You are on page 1of 2

კურსის დასაწყისში მეგონა, რომ ტექსტებში, რომლებიც გავიარეთ გარკვეულ

ფილოსოფიურ ხაზსა და თემებს ფუნდამენტურად განვიხილავდით. მაგალითად


პლატონის „სახელმწიფოში“ შევეხებოდით და სიღრმისეულად გავაანალიზებდით ისეთ
თემებს, როგორიცაა „ჭეშმარიტება“, სამართლიანობა, სიკეთე, სახელმწიფოს ის მოდელი,
რომელსაც სოკრატე/პლატონი გვთავაზობს და ა. შ. ლექციებზე ყველა ეს თემა
განვიხილეთ, მაგრამ უფრო დიდი ყურადღება ეფოქის კონტექსტზე, ტექსტის იმ
პრაქტიკულ ნაწილზე გაკეთდა, რომელიც ზუსტად აღწერდა იმ დროის სოციალურ,
კულტურლ, ეკონომიკურ გარემოებებს, მათ შორის კავშირს და დამოკიდებულებებს.
რამაც სასიამოვნოდ გაოცებული დამტოვა, რადგან პლატონის „სახელმწიფოს“ ყველა
წაკითხვის დროს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი ზემოთ ახნიშნულ ასპექტებს, რომელიც
ტექსტში პერიფერიულია და გარკვეული კავშირების გაბმას საჭიროებს, იმ დროის
თანამედროვეებთან, მაგალითან არისტოფანეს კომედიასთან „ღრუბლები“ და ასევე
პლატონის „ნადიმთან“, რათა შესაძლებელი იყოს მივხდეთ რა მიზეზთა წყებამ
განაპირობა ის, რომ სოკრატე ცრუ ბრალდებებით დემოკრატიულმა ათენმა სიკვდილით
დასაჯა. საზოგადოებამ, რომელშიც იგი ცხოვრობდა და მას როგორც ერთ-ერთი წევრი
1
პირნათლად ემსახურებოდა, რატომ დაიჯერა და მხარი აუბა ბრალდებას
პოლიტიკური ელიტისა სოკრატეს მიმართ, ახალგაზრდების გარყვნასა და ძველი
ღმერთების უარყოფაზე, რომლის საბრალდებო მამოტივირებელ მიზეზად
გამოყენებულ იქნა არისტოფანეს „ღრობლები“, რომელშიც სოკრატე სატირულ ფიგურად
იყო გამოყვანილი. არისტოფანემ შური იძია პოეტების გამო, რადგან მანამდე სოკრატემ
„სახელმწიფოში“ სადაც იდეალურ ქალაქ-სახელმწიფოს გვთავაზობს თქვა, რომ
პოეტების ადგილი იქ არ არის. ასევე, რა დონის ძალაუფლება ქონდათ და რა
ხელეწიფებოდათ ოლიგარქებს, რომელიც კარგად ჩანს კეფალეს მაგალითზე, თუ როგორ
სურს თავისი ქონების მემკვიდრესთვის პოლიმარქესთვის საუკეთესო ცოდნის მიცემა
(ფულით ყიდვა, სოფისტისგან), იმ მიზეზით, რომ შემდგომ ძალაუფლებისა და
ავტორიტეტის ზრდით უფრო მეტი ქონება მოიხვეჭოს. სოკრატეს ძალით წაყვანის

1
მაგალითად სოკრატე მონაწილეობდა სამხედრო მოქმედებებში პოტიდეასთან, დელიუმსა და
ამფიპოლისის ბრძოლებში. რომელთაგან ერთ-ერთში ალკიბიადე სიკვდილსაც კი გადაარჩინა.
მიზეზიც ის არის, რომ შეამოწმოს რა სახის ცოდნა გადასცა სოფისტმა პოლიმარქეს და
შეძლებს თუ არა დებატებში სოკრატეს დამარცხებას, რითიც თავისმხრივ ათენის
„ინტელექტუალურ“ წრეებში სახელს მოიხვეჭდა.
ეკონომიკა ან ფული როგორ დამოკიდებულებაში იყო პოლიტიკასთან, რომელიც
კარგად ჩანს „ოდისეაში“ ტელემაქეს მაგალითზე, როცა იგი ნესტორს და მენელაოს
ესტუმრება, რათა მათგან ძღვენის სახით ოქროულობა (ის რაც ადვილად
კონვერტირებადია) მიიღოს, შემდეგ ჯარის დაქირავებისთვის ან გარკვეული
„სახელმწიფოებრივი“ სტრუქტურების შესაქმნელად რომ გამოიყენოს.

You might also like