You are on page 1of 2

ეკლესიების გაყოფა და შინაგანი ანარქია, – 1054 წელს პატრიარქ მიხეილ კერულარიოსის

პატივმოყეარეობამ მწვაეე კონფლიქტი გამოიწეია. როდესაც რომმა მოისურეა თაეისი


აეტორიტეტი აღედგინა სამხრეთ იტალიის დიოცეზებში, კერულარიოსმა მის წინააღმდეგ
გაილაშქრა. ჰაჰმა ლეონ X-მ არანაკლებ მკაცრი პასუხი გასცა, ხოლო
კონსტანტინოპოლში ჩამოსულმა პაპის ლეგატებმა თავიანთი მეტისმეტად ქედმალლური
ქცევით სასტიკად შეურაცხყვეს ბიზანტიელების თაემოყვარეობა. ლეგატებმა საზეიმო
ვითარებაში გამოაცხადეს პატრიარქის განკვეთა ეკლესიისგან . მაშინ კერულარიოსმა
აიძულა კონსტანტინე IX მონომახი, რომთან განხეთქილებას დასთანხმებოდა . ორი
ეკლესიის გაყოფა აღსრულდა. ჰაჰთან ურთიერთობის გაწყეეტას იმპერიისათეის მძიმე
შედეგი უნდა მოჰყოლოდა. მან არა მარტო დააჩქარა იმპერიის ბატონობის კრახი
სამხრეთ იტალიაში, არამედ გადაულახაეი უფსკრულიც გათხარა ბიზანტიასა და
დასავლეთს შორის. ამიერიდან ლათინების თეალში 109 ბერძნები მხოლოდ
სქიზმატიკოსები (გამთიშველები) იყენენ, რომლებიც არც პატივისცემას იმსახურებდნენ ,
არც შეწყნარებას და არც ნდობას. მეორეს მხრიე, შურისძიების გრძნობით ანთებული
ბიზანტიელებიც ჯიუტად იდგნენ თაეიანთ აზრზე და დაუფარავი სიძულვილით უყურებდნენ
რომს. ამიერიდან პაჰიზმისა და მართლმადიდებლური ეკლესიის
ურთიერთდამოკიდებულების საკითხი საავდრო ღრუბელივით გადაეფოფრება იმპერიის
ბედს. და ბოლოს, ქეეყნის საშინაო ვითარება, რამაც ხელი შეუწყო ეკლესიების გაყოფას ,
თვალნათლივ მოწმობდა საიმპერატორო ძალაუფლების უმწეობას ყოვლისშემძლე
პატრიარქის წინამე. მიხეილ კერულარიოსს არასოდეს ავიწყდებოდა ეს . მაგრამ
განსაკუთრებით საშიში იყო ფეოდალური ამბოხების დღითიდღე მზარდი საფრთხე .
მეტისმეტად ძლიერი არისტოკრატიის შესამუსრავად იმპერიულ პოლიტიკას საკმარისად
მიაჩნდა ფეოდალთა მთავარი საყრდენის – არმიის დაურვება, რომლის მრისხანე ძალაც
განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა სწორედ ამ დროს, იტალიისა და სიცილიის ომების
გმირის გიორგი მანიაკისა (1043 წ.) და ლეონ ტორნიკიოსის (1047 წ.) ამბოხებისას. (შეიქმნა
სამოქალაქო პარტია, რომელიც მიზნად ისახავდა დაპირისპირებოდა არმიას ,
კონსტანტინე მონომახის მმართეელობა ზემოხსენებული პარტიის პირველი
წარმატებითაა ალბეჭდილი. ამ იმპერატორის დროს, რომელსაც განცხრომა უყვარდა და
არა ომი, მოლაშქრეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ამიერიდან ნაციონალურ
არმიას, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, დაქირავებული ლაშქარი ცვლის; ჯარისკაცებად
ქირაობდნენ ნორმანებს, სკანდინავიელებს, რუსებსა და ანგლოსაქსებს , რომლებიც ,
პოლიტიკოსთა აზრით, უფრო მეტ ნდობას იმსახურებდნენ. სამხედრო ბიუჯეტი შეიკეეცა ,
ციხე-სიმაგრეები თითქმის მთლიანად გაუდღაბურდა მსედართმთაერები ან შერისხეს , ან
სახელმწიფო საქმეებს ჩამოაშორეს. მმართველობა პსელოსის, ქსიფილინოსის , იოანე
მავროპუსისა და სხვა სწავ110 ლულთა ხელში გადაეიდა. დაარსდა სამართლის სკოლა ,
რომელსაც სამოქალაქო მოხელეები უნდა მოემზადებინა მთავრობისათეის . შალე
გარდაუვალი შეიქნა შეჯახება არმიასა და ყოვლისშემძლე ბიუროკრატიას შორის ,
რომელიც სენატს ეყრდნობოდა. შეჯახება სასტიკი და დაუნდობელი გამოდგა . 1057 წლის
ამბოხებამ, რომელსაც ხელს უწყობდა პატრიარქი კერულარიოსი, საიმპერატორო ტახტზე
აიყვანა სახელგანთქმული მხედართმთავარი ისააკ კომნინი , მაგრამ როცა ისააკს
მხნეობამ უღალატა და ტახტზე უარი თქვა (1059 წ.), ხელისუფლების სათავეში დუკების
მოსელა არმიის წინააღმდეგ მიმართული რეაქციით აღინიშნა, რამაც ხელახლა , უფრო
მეტად, ვიდრე ოდესმე, უზრუნეელყო ბიუროკრატიის ტრიუმფი. რომანოზ დიოგენმა მცირე
ხნით კელავ დაუბრუნა ძალაუფლება არმიას, მაგრამ იმპერატორის წინააღმდეგ
საბრძოლველად გაერთიანდნენ მისი მტრები და გააფთრებული შეტევის შედეგად
დაამხეს იგი. მიხეილ VII-ის მშართველობა, ვისი პირველი მინისტრიც პსელოსი გახდა ,
ერთის შეხედეით, თითქოს სამოქალაქო პარტიის საბოლოო გამარჯეების მომასწავებელი
იყო. ყოველივე ამას ძალზე მძიმე შედეგები მოჰყვა. გარეშე მგრებთან შეტაკებისას
იმპერია თითქმის ყველა საზღვარზე უკან იხევდა. მეტისმეტად სუსტი ხელის -ეფლების
მიერ ცუდად დაცული და, თანაც, გადასახადების სიმძიმით წელში გაწყვეტილი
საბლვრისპირა მხარეების მოსახლეობა, ისევე როგორც უფრო ადრე, დასაღუპად
განწირული რომის იმპერიის ქვეშევრდომნი, თეითონვე მოუხმობდა ბარბაროსებს მწედ
და მეოხად. ქეეყნის შიგნით, საყოველთაო ანარქიის ვითარებაში, ფეოდალურმა
არისტოკრატიამ კვლავინდებურად წამოჰყო თაეი. მისდამი მტრული განწყობილებით
უკმაყოფილო არმია ნებისმიერ საბაბს ეძებდა ასამბოსებლად. თვით დაქირაეებული
ჯარისკაცებიც კი დრტვინავდნენ, ხოლო იმპერიის სამსახურში ჩამდგარ ნორმან
კონდოტიერებს – ერვეს, რობერტ კრეჰენს, რუსელ დე ბაილელს – I თავიანთი პირადი
ინტერესების მეტი აღარაფერი ახსოედათ. აჯანყებას აჯანყება მოსდეედა . ნიკიფორე
ბოტანიატი მიხეილ VIIის წინააღმდეგ საბრძოლველად ალიძრა აზიაში, ნიკიფორე
ვრიენიოსი კი – ეერო„ააში (1078 წ.) მას შემდეგ, რაც ნიკიფორე ბოტანიატი ავიდა ტახტზე
(1078-1081 წ.), მის წინააღმდეგ ამბოხდნენ სხვა პრეტენდენტები – ვასილაკი და მელისინე.
უცსოელებით წალეკილი, გაპარტახებული და უკმაყოფილო იმპერია ხმამაღლა უხმობდა
მსსნელს და ისიც გამოჩნდა: ეს გახლდათ ალექსი კომნინი, იმპერიის უკეთესი
მხედართმთავარი. სახელმწიფო გადატრიალებამ, რომელმაც ტასტზე აიყეანა იგი (1081
წლის | აპრილი), ბოლო მოუღო ოცდაათწლიან ანარქიას და განაპირობა, ერთის მხრივ ,
ფეოდალური არისტოკრატიის გამარჯვება არმიასა და სამოქალაქო პარტიაზე , ხოლო
მეორეს მხრიე, პროვინციებისა – დედაქალაქზე. ამასთანავე, ამ გადატრიალებას
სიდიადის ახალი საუკუნე უნდა მოეტანა იმპერიისათვის.- გამოყენებული ლიტ:
ბიზანტიის იმპერიის ისტორია-შარლ დილი

You might also like