You are on page 1of 10

თემა მეოთხე

ფილოსოფიური აზროვნების განვითარება შუა საუკუნეებში, აღორძინების ეპოქაში,


ახალ დროში

გეგმა:

1. ფილოსოფიური აზროვნების განვითარება შუა საუკუნეებში


2. ფილოსოფიური აზროვნების განვითარება აღორძინების ეპოქაში
3. ფილოსოფია ახალ დროში - რენე დეკარტი, ფრენსის ბეკონი, იმანუელ კანტი

1. ფილოსოფიური აზროვნების განვითარება შუა საუკუნეებში

შუა საუკუნეების როგორც ფილოსოფიურ, ისე რელიგიურ აზროვნებაში ერთ-ერთი მთავარი


საკითხი იყო ღმერთის (პირველმიზეზის) ცნების გაგება, რაც თავის მხრივ, გულისხმობს
ღმერთის დახასიათებას, ღმერთის, როგორც მიზეზის მიმართებას სამყაროსთან, როგორც
შედეგთან, არსებათა წარმოშობას ღმერთის მიერ და ღმერთისაგან და ა. შ. აგრეთვე,
ღმერთისა და ადამიანის მიმართება, ყველა საკითხი მას ექვემდებარებოდა, როგორც
ძირითადს ცხოვრებაში ორიენტირებისათვის. იგი მთავარი იყო იმისთვისაც, ვინც თავის
თავს ათეისტს უწოდებდა, რადგან ადამიანის სასრულობა მისთვისაც ნათლადაა
გაცნობიერებული.
საუკუნეებში ადამიანი განიხილებოდა მხოლოდ და მხოლოდ ღმერთთან მიმართებაში.
IV საუკუნის ქრისტიან მწერლებს შორის ყველაზე გამოჩენილ ფილოსოფოსს -
ანთროპოლოგად სახელდება ეპისკოპოსი გრიგოლ ნოსელი. გრიგოლ ნოსელის ნაშრომებს
დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა და მეცნიერული ღირებულება. ეს იმის გამო, რომ მისი
განსჯის უპირველესი საგანი იყო ადამიანი და მასთან დაკავშირებული პრობლემები.

შრომაში „კაცისა აგებულებისათვის“ იგი მსჯელობს ღმერთისადმი ადამიანის


მსგავსებაზე, რომ ღმერთს არც ერთი არსება არ ჰგავს, გარდა ადამიანისა (..“რამეთუ არარაი არს,
არსთა შორის მსგავს ღმერთისა, ვითარ შესაქმე კაცისაი“). აქვე დასმულია საკითხი - რატომ
გააჩინა ღმერთმა ყველაზე ბოლოს ადამიანი? ნოსელი პასუხობს: ჯერ სამეუფეო უნდა იყოს,
რათა შემდეგ მეფე მოვიდეს, ან კიდევ, როცა სტუმარი მოგვივა, ჯერ სახლს შევამკობთ,
სასტუმროს გავმართავთ და შემდგომ შევიპატიჟებთ სტუმარს. ამავე დროს, შენიშნავს ნოსელი,
ქვეყანაზე ადამიანის შეყვანით ღმერთმა სამყაროს ღვთაებრივი არსება მოუვლინა, რამდენადაც
ადამიანი, ერთი მხრივ, ღვთაებრივია, ხოლო, მეორე მხრივ, ხორციელი.
ნოსელი როგორც ტიპიური კრეაციონისტი ( აღიარებს არარსიდან არსის წარმოშობის
თვალსაზრისს) იცავს აზრს იმის თაობაზე, რომ ადამიანის წარმოშობას წინ უსწრებდა აზრი
მისი გაჩენის შესახებ - თუ როგორი უნდა ყოფილოყო ადამიანი და რას უნდა დამსგავსებოდა
იგი. „ხოლო შესაქმესა კაცისასა განზრახვაი წინა უსწრებს, ვითარ გამოსახოს შექმნული და
ვითარ იყოს სახითა შემოქმედისაგან, და ვითარ ეგების ყოფად და რასა მიემსგავსოს და რაი
იქმნეს და რაი იყოს საქმე მისი და ოდეს დაებადოს და რასა ზედა მთავრდებოდეს“.

იმის დასადასტურებლად, რომ ადამიანი ღმერთის ხატია, ნოსელი გამოთქვამს აზრს:


ღმერთი გონება და სიტყვაა და ადამიანთანაც გვხვდება სიტყვა და გონება, ღვთაებრივი
სიბრძნე. ღმერთმა ადამიანი თავის ხატად შექმნა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ღმერთი
მარადიულია, ის სხეულს არ შეიცავს, ყოვლად სრულყოფილი და უნაკლოა. ადამიანი კი
პირიქით, სასრულოა, არამარადიულია, ნაკლოვანია და ა. შ. ბუნებრივია კითხვა - როგორ
შეიძლებოდა ხორციელი და ცვალებადი ადამიანი ჰგავდეს უხორცო და მარადიულ ღმერთს?
ნოსელი პასუხობს: ადამიანი, რომელიც ღმერთმა შექმნა, თავდაპირველად უნაკლო და კეთილი
იყო. ეს პირველი ადამიანი, რომელიც ღმერთმა მოავლინა - ხელმწიფე და განმგებელია,
ვინაიდან შეუძლებელია, რომ ღმერთს თავისი ხატი ასეთად არ გაეჩინა. სწორედ ეს პირველი
ადამიანი - ღმერთის ხატი, არის ღმერთის მსგავსი და არა შემდგომი, ცოდვაში და გაჭირვებაში
მყოფი. ნოსელის აზრით, სულ სხვაა პირველი ადამიანი და სულ სხვაა ახლანდელი.

ეს პირველი ადამიანი არის ადამი, რომელიც მარადიული და ხატებაა, რაც შეეხება


ადამის შემდგომ მამაკაცისა და დედაკაცის გაჩენას, ამის მიზეზი, ნოსელის აზრით, ნათესავების
გაჩენის მიზნით უნდა იყოს. ხოლო თუ რატომ დატოვა პირველმა ადამიანმა ეს უცოდველობის
საფეხური, ამის თაობაზე ნოსელი აღნიშნავს, რომ პირველი ადამიანი თავისუფლებამ დაღუპა,
რასაც მოჰყვა ადამიანის დედაკაცად და მამაკაცად გაყოფა, რაც ადამიანის უფრო პირუტყვული
ბუნების გამოხატულებაა: „..ვითარმედ კაცი ესე ხელმწიფე ყოფად არს, და მავალი ნებასა ზედა
თავისთა თვსისასა, და რამეთუ მიდრეკადცა არს, ვითარ-იგი იქმნა, მაშინ გამოსახა ხატისა
მისთვსათვსისამამაკაცებაი და დედაკაცებაი, რომელნი-იგი არა არაინ ძირსა მასა შინა, არამედ
ვითარ იგი ვთქუთ, მახლობელ არს ბუნებასა მას პირუტყუებრსა“.

თუ რატომ გააჩინა ადამიანი ღმერთმა, ამის შესახებ ნოსელი საუბრობს თხზულებაში,


სადაც განხილულია ჩვილის ადრეული დაღუპვის საკითხი. ნოსელის თანახმად, ყველა
შექმნილი ორ ნაწილად იყოფა: გონებით მისაღწევი, უსხეულო და გრძნობით მისაღწევი,
სხეულებრივი. საბოლოოდ ეს გახლავთ ანგელოზთა სამყარო, ერთი მხრივ და მიწიერი სამყარო,
მეორე მხრივ, სწორედ მათი გამთლიანების მიზნითაა „შემოყვანილი“ სამყაროში ადამიანი,
სწორედ ადამიანს შეუძლია ღმერთის ჭვრეტა, როგორც მსგავს მსგავსისა. ეს კი სულის
სიცოცხლის არსებას შეადგენს. ამრიგად, ნოსელის აზრით, ღმერთის მიერ ადამიანის გაჩენის
ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ღმერთის მიერ საკუთარი თავის განჭვრეტა ადამიანის
მეშვეობით.

ნოსელთან, ღმერთის შექმნილთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ადამიანს.


რამდენადაც ადამიანი ღმერთის ხატია, ღმერთმა იგი ყველა ღირსებით აღჭურვა და სამოთხეში
მოათავსა. მაგრამ ბიბლიური თქმულების თანახმად, ადამიანმა ვერ გაუძლო ცდუნებას და
შესცოდა, რისთვისაც იგი გამოაძევეს სამოთხიდან. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ადამიანის
ყოფნა ცოდვის სამყაროში? ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და ერთ დროს ადამიანი
მიაღწევს სრულყოფილებას, რის შემდეგაც დაუბრუნდება თავდაპირველ მდგომარეობას.ეს
არის აღდგომის პრობლემა, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია ნოსელის
შემოქმედებაში.

ნოსელი გვეუბნება: {...} ადამიანის შექმნის მიზანი ღმერთის გარდა არავინ იცის, ისევე
როგორც პირველი ადამიანის დედაკაცად და მამაკაცად დაყოფის მიზანი და აზრი. საერთოდ
ადამიანს შეუძლია მხოლოდ დაუახლოვდეს ჭეშმარიტებას. ეს მიახლოებაა ადამიანის
არსებობის მიზანი, რომლის იქით მისთვის ყველაფერი საიდუმლოა. ეს იქნება ღვთის
დამსგავსებაც და ჩვენი შემეცნების უმაღლესი დანიშნულებაც.

შუასაუკუნეებისეკლესიაზედმეტადამახვილებდაყურადღებასადამიანისდაცემულბუნებაზე;
უქადაგებდამორწმუნეებს, ამაოდარცდილიყვნენამსოფლიურიბედნიერებისმიღწევას,
არმიჯაჭვოდნენამასოფელსდამთელიენერგიაცათასასუფევლისდამკვიდრებისთვისმოეხმარებინათ.
პეტრარკასაზრით,
ასეთიმოწოდებებიზღუდავდაადამიანსდამისიშემოქმედებითიუნარისდათრგუნვასიწვევდა.

2. აღორძინების ეპოქა
შუა საუკუნეების ფილოსოფიაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ღმერთისა და
ადამიანის ურთიერთობის პრობლემებს, უკვე მე-15 საუკუნეში, ევროპაში, (იტალიაში),
ჩამოყალიბდა ახალი მსოფლმხედველობა, რომლისთვისაც წარმმართველად იქცა არა ღმერთისა
და ადამიანის მიმართების საკითხის გარკვევა, არამედ, ადამიანის გონების ავტონომიურობის
პრობლემა. ესაა პრობლემა ადამიანის უნარების ჰარმონიული განვითარების, ნების
თავისუფლების, მეცნიერების დამოუკიდებლობის, კაცთმოყვარეობისა. წინა პლანზეწამოვიდა
გრძნობადის, ხილული სამყაროსა და ღირებულების გააზრების მნიშვნელობა. ამ ქვეყნიური
ცხოვრება შეფასდა არა როგორც ცოდვაში ჩავარდნის პირობა, არამედ ღმერთის მიერ შექმნილი
რეალობა.

აღორძინების პერიოდის მოაზროვნეთათვის ადამიანი არის შემოქმედი, ღირებულებების


შემქმნელი არსება. თუ როგორი იქნება ადამიანის ცხოვრება, დიდადაა დამოკიდებული თავად
მასზე, რადგან, იგი ღმერთმა თავისუფალი ნებით, არჩევანის უნარით დააჯილდოვა, ადამიანი
პასუხისმგებელიცაა თავის მიერ შექმნილზე, თავად ქმნის საკუთარი ცხოვრების წესს, თავად
აყალიბებს საკუთარ თავს, მას შეუძლია დაეშვას ცხოველამდე და ამაღლდეს ღმერთამდე,
ეზიაროს ღვთაებას. რენესანსის ეპოქის მოაზროვნეებისათვის ადამიანი არის მეორე ღმერთი,
რომელსაც უფლის მსაგავსად შეუძლია იყოს შემოქმედი, არ იყოს მონა საკუთარი
ინსტიქტებისა.

რენესანსული მოძრაობის არსი ადამიანის სამყაროს ცენტრში დაყენების სურვილია.

მირანდოლას მანიფესტში: „სიტყვა ადამიანის ღირსების შესახებ“ -საუბარია იმის შესახებ, რომ
ადამიანი მიკროკოსმოსია, რომ მასში არის როგორც მიწიერი (ცხოველური), ასევე ღვთაებრივი.
არცერთიესელემენტიმასშიგაბატონებულიარარის.
ღმერთმამასთავისუფალინებამიანიჭადათავადადამიანზეადამოკიდებულითავდაპირველიგაურკვეველ
იმდგომარეობიდანცხოველამდედაეშვება, თუღმერთამდეამაღლდება. ამდენად,
ადამიანითავადაასაკუთარითავისშემოქმედი. ესაღორძინებისაზროვნებისერთ-
ერთიუმნიშვნელოვანესიმონაპოვარია.

განიხილავდარააღორძინებისეპოქას, ილიაწერდა:
„ამსაუკუნემახალითვალითმიახედაკაცობრიობაადამიანისღირსებაზედდაიმისარსებობისსაგანზედა.
ჰუმანიზმისმოძღვრებაიმაშიმდგომარეობსო, ამბობსერთიმწერალი,
რომადამიანიშეჰხაროდესცხოვრებას, ელინებრსიხარულისთვალითუყურებდეს, იმაშიმდგომარეობს,
რომკაცისადამიანურიღირსებაღრმადპატივცემულიიყოსდაარანაკლებღრმადვეჩანერგულირწმენაგვქონ
დეს,
რომყოველიღონედანიჭიადამიანისბუნებისააუცილებლადსაჭიროაგანვითარებულდაწარმატებულიქნას
ერთიანადდაგამოუკლებლივ.
ესპატივისცემაადამიანისღირსებისადაიწერათავისდროშაზედჰუმანობისმოძღვრებამდაესმოძღვრებაგარ
კვევითგამოთქვამაშინერთმაიტალიელმაჰუმანისტმაპიკოდელამირანდოლამ 1486 წელსა.
ამპიკოსსიტყვით, აირასუბრძანებსღმერთიპირველსკაცსადამსა: „მეშენთვის, ადამო,
არავითარისამუდამობინადასადგურიარმომიცია,
არავითარისამუდამოდუცვალებელისაქმეარამიჩენიაესიმისთვის, რომსაცაშენგიამოსიქიცხოვრო,
რაცგინდოდესისსაქმეაიჩინო. მეშენარცსასიკვდილოდგამიჩენიხარ, არცუკვდავადდამინიშვნიხარ.
ესიმიტომ, რომშენთვითონიყოშენისთავისმკეთებელიდაისეთისახემიიღო, როგორიცშენთითონაგსურს.
შენშეგიძლიანპირუტყვამდინაცძირსჩამოხვიდედაანგელოზამდინაცზეახვიდე.“

მოკლედმირანდოლას კონცეფციის შინაარსი ადამიანის ბუნებისშესახებ ასეთია:


„სამყაროს ხილული შენობა უკვე დამთავრებული ჰქონდა მის შემქნელს, როცა მას გაუჩნდა
სურვილი შეექმნა ისეთი არსება, რომელიც შესძლებდა სამყაროს კანონზომიერების გაგებას,
სილამაზის სიყვარულს და მისი დიდებულებით აღტაცებას. მაგრამ არ არსებობდა პირველსახე,
რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა მისი შექმნა. ღვთაებას არ გააჩნდა არც რაიმე
ძვირფასეულობა, რომელსაც გადასცემდა ამ ახალ ქმნილებას მის საკუთრებად. არ იყო
დედამიწის მთელ სივრცეზე თავისუფალი ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მისი
დასახლება. მთელი სივრცე უკვე განაწილებული იყო. ყოვლად ძლიერმა არ იცოდა როგორ
დაეჯილდოებინა ახალი ქმნილება. მოხდა ისე, რომ სიყვარულის გამოსახატავად ამ ახალ
არსებას თანამგზავრად გაუჩინა პირველყოფილი ცოდვა.

ბოლოს უმაღლესმა არსებამ ასე გადაჭრა საკითხი: იმ არსებას, რომელსაც ვერაფერი


მიაკუთვნა, როგორც მისი საკუთრება, მისცა ყოველივე იმის ჯამი, რაც სხვა არსებათ ჰქონდათ
მიცემული მათ საკუთრებად. ამრიგად, მან ადამიანი გახადა მის ასახვად, იმად, რაც მოიცავდა
ყველაფერს ერთნაირად, დააყენა იგი სამყაროს შუაგულში და უთხრა მას: „ადამ, ჩვენ არ
მოგვიცია შენთვის არც გარკვეული ადგილი და არც თავისებური ფორმა, არც საკუთარი
მემკვიდრეობა. ეს იმისათვის, რათა შენ გქონოდა ისეთი საცხოვრებელი, ისეთი ფორმა და
ისეთი არსების თვისებები, როგორსაც შენ თვითონ მოისურვებ. ყველა სხვა არსებანი ჩვენ
დავუმირჩილეთ კანონებს. ერთადერთი ეს შენ ხარ, რომელიც არაფრით შეზღუდული არაა და
შეიძლება იყო ის რაც გინდა. მე დაგაყენე შენ სამყაროს ცენტრში, რათა შენ მიმოიხილო
ყველაფერი და ამოირჩიო ის, რასაც შესაფერისად მიიჩნევ. შენ არ ხარ შექმნილი არც როგორც
ზეციური და არც როგორც მიწიერი, არც როგორც მოკვდავი და არც როგორც უკვდავი. მაგრამ
შენ შეგიძლია სურვილისამებრ იყო საკუთარი თავის მშენებელი და მოქანდაკე. გააკეთე შენი
თავი როგორც გინდა, რა მასალიდანაც გინდა. არავინ არ გიშლის ხელს არაფერში; შეგიძლია
დაეშვა ძირს ცხოველის საფეხურამდე, შეგიძლია ამაღლდე ღვთაებამდე“.

ადამიანს, ამიტომ, შეუძლია იყოს რაც უნდა. ცხოველებს თავიდანვე აქვთ ყველაფერი,
რაც მათ შეიძლება ჰქონდეთ. უმაღლესი სულები თავიდანვე, შექმნიდანვე არიან ის, რაც არიან
ახლა და რაც ყოველთვის იქნებიან. მხოლოდ ადამიანში არის ჩათესილი თესლი ყოველგვარი
შესაძლებელი ცხოვრებისა. ადამიანს აქვს უნარი იცვლებოდეს ქამელეონივით,
სურვილისამებრ იღებდეს სხვადასხვა სახეს.“

ქართველი ფილოსოფოსი ანგია ბოჭორიშვილი ასე აფასებს მირანდოლას შეხედულებას-


პიკოს მიმიხედვით, სამყარო დამთავრებული იყო, როცა ადამიანის გაჩენის საკითხი დაისვა.
ადამიანი, მაშასადამე, სამყაროს არ ესაჭიროება. სამყაროსათვის ადამიანი არ არსებობს. მისი
ყოფნა-არყოფნა სამყაროს ვერაფრით ვერ აცნობს თავს. ადამიანი სამყაროში თავს გრძნობს,
როგორც ჩამოვარდნილი უცხო სფეროდან-უცხო სფეროში. ადამიანი მოკლებულია
გარკვეულობას, ვერაფერზე „ხელს ვერ იკიდებს“, არაფერი მას „ხელს არ ჰკიდებს და ამიტომ
თავისუფალია და მარტოხელაა. მას, არაფრის მქონეს, ნება ეძლევა შექმნას თავისი „სახე“,
როგორიც სურს. მას არც არავინ ზღუდავს და არც არავინ ეხმარება არაფერში. მას არც არაფერი
ევალება და არც არაფერზეა პასუხისმგებელი. მას ყველა უფლებები აქვს თავის მიმართ, და
ისეთიც, რაც ღმერთმა ვერ შეძლო: ღმერთმა ადამიან ფორმა ვერ მისცა იმიტომ, რომ ამისათვის
საჭირი პირველსახე (პარადიგმა, პლატონი) არ ჰქონდა. ეს საქმე ადამიანს დაევალა. ადამიანი
ამქვეყნად მიუსაფარ არსებად გვევლინება.

რენესანსის ეპოქაში ისეთი აზრებიც გამოითქვა ადამიანზე, რომლებიც პიკოს


აზრებს ეწინააღმდეგება. საინტერესოა სანჩეზის მოსაზრება - „ადამიანი არის პატივმოყვარე
არსება. მას ყველაფერზე მაღლა აქვს თავისი თავი წარმოდგენილი. მას რომ შეეძლოს ღმერთის
ჩამოგდება ციდან, ამას დაუყოვნებლივ იზამდა. ეს მას არ შეუძლია, მაგრამ მას შეუძლია
წარმოისახოს თავისი თავი ღმერთად და ეცდება ამაში სხვაც დაარწმუნოს. და, აი, ამ ბუნების
მეფეს კლავს კოღო, ყურძნის კაკალი ან თმა, რომელიც მოხვდა სასუნთქ ორგანოში, რომ
აღარაფერი ვთქვათ სხვა დანარჩენზე, რაც მას შიგნიდან და გარედან ემუქრება მუდამ და
სიკვდილს უქადის. ადამიანი მუდამ შიშშია და ტანჯვაშია. ჭეშმარიტად ადამიანი არის ბუშტი
წყლის ზედაპირზე, ხოლო ადამიანის ცხოვრება არის მუდმივი ომი დედამიწაზე. თუ
ყოველივეს კარგად ავწონ-დავწონით, უეჭველად მივალთ იმ დასკვნამდე, რო ჩვენი ცხოვრება
იწყება ცრემლებით, მიმდინარეობს ცრემლებში და მთავრდება ცრემლებით“. ასე ესახება
სანჩეზს ადამიანის ცხოვრება.

აქ ადამიანის უსუსურობაზეა ლაპარაკი, იმაზე, რომ ადამიანი, მართალია თავს


იტყუებს და ქედმაღლობს, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითი გამოვლინებაა მისი შინაგანი
უბედურებისა, მისი მუდმივი შიშისა და დაუცხრომელი ტანჯვისა.
ი.კანტის ანთოპოლოგია

კანტის მთელი ფილოსოფიური კვლევა საზრისს ძენს და გამართლებულია იმ


შემთხვევაში, როცა ამოვდივართ ადამიანიდან და მხედველობაში გვყავს იგი. მისი
შეხედულებები ადამიანის შესახებ სხვადასხვა კუთხით გაფანტულია სხვადასხვა შრომებში. მან
შეიმუშავა საკუთარი კონცეფცია სინამდვილის სურათთან შესაბამისობაში. იგი ყოველთვის
ცდილობდა, რომ მისი შეხედულებები მაქსიმალურად ყოფილიყო თანხმობაში
სინამდვილესთან და საკუთარი სისტემის ფორმულირებისას მიმართავდა მკაცრ ლოგიკური
კვლევის დედუქციურ მეთოდს, რის შედეგად მივიღეთ კარგად ინტეგრირებული
(შეთანხმებული, შეთავსებული) ფილოსოფიური სისტემა, რომლითაც ასე ცნობილია კანტი და
მისი ეს ლოგიკურად გამართული ფილოსოფიური სტრუქტურა შექმნილია იმისთვის, რომ
აისახოს მოწესრიგებული და გონიერი სამყარო.

როგორც თავად კანტი აღნიშნავდა მისი სისტემა ადამიანისათვის საჭირო მოძღვრებაა,


რომელიც ადამიანს დაეხმარება, რომ შეძლოს სინამდვილეში სწორი ორიენტირება.

კანტს კარგად ესმოდა, რომ ადამიანის გასაგებად საკმარისი არ არის მხოლოდ


სუბიექტური მონაცემების კვლევა. მისი აზრით, ადამიანი არის გნოსეოლოგიური, ეთიკური,
ესთეტიკური არსება. ადამიანის ძირითად სპეციფიკა, რითაც იგი განსხვავდება სხვა
არსებულისაგან, მა. ცხოველისგან, არ არის გონება, ვინაიდან თუ ადამიანს გონების მეშვეობით
შეუძლია აკეთოს ის, რაც სურს, როგორც ამას ცხოველი ახერხებს ინსტიქტის მეშვეობით, მაშინ
გამოდის, რომ ადამიანს ცხოველზე მაღალი მიზანი არ ჰქონია. კანტი თვლის, რომ ამ გაგებით
განსხვავება უნდა დავინახოთ მათგან განსხვავებულ მიზანში.

იგი ამბობს, რომ იმისათვის, რომ ადამიანმა დედამიწაზე მიაღწიოს სრულყოფილ


მდგომარეობას, ეს მხოლოდ გონებით შეუძლებელია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ
კანტისათვის გონების მოღვაწეობის სფერო იზღუდება, პირიქით, კანტისათვის გონების
კომპეტენტურობა ეჭვს არ იწვევს, აღნიშნავს, რომ ადამიანის გონებას აქვს უნარი გადაჭრას
აუარებელი საკუთარი პრობლემა. დედამიწაზე სრულყოფილი იდეალური მდგომარეობის
მოპოვებას განაპირობებს ადამიანის თავისუფალი ნება, მისი თავისუფლება : -
პასუხისმგებლობითა და არჩევანის უნარით, და იგი უნდა ხელმძღვანელობდეს მოვალეობის
პრინციპით, იმპერატივით.

იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მორალურობას. მიაჩნია, რომ მით უფრო გონიერია და
პროგრესს მიაღწევს და პირიქით, ადამიანის მორალური სისუსტის გამო, მისი გონიერი
მიმართულება არ არის საკმარისი ნამდვილი პროგრესის მისაღწევად. „ადამიანი ცოცხალი
ბუნების პროდუქტია“

კანტის ადამიანი არ არის მხოლოდ ბიოლოგიური არსება. „ადამიანი არსება, რომელიც


სრულყოფილ განვითარებას განიცდის ისტორიული განვითარების პროცესში. იგი
განსაზღვრულია საზოგადოებაში ცხოვრებისათვის, სადაც იძენს კულტურას, აქვს
შემოქმედებითი უნარები და პასუხისმგებელია საკუთარი შექმნილისათვის, საკუთარი
ქცევისათვის“.

ციტატა: „ადამიანი აქტიურობით, გონიერი და მიზანშეწონილი მოქმედებით და არა


ცხოველივით ინსტიქტებით ანამდვილებს თავის არსს; ვითარდება ცხოველურიდან ნამდვილ
ადამიანურამდე. უმორჩილებს რა თავის ლტოლვებს ადამიანობის იდეებს, როგორც გრძნობადი
არსება“. ადამიანი არის გონითი, გონიერი, მიზანდამსახველი და კანონების შემქმნელი,
თავისუფლების მოყვარე არსება“.

კანტის სისტემაში ადამიანი წარმოდგენილია, როგორც ორი სამყაროს შვილი. ერთი


მხრივ, ის არის „ფენომენი“ - გრძნობადი სამყაროს წევრი - ამ ასპექტით ადამიანი ისეთი
არსებაა, რომელიც ცხოვრობს ბუნების კანონების შესაბამისად და საკმაოდ დაშორებულია
ადამიანობას. მეორე მხრივ, ის „ნოუმენია“ _ ზეგრძნობადი.

არსება, რომელიც გონს ემორჩილება, იგი არის თავისუფალი არსება, ბუნების


მოვლენების მიღმა მდგომი, ასეთი არსება მხოლოდ იმ კანონებს ემორჩილება, რასაც თვითონ
უწესებს საკუთარ თავს.

იგი ინტელიგიბერული ადამიანია, რომელიც საკუთარ თავს ადასტურებს კატეგიური


იმპერატივით.
ციტატა: „ადამიანი ბუნების სისტემაში მცირე მნიშვნელობის არსებაა სხვა ცხოველებთან
შედარებით, მაგრამ, ამავე დროს, ადამიანი არა მარტო ბუნების კანონზომიერებით
განსაზღვრული „ფენომენია“, არამედ თვითცნობიერების მქონე „გონიერი ცხოველია“. მას აქვს
უნარი საკუთარი თავიდან გამოსვლისა. ადამიანში ჩადებულია ორგვარი უნარი ორი
სხვადასხვა მიზნით, კერძოდ, კაცობრიობა, როგორც ცხოველური გვარი და კაცობრიობა,
როგორც გონითი გვარი. ადამიანის გვარი ნიშნავს, თაობათა უსასრულო რიგს. თავისი
განსაზღვრებას მთლიანად მხოლოდ გვარი აღწევს და არა ადამიანის ჯიშის რომელიმე შვილი.

ამრიგად, კანტი მკვეთრად მიჯნავს ერთმანეთისგან ადამიანს როგორც ცხოველურ ჯიშს


და ადამიანს როგორც ადამიანურს, მორალურს, გონითს, რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელში უნდა
ვეძიოთ ადამიანის ძირითადი სპეციფიკა და დანიშნულება.

ციტატა: „ადამიანი არა მარტო „რაღაც“ მოცემულობაა, არამედ „რაღაცად“ გახდომის


შესაძლებლობაც“.

კანტის ეთიკური მოძღვრების მთავარი დებულებაა: „ადამიანი არის პიროვნება“.

კანტისათვის „პიროვნება არის ის არსება, რომელიც მხოლოდ იმ კანონებს ემორჩილება,


რასაც თვითონვე უწესებს საკუთარ თავს. „არსება, რომელიც აღჭურვილია პრაქტიკული
უნარითა და თავისი ნების თავისუფლების ცნობიერებით. ე.ი. ის არსება, რომელიც საკუთ თავს
მიზეზობრიობის ახალ ჯაჭვს უწესებს.“

„პიროვნება - ეს არის მორალურ-პრაქტიკული გონების სუბიექტი, ყველა სახმარ


ღირებულებაზე მაღლა მდგომი“.

„პიროვნებას - აქვს ღირსება (აბსოლუტური შინაგანი ღირებულება), რისი მეშვეობითაც


იგი ყველა სხვა გონიერ არსებას აიძულებს პატივი სცეს მას, ყველა თავის მსგავს. არსებებს
ზომავს ამ წესით და შეუძლია შეაფასოს ამ ერთიანობის საფუძველზე“.

„ადამიანი უნდა გაუფრთხილდეს „ადამიანობის ღირსებას მის საკუთარ პერსონაში“.

ე.ი. კანტმა თავის ფილოსოფიაში დასვა პიროვნების პრობლემა.

საბოლოოდ, მისი აზრით, „პიროვნება არის ის სუბიექტი, რომელიც პასუხს აგებს


საკუთარი ქცევისათვის. ე.ი. მორალური პიროვნება სხვა არაფერია, თუ არა გონიერი არსების
თავისუფლება მორალური კანონის შესატყვისად“.
ადამიანი კონკრეტული მოცემულობაა, იგი არსებობს გარკვეულ დროში, მაგრამ ამან
ხელი არ უნდა შეუშალოს, რათა მიაღწიოს თავის დანიშნულებას. ადამიანისთვის ხანმოკლე
სიცოცხლე დაუწესებია ბუნებას, რასაც ემატება თვითონ ადამიანისავე შექმნილი სხვა
აუარებელი წინააღმდეგობა, მაგრამ თუ მოვისურვებდით, რომ სიცოცხლე უფრო ხანგრძლივი
ყოფილიყო, ვიდრე სინამდვილეშია, მაშინ ვერ გავიგებდით „ადამიანის ცხოვრების
(სიცოცხლის) ღირებულების ცნებას. ვინაიდან სიცოცხლის ღირებულება მდგომარეობს არა
მისით ტკბობაში, არამედ „სიცოცხლეს ღირებულება ენიჭება მოქმედებით...“

მაშასადამე, „არაფერი არ რჩება გარდა ღირებულებისა, რასაც ჩვენ ჩვენს სიცოცხლეს


თვითონვე ვანიჭებთ, მიზანთან მიმართებაში.“

You might also like