You are on page 1of 2

ირაკლი ქემერტელიძე

მსგავსება–განსხვავებანი ბერძნულ და რომაულ


პოლიტიკურ–სამართლებრივ მოძღვრებებს შორის
ძველ საბერძნეთში პოლიტიკურ–სამართლებრივი მოძღვრებები ჯერ კიდევ ძველი
წელთაღრიცხვით მეშვიდე–მეექსვსე საუკენეებიდან ყალიბდება, როდესაც პირველი
პოლიტიკური ქალაქ–სახელმწიფოები წარმოიშვა. ამ პოლიტიკური სამართლებრივი
იდეების, თეორიების, დებულებების და კონცეფციების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო
ძველი საბერძნეთის პოლიტიკურ–სახელმწიფოებრივ და სამართლებრივ,ასევე
კულტურულმა განვითარებამ.კონკრეტულად მმართველობის ის 4 ფორმა რომელიც
დამახასიათებელი იყო ძველი საბერძნეთისთვის–ოლიგარქია, დემოკრატია,
არისტოკრატია და ტირანია. იყო ორი გამორჩეული პოლისი, ათენის
მონათმფლობელური სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიული ნიშნებით
ხასიათდებოდა და სპარტა, რომელიც არისტოკრატიული მმართველობის
მაგალითია.ასევე ხშირი იყო მონათა უკმაყოფილო ფენების აჯანყება, ამას ემატებოდა
ბერძნულ–სპარსული ომები და ომი თვით ათენსა და სპარტას შორის.ყველა ამ
გარემოებამ უდიდესი გავლენა იქონია იმდროინდელ მოღვაწეებზე.სწორედ ამის
გამოა, რომ აქ ჩამოყალიბებული პოლიტიკური მოძღვრებები საზოგადოების
რომელიმე ფენათა ინტერესებს გამოხატავდა.

რომის პოლიტიკურ–სამართლებრივი მოძრვრებანი კი ისტორიული პერიოდიდან


გამომდინარე ხასიათდება რელიგიური ნიშნებით,ანუ სახელმწიფო–სამართლებრივი
პრობლემების რელიგიურ ჭრილში განხილვით.ასევე ამ დროს ერთმანეთს
უპირისპირდება საერო და სასულიერო ხელისუფლება, რაც ასახულია იმდრონდელ
მოღვაწეთა კონცეფციებშიც.ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად
პერიოდიზაციის დიდი განსხვავებისა, რომაელი მოღვაწეები და ფილოსოფოსები
თავიანთ ძირითად დებულებებს კვლავ ძველი ანტიკური ფილოსოფოსების
მოძღვრებებზე ქმნიდნენ,რისი ნათელი მაგალითიცაა თომა აქვინელის მოღვაწეობა,
რომელიც სახელმწიფო მოწყობის საკითხებში არისტოტელეს იდეოლოგიას იყენებს.
მიუხედავად იმისა, რომ თომა აქვინელი არისტოტელეს გარკვეულ საკითხებში
ეთანხმება, ის ასევე შესწორებებსაც აკეთებს.ზოგადად ძველი ბერძენი
მოღვაწეებისთვის ძირითადად დამახასიათებელი იყო, რომ სახელმწიფო
მმართველობის იმდროინდელი 4
ფორმიდან(ტირანია,ოლიგარქია,არისტოკრატია,დემოკრატია) ერთ–ერთს
მიმხრობოდნენ.ხოლო რომის პოლიტიკურ–სამართლებრივ მოძღვრებებში ეს
იცვლება და უკვე მრავალი მოღვაწე მონარქიულ წეს–წყობილებას
ემხრობა.მაგალითად თუ არისტოტელესთვის მმართველობის იდეალური ფორმა
მონათმფლობელური დემოკრატიია , ან პლატონისთვის ეს არის არისტოკრატია,
თომა აქვინელისთვის საუკეთესო მმართველობა მონარქია გახლდათ. ზოგიერთი
ძველი ბერძენი მოღვაწე საერთოდ უარყოფდა სახელმწიფოში კანონების საჭიროებას,
განსხვავებით რომაელ მოღვაწეთაგან, რომლებიც კანო ნებს უკვე კატეგორიებადაც
ყოფდნენ(მაგალითად თომა აქვინელი). რომაელ მოღვაწეებთა ნაშრომებში ასევე ჩანს
მსოფლიო იმპერიის შექმნის იდეა(დანტე ალიგიერი), რომელიც ექსკლუზიურია იმ
პერიოდისათვის და ასეთ იდეას ძველ–ბერძნულ პოლიტიკურ–სამართლებრივ
მოღძვრებეში ვერ ვხვდებით.

საბოლოოდ, მივიჩნევ, რომ ბერძნულმა პოლიტიკურ–სამართლებრივმა იდეოლოგიამ


და მოძღვრებებმა დიდი გავლენა იქონია რომაელ მოღვაწეებზე, რომლებმაც შემდეგ
ეს მოძღვრებები შეისწავლეს,განავრცეს და ამის შედეგად საკუთარი მოსაზრებები
ჩამოაყალიბეს.

You might also like