You are on page 1of 3

1.

როგორი ადამიანი შეიძლება იყოს მოტივირებული მომავლისადმი დადებითი


განწყობით

პირველ რიგში, განვმარტავ იმას, რომ ფსიქოლოგიაში მოტივაცია ფსიქიკური


და ფიზიკური აქტივობების დაწყების, მათთვის მიმართულების მიცემისა და
მართვის პროცესს ეწოდება. მოტივაცია, ჩვეულებრივ, ხსნის და
წინასწარმეტყველებს ინდივიდულურ და სახეობრივ ქცევას. შინაგან მექანიზმებს,
რომლებიც არეგულირებენ ჩვენი სხეულის ფუნქციონირებას და სიცოცხლის
შენარჩუნებაში გეხმარებიან.მოტივაცია არის ორი სახის გარეგანი და შინაგანი.

ყველა მოქმედება არის რაღაც მოტივით განსაზრვრული


ქმედება.სხვადასხვა ადამიანებს მომავლისადმი განსხვავებული
დამოკიდებულება აქვთ: ზოგს დადებითი, ზოგსაც უარყოფითი. ადამიანები
ვინც ფიქრობენ, რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნება,
კონცენტრირებულები არიან იმ წარმატებებზე, რასაც შიძლება მომავალში
მიაღწიონ, სწორედ ეს არის მათი მოტივაციის წყარო. მაგალითად შემიძლია
მოვიყვანო სააკუთარი გამოცდილება. გასულ ზაფხულს შანსი მქონდა წავსულიყავი
ბანაკში.ამისათვის საჭირო იყო რამდენიმე მოცემული დავალება შემესრულებინა.მე
ვფიქრობდი იმ დღეებზე, რომლებსაც ბანაკში გავატარებდი. სწორედ ეს იყო მოტივი
იმისა რომ მოცემული დავალებები კარგად შემესრულებინა და წავსულიყავი
ბანაკში.მოტივაცია იყო მაღალი შესაბამისად შედეგმაც არ დააყოვნა. რაც უფრო
სერიოზული, ძლიერი და ღირებული იქნება მოტივი, მით უფრო დადები თი იქნება
ადამიანის განწყობა მომავლისადმი, იმიტომ რომ, როგორც უკვე ვთქვი, განწყობა
დამოკიდებულია მოტივზე: როცა ადამიანს გააჩნია მაღალი მოთხოვნილებები ეს
განაპირობებს მის დადებით განწყობას მომავლისადმი.ჩემი აზრით,
მომავლისადმი დადებითი განწყობა შეიძლება განპიროებული იყოს არა
მარტო მომავალ წარმატებაზე ფიქრით არამედ იმით რომ ადამიანი დროის
ამ მონაკვეთში იყოს ბედნიერი და უბრალოდ პოიტიურად ფიქრობდეს.

2. რა შეიძლება ჩავთვალოთ ახალგაზრდის მოტივაციად, როდესაც ის


ღებულობს გადაწყვეტილებას იყოს სტუდენტი

როცა ახალგაზრდა იბრძვის იმისთვის რომ იყოს სტუდენტი მას თვალწინ მთელი
მისი მომავალი ცხოვრება უდგას. სტუდენტობა ახალგაზრდისთვის ცხოვრების ახალ
საფეხურად აღიქმება, იმ საფეხურად რომელიც არის ფუნდამენტი მთელი შემდგომი
წლებისა.ყოველივე ამაზე ფიქრი მას აძლევს მეცადინეობის ძალას, მიუხედავად
იმისა როგორი დაღლილია ის, თავს არ ზოგავს და იბრძვის სასურველი
შედეგისათვის.
მეორე მხრივ, ახალგაზრდას შესაძლოა ის მოტივი ამოძრავებდეს, რომ მას სურდეს
უბრალოდ ცოდნა გაიღრმავოს იმ საკითხებთან დაკავშირებით რომლებიც მას
უყვარს და იზიდავს, გამოვიდეს იმ პროფესიის ადამიანი, რომელზეც წლების
მანძილზე ოცნებობდა, რომ გამოვიდოდა.ასევე ახალგაზრდას შეიძლება ჰქონდეს
სურვილი იმისა, რომ განვითარდეს როგორც პიროვნება, დამეთანხმებით ამაში
უნივერსიტეტი ძალიან დაეხმარება მას.მე აბიტურიენტობისას ერთ-ერთი მოტივი
სწორედ ის მქონდა, რომ ჩამებარებინა უნივერსიტეტში და პიროვნულად
განვვითარებულიყავი,თუმცა განათლების მიღების მოტივი რა თქმა უნდა ყველაზე
დიდი იყო. მოტივს, რომლითაც ხელმძღვანელობს ადამიანი გადაწყვეტილების
გამოტანისას, გააჩნია გარკვეული მიზეზები, მაგრამ ჩვეულებრივ ეს მიზეზები
რთულია - მოტივს ხშირად განსაზღვრავს ფაქტორთა მთელი რიგი. ფიქრი უზრუნველ
მომავალზე, მომავალზე სადაც ბევრია წარმატებული დღე, მომავალზე სადაც
ახალგაზრდა ბედნიერია, აქვს საკმარისი ოდენობის თანხა, აქვს კარგად
ორგანიზებული და იმედისმომცემი კარიერა, მას უბიძგებს იმისაკენ რომ არ
დანებდეს, ბოლომდე დაიხარჯს და მიაღწიოს თავის მიზანს - გახდეს სტუდენტი.

3. რა მამოტივირებელი მიზეზი შეიძლება იყოს მშობლისათვის, როდესაც


მშობელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ შვილს მიაღებინოს
განათლება. როგორია ასეთი მშობელი.

ნებისმიერი მშობლისთვის ყვლაზე დიდი მნიშვნელობა სწორედ იმას აქვს თუ


როგორი იქნება შვილის მომავალი.არ აქვს მნიშვნელობა ეს კარიერას ეხება,
ქორწინებას თუ სხვა რამეს. თითოეული მშობელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის
რომ შვილი ბედნიერი ჰყავდეს, აქედან გამომდინარე მამოტივირებელი ძალიან
ბევრი ფაქტი შეიძლება იყოს იმისა, რომ მან შვილს კარგი განათლება
მიაღებინოს.როგორც წინა კითხვაზე პასუხისას აღვნიშნე განათლება საწინდარია
ბედნიერი და წარმატებული მომავლისა.მშობელმა კარგად იცის, რომ განათლება
ნებისმიერ დროსა და ადგილას გამოადგება თავის შვილს.მშობლისთვის ისიც
კარგად ცნობილია, რომ ყოველთვის თავისი შვილის გვერდით ვერ იქნება და
აუცილებელია მას რაიმე ღირებული მისცეს, ისეთი რამ რაც შვილს იმ სამომავლო
გზის გაკვლევაში დაეხმარება,რომლის გავლაც მშობლის გარეშე, დამოუკიდებლად
მოუწევს.

მოტივაციის მიზეზი შეიძლება იყოს არც მეტი არც ნაკლები კეთილი შური
.მაგალითად მშობელმა თუ დაინახა რომელიმე ახალგაზრდა, ვინც კარგი
განათლების წყალობით ბევრს მიაღწია, მას გაუჩნდება იმის სურვილი და
მოტივაცია, რომ თავისმა შვილმაც მიაღწიოს იგივე შედეგს. სწორედ ამის გამო ის
ყველაფერს გააკეთებს ამ მიზნის მისაღწევად.

21-ე საუკუნეში ყველასთვის კარგადაა ცნობილი თუ რაოდენ დიდი ფასი აქვს


განათლებას, ის დიდი საუნჯეა მისთვის, ვისაც მიღებული აქვს, აქედან გამომდინარე
ისეთი მშობელი, რომელიც თავს არ ზოგავს შვილის ბედნიერებისთვის,
წარმატებისთვისა და უზრუნველი მომავლისთვის არის შვილისთვის თავდადებული
მშობელი,ძლიერი მშობელი, პასუხისმგებლიანი მშობელი, რადგან შვილის გაჩენა
ადვილი პასუხისმგებლობა როდია- ის ძალიან ბევრ სირთულეებთან არის
დაკავშირებული მისი ჩასახვის წამიდან სიცოცხლის უკანასკვნელ დღემდე.

You might also like