს და არა შიგნით საკუთარ საზღვრებში ის ერი დასაღუპადაა
განწირული. დროა გამოვფხიზლდეთ და შევეშვათ საკუთარი შეცდომების სხვისთვის
გადაბრალებას.

ჩემი აზრით დღევანდელ საქართველოშიც იგივე პრობლემებია გამოსასწორებელი, ბევრი მტერი


გვყავს, მაგრამ მაინც ერთმანეთს ვექიშპებით, საკუთარ ხალხს პატივს არ ვცემთ და მხოლოდ
საკუთარი კეთილდღეობაზე ვფიქრობთ.

ნათია ბაზანდარაშვილი

You might also like