You are on page 1of 1

ლიტერატურული კრიტიკა XVIII საუკუნეში წარმოიქმნა.

ლიტერატურული კრიტიკის
ყველაზე ბანალური დანიშნულებაა შუამდგომლობა მკითხველ საზოგადოებასა და
ხელოვნებას შორის, რომელიც სულ უფრო და უფრო რთულდება. ცნობილია
ლიტერატურული კრიტიკის სამი სახეობა: 1. ლიტერატურული კრიტიკა, რომელიც
ნორმატიული პოეტიკის სამსახურში დგას და ლიტერატურულ ნაწარმოებებს იმის მიხედვით
აფასებს, რამდენად შეესაბამება იგი დამკვიდრებულ ესთეტიკურ ნორმებს (მაგ. კლასიციზმის
ეპოქაში); 2. ლიტერატურული კრიტიკა, რომელიც ხელოვნების ავტონომიურობისა და
თვითმყოფადობის პრინციპს იცავს; 3. ლიტერატურული კრიტიკა, რომელიც მკითხველი
საზოგადოების სამსახურში დგას. სწორედ ამ უკანასკნელ სახეობას განეკუთვნება
თანამედროვე ფელეტონისტის საქმიანობაც: მისი მიზანია, მკითხველს შეატყობინოს ახალი
წიგნების შესახებ, რამდენად საინტერესო, გულისამაჩუყებელი, სახალისო, რთული,
მოსაწყენი ან უვარგისია ახალი გამოცემები. ამგვარი კრიტიკული წერილების სტილი ხშირად
გასართობი, მხიარული, მოკლე და მარტივია, მათი ავტორი კი ცდილობს, წეროს არა
პროფესიონალის პოზიციიდან, არამედ რიგითი მკითხველის გემოვნებაზე დაყრდნობით.
სწორედ ასეთ კრიტიკოსთა ხელშია ახალი წიგნების წარმატება და წარუმატებლობა.
თავიანთი ”თხზულებებით” მათ ძალუძთ ახალი წიგნების პოპულარიზაციაც და მათი
”განადგურებაც”.

You might also like