You are on page 1of 230

1

შაშვი შაშვი მაყვალი


თამთა მელაშვილი

აი, ხო ბებრობაში მიდგას ლამის ორივე ფეხი, ჩემი სის-


ხლიც ხო გვალვაგამოვლილი წყაროსავით ნელ-ნელა
ილევა, მარა საკვერცხეები მაინც ისე გამწიწკნის ხოლმე
თვიურის მოსვლამდე, ადრე რო ვიცოდი, გოგოობაში. ეგ
მაღვიძებს ამ დილითაც, ოღონდ ვიცი, დღეს არ მომივა.
ხვალ, ან იქნებ ზეგაც გამომაცლის ღონეს, მარა ახლა მარ-
ტო მაფრთხილებს, ჩემი ტანი ნიშანს მეუბნება და სანამ ეგ
ღონე გამეცლება, ახლა ჯობს წამოდგომა. ახლა რო ჯობს
წამოდგომა, ვდგები კიდეც, მერე აღარც მეზარება, დღეს
მოვასწრო, უკეთესია. რატო და იმიტო, რო თვიურიანი ქა-
ლის ხელი ნაცრიანია. ხელს რასაც მოკიდებს, განაცრდება.
გაქრება. თვიურიანმა ქალმა არ უნდა იშრომოს, თორე მის
შრომას ქარი ანიავებს, ქარს მიაქ. ასეა ნათქვამი. ასეა მო-
გონილი. კაცების არა, დაღლილი ქალების მოგონილია ეგ.
თვეში ორი-სამი დღე რო ჰქონოდათ დასვენება.
ხო არი მოგონილი, მარა მე მაინც მჯერა. მეც ისე ვაკეთებ,
როგორც წესია. მეც ქალი ვარ, დასვენება რა, მე არ მჭირ-
დება? მერე რა, რო ქმარი და შვილი არ მადგას კეფაზე

2
უღელად, მე ჩემი ჯაფა მაქ, ჩემი საკეთებელი. ჰოდა, რაც
დამიდგინეს, იმას მივყვები. აგე, ავდექი კიდეც, პირზე
წყალს რო შევისხამ, მერე კაბას გადავიცვამ, ლიფშიც გავე-
ტენები. რა ვიცი, ადრე კია, მარა ვინმე გარეთ მობოდიალე,
წინა ღამის მთვრალი მაინც შემხვდება. თან ახლა ზაფხუ-
ლია, ხალხითაა ქუჩები სავსე. დილითაც და ღამითაც. ნემ-
სი არსად ჩავარდება. რო ჩავიცვამ, მერე ამ ჩემ ლამაზ, წი-
თელ ვედრას წამოვავლებ ხელს. ასე, მსუბუქად წავიღებ,
ორ თითზე დაკიდებულს. ამ ვედრაში ისე ბრწყინავს შავი
მაყვალი რო, რო დავდგამ, გადმოყრა და გაკეთება მენანე-
ბა. ჯერ ვუყურებ.
გათენებული არცაა, ბინდბუნდია. სადღაც იქით, მეზობ-
ლის ბებერი მამალი ყივის. ჭიშკარს ფრთხილად ვკეტავ
და ზედ ცხვირში მცემს ეს სუნი. ეს სახიზღარი სუნი. ლა-
მის ზაფხულის სუნად იქცეს ეს სუნი. თან, ყველა, აქაური
თუ ჩამოთრეული, ხო მანქანით დაბრძანდება, ორ ნაბიჯს
აღარ დგამენ ორ ფეხზე. მერე როგორ იცის დაკიდება ჰა-
ერში ამ ნაბოლქვმა, გეგონება აღარასდროს წავა, აღარ გა-
ილევა. ყელს ჩაგიწვავს და თვალს აგიცრემლებს. ნიავიც
რო არ იძვრის, არ ირხევა. მუხლშიც ცოტა მტეხავს და ვი-
ცი, იწვიმებს. გვარიანად იწვიმებს. ჰოდა, ახლა წასვლა
ჯობს. ჰოდა, ხო მივდივარ და ზედ კიდეც მიმიხარია. აი,
მსუბუქად მივდივარ, რაღაცნაირად ფრთაშესხმული.
გაღმა უბნის ქალები, ტყუილია, ვერ დამასწრებენ. მე და-
ვუკრეფ მწიფე, მსხვილ-მსხვილ, შავ-შავ მაყვალს. აგე, კა-
ვიც მიმაქ და ხელთათმანებიც. მე ჩავილბობ პირში მწიფე,
მსხვილმსხვილ, შავ-შავ მაყვალს, გრძელი ზამთრის უნია-
თო დილას. აი, როგორ დილას, იცი? წუნწკლიანი, ცივი

3
ზამთრის დილას. ადგომა კი არა, ცხოვრება რო გეზარება,
ფეხის საბნიდან გამოყოფა გეზარება, ყოფნა გეზარება,
სუნთქვაც გეზარება. ის წინა ზამთარი,ზუსტად ეგეთი,
რამ გადამატანინა, თუ იცი? მაყვლის მურაბამ! წინა ღა-
მით ღუმელში შეგდებულ გახუხულ პურზე რო დავასხამ-
დი, ჩაისთან ერთად, უჰუჰ, სუ პირში ჩამადნებოდა! პურ-
საც კიდე ცოტა-ცოტა ჩაიში ჩავალბობდი. ყველა კბილი
ჩემი მაქ, მარა მაინც ფრთხილად უნდა ყოფნა. კბილი რო
გაქ შენი, რო შეგრჩეს, იმას გაფრთხილება უნდა. არა, აი,
ვთქვა რა, მართლახო მაგისთვის მიხაროდა დილით ადრე
ფეხზე ადგომა, რო აი, მაყვლის მურაბა და გახუხული პუ-
რი. ადე, ეთო, ადე, გოგო, წინ დიდი სიამენი გელის! აი, ხო
მართლა მაგისთვის ვდგებოდი, არა, დილით? ხო ეგრე
იყო? ჰოდა, მერე მართლა ადვილი იყო იმ წუნწკლში წა-
მოდგომაც, მაღაზიის გაღებაცა და მთელი დღე იქ ყოფნაც.
ჰოდა, მაგიტომაც ღირდა ახლა გარეთ გამოსვლა, ამ უკაც-
რიელ გხაზე ჩრდილივით სიარული. ხედავ, მაწანწალა
ძაღლები არც ყეფენ, ეგენიც ძილ-ღვიძილში მიწოლილან
ბზის განაპირას.
აგე, ხიდსაც გადავივლი და ჭალამდე რო ჩავალ, შავად გა-
მობრდღვიალდებიან ჩემი მაყვლები. რიონი კია მღვრიე
და ხმაურიანი და მუხლშიც მტეხავს, ჩახუთულია ისეთი,
რო იწვიმებს, უკვე გამეწეპა ტანი, მარა მაინც მოვასწრებ,
დავკრეფ და მერე კისერი იტეხონ გაღმა უბნის ქალებმა.
გადაკრეფილი კი დახვდებათ ის ეკალ-ბარდი.
მივდივარ და ლამის ავმღერდე, ისე მსუბუქადა ვარ, ლა-
მის კარგად ვიყო და მუცლის ქვემოთეს წიწკვნებიც მიმა-

4
ვიწყდეს. შორს რომელიღაცა გხააბნეული მანქანის ბღუ-
ილი ისმის, ვინმე ნამთვრალევი, ალბათ, სახლში ბრუნდე-
ბა. სიჩუმეა და რივნის ხმა მაქ ყურში, და კიდე, ერთი-ორი
შაშვის დილის ქახჭახი. აგე, ეკალში და ბარდში ვდგავარ
უკვე, ჩემი კალათით და კავით, ბოსტნის ჭჰშრელ-ჭრელი
ხელთათმანებიც წამოვიცვი ორივე ხელზე. რაღაცნაირად
მსუბუქად ვარ, ამჩატებული. ახლა, მალე რო მოუწევს
მოსვლა იმ ვაჟბატონს, მაგიტომ ხო არა, ჰა? პაა? აბა, თქვი
და გამოუტყდი შენ თავს, ქალბატონო! ხო მაგიტომაა? მა-
გიტომაა ხო? მის თეთრად გაქოჩრილ თავს რო დაინახავ,
ხო მაგიტომაა? გულიც ხო გექოჩრება მერე? ჰა, თქვი ეხლა,
ეთერ, თქვი და აღიარე! ვთქვა თუ არა, რა? თუ მექოჩრება,
მერე რა? არაფერს ვიმჩნევ. ზედ არას ვიტყობ, ვითომც
არაფერი! კაი, გოგო ხარ. ეგრე! ეგრე! არადა, განა მახსოვს,
ბოლოს ასე როდის ვიყავი? ასე მსუბუქი, ამჩატებული?
მგონი არასდროს! და ისიც როა ამჩატებული? ამხელა კა-
ცი? გაკრეფილია. დაკრეფილია. აქა-იქაა შემორჩენილი,
ისიც მკვახე, ჩიტის ნაკენკი. გუშინ ეყარნენ ალბათ აქ, გამ-
თენიისას. ვირის თავ-ფეხი შეგრჩა შენ, ქალბატონო! აჰა,
ერთი ბუჩქი, ორი ბუჩქი, იქით, იქით და კიდე იქით, გაკ-
რეფილია სუ ყველაფერი! ცოტაცაა და გავსივდები, მარა
რაღაც ეს სიმჩატე ამ გასივებას არ მაცლის, არ მანებებს.
კაი, ვფიქრობ, გავუყვები და რამე იქნება, სუ ხო არ დაც-
ლიდნენ ამ მაყვალს ის გაღმა უბნის ალქაჯები? იქით ჩაქ-
ცეული მიწაა, მდინარისგან გამოთხრილი, ეკალ-ბარდე-
ბით, იმას ხო ვერ მიწვდებოდნენ? იმას მაინც ვერ მიწვდე-
ბოდნენ, რასაც მე ვწვდები. ხელითაც და კავითაც. მე მაღა-

5
ლი ქალი ვარ, ეგენი დასეტყვილი ყანასავით არიან გადაგ-
ვაჯული.
ჰა, მაინც რა კაუჭი მოგდო, ეთერ, იმ კაცმა? რაღა დროს შე-
ნი კაუჭია, ჰა, ქალო? ან, გინდა იმის? მაგრამ ტვინზე კაუჭ-
მა, გულზე სადგისმა და მუცელში სამართებელმა დრო და
ადგილი იცის? არ იცის! მარა, რა აქ ამ კაცს, თუ იცი. ამისი
არ მეშინია. უცხო კაცი ხოა, მარა არ მეშინია. უცხო როა,
ზუსტად მაგიტო არ მეშინია. თან, რაღაცნაირი კაცია, ბი-
ჭივით. არაა ჩასაფრებული. აბა, ფეხი სად წაგიცდეს, კაბა
აგეწიოს, სახელი გაგიფუჭდეს. არაა ამათსავით. არც დაძა-
ბულია და არც დაძარღვული. არც ლოთია და არც შფოთი.
ხო ბებერია ეგეც, მარა მჩატეა, კეთილი. სუ იცინის, სუ შე-
მომცინის. როცა მოვა, წესივრად მოვა. არც მოგერიება
მჭირდება ამის, არც ეკლის გამოსხმა მის დანახვაზე. მო-
დის და მიდის თავისთვის წყნარად, ჩუმად, ბეჯითად.
ხანდახან ისეა, თვალს ვერ მისწორებს, ყურებიც კი გა-
უწითლდება. ხო ამ ხნის კაცია, მარა წითლდება. ყველა-
ფერს ვფიცავ, ყურები თუ არ უწითლდებოდეს!
ა, ბატონო, აგე, თუ არა! ჩაქცეულ მიწას ვეღარ მიკარებიან
გაღმა უბნის კურდღლები. არც ეტყობა ამ ბარდებში, ძირ-
ში მიწა როა ჩაშლილი. ზედ სუ შავად ბრიალებს ჩემი მაყ-
ვალი! ქვემოთ რიონი მიღრიალებს, შლამი და სილა მიაქ.
ოჰ, აქეთ ვერ შებედეთ, ქალბატონებო?! ვერ მოიქნიეთ
გონჯი ხელები? საშიში კია ეს მიწა, ჩაქცეულია. რო არ
იცოდე ჩაქცეულია, ვერც კი მიხვდები, ისე დააბიჯებ. და-
აბიჯებ და თან ჩაგიტანს მერე ქვემოთ, ჩაგიტანს და ჩა-
გასრიალებს. ეს რიონი კიდე ისე უთხრის ძირს ყველა-

6
ფერს, ორი-სამი წელიც და ჭალაც აღარ იქნება ამ ადგი-
ლას. არ იქნება. მე ხო მახსოვს, როგორი იყო ჩემ ბავშვობა-
ში? იმის ნახევარია ახლა დარჩენილი. ტყეც და ჭალაც-.
ტყე კიდე ნაკლები, სუ არაა დარჩენილი. არადა, როგორი
იყო ჩემ ბავშვობაში! ამახე ჯადოსნური ადგილი არაფერი
მეგონა დედამიწაზე! ამაზე ლამახი და ამაზე იდუმალი!
შეხვიდოდი და აღარ გინდებოდა უკან გამოსვლა. მზე
ძლივს ატანდა ხეებს შორის და თუ ატანდა, სუ ოქროს-
ფრად იღვრებოდა, სუ ოქროსფრად ლივლივებდა იმის
სხივები. ან რამდენ ჩიტს იტევდა ის ტყე, რამდენ მგალო-
ბელს. იმათი სიმღერა გახაფხულობით მთლად ყველა სახ-
ლის ფანჯარას რო მოედებოდა. მერე რა სუნი ჰქონდა
აქაურობას? სიცოცხლის სუნი! რო შევიდოდითეს ბავშვე-
ბი, ჟივილ-ხივილით მოვედებოდით, ხან სოკოს ვკრეფ-
დით, ხან ვთამაშობდით. დახუჭობანას, ორდროშობანას,
კიდე რას აღარ. ტყეზე კარგი ადგილი, კარგი სათამაშო რა
გვექნებოდა? შევიდოდით და გამოსვლა გვავიწყდებოდა,
აღარ გვინდოდა უკან გამოსვლა. უკეთესი ადგილი რა
გვექნებოდა სათამაშო, სალაღობო, სამხიარულო? ახლა?
ახლა რა დარჩა ამ ტყისგან? აღარაფერი! გაჩეხილი ძირე-
ბის და დაყვლეფილი მორების გარდა. გამხმარი ფესვის
და მიყრილ-მოყრილი ნაგავის გარდა! გაჩეხვით შეშად გა-
ჩეხეს იმ გაჭირვების დროს, ნაგავს კიდე ახლაცა ყრიან. მა-
გიტომაა, იქით გახედვა რო აღარც მინდა! ღირსებიცა
ვართ, ამ რიონმა სუ წაგვიტანოს, გამოგვთხაროს ძირფეს-
ვიანად! გადავუვლი, ვედრას გავავსებ. ახლა კიდე ძირი
ძლივს დამიფარავს. იქვე, გვერდით ვიდგამ ამ ჩემ ვედრას,
მიწას ფეხით ვსინჯავ, რო აი, ხო მყარად ვარ და კავით

7
ვცდილობ ეკალ-ბარდის მოზიდვას, თან ისე, მაყვალს არ
შევეხო, არ დავახიანო. აბა, დაბეგვილ მაყვალს რაღა გემო
აქ? ფაფად იქცევა, მოდუღებამდე შემოგალპება. ერთხელ
უნდა წამოდუღება, მეტჯერ კი არა. ეგრე ვაკეთებ. დავაყ-
რი შაქარს, გავაჩერებ და მერე ვადუღებ. ვინ თქვა, რომელ-
მა მითხრა ის სისულელე? ქალი ბებერი თურმე მაშინ ხარ,
მურაბის ხარშვას რო წამოიწყებ. ცისანამა თქვა? მგონი,
ცისანამ. ბებერი ვარ, ესე იგი, შარშანდლიდან, ჩემო ცისა-
ნა. ჰო, რა ვქნა ახლა! შევეგუები რამენაირად. ამას შევეგუ-
ები, მარა ზამთარში უმურაბოდ წამოდგომას ვეღარ ვი-
ზამ, შენი ჭირიმე. მე კიდე ისე მიყვარს ეს მაყვალი, მთლი-
ანმთლიანი ტივტივებდეს წვენში, შავ-შავად. ეგ მაყვალია,
იმ გაუსაძლის, უნიათო ზამთრის დილას ფერებს რო აძ-
ლევს. ლამის ტანზე ვიგრძნო ახლაც ის ზამთარი. ახლაც,
გვალვაში, ” გამოყინული ოთახი და გაციებული ღუმელი
ვიგრძნო, პირიდან ამოსული ორთქლი რო ეკიდება ცივად
ჰაერში. ლამის ისიც იქვე რო გაიყინოს. გარეთ ჟღვინტი
როა და ქარი, ნესტი, წკვარამი. საბნიდან ცხვირს რო გამო-
ყოფ და წაგეყინება, უდროო დროს გამოსული, დამზრალი
კვირტივით. ადგომა კი არა, განძრევა რო გეზარება, შარ-
დის ბუშტი რო გაქ გადავსებული. მარა ისე რო ცივა, რო
თბილი ფსელის გამოდევნაც კი გეზარება, გაშეშებული
წევხარ, ნება რო იყოს, ბუნაგივით გამომთბარი ქვეშაგები-
დან არც წამოდგები, მარა სხვა გხა არ არი, უნდა წამოდგე.
და აგერ-აგერ, გაბედავ და ძლივს გამოყოფ ხელს, ერთმა-
ნეთზე მიყრილი ტანსაცმელისკენ. ჯერ ნახევარი ტანით
წამოიწევი, მერე კიდევ ნახევრით და ჩქარა-ჩქარა ჩაცმას
დაიწყებ., ლამის ამ გაწეპილ, ცხელი ზაფხულის დილას

8
სიცივისგან გამაჟრიალოს. თან აგე, ერთი ბუჩქი გადავ-
კრიფე ამასობაში! ახლა მეორეს, იქეთას უნდა მოვავლო
კავი. ჰა, ეთერ, აბა, შენ როგორ მოგავლო კავი ამ კაცმა? ან
როგორ მოგაკაუჭა? ახლა იმის გულისთვის ხო გათენებაც
გიხარია? როდის იყო? წინა პარასკევს, მედიკოს მაღაზია-
ში რო შებოდიალდი, იქ დაგხვდა ვაჟბატონი. შევბოდი-
ალდი რა, თვითონ მედიკომ დამირეკა სიცილ-სიცილით,
მოდი, ქალო, მაცივარი გამიფუჭდა, ნაყინი მიდნება და სა-
ნამ დადნება, მოდი, ვჭამოთო. მეც მაშინვე გავიქეცი, საქმე
რა მქონდა? ჯერ ვერც დავინახე, სიმართლე გითხრა. შევ-
დივარ და ეს თურმე იმ გაფუჭებულ მაცივარზეა გადამხო-
ბილი, ჩამდნარ-ჩაგვრემილ ნაყინს არჩევს, თან ღიღინებს
და თან ქვემოდან შემომცინის. შენ რომელი გინდა, ეთე-
რო? თეთრი? შოკოლადის? რომელიც გინდა, ხელი და-
ადე, მე დაგპატიჟებ. ეს მედიკოც მთლად როხროხით ყვე-
ბა სიცილში. ბოროტი კი იყო მამიდაჩემი და ენამრუდე,
მარა ამათზე რასაც ამბობდა, მართალს ამბობდა! მსუბუქ
მიწაზე არიან მოყვანილი ეს იმერლები. ესეც, მედიკოც.
აბა, მაცივარი გამფუჭებოდა, გავიცინებდი?
აჰა, მოვიქნიე ეს კავი კიდევ, ისევ მისი თეთრი თავი მიე-
ლავს თვალში და რაღაც თითქოს ტანი წინა მძლევს და მა-
ბარბაცებს, თითქოს თვალწინ რაღაც შავმა გამიფრთხი-
ალა. ნეტა რა არი? გაფრინდა? გადაფრინდა? შაშვია, შაშ-
ვი! შავი შაშვია, ყვითელნისკარტა! დომნას ეზოში იყვნენ
შაშვები! ვაიმე, დედა! ლამისაა გული ამომივარდეს! მი-
წაა, ფეხქვეშ რო მეცლება! მარცხენა გაქნეული ხელია,
ვედროს რო ვურტყამ, მარჯვენა კავზე მაქ მოჭიდებული,
კავი კიდე მაყვლის ბუჩქსაა შერჩენილი! ვედრა მიგორავს,

9
მიგორავს, აშლამებულ რიონში ვარდება. მე ცალი ხელით,
ჩემი კავით ვარ ბუჩქზე დაკიდებული და თვალებს ვხუ-
ჭავ. ღმერთო, მიშველე! თვალს ვახელ და აღარ არი აღარც
შაშვი, აღარც მაყვალი, მარტო აქაფებული და აღრიალე-
ბული, შლამიანი რუხი წყალია! ვედრა ჩემი, წითელი კი
წყალს მიაქ იქით-იქით, მიაქ და ისე ლამაზად მიაქანავებს,
გეგონება, რო ეცეკვება.
ვაიმე, დედა! ახლა ვხვდები, რო რაც მიჭერს ამ მიწაზე, ჩე-
მი ხელებია. ფეხები ლამის ჰაერში მაქ დაკიდებული, ქვი-
შასავით მიწაზე მისრიალებს და ფეხით ვერაფერს მოვჭი-
დებივარ. ახლა ჯერ ხელებმა უნდა გადამარჩინონ! ხე-
ლებმა უნდა გადაგარჩინონ, გოგო, ეთერი! ზურგით
ვცდილობ მაღლა აფოფხებას, ზურგი კიდე მისრიალებს,
ფეხიც მისრიალებს და გულიც მიჩერდება, ასე მგონია. ჰა
და ჰა, ახლა ჩავვარდები და მერე მეც ჩემი წითელი ვედრა-
სავით გამაქანებს რიონი სიკვდილისაკენ! ღმერთო, მიშვე-
ლე! და უცებ ისევ იმ შტერი კაცის თეთრად გაქოჩრილი
თავი მიდგება თვალში. ღმერთო, მიშველე! და სანამ ზურ-
გით კიდე დავცურდებოდე, რაღაცა კარნახით მეუბნება
ტანი, რო მარჯვნივ, ქალო, მარჯვნივ უნდა გადაიხარო!
ტანი მეუბნება, თუ მისი ხმა მესმის ყურებში, ვეღარც კი
ვიგებ. მარჯვნივ, ეთერო, მარჯვნივ უნდა გადატრიალდე!
ეგრეც ვაკეთებ, ბუჩქებში გახერგილ კავს უფრო ვეჭიდე-
ბი. კიდე კაი, ხელთათმანი მაცვია, ხელი არ მისრიალებს,
თორე ისე ვარ, აგერ ვგრძნობ ოფლს ხერხემლის ბოლოს
და ახლა უკვე ძუძუებით ვარ ჩარჭობილი ამ დაცურე-
ბულ, ჩაშლილ მიწაში! მარცხენა ხელს რაღაცა ხის ფესვს
ჩავავლებ, მყარად არი, და ღმერთო, ამან უნდა გამიძლოს!

10
უნდა გამიძლოს! და მთელი ტანი მაღლა მიმაქ, ზემოთ ვი-
წევი და ამ ჩემს მარჯვენას, გამოთავისუფლებულს, მიწის
პირს ვავლებ, ესეც მყარადაა, აღარ იშლება, შენი სახელის
ჭირიმე, ღმერთო! და მთელი ტანით ვიწევი, კბილს კბილ-
ზე ვაჭერ და პირში ჩაყრილი მიწა ღრძილზე მეფშვნება.
ახლა მარჯვენა ფეხის ჯერია და ამასაც ვწევ და ნახევარი
ტანით უკვე ზემოთ, მიწას ვკიდივარ. თვალებსაც ვხუჭავ,
შლამიან და პირღია წყალს რო აღარ ვხედავდე და ახლა
შუა ტანით ისევ ვიწევი და აგე, სამშვიდობოს ვარ! სამშვი-
დობოს ვარ! არ ჩავვარდნილვარ, გადავრჩი, ღმერთო!
ზურგით ვარ აკრული ზედ ჩაშლილი გხის განაპირას. მი-
წაზე ვწევარ და ვეღარც ვხვდები, რა უფრო მეწვის, რა უფ-
რო მტკივა, ხელზე დაჭიმული ძარღვი თუ გადაყვლეფი-
ლი ბაყვები, და აგე, ვხედავ, მზე იჭყიტება ღრუბელს შო-
რის! სიკვდილის მაგივრად, მზე მადგას თავზე, დედოფა-
ლივით.

***

უკანა გზას ცარიელი თავით და ხელებით მოვუყვები, არ


მინდა, ვინმე შემხვდეს. ჯერ ადრეა ისევ და რომელიღაცა
ნაგავს ყრის შორს, ჩემ შესახვევში, მარა სანამ იქამდე მი-
ვალ, სახლშიც შევა, ვიღაცაა, ახლოდან ვერც დამინახავს.
მარცხენა ხელი მეწვის და მარჯვენა ფეხზე გადაყვლეფი-
ლი ხორცები, ეკლებიცა მაქ, მგონი, აქა-იქ. თან, მუხლის
კანკალს ვერ ვიჩერებ, მივდივარ, მივკანკალებ. შენი სახე-
ლის დიდების ძირიმე, ღმერთო, რო გადამარჩინე! მარა ახ-

11
ლა კიდე უფრო მეშინია, ვიდრე მაშინ, იქ რო ვიყავი ზურ-
გით დაკიდებული. ახლა ისე მეშინია, ზაფრა მაქ. აგე, კა-
ბაც გამომგლეჯია და რა კარგია, რო არავინ ჩანს, ვერავინ
მხედავს. რო ჩავვარდნილიყავი და წავეტანე ამ რიონს, ვინ
იქნებოდა ჩემი მომკითხავი? არავინ! ღმერთო, შენი ჭირი-
მე, მარა მითხარი, ვის გავახსენდებოდი? არავის! არა, გა-
ვახსენდებოდი ვინმეს, ეგ როგორ იქნება?! მაღაზია ხო
დახვდებოდათ დაკეტილი?! მარა იფიქრებდნენ, რო თერ-
ჯოლაში ვარ. შუა კვირაში თერჯოლაში როდის წავსულ-
ვარ? მაგას იფიქრებდნენ, დავიჯერო? კი, ცისანა მიხვდე-
ბოდა, რო არ ვარ თერჯოლაში. აბა, როდის ყოფილა, მე
შუა კვირაში სადმე წავსულიყავი?! ხო დამირეკავდნენ?
როდის დამირეკავდნენ? შუადღეს? ცისანა დამირეკავდა?
თუ ნენო? სადა ხარ, ქალო? მეტყოდა. ან ცისანა იქნებოდა,
ან ნენო. აბა, სხვა ვინ? ვინმე მყიდველი? ვინ რა იცის ჩემი
ტელეფონი, ნენოს და ცისანას გარდა? ვინ და დისტრიბუ-
ტორებმა! ის შტერი კაცი დამირეკავდა, მაღახიის კართან
დაყუდებული. რამდენ ზარს გამოუშვებდა? ორს ან სამს,
შეიძლება ოთხსაც. ადგებოდა და წავიდოდა მერე. წავი-
დოდა, აბა, რას იზამდა? იმას რა, თავისი საქმე არა აქ? აბა
სანამდე იდგებოდა მაღაზიის კარებთან? სახელურსაც და-
ეჯაჯგურებოდა ერთი-ორჯერ, ზუსტად ვიცი. ეთერო,
ეთერო, გოგოოო, ცოტა გაუბედავადაც შემომძახებდა. ტე-
ლეფონზეც დამირეკავდა და კი შემომივიდოდაზარი, მა-
რა რო არ ავიღებდი? ღმერთო, შენი ჭირიმე! რო არ ავიღებ-
დი, მერე იქნება უფრო მოვეძებნე ვინმე სულიერს. მომ-
ძებნიდნენ, აბა რას იზამდნენ?! კი მომძებნიდნენ, მარა ამ
დროს სად ვიქნებოდი?! სანამდე ჩამიტანდა ის წყალი,

12
შლამიანი? ცურვა მე არ ვიცი და არაფერი! რა გადამარჩენ-
და? ვინ გადარჩენილა რიონში ჩავარდნილი? თან, მაგ ად-
გილას მორევია, მორევი არი! რამდენ ქვას მიმახეთქებდა,
სად გამრიყავდა? დაიცა, მაქეთ მხარეს ქვები არი, რო?
ღმერთო, შენი ჭირიმე, და ის გოგო? ვაიმე, როგორ მახსოვს
ის გოგო ახლაც! ლამის ორმოცი წელი გავიდა და მე კიდე
მახსოვს! ისე მახსოვს, გუშინდელივით. რა ერქვა? ლილი,
ლილი ერქვაო, ასე არა თქვეს? სუზემოდან ჩამოიტანა. ნა-
პირზე თამაშისას ჩავარდა თურმე რიონში, წამში გააქრო
შავმა ტალღებმა, ვერაფერი ქნეს. ვაიმე, დედა! სადღაც,
მანდვე არ გამორიყა, ჩვენთან, ჭალაში? ჩემი ტოლი გოგო
იყო, ან შეიძლება ცოტათი დიდი. ღმერთო, შენი სახელის
ჭირიმე! ქვედა ქუჩის ბავშვებმა ნახეს. რო დამიძახეს და
მეც რო მივედი! არა, მაინც სად მივდიოდი?! მაშინაც მაყ-
ვლის საკრეფად ვყავდი გაგდებული მგონია ქეთოს. რო
აღარ მახსოვს” ვაიმეე, სამაგიეროდ ის ხო მახსოვს, იმ გო-
გოს ტანი. შლამიანი ტანი, ტანი, ფეხები. რუხი, უსიცოც-
ხლო. თავდაყირა ეგდო, ისე იყო გამორიყული. ტრუსიკი
რო უჩანდა? ტრუსიკი უჩანდა, კოპლებიანი. რაღაცა და-
ძენძილი კაბიდან, წყალმცენარეები ქონდა იმ კაბაში გა-
დახლართული. ხალი რო ქონდა ფეხზე? ლურჯად ქონდა,
ალბათ ერთ დროს ყავისფერი, ლამაზი ხალი. ვაიმე, რა-
ნაირად იყო, ღმერთო! საწყალი, უსიცოცხლო!
მე კიდე ზაფრა მქონდა. იცი, რა ზაფრა? რო, აი, ტრუსიკი
უჩანს-მეთქი, ტრუსიკი, ვაიმე, ასე სახალხოდ! და ქვედა
ქუჩის ბიჭები როგორ უყურებდნენ? თან ზიზღით, თან
ინტერესით. რანაირად იყო, ღმერთო, თმაშიც კი ჰქონდა

13
ის სილა და წყალმცენარე გამორეული. მერე ხო ამბობ-
დნენ ბიჭები, მილიცია რო მოვიდა და ამოატრიალა, სახე
სუ შეჭმული ქონდაო? მეხო წამოვედი იმათ მოსვლამდე,
წამოვედი კი არა, სუ გამოვიქეცი. ღამეები არ მეძინა მერე,
ან თუ მეძინა, გამაღვიძებდა, ისე შემახტუნებდა რაღაცა,
ღმერთო! და მე რო გამომრიყავდა, მეც ისე ვიქნებოდი,
თავქვე და რუხი, შლამიანი? დაიცა და, რა ნიფხავი მაცვია
ახლა? სუფთა მაცვია? რომელი მაცვია, ვერ ვიხსენებ და
სუფთა, რა, გუშინ არ ვიბანავე? ამხელა ქალს კაბაწამოხ-
დილს რო გამომრიყავდა, ღმერთო! იღლიები რო მაქ გასა-
პარსი? მარა გაუპარსავ იღლიას მკვდარზე ვინ ამჩნევს? და
სად წამიყვანდნენ, იმ ერთოთახიან მორგში წამიყვან-
დნენ? და სანამ წამიყვანდნენ, ხო ვეგდებოდი წყლის განა-
პირას?! გამვლელი და გამომვლელი გაჩერდებოდა, ბავ-
შვი და დიდი დამათვალიერებდა სახეზე ზიზღით! ვის
დაურეკავდნენ მერე, ვის? პატრულს? იმ დებილებს? პატ-
რული წამიყვანდა მორგში, აბა, ვინ წამიყვანდა? ის მორ-
გის ქალი რას იტყოდა, სუფთა მკვდარია ჩვენი ეთერიო?
მოიცა, და იმ შლამში როგორ გაიგებდა, რა სუფთა ვარ ან
რა მაცვია, რა ნიფხავი? ან ნეტა რანაირი ვიქნებოდი? წყა-
ლი გამბერავდა და გამალურჯებდა! იმ თევზებს მეც რო
გამოვეჭამე? რო არ გამოვერიყე და ვერავის ვენახე? რი-
ონის ფსკერი ყოფილიყო ჩემი სამარე? იქ, წყალს ეპრიალე-
ბინა ჩემი ქალა და ძვალი? ღმერთო, დამიფარე! რეებსა
ფიქრობ, შე შტერო ქალო! აგე, შეხედე, ცოცხალი ხარ, ცოც-
ხალი დარჩი! აგე, სახლშიც კი მიდიხარ, ვითომ არც არა-
ფერი მომხდარიყოს შენ სულელ თავზე! ორი ეკალი შე-
გერჭო, კაბა გაგეხა, ფეხი დაგეყვლიფა, მეტი ხო არა?!

14
არა, მაინც, მე, იცი, რისი ინტერესი მაქ? მაინც რას იზამ-
დნენ? ვინ შევიდოდა ჩემთან პირველი? ნენო? ცისანა?
არც კარი დამიკეტია და არც ჭიშკარი. ხო შეხედავდნენ,
რო საგარეო ფეხსაცმელი იქვე მიწყვია, თერჯოლაში არ
ვარ წასული? სახლს დაივლიდნენ? აუჰ, რას გავს ჩემი
ოთახი! იქაც ხო შეყოფდნენ თავის ქერქეტა თავებს! არ
იფიქრებდნენ, ამის სისუფთავე და კაიქალობა მოგონილი
ყოფილა, სუ ლეგენდა ყოფილაო, ხო იფიქრებდნენ? არა,
წინა ოთახი და კუხნა ხო მაქ სუფთად, ლამაზად, მარა უკა-
ნა ოთახი, ჩემი ოთახი? იქაც შეყოფდნენ მავნე თავებს! სა-
დაც ცხვირი არ შეუყვიათ, იქ შეყოფდნენ, იქ გაიწევდნენ!
ნენო მაინც მაგას იზამდა. ეგაა უფრო ცნობისმოყვარე. სა-
დაც არ შეუჩრია, იქ შეჩრის თავის ნისკარტივით ცხვირს,
სადაც გული გაექაჩება.
აგე, შემოვედი, სახლში ვარ და მუხლები მაინც რო მიკან-
კალებს?! ჯერ არაყს ვიზელ ხელზე და ფეხზე, ისე მამწა-
რებს, ღმუილი მინდა. საათსაც ვუყურებ, მაღაზიის გაღე-
ბის დროა, დღეს უნდა მოვიდეს ის ვაჟბატონი! მიდი,
ეთერ, კაბაც გამოიცვალე, ვითომ არაფერი, ერთ რაღაცა
ღრანტში ჩავარდნამ ხო არ უნდა გაგაცვედანოს ამხელა,
მთასავით ქალი?! მიდი ეთერ, ჩემო ლამაზო, აბა, რამე
სუფთა ჩაიცვი, ისე დაჯექი მაღაზიაში, ვითომც ასეთი
მშვიდი დილა არასდროს გქონია! ისედაც იცი, სიკვდილი
რო სუ ლახვრად კიდია ცოცხალის თავთან. შენ რა გამო-
ნაკლისი ეყოლებოდი ღმეთთს, აბა მითხარი! არა, კი, კი-
დია, მარა ასე კიდია? ასე ღრანტში ჩასავარდნი ქალი ვარ,
რივნის ტალღით ვარ დასახრჩობი? მითხარი აბა! ისიც
მითხარი, ასე როდის ჩავხედე სიკვდილს თვალებში? რო-

15
დის, მინუტკა რო ამიფეთქდა გოგოებთან ერთხელ ქუთა-
ისში? ბავშვობისას რო ამიცდა ბლის ტოტზე ფეხი? სიკ-
ვდილი ასე როდის ყოფილა ფეხის ნაბიჯზე? არც არასო-
დეს! ჰო, კაი, კაი! გეყოს როგორმე! ცოცხალი ხარ, ხო არ
მომკვდარხარ? მიდი ახლა, თმაც დაივარცხნე! სარკეშიც
ჩაიხედე. დღეს მოდის ის კაცი და ლამაზად იყავ! ასე, ხო,
ასე! დახაფრული კურდღლის სახე ნუ დაგედება! ხო, ასე!
ამ ეკლებს იქვე გამოიძრობ, ეგ არაფერი! ყოჩაღ, ქალო! ყო-
ჩაღ, ეთერო! ჰე, აბა, გასწი მაღაზიისკენ!

***

ხო ვაღებ ამ მაღაზიის კარს და ახლა ხელები მიკანკალებს.


შევდივარ და ის სუნი მცემს, რაც ყოველ დილით – ნესტის,
სარეცხი ფხვნილის. ასეა ეს ფხვნილი. სადაც არ შევტენი,
სუნი მაინც აქ, სუნს მაინც აყენებს. უკანა ოთახში მაქ შე-
ლაგებული, მარა მაინც სუნია. ახლა რო მოვა ეს ვაჟბატო-
ნი, უკან, სათავსოში შევაყრევინებ თავის საწამლავ ფხვნი-
ლებს, იქეთა პატარა კარსაც გავაღებ და გავანიავებ მერე,
სუნი რო გავიდეს. მანამდე კიდე ტილოს მოვძებნი, შუ-
შებს რო დავუსვა ზემოდან. ასე ვშვები ყოველ დილით სი-
სუფთავისთვის. შორს გრუხუნი ისმის. ჩამოიქცევა ცა, ისე
იწვიმებს. ახლა თითქოს თავი მაქ ცარიელი, მაგრამ გული
კი მიცემს. აგე, მობრძანდა ვაჟბატონი! დაბარებულივით,
კარებთან ზუსტად თავის დროზე ამოიზარდა. გამარჯვე-
ბის დილა გქონდეს, ეთერო!

16
აი, ახლა კი გული მართლა ამომივარდეს. იიი, მე კინაღამ
მოვკვდი წეღან და ნეტაი შენ, ბიჭო, სიცოცხლე ასე რო გი-
ხარია! აგერა დგას, ხელში ახორხლილი სარეცხი ფხვნი-
ლებით, თავი ძლივს უჩანს, ძარღვები ლურჯად ახის ნი-
ჩაბ ხელებზე. ან ამ წვრილ კაცს ამხელა ხელები საიდანა
აქ. რო შეხედავ, გეგონება, სხვისი აქ მიბმული. ფხვნილებს
შორის გამოუჭყეტია ჭროღა თვალები და იცინის, იცინის,
შემომცინის: ნახე, რა მოგიტანე! მომიტანე თუ არა, მზით-
ვი მომიტანე, შენმა მზემ! აგე, უკანა ოთახში გაიტანე, კა-
რებს ვუღებ და ახლა მეხი ურტყამს, ისე, გეგონება, ყურის
ძირში მე მირტყამდეს. წამოვა ახლა აგვისტოს წარღვნა, ცა
დაგვექცევა. ამას ცოტა კი მხრები უთამაშებს ამ მეხის ხმა-
ზე, მარა ვითომც არაფერი, არ იმჩნევს. ძირს არ დამიყარო!
ახლა მივაძახებ. ძირს როდის დამიყრია, გოგო, ეთერო,
თითქოს მღერის, მიირწევა ამ ვიწრო მხრებით, ბიჭივითა
აქ ეს ტანი, გამხდარი არი. მარა ამხელა კაცს ამდენი თმა
ქონდეს თავზე, გინახავს? ყველა გამელოტდა, ამის შვი-
ლის და ლამის შვილიშვილის ტოლი და სწორი, მარა ამას
კიდე იმდენი თმა აქ თავზე, სამ კაცს ეყოფა. ფუ, რაღაცა
დუხი დაუსხია, მიწამ ჩაგყლაპოს! კევიც რო ჩაუდევს პირ-
ში ამ დილაადრიან! მგონია, მართლა იპრანჭება ეს ვაჟბა-
ტონი.
სუ ლამაზად დაგილაგო, ნახე, ჩამუხლულიზის და გულ-
მოდგინედ აწყობს ამ ფხვნილებს, პატარა ბავშვივით.
წვრილი კისერი წაუგრძელებია და ამ თავის ნიჩაბივით
ხელებს ყოჩაღად ამოძრავებს. მე კიდე ზღურბლზე ვდგე-
ვარ, ამ ვიწრო გასასვლელში თეძოებით გაჩხერილი ვარ.
თავზე ვადგავარ, ზემოდან დავყურებ და რაღაცა ფრინ-

17
ველს გავს, მტაცებელს. თან მტაცებელს, მარა თან კარგ
ფრინველს, კეთილს, უშფოთველს. ამ სარეცხი ფხვნილის
სუნებში მაინცა ვგრძნობ მის სუნს, დუხის სუნსაც და მის
სუნს. მისი კანის სუნს და სადაცაა ავზლუქუნდები. ადა-
მიანის სუნსა ვგრძნობ, ღმერთო! ადამიანის, კაცის სუნსა
ვგრძნობ! თან მე, უდედოდ გაზრდილმა მარტო კაცის სუ-
ნი რო ვიცი. მარტო მამის და ძმის სუნი რო იყო ჩემთვის
ახლობელი. რამდენია, ბიჭო? ხმა მაქ გაბზარული. ოცდა-
ათია, ოცდაათი, როგორც მითხარი, ჩემო გოგო, ქვემოდან
შემომღიღინებს. ოცდაათი? თუ ოცი გითხარი? ახლა ამ
გაბზარულ ხმაში ვითომ მინდა, სიმკაცრე გავირიო. ოც-
დაათი მითხარ, ეთერო! თითქოს ეს კიდე მღერის, ამ
დროს მე პირის გაღება, ტირილი მინდა. მოთქმით მინდა
ტირილი, ღმერთო! ხო მაინც უცხო კაცია, ნანახი, აბა, რამ-
დენჯერა მყავს? ხუთჯერ ან ექვსჯერ, მეტჯერ ხო არა? მა-
რა ახლა ისე ახლობელია ამ თავის სუნით, სარეცხი ფხვნი-
ლის სუნთან ერთად, რო, თითქოს დედამიწაზე მარტო
ჩვენ ვიყოთ. ტირილი მინდა. ნახევარი საათის წინ კინაღამ
მარილზე გავედი, ბიჭო, ამის თქმა მინდა, კინაღამ რიონში
ჩავვარდი, კინაღამ წყალმა წამიღო, კინაღამ დავიხრჩვე,
კინაღამ მოვკვდი, მართლა მოვკვდი და შენ კიდე ისე აწ-
ყობ ამ სარეცხის ფხვნილს, გეგონება ნახევარი საათის წინ
რიონს არ მივქონდი, რო წავეტანე, გეგონება არ დამახ-
რჩობდა, არ მომკლავდა, რო მოვეკალი! და შენ ბაღის ბავ-
შვივით, თითქოს კუბიკებით თამაშობდე მაგ საწამლა-
ვით, ისე, ბიჭივით გიხარია, მაგ ყუთებს რო ერთმანეთს
აწყობ.

18
აი, ახლა მობრუნდები. მობრუნდები და მეტყვი გაბრწყი-
ნებული, შეხედე, ეთერო, როგორ დავალაგე, ცოტა ყურე-
ბიც გაგიწითლდება. ისე იქნები, თან რო მიყურებ და თან
რო არა, ძაან რო გინდა მიყურებდე, მარა ვერ მიყურებ და
მე კიდე მინდა, გულში ჩაგიკრა, წეღან კინაღამ მოვკვდი,
ბიჭო, ეს მინდა გითხრა, კინაღამ შავმა წყალმა ჩამიტანა,
კინაღამ დავიხრჩვე, მართლა დავიხრჩმვე და აჰა, მოტრი-
ალდი მოღიმარი, ყურებიც გაქ გაწითლებული, ასე ახლოს
არასოდეს არ ვმდგარვარ შენთან. ამ შენი მწარე კევის და
მყრალი დუხის სუნში მაინც შენი სუნი რო მცემს და ამ სუ-
ნისკენ მოვიწევ და აგე, ეთერო, დაბნეული ამბობ, დაბნეუ-
ლი და ცოტა შეშინებული, მე კიდე გულში მყავხარ უკვე
ჩაკრული, შენ გამხდარ და ძლიერ მკერდს ძუძუებით
ვგრძნობ. ჩემსიმაღლეა ეს წრიპა კაცი, მეტი კი არა, ხელე-
ბიც თავისუფლად მაქ შემოხვეული და წეღან კინაღამ
მოვკვდი, ბიჭო, ვამბობ? არ ვამბობ? ეგ აღარ ვიცი, ისე კარ-
გია, გულში რო მყავს, აგერ, ჩაკრული! ისე, კარგია, გულ-
თან რო ვგრძნობ და უცებ ქრება შიში აღარყოფნის, დახ-
რჩობის, სიკვდილის... აგე, მეხიც გავარდა და აღარც იმ მე-
ხის მეშინია, წვიმაც ჩამოიქცა სახურავზე, ესეც სადღაც შო-
რიდან მესმის, გულში მყავს ჩაკრული და მისი დიდი ხე-
ლები ზურგს მიფარავს და ისე ცხელი აქ ეს ხელები და მეც
ისე ვცხელდები ფეხებს შო რის, ცოტაც და, მარტო მუ-
ტელს ვიგრძნობ, გულსაც კი აღარ. მის კისერში უფრო მი-
სი სუნია, იღლიებში აქ ის ჯოჯო შესხმუ ლი, კევის და სი-
გარეტის სუნიც თითქოს გაქრა და აგე, ვგრძნობ, როგორ
მოიწევს ტუჩებით, აღარ არი დაბნეული და ლამის ვეღარ
ამოვისუნთქო, ლამის ბოლომდე დავექცე ხორკლიან ენას.

19
არც იმას ვფიქრობ, რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ, რატომ
ვაკეთებ, სუ ბინდბუნდში ვარ, თან ვხედავ და თან ვერცა
ვხედავ, თან მახსოვს და თან არც მახსოვს, ვინ ვარ, რა ვარ,
სად ვარ და ეგეც დროს აღარ კარგავს, კაბას მიწევს მარჯვე-
ნა ხელით, მე კიდე თითქოს ზეპირად ვიცოდე ამის ტანი
და ყოველდღე აეს მეკეთებინოს, მაიკას ვაცლი თავიდან,
სუ წამებში,ისე _· ოსტატურად. მე რა, ტანი მეუბნება, ასე
გავაკეთო, ახლა ტანი ვარ მარტო, აღარც ტანი ვარ, მარტო
მუტელი და აწეული კაბიდან ძუძუებს მისრესს, ლიფიც
გაუხსნია, და ამ დროს არი, ორივეს ერთად რაღაც ღმუ-
ილი ამოგვდის პირიდან. ფეხებშუა ისეთი ცხელია და მეც
ისე ცხელი ვარ, მთელი ტანით ვგრძნობ, რა ღიაა ჩემი მუ-
ტელი, მთელი ტანით ვგრძნობ მის სიცხეს და ჩემ სიცხეს,
ტუჩებზე არც ვწყდები ისე, ცალი ხელით ვკეტავ კარს,
თითქოს თან იქ ვარ და თან კიდე არა, თითქოს მე ვარ და
თითქოს არც ვარ და კაბას ვიძრობ, ის კიდე შარვალს იხ-
დის ისე სწრაფად, ლამის თვალიდან გამექცეს, ნეკნები
ეტყობა დაკენკილ ზურგხე, მხრებზე ჭაღარა თმა მოუჩანს.
მე კიდე ლიფს ვიძრობ და, ეთერო, კიდე ამბობს, გმინავს,
სახე უნათდება. გეგონება, პირველად ხედავდეს ძუძუებს,
ისეთი სიხარული აქ, თითქოს ჯერ ძუძუ არ ენახოს, თით-
ქოს ჯერ უნდა, მიყუროს, მარა მერე პირით მოდის, პირით
მეტანება და მლოკავს, ხან ერთზე, ხან მეორეზე და იქეთ
რო გადავა, აქეთ ვგრძნობ, როგორ ორთქლდება ძუძუსთა-
ვიდან მისი ნერწყვი და აქეთ რო გადმოვა, იქეთ ვგრძნობ,
და თითქოს ჩემმა ტანმა უკვე იცის, რასაც აკეთებს, თით-
ქოს უკვე ასჯერ მქონდეს გაკეთებული. აგე, მეც მიმაქ ხე-
ლი მისი ყლისკენ და ეს სიმაგრე და სიმხურვალე თან მა-

20
შინებს, თან ცალკე ჟრუანტელსა მგვრის, მარა მარტო მუ-
ტელი ვარ, და ახლა, ზურგით ჩავარდნილი ამ ძლივს
ახორხლილ სარეცხ ფხვნილებს შორის, უცებ მპოულობს
და მთელი ძალით ისე შემოდის, თითქოს ჩემთან პირვე-
ლად არაა. ისე ირწევა, თითქოს მთელი ტანით მიპოვნა და
მეც მთელი ტანით ვარ ღია და სავსე. მეხი თითქოს ზედ
თავზე დაგვატყდეს, თქეში თითქოს კისერში ჩაგვივიდეს,
მიწა მართლა ფეხქვეშ გამოგვეცალოს. ცხვირში აღარაფე-
რი მაქ სარეცხი ფხვნილის სუნის გარდა და ეს ისე ძლი-
ერად, ისე მონდომებით ირწევა და სადღაც გმინავს კიდეც
და კისერში მაორთქლებს, რო ლამის ზედ შემოეხვიოს ჩე-
მი მუტელი, ზედ მოეხვიოს, ზედ დაადნეს, ისეთი სავსე
ვარ, ისეთი ცოცხალი, რო უკვე არაფერს არ აქ მნიშვნელო-
ბა, აღარც სიკვდილს, აღარც სიცოცხლეს, აღარც ჩემ გა-
დაღლეტილ ბაყვებს, ეკლიან თითებს, ეგეც კი აღარ მტკი-
ვა და ეს კიდევ თვალებდახუჭული, მძიმედ სუნთქავს და
ისე არი, რო მარტო ჩემთანაა, მარტო ჩემია, მარტო აქ არი.
მარტო ჩემთან, მარტო ჩემზეა აწეპებული, სადღაც ბიძ-
გებს შორის, თვალებდახუჭული, უცებ წყდება და მთელი
ტანით ჩამოქცეული, ზემოდან მაწევს და მუტელში ისე
ვგრძნობ მის ყლეს, როგორც გულს საგულეში, ფეთქავს
კიდეც და ბოლოსკენ რო მოვუჭერ, უკვე საბოლოოდ, ჯერ
კიდევ გამაგრებულს, მუცლიდან ამოსული კვნესა პირი-
დან ორივეს ერთად ამოგვწყდება. თითქოს საუკუნე გა-
დის და სადღაც კიდე მეხი ვარდება, ახლა უფრო სუსტი
და კარი მახსენდება იქითა, შემოსასვლელი, სუ რო ღიაა!
თითქოს იმ მეხმა ახლა მე დამიაროს ტანში და თავში! კა-
რი ღიაა, კარია ღია! ორივე ისე ვართ, თითქოს ეს მეხი მარ-

21
თლა თავზე ჩვენ დაგვცემოდეს! ჩახდილ ნიფხავს ისე
სწრაფად იწევს, ვერც კი ვასწრებ, თვალი შევავლო. მე თავ-
ზეაცლილ კაბაში გადახლართულ ლიფს ძლივსა ვპო-
ულობ. ის რო შარვალს იცვამს, მე ჩემ ჩითებში ვეხვევი, ის
რო ფეხსაცმელს იკრავს, მე ლიფს ვაწვალებ და ახლა აღა-
რაფერი მახსოვს იმ ღიად დარჩენილი კარების გარდა!
ასეთ თქეშში არც არავინ შემოვა, არც ისე და არც ასე, მარა
წადი, წადი, მალე წადი! თვალები ჯერ კიდე ამღვრეული
აქ, თმა სუ გაჩეჩილი, მაიკის საყელო კისერთან გაბურდუ-
ლი, მარა ამის დრო ახლა არაა! ქონდეს, ქონდეს, ოღონდ
მალე წავიდეს! დაგირეკავ ეთერო, და თითქოს ჩემკენ იწე-
ვს, არ ვიცი, საკოცნელად? მარა ხელით ვიშორებ, ახლა წა-
დი! დაგირეკავ, კარიდან მეუბნება და მის ზურგს ვხედავ
მარტო, მანქანისკენ გარბის და მაინც ისე ძლიერად წვიმს,
მაიკა წამში უსველდება.
ახლა ისევ მითრთის მუხლები, მარა ახლა სხვანაირად. მა-
ღახიის კარს ვკეტავ და ვრახავ. ტყუილია, ვერ დამინახავ-
დნენ! მის მანქანას თუ დაინახავდნენ, სხვას ვერც ვერა-
ფერს. აგე, მესმის კიდეც, როგორ დაძრა თავის მარშუტკა.
არა, დრო დიდი არ გავიდოდა, დიდი-დიდი, ათი წუთი,
მეტი ხო არა? ეს რა გავაკეთე, ღმერთო! უფალო! ეს რა მოხ-
და, რა მომივიდა! თავი და ტანი გამეთიშა, ვეღარაფერს
ვგრძნობ. არა, ახლა უნდა დავიძინო და მერე ყველაფერს
დავალაგებ, სწორად დავაწყობ. ახლა სახლში გადავალ,
უნდა დავიძინო! მერე გავაღებ მაღახიას, გვიან, რა დაშავ-
დება?! ტელეფონს გამოვრთავ, რო არ დამირეკონ. არა, ახ-
ლა უნდა დაიძინო, ქალო, ეთერო! ამ გადაქცეულ სარეცხ
ფხვნილებს ვუყურებ და ამათაც მერე დავალაგებ, ამათი

22
თავი ახლა ვისა აქ? ახლა ძილი მინდა! მარტო ძილი მინ-
და! არა, კარი ღია როგორ დავტოვე? ვინმე შემოსულიყო,
თავზე დამდგომოდა? ფიქრიც არ მინდა! არა, დღეს რამ-
დენჯერ გადარჩი, ქალო? მართლა გადარჩი! ორჯერ გა-
დარჩი! არა, ვინ მოვიდოდა ამ თავსხმაში, დილაადრიან?
ჰოდა, გეყოს ამაზე ოხვრა! ქალო, მიდი ახლა და წადი სახ-
ლში! ჯერ დაიძინე, გამოიძინე. რო გაიღვიძებ, მერეც გე-
ყოფა ეგ ფორიაქი!
სახლში შესული, ჯერ ტუალეტისკენ მივბარბაცებ. არ მინ-
და ფიქრი! ფიქრი არ მინდა! მინდა, თავში ფუჩეჩი მქონ-
დეს, აღარ მიფუთფუთებდეს ასე გონება! ვფსავ და ტანში
ჯერ კიდე მაქ ის სიამოვნება, სუ გაბრუებულს. არა, ახლა
ერთადერთი გხა დაძინებაა. მერე დავფიქრდები, რა ვქნა,
როგორ ვქნა. მერე დავფიქრდები იმაზე, რაც უკვე ვქენი!
სანამ უნიტაზს ჩავრეცხავდე, ჯერ კი ვერ ვხვდები, რა
ხდება ჩემ თავს და მერე თითქოს ტვინში გამინათდეს.
მარტო ქაფიანი, სისხლნარევი ფსელი ყოფილა ჩემი ამდე-
ნი ხნის ქალიშვილობა.

ჯერ ვიღაცა უცხო ბავშვები შემოდიან მაღაზიაში ერთი


ზრიალითა და ჟრიამულით, ერთ დიდ შამპუნს ყიდუ-
ლობს ოთხივე. ერთ ოჯახში არიან, ალბათ, სტუმრად. ყვე-
ლაზე უფროსი მაძლევს ფულს და მერე ყველას უნდა, ეს
შამპუნი ხელში დაიჭიროს. უფრო მეტი ჟივილ-ხივილით

23
გადიან, თან ლამისაა ერთმანეთს თავზე გადაახტნენ, თან
არსად ეჩქარებათ. მერე ლონდა შემოყოფს გაწეწილ თავს,
სად იყავი, ქალო? საპონი მინდოდა. ვითომ ძაან შეწუხე-
ბულია. ინტერესი აქ, სხვა არაფერი.ვერ ვიყავი კარგად,
წნევა მქონდა, ვიწექი, მეც ვითომ არაფერი. შენც დაიწყე
ეგენი? ლაპარაკის ხასიათზეა. დავიწყე რა, დრო აღარ არი?
მე კიდე არ ვარ ლაპარაკის ხასიათზე. საპონი მინდოდა და
ვიყიდე მერე სუპერმარკეტში, ნიშანს მიგებს. სარეცხი
ფხვნილი არ გინდა? ახალი? მეც ვითომც არაფერი. თუ
ვაჟბატონის მანქანა ვინმეს აქ შემჩნეული, ბარემ იცოდნენ,
რო დილით აქ იყო, არ არი დასამალი. კუდი არ უნდა მო-
აბან მერე არაფერს, ზღაპრები არ უნდა შეთხზან. ფხვნილ-
ზე მერე მოვალ, ახლა არ მინდა, მიდის. ამათ ვერაფერს გა-
მოაპარებ. ასე ვთქვა, ჯობია, რო სარეცხი ფხვნილი მაქ,
ახალი. ამით იმასაც ვეუბნები, რო მანქანა დილით აქ იყო,
გენაცვალე. აქ იდგა, სარეცხი ფხვნილი შემოიტანა.
როგორც იცის წვიმის მერე, ისეა ჩახუთული. ნესტი წამში
რო გაგიწეპავს ტანს, ისე. თან მოთენთილი ვარ, ვერცა
ვჯდები, ვდგევარ და ლამის ვირწევი. დავჯდები და ამ-
ტკივდება, სადღაც შიგნით, ფეხებს შორის. ცალკე კიდე ეს
გადაყვლეფილი ბაყვები მეწვის. თურმე, რა ადვილი ყო-
ფილა, ეთერ, ყველაფერი, რა უბრალო, არაფერი, წამის სი-
ამოვნება! რო იყო, ვერც დაიჯერებ. მარა რო იყო, ახლა ის
გაჯერებს, აქ როზიხარ, სუ ყრუდ გტკივა ეგ ბოქვენი. ახ-
ლა, ეგეც აღარ მეტკინოს? სისხლიც ხო მერე მქონდა, ცო-
ტა, ისიც მოფსმისას? თურმე მართლა ეგრე რო არი, ხე-
დავ? სხვა რა თქვა ნენომ? ის ახალგახრდა გინეკოლოგი
რო იყო, განაწილებით, მთის რეგიონია და მეტს უხდიანო,

24
რო ამბობდნენ, იმიტო მოვიდა ამ მივარდნილშიო და
თურმე, ცოლს რო იყო გამოქცეული, მერე აქედანაც რო გა-
აქციეს, ისიც ეგრე იძახდა თურმე. ნენომ ეგრე თქვა. თურ-
მე, ვიღაცა დააყენეს თავზე, ახალი პატარძალი, საწოლი-
დან წამოგდებული, გაგვისინჯე და დაამტკიცე ამის პატი-
ოსნებაო. რო გაგიჟდა თურმე საწყალი, ხალხო, რას მეუბ-
ნებით, ზოგი ქალი ისეა, ზოგი ასე, ზოგს სუ არ აქ სის-
ხლიო და იქნება აპკიც არა აქ ზოგიერთს სულო, დედამ-
თილმა რო უთხრა, იმ ცოდვა პატარძლის, ნენო სუ სიცილ-
ხარხარით ყვებოდა, მარა მაშინ კი მომეკუმშა ეს გული,
ცალკე იმ გოგოზე, საცოდავზე, ცალკე იმაზე, ამხელა ქა-
ლი ვარ და თურმე, ეს აპკი-სისხლი რო არ ვიცოდი. ან სა-
იდან უნდა მცოდნოდა? ზღაპრები მესმოდა მთელი ცხოვ-
რება აპკზეც და კაცზეც!
აგე, ხო გამომადგა გინეკოლოგის ამბავი და ნენოს მოწო-
დებული ნათელი ცოდნა! ლამის სიმწრის სიცილი ამი-
ვარდეს. თურმე მეც ის ვარ, უსისხლო, ხალხო! თითქმის
უსისხლო. უსისხლო შეიძლება ბებერიც იყო. და რო არ
მტკენია? ან მაგის მეტი რამე მესმოდა? რო აი, ისე გეტკი-
ნება, ასე გეტკინება... და თუ არ გეტკინება რაღაცა ვერ გაქ
ნორმაში, თურმე. კაი, ჯანდაბას ჩემი ნორმა ეს არი ანუ, მა-
რა იმ წუთებში არც სისხლი რო არ მახსოგდა და არც ტკი-
ვილი? სისხლი და ტკივილი კი არა, არც გამიჩერებია ვაჟ-
ბატონი. არ შემიჩერებია არც ერთი წამი! ტუჩი ტუჩს მი-
ვუგებე, ტანი ტანს და მუტელი ყლეს. არა, ხო შემეძლო გა-
მეჩერებინა? მარა რანაირად გამეჩერებინა, პირველმა გა-
ვიწიე. ხო, გავიწიე! გავიწიე და გავიწიე! ადამიანი მინდო-
და მეგრძნო, უფალო! ადამიანი მინდოდა მეგრძნო რამე-

25
ნაირად და ეს გამოვიდა. და რა ვქნა ახლა?! კი, გავიწიე, მა-
რა მე გულში ჩაკვრა მინდოდა, დამშვიდება მინდოდა და
მოფერება, დაწყნარება მინდოდა, სულის ამოთქმა. იმის
მოსმენა მინდოდა, რო აი, რა კარგია, ეთერ, ქალო, რო არ
მოკვდი! რო არ დაიხრჩვე, ცოცხალი რო ხარ, აგერ ჩემთან
ხარ, გულში ჩაკრული! ხო, არ შევწინააღმდეგებივარ ერ-
თი წამითაც, მარა ახლა რაღა ვქნა? მეც მინდოდა, ესე იგი
ეგ გულში ჩაკვრა. მეტიც მინდოდა! ჩემ ტანს უნდოდა! და
ტანს რაც უნდა, იმას რას უზამ? რომც მოინდომო, ვერ შე-
აჩერებ. თან როგორი ვიყავი, მეხი დამეცეს! გეგონება კაი
გამოცდილი, ისე ვიქცეოდი! მარა ახლა როგორ ვარ, ეგაა
საქმე! ნირი რო მაქ წამხდარი, არც გულში ჩაკვრა რო არ
მინდა, არც ჩაკონება. არც თავზე მინდა ხელის გადასმა,
ისე მაქ თავი გამოფშუტული. ორი საათი მკვდარივით მე-
ძინა, თითქოს უკუნში. მაშინვე გავითიშე, სახლში რო მი-
ვედი, მარა როგორც დავწექი, ისე ავდექი, ფშუტე თავით
და მძიმე ტანით. ცოტა მივიბან-მოვიბანე გამოსვლამდე,
კაცის სუნის მოშორება კი დამენანა. უცხო სუნი მქონდა
ტანზეც, იმისი. ტანზეც და იქაც. უფრო მისი და ჩემი სუ-
ნის ნარევი მქონდა, მარა მისი სუნი მძაფრი კი იყო.
შემოდიან ამ მაღაზიაში ვიღაცა უცხოები, ზაფხულია და
უცხოს რა დალევს. ერთნაირები, ერთმანეთისგან ვერც გა-
არჩევ, ქალიან-კაციანად. ზაფხულობით ჩამოთრეულები.
შემოდიან და ამ სიცხეშიც ისეთი გონორი აქვთ, ისე იფხო-
რებიან, გეგონება, სცენაზე იდგნენ და ათასი თვალი იყოს
მათი მაცქერალი. ისე ზემოდან იყურებიან, გეგონება,
ამათ მაგივრად აგერ, გუშინ-გუშინწინ ჩემი უმაქნისი წი-
ნაპარი შეესია ბზიკივით თბილისს. გეგონება, მე ვიყავი

26
წყალწაღებული, უნიჭო და უხეირო ძირის პატრონი, ქლე-
სა და ტრაკში მოძრომიალე. თორე ჩემი წინაპარი მშრომე-
ლიც იყო და ფეხმოდგმულიც, თავისი მიწის მოყვარეც და
პატივმცემელიც. აგერ, მამაჩემი ბოლომდე ჩიჩქნიდა მი-
წას. მიწას ჩიჩქნიდა კი არა, იქვე მოკვდა კაცი ბოსტანში და
მაინც ესენი რო არიან ყველაზე კარგი დედამიწაზე, ეს
უხარისხო პარაზიტები. სიმწრით ნასესხები ფულით იყი-
რავებენ ერთი თვე ამ მოკუჭნულ ქალაქში, ზლაზვნით შე-
მოვლენ, რამეს იყიდიან ორლარიანს და თითქოს დიდი
პატივი დაგდეს, ისე დაგტოვებენ ბუმბულაყრილები.
მარა ახლა ისე ცხელა, თითქოს ამათაც ზეზე ძინავთ, კიდე
უფრო გაწელილად ლაპარაკობენ და მეც ასე ვარ, ფეხზე
ვდგავარ და ლამის მეც ვიწელები, მგონია, მართლა წნევა
მაქ. თან მგონია, რო მწყურია და შიგადაშიგ მყიდველსა
და მყიდველს შორის მამიდაჩემის ხმა მესმის ყურში ზა-
რივით. წლები არ მქონია მისი ხმა ყურში, არც ყურში და
არც თავში: ოჯახს ცუდი არაფერი აკადრო, გოგო, მამა და
ძმა გყავს! ჩემი ძმაც და მამაც მიწაში წვანან, ჩემო ქეთევან!
შენც მიწაში ხარ, დიდი ხანია მატლი გჭამს, მადლობა
უფალს! ამხელა ქალი ვარ, ახლა ყველამ თავი დამანებეთ!
ჩემი ცხოვრების მე ვიცი. მე ცოცხალი ვარ, თქვენ კიდე
მკვდრები!
თან ვფიქრობ, რო არაა საშიში. არაფერია საშიში. დაინახეს
და დაინახეს დილით შემოსული. დისტრიბუტორი მივი-
და მაღახზიაში, მერე რა? სხვა ხო არაფერი? ან იმ თავსხმა-
ში თვალს ვინ მოკრავდა? ნახეს და ნახეს! და თუ ვერ ნახეს
კიდე, ძალიან კარგი! შემოგიდა ხო? როგორც შემოვიდა,

27
ისე წავიდა! დიდხანს არ გაჩერებულა, არც არაფერი, თუ
სუ ცოტათი დიდხანს გაჩერდა, წვიმა იყო და აგერ, იდგა
კართან, იცდიდა. ქოლგა ხო არ გაქ, ეთეროო, მუდარით
მკითხა. მე კი მაქ ქოლგა, მარა სახლში დამრჩა, აქ წვიმამ-
დე მოვედი-მეთქი, ასე ვუთხარი. ხოდა, იდგა, იდგა, იცა-
და, იცადა და რო არ გადაიღო, წავალ, წავალ, მეჩქარებაო.
ჰოდა, წავიდა. ჩემ გარდა მილიონ მაღაზიაში იყო შესას-
ვლელი და მერე წასასვლელი სულაც თერჯოლაში! ჰო, ეგ-
რე იყო! ჰო, წვიმა იყო, წვიმა კი არა, ცა მიწაზე ჩამოდი-
ოდა! არა, არაფერია საშიში. არაფერია. არც საეჭვოა რამე
არანაირად. მარა მაინც რამდენი რამე მოხდა ამ ერთ დღეს!
სიკვდილიც მოხდა, სიცოცხლეც მოხდა! მართლა ერთი
წამის როგორ არი ეს ყველაფერი? აგე, ყურში თითქოს რი-
ონის შუილიც მესმის, მართლა წნევა მაქ, ასე მგონია. ნე-
ნოსთან გადავალ, გავაზომინო. იქნება და, ცოტა ხანს გავ-
ძლო, მერე სუ დავკეტავ ამ მაღახიას, დავწვები და ისევ
დავიძინებ, მკვდრის ძილით დავიძინებ და გამოძინე-
ბულზე ვიფიქრებ, რა და როგორ ვქნა. არა, მართლა რო-
გორ გადავრჩი? იმ ეკალმა და ბარდმა გადამარჩინა, იმ გა-
მოჩრილმა ფესვმა, რაღაცამ. ყოჩაღ შენ, ქალო! ისე, ამხელა
ტანის ამოთრევა როგორ შევძელი?! ოთხმოცდათხუთმე-
ტი კილო, რა, მსუბუქია? მარა სიცოცხლე ტკბილია, რას არ
გააკეთებ მისი გულისთვის. ან რამ გამიფუჩეჩა თავი ისე,
რამ დამახარბა ამ მაყვალზე, რო ღრანტსა და მეწყერს არ
მოვერიდე და ლამის რიონს მივეცი თავი? არადა, ამ რი-
ონის ხო სუ მეშინოდა? ხო სუ გვაშინებდნენ ამ შავი რივ-
ნით? ახლოს არ მიხვიდე, მიწას გამოგაცლის, დიდხანს არ
უყურო, თვალს მოგტაცებს, თვალს მოგტაცებს და შენით

28
ჩავარდები, შენით მიცემ თავს მის შლამიან ტალღას. სუ
შავი არი მართლა, მორევივით. მარტო ნოემბერში არ არი
შავი. მზიან ნოემბერში ისე არი, სუ ზურმუხტივით. თან
მშვიდი არი. გეგონება, მის ადგილას სხვა მდინარე მო-
ედინება. ისე სუფთაც ჩანს, გეგონება, ნახევარი ქვეყნის
უბორნია ზედ არა ქონდეს მიშვებული. რანაირი არი მა-
ინც ნოემბერში. გინდა იდგე და უყურო, ისეთია. მაშინ
არაა საშიში, ლამაზია, მარა მაინც ხო ყველას გვეშინია?
თუ ვინმე დიდი მოცურავე არი, მაინც რიდი აქ, ანდა ვიღა
ცურავს ტურტლიან წყალში? ცურავს კი არა, არცა ხტება,
თავსაც არ იკლავს. თოკზე დაეკიდებიან, ეგაა ყველაზე
ადვილი თავის მოსაკლავად. საუკუნეში ერთხელ თუ ვინ-
მე გადავარდება, აგე, ჩემსავით და მერე გამორიყულ
მკვდარზე თუ ილაპარაკებენ ორი-სამი დღე, ეგაა, მორჩა.
რანაირი მკვდარი იყო, რა ფერის, რამდენზე შეჭმული,
ღვთის ნება როა ყველაფერი, შენი კალთა რო უნდა დაგვა-
ფარო, ღვთისმშობელო, ეგ იქნება სალაპარაკო. არა, მარ-
თლა როგორ გადავრჩი, ღმერთო! ღმერთი ხარ თუ ვინცა
ხარ მანდ, რაც ხარ, სადაც ხარ! ჩემო იღბალო, ჩემო ბედის-
წერავ! წყალში გადავარდნილი მკვდარი ვიქნებოდი და
ნეტა, სად ნაპოვნი? ან ამ ჭალას რა დამართეს ასეთი უკუღ-
მართი. უდაბნოდ აქციეს და ჩაშლილ მიწად. ხო თვალწინ
გვეცლება, ჭამს და ჭამს რიონი, მარა ხელს ვინ ანძრევს?
თვალს არიდებენ მარტო. ასე იქნება, სანამ სახლამდე არ
მიწვდებათ შავი მორევი, სანამ მაგათ შვილებს არ წაი-
ღებს, თორე ერთი მარტოხელა ქალის წყალში გადავარ-
დნა რა არი? არც არაფერი. | ნაცარიც რო არავისი ხარ, ვინ-
მემ დაგიტიროს. ამათთვის კიდე მთავარია, დაჩუტული

29
ყვერები ქონდეთ თბილად შარვალსა და ანაფორაში, მუ-
ცელი ქონდეთ ამოყორილი, თავის ტანკივით მანქანებზე
გადაჯდნენ გასიებული, ორი ფეხის გადადგმა ნაბიჯი იმ
მანქანებით გაიგელვონ ამ ერთ გადაფსმა ქალაქში და მერე
ჰაერში მძიმე სუნი დატოვონ, თავისი მანქანის და მუც-
ლის ნაბოლქვის!
ეგ კაი, მარა მერე რაც ვქენი, ეგ რა იყო? რა გავაკეთე? ხო მე
გავიწიე მისკენ პირველი? მე გავიწიე. ტანმა გამწია. მარა
სუ ასე ვიყავი. სუ პატარა ბავშვობიდან ასე ვიყავი. ტანი
ცალკე გამირბოდა და თავი ცალკე. ახლა რაღა ვქნა? სა-
ფეთქლებში უფრო მიჭერს და ხურდას რო ვუბრენებ ვი-
ღაცა უცხო, ტუჩდაბერილ თევზს, ტელეფონი მიბზუის
და აგე, მისი ნომერიც მოჩანს, მესიჯი, ბატონო, ბოლოში
ორი ცხრიანით, ეგაა, ვაჟბატონი. სანამ ის თევზი ზოზი-
ნით გაეთრევა მაღახიიდან, მანამდე მესიჯს ჩავჩერები-
ვარ. ორი სიტყვა დაუწერია: ჩემო ეთერო?აი, დებილი! რო
გაჩერჩეტდებიან ამხელა კაცები! კაცის გაშტერებამ ასაკი
არ იცის. მარა კაი, ეს კაცია და მე რაღა ვქნა? უფრო მიჭერს
საფეთქელში, ახლა მე რა ვქნა??? არა, მაინც საიდან შემე-
ყარა ეს კაცი, ეს ტვინგაბნეული. პირველი დანახვიდან რო
მახსოვს. თავისი ბიჭი შეცვალა, თავისი შვილი. მაგიტომ
დამამახსოვრდა. კარგი ბიჭი იყო ის ბიჭი, პატიოსანი, შე-
უწუხებელი. მერე ეს მოვიდა. ეს მოვიდა და დამამახსოვ-
რდა. დისტრიბუტორები უფრო ბიჭები იყვნენ, ახალგაზ-
რდები. კი, უკვე ცოლიანები, უკვე წელში გაწყვეტილები,
იქით ცოლ-შვილითა და აქეთ ბანკის სესხებით, მარა
ახალგაზრდები. ცოტა ჯერ მაინც ცანცარები, მაინც მხი-
არულები. მარა ეს წესიერი ბიჭი იყო, არ ცანცარებდა. წელ-

30
გადაწყვეტილი იყო უკვე. აბა, ესპანეთში მშენებლობაზე
რამ გააქცია? თან არალეგალად, ასე არა თქვეს? ჰოდა, ამან,
მე ჩემი შვილის შემცვლელი ვარო, შემომცინა. ყურებიც
რო გაუწითლდა თან. კი გავდნენ, ისე, ერთმანეთს, ორივე
წვრილი იყო და თავზე თმიანი, ნიჩაბივით ჰქონდათ ორი-
ვეს ხელები. მეორე მოსვლაზე თან მიყურებდა, თან კიდე
ვერა. ცისანა იყო მაშინ ჩემთან და ეს ვინააო, მკითხა. ვინაა
და ახალი დისტრიბუტორიმეთქი და უი, გოგო, ხო, იმ ბი-
ჭის მამააო, თერჯოლელის, ბაბუაა შვილიშვილებისო, წე-
სიერი კაცია ესაო. მეხი კი დაგაყარე მაგ თავზე, მაგის ბა-
ბუობა რო აღარ გეთქვა-თქო, კი გავიფიქრე, მარა მერე, რო-
მელიღაცა მოსვლახე, როგორ მოეწყო ესპანეთში შენი ბი-
ჭი-თქო, აქეთ მე ვკითხე. ან რამ მომიყვანა ლაპარაკის ხა-
ლისზე, სუ დამუნჯებული რო ვარ და, კარგად, კარგადო,
დარცხვენილმა შემომცინა და მერე იმ თავის ფანრიან ნო-
კიაზე, ზუსტად ჩემნაირზე, ორი გაქოჩრილი ღლაპის ფო-
ტო მანახა, სუ უხარისხო. მარა ის გაქოჩრილი თავები და
პარტყუნა ყურები მაინც კარგად უჩანდათ. მამის და ბაბუ-
ის, საგვარეულო. აგე, ჩემი შვილიშვილები, ტყუპებიო, რა
ბიჭები არიან, აბა ნახეო. რა ვიცი, ერთი ყურებიანი, დიდ-
თვალება ბავშვები იყვნენ, მარა ყველას თავისი უყვარს და
უხარია, შენი ჭირიმე. დაქაჩული, დიდი თვალები, ალ-
ბათ, ქალების ქონდათ, ან ბებიის, ან დედის, მარა ეგ არ
იყო ჩემი საქმე. ეგ რა ჩემი საქმე იყო? არანაირი. ხო მანა-
ხებდა იმ ღლაპებს და მე კიდე თითქოს ტანი მეუბნებოდა,
რო ახლა ამას ჩემთან ახლოს დგომა უნდა და იმიტომ მიტ-
რიალებს ამ ტელეფონს ცხვირწინ-მეთქი. მე რო ტანი მე-
უბნება, ეგრე არი. მე ტანი რასაც მეუბნება, ეგაა სიმარ-

31
თლე! მარა იმ ღრანტისკენ რო მივიწევდი მაყვლის საკრე-
ფად, მაშინ რატო არაფერი მითხრა ამ ტანმა, ერთი? მარა
ჩვენი ტანები რო გაიწევდა ერთმანეთისკენ, ეგხო მანიშნა?
მისი ტანი ხო მაპოვნინა მაშინვე, იქვე? აბა, ბებერ კაცებს
არაფერი შეუძლიათო? არა, ბებერი კაცი რატოა? რამდე-
ნის ვარო, რა მითხრა ერთხელ? ორმოცდათხუთმეტი
წლისა ვარო. ორმოცდათხუთმეტი წლის კაცი რა ბებერია?
მაინც არაა ბებერი, გინდა შვილიშვილიც ყავდეს. ორმოც-
დათხუთმეტი წლის კაცი თუ ბებერია, მაშინ მეც ბებერი
ვარ, ეგრე გამოდის. მარა მე კაი შენახული ქალი ვარ, რატო
ვარ ბებერი? ქმარს არ გამოვუჭამივარ და შვილს და კაი შე-
ნახული რატო ვერ ვიქნები? ის ვერაა მთლად კაი შენახუ-
ლი. ნაოჭები აქ სახეზე, თვალებთან. კი, კაცური, მარა მა-
ინც ხო აქ ის ნაოჭები? მარა თმა რო აქ, ეგ აძლევს ბიჭურ
იერს. კიდე, გამხდარი როა. აბა, მელოტი იყოს, გასიებუ-
ლი? არა, არ არი ბებერი და არც მე ვარ ბებერი, მარა გვა-
ბებრებენ. ყველა ბებერია ამ ქვეყანაში ოცი წლის მერე. მა-
რა არ არი ეგრე. გული როგორ გაქ, მაგაზე არი. გულია
მთავარი. კაი გულის კაცია ეს, არაა ცუდი. ნეტა რას იზამ-
და, რიონს რო დავეხრჩვე? რო მოვიდოდა დაკეტილ მაღა-
ხიასთან, ეტყოდნენ, დაიხრჩო ეთერი, ბატონო, რიონმა წა-
იღოო. მოიბუზებოდა, გული მოეკუმშებოდა, ჩაუწყდებო-
და. ახლა მეც რო მეკუმშება გული? არადა, რა გახარებუ-
ლი შემოდის ხოლმე მაღაზიაში, სახე სუ უცინის, სუ უნა-
თებს. გეგონება, ფხვნილი და საპონი კი არა, ოქრო მოქონ-
დეს, იაგუნდი და თვალ-მარგალიტი. მარა ჩემი დანახვა
ხო უხარია. ხო უხარია? მეც მიხარია, მარა არ ვიმჩნევ, ან
რატო უნდა მემჩნეოდეს, რატო შევიმჩნიო? ახლა ის მიდ-

32
გება თვალწინ, ძუძუებს როგორ მილოკავს. არა, ეს რანაი-
რად მოხდა, რანაირად გავაკეთე? რანაირად ვენდე ამ უც-
ხო კაცს? რანაირად მომინდა ასე? რა დროს ეს იყო? აბა
დრელიო, ეთოს და მისნაირებს, შინაბერებს და ქალიშვი-
ლებს აწი დრელი თუ გაბურღავსო, თურმე იმ პირამომ-
პალმა ცისანას ქმარმა რო თქვა და დანარჩენმა პირამომ-
პალმა ცვედნებმა თურმე რო იცინეს, სუ არ ყოფილა დრე-
ლი საჭირო, ხედავ? ხო ხედავ? ან რაის დრელი? ისე შე-
მოსრიალდა და გასრიალდა, ვერაფერი გავიგე, არაფერი
მტკენია. სიამოვნება მქონდა, მეტი არაფერი. კაი, ხო, ახლა
ცოტა მტკივა ბოქვენთან შიგნით და ცოტა კიდე საფეთ-
ქელში მირტყამს, წნევა მაქ, ეგაა, მარა აბა, რაის ტკივილი?
აბა, ორმოცი წლის მერე აღარც ცხოვრება არი და აღარც
ტყნაურიო? ეგ რანაირად? მარა ბებერმა ფანდურზე დაკ-
ვრა ისწავლა, საიქიოში გამომადგებაო, ეგრეა, მგონია, ჩე-
მი საქმე! ეგრე მომივიდა, ეგრე მომდის და ახლა ეს წნევა
თუ არ გავიზომე, ნენოსთან თუ არ გავედი წნევის გასაზო-
მად, უკან მომრჩება ყველაფერი, ყლეც დაზედ ფანდუ-
რიც! მაღაზიის დასაკეტად ვემზადები და ამ დროს, გაღმა
უბნელი ნათელა, ეშმაკის ანასხლეტი, ვირუსის ბაცილა
შემოდის, ყველა სატანა ერთად უზის თვალებში, თან ვი-
თომ რაღაცის ყიდვა უნდა ამ დამპალს, თაროებს შორის
დაეხეტება, ხან თმის საღებავს შეავლო ხელი, ხან სამარ-
თებელს და ვითომც არაფერი, დახლებს იქიდან მომძახის
ქვეშ-ქვეშ: რა ქენი, ქალო, მოხუფე მაყვალი?

***

33
მამაჩემის დროინდელ ვალერიანსა ვსვამ, ლამის ყელი ჩა-
მიწვას. წნევა მქონია. მაღალი. ჩემთვის ძალიან მაღალიც.
ნენომ რო გამიზომა, მერე კაპტოპრილიც მომცა. რა გჭირ-
სო, კი მკითხა და მეც ვიფიქრე, ახლა ვეტყვი, ქალო, რიონ-
ში კინაღამ ჩავვარდი, კინაღამ დავიხრჩვე, კინაღამ მოვ-
კვდი-მეთქი, მარა დავიღალე-თქო, მარტო ეგ ვუთხარი.
ზაფხულში ბევრი ხალხი როა, ამდენი შედი და გადი, ამ-
დენი მძღოლი და დისტრიბუტორი, ამდენი ფხვნილი და
შამპუნი, ყელში მაქ, ეგ მღლის, აღარ შემიძლია-მეთქი. მა-
რა აღარც მოუსმენია, ფეხზე ძლივს იდგა თვითონაც. სა-
ავადმყოფოს ცვლიდან იყო ახალი მოსული, თვალები
ქონდა ჩაშავებული. ორ ინფარქტიანს და ერთ ჩხუბში
დაჭრილს ვედექი მთელი ღამე თავზეო. ეს ჩხუბში დაჭრი-
ლი ქუთაისიდან არი პოლიციას გამოქცეული და აგერ,
აქამდე მოვიდა და ჩვენთან, საავადმყოფოს კართან შესწუ-
ხებია გულიო. პოლიციას ჯერ ჩვენც არ ვუთხარით, მე რა
ვიცი, მთავარმა ექიმმა გადაწყვიტოს, რას იზამს, იმასაც
თავში ქვა უხლიაო. მერე ქმარ-შვილმა გამოსძახა სამზა-
რეულოდან, საჭმელი ვეღარ ჩამოესხათ თეფშზე ამის გა-
რეშე და მეც წამოვედი, ჩემ სიკვდილზე სადარდებლად იქ
ვისა სცხელოდა?
ეს ვალერიანის სუნი მამაჩემს მახსენებს, მამაჩემი კიდე –
ყველა მკვდარს, მარა ამის დრო ახლა არ არი. თან კიდე
ვხვდები, რო მშია, მთელი დღე ლუკმა პირში არ ჩამიდევს.
ყველს და პურს ვჭამ და ერთი სული მაქ, როდის მივეგდე-
ბი. მეხი აღარ არი, მარა ქარია და კიდე თავსხმას აპირებს.

34
ორი ნაბიჯი კია ჩემი სახლიდან მაღახიამდე, მარა კაია, ახ-
ლა მაინც რო გამოვასწარი, დროზე ადრე დავკეტე იქაუ-
რობა. ზაფხულის გუგუნიც აღარ ისმის, მარტო წვიმა და
ქარია გარეთ, ყველა სახლშია შეყუჟული. არც ბაყაყის ყი-
ყინი ისმის, არც ტელევიზორის ხმა მოდის მეზობლების-
გან, არც მანქანა მიდი-მოდის არსად, გგონია, ზაფხული
სუ აღარ არი. ოთახიდან ოთახში დავდივარ და ფანჯრებს
საგულდაგულოდ ვკეტავ, ქარმა შემოვარდნა იცის. მიწის
სუნი დგას, ნესტის. კიდე ძალიან იწვიმებს, ასე მგონია.
კაი ხანია ჩამობნელდა და ახლა რო დავიძინებ, მკვდარი-
ვით დავიძინებ, არც კი გავტოკდები. ხვალ დილით ჩიტი-
ვით ვიქნები, ხვალ დილით დავილაგებ თავში ყველა-
ფერს. ხვალ დილით თვიურიც მოვა, გავთავისუფლდები.
ეს ჩერჩერტი კაციც აღარ ჩანს, არც მიპასუხია და მივახ-
ვედრე ალბათ, რო ასე ჯობს, მესიჯობა და ცანცარი საჭი-
რო არ არი. არცერთს არ გვცალია, არ ვართ მოცლილი.იმას
კიდე ცალკე ცოლი, ცალკე შვილი და ცალკე შვილიშვი-
ლი. თავის თავს მიხედოს. მე თუ წავეტანე, წავეტანე, რა
ვქნა ახლა, რა გავაკეთო? ხდება ხანდახან. არც უარვყოფ,
ვინ უარყოფს, რო პირველი მე გავიწიე? ჩემს ტანს სიცოც-
ხლე უნდა, სიცოცხლე სწყურია! ისე შეეშინდა იმ ღრანტში
ჩავარდნის, რო ასე მიპასუხა, კაცს წაეტანა. ჰო, რა ვქნა ახ-
ლა?! ეგ არაფერი! ვერავინ გაიგებს ვერაფერს და მორჩება
ყველაფერი. ის თავის ტყავში დაეტევა და მე ჩემსაში. ასე
აჯობებს ყველასთვის, იმისთვის, ჩემთვის. არაა ეს ცუდი
კაცი, არც ცხოვრების ამრევია, ცოტა საწყალიც კი გეგონე-
ბა. თუ ვეტყვი და გავაგებინებ, რო საკუთარ ტყავში დარ-
ჩენა გვიჯობს, მერე კალაპოტში ჩადგება ყველაფერი. უც-

35
ხო კაცი როა, იმიტომ გამწია მისკენ სხეულმა. აქაურს არ
ვიზამდი, აქაურს, აბა, როგორ ვიზამდი?! ცოცხალმკვდა-
რიც რო გადავერჩინე, სუ რო სიცოცხლე ეჩუქებინა! მე ჩე-
მი გალავანი მაქ, ჩემით ხელდახელ აშენებული. ვერავინ
შემოვა, თუ მე არ ვქენი. აეგრე! ჩაი კი მინდა ამ ყველთან
და პურთან ერთად, მარა ჩაიდნის დადგმა მეზარება და
ისევ ჯობია, წყალი მივაყოლო.
პატიოსანი ქალი ხო ვარ ამათ თვალში, გაუთხოვარი, კა-
ცის არმიმკარებელი. ასე დავრჩები, ასეც უნდა იყოს. მე
თუ ჩემი დაგეგმილი, მშვიდი სიბერე მინდა, ეგეთიც უნ-
და იყოს ჩემი სიბერე. ვერა, ვერ გაიგებენ ვერც ვერაფერს!
ფრთხილად ვიქნები იმასთანაც, ამ სვავებთანაც. იმას ვეტ-
ყვი, რო ხანდახან ხდება, მერე რა, ახლა მშვიდობით დავი-
შალოთ. ისიც, თუ პატიოსანი კაცია, გაიგებს, მიხვდება.
იმას თავისი ტკივილი შეაწუხებს, ცოლი, შვილი, ზედ კი-
დე შვილიშვილი. თავის მოწონება და მატრაბაზობა არ
უნდა დაიწყოს, სიტყვა არ წაცდეს, ამას გავაფრთხილებ.
არ დამიჯერებს და კაი ჩიტსაც დაიჭერს ბიჭი! თუ არ იქ-
ნება ისე, როგორც მე მინდა, მოვიფრიალებ! ეგ შტერი კა-
ცი! თურმე რანაირი კოცნა სცოდნია? ან რანაირად იყო,
მოტყნაურე, თავდადებული! გახსენებაა და ამეძაგრება
ახლა ეს ტანი, მარა ამის დრო არი?! მერე აღარ დამეძინება,
ამომვარდება გული საგულიდან. რო ვერ მოვასწარი, თვა-
ლი შემევლო, რანაირი ბიჭია ეს ვაჟბატონი. ამას ყლეც არ
აქ ნანახიო, რეებსა ვყვებითო, ცისანა რო გადაბჟირდებო-
და ჩემზე, გამომთვრალი. ყლე კი მქონდა ნანახი, რამდე-
ნიც გინდა! ჩემი სტუდენტობის დროს იმ მიგდებულ პარ-
კში რო უნდა გამეარა

36
და გამომეარა, თითქმის ყოველდღე, მნძრეველი კაცის მე-
ტი, აბა, იქ რა იყო? მარა ხმას არ ვიღებდი. ბარემ ყლით
მეცნო
ყველა მნძრეველი. ფუ! ფუ, რაზიზღი მქონდა, რა გულის-
რევა! არც მეშინოდა, არაფერი, ზიზღი მქონდა და გულის-
რევა! დაკიდებული, მომჩვარული ხორცის ვის ეშინია?
ვის ეშინია ინდაურის ჩიჩახვის, ერთი მითხარი?! თვალ-
წინ რო დამიდგებოდა, ვეღარცა ვჭამდი! ნეტა ამას როგო-
რი ქონდა? დაკიდებული ამასაც ექნებოდა ჩიჩახვივით,
რატომაც არა? მარა ქალებს ის სიცხე და სიმაგრე აგიჟებს,
ეტყობა, მეც რო გამაგიჟა. აბა, ჩიჩახვში რა სიამეა, რა სილა-
მახე?
აჰა, მოდის უკვე თქეში და ლამისაა, მთელი სახლი ამიჭ-
რიალდეს. ჩემი ძველი ხის სახლი, ჩემი სავანე. რამდენ-
ჯერ ვიფიქრე გარემონტება. გადავიფიქრე. ხის როა, მეის
მიყვარს, თავის სუნი აქ. რო ჭრიალებს, ეგეც მიყვარს და
ღამით მწერი რო ღრლნის, ეგეც მამშვიდებს. ეგ მწერი რო
ღრღნის, ასე მგონია, მე თვითონა ვარ მარადისობა, სუ ვიქ-
ნები, კარგად ვიქნები. რვა წლის ვიყავი, ეგრე რო ღრღნი-
და და ორმოცდარვის ვარ და კიდე ეგრე ღრღნის. დილით
ხანდახან მტვერს დამიტოვებს. ოქროსფერია, ნამქერი-
ვით, მარა ეგ მტვერიც მსიამოვნებს. ბავშვობაში ხელს გა-
ვურევდი ხოლმე შიგნით, ისეთი რბილი და სრიალა იყო.
მერე ჩემი პატარა ხელის ანაბეჭდით ვერთობოდი, ვმხი-
არულობდი. ხელს ახლაც ჩავყოფ ხოლმე, მარა მერე სვე-
ლი ტილოთი მივდგები, გადავწმინდავ.

37
აგე, ჩემი საწოლიც, მივეგდები ახლა და დავიძინებ. ზაფ-
ხულში რო ერთ ფანჯარასთან მივდგამ, ზამთარში მე-
ორესთან გადავდგამ და სუ ტკბილად მძინავს. როგორც
ძუძუს გოვს, ისე მძინავს. აქედან ხო კაკლის ხე მოჩანს,
ზაფხულის ფანჯრიდან, იმის ფოთლებში უკეთესად ის-
მის ქარი და წვიმა. მეხი კია საშიში, მარა ხეს თუ დაეცა, არ
დამეცემა, მაინც მშვიდად · ვარ. კარგად მეძინება მის შრი-
ალშიც, წვიმაშიც, მეხშიც და ქარიშხალშიც. ზამთარში კი-
დე მეორე მხარეს გადავაჩოჩებ, ეგაა ჩემი ზამთრის ფანჯა-
რა და იმ ფანჯრიდან ნენოს სახლი ჩანს, სახლი კი არა, უფ-
რო სახურავი, კრამიტიანი, ზედ საკვამურით. დომნას
ქონდა ასეთი კრამიტი, იმის ყურება სუ მიხარია. სახლიც
რო ჭრიალებს ქარის ქროლისას, ეგეც მსიამოვნებს. ზედა
სართული ჭრიალებს და ისე ჭრიალებს, გეგონება, ვიღაცა
დადის. გეგონება, მამაჩემია. გეგონება, მისი ნაბიჯია,
ფრთხილი, მოზომილი. ჩემი ძმისა არ არი, ეგზუსტად ვი-
ცი. ეგ მძიმედ დადიოდა, ფართო ნაბიჯებით. ეგ მამაჩემი
დადის ზედა სართულზე. იქნება და, დედაჩემიც დადის
ხანდახან. მარა დედაჩემის ნაბიჯს მე ვერ ვცნობ. ალბათ,
ჩემი ნაბიჯებია დედაჩემის ნაბიჯები.

რო მომივა, უფრო მეტი მძინავს და სახე მაქ სუ დასიებუ-


ლი. მე იმას ვფიქრობ, რო აღარ მექნება, რა თავისუფალი
ვიქნები, სუ გათავისუფლებული. ერთი-ორი წელი კიდე,

38
მერე ალბათ ამერევა და მერე შემიწყდება. ნენომ ასე თქვა,
ასე არიო. ახლა ეს ამას ექიმებისგან ესმის, თორე თვითონ
რაიცის, ერთი ექთანია, ცარიელთავა. ნემსსაც ისე მწარედ
აკეთებს, ცრემლს დაგაღვრევინებს. ცისანამაც, ეგრე არიო,
აგერევა და მერეო, უცებ არ იცის შეწყვეტაო, შეწყვეტა კი
არა, პირიქით, შეიძლება დენაც გქონდესო. პროფესორები.
წყალწყალა ყავას ვსვამდით ამ განხაფხულზე ცისანასთან,
რაღაცა გაზხეპილ, მორჩენილ ტორტზე, მის ბიჭს ქონდა
წინა დღეს დაბადების დღე. სალაპარაკო აღარაფერი იყო
და დედამთილები გაიხსენეს. რო, აი, ჩემი ხო ალქაჯი იყო,
კლიმაქსიანიო, ნენომ, ჩემიც ალქაჯი და კლიმაქსიანიო,
ცისანამ, ალი რო დაუვლიდა, ფანჯრებს დააღებდა, გა-
მოგვყინავდა სუყველას, მე ფეხმძიმე ვიყავი და შარდის
ბუშტის ანთება მაგის ღია ფანჯარამ დამმართა, კინაღამ
მოვკვდიო. ნენომ კიდე, გველმა, ჰა, გოგო, ცოტაც და აგერ,
ჩვენ ეთოს დაუვლის კაი ლამაზი, ცხელი ალებიო და აჭიხ-
ვინდნენ ორივე. ერთიც ათი წლითაა ჩემზე უმცროსი და
მეორეც, ორივე უფრო ახალგაზრდები, მარა ერთად რო
ვიდგეთ, ტოლებად ვჩანვართ და მე კიდე ამათზე უმცრო-
სად შეიძლება მიმიღოს ვინმემ. ეთო, შენ რო გამხდარი
იყო, მთლად გოგო იქნებოდიო, შორენამ, ერთხელ, მაღა-
ზიაში შემოსულმა შემომცინა, ვითომ კითხავდა ვინმე რა-
მეს, მარა ეგხო ეგრეა, ყველაფერზე კომენტარი უნდა გა-
აკეთოს, თავისი ახრი გამოთქვას. რაღაცა უფროსი მასწავ-
ლებლის სტატუსი პირველმა აიღო რაიონში და დაგვაჭამა
იმის მერე ყურები, ინტელიგენცია ვარო, ქალაქის ტვინი
ვარ და ხერხემალიო, აი, აქეთ ვაჟა-ფშაველა და იქეთ რუს-
თველიო, კიდე რაღაცა სახელები, ცოცხლების, უცხო, ვერ

39
დავიმახსოვრე. აი, როგორი ტანნარნარა ქალი უნდა იყო
შენო, როგორები იყვნენ შენი ძმა და მამაშენი, ალვის ხესა-
ვით აშხვართულები, აბა დედაშენი მე არ მახსოვსო. რა-
ნაირად ემახსოვრებოდა დედაჩემი, სამი წლითაა ჩემზე
უფროსი.ის კი მინდოდა მეთქვა, მამიდაჩემი რატო და-
ივიწყე, ეგ ხო გახსოვსთქო, მარა ხმა არ ამომიღია, თავი არ
მქონდა. ეგ ტრაკი როგორ გაისიეო, ზარბაზანივით და
მანდ კი ავფეთქდი. თუ გავისიე, ლამახად გავისიე -მეთქი,
ეგრე ვუთხარი, მოვაკეტინე. თვითონ ტრაკჩავარდნილი
ქალია ერთი, არამკითხე მოამბე. ღარიბი კაცის მოსაკით-
ხივით კიდია ის უკანალი. ან, ნეტა, რატო არ ვიქნები ამათ-
ზე ლამახად, შვილი მე არა მჭამს და ქმარი, თავში ჭაღარა
მე არ მაქ, პირში ყველა კბილი მიელავს და ძუძუ არა მაქ
ჩამოწელილი. კი დამიმძიმდა, მარა არ დამწელვია, არა
მკიდია. ამათი ტანები კიდე სუ მოშლილია გარმონივით
შვილოსნობისგან, ჩამორღვეული. მარა მაგას ვერ ეტყვი.
ეტყვი და იუკადრისებს. მე დედა ვარო, თუ ტანი აღარ მაქ
და გარმონივით მაქ, ჩემ შვილს და მონაგარს შევწირე ჩემი
წნელივით ტანიო, ან ეს რა სახსენებელი არი, შვილებს
ვუზრდი სამშობლოსაო, მინდვრის თაგვივით არ ვარ დაგ-
დებულიო. მინდვრის თაგვი მე ვარ, რა თქმა უნდა. ამი-
ტომ ისე ვშვები, ხმას არ ვიღებ, მერე ეს რო არ ვათქმევინო,
რო, აი მინდვრის თაგვი ხარ, ეთო, მინდვრის თაგვი ვაძა-
ხებინო. მინდვრის თაგვი, ვიცი, რო ვარ და იქნება კიდეც
მსიამოვნებს მინდვრის თაგვობა. ჩემ თავს თუ დავგუძა-
ხებ, შე მინდვრის თაგვო-თქო, ეგ არაფერი, მარა ამათ არ
მინდა ვაძახებინო. რატო უნდა ვაძახებინო? თავისი ტი-
ლიანი შვილებით ისე გაგეფხორებიან, ისე უპირატესად

40
გრძნობენ თავს, გეგონება, მართლა სამშობლოს ვაჟკაცს
უზრდიდნენ. მაგათმა მზემ! ცისანას ტლუ ბიჭს ნასკი ვერ
ჩაუცვამს თავისით, დედამისმა უნდა მიაწოდოს ხელში,
რო ჩაიცვას.
კაი, დამივლის და დამივლის ეგ ალი, მერე რა-თქო, და მე-
რე ისაო, ძაან არ გაგვიწუნკლდე მერეო, ცისანამ. შენთან
როდის მიწუნკლია, ქალო-თქო და ნენო დაეთანხმა, წუნ-
კალი კი არა, სამართლიანია ჩვენი ეთერი, და წუნკალიც
კიდე იმასთან არი, ვინც იმსახურებსო. ნენომ იცის ხანდა-
ხან კაი თქმა, ცისანაა უფრო ენაგამრუდებული. ალი
ალად, მერე რა, კი გავუძლებ როგორმე, რამე უფრო უარე-
სი არ მოქონდეს ამ კლიმაქსებს, მარა რა უნდა ქონდეს? რა
უნდა იყოს ალზე უარესი? კლიმაქსიანი კაცი იკლავს
თავს, ქალი კი არა. მე ასე ვიცი. ქალს ერთი ალი დაუვლის
და თვიური გაუშრება. მარა კაი რა არი, იცი? მარტო რო
ვარ, ჩემთვის განმარტოებული. დამივლის ალი და გავა-
ღებ ფანჯარას, გადამივლის და დავკეტავ, დამივლის და
გავაღებ, გინდა სახლში, გინდა კარში და გინდა მაღახი-
აში, ჩემი ტერიტორიაა სამივე. ვინ რას მეტყვის? კიდე
თურმე გასუქება იცის და ბევრი ჭამაო, ცისანამ. ჩემი დე-
დამთილი რო მიგეშვა, ერთ ქვაბ.ჩანახს შეჭამდაო. ამაზეც
ხმა არ გავიღე, ასე მერჩივნა. ქალო, ჭამე ტორტიო, იქვე
მითხრა, ჯერ ხო არ გაქ კლიმაქსი, ნუ გეშინია, არ გასივდე-
ბიო. დებილი ეგა. კლიმაქსის სუ არ მეშინია, აი, ის გახინ-
თლული ტორტის ნარჩენი არ გადამდიოდა პირში. გასუ-
ქებაც არ იყო დიდი თავსატეხი, მარა ამას როგორ ვიტყო-
დი. მაღახიის მერე არეულ-დარეულ ჭამას მივეჩვიე, ერთ
დღეს აღარცერთი კაბა რო აღარ ჩამეტია, მერე სარკეში ჩა-

41
ხედვისაც შემეშინდა, ისე ვგავდი ქეთოს, მამიდაჩემს. ჰო-
და, ჩემ თავს შევუძახე, აბა-მეთქი, ეთერ, თუ არ გინდა, იმ
საძულველ, ბოროტ ქალად იქცე, მაგას უყურო მთელი
ცხოვრება სარკეში, ღორივით აღარ უნდა ჭამო-მეთქი. ჰო-
და, ასე ვქენი, რო დილით ჭამა დავიწყე, მაღაზიაში გას-
ვლამდე. მანამდე დილით არა ვჭამდი და მერე მივასკდე-
ბოდი ღამით, ზომა აღარ ვიცოდი და წონა, ყველაფერს
ვჭამდი, რაც ხელში მომხვდებოდა, ყველაფერს პირში ვიყ-
რიდი. ხანდახან ისე იყო, რო არ მშიოდა და მაინცა ვჭამ-
დი. მერე ცუდადაც მეძინა, არც სიზმარი მქონდა და არც
მოსვენება. ერთხელაც, ქეთომ რო შემომხედა სარკიდან,
მეთქი, მეტი ასე აღარ შეიძლება და ისე ვქენი, რო დილით
ჭამა დავიწყე. ვისაუზმებ და მერე პირველის ნახევრიდან
პირველამდე გავდივარ სახლში და მაშინა ვჭამ. მაგ დროს
სწავლისას დიდი დასვენებაც მოლეულია და არც ბავშვი
და არც დიდი, აღარავინ შემოვა მაღაზიაში. მერე ექვსის
ნახევრიდან ექვსამდე გადავიპარები და ორივეჯერ წინას-
წარ გამზადებულს ვჭამ. წინასწარ გამზადებულს რა, ერთ
ქვაბ სუპს სამი დღეცა ვჭამ, ხანდახან ოთხიც, დასვენებუ-
ლი ვარ კეთებისგან ის სამი-ოთხი დღე. ჩემი წესი მაქ, სარ-
გო კაბასავით მშვენივრად მორგებული. ერთი ეგ არი,
თერჯოლაში რო დავჯდები, იმ ლამაზ კაფეში, ორ დიდ
ნაჭერ ნაპოლეონს ჩავნთქავ, თან ისე, თვალს არ დავახამ-
ხამებ. მამიდაჩემის შვიდი ლანდი რო დამადგეს თავზე
ერთდროულად, მაინცა ვჭამ და რძიან ყავას ზედ დავაყო-
ლებ, ცხელს და ქაფქაფას. ძუძუებზე ნაფშხვენები რო და-
მეყრება, იმასაცა ვჭამ. მესამე ნაჭერს შევაფუთინებ კიდე
ლამახად და სახლში მომაქ. რო მოვიტან, სუ

42
აზინთულია, მარა მაგასაც ისე ვჭამ ჩაიზე, რო კიდევაც
ვკვნესი სიამისაგან.

***

დღეს შაბათია, ბაზრის დღე, თან ზაფხული და შემიძლია


სამ საათამდე არ გავაღო მაღაზია. დღეს ყველა ბაზარშია
ისედაც და მაღაზიაში მერე, ოთხი-ხუთი საათიდან იციან
შემობორი ალება. ბაზარში თუ რამის ყიდვა დაავიწყდათ,
ან ის მოვა, ან შუადღეზე გაღვიძებული, მჩატე ახალგაზ-
რდა. მაგათ ხო სამ და ოთხ საათამდე სძინავთ. ზაფხულია
მაინც, ცხოვრება კიდე ისედაც მაგათია, ახალგაზრდების.
კაი ისაა, რო მეც ძაან კარგად შემიძლია დღეს საწოლში
კოტრიალი. თან რა ქუდბედიანად დაემთხვა, თან თვი-
ური, თან შაბათი. მიდი, ეთერ, იკოტრიალე, ზედ საწოლ-
ში ჭამე, ერთხელ წაუძინე კიდევაც და მერე იქნები სუ
მთლად დასვენებული, ისე იქნები, როგორც ჩიტი გახაფ-
ხულის დილაზე. ახლა ეს მტვრის სუნი კი მაწუხებს ცოტა,
სუ ცხვირში მცემს ჩემი სახლის მტვრის სუნი, ჩემ ოთახში
დალექილის, ფენა-ფენად, ღრუბელივით. ამ ჩემ ოთახს
თითქმის არ ვალაგებ, ტილოს მარტო მაშინ თუ გავუსვამ,
საწოლს რო გადავდგამ ერთი ფანჯრიდან მეორისაკენ. ისე
კი სუ მტვრიანია აქაურობა, არეულ-დარეული. აქ მაინც
ვერავინ შემოყოფს ცხვირს და თუკი შემოყოფს, ეგეც ან ცი-
სანა იქნება, ან კიდე ნენო. აბა, სხვა ჩემთან ვინ მოვა? გარე
ადგილები სუ წკრიალა მაქ. აბა, მეხობელს ხო არ ალაპარა-
კებ სიბინძურეზე? მეზობელი არაფერზე არ უნდა ალაპა-

43
რაკო, ქეთომ ჩამიდო ეს ტვინში. ჩამიდო კი არა, ჩამიტენა.
იმის შეგონება იყო ეგ, ქალბატონის. დღე და ღამე ლოცვა-
სავით მიმეორებდა. ჰოდა, ქეთოს ლოცვა კი გაწვდა წინა
ოთახებს, მარა ჩემ ოთახში მე ვარ დედოფალი. ეს მტვრის
სუნი მაინც თვიურისას მაწუხებს მარტო, მარტო მაშინ
ვგგრძნობ ზედმეტად ყველა სუნს. ახლა იმას ვფიქრობ,
ტილო ხო არ გამოვუსვა ერთი, ისე, ზერელედ, ქეთოს ავ-
სული ლანდი ცოტათი გავახარო, მარა თან მეზარება, თან
ძილი მირჩევნია და დასვენება.
არა, შემოსასვლელი და დიდი ოთახი ხო წკრიალა მაქ?
უცხო თვალი სუფთას ხედავს, მარა ახლა რას ვფიქრობ,
იცი? რიონს რო წავეტანე, ხო შემოვიდოდნენ აქაც, ყველა
ოთახში შევიდოდნენ, დაივლიდნენ. ამ ოთახში კიდე პირ-
ველ რიგში შემოყოფდნენ ცხვირს. ხო იტყოდნენ, დედა,
ქალო, ეთერი თურმე მარტო ჩვენი თვალის ასახვევად ყო-
ფილა სუფთაო? ხო იტყოდნენ? მართალიც იქნებოდნენ,
მარა მე ხო მაქ ჩემი საპატიო მიზეზი, იმას ვალაგებდე, რა-
საც მინდა და როცა მინდა.
აგე, ახლა მორჩენილ მურაბას წყალს გავურევ, მაგასაც ჩა-
ვიცლი პირში და საწოლშიც შევგორდები, ორპირს დავ-
ტოვებ, დღეს ძაან დაცხება და ისაა, რო უნდა შევგორდე,
რო ტელეფონი რეკავს და ბოლოში ორი ცხრიანია ეშმას
ყურებივით გამოკვანძული.
ეთერო, ცოტა ხმა აქ დაკარგული. დაკარგული კი არა, გაწ-
ვრილებული, გასაწყლებული. ხოო, გული მიფრთხიალე-
ბს. როგორა ხარ, გოგო? იმასაც უფრთხიალებს, ზუსტად
ვიცი, იცი, როგორ ვარ დარწმუნებული? კარგად, შენა? მე

44
ვითომ არაფერი, ვითომ უცხოა, უადგილოდ დამრეკავი,
მარა ეს მურაბიანი წყალი გულზე მადგება. ეთერო, დავი-
ლაპარაკოთ მე და შენ. სალაპარაკო არი. ახლა ვერა, ხმას
უდაბლებს, მარა მერე დავილაპარაკოთ. დავილაპარა-
კოთ, ჰო, უნდა დავილაპარაკოთ, თავიდანვე გავარკვიოთ
გასარკვევი. გავარკვიოთ და დავალაგოთ. შენ შენი თქვი,
მე ჩემსას ვიტყვი. მოვიფიქროთ, რა უნდა ვქნათ, როგორ
ვიყოთ, რომელ კედელს ვახალოთ თავი. ეთერო, აქა ხარ,
გოგო? ჩუმად რადა ხარ? ახლა თითქოს უფრო მიყუჩდა.
ჰოუ, აქა ვარ, აბა სად ვიქნები? მეც უნდა ვუთხრა ბარემ აქ-
ვე ჩემი სათქმელი. მთავარი სათქმელი, ახლავე გასარკვე-
ვი. იქით კვირას მიწევს, სამშაბათს, მანდ მოსვლა და ისე
ვქნათ, რო დავილაპარაკოთ, ახლა სიხარული უელავს ხმა-
ში, კიდე გინდა რამე? ჟელე? ფხვნილები? ახლა მთლად
გახარებულია, ჩუმად რო ვარ, რო ვეთანხმები. თითქოს
უარს ელოდა და ახლა ისე გავახარე, გეგონება, ისე უცაბე-
დად, რო ამის სიხარულს საზღვარი აღარ აქ. არაფერი, ისე
მოდი, ვითომ მაგის საკითხავად მოდი. არა, მართლა უხა-
რია, მართლა არი გახარებული. იმ დიდ მარკეტში დავტო-
ვებ რაღაცეებს და შემოგივლი. ჰე, ეთერ, უთხარ, ქალო,
დროზე სათქმელი, თორე სადაცაა გათიშა ტელეფონი!
ისა, მომისმინე აქით, ხმა მეცვლება, მეხრინწება, არსად
არაფერი წამოგცდეს, ბიჭო, არსად არაფერი დაიტრაბახო,
თორე... ეგრე! მკაცრად უნდა ვუთხრა, აბა! ისე ვუთხრა,
ახლავე იცოდეს, რა და როგორ, თავის ადგილი. ახლავე
იცოდეს, არაფერი შეეშალოს! რას ამბობ, ეთერო, აგე, წამ-
ში შეეცვალა ხმა დატუქსული ბავშვივით, მაგას როგორ
ვიზამ? ეგ რა, ეგ ტრაბახი მე მაწყობს, გგონია? ჰოდა, ძაან

45
კაი, თუ არ გაწყობს, პირში წყალს ჩაიგუბებ და ეგრე იქნე-
ბი! კაი, კაი, კარგად იყავი, კაი ქვის გული მაქ მეც, როცა
მომინდება. კარგად იყავი, ეთერო, ნაწყენი კია, მარა თით-
ქოს მაინც ენანება, ზარი გამითიშოს. ისევ მე ვუთიშავ და
თითქოს ვმშვიდდები. ვმშვიდდები კი არა, ახლა სიხარუ-
ლით გული მიფრთხიალებს. მეც კარგად მაქ ტვინი
არეული. ისე მიფრთხიალებს ეს გული, რო უცებ მშივდე-
ბა, მარა მშიერი არ ვარ, არა ვარ. აგე, უკვე, თან ჩავწოლილ-
ვარ ლაპარაკისას და თან საბანი დამიხურავს, თან ისე, ვერ
გამიგია და ახლა ადგომას ისევ წოლა სჯობს, გაუნძრევ-
ლობა. ახლა რო ავდგე, ვიცი, გამოვსკდები და, კაი ბატო-
ნო, მოვიდეს სამშაბათს. პარასკევს უნდა მოსულიყო, მარა
მოვიდეს სამშაბათს და ვნახოთ ერთი, რას მეტყვის ვაჟბა-
ტონი, როგორ იქნება. ახლა მისი ტანის ცხელება კი თით-
ქოს მახსენდება და მეც მაცხელებს, კაი არი ტანის ცხელე-
ბა, თავის ცხელება რო არ მოყვებოდეს მარტოხელა ქალის-
თვის, მარა დამალულად უნდა ვიყო, მე ამას ვეტყვი. აი,
ისე უნდა ვიყოთ, რო ვერავინ გაიგოს ვერაფერი, ან ამას
ვეტყვი, ან იმას ვეტყვი, რო გავეშვათ. თავი დამანებოს.
თავი დამანებოს? თავი დამანებოს, ეგ ვუთხრა? ეგრე
ჯობს? რა მჭირს, რატო მებჯინება ყელში ეს წყალი?

***

აღარ დამეძინა და ცოტა ადრე გამოვედი მაღახიაში. ჯერ


ორპირი გავაკეთე, გავანიავე. მერე ვინტილატორი ჩავ-
რთე, იქვე მივიდგი. კარგად ცხელა დღეს და მე კიდე ცალ-

46
კე მცხელა, ეს თვიური ცალკე მაცხელებს. უსიამოდ ვარ.
არ მინდა, მარა იმ შტერ კაცზე მეფიქრება. რა იქნება და
როგორ? კაი, დამალვით ვიქნებით, მარა სანამდე? დამალ-
ვით დიდხანს ვინ ყოფილა? რო გაიგებენ, მერე? ეს ჩემი ნა-
შენები გალავანი ხუხულასავით ჩამომეშლება, თავზე და-
მემხობა. ქალი თვრამეტისაც გაილანძღები, ოცდარვისაც
და ორმოცდარვისაც. ასე არ არი? მე გავილანძღები, თორე
ის რა? იმას, დიდი-დიდი, ცოლმა და რძალმა თავზე ქოქო-
ლა დააყაროს, თავის ძმაბიჭებისგან იქნებ მხარზე ხელიც
დაიკრას, ბიჭო, შენ ვინ ყოფილხარო, და მე? მე ნენომ და
ცისანამ კიდეც ამომიძულონ, სახლში აღარ შემიშვან, ჩემ-
თანაც აღარ შემოვიდნენ. ეგ კი არა, მაღახიაშიც რო არავინ
შემოვიდეს, არავინ არაფერი აღარ იყიდოს? მერე მე რა
ვქნა? მართლა მარტოობაში ამომხდეს სული, სუ ზურ-
გშექცეულს? ლამის სიცივემ მთელ ტანში დამიაროს, არა-
და, ცხელა, ისე ცხელა და ისეთი დახუთულია, სუნთქვაც
კი მიჭირს. არა, უნდა ვუთხრა, რო თავი დამანებოს. უნდა
ვუთხრა, რო, აი, იმ დღეს, შენ მოსვლამდე, ვაჟბატონო, რი-
ონს კინაღამ გავყევი, კინაღამ მოვკვდი, და შენ რო მოხვე-
დი, გული საგულეს აღარ მქონდა, აღარ ვიყავი. რას ვაკე-
თებდი, თვითონ არ ვიცი. რატო გეხვეოდი, რატო გეკონე-
ბოდი. რაც მოხდა, სიზმარი იყო, არაფერი იყო, სუ არაფე-
რი, აწი აღარც არაფერი იქნება და ეგ არაფერიც მორჩეს
ჩვენ შორის. მორჩეს, დამთავრდეს!
ეს ხალხი შემოდის და გადის, დასიცხული დაბორიალებს,
არჩევს, მეკითხება, ყიდულობს. რაღაცას მეკითხება და მე-
ცა ვპასუხობ. სუ რაღაცა აქვთ სათქმელი, რაღაცა მოსაყო-
ლი და მეც ვუსმენ უცნობს თუ ნაცნობს, მეცა ვპასუხობ,

47
მარა თითქოს ორი ვარ, ერთი იმათთან და ერთი კიდევ
სადღაცა იქვე, დახაფრული და შეშინებული, გაციებული
ელდა-შიშისაგან. ამ დროს ისე ცხელა, ოფლი ღვარად ჩა-
მომდის და ვინტილატორიც არაფერს შვება, ტყუილად
ტრიალებს.
არაა ეს ცუდი კაცი, რო ვეტყვი, დამიჯერებს, შეიგნებს,
იმისთვისაც ხო ასე ჯობია? იქნება ისიც ვუთხრა, აქ აღარ
მოვიდეს, სხვა ვინმე მოვიდეს ამის მაგივრად? იქნება სუ
შევცვალო დისტრიბუცია? სარეცხის ფხვნილის და საპნის
კაცი, რა, დაილია? ვინმეს სხვას ვნახავ, სხვას ვიპოვნი. კი
გაძნელდება, მარა რაღაც უნდა ვქნა. ნეტა, რა ჭირად ჩა-
ანაცვლა ის თავის შვილი? რა ჩემ თავში საცემად წავიდა
ის ბიჭი დასაკარგავში? მოდიოდა და მიდიოდა წესიერად.
არც ის მიყურებდაზედ, მეც არ ვუყურებდი. ან ამ ბებერ
კაცს რად უნდოდა მაღაზიებში თრევა-წანწალი? ღმერთო,
როგორ მიჭერს ყელში, როგორ მერევა ფორიაქი! მარა ახ-
ლა რა არი, იცი? ახლა უნდა დავმშვიდდე, სიმშვიდე მო-
ვიკრიბო! ზედმეტი ფორიაქი ყველაფერსა ვნებს. მე, პირ-
ველ რიგში! ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა. გუ-
ლის წინსწრებით გახეთქვა რას მომიტანს მართლა გულის
ტყუილად გახეთქვის გარდა? არაფერს. რაღაც იქნება, რა-
ღაცას ვიზამ და მოვაგვარებ.
კი, მარა ამ მაღახიაში დღეები წამებივით გარბის და ახლა
რატოა წამი ერთი დღე? მართლა რა უნდა ამ ბებერ კაცს
მაღაზიებში? წავიდეს, დაიკარგოს! დისტრიბუტორი
ახალგაზრდაა და თუ ეარშიყება, ახალგახრდა გოგოს ეარ-
შიყება. ოცდახუთი წლის ბიჭს, აბა, ჩემთან რა უნდა?

48
ახალგაზრდა კაცის თვალისთვის მე აღარცა ვარ, აღარ
ვარსებობ. ახალგახრდა კაცის თვალისთვის ქალი ორმო-
ცის მერე სუ აღარ არი. ქალსაც გააჩნია, მარა არ არი. კაცსაც
გააჩნია, ზოგი კაცი მანიაკია! და თუ არი მანიაკი, ახალ-
გაზრდობიდანვე არი, აი, ისეთი, ბებერი ქალები რო უყ-
ვარს, რო ამჩნევს ბებერ ქალებს, უყურებს. მარა მე ეგეთი
არავინ შემხვედრია, სოლიკოს გარდა, არცერთი დისტრი-
ბუტორი, მარა სოლიკო სკოლაშიც ეგეთი იყო. პატარა ბი-
ჭებისთვის კედელი ვარ, ამ მაღაზიის, გაციებული თვალე-
ბით შემომყურებენ. ერთმა-ორმა დეიდაც დამიძახა, სო-
ლიკო კიდე ბებერ მასწავლებლებს უყურებდა თეძოებზე.
ბებერს რა, ჩემი ხნისას, მარა სკოლაში ორმოცდარვა წლის
და ორმოცდაათის ხოა ბებერი? არი. მეხი დაეცეს თავზე
სოლიკოსაც და ყველა დისტრიბუტორს, მარა დეიდა რო
პირველად დამიძახა, ჩემი კლასელის, მადონას გაპურ-
ჭყვნილმა შვილმა, მაშინ დამეცა თავზარი და რამდენის
ვიყავი? ოცდაათის, ოცდაცამეტის. მაღაზია ახალი გახსნი-
ლი მქონდა. სალარო აპარატთან მიმაცივდა იქვე ხელები.
ეთერი დეიდა, დედაჩემმა თმის საღებავზე გამომგხზავ-
ნაო. ახლაც მახსოვს, რომელი საღებავი უნდოდა იმ შტერ
მადონას, იმის მერე ათჯერ შეიცვალა თავზე თმის ფერი.
მაშინ ბორდოსფერი ედო, რაღაცა უგვანი ლაპლაპით, და
კი იყო მადონა ჩემი კლასელი, წინა განაპირა მერხზე იჯ-
და სუ, მარა კი ყავდა უკვე ათი წლის შვილი და რა, დედა-
მისი თუ ჩემი კლასელი იყო, აღარ ვიყავი იმ ღლაპის დე-
იდა? მაშინ ვიფიქრე პირველად, დედა, როგორ გადის-
მეთქი დრო ამ დასაწავავ, მიკარგულ ქალაქში, მარა რა
არი, იცი? ამ დასაწვავ, მიკარგულ ქალაქებში უფრო გადის

49
დრო, თუ მკითხავ. კი არ გადის, თან თითქოს დგას და თან
კიდე გადის. გახაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთა-
რი, ყველა ერთნაირია. დრო დგას და შენ კიდე მიდიხარ
სადღაც, ჯანდაბისაკენ, მიერეკები. თან ისე, რო ვერც იგებ,
ვერა გრძნობ, არ გესმის. ასე, როგორც მე ვერ გავიგე და მა-
დონას შვილი კი არი ახლა ოცდახუთის და თვითონა ყავს
შვილები კალთას გამობმული. დეიდა კი არა, რატო ბებია
აღარ ვარ ზოგიერთისთვის. ჰოდა, დეიდა როცა ხარ, მორ-
ჩა, იწყება შენი დაღმასვლა. რაც მეტს გეძახიან და რაც
დიდხანს, მით უარესი. ორმოცის მერე მარტო ბებერი კა-
ცის თვალისთვისა ხარ ან სოლიკოსთვის. დიდი-დიდი,
ბებერმა და სოლიკოსნაირმა გამოგაყოლოს ბებრულად
თვალი, დამშეული. თერჯოლაში რობის ბებერი კაცი, მა-
გალითად, ჩემი ყავის ფულს რო იხდის ხანდახან, დაბარე-
ბულივით რო ამოიზრდება იმ კაფეში, რო ჩამოჯდება და
მიყურებს, ჩემ გემოზე ნაპოლეონის ჭამას რო არ დამაც-
ლის. რა ქვია, ისიც არ ვიცი. კაფეს გოგომ, ქვრივია და
ცოლს ეძებსო, ვითომ საიდუმლოდ რო მითხრა. ლამის სი-
ცილით მოკვდეს, რო შემოვა ხოლმეიის ბებერი, თავის-
თვის ჩუმად იცინის. ჩვენ დაგვცინის. მე რა, იმას დასცი-
ნის. მე კიდე ლამის ვუთხრა: იცინე, იცინე, გოგო, სანამ
ოცი წლისა ხარ! სანამ შენ გულს უხარია, სანამ ეგ გული
გიფრთხიალებს, შე დებილო! ამას წინათ ისიც მითხრა, იმ
ბატონმა თქვენზე იკითხა, ეს ფუმფულა ქალბატონი ვი-
ნაა, სადაურია, გასათხოვარი იქნებაო, სიცილს ძლივს იკა-
ვებდა ეს შტერი. ეს შტერი და ისიც ჭკვიანი! მიხვდა ჩემ
გასათხოვრობას! აბა, ჩემი ხნის რომელ ოჯახიან ქალს აქ
საქმე კაფეში ჩამოსაჯდომად! გასათხოვარი კი ვარ, მარა

50
არა ვთხოვდები, ასე უთხარი იმ ვაჟბატონს, ასე მაქ გადაწ-
ყვეტილი-თქო, გოგოს ვუთხარი, შენ კიდე იმას გეტყვი,
ყლეში რო ბედნიერება იყოს, რამდენი ქალი ივლიდა ბედ-
ნიერად, გინდაც ამ კაფეში, მარა აგერ, შემომხედე, ძაან
ბედნიერად ვინ დადის-მეთქი? ის ფხუკუნი სუ ყელში შე-
აცივდა. აეგრე! იმ ბებერმა კაცმა კიდე რა დამიშავა, თავის-
თვის არი, მარა რო დამიშავებს და შემაწუხებს, მონახავს
მერე თავის ადგილს. მარა ჯერ არი თავისთვის. ჯერ მარ-
ტოზის და მიყურებს ბედნიერი. მგონია, ის მოწონს ყვე-
ლაზე მეტად, დანერწყვილი თითით ძუძუებზე დაყრილ
ნაფშხვენებს რო მოვისუფთავებ და მერე პირში ვიყრი. ეგ
უფრო მოწონთ ეგეთ უცნაურებს. მოწონს და მოწონდეს,
თავში ქვა უხლია! მე კიდე ის მომწონს, რო არ მაწუხებს.
კაცმა ისე უნდა გიყუროს, არ შეგაწუხოს. შენც ზედმეტი
არ უნდა გინდოდეს, არ უნდა იწვევდე. აბა, ვის რად უნდა
თავის ტკივილი? არც იმას, არც შენ. არც არავის.
კაცი და იმის ყურება ზედმეტი თავის ტკივილი რო ხდება,
ეგაა საშიში. აბა, რა გგონია, ეს მაღაზია რატო გავაკეთე,
პარფიუმერიის? ახლა, დუხი და სუნამო სუ არ მაქ შიგ-
ნით, მაგრამ საპნის და ფხვნილის მაღაზიას ჩვენთან ასე
ქვია. პარფიუმერიის. პარფიუმერიის კი არა, ჰიგიენისაა,
მარა ასე ქვია და რა ვქნა. აქ უფრო ქალები შემოდიან და
შენც მშვიდად ხარ, ლოთი და შფოთი არ შეგაწუხებს. არც
ნისიაზე გამოიგლიჯავენ ყელს, პურს და კვერცხს ხო არა
ვყიდი, პაკეტებსა ვყიდი თვიურისას და ჭურჭლის სარეცხ
ჟელეს. მაღახია რო ვიფიქრე, ეგ მაშინვე ვიფიქრე, ასე აჯო-
ბებს-მეთქი. აქ ქალი თუ შემოვა, ცოტა ფული რო აქ, ცოტა
სისუფთავე და ცოტა გაპრანჭვაც რო უნდა. ჰოდა, დასვე-

51
ნებული ვარ. ათასში ერთხელ სოლიკოსნაირი შემოვიდეს
ან ზაფხულში ცოლს შემოყოლილი დაბნეული კაცი, სიც-
ხისაგან ისიც რო აღარ იცის, სადაა, ვინაა, რა უნდა. ეგენიც
უცხოები, აქაურები კი არა.
მამაჩემს რო ვუთხარი, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, გა-
რაჟში მაღახია უნდა გავხსნა-მეთქი, სუ თვალები აუწყლი-
ანდა, მარა რა მექნა? აღარც საბავშვო ბაღში მზარეულობა
შემეძლო, რახიტიანი ბავშვებისთვის წყალწყალა სუპების
კეთება და აღარც მშიერ პირველკლასელებზე მისაღებუ-
ლი, სკოლის ბუფეტში გაყიდული ტყუილი ხაჭაპური,
იმისი ცხობა-მოზელვა. ჩემი ძმის გადამკიდე, აღარც არა-
ფერი მქონდა სალომბარდე და აღარც არაფერი გასაყიდი,
მამაჩემიც მოფრიალებული იყო მუზეუმიდან, მათხოვ-
რულ პენსიას შერჩენილი. მარა რა მოხდა, იცი? ისევ ჩემი
ძმის პიჯაკში ჩარჩენილმა და შემთხვევით ნაპოგნმა ასმა
დოლარმა გადამარჩინა. ლამის თხუთმეტი წელი ვინახე
ის ასი დოლარი შავი დღისათვის. მაგ ასი დოლარით და-
ვიწყე ჩემი მაღაზია. თან სუ აგერ გავმართე, ყურის ძირში.
ეზოს გადავივლი და სახლში ვარ, გადმოვივქლი და ჩემ
სამსახურში. თან ქალაქის ცენტრში ვარ, მაგაშიც გამიმარ-
თლა და კიდევ იმაშიც ვარ ქუდბედიანი, რო ჩემი თავის
ბატონიც მე ვარ, პატრონიც დაზედ კიდე მესაიდუმლე!
ახლა ჩემ მაღაზიას სუ არ ეტყობა, რო ოდესღაც გარაჟი
იყო. თავიდან კი იგრძნობდი, რო გარაჟია, მარა მერე ისე
ვქენი, ისე მოვაპირკეთე, მოვალამაზე, რო, რო შემოხვალ,
გსიამოვნებს. მაღაზიაში რო შეხვალ, უნდა გესიამოვნოს.
ლამაზად უნდა იყოს, კოხტა და წკრიალა. ჰოდა, ეგრე ვარ

52
და კი მეტანებიან ქალები ბუზივით. სუპერმარკეტში მარ-
ტო მაშინ შევლენ საპნის და კბილის პასტის საყიდლად, მე
თუ ღია არა ვარ. მარა ის იმხელა მაღახიაა, ყველაფრის,
ესენი კიდე მაინც მე მეტანებიან იმიტომ, რო მე ვიცი, ბევ-
რნაირი უნდა დაუდო, უხარისხოსთან ერთად ხარისხი-
ანიც, ზედ კარგი ფასით და ისევ შენთან შემოვლენ. ფასი
შეიძლება იგივე იყოს, რაც სუპერმარკეტის და კიდე სხვი-
სი, მარა ბევრნაირს რო დაუდებ, ასარჩევად, ტუალეტის
ქაღალდი იქნება თუ სამართებელი, ისევ შენთან მოვა, შენ-
თან შემოვა. მაინც იმას იყიდის, რასაც ყიდულობს, მარა
ასარჩევად რო აქ საქმე, ეგ მაინც ეუკეთესოება. თან, მე მო-
ვუსმენ, მოსმენა ვიცი. ლაპარაკი შეიძლება არ ვიცი, ან მე
რა მაქ სალაპარაკო, მარა მოსმენა ვიცი. იმას კიდე აქ სალა-
პარაკო და მიყვება კიდეც. თავისას, სხვისას. და ის კი
იცის, არაფერს ვიტყვი, საიდუმლოს რო შევუნახავ. არა-
ფერს ვიტყვი კი არა, რასაც მეტყვის, შეიძლება თავიდან
იქვე ამომიფრინდეს. აბა, იცი, რამდენსა ყავს ბინძური
რძალი და ბოროტი დედამთილი? ჭორიკანა მეზობელი
და ტლუ ქმარი? უნიათო შვილი და ავგული ბიძაშვილი?
მაგათ ამბავს რა დალევს, თან ყველასი ერთნაირი როა,
გარჩევას ვერ იზამ. მაგას რა დამამახსოვრებს?
თან შიგადაშიგ ახლები უნდა დადო, უცხოები. ახალი კბი-
ლის პასტა, საპონი, ახალი შამპუნი. მაგიტო ვუყურებ რეკ-
ლამებს, უფრო სწორად, რეკლამა როცაა, მაშინ ავუწევ
ხოლმე ხმას ამ ჩემ მეორად, მოცუცქნულ ტელევიზორს,
აგერ რო მიდგას, ყურისძირში. მაღახია რო გაქ, სიახლე
უნდა იცოდე, იცოდე, შენ მყიდველს რა შესთავაზო, რა
მოუყვე. მერე ჩემებთან რო წავალ თერჯოლაში, საბითუ-

53
მოში, იქაც გამოვკითხავ, რა რომელია, რა და როგორი. რა-
ღაცა მოცუცქნულ წუბიკებს უფასოდ მაძლევენ. მერე ხან
თმაზე წავისვამ იმას, ხან სახეზე, დაზეპირად ვიცი, რა
რისთვისაა საუკეთესო. რო მომიტანენ რამე ახალს, ინ-
სტრუქციებსაც კი წავიკითხავ. რუსულად არი? გადასარე-
ვი, თვითონ ვკითხულობ. თუ სხვა რამე ჯოჯო ენაა, ნენოს
გოგო მომეხმარება, ინტერნეტში თარგმნის რაღაცნაირად
და მერე პატივს ვცემ, დედამისის ჩუმად მურაბას ვაჭმევ.
დედამისის ჩუმად იმიტო, რო უშლის. მსუქანი გოგოა, მო-
უქნელი. მარა კაი გოგოა, მურაბას რო ვჭამთ, ხანდახან ავ-
ლაპარაკდებით. თავისი სკოლის ამბავს მიყვება, თავისი
ბოროტი კლასელებისას. ხან ჩუმადა ვჭამთ, ხმას არ ვი-
ღებთ. ჰოდა, მყიდველს უნდა აუხსნა, რა რისთვისა, რა
როგორია, შეღებილ თმას რომელი შამპუნი უხდება, დამ-
სკდარ ხელებს რომელი კრემი და რომელი პაკეტი რამდე-
ნი წვეთია, ეგ ყველაფერი გამყიდველმა უნდა იცოდე. ეგ
უყვართ, მზამზარეული ცოდნა, რო მიართმევ. თან მენ-
დობიან, მე არ ვიტყუები. ჰოდა, მყიდველები მყავს, აგერ,
ზოგი ხელში თუ მაღაზიაში დამიქალდა, ზოგი დამიბერ-
და და ზოგი ლამის ჩემ წინ გამრავლდა, ჩემ ცხვირწინ გა-
აჩინა წყვილ-წყვილად შვილები.
არა, მართლა და როგორ გაიარა ასე უცებ თხუთმეტმა
წელმა? თითქოს თხუთმეტი თვე ყოფილიყოს. ამ ქალაქში
დრო ხო დგას. ხო დგას, მარა თან მიდის. ეგ ხო ვთქვი, მა-
რა რა არი, იცი? მაღახია მე არ მღლის – ისე მაქ მოწყობი-
ლი, აწყობილი. ყელში არასდროს ამომსვლია. ჩემი საათე-
ბი მაქ, ჩემი განრიგი და ეგ განრიგი ყველამ იცის. შაბათს
კიდე ბახრის დღეა დასუ ვკეტავ ხოლმე. შაბათს მარტო

54
ზაფხულობით თუ გავაღებ, ისიც – დღის მეორე ნახევარ-
ში. თვეში ერთხელ კიდე სუ არ ვაღებ, თერჯოლაში თუ წა-
ვედი, საბითუმოში. ძირითადად, შვიდამდე ვარ, ზაფხუ-
ლობით ცხრამდეცა ვრჩები, მარა ზაფხულში დრო ჩქარა
გადის. უცხო სახეების ყურებაში ჩქარა გადის. კვირას კი-
დე გვიან ვაღებ, ასე, თორმეტზე და ახალ კვირას კვირას
ვიწყებ და გული ხანდახან მიჩქრიალებს კიდეც კარის გა-
ღებისას, მიჩქრიალებს, ოღონდ სიმშვიდისაგან. დილის
მაღახიის სუნი, ნესტის და ფხვნილის, ლამის მესიამოვ-
ნოს, დამამშვიდოს. ეს სუნია თითქოს, რო მეუბნება, ყვე-
ლაფერი კარგადაა, ეთო, ისე არი, შენ როგორც გინდა!
აგერ, სახლიცა გაქ, კარიც, მაღახიაც, შემოსავალიც, დანა-
ზოგიც გაქ, ნუ გეშინია! ნახე, რა უღრუბლო სიბერე გქონ-
დეს, ლამაზი, მშვიდი, დაწყნარებული. ისეთი, როგორიც
გინდა, როგორსაც წარმოიდგენ და როგორზეც გაქ ნაოცნე-
ბარი! რა კარგად იქნებოდა ყველაფერი, ეს კაცი როარ გა-
მოვარდნილიყო უცებ არსაიდან, ეშმაკის დაგებული ხა-
ფანგივით, საცდუნებელივით. რა ვქნა ახლა? რაო, როდის
მოვალო? სამშაბათსო! და რო წარმოვიდგენ, როგორ შემო-
ყოფს ამ კარებში თავის გაქოჩრილ, თეთრ თავს, ამ ჩახუ-
თულ ლიფშიცა ვგრძნობ, როგორ მიმაგრდება ძუძუსთა-
ვები.

***

სალარო აპარატი ქვითარს ჭედავს. იმის გამოძრობას


ვცდილობ, თავზე რო მადგება. ეთერი, გოგო, როგორა

55
ხარ, მიცინის. თითქოს თან ვცნობ, თან ვერა ვცნობ. რაღა-
ცა ნაცნობი აქ, უფრო თითქოს თვალები, მარა სხვათი
თითქოს უცხოა. პატარა ბავშვი ყავს ხელში ატატებული,
ერთი წლის, ალბათ. სძინავს ამ ბავშვს, თუ თავს იმძინა-
რებს სიცხისგან, ვეღარ გაიგებ.ვერ მიცანიიი, მიცინის,
თან ისე კბილები რო არ გამოაჩინოს, კბილი აკლია და, ვე-
რა, ვერ გიცანი, ვუყურებ და თან ხმაში კითხვა მაქ გარე-
ული. მეც ვერ გიცნობდი, გარეთ რო არ ეთქვათ, აგე იქ,
პარფიუმერიაში ეთერის ნახავო, თან ბავშვს არწევს, გეგო-
ნება, მუთაქა აქ მხარზე გადებული, გასუქებულხარ, შეც-
ვლილხარ. მეხი შენ დაგაყარე, ვიღაცა ხარ, ქონებს რო
მითვლი. თვითონ გაფშეკილი ქალია, გამხდარი, მარა
მხრებშია მოხრილი და მუცელი წინა აქ წამოზრდილი. წა-
მოზრდილი კი არა, რაღაცა უშნოდ გამობერილი, თან ნა-
ხევრად, ქვედა მუცელი. ზედიზედ ორსულობისგან, ეტ-
ყობა, შრომისგან, მძიმის თრევისგან. ლელა ვარ, გოგო, ახ-
ლა ცოტა დაბნეული, ცოტა უხერხული შემომყურებს და
მანდ ვხვდები, ვინცაა, სახელზე კი არა, საიდანღაც სხვა-
ნაირად ვხვდები, თითქოს ხმით და თითქოს თვალებით.
არა, უფრო სიცილით! ზურგის ტვინით ვხვდები. არა,
ამის სიცილით კი არა, უფრო ამ სიცილში ძველი ხმებით,
ძლივს გასარჩევით, ბავშვობის დროინდელით. ბავშვს თე-
ძოზე მოიქცევს წამებში და გულში მიკრავს. რამდენი წე-
ლი არ მყავს ნანახი? ოცდაათი? რამდენი ხანია წასულია,
ოცი? ბოლოს როდის ვნახე, ჩემი ძმის პანაშვიდზე? ლამის
მთელი სიცოცხლე გავიდა მას მერე, ღმერთო! მეც ვეხვევი,
მარა თან გული თითქოს მუცელში ჩამწყდეს, ჩამვარდეს.
რასაა დამსგავსებული! არადა, ყველაზე ლამაზი გოგო

56
იყო სკოლაში. ყველაზე ლამაზი კი არა, ულამაზესი! ყვე-
ლა ამას შენატროდა, ყველას ეს უყვარდა. ბიჭები თავ-
პირს ამტვრევდნენ ერთმანეთს ამის სიყვარულისთვის და
გოგოები მეგობრობისთვის. სხვანაირად ატარებდა ყველა
ხელისგულზე, მთლად გალოკილი ყავდათ, სახლში თუ
გარეთ. ვინ არ გალოკავდა სკოლის დირექტორის შვილს!
თან ლამაზს, თან კარგ მოსწავლეს, თან წესიერს და თან
მომღერალს. მერედა, როგორ მღეროდა! პირს რო გააღებ-
და, ისე ააწკრიალებდა ხმას და მინაბავდა იმ შავ თვალებს,
ამაზე კაი საყურებელი და მოსასმენი არავინ იყო დედამი-
წაზე! სუ ეს იდგა სცენაზე, სუ ზედ მშვენიერობდა, ქვემო-
დან კიდე მთელი ქალაქი შენატროდა და შეჰხაროდა. მეც
რო შევყურებდი, მეც შევგხაროდი და თან ვნატრობდი, ნე-
ტა, ღმერთო, ამის სილამახის ნახევარი მომცა-მეთქი. ყვა-
ვილის ღეროსავით ჰქონდა ტანი, მოზარდობაში არც სახე
არევია ჩემსავით და არც მუწუკები დაჰფენია შუბლზე ფე-
ნებად. სიფრიფანა გოგო იყო, თვალმინაბული. ახლა? ახ-
ლა კიდე წელშია მოხრილი, თითქოს გაწყვეტილი, ეს მუ-
ცელიც რაღაცა ბებრულადა აქ გამობერილი, პირში კბილი
აკლია და დაბრეცილად მიტომ იცინის, უკბილო პირს მა-
ლავს. ჩემი შვილიშვილია, გვერდით ტრიალდება, მიძინე-
ბული ბავშვი რო დამანახოს. სად მოასწარი, ქალო, მეც ვუ-
ცინი ჩემი საღი კბილებით, მარა შესაშურად კი არა, არა!
უფრო თითქოს გასამხნევებლად. აბა, რაღას გავს?! არადა,
რა თვალები ჰქონდა, შავი, გრძელწამწამა, სუ უპრიალებ-
და ის დიდი თვალები! ახლა კიდე თითქოს მზერა აქ ჩამ-
ქრალი, სახეზეც რუხი ფერი გადაჰკრავს. დავბრუნდით,
ახლა თბილისში ვართ, თან ბავშვს არწევს, ახლა კიდე აქ,

57
ჩემებთან მოვედი. ვაიმე, როგორ შეცვლილია ყველაფერი,
ვერავისა ვცნობ, ვეღარაფერს, არწევს და თან მაღაზიას ათ-
ვალიერებს, კარგად მოგიწყვია აქაურობა. ვუყურებ და
თან გული მიკვდება, ქალო, მე ვერ ვცნობ ვეღარავის, აქ
ჩავბერდი, აბა, რა ვუთხრა, რაღაცა ხო უნდა ვუთხრა. ამის
ქმარი მახსენდება, ავგული, ბოღმა, ბოროტი. ისიც არ იყო
გარეგნულად ცუდი ბიჭი, მარა ვირი იყო ბავშვობაშივე.
სკოლა არ დაამთაგრებინა, ისე მოიტაცა. ამას კიდე არ უნ-
დოდა, არ უნდოდა კი არა, სიკვდილი უნდოდა, თავსაც
იკლავდაო, ასე თქვეს. მარა აღარ წამოიყვანა უკან დავ-
რდომილმა მამამისმა, თავი აღარ მოიჭრა ვითომ, დარჩი
სადაც ხარ, ბედს შეეგუეო, ასე უთხრა. თვითონ ვეღარ შე-
ეგუა მერე იმას, მზესავით ერთადერთი, ლამის ოქროს არ-
ტახებში გამოზრდილი შვილი ჯიბგირმა და ნარკომანმა,
ყოფილმა მოსწავლემ და სისხლის გამშრობმა რო გამოს-
ტაცა. გული გაუსკდა მასწავლებელთა კრებაზე ნახევარ
წელიწადში. ამან მერე კი გაუჩინა თავის ქმარს შვილები,
ორი შვილი, აბა, რაღა ექნა. მერე საბერძნეთში წავიდნენ
და ახლა აგერ, დაბრუნებულან თურმე სამუდამოდ. ამ-
ბობდნენ, ის ვირი კაცი იქაც სვამსო და ხანდახან ცემსო. ეს
წელში იყო შრომით გამწყდარი, ხო ზედ ეტყობოდა, რაღა-
ცა ფორთოხლის თუზეთისხილის პლანტაციაში. იმ თახ-
სირს კიდე სმისგან ცეროზი დაემართაო, მაგასაც ამბობ-
დნენ,ზეზე ლპება, მარა არ კვდებაო და არც აპირებდა, რო-
გორც ჩანს, სიკვდილს. აივანზე, ტახტზეა წამოგორებული
ჩემი ქმარი, პახმელიაზე და ელოდება, გაზიან წყალს რო-
დის მივუტან, კიდე მიცინის, ძალით და ტუჩების ბრეც-
ვით. აჰა, არც მიკითხავს და გამაგებინა თვითონ ამბავი!

58
ლამის გული ამერიოს იმ უსაქმურზე, იმ მავნებელზე. თან
ის მახსენდება, ჩემი ძმის პანაშვიდებზე გველივით რო
მოსრიალდა თავის ორ ძმაბიჭთან, იმათგან ერთი ახლა მე-
უფეა სხვათა შორის, მთელი რაიონი კალთას უკოცნის, მე-
ორე კიდე რამაზა იყო, შტერი და ისიც მავნებელი და, ჩვე-
ნი დაიკო ხარ, შენი ძმა კიდე ჩვენი ძმა იყო და აგე, მოსაწე-
ვი გვაქ, გვერდზე გავიდეთ, ცოტა დარდი შეგიმსუბუქდე-
სო. ვაი, როგორ მომინდა მაშინ, თავი გამეჭეჭყა სამივე-
სათვის. ხო იქვე მივხვდი, რას მეუბნებოდნენ, რა უნდო-
დათ სინამდვილეში. ჩემი ძმა გაციებული იყო კიდეც იმ
თავდაჭედილ კუბოში, მარა
მიწაში ხო არ ჩაგვედო ჯერ, და ეს გულბოროტი უკვე
მცდიდა, აბა, რას ვიზამდი, როგორ მოვიქცეოდი, თუ ავ-
მჩატდებოდი
ძმამკვდარი გოგო, ამათ თვალში პატრონდაკარგული. გო-
ნებას თუ დავიბინდავდი, აბა, იმათი დანერწყვილი პლა-
ნის წევით საკუთარი ძმის პანაშვიდზე, მერე ადვილი
ხელწასავლები რო ვყოფილიყავი. რაღაც მივუსისინე მა-
შინ და წამში დამეკარგნენ თვალიდან, აორთქლდნენ.
იმის მერე სუ შემძულდნენ ეგ და თავისი მომყოლები, მე-
უფე ხო ახლაც დასანახად მძულს, ერთი მე არ ვიცოდე, ეგ
რა იყო და რა აქ ნაკეთები, გინდა ჩემ ძმასთან ერთად და
გინდა მის გარეშე, ახლა ღმერთად რო ყავთ გამოცხადებუ-
ლი, თავზე ლამის დაფნის გვირგვინი დაადგან და ანაფო-
რა დაუკოცნონ. რა მაფიაც არი, გვერდის ამქცევი, ღალა-
ტიანი და ღვთის პირიდან გადავარდნილი, არავის ახ-
სოვს, მგონი, ჩემ გარდა. მაგის ცხვარი მრევლი კიდე ყვე-

59
ლაზე მეტად მეჯავრება! ის მეორე კიდე, რამაზა, წაღმა სუ-
ლელი, ვითომ მერე ჩემი ხელის მთხოვნელი, სინამდვი-
ლეში აჩემებული რო ქონდა, ეთერი უნდა მოვტყნაო, თავ-
გასახეთქი ქვეწარმავალი! ხო დავიფრინე ისე, სახელიც გა-
ვუტეხე, წლები დასცინოდა იმის მერე მთელი ქალაექი.
ამისი ქმარი კიდე, ხო ისედაც საძულველი იყო გველი-
ვით. ეს საწყალი გოგო რო მოიტაცა, ასე ამბობდნენ, მანქა-
ნაშივე გააუპატიურა ძმაბიჭების თვალწინო და აბა, იმას
ვიღა მშობელი და დირექტორი დაიბრუნებდა უკან. ეგ რო
გავიგე, მაშინ ვიტირე კიდეც, მახსოვს, სიმწრისგან. ამახეც
გული მქონდა უკვე აცრუებული, მარა მაინც ვიტირე. ისე
ძაანაც აღარ შევხაროდი არც ამის სილამაზეს, არც ამის
სიმღერას. ერთხელ იყო, მანამდე, კაი ხნით ადრე, ბავშვე-
ბი ვიყავით კიდევ, ეს ჩემზე ერთი წლით იყო დიდი, წინა
კლასში სწავლობდა, პიონერი რო გავხდი და ლენინის
ძირგამოფშვნილ ძეგლთან რაღაცა ფიცი დაგვადებინეს
თავისი ბუკ-ნაღარით და წითელი დროშის ფრიალით,
ამან მომახვია ყელზე ყელსახვევი. ჩემზე ბედნიერი აღარა-
ვინ იყო დედამიწაზე! არავინ იყო იმიტო, რო ყველას ჩემ
კლასში ეს უნდოდა ყელსახვევის მომხვევად, ფიცის მომ-
ცემად. წესი იყო მაშინ ასეთი, პიონერის ფიცს იტყოდი და
მერე შენზე ერთი წლით უფროსს ყელსახვევი უნდა მოეხ-
ვია შენთვის საზეიმოდ. მთელ ჩემ კლასს კიდე, გოგოიან-
ბიჭიანად, ამის მოხვეული უნდოდა. რატო არ ენდომებო-
და, რა, ყველაზე ლამახი გოგო იყო, ყველას საოცნებო და
მეც მაგისი მოხვეული მინდოდა, რატო არ მენდომებოდა?
ვაი, როგორ მინდოდა! გაკვეთილების მერე, ერთხელ წა-
მოვეწიე და შევევედრე, ლელა, მომახვიე ყელსახვევი-

60
მეთქი და ასე შეჩერდა, ის შავი ლამაზი თვალები მომიწ-
კურა, ცოტა ხანი ხმა არ გაიღო და მერე მითხრა, იცი, მაგას
რამდენი მეხვეწებაო? ტუჩებიც მომიმანჭა. კეთილ გოგო-
სა თამაშობდა, კარგს, მარა ამდენ ხელში ნატარებს, თავში
ჰქონდა ავარდნილი. ხანდახან, თვალსა და ხელს შუა მო-
გემანჭებოდა, ფერიად ყოფნა რო დაავიწყდებოდა. ეჰ,
მეთქი, ახლა უარს მეტყვის, მე ცალკე იქეთ მომეწურა გუ-
ლი, მარა უცებ, შენ მოგახვევო, უცებ შემომცინა. სხვას ყვე-
ლას უარი ვუთხარი, მარა შენ მოგახვევო. იქვე ხტუნვა და-
ვიწყე სიხარულისგან, გულში მინდოდა ჩამეკრა, მაგრამ
ვერ გავუბედე. რო მოვეშორებინე? ამანაც კიდევ გამიცინა
და მეც სუ ფრთაშესხმული დავბრუნდი სახლში. სუ მხრე-
ბი მითამაშებდა სიხარულისგან, სუ ცეკვა-ცეკვით ვრეცხე
თეთრეული, ეგეც კი მახსოვს. აი, მეთქი, მე გამომარჩია, მე
ვუყვარვარ, უნდა ჩემთან მეგობრობა! ბედნიერი ვიყავი,
უბედნიერესი! და ერთ დღესაც, მალევე, მისი გაკეთებუ-
ლი ყელსახვევით კისერგაკოჭილს, სკოლის მერე, ახლა
თვითონ წამომეწია და ჩუმად, გაწვრილებული ხმით
მკითხა, შენ ძმას როგორი გოგოები მოწონს და შეყვარებუ-
ლი თუყავსო. აი, მანდ მომეკვეცა ფრთები! ხო მივხვდი,
ამას თურმე ჩემი ძმის ცხელება ჰქონდა, თურმე ჩემ ძმაზე
ჰქონდა გული შევარდნილი და იმიტომ დამდო პატივი,
მიტომ მომახვია წითელი ყელსახვევი! მაკამ და ნათიამ,
ჩემმა ჭორიკანა კლასელებმა, მანამდეც ჩამაწვეთეს, მომა-
ხარეს, შენი ძმა უყვარს თურმეო, მარა არ მოვუსმინე, არც
ვიფიქრე ამაზე. რო მეფიქრა, ხო მივხვდებოდი, რატომ
ამარჩია, მაინცდამაინც მე რატომ მომახვია ის ყელსახვე-
ვი! მახსოვს, როგორ გავმწარდი, მეთქი, ახლა ამას დავეტა-

61
კები, ამ ხიდიდან გადავისვრი თავის ჩანთიანად, მარა რას
მოვისროდი?! რანაირად მოვისროდი, შვილი იყო სკო-
ლის დირექტორის! ამიტომ ზედ მივაგესლე: ჩემ ძმას ქერა
გოგოები მოწონს და კი, შეყვარებულიც ყავს-მეთქი. თვა-
ლები ჩაუქრა, ხმა არ ამოუღია, მიბრუნდა და გაიქცა. სუ
ზურგხე ირტყამდა გამხდარ ფეხებს და ალბათ, ტიროდა
კიდეც, მე რა ვიცი. ჩემი ძმა კიდე მაშინ სკოლიდანაც იყო
გაგდებული და ეუ“ თაისში, იმ შვილიან რუსის ქალთან
ეგდო ნახევრად, წესივრად ვერცა ვნახულობდი. ყველამ
იცოდა ეგ ამბავი და სცოდნოდა ამასაც, რაღა იყო დასამა-
ლი? იმის მერე აღარც გამარჯობას მეუბნებოდა, აღარც
არაფერი. ვითომ აღარც ვარსებობდი. არც მე ვეუბნებოდი,
მარა რო მოიტაცა იმ ნაბიჭვარმა კაცმა, მაშინ კი ჩამეწვა
გული, ისე ჩამეწვა, სიმწრით ვიტირე.
ჰოდა, აგერ დგას ახლა დაბერებული, თვალდანაცრული
ერთ დროს ყველაზე ლამაზი გოგო და თითქოს სხვათაშო-
რის მეკითხება, არ გათხოვდი, გოგო? ხო ასჯერ უკით-
ხავთ, მაგრამ ამისგან ახლა მაინც არ ველოდი და არა, ქა-
ლო, რაის გავთხოვდი? ჩემ ხმას ვერა ვცნობ, ისეთი ზიზ-
ღი მაქ შიგნით გარეული. ის კი მინდა ვუთხრა, კი არა,
ვუყვირო, რა გავთხოვდი, ქალო?! რა გავთხოვდი?! აბა,
შენ თავს შეხედე, რა მოგიტანა მაგ გათხოვებამ?! შეხედე
აბა, ჩემი გასიებული ტრაკი და მაღახიაში გატარებული
ცხოვრება თუ არ ჯობდეს შენ გასახიჩრებულ თავს და გამ-
რუდებულ სიცოცხლეს! გამწარებულს! ახლა ბედნიერე-
ბის სხივი არც მე მადგას ჯიღად თავზე, მარა ეზოში რო
ყვავილი ამომივა და ბოსტანში პამიდორი დამიმწიფდება,
მე ხო ვგრძნობ, რო მიხარია?! სუ სიხარული დამივლის

62
ტანში, სიხარული, რო ჯერ კიდევ შემიძლია, ეგ მიხარია,
და შენ სიხარული შეგიძლია?! ჰა, შეგიძლია?! ეს კიდე, ვი-
თომ არაფერი, თავისას მიერეკება, უიმეე, რატო არ გათ-
ხოვდი, ქალო? იცი, რა უაზრობაა ამათ გარეშე ცხოვრება?
ესენი მაინც, კიდე მხარზე გადაწვენილ ბავშვს ატრიალებს
ჩემკენ, ესენი მაინც, შვილიშვილები, მაინც სხვანაირად
ტკბილები არიან. მინდა შუაზე გავწიწკნო, მარა რანაირად
გავწიწკნი?! ახლა ვისი ცხოვრება უფრო აზრიანია, აბა,
კარგად დააკვირდი, ამის თუ ჩემი?! ამან ცხოვრება დაამ-
თავრა, მე კიდე ახლა დავიწყე! საყვარელი მყავს, ღმერთო,
მაღალო! საყვარელი! ახლა თეთრ რაშზე ამხედრებული
რაინდი არაა, მარა დისტრიბუტორი ხოა თეთრ მარშუტ-
კაზე, კაცი ხო არი? ჩემი დანახვა ხო უხარია? ჩემი ტანი ხო
უნდა? ახლა დავიწყე თითქოს ცხოვრება, ლელა, შენ რო
დაამთავრე, შე საწყალო! ამის თქმა მინდა, მარა როგორ
ვეტყვი? ხოოო, უაზროა, უნდა დაეთანხმო და მეც ვეთან-
ხმები, სხვანაირად არ გამოვა, თორე მერე წყლის მომწო-
დებელსაც შემახსენებს და ამის მოსმენა მართლა აღარ შე-
მიძლია, ამას ჯობს დავდუმდე და თავი ვუქნიო, კი, კიი,
უაზრობაა ჩემი ცხოვრება, აბა, რა არი? შვილი მე არ მყავს
და ძირი, უაზრობაა! ეგ არი! თან ყურებში ზარი მიდგას,
საყვარელი მყავს, საყვარელი, ლელა, საყვარელი! აგე, ორ-
მოცდარვა წლისა ვარ და საყვარელი მყავს, ქალო, პირვე-
ლად ცხოვრებაში! ქალი ვარო, მე უნდა ვთქვა, ქალიშვი-
ლობა დავკარგე აგე, ლამის საიქიოს ზღურბლზე, სადაცაა
სიცილი ამივარდეს. ეს კიდე, როგორც იქნა, მემშვიდობე-
ბა. ისე სწრაფად გადის ეს ცხოვრება, ჩემო ეთო, კარისკენ
მიდის, თან ბავშვს მიარწევს. ის-ისაა უნდა გავიდეს, რო

63
შემობრუნდება და ზღურბლზე მდგარი გამომხედავს, მა-
რა, გოგო, რაღაცნაირად კი გიელავს ეგ თვალები.

***

ისეთი დაღლილი ვარ, ისეთი დაღლილი, ერთ სულზე


ვარ, საწოლზე როდის მივეგდები. დაბანის თავიც არა მაქ,
ხვალ დავიბან. მშია, მარა საჭმელად ახლა გვიანია და სავ-
სე კუჭზე მერე სუ არ დამეძინება. არადა, ძილი მინდა. ყვე-
ლაზე მეტად ძილი მინდა. ჩემი ძილი მინდა, სუ რო გავი-
თიშო, ისეთი, მთელი ღამე ფეხი არ გავატოკო და დილით
რო ავგდები, ღონე მქონდეს, აღარ ვიყო დამძიმებული.
რაო, თვალები გიელავსო, ლელამ, არა? მიელავს მართლა
ვითომ ეს თვალები? რატო მიელავს, საყვარელი რო გავი-
ჩინე, მაგიტო? რატო დავარქვი საყვარელი ამ კაცს, ერ-
თხელ ვქენით, მეტჯერ ხო არა? მარა რა, მეტს აღარ ვი-
ზამთ, ვითომ? რა გაგვაჩერებს? აგე, უნდა დამელაპარა-
კოს, საიდუმლოდ მოვიდეს სამშაბათს. საყვარელია, აბა,
რა არი? ლელა, შენ გყოლია საყვარელი? რა საყვარელი, შე
უბედურო, რანაირ წამხდარ და დავრდომილ ქმარს შე-
ალიე შენი ცხოვრება. ჰოდა, შენთან შედარებით მიელავს
კი არა, ალბათ ათასი მზის სხივი ერთად მითამაშებს. რა-
ნაირად იყო, ქალო, ა? გული მომიკვდა. რა არი მაინც ეს
ცხოვრება. რა კარგია, წინასწარ რო არ იცი, სად წაგიყვანს,
როგორ გადაგივლის. რა გოგო იყო და რაღა დარჩა, აბა, მა-
გისგან.

64
ახლა ამ ქილის ძირში ჩარჩენილ, ჩაშაქრებულ მურაბას
პირში ჩავიტენი და მერე მივეგდები. ძაან მინდა ამ დროს
ტკბილი და თავსაც არ ვიკავებ. თვიურის დროს ტკბილე-
ბი უნდა ჭამო. ტანი რო გთხოვს, ტანს უნდა დაუჯერო. მა-
რა, რა არი, იცი? მე მაინც ისეთს დავიმახსოვრებ ლელას,
როგორიც ადრე იყო, სკოლაში, ისეთი იქნება ჩემ მოგონე-
ბაში. რაო, გასუქებულხარ და შეცვლილი ხარო? ვაიმე, მუ-
მია ხო არ ვარ, გენაცვალე?! ოცდაათი წლის მერეც ის ვიყო,
რაც ოცი წლის ვიყავი? ამ სიბერის კიდე სუ არ მეშინია. მე-
შინია კი არა, შევნატრი. როდის იქნება, მართლა ჩემ გემო-
ზე ვიყო, ის ვაკეთო, რაც მომინდება, ფეხი ფეხზე მქონდეს
გადადებული. ისეთი სიბერე მოვიწყო, სხვას არც დაესიზ-
მროს. აბა! აბა, რისთვის ვიდგამ წელზე ფეხს, ამ მაღაზია-
ში რო ვარ ლამის მთელი ცხოვრება დაყუდებული, რის-
თვის ვაწებებ კაპიკზე კაპიკს. რისთვის და ჩემი სიბერის-
თვის! ჩემი გაფოფინებული ბებრული ცხოვრებისთვის!
თორე სიკვდილის მერე რაღა იქნება? აღარაფერი. არ გათ-
ხოვდიო? შენი ჭირიმე! ვითომ არ იცის! გადამიმოწმა! რა,
არ იცის, რო არ გავთხოვდი? ნეტა რამდენი წლის უნდა
მოვიყარო, ეგ აღარ მკითხონ? მერე დანანებით აღარ აქნი-
ონ თავის ფშუტე თავები? შორენამ, უსაქმურობისას, ერ-
თხელ ისიც მითხრა, ქალო, ამ თეძოებს როგორ აცდენ, ყვე-
ლაზე ცოტა, ხუთი შვილი უნდა გყავდესო. მართლა შენი
ჭირიმე, რა! მარა კაი ხანია, ეგ აღარ უკითხავთ, ორმოცის
მერე მაგას აღარ გეკითხებიან. არადა, მანამდე თავი მქონ-
და გადაჭმული, გული შეღონებული. საპონს იყიდიდნენ,
ტუალეტის ქაღალდს თუ იატაკის ტილოს, იქვე გკითხავ-
დნენ, არ თხოვდები,გოგოო? მე კიდე ვეტყოდი, არაააა,

65
ისინი მეტყოდნენ, რატო ქალოოო? მე ვეტყოდი, არ მინ-
დაააა ქალოოო და იმიტოოოოთომ. აი, მანდ კი დაიბნე-
ოდნენ ცოტათი მაინც, ყველაფერს ელოდნენ არ მინდას
გარდა, იმიტომ, რო ქალმა არ იცის არ მინდას თქმა. მინდა-
არ მინდა კაცის სიტყვაა, კაცის ენაზე მიკერებული. თუ იხ-
ტიბარს არ გაიტეხდნენ, მერე იტყოდნენ, შვილი, შვილი
არ გინდა, გოგოოო? წყლის მომწოდებელი? სიბერეში
მომხედავი? და თან, თავის გამოჭყანულ შვილებს და ახ-
ლა კიდე შვილიშვილებს ჩაიკრავდნენ გულში. მანდ კი
ავიკრავდი ხოლმე პირს, აბა, რა მეთქვა? ვის აქ დალხენი-
ლი სიბერე ამ ქვეყანაში, მე რო ვუთხრა, მე მექნება-თქო?
ახლა, როგორ მაქ დაგეგმილი ჩემი სიბერე, ხო არ ვეტყვი,
ჩამოვუყვები? ისე მაქ დალაგებული, რო დალხენილად
მქონდეს, სუ ჩემ გემოზე. მარა მაგაზე პირში წყალი მაქ ჩა-
გუბებული, არაფერს ვამბობ. რატო ვთქვა ნეტა? საიდუმ-
ლოა, ჩემი არი. არავინ იცის.

***

მეღვიძება, ოღონდ ვერა ვფხიზლდები. ორივე მკვდარი


ერთად მესიზმრა, კაცები. აგერ, შემოსასვლელში ისხდნენ
მა გიდასთან, ხორცსა ჭამდნენ ხმაამოუღებლივ. ვითომ
გარშემო ვუვლიდი და ვფიქრობდი, ნახე, თურმე როგორ
გვანან-მეთქი ერთმანეთს. კეფაც ერთნაირი აქვთ, მხრე-
ბიც, ლუკმაც ერთნაირად მიაქვთ პირთან. თან, ვითომ რა-
ღაცას ვეკითხებოდი ერთსაც, მეორესაც და ზედ არ მიყუ-
რებდა, ხმას არ მცემდა არცერთი. თან ვითომ სიზმარშივე

66
ვიცოდი, რო მკვდრები არიან, თან ვითომ არ ვიცოდი.
უსიამო სიზმარი იყო, ახლაც უსიამოდა ვწევარ საწოლზე
თვალდაქყეტილი. იშვიათად მესიზმრება ორივე, მარა
თუ დამესიზმრა, ცალ-ცალკე ვხედავ. თავს ვერა ვწევ, თა-
ვი მაქ დამძიმებული. ჯერ მაინც ადრეა, რვა საათია, მეტი
კი არა.
მაინც რას ნიშნავს ახლა ეს სიზმარი, უსიამო და უცნა-
ური?! ცალკე ჩემი ძმა თუ დამესიზმრა, უფრო უხასია-
თოდ ვიღვიძებ. მამაჩემი კიდე მალე მავიწყდება, იქვე,
ძილშივე. არა, არცერთი სიცოცხლეში არ მელაპარაკებო-
და ნორმალურად და წუხანდელ სიზმარში რანაირად გა-
მალამაზებდნენ სიტყვებით? ჩემი ძმა მაინც. თუ სახლში
იყო, შეკეტილი იყო თავის ოთახში, მარა ან როდის იყო
სახლში? სუ გარეთ ეგდო, დღე და ღამე, ზამთარზაფხუ-
ლი. არ ვუყვარდი, ერთი ნატამალი სიყვარული არ ქონდა
ჩემი, მარა ნეტა ვინმე უყვარდა? ნეტა უყვარდა ის ქუთაი-
სელი რუსის ქალი? აბა, ცემდაო? მეც ხო მცემა ერთხელ გა-
ბოროტებულმა, რეცხვისას მაგის ჯინსის ჯიბეებს ის
თეთრი ფხვნილი რო გავატანე. ეგ ოცი წლის იყო მაშინ,
თურმე ახალი ნარკომანი და მე თოთხმეტის, კიდე სკო-
ლის მოსწავლე. აბა, მე რა ვიცოდი, რა ედო ჯიბეს? რაღაცა
პარკის ნაგლეჯი შემრჩა სველ ხელში. ეგ იყო და ეგ. როგო-
რა მცემა მაშინ, ღმერთო, როგორა მცემა. როგორ ჩაუსის-
ხლიანდა თვალები. ისე მცემა, სკოლაში სირცხვილით ვე-
ღარ ვიარე კაი ხანი, თვალი ისე მქონდა ჩალურჯებული.
მეთქი, რა იყო ასეთი იმ ჯიბეში, ვერცა ვკითხე, მარა, რაც
უნდა ყოფილიყო, ასე უნდა აეწია ხელი, ასე გამეტებით
დაერტყა ჩემთვის? მერე მივხვდი, როცა გავიგე, რო ნარ-

67
კომანია. მერე მივხვდი. და მაშინ ბოლომდე შევიძულე,
წამლის გულისთვის ასე რო გამიმეტა, გულში ვწყევლე და
სიკვდილი ვუნატრე. მერე, რო მოკვდა, რო მოკვდა კი არა,
რო მოკლეს, კი შემეშინდა, მარა თან რაღაცნაირი შვება
მქონდა, თითქოს ყელში წაჭერილი ხელი მომშორდა. თან
მრცხვენოდა, რო შვება მქონდა, ძმა იყო მაინც, მარა მე და
და მისიანი არა ვყოფილვარ მისთვის არასდროს. ჯერ თა-
ვიდან, დომნას სახლიდან აქ რო მიმიყვანეს, ეგ თორმეტის
იყო და მე კიდე ექვსის, სკოლაში შევდიოდი. და და გოგო,
და და ადამიანი კი არა, კატის ცინდალი ვიყავი მაგის-
თვის, ფეხს რო წამოარტყავ, გასვლა-გამოსვლისას, როცა
მოგინდება. მე კიდე როგორ შევხაროდი, როგორ ვნატ-
რობდი ძმის გაცნობას, გული მელეოდა. ვნახე და ელდა
მეცა, ზედ არ შემომხედა. არც გამიღიმა, არც ხმა გაიღო,
არც არაფერი. ადგა, გავიდა, გაიკეტა ოთახის კარი. მერე,
ცოტა რო გავიზარდე, მთლად ცინდალი აღარ ვიყავი, მა-
მა-შვილის დამლაგებლად ვიქეცი, მზარეულად, მრეცხა-
ვად, ნაგვის გამტანად. როგორ მიხაროდა, ქუთაისში რო
გადაიხვეწებოდა ხოლმე იმ ქალთან, მერე მარტო ერთი კა-
ცი მყავდა მოსავლელი. მამაჩემი კიდე რას ჭამდა? არა-
ფერს. კენკავდა. მე და მამაჩემი სამი დღე ვჭამდით ერთ
ქვაბ ლობიოს. ამან კიდე, მერე რა, რო გამხდარი ბიჭი იყო,
ღორივით იცოდა ჭამა, თუ მოწეული ან გაკეთებული
ჰქონდა, ხო მით უმეტეს. ჭამდა და ვერ ივსებოდა. ფუ, რო-
გორ მძულდა. თან როგორ მეშინოდა! შვება რო მქონდა მი-
სი სიკვდილისაგან, თავსაც ვერ ვუტყდებოდი კაი ხანი,
მრცხვენოდა. ძმა მოგიკლეს, პატრონი, და უნდა იტირო,
დაიტირო, მე კიდე ხმას ვერ ვიღებდი, ყელი მქონდა გაქ-

68
ვავებული. ისევ მამიდაჩემი ყრიდა ხოშკაკალა ცრემლს,
ხმამაღლა თუ დაიტირებდა, ლამის დუჟი გადმოუვიდო-
და პირიდან. თან, იქვე რო მეჩხუბა ერთხელ კუბოსთან,
სხვების თვალწინ, იტირე, ძმა დაიტირე, ძმა მოგიკვდა,
ძაღლი ხო არაო.ხო მივიმწყვდიე მერე მამაჩემის ოთახში
მიწოლილი, მოთქმა-ტირილისგან რო ისვენებდა, ქალბა-
ტონი. სუ იმ გაფუებულ, დონდლო მკლავებში ჩავარჭე
ათივე ფრჩხილი. შევუსისინე, შენი სკამიანად არ გაგდგა-
მეთქი გარეთ პანაშვიდიდან, შენ ისევ ის ექვსი წლის ეთე-
რი ხო არ გგონივარ, ოცი წლისა ვარ და ამიერიდან მამაჩე-
მის პატრონიც მე ვარ, ჩემი თავის პატრონიც მე ვარ და ამ
სახლის პატრონიც-მეთქი! ხელი ამიკრა მაშინ, მარა ხო
მივხვდი, რო შევაშინე. იმასაც მივხვდი, აწი ვერაფერს გა-
მიბედავდა, ბოლოში ვეღარც მედიდგულებოდა ისედაც,
მარა, ეტყობა, ძაან მქონდა სახე გადაშლილი. ზედ სახეზე
დაეწერა თან ჩემი შიში, თან სიძულვილი. შიში ახალი
იყო, თორე სიძულვილი ზედ ჰქონდა მიკერებული. იმის
მერე აღარც მოსულა, ათასში ერთხელ თუ დაურეკავდა
მამაჩემს, წაეპუტუნებოდა რაღაცას ეგ გველგესლი. მაგას
ხო ვძულდი, მარა მეც მძულდა. ისეთი დიდი სიძულვი-
ლით, რო, პატარა რო ვიყავი, წარმოვიდგენდი, ეს სიძულ-
ვილი რო გამოუშვა, ალბათ, აგერ, თავზე დაყუდებულ
მთებს სუ ააფეთქებს-მეთქი. შვიდი წლისა ვიყავი და
რვის, ხელები მქონდა ცივ წყალში რეცხვისაგან უკვე გაღ-
ლეტილი, ეს კიდე დამადგებოდა თავზე, ეს კასრივით ქა-
ლი, კარგი ნაქამი, კარგი ნასვამი, კარგი მოვლილი, კანი
ჰქონდა სახეზე სუ გადატკეცილი, აბა, ეზო და კარი რო-
გორ მქონდა დაწკრიალებული? აბა, ბოსტანში კვალი გავ-

69
ლებული? ეს სარეცხი ოკრობოკროდ რად მქონდა გაფენი-
ლი? საწოლზე გადასაფარებელს აწევდა და შეიხედავდა,
აბა როგორ სუფთა თეთრეულში ეძინათ მის ძმასა და
ძმისშვილს, ლილაში ხო ვავლებდი ჩიხოლს, ვხარშავდი?
გომბიოსავით ხო არ ვუვლიდი ძმასა და მამას? შემომიღ-
რენდა. მერე ჭაღს შესწვდებოდა, ხელს გადაუსვამდა, აბა,
რამდენად მტვგრიანი იყო, როგორ მქონდა გადაწმენდი-
ლი? მე კიდე სკამს ვიდგამდი და მაინც ძლივსა ვწვდებო-
დი, რო გამეწმინდა, ისე პატარა ვიყავი. აბა, ყველა ჭიქას
გახედავდა, ხო კარგად იყო გარეცხილი? აბა, ნაკეცი რო-
გორ ჰქონდა მამაჩემის შარვალს გაუთოებული? აბა, რო-
გორი სუფთა საყელო ჰქონდა ჩემი ძმის პერანგს, ხო მქონ-
და გახამებული? აბა, როგორ ეწყო უჯრებში ძმა-ძმიშვი-
ლის ნიფხავ-პერანგი, ეს ნასკები ფერის მიხედვით რატო
არ მქონდა დაწყობილი? აბა, რასა გავდა ჩემი თმა და ხე-
ლები, ტილი და მღერი ხო არა მყავდა სკოლიდან მოყვა-
ნილი? აბა, ჩემი ფორმა და წინსაფარი? ჩემი ცხვირსახო-
ცი? რა, ლაქიანი იყო ჩემი კაბა? კაბის ბოლოთი რა, ცხვირს
ვიწმენდდი? ოო, როგორ მძულდა ეს დიდი, პრიალა ქა-
ლი, გამაძღარი. მე კიდე სუ მშიოდა, სახლში კაცების მორ-
ჩენილ საჭმელსა ვჭამდი. ტკბილი ისე მინდოდა, გული
მიმდიოდა, მარა ჩემი კანფეტის მყიდველი, აბა, ვინლა
იყო? მეც როგორ მინდოდა, ლამახად მცმოდა, ჭრელი,
ფრიალა, დაპლისული კაბით მენავარდა, ჩანთა მომეგდო
ზურგზე, ახალი გეტრი ჩამეცვა, მარა, აბა, საიდან? სასტი-
კი იყო ქეთო, ძალიან სასტიკი. ჩემ ძმაზხეც სასტიკი. რო
მოკვდა, ყვავილებიც არ ვუყიდე, ერთხელ შემოვუარე
მარტო კუბოს დასაფლავების წინა დღეს, მის შვილებს

70
სიტყვაც არ მივუგდე სამძიმარი. თვითონ რა, ეგენი რო-
დის მელაპარაკებოდნენ? თავს როდის მიყადრებდნენ?
სკამზეც არ ჩამოვჯექი საპანაშვიდედ, მარა შემოვლისას
სუ ზედ ჩატეტკილ, დალაქავებულ სახეზე ვუყურე. ლა-
მის მეყვირა, აჰაჰაა, ქეთო, მოკვდი, ქალო? მოკვდი? ჩაძაღ-
ლდი? ძაღლი და ღორი მოგაკვდეს სულში, შე წყეულო! შე
საძულველო! ჯოჯოხეთის კუპრში ამოიხარშოს
ეგ შენი დონდლო, მკვდარი სხეული! ლამის ზედ შემომე-
ცეკვა იმ მუხის კუბოსთვის. მისმა შვილებმა და იმათმა
ცოლებმა გველის თვალით მიყურეს, მეც არ დავაკელი. სუ
არ მივიდოდი, მარა მინდოდა, ქეთო მკვდარი მენახა,
უსულო, უძრავი, დაგვამებული, ბოლომდე დამეჯერები-
ნა, რო აწი ვეღარ მავნებდა. ვეღარასოდეს!
მამაჩემი იყო ამათგან ყველახე მშვიდობიანი, მარა ეგეც
რაღაცნაირი გარიდებული, ამ სამყაროსი თან ვითომ იყო
და თან არ იყო. შვილის სიკვდილის მერე სუ სხვაგან წავი-
და. ელაპარაკებოდი, გიყურებდა და ვერ იგებდი, გისმენ-
და? მერე მივხვდებოდი, როხან იგებდა ჩემ ნათქვამს და
ხან კიდე ვერა, ავიწყდებოდა. ბოლოსკენ სუ აღარ ვლაპა-
რაკობდით. მუზეუმიდან რო მოიფრიალეს, თავის ოთახ-
ში შეიკეტა, სუ აღარ დგამდა ნაბიჯს იქედან. საჭმელს შე-
ვუტანდი და მაშინ ვეტყოდი ორიოდ სიტყვას. ხან მპასუ-
ხობდა, ხან კიდე არა. ან წიგნში ჰქონდა თავი ჩარგული, ან
რადიოს უსმენდა ბინდი თვალებით. ბოსტანში რო გავი-
და და იქ დაიწყო მიწის ჩიჩქნა, როგორ გამეხარდა, მობ-
რუნდა-მეთქი, მარა მობრუნდა კი არა, სუ მიბრუნდა
თურმე საბოლოოდ. ეჰ! არც სიხარული ვიცოდი მამაჩე-

71
მისგან, არც დაყვავება, არც მოფერება, არც შექება, არც
ტკბილი სიტყვა, სუ არაფერი. თითქოს იყო და არც იყო,
მარა მაინც მიყვარდა ჩემთვის, ჩუმად, დუნედ, რაღაცა
დონდლო სიყვარულით. იმაზეც მადლობელი ვიყავი, რო
არა მცემდა, არც მიყვიროდა, არც მსაყვედურობდა. მარა
იმას ვერ ვპატიობდი კაი ხანი, ჩემმა ძმამ რო მცემა მაშინ
ჯინსის გარეცხვას გაყოლილ წამალზე, თვალი ჩამილურ-
ჯა და სისხლი მადინა, რო არ ჩაერია. არაფერი თქვა. არა-
ფერი გვითხრა არც მე, არც იმას. არადა, სახლში იყო, თა-
ვის ოთახში შეკეტილი. რა, ვითომ იმის ღრიალი და ჩემი
წკმუტუნი არ ესმოდა? ვითომ ვერ ხედავდა ჩემ დალურ-
ჯებულ, ლამის ამოგდებულ თვალს მთელი ერთი თვე?
ერთადერთი მისგან ზამთრის ერთი დილა მახსოვს, თან
ისე თბილად, რო ახლაც, ამხელა ქალი ვარ, ლამის ნახევა-
რი საუკუნის, არ მავიწყდება. თოვლი რო მოვა, ეგეც თუ
მოვიდა – ისეთი წუნწკლიანი და წვიმიანი გახდა ზამთა-
რი – გული სუ ყელში მომებჯინება ხოლმე, ეგ მახსენდება,
ეგ დღე, კაი ორმოცი წლის წინანდელი. ერთ დიდთოვლი-
ან ზამთარს მე და მამაჩემმა ჩვენი აივნის მოაჯირზე ჩი-
ტებს დავუყარეთ ერთად საკენკი. საკენკი რა, პურის ნაფ-
შხვენები, გამხმარი. ერთადერთხელ იყო, ერთად რაღაც
რო გავაკეთეთ. ამას მერე მივხვდი, მარა მაშინ ბავშვი ვი-
ყავი და მარტო ის ვიგრძენი, რაღაცა უცხო სიხარულმა
როგორ დამრია ხელი! საზღვარი აღარ ჰქონდა ბედნიერე-
ბას! მამაჩემთან ერთად ჩიტებს საკენკს ვუყრიდი, ღმერ-
თო! თითქოს უცხო კაცი კი აღარ იყო, თითქოს სხვა ბავ-
შვების მამებსა გავდა, მართლა მამა იყო, ნამდვილი მამა!
თითქოს თავზეც გადამისვა ხელი, მარა ეს აღარ მახსოვდა

72
ზუსტად, მართლა გადამისვა თუ მე მოვიგონე და მერე ჩე-
მი მოგონილი დამამახსოვრდა. თითქოს ორივე ბედნიერი
ვიყავით და კმაყოფილი, ჩიტები რო დავაპურეთ, მარა იმ
ბეღურებს კისტის თოფით დაერივნენ მერე უბნის ბიჭები
და რაღა აზრი ქონდა საკენკის დაყრას? სიკვდილისთვის
მოგვეტყუებინა საწყალი ჩიტი? იმის მერე აღარც დაგვიყ-
რია. ან იმათთვის, იმ მკვლელებისთვის რა ახრი ჰქონდა
გეთქვა, ჩიტს არ ესროლო და არ მოკლაო? მკვლელებად
იყვნენ დაბადებული. იმათგან ერთს, იმ ზამთარს, სკოლა-
ში ღუმელი რო აუფეთქდა და სახე გამოეწვა, ლამის ტაში
შემოვკარი, კაი ხანს მეგონა, მკვდარმა. ჩიტებმა გადაუხა-
დეს სამაგიერო.
ახლა კიდე აღარც თოქლი მოდის და აღარც ჩიტები მოგა-
კითხავენ საკენკისათვის. მამაჩემიც მოკვდა და გეგონება,
საუკუნე გავიდა, მარა დღემდე ისე მიყვარს თოვლი და
თოვლის სუნი, რო ორი ფიფქიც რო გადმოაგდოს ზამთარ-
ში, ეზოში ლამის ბავშვივით გავკუნტრუშდები. მარა ამ
სიხარულთან ერთად თან რაღაცნაირი შავნაღველი წამი-
ჭერს ყელში, იმ დიდი თოვლის, მაშინდელის, უხსოვა-
რის, ჩემი ბავშვობის. ხანდახან მერე ისე გაუსაძლისია ეს
შავნაღველი, ისევ ის მირჩევნია, რო აღარ თოვდეს. ან გა-
მომშრალი ზამთარი იყოს, ან წუნწკლიანი, ყველაფერს
ერთად რო ახავსებს, რო ვერ გაიგებ, შემოდგომაა თუ გა-
ზაფხული, თუ ორივე ერთად და ამ დროს ზამთარი როა,
მარა უთოვლო და უნიათო, არაფრის მაქნისი. არადა,
დომნასთან რო ვიყავი, მთლად ბავშვობაში, მაშინ რამხე-
ლა თოვლი იცოდა, ღმერთო! ვიღაცა კაცი რო მოვიდოდა,
წყალსაცავიდან, მხარბეჭიანი, გზას გაკვალავდა ჭიშკრამ-

73
დე და სახურავსაც რო გადმოთოვლიდა. ძირს ჩამოყრიდა
მძიმე და თეთრ თოვლს, მთლად აღარ ჩანდა დომნას ციც-
ქნა სახლი გადმოთოვლილში. სხვა არაფერი მახსოვს იმ
კაცის, არც სახე, არც სახელი, ის. მახსოვს, რო კვალავდა,
ორთქლი ასდიოდა, მე კიდე თეთრი თოვლი თვალს მიჭ-
რელებდა, უკან მივყვებოდი გაკვალულ გხაზე ბოჩოლასა-
ვით და მის დანატოვარ, ნავივით ფართო ნაკვალევში
ვდგამდი მოცუცქნულ ფეხებს. თან მიყვებოდა რაღაცა
ზღაპრებს, სისულელეებს, მეც სუ ქვემოდან ვჟღურტუ-
ლებდი და ჰა, ბიჭო, იმასაც თავზე თეთრი თმა ქონდა,
მგონია, იმასაც გაქოჩრილი. უქუდოდ მოვიდოდა ხოლმე.
გაკვალავდა თოვლს და პირს გააღებდა, წვრილ-წვრილ,
მარა ნამდვილ ფიფქებს შეუშვერდა ენას ბავშვივით და სი-
ცილ-კისკისით მეც მივბაძავდი, დიდი პრანჭვით და
გრეხვით, დიდი ბედნიერებით. ნეტა, ვინ იყო, ან რა ერ-
ქვა? აღარც იქნება უკვე ცოცხალი. ღმერთო, რა სიზმარი-
ვით იყო ახლა დომნას ზამთარი, ის კაციცა და ის თოვლიც
ამ ადუღებულ აგვისტოში, ამ საწოლში, გამოხარშულში.
მარა რა არი, იცი? ახლაც, ამდენი წლის მერე, ორი ფიფქიც
რო გადმოვარდეს, ახლაც კი ვიცი პირის გაღება, ენის შეშ-
ვერა წყალწყალა თოვლზე. ოღონდ მარტო ჩემთან, ეზოში.
ისე, რო არავინ დამინახოს, არავინ მხედავდეს.

74
მაღაზიაში ვარ დილიდან, ხან რას მივედე, ხან რას მოვე-
დე. კი არ ვუტყდები ჩემ თავს, მარა ჰა, ასეა. გული მაქ ამო-
ვარდნახე. გეგონება, პაემანის გულის ხეთქვა მქონდეს, მა-
რა ესეც პაემანი ხოა, თავისებურად? პაემანი მაქ მაღაზი-
აში. ცხოვრება ხო აქ გავატარე და პაემანიც აქა მაქ, აქ ხო
გადავშალე პირველად ფეხები და ნეტა, აქ არ ამომივიდო-
დეს სული, როცა იქნება. ტანს რაღაც წყნარად ვგრძნობ,
გარინდებულად, უფრო სული მიფორიაქებს. ერთ ადგი-
ლას ვერ მომისვენია, ხან საპნები გადავალაგე და დავალა-
გე, ხან ტილოები ვკეცე, ხან ფასებს დავუარე, ასჯერ შე-
მოწმებული კიდე შევამოწმე, ხოზედ ეკრა ყველაფერს, ხან
უკანა ოთახში ვითომ მარაგს შევავლე თვალი და ისევ სა-
რეცხ ფხვნილებში ჩავარდნილი ჩვენი თავი დამიდგა
თვალწინ. იმის მერე აქ თუ შემოვსულვარ, სუ ასე არი. და-
მიდგება თვალწინ და ჟრუანტელი დამივლის. მარა ახლა
ჟრუანტელიც არ მივლის, ისე ვარ ფორიაქში. თან იმას
ვფიქრობ, რო მოვიდეს და მაღაზიაში იყოს ვინმე, სათ-
ქმელს როგორ მეტყვის? სხვასთან რამე არ მობოდოს, არ
დამღუპოს. მე რა ვიცი, ეგ როგორი ფრთხილია? კაცის
სიფრთხილე ვინ ნახა, ვინ თქვა? მარა სათავისოდ ფრთხი-
ლიც იქმნება. იმასაც აქ თავი ატკივებული, ჰოდა, იმან
იკითხოს. ოჯახი ყავს უკან პარტიად ჩაწყობილი. მე ვინ
მყავს? არავინ. მკვდრები მყავს მარტო. ჰოდა, ეხლა მკვდა-
რი მრუშობაზე საფლავიდან ვერ წამოდგება.
ან, რო მოვიდეს და ვერ მითხრას ვერაფერი? კაი, კაი, რაღა
მაშინ მოუნდება მყიდველს ბოდიალი. აგე, ამდენი ხანია
არავინ შემოსულა და რაღა მაშინ შემოვა? მარა მე ისეთი
ბედი მაქ, მაშინ შემოვა მაინცდამაინც. არა უშავს, ტელე-

75
ფონზე მომწერს იმ თავის სათქმელს, ბოლო-ბოლო. ისე,
ჩემ თავზე მეცინება. ნეტა, ბოლოს როდის ვიტრიალე ასე
სარკის წინ? თან მაინცის ჭინჭები ამოვიცვი, რაც მაცვია,
მარა ხო ვიტრიალე? ფრთხილად უნდა ვიყო, ამ ხალხს რას
გამოაპარებ? აგე, თვალები გიელავსო, ლელამ, და მე მეგო-
ნა, იმ დღეს ძლივს ვიდექი ფეხზე, ჩაშავებული და თურმე
თვალები მიელავდა! ახლა, ფერად-ფერადი კაბების ჩაცმა
რო დავიწყო ფარშევანგივით ამ მარტოხელა ქალმა, შინა-
ბერამ, ხალხი რას იფიქრებს? ან რამე რატო ვაფიქრებინო?
ჰოდა, ისევ ჩემი ძველი შარვალი ამოვიცვი და ზემოდან
მოფლაშული კოფთა ჩამოვიმხე თავზე. შარვალი თუ გაც-
ვია ჩემნაირ სრულ ქალს, ტრაკის დაფარვა უნდა გიჯობ-
დეს. სოლიკომ კი მითხრა ერთხელ, ეთერ, შენ ისეთი ქა-
ლი ხარ, ჯვალოც რო ჩამოიცვა, ტანი მაინც დაგეტყობაო
დააბა, შარვალში და ფერადში ხო უფრო დამეტყობა? ამი-
ტომ რამე ჯვალო უნდა გქონდეს გადაცმული, ზედმეტი
ყურადღება რო არ მოიხვიო. აბა, ამ ასაკში ტრაკზე მობჯე-
ნილი კაცის თვალი რაღაში მინდა? ფერადი კიდე ჩემი
ძმის მერე სუ არ ჩამიცვამს, ახლა თუთიყუშივით ვერ მო-
ვიკაზმები! ფერადი ბავშვობაში მიყვარდა და მინდოდა,
მარა მაშინაც რა მქონდა? სკოლის წლებში რაღაცა მახინჯ
ფორმის კაბებში სული ამოგვხადეს, სუ ტანზე მბწკენდა,
კანი მქონდა დაწითლებული. დიდი-დიდი, თეთრი არშია
შემოგევლო იმ კაბების საყელოსა და მკლავებზე. კი მომ-
წონდა, მარა მაგათი რეცხვა-გახამების ნერვი სადა მქონდა
პატარა გოგოს? ჰოდა, ის ჩავიცვი, რაც მაცვია, თვალში
არავის შევეჩხირები, მარა სუფთად ჩავიცვი. ახალი და-
რეცხილი, დაუთოებული.თან, დავიბანე და დავწკრიალ-

76
დი. ტყუილია, ამ სარეცხის ფხვნილებში მეორედ ჩამხობა
აღარ მიწერია, მარა ქალი სუფთა უნდა იყოს, თუ სადმე ახ-
ლოს კაცი ტრიალებს. აი, შაბათს ჩავალ თერჯოლაში და
ვკითხავ საბითუმოს გოგოებს, აბა, რა იციან და როგორ
იციან. რა კაცია, უნდა ვიცოდე. პატიოსანი კი არიო, აქაუ-
რებმა თქვეს, მარა მე რა ვიცი, იქნება ყველა მაღაზიაში ჩემ-
ნაირი ყავს? უი, მეხი დაეცეს მაგას თავზე! მარა რანაირად
ეყოლება ყველა მაღაზიაში ქალი ამ ბებერს? მარა ბებერიც
თუ აიშვებს, იმას ვერავინ დააკავებს, ეს ასე არი! არა, მაინც
როდის მოვა? ან მე მეკითხა საათი, ან იმას ეთქვა. მარა
პირველამდე მოვა აუცილებლად. თერჯოლიდან წამოსუ-
ლი დისტრიბუცია ეგრეა. ისე, თერჯოლაში ნეტა თუ მო-
მიკრავს მანამდე თვალი? ან იმას თუ.დავუნახივარ? თუ
დავინახავდი, დამამახსოვრდებოდა? ისე აქ თავი გაქოჩ-
რილი თეთრად, სუ რო არ ელი, დამამახსოვრდებოდა. ეგ-
რე იქნებოდა. რანაირია ცხოვრება, შენი ჭირიმე! ცხოვრება
თუ სიკვდილის შიში! სიკვდილის შიშმა არ გამაწევინა,
აბა, ამისკენ? აბა, რა ჯანდაბა დამეცა იმ დღეს თავ-ტანზე?
ვფიქრობ და ვფიქრობ, აგერ, ერთი კვირაა, თავი გამისკდა,
ვერ მოვიფიქრე! არა, ხო სიკვდილმა შემაშინა? ხო სიკ-
ვდილმა გამაწევინა თავი კაცისკენ? მარა იმ წუთში რო გე-
კითხა, მარტო ხელის მოხვევა, გულში ჩაკვრა მინდოდა,
მეტი არაფერი! აბა, ტყნაურს ვინ წარმოიდგენდა? ან რო-
მელი დიდი მოტყნაურე ნეტა მე მნახეთ? მარტო ის მინ-
დოდა, ვიღაცა მომხვეოდა, ეთქვა, რა კაია, ქალო, რო გა-
დარჩი! აბა, რა დროს შენი სიკვდილია?! არა, გენაცვალე,
მე ასეთი სიკვდილი არ მქონდა დაგეგმილი. არც დაგეგმი-
ლი, არც დაშვებული. რა რიონში დახრჩობა? ღმერთმა და-

77
მიფაროს! არა, მაინც რა უნდა, რო მითხრას? რო აწი აღარ
მოვა მაღახიაში? რო შეცდომა იყო ეს ყველაფერი, მორჩეს
ტინგიცი? მორჩეს და მორჩეს! რა, მეც ასე არ მირჩევნია?
ჩემთვის გავაგრძელებ მშვიდად ყოფნას, მშვიდად ცხოვ-
რებას. ახლა ერთი ყლე ვითომ იყო, ვითომ არც იყო და ჩე-
მი სიამოვნება სუ არაა მაგას მიბმული. მაგაზე კი არა, არა-
ვისზე არი მიბმული! მე თვითონ ვიცი, როგორ გამოვიხმო
აგერ, ბავშვობიდან, თეძოებში მაქ მთელი საიდუმლო მო-
ქუჩებული. ან იმას მეტყვის, ცოლი და შვილი მყავს, ზედ
შვილიშვილი, აღარ გამოვა არაფერიო? მეტყვის და მეტ-
ყვის! მართალიც იქნება! შენ გაგიმარჯოს შენი ცოლ-შვი-
ლის გხაზე, ჩემო ბატონო! აბა, ერთი შეცდომა ვის არ მოს-
ვლია?! მეც მომივიდა, შენც მოგივიდა.
ამ მაღაზიაში შემოვიდეს მაინც ვინმე ცოტა ხნით, ცოტა
ტვინი გადავრთო, გული გადავრთო, დამეღალა ამდენი
ფრთხიალით. მარა, ზაფხულია, ვინ შემოვა დილაადრი-
ან?! ცოტაც და, მოვა მარიამობა და მერე ყველა გაიკრიფე-
ბა. ჩადგება, ჩაგუბდება სექტემბრიდან სუ ყველაფერი. ახ-
ლა ტილოს გადავუსვამ კიდე ერთხელ აქაურობას და იქ-
ნებ ვინმე შემოვიდეს. ეგ არი, ტილო უნდა ავიღო კიდეც
ხელში და ა, ბატონო! აგე, თითქოს ამოიზარდა ნაწვიმარ-
ზე სოკოსავით ფანჯ:რის წინ ამის მარშუტკა. მობრძანდა
ვაჟბატონი!
ამის მწკლარტე დუხის სუნი ლამისაა კარიდან მეცეს და
გული კიდე ცოტაც და, ამიფეთქდება! მარა ეს ვინაა, ვინ
მოყვება? ვიღაცა უცხო ბიჭია, ახალგაზრდა, კეფაბრტყე-
ლი. გამარჯობა, ეთერო, კარიდან მეუბნება, ყურები უხუ-

78
რს. თმაც რო დაუვარცხნია, სველი ხელი გადაუსვამს. ნე-
ტა, სად მოახერხა?! ფანტანთან გააჩერა, ალბათ, მანქანა. ეს
პრანჭია კაცი, ესა! თენგო გაიცანი, ჩემთან ერთადაა, დიდ
ტავარზე ერთმანეთს ვენაცვლებით. ხელები სად წაიღოს,
აღარ იცის. რაღა გიჭირს ან მე რაღა მიჭირს, თუ შენთანაა
ეგ თენგო და აწი თუ სუ შენთან იქნება! და გამარჯობა, ვე-
უბნები, მე თვითონა ვგრძნობ, საყვედური კი არა, წყენა
მაქ ხმაში გარეული. წყენა კი არა და ბრაზი, ბრაზი მაქ გა-
რეული! რანაირად უნდა დამელაპარაკოს ახლა ეს, თავზე
რაიკომის მდივანივით რო წამომაყენა ეს მეორე დისტრი-
ბუტორი? და, შენ რა, დღეს უნდა მოსულიყავი? ვეკითხე-
ბი. ლამის დავგესლო. არააა, დაბნეულია, მარა ახალი ჟე-
ლეები გვაქ, ისრაელის, კარგი, არ გინდა? ახლა სახეზეცაა
აჭარხლებული. ცოტაც და, შემეცოდება. არა, არ მინდა, მაქ
ჟელეები. ის თენგოა თუ ჯანდაბაა, იქვე დგას გაშეშებუ-
ლი, თვალებს ატრიალებს. ვითომ ისევ ტილოთი ვწმენდ
ჩემი უდღეური ვიტრინის პირებს. კაი, კარგად იყავი, აბა,
ეს გამოფლაშული ყურები ლამის მხრებზე დაეყაროს, ლა-
მის იტიროს. კარგად იყავი, ხურგს ვაქცევ, არც ვუყურებ,
როგორ გადიან.
ეს დებილი, ესა! რა იყო ვითომ ეს მატრაკვეცობა და ეს თე-
ატრი?! პატარა ბიჭია?! თუ თქვი, რო დალაპარაკება გინ-
და, ისე ქენი, დამელაპარაკე, გამაგებინე, როგორ გინდა, რა
გინდა, რატო გინდა! რა არი, ამ ვიღაცა ტლუ თენგოს წა-
მოკიდება?! ამდენი ვერ მოახერხა ამხელა კაცმა, მარტო
მოსულიყო, შემოსულიყო?! არა უშავს, აწი მეცოდინება,
რა ჩიტიცა ხარ, ვაჟბატონო! მოუხერხებელი ხარ და ბოთე!

79
ამხელა კაცს ის ვერ გიქნია, შენი სათქმელი მითხრა თამა-
მად!
ეთერო, აგერ, ყურთან მესმის ისევ მისი ხმა. გული აქ ამო-
ვარდნაზე, ლეკვის სახე ადევს, თენგოს მოვატყუე, სათვა-
ლე დამრჩა-თქო, ახლავე უნდა მივბრუნდე, თან მზის სათ-
ვალე უჭირავს ხელში, პირი ყურებამდე უღიმის. შაბათს
გელოდები, ეთერო. თერჯოლაში რო ჩამოხვალ, თერჯო-
ლა-ქუთაისს გამოყევი 12 საათზე. მეორე გადასახვევთან
ჩამოდი, მანდ გააჩერებინე, გზაზე კი არა, ცოტა შიგნით
შემოდი, ტყეზე და იქ ვიქნები, მანქანით დაგხვდები. ისე
ვიზამ მერე, ქუთაისს გამოგაყოლო უკან, საღამოზე. კარ-
გად გნახავ მერე, ეთერო. დავილაპარაკებთ კიდეც და...
ლამისაა, ძარღვები დაუწყდეს კისერზე და ის ჭროღა თვა-
ლები საბუდრიდან გადმოუცვივდეს,კაი, გოგო?
ჰო, კარგი, კარგი! გადი ეხლა დროზე! მინდა, ეს ტილო
ცხვირზე ავაფარო, მარა სიხარული მთელ ტანში მეღვრე-
ბა, ცოტაც და, აგერ ამ დახლს გადავახტები, გულში ჩავიკ-
რავ! ჯერ ზურგსა ვხედავ, ბიჭივით გარბის თავის თენ-
გოსკენ და მერე ამათი მარშუტკის ნაბოლვქვი მეცემა
ცხვირში. რაო? რომელ გადასახვევთანო? რომელ საათ-
ზეო? თორმეტზე, თორმეტზეო! თორმეტიანს გამოყევიო!
შაბათსო! დაიცა, დღეს რა დღეა? რა რიცხვი? სამშაბათია
დღეს, როდის მოვა შაბათი, ღმერთო! ეს ტილო კიდე ხელ-
ში მაქ შერჩენილი, შეცივებული და აგე, ვხედავ, სალარო
აპარატთან ახლა მართლა დარჩენია ამ შტერს
სათვალე!

80
5

ვფიქრობ და სუ ვიძაბები. კხლოს სადმე რო გადავვარდეთ


ამ ღრანტში, ამ დაკლაკნილ გზაზე, გადავვარდეთ და მოვ-
კვდეთ, მერე მე ვინ დამასაფლავებს? არავინ. ვინ იქნება
ჩემი პატრონი, დამტირებელი? არავინ. დამტირებელი კი
არა, შეიძლება იქვე დამტოვონ ყვავ-ყორნის საჯიჯგნად,
არც ამომიყვანონ. ამას კი ამოიყვანენ და დაასაფლავებენ
დიდი პატივით, დიდი ტირილით. დიდი-დიდი, ნათესა-
ვებმა წაუპუტუნონ ერთმანეთს: „საყვარელთან ყოფილა
თურმე, ქალო", სხვა არაფერი. ცოლიც დაიტირებს და შვი-
ლიც, ზედ კიდე შვილიშვილი და მე? მე ვინ გამეკარება?
ცისანა და ნენო? რომელი? არცერთი! ჩუმადაც არავინ და-
მიტირებს. ბოზი ქალი ვიქნები ყველასთვის. ბებერი ბო-
ზი. ყველასთვის. აგე, ვზივარ უკვე ამის გვერდით. გადა-
სახვევთან დამელოდა, იქ შემხვდა, როგორც მითხრა. და-
ბანილი, დავარცხნილი, მოცინარი. სუ აბრდღვიალებუ-
ლი მანათებს თავის ჭროღა თვალებს. თან დაირცხვენს,
ვერ იგებს, რა ქნას, მაკოცოს, გადამეხვიოს? ისევ მე ვკოცნი
ლოყაზე, მე ვადებ ჩემი მთელი დღის ნარბენ, გაწეპილ
ლოყას ახლად გაპარსულ, კაცურად უხეშ კანზე. როგორ
ხარ, გოგო? ესეც, თან ლოყაზე მეტანება, თან ხელებზე.
კარგადა ვარ, თან საქარე სარკეში შევავლებ ჩემ თავს
თვალს, სათვალე დაგრჩა იმ დღეს, ახლა ჩანთას დავწვდე-
ბი და სათვალეს მივაწოდებ. შემომცინის და მაშინვე შუბ-
ლზე დაიკოსებს. ახლა ისევ მინდა, სარკეში ჩემ თავს შე-
ვავლო თვალი. პაემანი არი თუ რაც არი, ხო მაგაზე მოვე-

81
დი, ასე სხვაგან პირველად ვხვდები ამ კაცს, ამ კაცს კი არა,
საერთოდ, კაცს, და ცოტა ლამაზი ხო უნდა ვიყო, ყოველ-
დლიურობაზე სხვანაირი. არა მიშავს რა, თმა მაქ ცოტა გა-
წეწილი და კაბა გვერდზე მომქცევია, სხვა არაფერი. რაც
მქონდა საუკეთესო, მეც ის ჩავიცვი. ნახევარი დღე ვიფიქ-
რე, რა ჩამეცვა, ისე რო დისტრიბუციის გოგოებსაც არ შევ-
ჩროდი თვალში, არ ეთქვათ, რამ დაგპრანჭა ქალო, ასე რო-
დის გამოკეკლუცდიო, არც ნენოს და ცისანას ეთქვათ რა-
მე, თუ სადმე გადამეყრებოდნენ სადგურზე იმ დილაად-
რიან, სანამ თერჯოლის მარშუტკაში შევილალებოდი და
ამასაც ხო უნდა მოვწონებოდი, ამასაც გახარებოდა ჩემი
დანახვა. ჰოდა, ვზივარ ახლა ამ ჩემ საუკეთესო კაბაში გახ-
ვეული. ლურჯი არი, უბრალო. მაინც არავის მოხვდება
თვალშიზედმეტად. მისი თეთრი მარშუტკით რაღაცა ქვი-
ან, უკაცრიელ გხას მივუყვებით და თან ფეხები მეყინება,
თითები მეკრუნნჩხება. არა, არც ცისანა დამიტირებს და
არც ნენო. არ დამიტირებს არცერთი. გაქვავებული სახით
ჩამოჯდებიან, გამურული ჯეზვედან წყალწყალა ყავას ჩა-
მოისხამენ და რომელიმე ამოღერღავს მერე ძლივს გასაგო-
ნად: „წარმოიდგენდი, ქალო, ეთოს საყვარელს? მე ვერა-
სოდეს“. მე რა, მე თვითონ წარმოვიდგენდი? მე რა, მეგო-
ნა, ასე მოხდებოდა? არა! მე ჩემი ცხოვრება მქონდა დახა-
ხული მისხალმისხალ, ნაწილ-ნაწილ. მთლად დაგეგმილი
მქონდა ჩემი სიბერე. ტკბილად და მშვიდად მინდოდა მე-
ტარებინა დარჩენილი სიცოცხლის წლები. აბა, რისთვის
გადავდე და შევალიე თავი ამ მაღაზიას?” აბა, რისთვის
ვიწვალე ამდენი ხანი? ვიწვალე და ახლაც ხო ვწვალობ?
და კიდე რამდენი უნდა ვიწვალო, ნეტა ვინ იცის?! დღე-

82
საც ხო ვიწვალე? ჩამოვედი და სირბილ-სირბილით და-
ვიარე ყველა საბითუმო! ჩქარ-ჩქარა, გულის ამოვარდნით.
ტვინი არ დამიტანებია, რას ვაკეთებდი ან როგორ ვაკე-
თებდი! ნაპოლეონიც ვერ ვჭამე, სადღა იყო ნამცხვრის
დრო, ნერვი?! მე ჩემი ჩვევა მქონდა, ჩემი რიტუალი, გინ-
და საბითუმოს მოვლის და გინდა იმ კაფეში ჩამოჯდომის.
ეგეც აღარ გაქ, ეთერ, ქერქეტა ქალო! გამოიქეცი ახურუშე-
ბული! ძუკნა ძაღლივით, ვაჟბატონის გვერდით რო დას-
კუპებულიყავი, პატარძალივით! რაღაცა, უცხო, უკაცრი-
ელ გხაზე გეარა, გულის ხეთქვებით!
რა ვქნა, ახლა ამას ვუთხრა, კიდე შეანელოს, ნელა ატა-
როს? ვუთხრა, რო მეშინია, არ გადავიჩეხოთ? არადა, სუ
არ ატარებს ჩქარა. მიასეირნებს ამ თავის თეთრ რაშს
მტვრიან გხახე. ნეტა ვიცოდე, სად მივყავარ! მთლად განა-
თებული ზის სიხარულისგან, სხვა არც კი ახსოვს, ასე მგო-
ნია. აგე, წინ რო პატარა-პატარა ხატებით მოურთავს ეს თა-
ვისი თეთრი მარშუტკა, თავი ამ წმინდანებზე მეტადა აქ
განათებული. ხანდახან გადმომხედავს, ცხელ ხელის-
გულს დამადებს კალთაზე და ისე მიყურებს ერთგული
ძაღლივით, ცუგასავით. გეუბნები, ეს მართლა არი შეყვა-
რებული. რა იყო, რა დამუნჯებული ზიხარ, გოგო? შემომ-
ცინის. ნუ გეშინია. შენ რა, გგონია, აქ ვინმე გიცნობს? ან
დაგინახავს?ვინ უნდა გიცნოს. შენ კი არა, მე ვერ მიცნობს
ვერავინ, ბიჭობის მერე აქ არ ვყოფილვარ. ნუგეშინია. აჰა,
ისევ დამადო ვარვარა ხელისგული კაბის კალთაზე.
ახლა თითქოს ცოტა მიდუნდება ეს გაფარჩხულ-გაყინუ-
ლი ფეხის თითები. მართლა ვინ უნდა დაგვინახოს ამ მი-

83
ვარდნილში, შენი ჭირიმე? ახლა არა ჯობია, შევირგო ყოფ-
ნა იქ, სადაცა ვარ? რა გულის ბაგაბუგით ველოდებოდი ამ
დღეს, რა უცხო სიხარულით და შევირგო, რა იქნება, შე-
ვარგო ჩემ თავს! რაღას ვიძაბები და ვიმანჭები! ან ამ ღრან-
ტში გადავარდნას რაღას ვიზმანებ? კაცი მთლად ბავშვო-
ბიდან ზის მგონია ამ მანქანაზე და რაღა ახლა გადავარდე-
ბა? გედოს ეგ ხელი, ბიჭო, ცოტა ხანი, ეგრე უფრო ვმშვიდ-
დები. სადაც ყველა დადის, იქ კი არ მიმყავხარ? როგორ
გინათებს ეგ ჭროღა თვალები. სხვა, უცხო ადგილი უნდა
განახო, მთლად ჯადოსნური, უკაცრიელი! იმერეთის ვარ-
ძია უნდა განახო! სუ სახეში მაფრქვევს თავის სიხარულს,
აღფრთოვანებას. ერთი ეგაა, ხშირ-ხშირად იღებს ხელს ჩე-
მი ფეხიდან, რო საჭეს მიაშველოს, მარა მერე მაშინვე უკან
მოაქ, ჩემ მუხლს ეძებს და კაბის ქვეშ სუ მეწვის მისი ხე-
ლისგულისგან ცხელი ხორცი, მარა ქვემოთ ფეხის თითე-
ბი მაინც მეყინება. ახლა მთლად ღორღიან გხას მივუყვე-
ბით, დაბალ-დაბალი, ქვასავით მთა-გორის გასწვრივ მივ-
დივართ. ერთ მხარეს რო სიმწვანეა, იმის მხარეს, ჩემ მხა-
რეს, მთლად ქვაა და კლდე. გეგონება, საიდანღაც ნაპრა-
ლიდან ამოიზარდა ეს შავი კლდეები. მართლა უცხო არი
აქაურობა. ვარძია! ვარძია ჰო, რა, ნანახი მაქ?! მარა აგერ,
იმერეთის ვარძია ხო მექნება ნანახი!
აი, მაქეთ, მაქეთ არი, ეთერო, იმერეთის ვარძია, ჩემკენ იწ-
ვდის ხელს, მანდ ახლა ბევრი ხალხი იქნება, ათასნაირი
ჯურის. სექტემბერი კია, მარა მაინც ბევრი ხალხია, ტუ-
რისტები, ესენი, ისინი. მარა მე მანდ არ მიმყავხარ, გოგო.
მე სად მიმყავხარ, იცი? მეორე მხრიდან უნდა შეგახედო,
ჩემი ადგილიდან. ჩემ ადგილას მიმყავხარ, ეთერო, ჩემი

84
ბავშვობის ადგილას. მართლა ორმოცი წელი' არა ვყო-
ფილვარ აქით, გოგო! მარა, იცი, ეს გზა როგორ მახსოვს?
სუ ზეპირად. შენთან ერთად მომინდა აქ მოსვლა, ამდენი
ხნის მერე. მარტო შენთან, კიდე შემომცინის, მარა ახლა,
მგონია, ცოტა სევდაც უდგას ამ ჭრელ თვალებში. ცოტა
საწყლადაც ეღიმება.
რანაირი ხარ, ბიჭო, რანაირი პოეტური, ან ამ დისტრიბუ-
ციაში რანაირად მოხვდი, ან ამ მგელივით კაცებში რანაი-
რად ამოიზარდე ასეთი, კეთილი ძაღლივით. არაფერს ვე-
უბნები მაინც, ხმას არ ვიღებ, მარტო ჩემ კალთაზე დადე-
ბულ ხელზე მეც ხელს მოგუჭერ. ძლივსა წვდება ჩემი თი-
თები ამის ძარღვიან, ნიჩაბივით ხელს. ორივეს ფანჯარა
გვაქ ბოლომდე ჩაწეული და სახეში სუფთა, ქრიალა ქარი
გვცემს და თმას გვიწეწავს. მე ჩემ შავ თმას, ამას თეთრ ქო-
ჩორს. ისე მაინც აღარ ცხელა, ისე სასტიკად, როგორც იცის
ზაფხულმა. რაღაცნაირი, ღონეგაცლილი სიცხე დგას, არა-
ქათმილეული.
ვუყურებ და თან მგონია, რო ძაან ნაცნობია, თან მგონია,
რო ძაან უცხოა, სუ უცნობია. ვინაა საერთოდეს კაცი, ან მე
რა მინდა აქ, ამ ვარძიაში?! ან სად მივყვები, რატო მივყვე-
ბი?! რაღაცა ჭრელი საროჩკა ჩაუცვამს, მოკლემკლავიანი,
ესეც გამეპრანჭა, ეგრე არ არი! ის სახიხღარი ოდეკალონი
აღარ ასხია ისე ბევრი. ან არ ასხია, ან ცხვირი შევაჩვიე. ჭა-
ღარანარევი შავი თმა ამოჩრია ყელთან, სახეზე სუფთადაა
გაპარსული. სუ სუფთადა აქ ეს სახე გაპარსული, სხვანაი-
რი მე არც მინახავს. ნაჯაფი ხელები აქ, ნამუშევარი. ცალკე
ყუთების თრევით და ცალკე ალბათ, ვენახი ექნება, კიდე

85
ბოსტანი. აგე, ახლა სუ ცხადად ვხედავ, როგორ დგას სახ-
ლში სარკესთან და ბოლო ღილს იკრავს საროჩკაზე, ნი-
კაპს ზევით წევს. იქვე მის ცოლსაც ვხედავ, საუთოოსთან.
დაუუთოვა საროჩკა, ხელში აწოდებს, უთოსგან კიდე ცხე-
ლია საროჩკაცა და ამ ქალის სახეც. ახლა შვილიშვილის
თეთრეულს აუთოებს თავჩაღუნული. სქელტრაკა ქალია,
განიერია. ნეტა, მართლა თუ ასეთია? არა, ამის ცოლზე რო
არასდროს არ მიფიქრია? თითქოს არც არი. ვინაა, რაა, რო-
გორია? ნეტა ახლა თუ ახსოვს თავისი ცოლი ვაჟბატონს!
შენმა ცოლმა იცის, სადა ხარ? ხმაში რკინა მაქ, უცებ ამომ-
დის სიტყვა პირიდან, პირს თავს ვერ ვუყრი, ენა დავადუ-
მო. ან რატო უნდა დავადუმო? მოუნდა ბიჭს საყვარელ-
თან სეირნობა, თან ვარძიაში! მე კიდე გული მისკდება! მა-
გის დროა ახლა, ეთერო? სახე ნაწვიმარივით ექუფრება,
მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. ახლა ცოტა კი ვნანობ, ხმა რო
გავიღე,კაი, ბატონო, მერე ვილაპარაკოთ, კბილებში ვუც-
რი. მარა ჩემი ბრალია? ასე რო ვიცი გაავება, გაკაპასება?
ხელს იღებს ჩემი მუხლიდან, საჭეს აშველებს, მარა მერე
აღარ მეხება. მე კიდე კლდეებს ვაშტერდები, ამას აღარც
ვუყურებ. გამებუტა, ასე მგონია. არა, აქ გულის ხეთქვას
და ამის ცოლზე დაბოღმვ–ას არ მერჩივნა, ახლა კაფეში
ვმჯდარიყავი თერჯოლაში, რძიანი ყავა მესვა ჩემთვის ნე-
ბივრად? ზედ ნამცხვარი დამეყოლებინა კრუტუნ-კრუ-
ტუნით? რად ავირიე ცხოვრება, ავარევინე? რატო დავდე
სასწორზე ჩემი დღეები, დარჩენილი? რა მინდოდა, რამ არ
მომასვენა, რად არ მოვისვენე? მარა ეშმაკი რო შეგიჩნდება
ქალს, ეშმაკს რანაირად შეერკინები? ამას შეხედე, ჩემ ეშ-
მას, ჩუმად არი გაყურსული, ხმას აღარ იღებს, ორივე ხე-

86
ლით საჭეს ჩაფრენია, მარტო წინ იყურება. ეს გხა კიდე სუ
დავიწროვდა, რაღაცა ტყის პირი მოჩანს შორით, იქითკენ.
იქ მივყავარ ალბათ, იმ ტყეში, ქუჩის ქალივით. ხო, იქით
მივყავარ...
ჰოდა, მივყავარ და მეც მივყვები! დიახ, მივყვები! რა, ძა-
ლით ჩამაჯინა ამ მარშუტკაში? მინდა და მივყვები! დი-
ახაც! მინდა და მყავს საყვარელი ამ სიბერეში! საყვარე-
ლიც მყავს და აგერ, ტყეში მივეცემი კიდეც სიყვარულს.
რა, რატო არა?! რა დამრჩება მეტი ცხოვრებისგან სიყვარუ-
ლის და სითბოს გარდა?! არც არაფერი! ან რა მქონდა მა-
ნამდე ამ ცხოვრებაში? არც არაფერი! ნახევარი ცხოვრება
ჩემი ოჯახის კაცების მომვლელი ვიყავი, იმათი რეცხვა-
წმენდა იყო ჩემი სიცოცხლე და მეორე ნახევარი კიდე მა-
ღახიაში მაქ გატარებული. მაღაზიაში ვარ დაყუდებული,
იქა ვცხოვრობ იმის იმედად, რო ცოტა ადამიანური სიბე-
რე შევქმნა ჩემი თავისთვის. რო მერე მართლა კატამ არ
შემჭამოს სადმე მკვდარი. მარა სხვა? სხვა რა შემრჩა ამ
ცხოვრებიდან? რო დამაჯინო და მკითხო, აბა, ეთერ, შენი
ცხოვრება მოგვითხრე, რამე გვითხარი, ან რას მოვყვები?
მამაჩემის ნაკეცებით დაუთოებულ შარვალს თუ მაღაზი-
ის ბუღალტერიას? რას? ვერაფერს! ვერაფერს მოვყვები
იმის გარდა, რო ახლა ამ კაცთან აგერ, სადღაც ტყეში მოვ-
დივარ, რო აგერ, აი, საყვარელი გავიჩინე ბებრობაში, თან
რა საყვარელი! შეხედავ და ერთი დისტრიბუტორი კაცია,
შვილიშვილების ბაბუა, მარა როგორი სიყვარული იცის,
როგორი მოფერება, რა ხელები აქ, რა ენა, რა ტუჩები! დი-
ახაც! ბარე ბევრ ქორფა ქალს რო არ დაესიზმრება ეს სიამე.
დიახ! ზუსტადაც!

87
აგე, ხო მივხვდი. ტყის ნაპირას აჩერებს მანქანას. მოვე-
დით, ეთერო, დატუქსული ძაღლივით აპარებს ჩემკენ
თვალებს,ცოტას ფეხით გავივლით და მერე ისეთი ხედია,
ისეთ ხედს გაჩვენებ, ისეთი ადგილიდან გადმოგახედებ,
არ დაგავიწყდეს! ნახე, როგორი კაცია! რა საყვარელი! ნა-
ხე, როგორ გულით მეუბნება, გულით მიუხარია, ის ადგი-
ლი მანახოს, თავისი ბავშვობის. ვინ მოუყვანია აქ ჩემ გარ-
და? არავინ! ვუყვარვარ! მომიყვანა! ჩემთან უნდა ამ ადგი-
ლის გაყოფა მარტო! რატო ვატკინე გული, რა დროს ამისი
ცოლის ხსენება იყო, რატო მოვშხამე? ან მე რად მოვიშხამე
თავი, რად მოვიწამლე? დაივიწყე ახლა, ეთერ, ყველაფე-
რი! არაფერს არ დებ მაგ შენ სასწორზე. არც შენ დალხე-
ნილ, კარგ სიბერეს. სიბერემდე მიხვიდოდი რო,წჰა, მიხ-
ვიდოდი? აგე, რიონმა კინაღამ წაგიღო ორი კვირის წინ,
კინაღამ დაგახრჩო. ჰოდა, ჭკუა ისწავლე, შეირგე, რაც შე-
სარგებია, ქალო! შეირგე!
ღვედს ერთდროულად ვიხსნით ორივე დაის კარის გაღე-
ბას აპირებს, მე რო ხელს ხელზე წავავლებ. მოიცა ჯერ!
წამში ხვდება, რაც მინდა, რაცა მწყურია. სანამ მე ჩემ სა-
ვარძელს უკან გადავწევდე, ჩემს ძუძუებშია უკვე ორივე
ხელით ჩაფლული და კისერზე ტუჩებით მეტანება.

გეგონება, ერთი დღე კი არა, ერთი თვე არ ვყოფილვარ ჩემ


სახლში, უცბად ისე უცხოდ მეჩვენება ყველაფერი. გაწეპი-

88
ლი ტანი დავიბანე და ღონე სუ წამერთვა. იმ სამგზავრო
მარშუტკაში გავითიშე, მეძინა. ისე მეძინა, მგონია, პირი
მქონდა დაღებული და ერთი-ორი ამომეხვრინა კიდეც, მე
რა ვიცი. თვალწინ სუ ის ხედები მედგა, იმერეთის ვარძი-
ის, მთელი გხა ეგ მქონდა თვალწინ, მესიზმრებოდა. მზე
რო ჩადის კლდეებს მიღმა, იქით კიდე მინდვრებს რო
ღრუბელი ერთვის და აელვარებს, კიდე იქით მდინარე რო
მიიკლაკნება და მზეზე აბრდღვიალებული, თვალს გჭრის
სარკესავით. მისი ხმაც მედგა ყურებში. ვიჯექით და ვიჯე-
ქით იმ კლდის განაპირას, ჩამავალი მზე და სუსტი ნიავი
სახეზე გვედებოდა. ეს მთლად ჩემზე იყო მოხვეული, შე-
მოხვეული. უხმოდ, ჩუმად ვიყავით, ხმას არ ვიღებდით.
მერე უცებ, ძლივს გასაგონად, ლეკვივით ამოიწკმუტუნა:
რა უნდა ვქნათ, ეთერო? რა უნდა გვექნა? ხო დავიამებ-
დით ამ ხორცს როდესმე, ხო დავცხრებოდით? როგორც
წეღან დავიამეთ და დავცხრით. ჩამოვჯექით აგერ, მერე
წყნარად. აბა, სანამდე გასტანდა ეს დაგეშილივით სირბი-
ლი ერთმანეთზე? წავიდოდით მერე ჩვენ ჩვენ გზაზე. წა-
ვიდოდით კი არა, დავბრუნდებოდით. აბა, სხვა რა უნდა
ყოფილიყო ამ ასაკში, ამ პირობებში? როცა იქნებოდა, ხო
მოვრჩებოდით? ოღონდ, არავის არაფერი უნდა გაეგო, ეჭ-
ვიც არავის ჰქონოდა. ჩვენი საიდუმლო ყოფილიყო ბო-
ლომდე, სიკვდილის კარამდე. არ იყო სხვა გზა არაფერი.
ხმა არ გამიღია. მერე დავილაპარაკოთ, რო წამოვდექით
და მანქანისკენ წავედით მოწყვეტილი ნაბიჯით, მაშინ
ვუთხარი.

89
ქუთაისში ავტოსადგურამდე არმისული ჩამომსვა, არავის
არ უნდა დავენახე. თუ ნაცნობი იქნებოდა ვინმე და მკით-
ხავდა, აქ რა გინდა, ქალო, შენ თერჯოლაში არ უნდა
იყოო, პასუხიც მზად მქონდა, ქუთაისში მომიწია წას-
ვლამ, გენაცვალე, ახალ საბითუმოში-მეთქი. აწი კიდე მო-
მიწევს მისვლა-თქო, მაგასაც დავამატებდი, თადარიგის
დასაჭერად. რა, რატო არა?! შემდეგი პაემანი ქუთაისში
დავთქვით, სასტუმროში. მითხრა და დავეთანხმე. შაბათი
ვერა და კვირაო. კაი-თქო, მარა მე იმაზე _ მცრიდა ტანში,
ლამის ნახევარ საუკუნეს მიტანებულ, ტყუილს მიუჩვე-
ველ ქალს ტყუილის თქმა რო მიწევდა ფეხის ნაბიჯზე. ერ-
თი ტყუილის თქმა მომიწევდა, მერე, დღეში ერთის? მი-
ლიონის! ტყუილში ფოლადივით გავიწრთობოდი! მთა-
ვარი იყო, რასაც ზღაპარს ვიტყოდი, მერე დამემახსოვრე-
ბინა, შენი ჭირიმე! არა, ჩემი ბრალი იქნებოდა ეს მეზღაპ-
რეობა?! არა! არ იქნებოდა ჩემი ბრალი! არ მოატყუებინო
ადამიანს, არ აიძულო და არ მოგატყუებს! არ ჩაყო ცხვირი
მის პირადში, მის ცხოვრებაში. ბოროტი ლანდივით არ
სდიო ყოველ ფეხის ნაბიჯზე, არ გაუმწარო ცხოვრება,
ნერვები არ დააგლიჯო! მარა, არა, ეგ არ იქნება! ამას იზამ-
და ვინმე, თავის ნებაზე მიეშვი? ვინ იზამდა ამას? არავინ!
ოღონდ, არავინ იჯდა მარშუტკაში ისეთი, ცხვირი გამოე-
ყო და ეკითხა, ქალო, აქ რა გინდაო. ყველა სიცხისგან თუ
მოღლისგან იყო მიგდებული მორყეულ, ბინძურ სკამებ-
ზე, ენა ქონდათ ჩაგდებული. დაიძრა მარშუტკა თუ არა,
დამეძინა, მარა დაძინებამდე იქვე, სადგურში ნაყიდი კარ-
ტოფილის პერაშკი ჩავიტენე პირში. აბა, ისე გული მიწ-
ვრილდებოდა შიმშილისგან. რო გამეღვიძა, ლამის აგერ

90
ვიდექით უკვე, ჩვენ სადგურში. ტელეფონს დავხედე და
მისი მესიჯი ვნახე. კაი ხნის წინ ქონდა გამოგხავნილი.
„ჩემო გოგო, ეთერო“. წავშალე მაშინვე. მაგ დროს ცოტა კი
დამენანება, მარა მაგის მესიჯს მაშინვე ვშლი ხოლმე. რა
ვიცი, კიდე რო ჩავვარდე რიონში ან უცებ გული გამის-
კდეს სადმე, გინდა სახლში და გინდა კარში, და ეს მესიჯი
ასე დარჩეს, ხო გაიგებს ყველა ყველაფერს?! ვითომ რაღა
აზრი აქ, ვინ რას გაიგებს, თუ მკვდარი ვიქნები, მარა სად-
ღაც მაინც აქ ახრი. დიდი აზრი აქ! მკვდარსაც უნდა მი-
ხედვა და მერე მე ვინღა მომხედავს?! ვინ და არავინ! მარა
ეს რანაირი კაცია მაინც, მესიჯებს რო მწერს! ან მე რანაირი
ვარ, პასუხს რო არ ვწერ, სუ არ ვპასუხობ. მარა ტელეფონს
დავხედავ და თუ აბურდული ციფრების ბოლოს ორ
ცხრიანს, გამოკვანძულს დავინახავ, გადამებადრება ხოლ-
მე სახე, წამებში. ახლაც ასე სახეგაბადრული, მარა მაინც
დაღლილი მოვედი სახლში.
მოვედი და ეს სიჩუმე მეუცნაურა. ჩემი სახლის კი არა, ქა-
ლაქის. სექტემბერი რო იწყება, ისეთი დომხალი აღარ
დგას გარეთ. ახლა იწყებენ სახაფხულოდ ჩამობრძანებუ-
ლები ნელნელა გალალვას. დღე-ღამის გუგუნსა და წი-
ვილ-კივილს სიჩუმე შეცვლის და როგორც ამ ხმაურს უნ-
და შეეჩვიო თავიდან, მერე ისე უნდა გადაეჩვიო. სიჩუმეს
შეეჩვიო. მერე ისეა, დღე რო დამოკლდება და მალე ბნელ-
დება, გუგუნი კი არა, ვინმე ლოთის შეძახილი თუ შეარ-
ხევს ჩამომდგარ სიჩუმეს, ან ვინმე გადარეულის მანქანის
ჩაქროლება. დილით კიდე არა უშავს, სკოლა რო დაიწყე-
ბა, გაკვეთილებს შორის დასვენების დროს, ბავშვების ჟივ-
ჟივია ჰაერში დაკიდებული და დლის ბოლოს ეგეც მი-

91
ილევა, მინავლდება. ერთი ეგაა, ყველა დილა, გინდ ზაფ-
ხულის და გინდა ზამთრის, მაწანწალა ძაღლების ღავღა-
ვით იწყება. მაგათი ღავღავია მარადიული.
ბავშვობაში ზაფხული მეც მიყვარდა. აბა, რომელ ბავშვს
არ უყვარს, მითხარი, ზაფხული?! მეც მიყვარდა, მერე რა,
რო ლამის სუ სახლში ვყავდი ჩემებს ჩაკეტილი, მაინც მიყ-
ვარდა! ბავშვი ისეთია, ზაფხული უყვარს. ყველა ბავშვს
უყვარს ზაფხული, მარა ამ ბოლოსკენ, იცი, რა შემიყვარ-
და? შემოდგომის ბოლო. შემოდგომის ბოლო, ან სულაც,
ზამთრის დასაწყისი. კამკამა და მსუსხავ ჰაერს ძირს დაც-
ვენილი, გაშაშრული ფოთლის სუნი რო აქ. დილით
თრთვილი როა დაფენილი და საღამოს თოვლის სუნი რო
ტრიალებს, მარა ჯერ რო მაინც არა თოვს, ჯერ რო მარტო
თოვლის სუნია და მთებზე ნისლი წევს არშიებად. მკვდა-
რი როა გარეთ ყველაფერი, ყველა სახლში როა შეყუჟული,
ქალიან-კაციანად, ბავშვებიანად. ის ბავშვებიც რო კისერ-
წაგრძელებულები მეცადინეობენ, თავიანთ სკოლის წიგ-
ნებზე აქვთ ტილიანი თავები გადახრილი, მარტო დამწვა-
რი ფოთლების და საკვამურიდან ამოსული კვამლის სუნი
რო დგას მთელ ქალაქში. ყვავის ჩხავილი რო კვეთს ნის-
ლისაგან ჩამძიმებულ ჰაერს და შენც სველი შეშით აშიში-
ნებულ ღუმელთან ატუზულს რო გგონია, რო სუ ასე იყო,
ასე არი და ასე იქნება, აღარაფერი შეიცვლება აღარასო-
დეს. აი, ეგ მიყვარს, მარა მერე ის აღარ მიყვარს, რაც ამას
მოსდევს, ამ ყველაფერს – დაუსრულებელი წვიმა და წუნ-
წკლი. თოვლის მაგიერი წვიმა და მისი ჩაშავებული წუნ-
წკლი.

92
მაგ დროს ადრე ვკეტავ ხოლმე მაღახიას, მყიდველი და შე-
მომსვლელი, აბა, ვინ არი? მაგ დროს გეგონება, დედამიწა-
ზე მარტო შენა ხარ და შენთან ერთად ეს უსასრულო წვი-
მა, წკვარამი. აბა, თოვლი არ მოდის, აღარ მოდის, მარა-
დიული წვიმაა მარტო. თოვლის სუნიც რო დატრიალდეს,
მაინც წვიმა წამოვა, აგატალახებს, გადაგივლის. მარტო
ეზოს და გზას კი არა, შენც გადაგივლის. ეს ნესტი და ტა-
ლახი შენც დაგედება სულზე, სხეულზე, სახე-საყლაპავ-
ზე. ძაან ძნელია, შენი ჭირიმე. მაგ დროს შვება ძილია
დათვივით და მაყვლის მურაბა დილაადრიან, გახუხულ
პურზე. ისეთი ნესტია მერე,სუ არ გვჭირდება აქაურ ქა-
ლებს რამის წათხიპნა გლუვი კანისთვის. ყველაზე მოჭყა-
ნულ, ნაოჭა ქალსაც მაინც ისე აქ სახე გადატკეცილი, და-
ნოტივებული, გეგონება კაი მოვლილი არი. სახის კანს კაი,
მარა შავნაღველს რას უზამ? სად გაექცევი? ამ წვიმასთან
და ნესტთან ერთად რო მოდის,ზამთრის მაგივრად რო ჩა-
მოდგება.
ამ შავნაღველის გახსენებაზე, ლამის ვიგრძნო მისი საცე-
ცები და მთელ ტანზე გამცრას, შემამცივნოს. ამ დროს,
აგერ, კართან ვიღაც იძახის, ეთერი დეიდააა. სოფიკოა, ცი-
სანას გოგო, ხმაზე ვცნობ. ნეტა რა უნდა? შემოდი, გოგო!
ჩაიდანს ვადგამ ჩაისთვის, მურაბასაც ვდებ იქვე, მაგიდა-
ზე. თამამად შემოდის, თამამი გოგოაესა. თვალადი გო-
გოა, კაი საყურებელი, ყურადღებას მიგაქცევინებს. რო და-
აკვირდე, დედამისსაც ამოიკითხავ ამის ტან-ფეხზე, სახე-
ზეც, მარა დედამისს თავისი ქალიშვილობის არაფერი აქ
შერჩენილი, მონგრეულია, ტანდაკარგული. გეგონება, ნა-
პირებიდან გადმოვიდა. ეს კიდე ახლა იწყებს ტანის შეკ-

93
ვრას, თავით ფეხამდე გაფურჩქვნას. თან, ისე იწყებს აყვა-
ვებას, გეგონება, ლოდებს შორის ამოსული კოკორია, გე-
გონება, ქვა და ლორღი ლამის ფესვით გაანგრიოს. სიქორ-
ფის სინათლე და სილამახე აქ, სუ ანათებს და ელვარებს ეს
პატარა გოგო. კოხტა არი, კაფანდარა, ცხვირ-პირიც თავის
ადგილზე აქ, ძუძუც და ტრაკიც თავისი ასაკის შესაფერი-
სი, მარა მაინც გგონია, რო თითქოს კანში ვეღარ ეტევა. რა-
ღაცა სიხარული და ცნობისმოყვარეობა დააქ თავისი ტა-
ნით. ამას რო ვუყურებ, ისეთი სევდა შემჭამს ხოლმე... სევ-
დაც შემჭამს და შიშიც. სადმე ფეხი რო გადაუბრუნდეს,
წამში ჩააქრობენ, წამში გასრესენ, გაანადგურებენ, გადა-
უვლიან.
ჩაი უნდა დამელია, მოდი, არ გინდა? ჩემთვისაც ვიდგამ
ჭიქას, იმასაც ვუდგამ. არაა, არ მინდა. ვერაა ხასიათხე, მა-
რა თვალები მაინც უელავს. რაღაცა ახალი კაბა ჩაუცვამს,
კოპლებიანი, კოხტადა აქ ტანზე მომდგარი. პირდაპირ
გეტყვი, რა, ეთერი დეიდა, სკამზე ჯდება, მაგიდასთან. აშ-
კარად ნირი აქ წამხდარი. მაგიდაზე ხელებს აწყობს მოს-
წავლესავით და სახეში შემომყურებს. რა იყო, გოგო, მშვი-
დობა გაქ? გული მიცემს, ხო მშვიდობა გაქ? ადუღებულ
წყალს ამის ჭიქაშიც ვასხამ და ცხვირწინ ვუდგამ. მურაბა-
საც მივწევ იქით, იმისკენ.კიი, რაღაცა სათხოვარი მაქ. ჩემ
ჩაისთან ერთად ახლა მეც ვჯდები მაგიდასთან, სახეში
შევყურებ. უთხარი რა, დედაჩემს, ბანაკში გამიშვას. არ
მიშვებს. ვირზე შეჯდა და აღარ ჩამოდის. იქნება, შენ რო
უთხრა, უფრო გამიშვას? ლამის თვალზე ცრემლი მოად-
გეს. რა ბანაკში, გოგო? რა უნდა, ვერ ვიგებ. ბანაკში, ქობუ-
ლეთში, ზღვაზე. ერთკვირიანი ბანაკია, მეათე-მეთერთმე-

94
ტე კლასელებისთვის. ლიდერობას გვასწავლიან, პრეზენ-
ტაციებს, სქილებს, სხაპასხუპით მაყრის. რაას, რას გასწავ-
ლიან? მე კიდე აქეთ ბრინჯივით ვიბნევი. სქილებს, უნარ-
ჩვევებს, რა, სხვადასხვა უნარ-ჩვევებს. ძალიან მინდა, რა,
ეთერი დეიდა, წასვლა, გემუდარები, უთხარი დედაჩემს,
რო საჭირო არი ჩემი იქ ყოფნა. იქნებ დაგიჯეროს, იქნებ
გამიშვას, ლამისაა ატირდეს. გული მეწურება საცოდა-
ობით, მარა ხმაში ისეთი თხოვნა აქ, ისეთი მუდარა, არა
მგონია, ეს იქმთლად რაღაცა სქილებისთვის მიიწევდეს.
პრანჭია გოგოა. პატარა გოგო ხო არი, მარა ისიც იცის, ბიჭს
როგორ გაეპრანჭოს, ისიც იცის, როგორ დააშტეროს, ისიც
იცის, გული როგორ გაუტეხოს და როგორ გაუმთელოს,
ეგეც კარგად იცის. ნახევარი სკოლა ამაზეა შეყვარებული.
თან ხო ვხვდები, რო რაღაცა ინტერესი აქ კიდე, ჩემთვის
უკვე დავიწყებული, უცხო ინტერესი. გული ბანაკისკენ კი
არა, ვიღაცისკენ მიუწევს იმ ბანაკში, ზუსტადა ვგრძნობ,
ზუსტად ვიცი. ეს ახლა იმ ასაკშია, სუ მთლად ტანში აქ
გამჯდარი ცნობისმოყვარეობა, უცხო სხეულის, უცხოსი,
ბიჭის, კაცის. ეგრე ყნოსავს დედამისიც ალბათ ამ ინტე-
რესს, რო არ უშვებს. ცისანას რას გამოაპარებ?
რა ღირს ეგ ბანაკი? უფასოა? რა ვკითხო სხვა, ან რა ვუთ-
ხრა
სხვა, არ ვიცი. ფასიანია, მარა აქ ფული დედაჩემს. აქ ეგ
ფული, მარა არ მიშვებს. სწავლისთვის კი არა, ვიღაცა ბი-
ჭებისთვის მიდიხარ იქო. არ გაგახარებო. ხმა უთრთის. მა-
მაშენს არ უთხარი? კი ვეკითხები, მარა სისულელეს ვე-
კითხები. დედამისი თუ არ უშვებს, მამამისი რანაირად გა-

95
უშვებს? მამაჩემი რანაირად გამიშვებს, დედაჩემი არ მიშ-
ვებს? მწყევლის და ყვირის, რაც არ უნდა ვუთხრა. მიშვე-
ლე, რა, ეთერი დეიდა. ჰა და ჰა, ტირილს დაიწყებს. ძაან
მინდა წასვლა, საინტერესო ხალხს გავიცნობ, სუ კარგი
ხალხია იმ ბანაკში, თბილისელებიც. სწავლისთვის მინდა
ეგ ბანაკი. ადამიანებს გავიცნობ და ვიმეგობრებ, აბა, ბო-
ლომდე ამ ჭაობში ხო არ ჩავიხრჩობი? ისე ამბობს, ლამის
დავუჯერო. ჭაობზეც რო მართალია. ჭაობისთვის ეს კი
არა, მე ვარ ცოდვა და ეს არ იქნება, თხუთმეტი წლის ვარ-
დივით გოგო?
რა სასტიკია მაინც ეს ცისანა. ან რა წყევლა იცის, თუ კალა-
პოტიდან ამოვარდა. ან რა მტრობა იცის, თუ აგითვალწუ-
ნა. მარა ამ თავისი შვილის მტრობა იცის განსაკუთრებით.
ბიჭის არა, ბიჭს ზედ ყვება. იმ ტლუს თავზე ევლება, ლა-
მის ყვერები გამოულოკოს. ამის მტერია, გოგოსი. ისეთი
სასტიკი არი ხანდახან, ეჭვი შეგეპარება, რო ცხრა თვე ესეც
მუცლით ატარა. მარა გგონია, ცისანა მარტოა ასე? ყველა
დედა ასე სასტიკია თავის შვილისთვის. გოგო შვილის-
თვის. ჯერ არაფრად აგდებენ, მარტო მსახურად წვრთნიან
და ძუძუ დაემჩნევათ თუ არა, ჯოჯოხეთის ცეცხლში გა-
ატარებენ, გეგონება, თავის დაკარგულ, გაუხარელ თავებს
ხედავენ ამათ წამოზრდილ ძუძუებში, კრიალა კანში, ელ-
ვარე თვალებში. გეგონება, გული სტკივათ იმათ გაფურ-
ჩქვნაზე, თვითონ უკვე ოჯახისგან დამპალი ნაყოფივით
გამოჭმულებს, გეგონება არც იციან, სხვანაირად როგორ
მოექცნენ ამ თავის შვილებს, გეგონება, ამათი შური ახ-
რჩობდეთ. გეგონება კი არა, მართლა ახრჩობთ! ამათი
ახალგაზრდობის შურთ, ამათი სილამაზის, ამათი ინტე-

96
რესის. რომელი შერჩათ თვითონ აქედან? არცერთი! უცებ
შემოეფრცქვნათ სიქორფეცა და ზედ სილამაზეც. ესენი კი-
დე, ეს გოგოები, შველებივით არიან დამფრთხალები. სა-
კუთარი მშობელი დედის სისასტიკისგან შეშინებული
იქით გარბიან, სადაც ჰგონიათ, სითბო დახვდებათ. სით-
ბო და სიყვარული. ერთადერთი გასაქცევი გზა კიდე გათ-
ხოვებაა, მთლად დაღუპვა, დასამარება. უარესი მგლის ხა-
ხაში ჩავარდნა. უარეს სისასტიკეში ჩანთქმა. დღესვე უთ-
ხარი, რა, გემუდარები. ხვალ დილით უნდა ვუთხრა ბანა-
კის ხალხს საბოლოო პასუხი. ნენოსთან არი ახლა გადასუ-
ლი და გადადი რა, შენც, ეთერი დეიდა. ახლა უთხარი, რა,
იქნებ დაგიჯეროს. მთლად სასოწარკვეთილი ვედრებით
აქ სავსე თვალები. ვეტყვი, შვილო, ვეტყვი, ლამის გული
მომიკლას ამის თვალებმა, გადავალ და ვეტყვი, მეტი რა
ვქნა, რა გავაკეთო? კი გადავალ და ვეტყვი, მარა ზუსტად
ვიცი, არ გაუშვებს. არ გაგიშვებს შვილო, არა. არ გაგიშ-
ვებს, შე უბედურო. ყნოსვითა გრძნობს შენ სურვილებს
დედაშენი. ისიც იცის, ეგ სურვილი საით გექაჩება. უღელ-
ში თავის გაყოფისკენ, დაწესებული მონობისაკენ, შენი
მთლად დამიწებისკენ. ჰოდა, შენი სახლში გამოკეტვით,
შენი გულის ტკენით გიცავს ასე. ჰგონია, რო გიცავს. რო არ
გაგიშვებს, დაწყნარდები, ასე ჰგონია, ინტერესი გაგინელ-
დება, ფუჩუს ხმას აღარ აყვები. არადა, აყვები, როგორ აყ-
ვები! ვინ შეგაჩერებს მაგ ოხერ გხაზხე? ვერც ვერავინ! მა-
რა მაგ გხახეც რო არაფერია, კლდეზე ჩაჩეხვის, კისრის მო-
ტეხვის გარდა, რას იზამ, რას გააკეთებ?!
მარა ეგ ინტერესი მე რო არასდროს მქონია? არადა, ხო
ვგრძნობდი, ჩემ გარშემო ყველა გოგოსა ჰქონდა. მე კიდე

97
არა, თითქოს რაღაცა თავისუფალი ვიყავი, გამოთავისუფ-
ლებული. ჩემთვის ვიყავი. იქნება მარტო იმიტო, რო თა-
ვიდანვე ვიცოდი, ' კაცი რა არი? რო კაცი მოვლაა, ზრუნვა,
თავზე გადაგება და მეტი არაფერი? იქნება იმიტო, რო ჯერ
კიდევ მთლად ბავშვი მამაჩემის და ჩემი ძმის მსახური ვი-
ყავი, მაგათი მრეცხავი და მზარეული? იქნება იმიტო, რო
მკვდარი დედაჩემი ჩავანაცვლე თავიდანვე კაცების მოვ-
ლით, ზრუნვით, რეცხვით და წმენდით? სუ არ ვიცოდი,
ვინ იყო დედაჩემი, არ მახსოვდა, მარა არც მინდოდა მეც-
ნო, არც მინდოდა მყოლოდა. რა, დედაჩემი არ იქნებოდა
ცისანასავით სასტიკი? იქნებოდა! რად მინდოდა კიდე ქა-
ლის სისასტიკე?! თან ეგ უფრო მწარე იყო, ვიდრე კაცების,
გინდა მამაჩემის და გინდა ჩემი ძმის. სუ არ მინდოდა დე-
და სხვა გოგოების შემყურე, ვიღაცა უცხო ქალი, კიდე რო
მოეკლა გული უარესად, კიდე რო მივეჭმუჭნე უფრო
კუთხეში. მარტო ბავშვობაში მინდოდა დედა, ისიც მაშინ,
როცა მივხვდი, რო მის საკეთებელს მე ვაკეთებდი, მე ვი-
ყავი ჩამნაცვლებელი. რო ვხედავდი, რო ჩემი ტოლები გა-
რეთ თამაშობენ, გარეთ დარბიან, დაკუნტრუშობენ, იმა-
თი დედები კიდე სახლში შრომობენ გამოკეტილი. მეც
იმათსავით სახლში რო ვარ გამოკეტილი, გეგონება, დი-
ლეგში ვიყო. ო, როგორ მძულდა სახლის საქმე, მარა მაინც
ვაკეთებდი. ო, როგორ მელეოდა გული გარეთ თამაშზე,
ბავშვების ყიჟინაზე, მარა სახლში ვრჩებოდი. სხვა გზა რა
მქონდა? იმათი ჟრიამული ლოდად მედო გულზე, სხე-
ულზე. საჭმლის ქვაბზე გადახრილს სუ ცრემლით მეწვო-
და ორივე თვალი! მეც მინდოდა ნიავივით სირბილი, ორ-
დროშობანა და წრეში ბურთი, ვირობანა და დახუჭობანა!

98
მდინარის პირზე მეც მინდოდა იმათთან ერთად ცხელ
მზეზე უქუდოდ გდება, ჭალაში და ტყეში ძრომიალი,
სხვის ყანებში მოპარული სიმინდი, მალულად დანთებუ-
ლი კოცონი და გამურული ტაროს ჭამა. მეც მინდოდა!
ზაფხულში მაინც რა გაუსაძლისი იყო ეს ყველაფერი. მე
კიდე ამ დროს რას ვაკეთებდი? თავჩაღუნული ვფშვნიდი
ერთ ჰექტარ სიმინდს, გორებად ნაგროვებ ლობიოს ვარ-
ჩევდი, ვხვეტდი და ვწმენდდი, ვრეცხავდი, ვაუთოვებდი,
სამ ხელ საჭმელს ვამზადებდი ყოველდღე, ჩემი ძმა წინა
დღის საჭმელს პირს არ აკარებდა, ვაჟბატონი. პატარა ხე-
ლებზე სუ ბებერა და წყლული მქონდა ჩირქივით მოდე-
ბული. ვიჯექი, ცრემლი მახრჩობდა და დედას ვნატრობ-
დი. უცხო ქალს ვნატრობდი! ჯანდაბა, ყოფილიყო უცხო
ქალი და ხო ის იქნებოდა სახლის საქმის მაკეთებელი?! და
ზამთარში? ზამთარში რამდენჯერ გვიან ღამით გავპა-
რულვარ სასრიალოდ, ყველა ჩემი ტოლი სახლში რო იყო
შეკეტილი, უკვე ეძინა. მარტოს მისრიალია ციგით ქანცის
გაწყვეტამდე, სუ მარტოს, რაღაცნაირად განწირულს, უბე-
დურს. ბავშვი ვიყავი, ღმერთო! მეც მინდოდა გართობა,
თამაში და სიხარული! მარა მერე, სხვებსაც რო დაეტყოთ
ძუძუები, ისინიც გამოკეტეს ლობიოსთან და სიმინდთან
ერთად. მეც თითქოს უფრო ბედს ვიყავი შეგუებული, ჩე-
მი ადგილიცა მქონდა სახლში ნაპოვნი. თან ხო ვხედავდი,
ეს ორი კაცი მთლად ჩემზე არი დაკიდებული, ჩემ გარეც-
ხილზე, ჩემ გაწმენდილზე, ჩემ შემწვარსა და მოხარშუ-
ლებზე. ამათ თუ ქონდათ ჩემზე ძალა, მეცა მქონდა ჩემი
ძალა ამათზე! მთლად მშივრები და ბინძუ· რები დარჩე-
ბოდნენ, რო არ ვყოლოდი. ამას რო მივხვდი, ხო არაფერი

99
შეცვლილა, მარა ძალა მომეცა რაღაცნაირი! ძალა ვიგრძე-
ნი ჩემ მონობაში! მერე მაგათმა სიკვდილმა ბორკილი მომ-
ხსნა, გავთავისუფლდი. ვინღა იყო მერე მოსავლელი? მარ-
ტო ჩემი თავი!
ხელუხლებელი დაუტოვებია ჩაი სოფიკოს. მეც კიდე ვი-
ცი, ტყუილად მივდივარ, მარა გადავალ. რახან დავპირ-
დი, ორ სიტყვას ვეტყვი დედამისს, ჩემსას ვცდი. გოგო,
სოფიკო, შე უბედურო, თუ ხვდები ახლა მაინც, რა ბეწვის
ხიდზე დაიარები! მაგ ვიღაცა ბიჭის გულისთვის რა ახ-
ლოს ფარფატებ ლომის ხახასთან! ვიცი მე, ეგ ბიჭია ვინაა,
ვიღაცა უკუღმართი, უსაქმური, შენზე ბევრად დიდი. დე-
დაშენს წამოცდა. ალბათ, ჩამოგაკითხავს იმ ქობულეთში,
იმიტომ გელევა სული ასე იმ ბანაკში წასვლაზე. ეგეც არ
მეცოდინებოდა, ერთხელ მთვრალს რო არ დაცდენოდა
დედაშენ ცისანას. ისიც ვიცი, ხან დედაშენი რო წაგარ-
თმევს ტელეფონს და დაგაწიოკებს, ხან მამაშენი. ისიც ვი-
ცი, რო გცემს კიდეც ხანდახან. ცემა რო რამე საქმეს შველო-
დეს, ჩემო ცისანა! ეგ ცემაც მთვრალს წამოცდა, თითქმის
გათიშულს, თორე, აბა, ისე რას დააცდენინებ. რო კითხო
კიდეც, გამოკითხო, არ გიპასუხებს. ეგეც, დიდი-დიდი, მა-
შინ ამოიღოს ხმა, წელიწადში ერთხელ, ახალ წელს, ჩემ-
თან რო მოვა. ამდენი წელია ჩემი მეკვლეა ეგ ქალბატონი.
დილით ადრე გადმოვა თავისი მოსაკითხით, კანფეტს კა-
რებიდან შემომიყრის, სიცილ-სიცილით გათხოვებას,
ბედში ჩავარდნას ჩამიფიქრებს. რო არც ბეზრდება ამდენი
ხანი ეს სისულელე! მერე პატარა სუფრას მივუჯდებით,
ცოტ-ცოტას დავლევთ, მარა ეგ ჭიქას არ შეეშვება და კარ-
გად რო გამოთვრება, ყველაფერს მაშინ ამოხეთქავს. დი-

100
ლით გადმოვა და ნაშუადღევს წავა. არც არავინ მოაკით-
ხავს, არც არავინ ეტყვის, ქალო, სახლში დროზე მოდი. ერ-
თი ეგ დღე აქ წელიწადში თავისუფალი. მაგის ტლუ ქმარ-
მაც იცის, რო პირველი იანვარი ცისანასია. ჰოდა, ესეც
ცდილობს, ბოლომდე შეირგოს. გვარიანად გამოტყვრება,
მარა მაინც ისე, ზომა-წონის ფარგლებში. სახლში ისე მივა,
რო პირდაპირ დაწვეს და დაიძინოს, რო მთელი დღე იძი-
ნოს მერე ერთი წლის საძინებელი. მანამდე არ წავა, ფეხს
არ გაადგამს. ადრე რო გავიდეს, იცის, კარგ დღეს არ დააყ-
რის ქმარ-შვილს, კარგ დღეს არ დააყრის კი არა, გადაუვ-
ლის, მთელი წლის ნაგროვებ ბალღამს ამოუხეთქავს. ჰო-
და, არ უნდა პირველ იანვარს ჩხუბი და დავიდარაბა.
ახალ წელს ოჯახში ყველაზე გლახა არ ჩხუბობს და ამან
რატო იჩხუბოს? ტელევიზორში იმ ტაშფანდურა, შტე-
რულ კონცერტზე თვალი რო გაუშტერდება, ა, მაშინ ვიცი,
მთვრალია უკვე და მერე იცის ლაპარაკი, ლაპარაკი გაუჩე-
რებლად. გუდას პირს მოხსნის, ერთი წლისას იტყვის იმ
ერთ საათში! მეც ვუსმენ, მარა ისე ვუსმენ, არაფერი დავი-
მახსოვრო. თვითონ მენდობა, იცის, სამარე ვარ და ბოლოს
წავალ ახლა, ამოიოხრებს, წამოდგება, ჩემ ჩაწყობილ
ტკბილსა და გოზინაყს მოკიდებს ხელს და მთვრალიხოა,
გაბრუჟებული, მარა მაინც ცდილობს, ნაბიჯი სწორი ქონ-
დეს, მრუდედ არ იაროს. კარებთან რო მივა, მოტრიალდე-
ბა, ჩამეხვევა, ძუძუებზე დამეკიდება. გეგონება, რაღაცა
სითბოს ეძებს, აღარარსებულს. სუ არარსებულს. ლოყა-
ზეც მაკოცებს ერთი-ორს, მომეწეპება, მე კიდე მაგ დროს
ვეღარა ვხვდები, რა ვქნა, გაშეშებული ვდგავარ, ერთი სუ-
ლი მაქ, მალე მომშორდეს. არადა, თვითონ ისეთი საწყა-

101
ლია ჩემზე ასე დაკიდებული, ვერც იფიქრებ, რო ცისანა
შეიძლება ასე იყოს, ასე საწყალი. აგერ, ძლივ-ძლივს მომ-
შორდება, ბანცალბანცალით გაუყვება ატალახებულ
ეზოს. მეც იქამდე ვუყურებ, სანამ ჭიშკარს არ გაიხურავს.
აჰა, ახლა მეც მივდივარ ჭიშკრისკენ, გზას მივუყვები, მარა
თავში მაინც სოფიკო მიტრიალებს. სოფიკო, შე შტერო გო-
გო! რა უფსკრულებს შორის დაიარები! იქით უფსკრული
ქმარია და მისი ოჯახი, დედამთილი და მამამთილი, იმა-
თი ფეხქვეშ გაგება, იმათი ნაშიერების ზრდა და გამოზ-
რდა, იმათი რჩენა მთელი ცხოვრება. დილეგში გამოგკე-
ტავენ, თვალში ნაცარს შეგაყრიან, ეგეც სუ სიყვარულის
სახელით. გეტყვიან, ეგაა სიყვარული! უნდა დაიჯერო.
შენც დაიჯერებ, გოგო, სხვა გხა რა გექნება. საკუთარ თავს
მოატყუებ, მოიტყუები. მაგ სიყვარულის სახელით ამოგ-
ძვრება კიდეც სული მანდვე, დილეგში. მარა აქეთაც უფ-
სკრული როა, სუ უარესი? რო მოგატყუოს მაგ ბიჭმა, ვიღა-
ცაა, ქალიშვილობა აგართვას და დაგტოვოს, მერე? მერე
ნერწყვდადენილი კაცების წინ ხო სუ მარტო დარჩი? გა-
ავებული ძაღლის ხროვად მოგაწყდებიან. ყველა იფიქ-
რებს, რო მორჩა, ფეხი აუშვი. ყველას ეგონება, რო მისი
ხარჭობა გინდა, გეგონება, სხვა ოცნება აღარა გქონდეს.
ზურგს შეგაქცევენ, ყველა სათითაოდ, ქალიან-კაციანად,
დიდიან-პატარიანად, მოგაფურთხებენ. გაგლანძღავენ,
მოგიკვეთავენ. ისე იზამენ, რო აღარსად გედგომებოდეს.
პატიოსნების სახელით გადაგჯეგავენ თვითონ ქვეწარმავ-
ლებივით ერთმანეთში მძრომიალენი. ხო ვიცი, როგორი
არი, ფეხი აგიცდეს. ნაცრად დაგადენს საკუთარი მშობე-
ლი დედაც, თვალებს დაგჩიჩქნის, კუპრს გადაგასხამს, ჩი-

102
ტისხელა გულს დაგინაკუწებს. ქვეწარმავლების ხროვაზე
რო არაფერი ვთქვა. მაგათ სისხლი სწყურიათ, სანახაობაც.
უძირო არი მათი წყურვილი. აღარც სხივი გექნება თვალ-
ში, აღარც ტანი გექნება ეგრე მოქნეული. ისე ქენი, რო
ფრთხილად იყო. ერთხელ თუ წაიმტვრიე ცხვირი, ის აღა-
რასდროს გაგიმთელდება. ფრთხილად იყავი, გოგო, სო-
ფიკო! იქნება მაგ დაეკლილ გხაზე რამე იღბალმა გადაგარ-
ჩინოს. ისე გასწავლოს ეს ყველაფერი, არ დაგშალოს, არ
დაგანგრიოს. იქნება როდესმე ჟანგი მომშორდეს ამ ენი-
დან, ყველაფერი მე თვითონ გითხრა. ისე გითხრა, თით-
ქოს უფროსი და ვარ, ჩაჟამებული შინაბერა კი არა, რო-
გორსაც მხედავ, ახლა მიყურებ. მეც მინდოდა, და მყოლო-
და, ჩემო სოფიკო! რა კარგი იქნებოდა, და რო მყოლოდა!
დები არ არიან სასტიკი დედებივით.

***

ჯერ დავუძახე და მერე შევაღე ნენოსთან კარი და აგერ,


ვხედავ, ჩამომსხდარან ქალბატონები. ცისანა, ნენო და კი-
დე მანანა, აფთიაქარი. დაულევიათ ყავა, ნამცხვარიც ზედ
უჭამიათ. თეფშზე მარტო ნამცეცებია შემორჩენილი და
ახლა ბოთლში ნახევრად ჩამდგარ ლიქიორს სვამენ. სახეე-
ბი აქვთ ატკუცული, რაღაცა კაიზე ლაპარაკობდნენ, სასა-
ცილოზე, რო შემოვედი. პირი უცინის სამივეს, მარა ჩემ
დანახვაზე უხერხულად იშმუშნებიან. ნენო განსაკუთრე-
ბით. გოგო, აღარ დაგიძახე, მეთექი, ისვენებს-თქო მაღა-
ზიიდან ახლად მოსული.

103
აი, ხო ვითომ ახლობლები არიან ორივე, ნენოც, ცისანაც,
ამათზე ახლობელი ქალი აქ სხვა ვინა მყავს? მარა რაღაც-
ნაირი უცხოა ერთიც, მეორეც. თერჯოლის გოგოები უფ-
რო ახლოსა მყვანან გულთან, ვიდრე ესენი. თვეში ერ-
თხელ თუ ვნახავ იმათ, ამათ კიდე ყოველდღე ვხედავ. უბ-
ნის რძალია ორივე და ასე მგონია, სხვაგან რო ვიყო, სხვა
უბანში, სადაც არ გინდა, იქაც მეყოლებოდა იქაური ნენო-
ცისანა. ხოოო, ვისვენებდი, მარა პატარა საქმეზე მოველ
ცისანასთან, ბარემ ვეტყვი იმ ბავშვის სათქმელს და წავალ
მერე, დავტოვებ ამათ, ტკბილი სასმელი რა ჭირად მინდა,
ნამცხვრის კიდე ნაფშვენი აქვთ მარტო დატოვებული. ცი-
სანა თვალებსა წკურავს, გეგონება, უკვე მიხვდა, რატო მო-
ვედი. ·
მოდი, მოდი დაჯექი, ნენო სკამსა წევს, ნამცხვარი უკვე შე-
მოგვეჭამა, ყავა არ გინდა? არ მინდა არა, ნუ შემაღონე. რაც
დროზე წავალ, ის მირჩევნია. ის-ისაა პირი უნდა გავაღო,
ცისანას ვუთხრა, რისთვის მოვედი, რას შვები, ეთო, არა
თხოვდებიიი? ეს შტერი მანანა შემომცინის, შემომცქრი-
ალებს. დებილი ესა! სამი ჭიქა ტკბილი წყალი დაულევია,
ლოყები აქ აწითლებული და ამის თქმას რო მიბედავს,
დიდ გულზე არი. ნენო ცოტა შიშით მიყურებს. ეშინია,
ყელში არა ვწვდე, არ დავეტაკო. მარა შტერი ქალია, თან
კიდე მთვრალი, არაფერს ვეტყვი. გათხოვება საქმე გონია.
თავისი თავი დიდ საქმეში გამოჭერილი, რახან გათხოვ-
და!
ერთხელ ამ ქალბატონის ხელიც ერია მაჭანკლობაში. მერე
რამდენი მომადგა კარზე, აღარც დავითვლი. ჩემი ძმა მოკ-

104
ვდა და დაიწყეს კარზე მოდგომა. ქელეხზეც რამეს ეცდე-
ბოდნენ, ასე მგონია, მარა კუბოში ოცდახუთი წლის ბიძი
იწვა და მანდ მოერიდათ. რამაზას რო გავუგლიჯე ხელი
შუაზე, ა, მაშინ მორჩა, მოკვდა ყველაფერი. მანამდე? მა-
ნამდე ტვინი მქონდა წაღებული, თავი გადაჭმული. ხან
სახლში მომადგებოდნენ, ხანაც კიდე მაღახიაში. ეს, ნენო
მყავდა დიდი მაჭანკალი. საავადმყოფოში ათასი ოხერი
მიდის და მოდის, ამას სთხოვდნენ შუამავლობას, ჯიუტი
იყო, იხტიბარს არ გაიტეხავდა. ხო იცოდა ჩემი ცოფის ამ-
ბავი გათხოვებაზე, გარიგებაზე, მარა მოვიდოდა, მაინც
დამიწყებდა ლაპარაკს, მაინც ეცდებოდა დაყოლიებას. სა-
ნამ არ დავიფრენდი, არ ჩერდებოდა ამისი ენა. ცისანამ
უფრო ჭკუა ისწავლა. ამას თუ რამეს სთხოვდნენ, ეტყოდა,
პირდაპირ მიდით და თქვენვე უთხარით, ცხრა თავი თუ
გაქვთ, მე ერთი თავი მაბადიაო, ასე ეტყოდა. მე კიდე აქეთ,
ვიტყოდი არას, მარა ვინმე მისმენდა, ვინმეს ესმოდა? ჩემი
ნათქვამი არა არა არ იყო. რაც უნდა ომახიანად მეთქვა, არა
ვთხოვდები, კატის კნავილად ეჩვენებოდათ. მამაჩემს მი-
ადგნენ ერთხელ და ორჯერ, მერე შეეშვნენ. ეგ ჩემი საქმე
არაა, ჩემთან არ არი გასარკვევიო. ღმერთო, როგორ ვემად-
ლიერებოდი ამ სიტყვებისთვის. სხვა მამებივით ერთხელ
არ უთქვამს, გათხოვდი, გოგო, თავიდან მომწყდიო. ან რა-
ნაირად მეტყოდა ამას? მარტო ის მყავდა, მე კიდე იმას.
თან ისიც ხო გრძნობდა, ჩვენ სახლ-კარზე ეჭირათ თვალი,
აქეთ მოსვლას რო ჟუმიზნებდნენ დებილ თავებში, ჩასი-
ძებას რო ფიქრობდნენ, ჩემი სახლის დაპატრონებას. მამა-
ჩემის სიკვდილის მერე ერთი-ორი ქვრივიც გამოჩნდა,
შვილებიანი, მარა ჩემამდე აღარ მოუღწევიათ, რამაზას ხე-

105
ლის გაგლეჯის ამბავი უთხრეს და დაიკარგნენ თავ-ფეხი-
ანად. სანამ რამახას ხელს გავუგლეჯდი, მე კი მაგლეჯ-
დნენ ნერვებს და ძარღვებს.
არა, ბიჭო, ვიღაცის თესლს და შთამომავლობას დავუტო-
ვებდი ჩემი ნებით ჩემივე სახლ-კარს, თან მსახურად და-
ვუდგებოდი! საქმე არ მქონდა! ისიც მეყო, რაც ვიმსახურე
ბავშვობა და ახალგაზრდობა! ქვრივის ხსენება სუ მთლად
მზარავდა! იმათ ტურტლიან მოდგმას დარჩენოდა ჩემი
სახლ-კარი?! საქმე არ მქონდა! თან სიყვარულის სახელით
რო მაყრიდნენ თვალებში ნაცარს! ამხელა ქალები იყვნენ
აგერ სამივე, დაბორკილი ათასნაირად და კიდე კაცს რო
უძღვნიდნენ ლექსებს, კაცსა და ოჯახს! ამათ ბორკილებს
ლამის მე ვგრძნობდი აგერ, კისერზე. გაყოფდნენ ყულფში
თავებს და რაღაცა ხარბი მოლოდინით დაუწყებდნენ ყუ-
რებას სხვა ქალის თავზე ალესილ დანას. მე კიდე სუ ღლა-
პი მივხვდი, რაა გათხოვება სინამდვილეში. აგერ, მეზობ-
ლის გოგო, კაი ლამაზი, ჩვიდმეტი წლის გაათხოვა დედამ
და მამამ. თითებზე ოქრო ჩამოაცვეს, შემოახვიეს შუბა-კა-
რაკული. ესეც ამრეზილად, ლამის გულისრევით გვიყუ-
რებდა უბნის გოგოებს, მაგის ქორწილში სუფრას ვაწყობ-
დით. მერე მოვიდა და, მე კი გავთხოვდი და თქვენ ვინ
გითხოვთო, სიცილით გვითხრა. ათი წლის ღლაპებს! ერ-
თი კვირა იყო გასული, იმ უბანში რო გავიარე, სადაც გათ-
ხოვდა. მამაჩემს ვყავდი გაგზავნილი თანამშრომელთან
რაღაცა წიგნზე. ვერ მოვითმინე, ბავშვი ვიყავი, შევიჭყიტე
იმის ჭიშკარში. და აგერ ვხედავ, ეზოშია ონკანს დახრი-
ლი, ცივ წყალში სარეცხს არეცხინებენ. მაშინ მივხვდი სი-
ნამდვილეში, ეგაა გათხოვება! ფატა და არშია შირმა რო

106
არი! იმის იქით რა არი, იცი?! ცივ წყალში რეცხვა, ხელის
დაკრუნჩხვა, ზურგის მოკაკვა! არ გათხოვდი და იყავი ეგ-
რე, ისმინე ახლა სხვა კაცების ვიაგრის ამბავი, ნენო
ტკრციალებს. ვეღარც ვარჩევ, ამათ შორის რომელია უფ-
რო ნასვამი. ცისანა იყურება ყველაზე ფხიზლად, ასე მგო-
ნია. რა ამბები? ქმარ-შვილი სად გყავს? რაღაც ხო უნდა
ვთქვა, უნდა ჩავერთო მეც ლაპარაკში. მოყევი მანან, გააგ-
რძელე, ბარემ ყველამ ერთად ვიცინოთ, ცისანა ჭიქაში
ლიქიორს ლოკავს. ელენე სახლშია, შეკეტილი თავის
ოთახში, ქმარი კიდე დაიგვიანებს, ნენომ ბოლოში ლამის
წაიმღეროს. აჰ, გეღირსა პაწაწუნა თავისუფლება? მოკ-
ლედ, ჩემო ეთერი, თვალებსა ნაბავს აფთიაქარი, წამალი
არი, ვიაგრა ქვია. იცი, რისი წამალი არი?აბა, საიდან გეცო-
დინება, კიდე იცინის. ნეტა ახლა ამის გაძლების მოთმენა
მომცა. მოკლედ, კაცს რო არ შეუძლია შური და მური, ამ
წამალს დალევს და მერე ისეა, კედელს გახვრიტავს. ახლა
სამივე კვდება სიცილით. მოკლედ, ძაან მომრავლდნენ
ჩვენთან მაგ ვიაგრის მომხმარებლები, აღარ ვიტყვი, ვინ
და რომელი. აგერ, წინა დღეს ზაურას ბიყი იყო, შემოიპა-
რა, შემოძვრა, ჩუმად მითხრა, ვიაგრა მომეცი, ბიძაჩემს
უნდაო, კიდე იცინიან. ბიძამისი ხო იცი, რუსეთიდან რო
ჩამობრძანდა, რუს ქალთან ერთად, ბებერი გარყვნილი,
ჩემკენ იხრება, ცხვირში მაორთქლებს ლიქიორის სუნს.
ჰოდა, ბიძაჩემმა გამომაგზავნა, მისთვის მინდაო. კი მივე-
ცი და იქვე ვუთხარი, ჰოოო, ყველა ეგრე ამბობს, რო ბიძას
უნდა-თქო, იქვე გავაშრე. ხარხარებენ, ცრემლები მოს-
დით.

107
მოიცა, მოიცა! რაო, რისი წამალი არიო? ტანში მაციებს. ვა-
იმე! ამის ვნება და სიცხელეც თუ წამლის ბრალია! თვი-
თონაც თუ ყიდულობს წამლებს, დალევს და მოვა, წამ-
ლით ეძლევა ჩემთან სიყვარულს! არა! რაო, რა ქვია მაგ წა-
მალს? ლამის არი, რო ჩემი ხმა ვეღარც კი ვიცნო. ვიაგრა,
ვიაგრა, სიცილით კვდებიან. რა ღირს ვიაგრა? არა, ეს უნ-
და გავიგო, ამათ რაც უნდათ, ის იფიქრონ, რატო ვკითხუ-
ლობ! შენ რაში გაინტერესებს, ქალო, უნდა დალიო? თუ-
ვინმეს უნდა დაალევინო? ლამის ძირს გაწვნენ სიცილისა-
გან. რა ვიცი, ისე დავინტერესდი. არ შეიძლება? სხვა რა
უნდა ვთქვა? ძვირი ღირს, ძვირი, მანანა სიცილს შორის
ძლივს მეუბნება, ას ლარზე მეტია ერთი კოლოფი. ცოტა
შვება მაქ, სული მოვითქვი! ასი ლარი სუ არ არი ამის ხელ-
ფასი. ამხელა ფულს მაგ წამალზე ეს ვერ დახარჯავს! დის-
ტრიბუტორს სად ექნება ვიაგრის ფული! ვერა, ვერ იყი-
დის მაგ ჯადო-ოხრობას! ღმერთო, რაღას აღარ მოიგონე-
ბენ! ვერა, ვერ იქნება მაგ წამლის დამლევი! მარა, არა, მო-
იცა! გავარკვევ მაგას! უნდა დავრწმუნდე, წამლით არ ვუყ-
ვარდე! არ ვაპატიებ, თუ ხურვება ვიაგრასი აქ!
უცებ ვდუნდები, სუ ვითენთები. ისე უნთია ღუმელი ამ
ქალს, ისე სიცხე აქ, შეიძლება ჩამოგეძინოს. თითქოს ღო-
ნეც კი არ მაქ ვიაგრაზე ნერვიულობის.ისე, ეთერი, თქვი
რა, კაცი არასდროს მოგდომებია? მანანა მიყურებს წვრი-
ლი თვალებით, მზადაა, მეორე პარტია ხარხარი დაიწყოს.
ვაი, როგორი უზრდელი ხარ, შე უპატრონო! მე რო კაცი
მყავს, ისეთი არ მოგელანდება! შენ ლოქო ქმარს რო მაგ ვი-
აგრაც ვეღარ უშველის! ან ნეტა რა გგონიათ კაცი ასეთი!
დებილები ხართ თუ იდებილებთ თავს? რაც მე სიამოვნე-

108
ბა მიგრძვნია, იმას კაცი არ უნდა! ნეტა, თქვენ თუ იცით
სიამოვნება?! აგერ, თეძოებში მაქ დავანებული, ერთს მო-
ვუჭერ და ნეტარება თავბრუს დამახვევს, სუ არ მჭირდება
არცერთი კაცი! მარა კაციც მყავს, რო იცოდეთ, თქვე დები-
ლებო! იმასაც რო მოვუჭერ, ლამის ხელში შემომაკვდება!
მანანა, შე დებილო, შენ შეგიძლია ეგრე? იცი ასეთი? მე კი-
დე ბავშვობიდან მოვუჭერ, მივნეტარყუჩდები, მოვუჭერ,
მივნეტარყუჩდები. სიმსუბუქე თავფეხს დამივლის, ჰაერ-
ში ამწევს, ტკბილ თავბრუს მახვევს. ჰო, მართალია ამ ბო-
ლო დროს გულსაც მიჩქარებს, გული დამიწყებს ძლიერად
ცემას, მარა ისე ვშვები, ძილის წინ არ ვქნა. ახლა ამისგან
აღარ მინდა წნევის აწევა, გულის ფრიალი! არც ცმაცუნი
მჭირდება და არც შმაშუნი კიდე ამისთვის! უხელოდა მაქ
ეს სიამე! რო გგონიათ რო ბინძურ ყლეზე მიბმულია მთე-
ლი თქვენი სიამოვნება, თქვე დებილებო! შტერო ქალებო!
ჰე, ვუთხრა ახლა სათქმელი ამას და წავიდე მერე! აღარც
მე მინდა აქ დარჩენა, ესენიც ჯობია რო თავისთვის იყვნენ.
მაინც ჩემზე ახალგახრდები არიან, გათხოვილები, ერთი
უღელი ადგათ თავზე, სახიარო მეტი ექნებათ. მოკლედ,
ცისანა, სოფიკო იყო წეღან მოსული და, აჰა, მოეჩრდილა
ქალბატონს სახე, ბანაკში უნდა წასვლა და გაუშვი, ქალო...
პირი ებრიცება. სიკვდილში გავუშვებ! გამაწყვეტინა, ბო-
როტების ელვამ გადაუარა. სად გაუშვას, ქალო, გაგიჟდი?
ახლა ნენო მეცა, შვილი რო არ გყავს, რო არ იცი, რა არი
შვილი, თან მაგ ასაკში! რო ვერა ხვდები! ხმას აღარ ვიღებ,
გაყურსული ვარ. არ დამეტაკნენ აფთრებივით?! საშიშია
ეგ ბანაკები გოგოებისთვის, მანანაც რო დასერიოზულდა,
ბიყს კიდე გაუშვებ და გოგოს ვერა... ლიქიორს ისხამს,

109
ბოთლში დარჩენილს, იქვე გადაკრავს. ჩემი მაგას არ ეს-
მის? ახლა შიკრიკებს ეძებს, შენ თავს მიგზავნის? ცისანას
სახე გადაუშავდა. კაი, ქალო, ნუ გადაიგლეჯ ახლა მაგ
ნერვებს, ამდენი ვიცინეთ, კარგად ვიყავით, ნენო ცდი-
ლობს, შეამსუბუქოს. კაი, კაი, მეც წამოვდგები, მთხოვა,
გითხარი. თუ არ გაუშვებ, ნუ გაუშვებ, აღარ უნდა ამდენი
ჩხუბი, ამდენი წყევლა. შენი შვილია, სხვისი ხო არა, კაი
დროა ახლა წავიდე. აღარ ეჩხუბო, კარებთან ვეტყვი,კარ-
გად იყავით! კარგად იყავი, ეთო, აღარ გაცილებ, ნენო მე-
ძახის. იმ ორის სახეს ვეღარ ვხედავ, მარა ცისანა ალბათ კი-
დე ისე ზის, გაანჩხლებული. ეჰ, სოფო, სოფიკო! იქნება
მართლა ჯობს, რო სახლში იყო გამოკეტილი! შენც რო რა-
ღაცა გგონია კაცი! რამდენ ცრემლს დაღვრი კაცის გულის-
თვის. ნეტა როდის მიხვდები, რაა მთავარი?! მთავარი
არი, მშვიდად იყო, მშვიდობიანად. გულს მოუსმინო, ეგა
ჯობია. მოიცა, გავინათო ეს ჩაბნელებული გზა ამ ტელე-
ფონით, ფეხი არ წამოვკრა, არ გავიშხლართო!
ახლა იცი, რა მახსენდება? რა შუაშია მარა, ასი წლის წინათ
იმ გოგოს რო წამოვადექი თავზე, საკუთარ ნარწყევში,
ცრემლში გაწოლილს. რა ერქვა? მარიამი! ჰო, მარიამი! რა
იშვიათი გოგო იყო სახელიანად. კომუნისტების დროს,
აბა, ვის ერქვა მარიამი, შენი ჭირიმე? ღმერთო, რამდენი
წლის წინათ იყო ეს ამბავი! მე ცამეტის ვიყავი, ის კიდე
ოცის. ოცი წლის გოგო ძაან დიდად მეჩვენებოდა! მერე რა
გოგო იყო, რა ლამაზი, რა მშვენიერი! ისეთი ცისფერი, დი-
დი თვალები ნეტა ვინმეს სადმე ჰქონია? იმ ჩაშავებულ
ხალხში, გასვენებაში, სუ ელვარებდა, სუ ბრჭყვიალებდა.
მაშინ ვნახე პირველად და უკანასკნელად. მამიდაჩემის

110
ქმრის ქელეხზე, ქმრის რომელიღაც ნათესავს მოყვა. ესეც
იმათი ნათესავი იყო, შორეული, ასე მგონია. ის იყო,
მკვდარი გამოასვენეს, ეს აივანზე გადმოდგა და სიგარეტს
მოუკიდა, თან გააბოლა! ასე სახალხოდ! უფალო, ღმერ-
თო! ამის მეტი ერთი კვირა არაფერი ჰქონდათ სალაპარა-
კო! მკვდარი ხო ყველას დაავიწყდა. აბა, ქალი მაშინ ვინ
ეწეოდა? და მერე კიდე ასე სახალხოდ? გასვენებაზე? მამი-
დაჩემმა მიწაში ჩადო ის საწყალი ზურგსუკან წყევლით.
მეც შოკი მქონდა, რო დავინახე. მერე სუ ჩუმად ვუყურებ-
დი, სუ მინდოდა, მეყურებინა. ყველა მალულად უყურებ-
და, ასე მგონია. თვალს ვერა წყვეტდნენ. ეს კიდე, გეგონე-
ბა, სცენაზე იყო, ისე იდგა, ისე ამაყად. · ძაანაც მოწონდა,
ყველას რო ავიწყებდა გარშემო მკვდარსა და ცოცხალს. ახ-
ლოს არც მივკარებივარ, თბილისიდან სტუმრად მოსულ
ნათესავს მიმაკარებდნენ? მე ხელის გოგო ვიყავი, მზა-
რეულის მიმხმარებელი.
ჰოდა, მკვდარი დაკრძალეს, იღრევეს, გადათვრნენ და გა-
დატიალდნენ. შემორჩენილმა ნათესავებმა სახლში გააბეს
გათხლეშვამდე სმა. ღამე არი უკვე და მე ქვაბებს დავატა-
რებ, უკან ვბრუნდები, ახლა მეზობლებში რო დავარიგო
ნათხოვარი ჯამი, ჭურჭელი და აგე, ეზოს ვკვეთავ და ტა-
ლავრის ქვემოთ, სიბნელეში, ვიღაცა კვნესის. ჯერ ვიფიქ-
რე, კატის კნუტია. ახლოს მივედი და რასა ვხედავ! მარი-
ამია გაწოლილი სკამეიკახე, საკუთარ ნარწყევში, ცრემ-
ლში იხრჩობა. ისეთი მთვრალია, თავსაც ვერა წევს. მეთქი,
ღმერთო, ნეტა არავინ დაგინახოს აქ ჩემმა მეტმა! გავიქეცი
იქვე ონკანზე, კაი სიბნელე იყო, თანაც გვიანი. სუ ფეხაკ-
რეფით ავიღე ბოთლი, წყლით გადავავსე, არავის არ და-

111
ვუნახივარ. მარტო მთვრალი ნათესავები, მამიდაჩემის
შვილებიანად, ითხლიშებოდნენ სახლში სუფრასთან, მა-
მიდაჩემი თავის ოთახში იყო შეკეტილი და ერთი-ორი მე-
ზობლის ქალი ჭურჭელს რეცხავდა.
წყალი მივუტანე, წამოვაყენე. ჯერ კიდე კაი მთვრალი
იყო, მარა დამემორჩილა. წყალი ცოტა დალია, ცოტაც სა-
ხეზე მიმოისვა. შემომხედა უაზრო დიდი თვალებით და
კაცმა არ უნდა მოგტყნას და მერე მიგატოვოს, წაიბუტბუ-
ტა. რა დღეში იყო ჩავარდნილი! როგორ იყო გასაწყლებუ-
ლი! სადღა იყო ამის სცენაზე გოროზად დგომა! იღლიას
შევუდექი, ჩემზე ოდნავ მაღალი იყო. ნელ-ნელა ავიყვანე
მეორე სართულზე, კართან დავაყენე, აღარ შევყოლივარ.
იპოვიდა რამე საწოლს, მიეგდებოდა, დაიძინებდა და მი-
ხედავდნენ. კიბეებზე რო ჩამოვდიოდი, მაშინ ვიფიქრე:
არც კაცი მინდოდა, არც ტყნაური, შენი ჭირიმე! თუ მიწას
ასე დავეცემოდი! მერე გამიჯდა ზიზღი ძარღვებში, მო-
ღიავებული ჭიშკარიდან შემოპარული უპატრონო ძაღლი
რო დავინახე ტალავერის ქვეშ. თქვლეფდა ხმაურით ამის
ნარწყევს, ამის ნაკვალევს.

არ მიყვარს აქაური ბაზარი, მარა აქა ვარ, სხვა გხა რა არი?


იშვიათად, რო წავიდე, თუ რამეს ვიყიდი, იქვე ვიყიდი,
ჩემთან ახლოს, მედიკოს მაღაზიაში. ფასი ყველაფრის მა-
ინც იგივე არი, რაც ბაზარშია და ხანდახან კიდე უფრო

112
იაფიც, მარა ხანდახან წასვლა მაინც საჭირო არი. ხანდახან
არი, რო ისეთის ყიდვა მომინდება, საჭმელის უფრო, ან
თუნდაც ხილის, რო მარტო ბაზარში ნახავ, სხვაგან არ
არი. მაყვალს მარტო ბახარში ნახავ, სხვაგან არ არი. მოჭყა-
ნული, წვრილი, ნახევრად წითელი მაყვალი მიყრია შავ
(კელოფანში. რა მექნა, მაინც ვიყიდე. რაც შემხვდა, ის ვი-
ყიდე. რაც იყო. ზედა სოფლიდან ქონდა ქალს, სამ კილომ-
დე, მეტი კი არა, ბოლო ჟამის, მოლეული მაყვალი. თავი-
დან უნდოდა მოშორება და ფასიც დამიკლო. არავინ ყი-
დულობს, უკან ნუ წამაღებინებ, შენი ჭირიმე, გადაყრაც
მენანება, ხელები დავიღლიტე ამის კრეფაშიო და მეც ვი-
ყიდე, სუ წამოვიღე. ვინ იყიდდა აბა, იმას ჩემს მეტი? რა-
ღაც გულის გარეთ კი ვიყიდე, უგულოდ. მარიამობის მე-
რე მაყვალი არ უნდა ჭამო, ასე არი ჩვენთან ნათქვამი, მარა
რახანზემოური ქალი იყო, იქ კიდე გვიან აღწევს მზე, ყვე-
ლაფერი გვიან მწიფდება, მაგიტომ არა უშავდა. აქაური
სექტემბრის იქაური აგვისტოს ნაყოფი იყო მაინც. ჰოდა,
ავდექი და ვიყიდე, რანაირად არ მეყიდა? თან დღეს დი-
ლით გამახსენდა, ბახრის დღე როა, მაყვალიც მერე ბაზ-
რის დღეზე გამახსენდა, თორე ეს დღეებია, დღეები კი არა
კვირეებია, მაყვალი ვიღას ახსოვს, შენი ჭირიმე. ან რანაი-
რად მემახსოვრება. ახლაც ჩემი ტვინი იმით არი დაკავე-
ბული, იმით არი გაფუტკნული, რო ხვალ ქუთაისში უნდა
წავიდე, გავიპარო ვაჟბატონის შესახვედრად. დილით შე-
ვალთ სასტუმროში, შევილალებით და საღამოსკენ კიდე
დამცხრალები გამოვალთ, ჩვენ ჩვენ გზას დავადგებით.
სხვაგან არსად გავალთ, ცხვირს არ გავყოფთ, არავინ უნდა
დაგვინახოს. არც მე, არცის. თავის ტკივილი არ გვინდა,

113
ერთმანეთი გვინდა, სხვა არაფერი. ახლა მარტო ხვალინ-
დელი დღე მაქ თავში, იმასა ვგეგმავ, რა ვთქვა, რა მოვიტ-
ყუო, სად მივდივარ, რატო მივდივარ, მარა, თურმე, ხე-
დავ? მაყვალსაც შეძლებია ცოტახანი ჩემი ტვინის დაკავე-
ბა. თვალწინ მიდგას კიდეც, რა უგემურად მოვაყრი შა-
ქარს. ამის სიმჟავეს სამჯერ მეტი შაქარი დასჭირდება ალ-
ბათ, მარა სუ არქონას ხო ჯობია იყოს, როგორიც არი? აბა,
მე რა ვიცი, რანაირი ზამთარი მელის წინ, რა იქნება ჩემი
ზამთარი? რა მშვიდი ცხოვრება მქონდა, ღმერთო, სანამ ამ
მაყვალს რიონში ჩავყვებოდი და მერე კიდე იმას ვიზამდი,
რაც არასოდეს მიქნია. მიქნია კი არა, არც მიფიქრია! რო არ
ჩავექციე ამ მაყვალს რიონის ღრანტში, არ შევეწირე ჩემ პი-
რის გემოს დაზედ მსუნაგობას, ხო ვიქნებოდი ახლა მაღა-
ზიაში, ჩემთვის მშვიდად გამოკეტილი? მოვიდოდა და წა-
ვიდოდა ეს კაცი თავისთვის, ისე, როგორც მანამდე მო-
დიოდა და მიდიოდა. დიდი-დიდი, ყურები გაწითლებო-
და აქა-იქ და თავისი რაქიტიანი შვილიშვილების ფოტო
ეჩვენებინა ტელეფონით. ეგ იქნებოდა და ეგ, სხვა ხო არა-
ფერი? რა განსაცდელის წინ დამაყენე, ღმერთო! და დამა-
ყენე თუ არა, მეც რო მაშინვე ავირიე. მაშინვე ამებნა ტვი-
ნი, გხა და კვალი ჩამომეშალა! როგორ მქონდა დაგეგმილი
ყველაფერი, გამოწყობილი. ჩემ სოროში თაგვივით ცხოვ-
რება მშვიდად და მშვიდობიანად, ახლა კიდე ამძუვნებუ-
ლი ძაღლივით დავრბივარ ხან ქუთაისში, ხან ვარძიაში,
ხან სადღაც ტყეში! ხან მანქანაში გადავშლი ფეხებს, ხან მა-
ღაზიაში. აგერ, ხვალ კიდე სასტუმროში ავტყნაურდები!
ხო ბრაზი მასხამს ჩემ თავზე, ჩემ წამში არეულ ცხოვრება-
ზე, მარა სასტუმროს გაფიქრებაზე გული მაინც სხვანაი-

114
რად შემიტოკდება. ვიღაცასთან უნდა დაბმეამებინა ეტ-
ყობა ეს ვნება, დაგროვილი. დაგროვილი კი არა ჩაგროვი-
ლი, ჩაქვავებული! ხო უნდა დამეოკებინა? ჯერ დაოკე-
ბულს არაფერი მიგავს, მარა როცა იქნება, ხო დავიოკებ?!
ჰოდა, ვინც შემხვდა სანდო, წესიერი, უცხო, ვინც შეიძლე-
ბოდა მაღაზიაში შემხვედროდა, მეც იმასთან გადავიშალე
გაზაფხულის ია-ვარდივით! მინდოდა ასე წინასწარ? ხო
არ მინდოდა? ვიცოდი, ასე რო იქნებოდა? ვიცოდი კი არა,
სუ არ ვიცოდი! ფიქრშიაც არ გამივლია! თავი მტკივდება
ამ ხმაურისაგან, ამდენი ხალხისგან, ამდენი სუნისგან.
სურსათიდან იქით გავალ ახლა, ტანსაცმელ-ფეხსაცმელ-
ში, გავისეირნებ. ამ ჩახერგილ დახლებს და კიდე იმათ შო-
რის გაჭედილ ადამიანებს გვერდს ძლივსღა ვუვლი. თავი
მიზუის და ყურები მიგუბდება, რო აგერა ვხედავ უცებ,
წითლად მოელვარეს, წითლად მოღადღადეს და გაუაზ-
რებლად, _ გაუფიქრებლად იქით მივიწევ. ეს რაა ასე წი-
თელი, ასე ელვარე, ასე ლამაზი? უცხო ქალია, ახალგაზ-
რდა, ძველ ლეჟანკაზე გაუშლია ნიფხავ-პერანგი, კალ-
გოტკები და პიჟამოები, სუ კოხტადა აქ ჩალაგებული
მწკრივებად, ფერებად. ეს კიდე ცალკე დაუდევს, შუაში,
გამორჩეულად და ისეთი ლამახია, ისეთი ლამაზი, წამში
თვალსა მჭრის. თვალს ხო მჭრის, მარა მაინც ვამჩნევ, ასე
ცალკე გამოდებული, ცალკე დადებული მთლად ჩემი ზო-
მაა, სუ ჩემი ზომაა ლიფიც და ნიფხავიც, წითელი კვასკვა-
სა, სუ არშიებით მორთულ-მოხუნძლული. ხელით ნაქარ-
გი გეგონება, ისეთი ნახია, ისეთი ლამახი. ლამის პირი და-
ვაღო და ხმამაღლა შევძახო, რა ღიიირს? ლამის შევძახო კი
არა, ლამის ხელი დავავლო, მარა მე რა ვიცი, ეს გოგო ვი-

115
ნაა, აგერ, თავისი ლეჟანკის გვერდით პატარა სკამზე რო
ჩამომჯდარა, ფეხები გაუშლია და რაღაცა ძველ, დაჭმუჭ-
ნულ გაზეთს ინიავებს? მე არ ვიცნობ, მარა ეს რო მიცნობ-
დეს? რო იცოდეს, ვინა ვარ? ხო მოსდო მერე ქვეყანას, ამ
გაუთხოვარმა, ბებერმა ქალმა არშიებიანი, წითელი ტრი-
კო იყიდა, რაში სჭირდება, ხო ვერ მეტყვითო? არადა, ვა-
იმე, ისეთი ლამახია! სუ ხელი მინდა შევავლო და ამას კი
არა, გვერდით ჩამოლაგებულ ბამბის ტრუსიკებს ვუსვამ
ხელს და დახშული ხმით იმათზე ვეკითხები: ესენი რა
ღიიირს? პასუხი არც მესმის, არც მაინტერესებს. როგორ
მინდა, ღმერთო, ამას შევავლო ხელი მაინც, ის მაინც ვიგ-
რძნო, რანაირია. რა ლამაზია! მეც რა ლამახი ვიქნები ამა-
ში გახვეული! ხო ვხვდები, ჩემი ზომაა, დიდი ზომაა,
მთლად ჩემ ძუძუსა და ტრაკზე გამოჭრილი. ახლა თით-
ქოს ჩემ თავსაც ვხედავ ამ წითელ არშიებში გაბლანდულს.
ჩემ თავსაც ვხედავ და იმის თვალებსაც, ნდომით სავსეს,
ვნებით სავსეს! როგორ მოეწონება! სუ გაგიჟდება! როგორ
მოვუნდები! იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე, იმაზე მეტად,
ვიდრე როდესმე ქალი მონდომებია! რო ვუყურებ, როგორ
მიყურებს და როგორ ვუნდივარ, მეც მაშინ, იმის ნდომაზე
მომინდება ხოლმე, თორე ისე კი ვარ ' ჩემთვის მიყუჩებუ-
ლი. იმის ნდომიან თვალებზე მომინდა თავიდან, პირვე-
ლივე დღიდან, იმიტომ გავიწიე მისკენ, თორე რა, ისე რა
გამწევდა? ხო სხვანაირი თვალებით მიყურებდა პირვე-
ლივე დღიდან? ნდომის თვალებით მიყურებდა! მერე რა,
რო აღარცერთი ვართ ქორფა, ნარნარი? მერე რა, რო შე-
მოდგომა გვადგას კარებზე, სადაცაა, ფოთლები სუ დაგ-
ვცვივდება? არა, ვინაა ეს გოგო, ეს გამყიდველი, ასე რო გა-

116
მოუდია და გამოუფენია ეს წითელ-წითელი ნიფხავ-არ-
შია? ვინ იყიდის ამას აქ? ან ვინ გაბედავს? გათხოვილი
ვერ გაბედავს და გაუთხოვარი ხო მით უმეტეს! ახალგაზ-
რდა გოგოც კი ვერ გაბედავს, ან რომელ ახალგაზრდა გო-
გოს აქ ამხელა ტრაკი, ეს შეავსოს ამსიგანეზე? ვინმე ჩამო-
სული და ზაფხულს შემორჩენილი ქალი თუ იყიდის? მა-
რა რომელი კუდყავარა თბილისელი იყიდის ლეჟანკაზე
გადაშლილ ტრუსიკს? არა, ტვინი ხო უნდა დაატანო, ქა-
ლო, რას ყიდი, სად ყიდი? მარა უცხო როა, ეტყობა, არ
იცის აქაური წესი და რიგი. კაი ამსუბუქებული იქნება
თვითონაც, კაი გვარიანად თამამია, ისე ჩამომჯდარა ამ
სკამზე, მოუღეღია ეს კაბა, ლამის ძუძუები უჩანს და გა-
ხეთს დედოფალივით ინიავებს, ქალბატონი! აგერ, ლამი-
საა ყველა შეჩერდეს ამ ლეჟანკასთან, გინდა ქალი და გინ-
და კაცი და ამ წითელ ლიფს და ტრუსიკს, და ზედ კიდე
იმის გამყიდველს, თან გაოცების, თან ინტერესის თვა-
ლით უყუროს. |
ქალბატონო, გაიწიე რა, თუ არაფერს ყიდულობ, ეს გველ-
გესლა ნახე, როგორ მისისინებს, რატო ჩამომიდექი აქ? გა-
ვიწევი, აბა სად წავალ? გავიწევი და წავალ ისე, რო ვერ ვი-
ყიდი. ჰო, ვერ ვიყიდი! რანაირად ვიყიდი? ვერ ვყიდუ-
ლობ, ხო, ვერა! მინდა, მარა ვერ ვყიდულობ. ისე მინდა,
ვკვდები, გოგოობაში არ მდომებია ასე რამის ქონა, რამის
ყიდვა. რო შემეძლოს და მილიონიც რო ღირდეს, ვიყიდ-
დი, ისე ვარ ახლა, მარა რანაირად ვიყიდი? როგორ გავი-
გებ, ვინ დამინახავს? აქ ყველას თვალი აქ ზურგზე მობმუ-
ლი, ყველა ხედავს, ვინ რა იყიდა, რატო, რამდენი, როგორ,
რისთვის და ვისთვის. ვიყიდი და თავზე დამადგება ვინ-

117
მე, გველივით შემომაჩერდება და მოწკურული თვალე-
ბით მეტყვის: რა იყიდე, ქალო? ან მე რა ვიცი, შენ ვინა ხარ,
შე ბოროტო, აქედან რო მომიფრიალე? არც მაყურებინე
მაგ შენ ნიფხავ-პერანგხე. ახალი ხარ, ვიღაცა ხარ, ამ ბა-
ზარში, ახალი და უცხო, მარა მე საუკუნეა აქეთ არ ვყო-
ფილვარ, შენ კიდე, შე ბოროტო ქალო, ისე ხარ მოშინაურე-
ბული, გეგონება, აქ დაიბადე, აქ გაიზარდე! ვიღაცეებს სა-
ლამსაც აძლევ გაზეთის ქნევით და მე რა ვიცი, მიცნობ-არ
მიცნობ, მე რავიცი, ვისთან რას იტყვი, აი, მე რო თავი რო
გადავდო, ავდგე და რო ვიყიდო აეს ნიფხავი! იტყვი, აბას
რას იზამ, ენაზე რა დაგადგება?! აგე, იმ ქალმა წითელი არ-
შიის ლიფ-ნიფხავი იყიდა! ლამის ხმამაღლა შემოსძახებ.
ხო დამექცა მერე თავზე უცებ ყველაფერი? ხო უცებ მიხ-
ვდნენ, რაც ხდება ჩემ თავს, რა ქვაც ტრიალებს? ხო უცებ
ასრიალდნენ გველის ენები? შენი ჭირიმე! არადა, მართლა
ისე მინდა, რო მეცვას, ჩემი რო იყოს, ლამისაა ყელში წამი-
ჭიროს სიმწარისაგან!
გავიწევი, ხო გავიწევი! აბა სად წავალ?! გავიწევი, მარა ცო-
ტა ხანი აქვე დავდგები, ვითომ იქვე გაშლილ ქოშებს ვათ-
ვალიერებ. იქნება რამე მოვიფიქრო, მარა რა? რას მოვი-
ფიქრებ? წასულია ეს საქმე, შეუძლებელი. ვერ იყიდი, ვე-
რა, ეთერო. იყიდი დასასწორზე დადებ შენ ცხოვრებას, შენ
მომავალს, შენ ყველაფერს. კარგად ყოფნა და მშვიდად
ყოფნა შეეწირება ერთ წითელ ტრუსიკს. ჰოდა, ახლა ჯობს
გაეცალო, განზე გახვიდე, სანამ ეგ ყელში მობჯენილი სიმ-
წრის ცრემლი აქვე წაგსკდება! ტრუსიკია და ლიფი, ქალო,
სხვა არაფერი! ბოლო-ბოლო წახვალ, დაძებნი და თერჯო-
ლაში იყიდი, ქუთაისში იყიდი! ასე ერთი და ერთადერთი

118
ხო არ იქნება დედამიწაზე ეს ჩინურ-თურქული რაღაც არ-
შია? რაღაცა ლიფ-ტრუსიკისათვის ხო არ დაინგრევ, ჩამო-
ინგრევ მთელ შენ ცხოვრებას? გადი დროზე, გაეცალე,
მართლა პატარა გოგო ხო არა ხარ ამხელა ქალი! იქნება და,
არც მოგიხდეს, იქნება და არც გიხდება კიდეც, როგორც
შენ გგონია, როგორც შენ დახატე შენ წარმოდგენებში. სუ-
ლელო ქალო, შენ! იქნებ სასაცილოც იყო, ეს ბებრუხანა ამ
აბდღვიალებულ ლიფსა და ნიფხავში რო გაეხვევი! კაი
ძვირიც ეღირება თან, კაი მეძვირე ჩანს ეს ქალბატონი! იქ-
ნება სულაც პატარა გაქ, არც შემოგეტეს მაგ შენ ტრაკზე,
გასიებულზე! ან როდის გცმია ასეთი, ახლა რო გადაირიე,
გადაიშალე? უნახავმა რა ნახაო! ტყუილად დაყუდებულ-
ხარ სულელი ქალივით, ჰე, მიბრუნდი ახლა, ეთერ, და
გაჰყევი შენ გხას! ან რად გინდა ეს ტრუსიკი ასე, რას ჩაბ-
ჟირდი, ისედაც უნდიხარ იმ კაცს, ისედაც მზე და მთვარე
ამოსდის შენზე! ისედაც უყვარს შენი ტანი, შენი ტრაკი და
შენი მუტელიც. უყვარს კი არა, გიჟდება! სუ არ უყურებს,
რა გაცვია, რანაირები, ისედაც ერთი სული აქ, როდის გაგ-
ხდის და რა აზრი აქ მისთვის, რა გაცვია, არშია თუ მარ-
თლა ფანელი? გამოდი, ეთერ, გამოიწიე. ჰე, წადი ახლა!
მივდივარ მერე! აჰა, მივდივარ! ფეხებს მივათრევ, მარა
მივდივარ!
მარა ჩემთვის რო აქ ახრი და მნიშვნელობა? მაინც რაღაცა
მიკნავის გულში კატის კნუტივით.
აჰა, მოვდივარ, გამოვდივარ. გასასვლელთან ვარ. წამო,
ეთერო! წამო სახლში! გზას გაუყევი! მოიცა, ახლა შევჩერ-
დები ერთი წამით. უკან მოვიხედავ და თვალს შევავლებ,

119
ვითომ ვინმეს ვეძებ. ეს ხალხი მიდის და მოდის, მიდის
და მოდის, _ ვერავის სახეს ვერ ვარჩევ, ვერავის ვხედავ.
იმ ტუტუც ქალსაც ვეღარ ვხედავ, იმ შტერ გამყიდველს.
მარტო ლეჟანკა მოჩანს აქედან დაზედგაფენილი სიწით-
ლეები. ზედგაფენილი ჩემი ნატვრა აუხდენელი, ჩემი
სურვილი. წითლად ელვარებს, წითლად კაშკაშებს, წით-
ლად ბრდღვიალებს, როგორც ყაყაჩო.

სიამოვნებისგან გატრუნული, დამბლადაცემული ვწევარ


ამ თეთრ საწოლზე, ეს-ესაა, ძლივს მომწყდა ჩემი კურო,
შხაპში შევიდა, წყლის ხმა და მისი სტვენა წყვეტილად
მესმის აბაზანიდან. მე კიდე, მიგდებული თეთრ საწოლ-
ზე, ამ თეთრ კედლებს შევჩერებივარ. ცოტა საავადმყო-
ფოს კი გავს აქაურობა, მარა სუფთაა, წკრიალა. არც ძვირი-
ანია ეს სასტუმრო, მარა არც იაფია, არც ცენტრში არი, არც
მთლად განაპირას. ასე ჯობდა, ასე გვერჩივნა. აბა, ცენ-
ტრში და ქალაქში ვინ რა იცის, ვინ სად შეგხვდება, თავზე
სად წამოგადგება? აქ კიდე მშვიდად ვართ, ერთი-ორი რუ-
სი შეგვეჩეხა ლიფტთან, ეგ არი. მე სასტუმროში პირველა-
და ვარ, თავი კინოში მგონია, რატო არ ვიცი. კინოში რო
ტიტველ ტანზე ქალები წაიხურავენ საბანს, აი, ეგრე ვარ.
კი ცხელა ისევ, მარა მაინც ვიფარებ, რა ვიცი. რაღაცა სირ-
ცხვილი მაინც მაქ ამ ჩემი ტანის, ამ ჩემ სხეულის. მერე რა,
რო ამას მოვწონვარ. მოვწონვარ კი არა, ლამის ყველგან

120
დამკოცნოს ატაცებულმა, მარა მაინც ის მიდევს თავში, რო
გოგო აღარ ვარ, სიბერის ეკლიან გხახე ვდგავარ, ზედ მი-
ვუყვები. მერე რა, რო ძუძუები არ დამწელვია, სამაგი-
ეროდ, ქონი მაქ მოდებული ტრაკსა და ფეხებზე, მკლავებ-
ზე კანი ლამის დამასკდეს, აქაიქ წვრილი კაპილარებიც
მიჩანს წვივებზე, ჭაღარის ღერიც გამომერია. კი ვმალავ
უკან, თმას ისე ვიკრავ, მარა მე ხო ვიცი, რო იქა მაქ, თავზე,
მე ხო ვიცი, რო ჩემი სიბერე სიკვდილივით არი გარდაუ-
ვალი.კი, არც მოყვანილობა დამიკარგავს ტანის, არც სხი-
ვი თვალში, მარა თითქოს მაინც რაღაცა მბოჭავს. რო წა-
მოვდგები, რაღაცას მაინც მოვიცვავ ხოლმე. ეს კიდე, ესეც
ხო ბიჭი აღარ არი, მარა ისე გამივლის-გამომივლის წინ
შიშველ-ტიტველი, ვითომ სუ მთლად ყმაწვილკაცია, ვი-
თომ ჭაღარას არ მიაქ ამის თავ-ტანი, ვითომ კანი, დაღა-
რული, არსადა ჰქონდეს. გაივლის, გამოივლის და შემომ-
ცინებს, რას მიყურებ, გოგო? მე კიდე, რავი, ვუყურებ, რა-
ტო არ ვუყურო? ინტერესი მაქ მისი ტანის, მისი სხეულის.
პირველი კაცია და უკანასკნელიც. გოგოსავით მაქ შეცნო-
ბის სურვილი. რა, არ ვუყურო? მარა ასე ტიტველი ამის
წინ მე ვერ გავივლი, შენი ჭირიმე. ხო ვიცი, რო ყველაფერი
უყვარს ჩემი, ჩემი ხორცებიც. ისე გადმოეშვება ხოლმე ჩემ-
ში ეს წვრილი კაცი და მეც ისე ვიღებ, გეგონება ზღვა ვარ
უძირო, გეგონება თევზს ვიხვევდე ფართო ტალღაში. მარა
მრცხვენია. რისი მრცხვენია, თვითონ არ ვიცი. იმის, რო
აღარ არი ჩემი ტანი ქორფა, კენარი? მარა მწიფე ხილი რო
ყველაზე ტკბილია, ხოა ნათქვამი? მარა საქმე ისაა, მე რო-
მელი ვარ, მწიფე ვარ? დამწიფებული? დამწიფებული თუ
გადამწიფებული, ლპობაშეპარული? რაცა ვარ, ესა ვარ,

121
ჯანდაბას წაუღია ჩემი თავი! ხო ვუნდივარ და ხო ვუყვარ-
ვარ?! აგერ სტვენს ბულბულივით, წყალში შემდგარი, ასე
ბედნიერი ბოლოს როდის იყო?! ალბათ წლების წინ,
მთლად ბიჭობაში!
მეც ბედნიერად ვარ. აგე, სიამოვნების დამბლა უფრო დამ-
რევს ხელს, ეგ არი, ნეტარყუჩს სუ მთლად მივეცე, სუნ-
თქვა ბოლომდე გამითანაბრდეს, მოკლე, ბნელ ძილში გა-
დავეშვა და უცებ განგაშის ზარი მეცემა თავზე. ვიაგრა! მა-
ნანას ტუჩის მანჭვა მიდგება თვალწინ. ვიაგრა! წამში
ვფხიზლდები, სადღაა ან დამბლა, ან ნეტარყუჩი! კიდევ
კარგი, გამახსენდა! ადე, ქალო, ადე, სანამ გამოვა, ჯიბე
უნახე, აგე, ხელის გაწვდენაზე გდია მისი შარვალი. მიდი,
ეთერო, თუ საცოდნელია, უნდა იცოდე! ამის ვნების ქა-
რიშხალი მართლა ვნებაა თუ ვიაგრაა სინამდვილეში! ვი-
აგრა და ცეცხლი, ჯოჯოხეთის! ტიტველი ვხტები, აღარც
მახსოვს, ტიტველი რო ვარ, შარვალს ვიღებ და ჯიბეს ვუ-
ჩიჩქნი. თან ყური იქით მაქ, აბაზანისკენ. უნდა მოვასწრო,
სანამ შემოვა. თორე რა ვუთხრა, რო წამომადგეს! მიდი,
ეთერო, სწრაფად ქენი, უნდა იცოდე ჭეშმარიტება! სიმარ-
თლე უნდა იცოდე, თვალი გაუსწორო! მობილური, გასა-
ღები და სიგარეტი მაგიდაზე უყრია. მარტო ეგენი, სხვა
არაფერი. ერთ საათზე მეტია, ჩემთან არი, არსად გასულა.
არც არაფერი დაულევია. რო დაელია, ხო შევამჩნევდი?
კი, საათი არი, ამის გვერდით ვარ. საათზე მეტი. ურნაშიც
არაფერია, სუფთა არი, ახლა ჩავხედე. ტუალეტშიც არ შე-
სულა, რო მოვედით, ისე მეტაკა. ვაიი, მეტი არ მინდა, ეს
დატაკება ვიაგრის იყოს! უკანა ჯიბიდან ვიწყებ. ჯერ სა-
ფულე მხვდება ხელში, გაქუცული. ბანკის ბარათები უდე-

122
ვს, მართვის მოწმობა და ერთი საწყალი ოცლარიანი. მე-
ორე ჯიბეში რაღაცა რუხი ბლოკნოტი ჩაუდევს, ხელის-
გულზე რო დაგეტევა:. დაიცა, ამას მერე ვნახავ, ბლოკ-
ნოტში ვიაგრას აბა რა უნდა! წინა ჯიბეში ხურდები უყ-
რია, ლამის კილო აქ მოგროვებული. კიდე კაი, ისე ავიღე
შარვალი, ძირს არ გავაბნიე ეს ხარახურა. მეორე ჯიბეში
ტურტლიანი ცხვირსახოცი ჩაუკუჭავს, გაშავებული. ვერ
გაგირეცხავს, ბიჭო, ამას, უმსგავსი ცოლი? რაღაცა ქვით-
რებია კიდე, მთლად ჯიბის ძირში აქ ჩატენილი. არა, არა
აქ არაფერი. რო იყოს ვიაგრა, ჯიბეში ექნებოდა, არ ექნე-
ბოდა?! ტაბლეტი თუ არა, ის ხო მაინც უნდა ქონდეს, ტაბ-
ლეტის ჩენჩო! აბა, ეთერო, ქვითრებს შეხედე, რა ქვითრე-
ბია! ერთი ჯარიმაა, ერთიც მარკეტის, ერთიც საწვავის. აფ-
თიაქის არაა არცერთი, გოგო! ამოისუნთქე!
ახლა ხელში შერჩენილ ბლოკნოტსა ვშლი გაუაზრებლად.
არ შემოვიდეს! გაიხარე, ქალო! ეთერ, გიხაროდეს! წამლის
არაა მისი ვნება, წამალი არა, შენ ხარ მიზეზი! გჯეროდეს
აწი მისი გრძნობის, მისი ხურვების! შენია, შენ გეკუთვნის
ეგ ყველაფერი! ამის თავიც და ამის ტანიც. ამის სულიც და
ზედ კიდე გულიც! ამ ბლოკნოტს მაინც რო ვერ ვწყდები!
ტელეფონის ნომრები აქ ჩაწერილი ბატიფეხურად, მაღა-
ზიის სიები, საქონლის სია, რაღაცეები უანგარიშებია წაღ-
მა-უკუღმა, ქვეშმიწერებით, მარა ნახე, ნახე, ბოლოსკენ,
ესენი რაა? მარცვალი მარცვალს მიყვება, სტრიქონი სტრი-
ქონს, ერთი და ორი, კიდევ და კიდევ, და, რას აკეთებ, ეთე-
რო? გაოგნებული დგას და მიყურებს, თეძოზე პირსახოცი
მოუხვევია, წყლის წვეთები დასხდომია გაპარსულ, დაღა-
რულ ლოყებზე, დაკენკილ მხრებზე. ხელში მაცივდება ეს

123
შარვალი, მარა მოვასწარი ბლოკნოტის უკან ჩაცურება! მა-
ინც მოვასწარი!
ასე ყრი შენ ცოლთან სახლში ტანსაცმელს?! ბრაზი მინდა
ხმაში გავრიო. შარვალს სკამზე ვდებ. ამ დებილს კიდე
ეცინება, ყურებამდე იღიმის, რა ავი ხარ, ქალო, ძუძუებზე
მიყურებს და ხელით მეტანება. რავი, ეგრე ვყრი, ხოო, ტან-
ზე მეკვრის, სველი ტანით ზედ მეწეპება. მეცა ვხვევ ხე-
ლებს, პირსახოცი ძირს უვარდება და მაშინვე ხელი მისი
ყლისკენ მიმირბის. კი, ხელი მიმირბის, მარა სახეს ვარი-
დებ და ყელში მარტო ესა მაქ მობჯენილი, მარტო ამის
ამოთქმა მინდა: ლექსებსა სწერ, ბიჭოო?

აი, ჩამოვჯდები ჩემ სკამზე, ჯერ დილაა მაინც, არავინ შე-


მოვა, ჩამოვჯდები და გავირინდები. ყოველ უკან მოსვლა-
ზე, მისგან ყოველ წამოსვლაზე რატო მეუცხოება ეს მაღა-
ზია? მეუცხოება, თითქოს უცხო ვიყო. თითქოს ორი ვიყო,
ერთი მაღაზიის ეთერო და მეორე ამ კაცის. თითქოს ორი
ვიყო ერთდროულად, ორი ცხოვრება მქონდეს. თითქოს
ერთი ეთერო მაღაზხიის და მეორე სატყნაუროდ გარე-გა-
რე დაწანწალებს. ჯერ ასე ვზივარ გაუცხოებულ-გაგარეგ-
ნებული, მერე ნელნელა ვშინაურდები, თითქოს ფორიაქი
გადის, თითქოს ჩემი თავი ვხდები. რა უნდა ვქნა? რა გავა-
კეთო? ასე როგორ ვიყო? იმასთან რო ვარ, ჩვენ-ჩვენი თა-
ვის გარდა არავინ მახსოვს. მარტო როცა ვარ, მაშინ წამო-

124
მივა შავი ფიქრები. წამოსვლისას, სადგურამდე არმისუ-
ლი, სანამ მარშუტკამდე ჩამომსვამდა, გხაში მითხრა ნაცე-
მი ძაღლის თვალებით, ეს ორი კვირა არ ვიქნები, კამაზზე
უნდა გადავჯდე, ძმაკაცი შევცვალო ცოტა ხანი, შენთან
მარტო თენგო მოვაო. გული თითქოს დამწყდა, მარა თან
შგება მქონდა რაღაცნაირი. მარტო ვიქნები ეს ორი კვირა,
ტვინს დავიმშვიდებ, არეულ ფიქრებს გავასწორებ და იქ-
ნება ჩემი გამრუდებული გზაც მოვაბრუნო კალაპოტებში.
ახლა მტვერს მივწმენდ-მოვწმენდ დახლებზე, საქონელს
ხელს შევავლებ, შევალამაზებ, ცოტაც და, შევეზრდები
ისევ ჩემ მაღაზიას, მისი ნაწილი გავხდები, სახლში ვიგ-
რძნობ თავს. იმასაც დავგეგმავ, რანაირად ვქნა და როგორ,
ხელი რო ავუშვი ყველაფერს და ფეხი ავწიე სამაგიეროდ.
ისევ ვუპატრონებ ჩემ მაღაზიას, ჩემ მეორე შესაფარებელს.
თერჯოლაშიც წავალ ამ შაბათს, ჩემთვის მშვიდად, წყნა-
რად, არც არსად გადავუხვევ, არც არსად გადმოვუხვევ. სა-
ბითუმოებს დავივლი, გოგოებს ჩამოველაპარაკები, ჩემ
კაფეშიც შევალ, ყავას დავლევ, ნაპოლეონს შევჭამ! თერ-
ჯოლის სუფთა და ფართო, კოხტა ქუჩებშიც გავისეირნებ!
ჰაერს ჩავისუნთქავ! მშვიდად ვიქნები ჩემთვის, მშვიდო-
ბიანად. არავისთან მექნება ტყუილი სათქმელი, არც არა-
ფერი თავის საკატუნო! აგერ, სიმშვიდე გამიჯდა ტანში,
თერჯოლა რო გამახსენდება. ეგრე არი სულ, გადაუხვევს
თუ არა მარშუტკა იქით, რაღაცნაირად ამოვისუნთქებ, რა-
ღაცნაირად ამომესუნთქება, ველი და მინდორი რო გაიშ-
ლება, თვალსაწიერი გადაიშლება. თან რა ლამაზია? სხვა-
ნაირია, ფართო, გაშლილი. ველსაც ხედავ, მთასაც, მინ-
დორსაც. ჩვენსავით სუ მთები არ გადგას თავზე, სულს არ

125
გიხუთავს. იმ მინდვრებზე კიდე სუ ყანებია გადაფურ-
ჩქნული, კოხტად მოვლილი. ნიავი დაუბერავს და შეათა-
მაშებს, ააშრიალებს. ისე ააშრიალებს, მარშუტკიდან რო
ვხედავ, ჩახუთულ-ჩაჭედილიც რო ვიჯდე, მეც დამივლის
ის ნიავი ტანში და გეგონება ვთავისუფლდები.
მარა მანამადე ჩემ დავთრებში მაქ ჩასახედი, საანგარიშო,
დასაგეგმი, რა ვიყიდო, რამდენი, როგორ. რანაირად ამო-
მაგდო კალაპოტიდან ამ კაცმა, ღმერთო! ბუღალტერია რა-
ნაირი მისახედი მაქ! ახალი ბლოკნოტიც კი მაქ საყიდე-
ლი, გამევსო ეს ძველი, კარგა ხანია. ლამახი ბლოკნოტები
მიყვარს, ფერადფერადი, პრიალედიანი. ახლა იმდენია,
იმდენნაირი, ასარჩევად გაქ საქმე. სკოლაში კიდე სუ გუ-
ლი მიმდიოდა ლამაზ ბლოკნოტზე. არასოდეს მქონია,
სხვებს კიდე ქონდათ აქა-იქ, რჩეულთა შვილებს. არც არა-
სოდეს მითქვამს როდესმე, ლამაზი ბლოკნოტი მიყიდეთ-
მეთქი. ვინ მიყიდიდა? ჰოდა, ახლა თითქოს ამ ბლოკნო-
ტებით ვიამებ იმდროინდელ გულისტკივილებს. ლამა-
ზად ჩავაწიკწიკებ შემოსავალს და გასავალს, ნაშთსაცზედ
მივუწერ. ჰო, რო შევავასებ, რო გადავავასებ, მერე ღუმელ-
ში შევუძახებ და დავწვავ. რატო? რატო და მიტო! ჩემი
ხარჯი და მონაგები მარტო მე ვიცი, მარტო ჩემი საცოდნე-
ლია! მონაგები ხო განსაკუთრებით! ამ ჩემ ბლოკნოტებს
მაღაზიაში ვმალავ ლამაზად, ისეთ ადგილას, ვერავინ აგ-
ნებს. ჯვარი მწერია და, თუ გამქურდეს, ჩემი ბლოკნოტი
ვის რას არგია? თან აქა სჯობს მქონდეს, აქვე თვალს ჩავ-
კრავ, თუ დამჭირდება. გაქურდვაზე გამეფიქრება და ცი-
ვად დამივლის ზურგ-ხერხემალში. მაღაზიას სანდოდ კი
ვკეტავ, ახლა არც დროა ისე არეული, მარა სუ ის შიში მაქ,

126
რო აირიოს? რო შემოვიდნენ და ყველაფერიც რო გაიტა-
ნონ, ისე მაქ წელი მომართული, ვერ დამძირავენ, აღარ
წავხდები. მარა ჩემი შიში, იცი, რა არი? ჩემი ყველაზე დი-
დი დაზაფვრა. ახლა კია სიმშვიდე, მარა სუ მეშინია, დრო
აირიოს. ჩემ გოგოობაში რო ირეოდა ქვეყანა, ისე. ის ქვეყა-
ნა რო თავზე დაგვექცა, რო აირია და გადაირია სუყველა-
ფერი, იცი, რა მოხდა ამ ქალაქში, სადაც ყველა ყველას
ცნობს, ვის მიადგა პირველი მკვლელი? მარტოხელა
ქალს! მარტოხელა, შუახნის ქალებს ჩამოუარეს! ერთ ბუ-
ღალტერს, ერთ მასწავლებელს და იმ ერთსაც ექიმს. დაა-
უთოვეს, პლიტახე დასვეს, ნამუსი ხადეს. ის ბუღალტერი
მოკლეს კიდეც, თუ შემოაკვდათ. ეგ ეგონათ ყველაზე
მდიდარი და ყველაზე მეტად მას გაუსწორდნენ. ის ორი
კიდე, ექიმი და მასწავლებელი, მას მერე სულაც გაქრნენ,
გადაიხვეწნენ. სად არიან, ცოცხლები არიან? სუ აღარ ვი-
ცი. შავი ხმებით, ჩემი ძმაც იყო გარეული მაგ ბნელ საქმე-
ში, ღმერთო, აპატიე! ჰოდა, ახლა რამე რო იყოს, ვის მიდ-
გებიან? უფალო, დამიფარე! ვინ ეგონებათ მდიდარი,
დალხენილი? ვინ? ვინ და მაღახიის მესაკუთრე! მერე ვი-
ნაა ჩემი პატრონი, ჩემი დამცველი? ამიტომ ეგ კი ვიცი, რო
დალხენილი არ უნდა ვჩანდე. ან დალხენილი რანაირად
ვარ? რასაც ვშოულობ, იქვე ვინახავ, არაფერს ვხარჯავ.
უნიტაზი დავდგი უბორნიაში და ერთი ბუმბულის საბანი
ვიყიდე თერჯოლაში გადამყიდველთან. ისეთი მსუბუ-
ქია, ისე ლამაზი, ჩვენი ქვასავით მატყლის საბანს კი არ
გავს. ეგაა მთელი ჩემი ფუფუნება, განებივრება. მანქანა მე
არ მყავს, ფეხით დავდივარ, შემომხედავ და, მთლად ძონ-
ძი არა, მარა კაი და ლამაზი მე არ მაცვია. მარტო ეგა მაქ,

127
მაღაზია და იმის მოსავალს ისე ვინახავ, გეგონება, არც რა-
მე მქონდეს, არც რა გამაჩნდეს. ერთი ისაა, მამაჩემის მაგი-
დის უჯრაში მაქ ჩაკეტილი ხუთასი დოლარი, ეგეც ისე,
თვალის ასახვევად. ვთქვათ და, აირია ყველაფერი, შემო-
მივარდნენ. ისე ვაჩვენებ თავს, რო ვითომ ეგ ფულია მარ-
ტო ჩემი ნაზოგი და აგე, ბატონო, უჯრაში არი, აგე ფული,
აგე ნაგროვები, სხვა მე რაღა მაქ? მართლა რომელი ოქრო
და ბრილიანტი გაუძლებდა ჩემ ძმას მის სიცოცხლეში?
თავის წამალს და შხამს გაატანა ყველაფერი ჯერ კიდე
ბიჭმა. ჰოდა, გამეცლებიან. ახლა არა მგონია, ისე აირიოს
ეს ქვეყანა, პლიტაზე შემომსვან, გახურებულზე, მარა ისე
კი შეიძლება აირიოს, რო გამქურდონ, გამაძვალტყაონ. წა-
იღებენ იმ ხუთას დოლარს და აბა, ვის მოუვა აზრად, რო-
მელ ჯიბგირს, რო ათჯერ უფრო მეტი სამალავში მაქ გადა-
მალული? რო თითო ასდოლარიანი მამაჩემის თითო წიგ-
ნში მაქ ლამახად ჩაკოსებული და თაროზე უფრო ლამა-
ზად შემოდებული? უბრალო წიგნში კი არა, ენციკლოპე-
დიის ტომეულებში! აბა, რომელი ჯიბგირი იფიქრებს, რო
წიგნშია ფული? რომელ გასაქურდად მისულ ჯიბგირს ახ-
სოვს წიგნები? თან სუ დაწმენდილ-დასუფთავებული მაქ
ის თაროები. მტვრის ნაკვალევზე რო ვერ მიხვდნენ, რო
იქა ვტრიალებ, იქ ვიქექები. ამ ჩემ დოლარებს თერჯოლა-
ში ვიყიდი ხოლმე, კურსიც იქ არი უკეთესი და ყველაფე-
რიც. რა საჭიროა, აქ ვინმემ იცოდეს, მე რა და რამდენი გა-
დავცვალე, დავახურდავე? ბანკს კიდე რა მიმაკარებს ან რა
მიმანდობს? რა დარჩა, რო, იმ ძველ ბანკში, მამაჩემის დაგ-
როვებული? ვირის თავ-ფეხი! ჰო, მე ჩემი ნაგროვები მაქ,
ჩემი გეგმები. სიბერე ხო მაინც უნდა მქონდეს ჩემი სანდო-

128
მი? აბა რისთვის ვატარე მთელი ცხოვრება მაღაზიაში? ბო-
ლოში ის ქალი რო ვიყო, პენსიონერი, მაღაზიაში დროჟია-
ნი პურის მყიდველი, იმით ვიცხოვრო კვირიდან კვირას?
შენი ჭირიმე! კიდე შრომაში წავიქცე სადმე, სული შრომა-
ში ამომივიდეს? ჩემი საშრომი ხო ვიშრომე ჩემ ბავშვობა-
ში? ორ კაცს ვუვლიდი ეს ერთი ციდა, ხელები მქონდა
დატყავებული თეთრეულის ცივ წყალში ჭეჭყვით. აღარ
უნდა მოვიდეს დრო შრომის ცოტა შემსუბუქების? სანამ
ცოცხლები იყვნენ, ზედ ვყვებოდი მამასაც, ძმასაც. უფრო
დიდობაში მთლად ზედ ვყვებოდი მერე მამაჩემს. აბა, რო-
მელ დამპალს ვათქმევინებდი, რო პწკიალა ცხვირსახოცი
არს ჰქონდა კოსტუმის ჯიბეს? მაღახიაც რა, შრომა არ იყო?
მძიმე შრომაა, თან რანაირი! მარა რა შვება იყო, ღმერთო,
რო არავინ მყავდა მოსავლელი და მისახედი! რა შვება არი
საკუთარი თავის ამარად ყოფნა!
მეც ხო უნდა დამესვენა როდესმე როგორღაც და ვისვენებ
თითქოს აგერ, ნელ-ნელა, წყნარად. სახლშიხო მაინც ვის-
ვენებ, მაღაზიიდან მისულს რო არავინ მყავს სალოლიავო.
ღუმელთან ტახტზე მივეგდები, მურაბიან წყალს მივიდ-
გამ და ტელევიზორს მივაშტერდები. მერე ბედნიერადაც
ჩამეძინება, მშვიდი, ღრმა ძილით. ისეთი ძილით, სუ რო
მაკლდა ჩემ ბავშვობაში. მაგ დროს ცისანა, ნენო ან გინდაც
მედიკო რო შემოვიდეს, ტახტზე მიდრანცულს რო შემხე-
დავენ, შური და ბოღმა გაკრავთ თვალებში. თვითონ, აბა,
სად მიწვებიან? შვილის და ქმრის უღელში აქვთ დილა-სა-
ღამოს თავი გაყოფილი. რა ვქნა, გენაცვალე, ესაა მარტოო-
ბის სიამეები! შენ ნებაზე ყოფნა, თავის განკარგვა, მოვლა,
მიხედვა. თავისუფლება ეგ არი, არავინ გყავდეს მისახე-

129
დი, იმ შენი თავისთვის იყო, უზრუნველად გაილივლივო,
რა კაი არი თავისუფლება! ისიც კი მზარავს, კაცი სახლში
მყავდეს, წარმოვიდგინო! სახლში რო კიდე კაცები მყავ-
დეს! კიდე რო იყოს მოსავლელი ჩემ ხელში ვინმე! არა,
არავის მოვლა არ შემიძლია, აღარასოდეს! მე ჩემი წილი
სახრუნავი გაწეული მაქ!
ამას არ ვიტყვი, ამას ხმამაღლა ვის გავაგონებ?! სანამ ჯანი
მაქ, ჯანი მომყვება, ასე ვიქნები. მერე კიდე იმდენი შნოც
მაქ, იმდენი ტვინიც, ლაზათიანი მქონდეს სიბერე. ისე მო-
ვაწყო ჩემი ცხოვრება, სუ ხელით ვიყო საჩვენებელი. მომ-
ვლელიც მყავდეს, თავზე მყვებოდეს. აბა, ვთქვა, აბა, ვინც
მომივლის, სახლს დავუტოვებ? მომეხვევიან, ხელისგულ-
ზე გამატარებენ! აბა, ვთქვა, ვინც მომივლის, ფულს გადა-
ვუხდი? სუ გამლოკავენ თხემით ტერფამდე! აბა, რისთვის
ვინახავ იმ წიგნებში ჩემ ნაშრომ-ნაჯაფს? რისთვის და მის-
თვის, ვარდისფერი სიბერე მქონდეს! ცალკე ამ მაღაზიას
გავაქირავებ, ცალკე მექნება კიდე ფულები! ფეხი ფეხზე
გადავიდო, დარდი არ მქონდეს, არავითარი! მერე კარგ
ტელეფონსაც ვიყიდი, კარგ ტელევიზორს დავიდგამ. ინ-
ტერნეტიც მექნება, სატელიტებიც! წიგნს წავიკითხავ ან
ვინმეს წავაკითხინებ, კომპიუტერიც მექნება დიდი ეკრა-
ნით. ჩამოვჯდები მერე და ყველას და ყველაფერს ვათვა-
ლიერებ, · აპარატს ვიყიდი, ფოტოს გადავიღებ! აგერ, მთა-
ზე ნისლს გადავუღებ, ყვავილს გადავუღებ ეზოში, თოვ-
ლიან კარალიოკს გადავუღებ ხეზე შერჩენილს, იცი, გარ-
შემო რამდენი პატარა სილამაზეა? წაკითხულზე ვიფიქ-
რებ, ნანახზე და მოსმენილზე, სხვა ფიქრი თავში არ გამი-
ჭაჭანებს! ახლა? ახლა კიდე, რა ვიცი? მარტო შრომა ვიცი,

130
მარტო მაღაზია, რეცხვა და უთო! იქნება და, რა ნიჭი მქონ-
და და ვერ ვიპოვნე? არ მაპოვნინეს?

10

ვერა ვარ კარგად ეს დღეებია, თითქოს ღონე ერთიანად გა-


მომეცალა. ნენომ, გემოგლობინი გექნება დაბალიო. ჩვენ-
თან ვერ სინჯავენ, რამდენი ხანია ლაბორატორიაა გაჩერე-
ბული და ქუთაისში წავალ-მეთქი, ვუთხარი. თან გავი-
ფიქრე, როცა დაბრუნდება იმ თავისი ქვიშა-კამაზიდან
აგე, მიზეზი მომეცა ქუთაისში სანავარდო-თქო. ორჯერ კი
დამირეკა, ერთხელ ცოტა ნასვამი იყო. აგე, ბიჭები ვსვამთ
ერთად გარაჟში, ახლა საჩხერეში ვარ, ეთერო, როგორ მე-
ნატრებიო. მეთქი, იმათ ეგ არ გააგონო, რო გენატრები,
ენას კლიტე დაადე, ენამ წინ არ გაგისწროს, არსად არაფე-
რი წამოგცდეს, არსად არაფერი იმატრაკვეცო შენებური
იმერული-თქო და არაო, საწყლად მითხრა. გარეთ ვარ ახ-
ლა გამოსული, ისე გირეკავ, არავის ესმის ჩემი ხმაო. მარა
რა არი, იცი? რამეს რო ვეტყვი უხეშად, მერე გამახსენდე-
ბა, ლექსებს რო წერს და შემეცოდება. ლექსებს რო წერ-
თქო ამას ვერ ვეტყვი, მერე მიხვდება, მისი შარვლის ჯი-
ბეები რო დავიარე, რო დავჩხრიკე, ჩემი ნდობა დაეკარგე-
ბა. ლექსებსა ვწერო, არასდროს უთქვამს, ეტყობა, მისი სა-
იდუმლოა, იმასაც აქ თავისი დამალული. იმას ლექსი, მე
ფულები, წიგნებში ჩადებულ-ჩალაგებული. ჰოდა, ლექ-
სებს რო წერს ადამიანი, მით უმეტეს კაცი, იმას მწარედ არ

131
უნდა ელაპარაკო. იმას სათუთი გული ექნება და უნდა
ეფერო ალბათ, თავზე ხელი უსვა. არადა, ახლა უფრო მე
ვარ მოსაფერებელი. ძილითაც აღარ მძინავს წესივრად. კი,
დილით გამეღვიძება, მარა უცებ ისიც, რაღაცნაირად გუ-
ლის ხეთქვებით. თან ვერ ვიგებ, ასე ზაფვრით რად მეღვი-
ძება. კი, უკუღმართ სიზმრებსაც ვხედავ. ზოგი არც მამახ-
სოვრდება, მარა მაღვიძებს. დღეს დილით წიწილა მყავდა
ხელისგულზე, პატარა, ყვითელი.ზედ ხელისგულზე მაკ-
ვდებოდა ვითომ, სიცივისაგან. ვუბერავდი სულს, რო გა-
მეთბო, მარა მოკვდა, ზედ შემომაკვდა. ბლანტი გადაეკრა
თვალზე, ნისკარტი დააფჩინა. მერე უცებ გაშეშდა, რაღაც
უსიამო გადაშეშებით. მეც სადღაც მოვისროლე. მოვისრო-
ლე და გამეღვიძა, მარა იმ გაშეშებას ხელისგულით
ვგრძნობდი! მართლა ვგრძნობდი, ძლივს მოვიშორე! იმის
წინ კიდე დედაჩემი მესტუმრა ძილში. ვითომ სახლში სის-
ხლის კვალს მივუყვები, მივუყვები, იატაკზე სისხლის
წვეთებს მივყვები და მივყვები და არ მთავრდება, ერთი
ოთახიდან მეორეში გავდივარ და ვფიქრობ, რა ხდება, ვი-
სი სისხლია, ჩემი ძმა დაჭრეს? მამაჩემს წასკდა იქნებ ცხვი-
რიდან? ჩემი თვიურია, ფეხებშორის რო გამეპარა? მივყვე-
ბი და ვერ ვიგებ, რა ხდება, რა ტრიალებს სახლში და
აგერ,ზალის კარს ვაღებ და დედაჩემი ბურგით დგას, იმას
უდგას ფეხებთან სისხლის ტბა! უფალო! ძილშივე ლამის
გული გამისკდა! გავიღვიძე და ისე ვიყავი, ათი წუთი ვერ
გავინძერი, ცივი ოფლი მასხამდა, პულსი ძლივს მქონდა,
ისიც აქა-იქ. თან ვითომ ის ქალი დედაჩემი და თან მე ვი-
ყავი, სუ მე მგავდა უკნიდან, თავით, ტანით, თმით, ტან-
საცმლითაც. ხო, მე ვიყავი! აბა გგონია, მე ვიცი დედაჩემი?

132
ასე სიზმარში თუ მყავს ნანახი, ისიც არასდროს ნათლად
და საღად. წლის არ ვიყავი, რო მოკვდა, ღმერთმა გაანათ-
ლოს მისი სული! დომნას გახრდილი ვარ ექვს წლამდე და
მერე მოსამსახურედ · დამდგარი საკუთარ ოჯახში, ოჯა-
ხის კაცებთან.
რო ვიკითხავდი, რითი, რანაირად მოკვდა ეს დედაჩემი,
გგონია, ვინმე წესიერ პასუხს მომაღირსებდა? ან ვინმე
იყო, რო ეპასუხა? პირს წყალი ქონდათ ჩაგუბებული. მეც
ორი-სამჯერ ვიკითხე, ისიც უფრო გულის გარედან. მე არ
ვიცოდი დედაჩემი, სუ არ ვიცნობდი. არც იმის ნატვრა
მქონდა, არც მონატრება. ვისაც არ იცნობ, არც გენატრება.
ერთმა რო ის თქვა, რო სეფსისით მოკვდა, მეორემ ის თქვა,
რო რაღაც ქალურმა ავადობამ მოუღო ბოლო. ალბათ მარ-
თლები იყვნენ, რას გაიგებდი. ისიც მესმოდა, რო ამ ჩემ
მშობლებს ერთმანეთის სიყვარული და ნდომა ქონდათ.
კი, ძნელი იყო მამაჩემი წარმოგედგინა შეყვარებული, მა-
რა ალბათ იყო შეყვარებული და ბედნიერიც ხო იქნებო-
და?! ოსეთში იყო თურმე იმ დროს მივლენილი. როგორც
ისტორიკოსი, რაღაცას თხრიდა თუ სწავლობდა თამარა-
შენში და იქ იყო თურმე დედაჩემის ოჯახში მდგმურად.
იქ შეუყვარდა. ალბათ დედაჩემსაც უყვარდა. უყვარდა,
აბა ისე სად წაყვებოდა? მე არა მგონია, დედაჩემი ის ქალი
იყო, უსიყვარულოდ სადმე ეცხოვრა. მე არ მახსოვდა, მარა
ჩემ ძმას კი ქონდა მეხსიერება. ვერასოდეს გავბედე კით-
ხვა, რა აზრი ქონდა? რამეს მეტყოდა? არც მიზიდავდა ეს
უცხო ქალი ჩემ ცხოვრებაში. გადიდებულ სურათზე იყო
მარტო, იქ არსებობდა. და იქაც ისე იცინოდა, გეგონება,
არა ჰქონია სადარდებელი. იმ სურათზე კი ვიჭერ ჩემ თავს

133
ცოტას ნაკვთებში, ცოტას სიცილში. დედაჩემის თავი მაქ
და მამიდაჩემის ტანი ზედ გამობმული, მარა დედა უცხო
იყო ჩემთვის, უცხოდვე დარჩა. უცხო იყო მისი სამშობ-
ლოც, აგერ იყო, ფეხის ნაბიჯზე, მარა ფეხს იქ აწი როგორ-
ღა შევდგამ? აღარც ნათესავი გვყავს დარჩენილი, აღარც
მოყვარე. რომც გვყოლოდა, დაკეტილ სახღვარში რა იქნე-
ბოდა? ის ნათესავიც ჩემმა ძმამ იცოდა მარტო, იქ დაძვრე-
ბოდა სიცოცხლის ბოლოს, კვაისა იყო მეორე სახლი, იქ
მოუღეს ბოლო მის სიცოცხლეს. კვაისა და ოსეთი იყო, მა-
ქედან შემოდიოდა ჩვენკენ წამალი და ყველა სახის უბე-
დურება. იქ კი ქონდა ამ ჩემ ძმას ვიღაცასთან ნათესაობა,
მისვლა და მოსვლა, მარა მერე თურმე ისე იყო, რო რაღაცა
აირია იმათ შორის, იჩხუბეს, ერთმანეთს გადაეკიდნენ. მე-
რე მალევე მოკლეს, დაჭედილი კუბო კარს მოგვაყენეს.
მოკლეს ჩემი ძმა და ატყდა ომი, ხოცვა და ჟლეტა. ეს კი
მოკლეს, მარა ზუსტად ვიცი, ამის ხელზეც იყო ერთი-ორი
მკვდარი იმ კვაისიდან. ახლა ეს სახღვარი ღიაც რო იყოს,
ალბათ მაინც არ შემესვლება მე, ჩემი ძმის დას. არ ხდებო-
და კაი ამბები. ან კაი ამბავი რა მოხდებოდა? ომი დაიწყო.
დედაჩემი კი იყო ქართველი თამარაშენიდან, მარა მაშინ-
ვე მომაძახეს, ოსიაო, ომი რო ატყდა. პირველი ომის დრო-
საც თქვეს და ახლაც თქვეს, აგვისტოში, მეორე ომის
დროს. მაინცდამაინც მაშინ მეტყოდნენ, დედაშენი რო
ოსი იყო? დუჟი დამდიოდა ცოფისაგან, გაბრახებისგან. რა
ოსი-მეთქი, ქართველი იყო დედაჩემი, თამარაშენი, გაგი-
გიათ თამარაშენი?!!! ქართველის იყო თამარაშენი, მიწამ
ჩაგყლაპოთ! მარა ბოლო ომის დროს, აგვისტოში, ისიც კი
ეთქვათ, აი, ეთოს შეხედეთ, რა ოსის სახე აქ, მიჭყლეტი-

134
ლიო.ოს ქალებს უზით პატარა ცხვირი, ვიწრო თვალები,
ბუთქუნა ტუჩი მიჭყლეტილ სახესო, ხალხო, მიჭყლეტილ
სახესო! რო გავიკითხე ვინა თქვა, ვინ გითხრათ, იქვე მივ-
ჭყლიტო-მეთქი, ენა ჩაიგდეს. გამმეორებელი ბევრი კი
იყო, მარა პირველად მთქმელი ვერავინ ვნახე. ან რას ვნა-
ხავდი? ცოფმა დამრია ხელი, ლამის ვხაოდი, რა ოსი-მეთ-
ქი ქალო, ქართველი იყო დედაჩემი! აირეოდა თუ არა
ცხოვრება, მაშინ ახსენდებოდათ ჩემი ოსობა! ვითომ ოსო-
ბა. მე იმის ზაფრა მქონდა, ახლა რო მომდგნენ, მართლა
ოსი ვეგონო, ვინ იქნებოდა ჩემი მფარველი? ვინ დაიწყებ-
და ან მტყუანის, ან მართლის გარჩევას?! სახლს დამიწვავ-
დნენ, დამიბუგავდნენ. მაღახიასაც! ოსი ვიყავი, თან მარ-
ტოხელა! აგვისტოს ომში კიდე მამაჩემიც რო მკვდარი
იყო, სუ მარტო დავრჩი, მარტო ვიყავი! მარა გადავრჩი! არ
გამეკარნენ. იქნებ იმიტო, რო დედაჩემი ქართველი იყო?
იქნებ იმიტო, რო იმის ოსობა სალაპარაკოდ დარჩა, სატ-
რიალოდ უძვლო ენაზე? მარა მე რა ცოფი მქონდა, სასო-
წარკვეთა! ამათ ოღონდ ვინმე გაერიყათ, ოღონდ ვინმეზე
ესროლათ შავი ტალახი! ეთოს მიჭყლეტილი სახე! ჩემი
მიჭყლეტილი სახე ჯობდა ბარემ იმათ მონგრეულ ცხვირ-
პირს! ჩემი სიმსუქნე ჯობდა იმათ სიგამხდრეს, იმათ დაბ-
ლარჯულ ტანებს! ეგ ბოროტები! ისე შემაშინებდნენ ასეთ
დროს, ზაფრა მქონდა, თავს მეცემოდა მთელი ქვეყანა!
ახლაც აგერ ვდგავარ, წიგნის კარადასთან. მტვერსა
ვწმენდ ჯერ წიგნებს, მერე მკვდრების სურათებს. იმ სიმ-
წარის გახსენებაზე ახლაც ტანში მცრის. რო გავწმენდ ამ
სურათებს, მერე დავუწყობ მიჯრით ერთმანეთს. ჯერ დე-
დაჩემს, მერე ჩემ ძმას, იქვე მამაჩემს. ეს კაცები კი არიან

135
დაბღვერილი ამ სურათებში, მარა დედაჩემი ისე იცინის,
თითქოს დარდი სუ არ ჰქონია, თითქოს არ სტკენია არა-
სოდეს სუ არაფერი.

***

აჰა, ცოტა ხანში რთველიც მიილევა და სუ ჩაკვდება, ჩაწ-


ყნარდება აქაურობა. მზეც კარგავს და კარგავს ძალას, ღა-
მის სუსხი ცოტა ხანში ღუმელს ამანთებინებს. ჯერ მაინც
არ ვანთებ, შეშას ვზოგავ ჩემი ჭკუით, შარშანდელი რო იქ-
ნება წელსაც მეყოს. ხო, ეს რთველი მორჩება და ჩამოდგება
მერე ბლანტი ბოლო შემოდგომის, დიდი-დიდი, ერთი
კვირა იჩახჩახოს ზანტად მზემ. მერე კიდე დაიწყება უსას-
რულო წვიმა და წუნწკლი, გრძელი ზამთარი, უბოლოო,
დაუმთავრებელი. მეც თითქოს ჩავცხრი რაღაცნაირად, ამ
შემოდგომის მზესავით. იქნება მოვილიე ჩემი მოსალევი?
ისიც აღარ ჩანს ისე ხშირად, აღარ მირეკავს, თავის სამშე-
ნებლო სილაში გადაეშვა თავფეხიანად. იქნება ისიც დაც-
ხრა, ვნება ჩაუქრა? იქნება იმანაც მოილია თავისი ხურუშ-
მურუში, იქნებ დროც მოვიდა მშვიდად დაშლის და გან-
შორების? შემოდგომა თუ არა, ზამთარი მაინც რო მქონ-
დეს წყნარი და დუნე, უშფოთველი.
კი, კაი ხანია აღარ მირეკავს, მარა მესიჯებს ხო მწერს?
რომც დამირეკოს, ისე არი, რო უცებ ვხვდებით, არაფერია
სალაპარაკო. ჰო, მენატრები, გენატრები, შენი კამაზი, ჩემი
მაღაზია, მეტი? სხვა? იმ მესიჯზეც არ ვპასუხობ, როგორც

136
ყოველთვის. მარა იმან ხო იცის, რო იმის ნაწერს ვილებ,
ვკითხულობ. ეგეცა ყოფნის. სუ შენზე ვფიქრობ, ეთერო,
ძილის წინ მომწერს. ხანდახან მგონია, ლექსსაც მოაყო-
ლებს, გულში მეცინება, მარა ლექსებს არ გზავნის, ლექსი
მარტო თავისთვისა აქ, ეგრე გამოდის. ქონდეს. ქონდეს და
წეროს, თუ მაგის გულს უხარია ჩემზე ლექსები. ჩემზეც
წერს ნეტა? იმ ბლოკნოტში სიჩქარისაგან ვერაფერი ამოვი-
კითხე. თუ ვუყვარვარ, ჩემზეც კი დაწერს, ეგრე იქნება. ძი-
ლის წინ მესიჯს თუ მიგზავნის, ანუ ვახსოვარ. კარგადაც
არი. ეს ბეყე თენგო ერთხელ მოვიდა, მარა არც იმას უთ-
ქვამს ამაზე რამე, არც მე მიკითხავს აღარაფერი. ჩუმად
დამილაგა ყუთები, ჩუმადვე გავუშვი, ვიანგარიშეთ მარ-
ტო ერთად საანგარიშო. ეგ იყო, სხვა არაფერი. ამ კამაზის
და სილის ორი კვირა კი გავა სადღაც ორ დღეში, მაგიტო-
მაა მგონი, ფორიაქი რო მიტევს, მეწყება. თან სუსტად რო
ვარ?! აი, გამოვა და ერთ პაემანს ხო მაინც დავთქვამთ იმ
ქუთაისში? დავთქვამთ და წავალ სისხლის ანალიხის გა-
საკეთებლად. აბა, მარტო სისხლის გულისთვის ისე მზა-
რავს მგზავრობა, რო მეტი არ ვიცი, არ შეიძლება. თერჯო-
ლაშიც ვითომ ხო მივდიოდი, მარა გადავიფიქრე. რო და-
ვაკვირდი, მაინც უფრო სასეირნოდ მივდიოდი იქ, სინამ-
დვილეში. მოდი, ვაღიარებ, სეირნობა იყო იქ ჩემი მისვლა
და მოსვლა. რა, არ მეკუთვნის თვეში ერთხელ გასეირნე-
ბა? ახლა ახალი საქონელი არც იმათა აქვთ, არც მე მჭირ-
დება. იმ კაფის ნაპოლეონიც, ჩემდა გასაკვირად, სუ აღარ
მინდა. კაი უცნაური ვხდები, ასე მგონია. ერთი ფორიაქი
დამრჩა ძველებური. ძველებური თუ იმაზე მეტი?

137
ახლაც მაღახიაში ვზივარ ცოტა მითიშული, საათი იქნება,
არავინ შემოსულა. გარედან მარტო მანქანის ხმა თუ მოაღ-
წევს, რთველის მანქანის, ყურძენი მიაქვთ და მოაქვთ ჩა-
საბარებლად. თითქოს ყურძნის სუნიც დგას, რთველის
სუნი, შემოდგომის ნელ-ტკბილი სუნი. ვზივარ და ლამი-
საა ჩამთვლიმოს, მთლად მიმეძინოს. ჯერ არ მიმძინებია
არასოდეს მაღაზიაში, მარა მგონია ერთხელ იქნება, დამე-
ძინება და იქნება მაშინ დროც კი იყოს, ჩემ მოწყობილ პენ-
სიაში გავნარნარდე შესაფერისად, ოცნების ცხოვრება წა-
მოვიწყო, ბებრული და მშვიდობიანი.
· აგერ, ვთვლემ კიდეც და ეს დებილი მადგება თავზე პო-
ლიციიდან, უფროსის მოადგილე. ნეტა რა უნდა? ჩემი
სკოლელი იყო, ჩემზე ბევრად პატარა, მარა ბოლომდე უც-
ხვირპირო, შეუმჩნეველი. ამან თავის სიდებილით მერე
დამამახსოვრა თავი, მამაჩემის სიკვდილიდან ზუსტად
ორ დღეში, დამპალი, მთვრალი რამახა რო ამეყუდა ჭიშ-
კრის კარებთან. მერე ეს იყო, რო მოვიდა კიდე ერთ-ორ პო-
ლიციელთან. ამან წაიღო იმ დღეს კისტის თოფი დაზედ
სამზარეულოს საკეპი დანა რო მიაყოლა. ახლაც, მაშინდე-
ლივით, კარში ძაღლივით შემოიძურწა, თვალებს აცეცებს
და დახლთან ახლოს, სუ ახლოს დგება.
გამარჯობა ეთერ, როგორ ბრძანდები? მეხი დაგაყარე, მაგ
მელოტ თავზე, როგორ ვბრძანდები! სუ ჩემი ბრძანებით
ხარ, შე ქლესა, შე უკუღმართო! ეს მაინც რაღაცნაირი მე-
დეგი იყო, სკოლის მერხიდან პოლიციის სკამზე უცებ გა-
დაჯდა, ეპოლეტები დაიკერა თანმიმდევრობით, ყველა
მთავრობას შეეზარდა, იმას და ამას. რატო ვერ შეეზრდე-

138
ბოდა, რო, ერთი იყო, ისიც და ესეც. მაგათ, ორივემ, რაღაც-
ნაირი კონტროლი იცოდნენ, შიშგარეული. აბა, მე პარ-
ფიუმერიის გამყიდველი ეთერო რას ვფიქრობ? როგორ
ვიქცევი? ერთი ჭია ვარ, ჩემთვის რო ვცხოვრობ, მარა ამათ
მაინც შიში ქონდათ, ჩემნაირების. ეგრეც იყო, უნდა ქონო-
დათ! მამაჩემი ხო ამათი ხელიდან იყო გულგახეთქილი!
იმათი ხელიდან, უფრო სწორად, მარა ჩემთვის ესენი, მი-
ატრიალე, მოატრიალე, ერთი არიან. შიში იმის აქვთ, ერ-
თხელ არ ამოგასხას მოკლულის შვილს და მერე ვინ იცის,
რას ჩაიდენ, საქმეს როგორ მიუტრიალებ?!
ჯერ წვრილფეხობას მოაგხავნიან დასაზვერად და დაგ-
ხვერავენ. ხო მშვიდადაა ყველაფერი, წყნარად რო იყონ.
აბა, ეთერი, რამე კაი სამართებელი არა გაქ, ქალო? ბასრპი-
რიანი, ნამდვილად კაი? საპარსი ქაფი? ძაანაც რო არ ქაფ-
დებოდეს, ეგეთი იყოს. ოდეკოლონი, რამე ახალი? გეკით-
ხება და თან გიყურებს, გათვალიერებს. აბა, როგორ პასუ-
ხობ, როგორ იქცევი. რამე საშიში ხო არ გერევა ხმაში, მიხ-
ვრა-მოხრაში? და ამ დროს, იცი, შენ როგორი ხარ? არც შა-
ვი უნდა იყო და არც თეთრი, არც ძაან კეთილი და არც ავ-
სიტყვა. მამაზეციერი ვერ უნდა მიხვდეს რას ფიქრობ, რა
გულისა ხარ. ეგ აბნევთ მაგათ ყველაზე მეტად, ეგაა მაგა-
თი გულის რეჩხი, თავის სატეხი. გკითხავენ და შენც უპა-
სუხებ. ერთი სიტყვით გკითხავენ, ერთი სიტყვით უპასუ-
ხებ. ორით გკითხავენ, ორს ეტყვი. შუბლზე არც ღრუბელი
უნდა გეკვროდეს და არც ნათელი. არც გაუღიმო, არც
წარბს უხრიდე. თავში ქონდეს საცემი, აბა, რას ფიქრობ?
თავში რეები გიტრიალდება? მერე რიდი აქვთ რაღაცნა-
ირი, რიდი უჩნდებათ. რიდი შიშისგან უჩნდებათ, კი, ეგ-

139
რე არი! ეგრე მგონია. თაგვის ფაჩუნის ეშინიათ, მრუდე
სიტყვისაც. ქონდეთ შიშები, მარა ქიშპი არ მინდა! მეც არ
მაწყობს ამათთან ქიშპი. ქიშპი, აბა, რაში მჭირდება?
ოღონდის არი, რო ხალიჩად არ ვეფინები. გაეფინები? კი
გაგიფენენ! ამათაც დიდად, ამ მთავრობებს დიდად რაში
უნდა დავჭირდე? რა დიდი არი ჩემი ბიზნესი, ძუნგლიანი
მაღაზიაა ჩემი ქონება. მარტოხელა ვარ, თან კიდე ქალი. მე
ჩემთვისა ვარ გარიდებული, ისინიც ეგრე. ასე ჯობია. უკე-
თესია იმათთვის, ჩემთვის.
მარა ახლა ხო ვამჩნევ, ეს ზომაზე მეტად დაძაბულია. რა
ჭირს, რა უნდა? ეთერ, უცებ გეტყვი, ხმას უწევს დაბლა,
აფთიაქში შესვლა არ მინდა, ენაზე არავის დააკავდება და
შენ აქ რამე, ისა... რამე კონდომები ხო არა გაქ გადანახუ-
ლი? მელოტ თავზე ოფლი ასკდება, თეთრ საროჩკაზე იღ-
ლიებთნ რგოლად უჩანს გამონაჟონი. ლამის ხარხარი
ამომვარდეს, ყელში ვიკავებ, ასე ჯობია. შენ არსად იტყვი,
აფთიაქის ქალებს ენა არ დაუდგებათ. რა დაუდგებათ, შე-
ნი ჭირიმე, ერთ აფთიაქში შენი ცოლია აფთიაქარი, თან
მთავარი, რანაირად უნდა დაუდგეთ. ან მანანას ენაზე რა-
მე დააკავდება? ვაი, როგორ მინდა სიცილი, ღმერთო! არა,
მე არ მაქ, არასოდეს მქონია მაღაზიაში, ლამისაა, ხმა გა-
მიწყდეს, ისე მინდა სიცილ-ხარხარი.კაი, კაი, კარგად იყა-
ვი, ეთერ, ელდანაკრავი ტრიალდება, იცოდე, ჩვენში დარ-
ჩეს ეს ამბავი, კარიდან ამბობს. გადის და ცრემლებს ვიწ-
მენდ შეკავებული სიცილისაგან. ჩვენში დარჩება, აბა, მინ-
და ახლა თავისტკივილი? ან ვის უნდა ვუთხრა შენი გან-
დაგან ძრომიალის ისტორიები? ვინა გყავს ნეტა, ვინ გიწ-
ვება ასეთ საზიზღარს! აბა, ცოლისთვის რო არ გინდა პრე-

140
ზერვატივი, ეგ ბავშვსაც კი ეცოდინება. შენნაირები რო არ
ჩამომდგომოდნენ აგერ, ზღურბლზე მაღაზიაში, იმიტო-
მაც არ დავდე დახლზე, ოქროვ, ეგ კონდომები! თორე მერე
ამძუვნებულ კაცს აქ რა დალევდა?! მოშორდით აქედან,
მომწყდით, გადაიკარგეთ! მარა რა არი, იცი? შარში მაქ მა-
ინც თავი გაყოფილი, ეგრე მგონია. რო გასკდეს ეგ შენი
საყვარლის ამბავი, მერე იფიქრებ, რო მე მოვდე სოფელ-
ქვეყანას. მერე უნდა ავდგე და გიმტკიცო, მე არ ვიყავი, მე-
ხი დაგეცეს მელოტ თავზე, შე უკუღმართო! შენნაირებმა
შეიწირეთ ეს მამაჩემი! რაო, როგორ თქვით! ჩარეცხილიო!
კაცს შვილმკვდარი გული სუ გაუხეთქეთ. და თან როგორ
კაცს, ორმოცი წელი იყო მუზეუმის თანამშრომელი.
თვალდახუჭულმა რო იცოდა ყველა ნახატი, ყველა ღორ-
ღი, ყველა ნანგრევი ეკლესიაზე! თურმე ინგლისურს არა
ფლობდა, არ იცოდა კომპიუტერი! თურმე საბჭოთა გად-
მონაშთი იყო, ჩასარეცხი, მოსაშორები! მოიფრიალეთ და
ეს უხმო კაცი მთლად უტყვი გახდა, მთლად ჩაიკეტა გუ-
ლის კარები. ის ზაფრისცემა არ მოგშლოდეთ, რომელიც
მქონდა, მკვდარს თავზე რო წამოვადექი! თან ისიც, სადა?
სად და ბოსტანში!
ბოსტანში ვნახე პირქვე წაქცეული, გაბურდულ მწვანე
ლობიოში, იმის სარებში. ვნახე თუ არა, მაშინვე მივხვდი,
მკვდარი რო იყო. მკვდარს გუმანით გრძნობ, ეგრევე
გრძნობ ადამიანი. საწყალი მამა! ის მახსოვს, გამძვრალი
ფეხსაცმელიდან თვალი ქუსლთან გარღვეულ ნასკზე რო-
გორ გამექცა, თვალში რო მეცა. გახეულ ნასკზე! თან ვყვე-
ბოდი, სუ სუფთა მყავდა, სუ კრიალა და, მეთქი, ღმერთო,
ეს ნასკი რატო არი გახეული, როდის გამომრჩა? მახსოვს,

141
იმ ნასკიდან გამოგდებულ დაჟანგულ ქუსლზე ჭიანჭვე-
ლამ როგორ გადაურბინა. ახლაც სუ თვალწინ მიდგება
ხოლმე. და თუ იცი, რა გავაკეთე? ორივე ნასკი ჩქარა გავ-
ხადე, კაბის ჯიბეში ჩავიტენე! ფეხსაცმელი იქვე ამოვაცვი.
ღმერთო, როგორ ქონდა ამ გამხდარ, გალეულ კაცს ის ფე-
ხები დამძიმებული! გავხადე და მერე გავიქეცი მეზობელ-
თან დამუნჯებული. მაშინაც ნენოს სახლში გავიქეცი, ნე-
ნოს დედამთილთან. ნენო ჯერ კიდე არ იყო მაგათი რძა-
ლი. ექთანი იყო ის ქალიც და მკვდარს და ავადმყოფს ერ-
თიანად კარგად უვლიდა. მერე მოვიდნენ სხვა მეზობლე-
ბი, მაგათ იზრუნეს სუ ყველაფერზე, განბანაზეც და სასახ-
ლეებზეც, მაგათ დაუდგეს თავთან სანთელი. აქ მეზო-
ბელმა ჭირში დგომა კი იცის, ჭირის ზიარი, მარა ლხინი
თუ გაქ, მაშინ უსკდება გული ბოღმით, ბალღამით.
ხოო, მათი მოკლული იყო საწყალი მამა! იმ მთავრობის, ამ
მთავრობის, ამ პოლიციის. მარა ბოღმა მაინც არ გავიყო-
ლე. მოხუცი კაცი იყო, მაინც სიკვდილისთვის გადადებუ-
ლი. ასე შევხედე, ბოღმა გავუშვი. იმათ სინდისზე ყოფი-
ლიყოს ეს ყველაფერი! თან როგორც იყო და როგორც იქნა,
მარტო ხო დავრჩი! მარტო დავრჩი და მართლა ორ დღეში
თავს დამადგა ის დამპალი, ის ვირეშმაკა! მარტო დამიგუ-
ლა, გული მიეცა! ჯერ მანამდე, მახსოვს, მამაჩემი ცოცხა-
ლი იყო, გზაში რო შემხვდა ტიალი მთვრალი. რუსეთი-
დან იყო ახალი ჩამოსული. ჩამოსული კი არა, გამოგდებუ-
ლი, ჩამოთრეული. ნაგავსა ვყრიდი, რო გამაჩერა, როგორა
ხარო და უცებ იმ ლორწოიანი ტუჩით კისერში მომწვდა,
ყელში მაკოცა! სუ ზიზღის ჟრუანტელი მქონდა, სუ შე-
ზიზღების! გველის ლორწოდა მქონდა იმის ნადორბლი

142
მთელი დღე ტანზე, სუ გულისრევით ვიბანდი, ვერ ვიშო-
რებდი, ასე მეგონა! ჯერ ჩემი ძმის სიცოცხლეში დამადგა
თვალი, მარა მაშინ რას გაბედავდა? მერე ეგეც გადაიკარგა,
სად ეგდო, სად იცხოვრა, ვინ იცოდა მაგის გხა-კვალი? მე-
რე ჩამოეთრა, უკან დაბრუნდა. წამალი იმ რუსეთში კაი
ხანი სასმელით ქონდა ჩანაცვლებული. მაგას და მაგის თა-
ობას რო ვუყურებ, ჩემი ძმის ტოლებს, ლამის ტაში შემოვ-
კრა სიხარულისგან, ძმა რო მკვდარი მყავს! ჩემი ტანჯვა
მერე გენახათ, ეგ რო ცოცხალი იქნებოდა, თანაც ასეთი!
რო ჩამოეთრა,ორი ცოლი ყავდა მოცვლილი, მარა უშვი-
ლოდ. ხმები დაყარა, ეთერო მიყვარს, სუ მიყვარდაო! ე, ქა-
ლო, ეთერ, კაცი რუსეთიდან მოგბრუნებია, კარს ბედი მო-
გადგა, რაღას უცდიო, იყო ერთი სიცილ-ქირქილი. ვუყ-
ვარდი! ვუყვარდი კი არა, ძველი ხურუში ქონდა შემორჩე-
ნილი! უკაცოდ მნახა, თავის ჭკუით სუ უპატრონოდ. ეგო-
ნა, იქვე ვყავდი, ხელის გაწვდენას თავის საწადელი. მახ-
სოვს, მანამდე მაღაზიაშიც მობოდიალდა მთვრალი, რა
თქმა უნდა, ხელი წამავლო, მომეღლაბუცა, შენი ვნებიანი
ტუჩი, ეთერო, რაღაც იბოდა, თავს გაგიხეთქავ, მეთქი, არ
მომეკარო! ბუზღუნ-ბუზღუნით წაბარბაცდა, მარა ჩემი
არა იყო კი არა მაგნაირი გულბოროტისთვის? იყო? არ
იყო! ისიც ვიცოდი, ვინმეს სადმე მისი ბღლარძუნი რო და-
ენახა, ვინ დამიჯერებდა აქეთ მე რამეს? არავინ, მე არავინ
დამიჯერებდა! ეგეც უნდოდა! ეგ უნდოდა! იტყოდნენ,
აგე, ეთერი თავის დახლთან ჩამოუდგება, ებღლარძენება,
თან უცინისო! ეგრე იტყოდნენ! ჰოდა, ის დღე იყო, სახ-
ლში რო მომადგა, მაშინაც მთვრალი, ფეხზე ძლივს იდგა.

143
სახლში რო შემეშვა, მორჩა, წასული იყო ჩემი საქმე, ჩემი
ცხოვრება! რამაზას ქალი ვიქნებოდი, ფეხაშვერილი!
აივანს ვხვეტდი, თან მკვდრების ნივთებს ვახარისხებდი.
ზოგს მზეს ვუშვერდი, ზოგი გადავდე გადასაყრელად. მა-
შინ იყო, ძველისძველი მტვრიანი ტახტი ამოვალაგე და იქ
დაჩრჩილულ პალტოებს შორის იყო ჩაგდებული ის კის-
ტის თოფი. ჩვენი ბავშვობის დროინდელი, შემორჩენილი.
იმაზე ძველი. ისეთი ძველი იყო, ჩემი ძმის ხელში არც კი
მახსოვდა. კისტის კი არა, ნამდვილი თოფი ეჭირა მერე.
ჰოდა, ეგ კისტის თოფი და პალტოები ერთად გამოვყარე,
თვითონ გამტვერილმა, გადასაგდებად და აგერ, არ ვხე-
დავ, გალეწილი მთვრალი, ეს ვაჟბატონი ჭიშკარს აწვება
შემოსასვლელად! ეთერი, ჩემო ერთადერთო, ქვემოდან
ყვირის. ვაიიი, როგორმა ცოფმა დამრია ხელი, სიბრაზისა-
გან ტანში სუ გამცრა! წაეთრიე-მეთქი აქედან, დავუღრი-
ალე. ვინ ისმინა! ვინ მომისმენდა! შემოაღო ჭიშკარი და
მოდის ბარბაცით. მაშინ იყო, იმ პალტოებთან მიგდებულ
კისტის თოფს რო დავავლე ხელი და დავუმიზნე, თავს გა-
გიხეთქავ-მეთქი, ფეხი აქეთ აღარ გადმოდგა! თითქოს და-
იბნა, მარა ვერ გაარჩია, ხელში რა მქონდა, რას ვუმიზნებ-
დი! ხელებგაშლილმა სუ ხარხარით ისევ გადმოდგა მძიმე
ნაბიჯი. მომკალი, ეთერ, მიდი, მომკალი, აბა, ეგ თოფი
უფრო მომკლავს თუ სიყვარული? დუჟიანმა ამომაძახა.
მაშინ იყო, სიმწრისაგან რო გამოვკარი იმ სასხლეტს ხელი.
განა რამე გონი მქონდა შემორჩენილი? ბრაზი ვიყავი ცა-
რიელი! ეგ იყო და მისმა ღმუილმა ცა მოაქცია. იმ მაღლა
აწვდილი ხელებიდან, ხელისგულიდან სისხლი წასკდა
თქრიალ-თქრიალით. ჯერ ვერც კი მივხვდი, რა ხდებოდა,

144
მეც შემეშინდა. სუ ცივი ოფლი დამეფინა შუბლზე და ტან-
ზე. სუ არ ვიცოდი, იმ კისტის თოფში ფყვია თუ იყო შე-
მორჩენილი. ლმუილ-ღმუილით უკან გაბრუნდა, მე სიბ-
რაზისგან კაი ხანი სუ ვკანკალებდი. ცოტა მერე, თავში
ნისლი რო გადამვარდა, მერე მივხვდი, კისტის ტყვიამ რო
გაამწარა! კი გაამწარა, მარა არ მოკლა. კისტის თოფი, დი-
დი-დიდი, ჩიტს თუ იმსხვერპლებს, სხვა არაფერი. იმ
ტყვიას კიდე სახლში ხელით ამოუღებდნენ. მარა იცი რა
მოხდა? ჩემ თავს მაშინვე გამოვუტყდი, ნამდვილი თო-
ფიც რო მჭეროდა, მაინც ვესროდი! მოვკლავდი კიდეც!
მერე, მალევე პოლიცია მომადგა კარზე. ეს დებილები!
სახლი დაჩხრიკეს, ვითომ იარაღის ამოსაღებად. რა იარა-
ღი, ერთი ეგ კისტის თოფი ეგდო ჩაჟანგული ტახტის კუთ-
ხეში. აბა, ქონოდათ გამბედაობა და იარაღი ჩემი ძმის სი-
ცოცხლეში ეძებნათ ჩვენთან! რო მოკვდა, ისე, იმ პანაშვი-
დებში, ეს
რამაზაც, ის მეუფეც და ლელას ქმარიც ყველა ოთახში
უკითხავად ეხეტებოდა. ახლა ვხვდები, ყველაფერს
ჩხრეკდნენ ნაძირლები იარაღისთვის, წამალისთვის, იქ-
ნებ ფულისთვის! რას გადაურჩათ პიჯაკის ჯიბეს შერჩე-
ნილი ასი დოლარი? რას გადავურჩი?! ეს კონდომის მაძე-
ბარი დებილიც იქ იყო მაშინ, ამან წამართვა საკეპი:დანა
იმ თოფთან ერთად. წასვლისას თითქოს მომამადლეს ჩე-
მი ძმის დობა და რო საქმეს აღარ გამირთულებდნენ! იმას
თურმე, იმ ბოროტს, საავადმყოფოში ამოუღეს ხელიდან
ტყვია. კანი გაგლეჯოდა ხელისგულზე, ცერსა და საჩვენე-
ბელ თითებს შორის, მიტომ წასკდა იმდენი სისხლი. ისე

145
ღმუოდა, ცას წვდებოდა თურმე მისი ღმუილი! იმის მერე
მალე აიკრა გუდა-ნაბადი და მერე მოკვდა კიდეც რომე-
ლიღაცა ჰეპატიტისგან. მიწამ ჩაყლაპოს მისი სულიც, სხე-
ულთან ერთად! მაშინ იყო, რო გამივარდა ავის სახელი.
ეთო ისეთი ავია, სტუმრად მისულ კაცს სახლიდან სუ თო-
ფით იფრენსო! ახლა იყო სტუმრად მოსული! რო შემომეშ-
ვა, ბოზის სახელი ამეკვრებოდა წუთში, წამებში! არ შე-
ვუშვი და ავი ვიყავი. მერე ერთ პირამომპალს ისიც კი უთ-
ქვამს, ეთო ისეთი ქალია, სადაც მოფსამს, იქვე ახმობსო.
თურმე ზემოურებმა, ვიღაცებმა სარძლოდ მიკითხეს. აპა-
პაპ, ცხრა თავი გაქვთო? მაგას გეკო აქ, არ მიაკითხოთ, გე-
კოთი გიფრენთ, შუბლს გაგიხვრეტთო. ჟანგიანი კისტის
თოფი გეკო რო გახდა! გული მეტკინა. იმაზე არა, იმ ხე-
ლის მთხოვნელს ქვა დასწევია იქვე დაღმართზე. მაგაზე
არა. იცი, გული რახე მეტკინა? ავი არიო, ეგრე რო თვვეს,
ეგრე დამარქვეს. მე არ ვიყავი ავი ქალი. არც ბოროტი. არც
მოჩხუბარი. მარა ავის სახელი კი მირჩევნია ბოზის სა-
ხელს! მაგის მერე იყო, ხელის მთხოვნელი რო ამიო
რთქლდა და მეც საბოლოოდ ამოვისუნთქე.

11

არა ვარ კარგად. რაღაცნაირადა ვარ, თან ვერ ვხვდები, რა


მჭირს, რა დამმართნია. იქნება სუ ჩამივარდა ეს გემოგლო-
ბინი? ასე სუსტად მე ჩემი თავი არასდროს მახსოვს. დღეს
დილით ვიფიქრე, მაღაზიას გვიან გავაღებ, სასაფლაოზე

146
წავალ, სანთელს დავანთებ-მეთქი ჩემებთან. აღდგომის
მერე სასაფლაოზე სუ არ ვყოფილვარ. იმ სიზმრის მერე მა-
ინც გულზე ლოდად მაწევს ეს დედაჩემი, მარა არა, ვერ
ვქენი. აღარ იდარებს ეს სამი დღეა. იმ ტალახში კიდე ზე-
მოთ ასვლას, სასაფალოზე, ახრი არა აქ. ჰოდა, მეც ვგდი-
ვარ აგერ, ღუმელთან, ობობასავით შემოყუჟული. ამ სახ-
ლში კიდე ძილ-ღვიძილი მაქ. ღუმელზე ლამის მიწოლი-
ლი ვთვლემ, ვთვლემ, ვთვლემ, ვთვლემ და ჩამეძინება.
წვიმის ხმას ვუსმენ სახურავზე და შეშის ტკაცატკუცს. ეს
მთელი წლის ნადები შეშა გამომშრალია, მალე იწვება. მე
კიდე ვცდილობ, ჩემი ჭკუით გამოვიზოგო. ერთს რო შე-
ვაგდებ, რო დაიწვება, მერე შევაგდებ მეორე კორძსაც. იქ-
ნება მეყოს ეს ზამთარი, და ვიმყოფინო. მაგიტომაა, დი-
დად არ თბება აქაურობა, მეც ზედ ვაზივარ ღუმელს,
მთლად იქვე ვწევარ. საწოლიც უკვე ზამთრის მხარეს გა-
მოვაჩოჩე. თითქმის ხმაჩაგდებულ ტელევიზორს ვითომ
ვუყურებ, მივჩერებივარ. მთვლემს და მთვლემს და მინდა
მჯეროდეს, რო კარგად არი სუყველაფერი. ისევ ისეა, რო-
გორც იყო, როგორც სუ იყო. დილა კარგად რო გადავა, მე-
რეღა ვდგები. თერთმეტზე ვაღებ მაღახიას. მანამდე ასე
ძონძივითა ვარ, ღუმელს ვერ ვცდები. კი, ცივა უკვე, თან
ისე ცივა, როგორც ზამთარში. ამაზე მეტი ცივი ამინდი კაი
ხანი აღარ იქნება. ამ წუნწკლს აღარ ექნება დასასრული,
დაბოლოება.
რაღაცნაირად მთლად მოვდუნდი, ამან რო მითხრა, დამი-
რეკა ხმაგაბზარულმა. ახალი სამსახური მიჩანს, ეთერო,
საუკეთესო, სატვირთოზე უნდა გადავჯდე, თურქეთში
უნდა ვიარო, მარა ისე მივდივარ, ვერ გნახულობო, ლამის

147
იტირა. მარშუტკიდან კამაზზე გადაჯექი, ახლა სატვირ-
თოზე, რაკეტაზე როდის უნდა გადაჯდე-მეთქი, ვითომ
უნდა მეხუმრა, მარა კიდე კაი, აღარ მითქვამს, აღარ ვუთ-
ხარი აღარაფერი. ისედაცზეზე კვდებოდა ტელეფონს
იქით ჩემი პოეტი. ჯერის არ ვიცი, რა იქნება, რა გრაფიკი,
რა მისვლა-მოსვლა, მარა ზეგიდან უკვე ვჯდები სატვირ-
თოზე, თან ისე, ჩემების ნახვას ძლივს თუ ვასწრებო. ერთ
დღეში აქ იმდენი ხელფასი მექნება, რაც მანდა მქონდა
მარტო თვეშიო. რა ვქნა, ეთერო, ეს შანსი არი, ხელს ვერ
გავუშვებ, შენც ხო ხვდებიო. ვხვდები, ვხვდები-თქო. და-
გირეკავო, თუ მოვახერხე, გნახავ კიდეც, გულს ჩაგიკრა-
ვო.ის კი ტიროდა, მარა მე რო გულზე ლოდი მომეშვა? რო-
გორ მომეშვა, ღმერთო, სუ რო მოვდუნდი! შორს რო იქნე-
ბა, ხიფათი თავთან არ მეკიდება ალესილი ცულისპირი-
ვით! ეს სხეულიც ისე დაცხრა, აღარც მაწუხებს. ასე ვიქნე-
ბი ეს ზამთარი ჩემთვის, სუ მშვიდად. ისე მშვიდად ვიქნე-
ბი, მშვიდობიანად, ვითომ ჩემ თავს დავბრუნებოდე, ჩემ
ძველ ცხოვრებას. ეს ხო ვიცი, კაი ხანი არ გამოჩნდება, ასე
მომწერს და დამირეკავს, სხვა არაფერი. აბა, თურქეთი
თერჯოლა არი? ასე ადვილი ხო არ არი, ხან იქით იყო, ხან
კიდე აქეთ. რო გავიფიქრებ, რო სუ შორს არი ახლა აქედან,
მთლად მოვდუნდები. ამიტომ არი, ახლა მგონია, რო ყვე-
ლაფერი ისე არი, როგორც სუ იყო. მომწონს კიდეც, წინ
მშვიდი, დუნე ზამთარი რო მელოდება. ამასაც ასე ვუთხა-
რი, ეგრე იყოს-თქო, რას ვეტყოდი სხვას? აბა, შენ იცი, ყო-
ჩაღად-მეთქი, გული მივეცი ჩემი ჭკუით. აბა, რა მეთქვა?
ჰოდა, რო წავიდა, მერე გავიხსენე საკუთარი მკვდარიც,
ცოცხალიც. ალბათ ის დედაჩემიც მიტომ მესიზმრა, თავი

148
შემახსენა, ამ კაცთან გარე-გარე სიარულის გარდა მხსომე-
ბოდა კიდე ვინმე, ჩემები. ახლა ისიც მედარდება, მერო
სუსტად ვარ. ვითომ ახლა სიმშვიდე კი მაქ, მარა მჯერო-
დეს ვითომ ამ სიმშვიდის, უშფოთველობის? სასაფლაოზე
კი მინდა ასვლა, მარა ამ წვიმაში რაღა აზრი აქ? რომც ავი-
დე, ვერ დავალაგებ. უნდა მოშრეს, რო გაიწმინდოს. მარა
თუ ვინმე მკითხავს, სამართალი ის იქნებოდა, სიკვდილ-
თან ერთად სხეულიც რო ორთქლდებოდეს ცაში, ქრებო-
დეს. ეგ იქნებოდა სამართალი. კვდები და ქრება შენი სხე-
ული. ეს არ ჯობია გვამის ლპობას ჯერ კუბოში, მერე მი-
წის ქვეშ? ძია-მატლის საზრდელად ყოფნას? მერე ზედ მა-
გიდას რო დაგადგამენ იმ აღდგომებზე, მოიღრევებენ. რო-
გორ მძულს, ღმერთო! სადღეგრძელოს ბურტყუნ-ბურ-
ტყუნით ღვინოს წაგიქცევენ, ტლაპოდ გახდიან საფლავის
მიწას! ეშმაკს წაუღია ეგ წესები, ეგ თუ წესია! მაგიტო არი,
აღდგომებზე სუ დილით რო ავილალები, მგონი პირვე-
ლი. ერთ ბოთლ ღვინოს იქვე მივადგამ, თითო წითელ
კვერცხს სამივესთან ჩამოვარიგებ, თითო სანთლის ანთე-
ბაც ვიცი თითო სურათთან. რო ჩაიწვება ის სანთელი, მე-
რე უკან გამოვბრუნდები. მე რო მოვდივარ, ხალხი მაშინ
იწყებს იქ მისვლას. პასკაც არ მიმაქ, პასკით, აგერ, სახლში
ვსკდები ხოლმე, მე თვითონ. ნენო ან ცისანა თუ გადმოვ-
ლენ, იმათაც ვაჭმევ. რაღაცნაირად გულადსრული კი წა-
მოვალ ხოლმე იქიდან, სასაფლაოდან, რაღაც უცხო კმაყო-
ფილებით. იცი, რისი კმაყოფილებით? მე რო დასასრული
ვარ, აი ეგაა კმაყოფილება! მე რო ბოლო რგოლი ვარ, ვინ
იცის, როდის აგებულ ჯაჭვში, ჩემ წინაპრების. მე რო დავ-

149
სვამ ბოლო წერტილს, როცა იქნება. ჩემთან ერთად რო
შეწყდება მოდგმა და ჯიში. მაგიტომა ვარ გამორჩეული!
თადარიგი მაქ დაჭერილი და მთავარი მოგვარებული. კუ-
ბო-ქელეხის ფული ცალკე ლამაზად გადანახული. დამ-
მარხავიც მყავს, დამტირებელიც. მარა ყველაზე მთავარი,
იცი, რა მაქ მოგვარებული? სასაფლაოზე ადგილ-ალაგი
ჩემების გვერდით. თავიდან, იცი, როგორ იყო? ვითომ
მშობლების იყო მარტო გამოყოფილი, შემოღობილი, კაი
ადგილას, სუ მთლად ცენტრში, კვიპაროსებში, მარა დე-
დაჩემს ჯერ ჩემი ძმა მიუწვა გვერდით. აი, მამის საფლა-
ვის თხრისას კი ატყდა დიდი ამბავი. გვერდით გავიყვანე
სამივე მესაფლავე, წავუსისინე, ისე ქენით, რო, მეთქი,
მანდ რო ჩემი ადგილიც დარჩეს, ისიც მონიშნეთ. ვერ
დარჩებაო. ვერ დარჩება არა, დარჩება და თქვენ დაარ-
ჩენთ-მეთქი. ვერაო. კი-თქო. ცოტა დედაჩემისკენ გათხა-
რეთ და ზედ დააწვინეთ ეს მამაჩემი, მაინც ცოლ-ქმარი
ერთ სულ-ხორცია, იმედია, გსმენიათ და თუ არ გსმენიათ,
ახლა შეისმენთ-მეთქი! მიყურეს თვალებდაყვლეპილებ-
მა. ზემოდან ერთი მკვდარი მეორე მკვდარს როგორ დავა-
დოთ, არაა ეგრე ჩვენი წესიო. ჩემების საფლავის წესს აქ მე
ვადგენ-თქო. მერე ერთმა თქვა, გიჟი ხარ, ქალო, რა ეშმაკი
გყავს, რეებს ბოდავო. მეორემ, ქალო, შენ ქრისტიანი ხარ,
იაღოველი ხო არ ხარ და მალავო? მესამე პატარა იყო, ასე
ოცი წლის, ხმის ამოღება ვერ გამიბედა. რასაც მე ვამბობ,
ისე ქენით, თორე თავს დაგადგებით, მაგ ქორფად გათ-
ხრილ საფლავში თქვენ ჩაგყრით-მეთქი, ბიჭბუჭებო! თუ
ისე იხამთ, როგორც მე ვამბობ, მაშინ ორმაგს აიღებთ, რაც
კი აქამდე თქვენ ტიალ საქმეში გადაუხდიათ, მე ორმაგს

150
გაძლევთ, იქნება მერე რამე სიკეთე ქონდეს თქვენ ღატაკ
შვილებს, აგერ სასწავლო წელი იწყება-მეთქი. ჩანთა და
წიგნი ექნებათ ბავშვებს საყიდელი-თქო. აი, მანდ გატ-
ყდნენ, მარა მანამდეც მიყურებდნენ კაი გვარიანად შეში-
ნებული. ეგრეც გათხარეს, როგორც ვუთხარი! მშვენივ-
რად დაეტია მამაჩემი ზედ დედაჩემთან. თუ ასე უყვარ-
დათ ერთმანეთი, მიწაშიც
ახლოს ყოფილიყვნენ, გვერდიგვერდ, რა შავდებოდა? რა
დიდი დრო მაგათ ქონდათ ერთმანეთის გვერდით გატა-
რებული? ამოვისუნთქე. აბა, ასე არ მექნა, რა იქნებოდა ჩე-
მი ბოლო, თუ იცი? სადმე მთლად სასაფლაოს განაპირას
ჩამაგდებდნენ დამპალ მიწაში, ბალახი წამში გადამივლი-
და, ფეხს დამადგამდა ძაღლი, ძროხა და ადამიანი, წამში
გასწორდებოდა ჩემი სამარე. ასე კიდე ჩემებთან ვიყავ. და-
ცულად, მშვიდად. ასე ერთად გვქონდა ის მოაჯირი შე-
მორტყმული და კი, ჩვენც დაგვერეოდა ბალახი, ვინ დაგ-
ვწმინდავდა? კი, გასწორდებოდა ჩვენი საფლავიც, მარა
ზედ სასაფლაოს ცენტრში და გულში, ორ კაცთან ერთად,
ვერ დაგვჯეგავდნენ მე და დედაჩემს. თან, სიცოცხლეში
ვერ ვიყავით და მიწაში მაინც ვიქნებოდით ერთად ოთხი-
ვე.

***

დილით ძლივს ვდგები, გაბრუებული თავით, ტუალეტში


შევდივარ და მაშინაა, რო ვხედავ და შიშის ზარი მეცემა

151
თავზე. რაღაცა უცხო, ყავისფერი კი არა, ნიფხავზე ლამის
შავი ლაქა მაქ, სუ დასვრილი ვარ. ეს რაა, ღმერთო, ლამის
გული საგულედან ამომივარდეს! გამონადენის მეტი ქალ-
მა რა იცის, მარა ეს რაღაცა ძაან უცხოა. ასეთი ფერის, ორ-
მოცდაცხრა წლის ვხდები და არა მქონია! რამე მჭირს? რა
მჭრის? ზაფრა მაქ ისე, რო შიშისაგან ფეხი მერთმევა,
ძლივს გამოვდივარ უკან, საწოლთან. თავბრუ მეხვევა,
გული ყელს მიცემს, ასე მგონია, სადაცაა გონებას ვკარგავ.
რა არი ესა? მოიცა, ბოლო თვიური როდისღა მქონდა? ვე-
ღარ ვიხსენებ, სუ მერევა თავში რიცხვი, თვეები. ეს რა
მჭირს, ღმერთო?! კლიმაქსია? თუ უარესი? ღმერთო, მიშ-
ველე! აწყობილი საათივით მქონდა ეს სხეული, რა მეცა?
თან სუსტად რო ვარ? მოიცა, გამოვიცვლი და უნდა ავდგე!
მარა გული ისე მაქ, გეგონება, სადაცაა გამეპარება. ან და-
ბალი მაქ ეს წნევა და ან მაღალი. როგორღა ავდგე? ნახე,
პულსი როგორა მაქ აჩქარებული. ვის დავურეკო? ნენოს?
სასწრაფოს? რო დავურეკო იმ სასწრაფოს, მიშველის რა-
მეს? არა, ჭირიმე! სასწრაფო არა! მაგათ რა ვუთხრა?! ხო
დამცინებენ?! გამონადენზე დაგვიძახა ამხელა ქალმა,
უსაქმურმაო? არა, არ მინდა! მარა რო ვუთხრა, რო, აი გუ-
ლი მაქ ცუდად, გულზე მიშველეთ? არა, არ მინდა! დაიწ-
ყებენ მერე იმას, რო ასე იცის უკაცობამ გულის ფართხა-
ლი! ასე იცის შინაბერობამ, ჩემო ეთერი! თან სახლი რას
გავს! ან მე სუფთა ვარ? შემოვლენ და დაიწყებენ თვალის
ცეცებას, სად შემიძლია? იატაკია მოსაწმენდი, ჭურჭელი
გროვად მაქ მიყრილ-მოყრილი. არა, ვერ მოვლენ! აბა, მა-
გათ ვალაპარაკებ ჩემი სახლის სიბინძურეზე?! ახლა ისა
სჯობს, როგორმე რო ძალა მომივა, გულის ფრიალიც მი-

152
მიწყნარდება, ჩემით წამოვდგე და ვიბანაო! ასე გული თუ
გამისკდა შიშისგან სადმე, სუფთა რო ვიყო! იქნება გინე-
კოლოგი უნდა ვნახო, წასასვლელი ვარ? მარა გინეკოლოგ-
თან რანაირად უნდა მივიდე? რას იფიქრებენ, იმის კარ-
თან თუ ავეყუდე? ვაიმე, რა ვქნა!
ახლა ვცდილობ, წამოვიწიო, ვალერიანი ჩავისხა პირში,
ცოტა დავწყნარდე! რა იყო, ქალო, რამ აგშალა ასე ძალიან?
ასაკს შედიხარ, შენ რა იცი, რა წამოგივა აწი მაქედან ან რა-
ნაირი? შენ რა იცი, კლიმაქსი რაა? მარა არი კლიმაქსი?
პირში ვისხამ ამ ვალერიანს და ლამისაა წამომახიდოს. ახ-
ლა ჯობია დავიბანო და შიშისაგან სუ რო არ გავსკდე, გა-
რეთ გავალ მაღაზიაში. საფენს ჩავიდებ, დავაკვირდები,
რა მექნება, როგორ მექნება. ღმერთო, მიშველე!
ნელ-ნელა ვიბან, ნაწილ-ნაწილ, მერე ძლივს ვიცვამ, მოვი-
ფუთები. გავალ ახლა მაღახიაში, გულს გავაყოლებ, დავ-
მშვიდდები და დავწყნარდები. თუ არ ვიქენი მერე კარ-
გად, წავალ ექიმთან, ან ქუთაისში, ან თერჯოლაში. არა,
ასე ძაან რას ვირევი, რას ავიშალე? ასე მშიშარა როდის ვი-
ყავი? ამ კაცმა ხო არ შემყარა რამე ჭირს და დავიდარაბას?
მარა ჭირმა ვითომ ახლა იჩინა თავი? არა მგონია. სიფილი-
სი და შანკრი მაშინვე ჩნდება. ეგეც არაა ბოზბანდაში მო-
სიარულე, ცოლის გარდა მე ვყავარ მარტო! ახლა დამეწყო,
ვითომ, კლიმაქსი? ადრე არ არი? მარა კლიმაქსი ასე უცებ
ვის ეტაკება? რამე ვერაგი არა მჭირდეს, ღმერთო, მიშვე-
ლე!
აგე, ვდგავარ ფეხზე მაღაზიაში, ვერცა ვჯდები, კარსაც
ვერ ვაღებ, ისე ცივა, დამზრალი არი სუყველაფერი. აქა-იქ

153
ხალხიც შემოვიდა, შეიძინეს წვრილმან-წვრილმანი. მეც
თითქოს გული გადავაყოლე. ასე ძალიან არ გამხარებია
ვინმეს მოსვლა მაღაზიაში, მარა გავლენ თუ არა, მაშინვე
დამრევს ფორიაქი ხელს. გავაღებ კარებს, ვიყურები, ვათ-
ვალიერებ. აგერ, მედიკო მოდის, ქოლგის ქვეშაა შეყუჟუ-
ლი, მარა ნაბიჯზე ვიცნობ. მედიკო, ქალო, გავძახებ ახლა,
რატო ვუძახი, თვითონ არ ვიცი, მარა ცოტა ხანი ჩამომიდ-
გება, ილაპარაკებს, მეც კიდე იქნებ მიმელიოს ზაფრა და
შფოთი. შენთან მოვდივარ, ქოლგის ქვემოდან შემომძა-
ხებს, სიკვდილი გექნას, მანქანას წყევლის, ჩაგვიარა და
ლამის სახეს მოგვაშხეფა ქუჩის ტალახი. შემოდის, ვხე-
დავ, ცოფი აქ დარეული, ბრახში იხრჩობა. რა იყო, ქალო?
ინტერესით კი მინდა ვკითხო, მარა არც კი გამომდის.
ქოლგა იქვე მიდო კუთხეში, კარი დაკეტა, დახლთან ჩა-
მოდგა. ახალი ამბავი გითხრა, სახე აქ სიბრაზისგან გა-
ლურჯებული, ისეთი ამბავი, მალამოდ გულზე რო დაგე-
დება! ქსელურ მარკეტსა ხსნიან, ვაჟბატონები! ჯოჯო-
ხეთს ერთი მაშხალა აკლდა! ღმერთო, რა ვქნა, რო ამის
ბრახი სუ არ მედება? ვიღა შემოვა ჩვენ გარაჟებში? ვიღა
იქნება ჩვენი მყიდველი? ლამისაა, ცრემლები წასკდეს.
სადღაა ამის იმერული დარდიმანდობა. იქნება, ქალო, მა-
ინც იქნება, ჩვენი მყიდველი ჩვენთან დარჩება. მეც ვიცი,
ტყუილს ვამბობ, რასაც ვამბობ, მარა, ჩემი ჭკუით, მინდა,
დამშვიდდეს. უნივერმაღი აიღეს თურმე, არემონტებენ!
დაკიდებენ ზედ აფიშებს, შუქებს, ნათურებს, გაანათებენ,
დაამშვენებენ! მოიტანენ ნაირს და ნაირს, ჩემ ფასს დაადე-
ბენ თავის საქონელს და მერე მე რა ვქნა? გავაიაფო? გავაი-
აფო, რითი ვიცხოვრო? ფასი იგივე ან მეტი მქონდეს, ჩემ-

154
თან ან შენთან ვიღა შემოვა? შენ არა გიჭირს, სურსათმა რა
ვქნათ? ხმა ჩაუწყდა, სუ მიეკარგა.ისე
უნდა ვქნათ, ჩვენი მყიდველი შევინარჩუნოთ, კი ვეუბნე-
ბი, მარა ვატყობ, ახლა ეგ რო სუ არ მადარდებს.“
ახლა მე გულს ბალღამად სუ სხვა რამ მადევს. მედიკო, შენ
გაქ ადრე ნათქვამი, თან თვალს ვარიდებ, დედაჩემი რითი
მოკვდაო, ერთხელ მითხარი. რაო? რა დედაშენი? ლამის
პირი გააღოს გაკვირვებისგან. ახლა მეც ვხვდები, უადგი-
ლო იყო ჩემი კითხვა, მარა მეც რა ვქნა? შენ გაქ ადრე ნათ-
ქვამი, დედაჩემი რითი მოკვდა, შენ გახსოვს, ქალო. ჩემზე
დიდია კაი ხნით, ემახსოვრება. ქმარმა სუ ბავშვი მოიტაცა.
ზუსტად ვიცი, ამას რო ახსოვს. რა იყო, ქალო? ახლა მარ-
თლა უკვირს, ისე მიყურებს. რა ვიცი, აბა. ამ ბოლო დროს
ძაან ხშირად ვხედავ სიზმარს და... აბა, სხვა რა ვთქვა? რა
უნდა ვუთხრა? უიმეე, კლიმაქსმა იცის ეგრე სიზმრის არე-
ვა, სახესა ჭყანავს. დაგეწყო უკვე? კლიმაქსი არი? ნეტა
იყოს, ქალო, კლიმაქსი! რა ვიცი, აბა, მე რა დამეწყო, მარა
დედაჩემს კი ვხედავ სიზმარში ლამის ყოველღამე, ხო, მო-
ვატყუებ! მარა სხვა გხა რაღა მაქ? ვაიმე, ღმერთო, რა კაია,
ეგ რო უკან მაქ მოტოვებული. ეგ ჯოჯოხეთი. ალებიცა
გაქ? ვაიმე, ქალო! მე რას ვკითხულობ, შენ რას მპასუხობ?!
ახლა ალი რო მქონდეს, გადავბუგავდი იმ უნივერმალს!
აჰა, ისევ ცოფი მოერია. ალია მარტო ეგ ჯოჯოხეთი? ცო-
ტაცაა, ნერვი დამაწყდეს. ვაიმე, შენ არ იცი, ეგ ალი რაა!
კაცს მოკლავ! შეიძლება მოგაკვლევინოს! თვალები აქ წა-
მონთებული. ჰოდა, მითხარი, რითი მოკვდა ეს დედაჩე-
მი? აჰ, დამელია მეც მოთმინება! რა ვიცი, ქალო, მე რო-

155
გორც მახსოვს, რაღაც ქალური ავადობით, ასე ამბობდნენ,
უცებ მოდუნდა, შენზე მშობიარობის მერე იმ რეგვენმა გი-
ნიკოლოგმა ცუდად გაკერა. რეგვენმა, ლოთმა. იმის მერე
წაუვიდა რაღაცა ცუდი. მთელი წელი იწვალაო საწყალმა
ქალმა. ტანში ცივად მცრის.ცუდი რა? ეგ რომელი ავად-
მყოფობა? ახლა რაღაცნაირად შემომხედა, თითქოს უნ-
დოდ მათვალიერებს. ეგ სადღა მახსოვს, ქალო, ხო არ გა-
გიჟდი? რაღაც ქალური, საშვილოსნოზე. რა იყო, კიბო?
ლამის ვხრიალებ. რა ვიცი ქალო, ჯვარი გვეწეროს. ღმერ-
თო, რაღა ვქნა! ჰოდა, რა ვქნათ ახლა ამ გარაჟებმა? რას ვე-
ტაკოთ, როგორ გადავრჩეთ? ეს კიდე თავისას მიერეკება!
ქალო, რა ვიცი, ჯერ შეხედე, იქნება და ძვირია ის მაღა-
ზია? ძვირში ვინ შევა? დიდი-დიდი, ზაფხულში ყავდეთ
მაგათ კლიენტი. ჩვენ კიდე ვიზამთ რამეს, რამეს ვიზამთ.
ან რას დადებენ ახლა ისეთს თავის დახლებზე, ჩვენ ვერ
ვიშოვოთ? ისევ იგივეს დააწყობენ, უფრო ძვირადაც. მეტი
რა ვუთხრა, რით დავამშვიდო? დასამშვიდებელი მე თვი-
თონა ვარ!ვაიი, შემოვიდეს პარფიუმერია, ქსელური, და
ვნახავ შენ ჭიკჭიკს! ახლა მგონია, ჩემზე ბრაზდება, მარა მე
მეტი რა ვქნა? დაკეცილ ქოლგას იქვე მიხსნის მაღაზიაში,
იმის წვეთები ლამის სახეზე შემომაშხეფოს. ისე გადის,
კარს იჯახუნებს, აღარც მემშვიდობება.
რა ვქნა ახლა, თუ ხსნიან იმ ქსელურ მარკეტს, დიდ მაღახ-
ზიას! მგონია, ისედაც დრო მოდის, ამ ჩემ გარაჟს შევეშვა,
თავი დავანებო. ავდგე, ეს ფართი გავაქირავო! ბებრულ
ცხოვრებას ხელი მივყო. მარა სანამ მაგას დავიწყებ, იმას
გავარკვევ, რა მჭირს, რა დამეტაკა! ახლა მარჯვენა საფეთ-
ქელთან ამტკივდა თავი. ისე ამტკივდა, სუ ზედ მიფეთ-

156
ქავს. ამ გულის ხეთქვებს ხო სჯობს წასვლა, ექიმის ნახვა?
როდის წავიდე? სად წავიდე? ჭკუა ვის ვკითხო? აბა, შევ-
ხედავ, ერთი-ორი დღე როგორ ვიქნები, იქნება სუ ტყუ-
ილად გადავდე თავი? ან ეს თავის ტკივილი რატო დამეწ-
ყო, გეგონება, ჩაქუჩს მირტყამს შუბლში ვიღაცა! იქნება კი-
ბოს სუ არ მოუკლავს ეს დედაჩემი? იქნება სულაც სეფსი-
სი ქონდა. რად არ არქმევდნენ მაშინ სიკვდილს ზედ თა-
ვის სახელს?
ეთერი დეიდა, ცოტა ხნით შემოვალ, ნენოს გოგოა, თავი
შემოყო, დედაჩემს შენთან დაველოდები, მალე გამოვა
სამსახურიდან. რაღაცნაირად მიწეპებულია ეს დედამის-
ზე, ამხელა გოგო. შემო, შემოდი, მგონია, კიდეც მიხარია
ამისი მოსვლა. კაი გოგოა ესა, ჩუმი და წყნარი. თავისთვის
არი. მთლად თავისთვის იქნებოდა, დედამისი რო არ ტან-
ჯავდეს. საჭმელს არ აჭმევს, დიეტაზე სვამს.
დაჯდება ახლა, კისერს ჩაკიდებს თავის ტელეფონში, ხმა-
საც არ გამცემს. მარა იჯდეს და იყოს, ამის ყოფნა ცოტა მამ-
შვიდებს. სანამ ტილოს მივყიდიდე შემოხეტებულ, გაღმა-
უბნელ ქალს, თავში სუ ერთი კითხვა მიტრიალებს, ელე-
ნეს ვკითხო. ეს კიდე ისევ ისეზის, თავსაც კი არ წევს, ჩას-
ჩერებია თავის ტელეფონს. ეს სოფიკოზე პატარა არი,
ორი-სამი წლით. ის არ იკარებს. ის ლამაზია, ეს მსუქანია,
დონდლო და უტყვი. თავისთვისაა გარიდებული. დედა-
მისს კი ეყრება გულს ამისი წონაც, ამის სიჩუმეც, მარა რა
გინდა, რო ქნას? ეს ერთი ყავს და მგონია, მეტს ვეღარც კი
აჩენს.

157
როგორც იქნა, იყიდა ამან თავისი ტილო და გაეტია მაღა-
ხიიდან! იმის გასვლაა და, გოგო, ელენე, ხმა მეხრინწება,
რაღაც მინახე, ერთი, მაგ ტელეფონში, ტელეფონია, თუ
რაც არი, მაგ ინტერნეტში. გული ახლა ისე მიცემს, ასე
მგონია, ამასაც ესმის. ახლავე, მითხარი აბა, არც კი ირხევა,
ისე მპასუხობს. თერჯოლის საბითუმოს გოგო მყავს ერ-
თი, ამხანაგი, არაა კარგად, ჯვარი ეწეროს, თან გულში
ვფიქრობ, და, აბა, ერთი მანდ მინახე, რა წერია, კიბოს ნი-
შანი როგორი არი?ხო ყველაფერი წერია მაგ ინტერნეტ-
ში?! კი, წერია, ჩასჩერებია და ქსუტუნქსუტუნით ნელა
კითხულობს. კიბოს ნიშნები: ოფლიანობა, წონაში კლება,
სისუსტე და ციებ-ცხელება, შებერილობა, უცხო წარმოშო-
ბის სისხლდენა ან გამონადენი... ღმერთო, მიშველე! ახლა
მთლად გამეტებით მირტყამს ჩაქუჩი შუბლში! ცოტა გაკ-
ვირვებით კი მიყურებს, მარა არა მგონია, სადმე რამე
თქვას. უტყვი გოგოა ეს. რა მოსაყოლი ისაა, მე რისი მოძებ-
ნა ვთხოვე იმ ტელეფონში?კაი, კაი გასაგებია. ახლა ნახე...
ძაან კი ვცდილობ, მშვიდად რო ვიყო. აბა, მინახე, კლიმაქ-
სის ნიშნები რა არი, მე მაინც მგონია, რო იმას კლიმაქსი აქ
და არა კიბო... ისევ თავდახრილი მიკითხავს: ოფლიანობა,
არეული მენსტრუაცია, ხასიათის ცვალებადობა, ალები,
გაღიზიანება, დეპრესია... კაი, კაი გასაგებია, მოთმინება
აღარ მყოფნის, გაიხარე დიდი მადლობა, კარგო გოგო.
ვაჰ, როგორ მირტყამს საფეთქელში, ღმერთო, მიშველე!
ახლა წამალი თუ არ დაქლიე, სუ გავგიჟდები! ელეჩნე,
შვილო, ძაან მტკივა თავი და აქაურობა უნდა დავკეტო,
ბოდიშს კი გიხდი. აბა რა ვქნა, რა უნდა ვუთხრა? ლამისაა,
თავი გამისკდეს. ახლა წავალ, წამალს დავლევ, დავწვები,

158
გამოვიძინებ. კაი, გავალ მეც, დგება და ისევ ტელეფონსაა
ჩაჩერებული, მარა ეგაა, ნენოც შემოყოფს თავს და აქა ხარ,
გოგო? აქ მელოდები? აჰა, ესეც მოვიდა, მთლად ბავშვის
გაგდება აღარ მიწევს მაღახიიდან.გაიგე, ქალო, ქსელურ
მარკეტს რო ხსნიან უნივერმაღში? შემომყურებს, წამოდი
ახლა! ახლა თავის შვილს შეუსისინა. ესეც კაი ულმობე-
ლია ცისანასავით. ელენეც დგება, ზლახვნით მიყვება. გა-
ვიგე, ხო, არ გავიგებდი? ისე ამტკივდა თავი, მაღაზია უნ-
და დავკეტო, კაი ტყუილი გამომივიდა. ვითომ მარკეტზე
ვინერვიულე. რა იყო, ქალო, ინერვიულე? ცოტა ვითომ
თანაგრძნობა გარია ხმაში. ვითომ კი არა, მგონი მართლა
გარია. არაა ნენო ცუდი ქალი, სანდო ქალია. არვიცი, რა
მჭირს, თავი მისკდება, უნდა დავკეტო, აი, ახლა წამოვ-
დგები, შუქსაც ჩავაქრობ, კარებს ჩავრაზავ. რამე ძლიერი
დალიე, იბუპროფენი, უკვე გასული, ზურგიდან მეტყვის,
და დაწექი და გამოიძინე. ეგრეც ვაპირებ! სანამ კარებს ჩავ-
რახავდე, ცოტა ხანს კიდე ვიყურები. თავი მისკდება, მარა
თითქოს სახლში წასვლა სუ აღარ მინდა. ცრიატად წვიმს,
ჟინჟლავს უწყვეტად. ჩაჟამებული, ჩამკვდარია სუ ყველა-
ფერი. ერთი ეგაა, კოტე მოდის აგერ, ჩემი კლასელი. და-
ძენძილი კურტკა თავზე ახურავს, რო არ დასველდეს,
ბუზღუნ-ბუზღუნით მობარბაცდება. ეთერ, გამარჯობა,
შემომძახებს და უხმოდ ჩამივლის. შარვალი მუხლებამდე
ამოლპობია. ვუყურებ და გული მიკვდება, მეთანაღრება.
ჩემ გვერდით იჯდა ათი წელი, ცელქი იყო, ჭშყვარტალა
ბიჭი. მარა ახლა რა არი? დამძიმებული ლოთი, ბუზღუნა.
უკმაყოფილო, სუ უცხო კაცი! ვითომ ვიცნობ და თან ვეღა-
რა ვცნობ. ან მე ვინ ვარ, ნეტა, ამისათვის? შინაბერა, მაწაკი

159
ქალი? ან ამას როგორ ვახსოვარ ნეტა? ან რანაირი უნდა
ვახსოვდე? არც კარგი ვყოფილვარ იმ სკოლაში და არც კი-
დე ცუდი. სამიანი და ოთხიანი იყო ჩემი ნიშანი. მოსამსა-
ხურეობაში მეტი ვერ ვქენი, მე მაპატიეთ! ან უკეთ როგორ
მემეცადინა? ჯერ საქმე იყო და მერე სწავლა. სამეცადი-
ნოდ დავჯდებოდი დაოსებული, ცალ თვალს ჩავკრავდი
წიგნს და მეძინებოდა. კიდე კარგად ვსწავლობდი, თუ
ვინმე მკითხავს! კლასში კიდე არ ვხმაურობდი და არც
ზედმეტად გავჩუმებულვარ. ჩემთვის ვიყავი და თან და-
ცული. ჩემი ძმის გამო ვინმე რამეს გამიბედავდა? ვაიმე,
ღმერთო, ახლა კიდე როგორა ვარ შეშინებული! როგორი
შიშის ქარბუქი მაქ ტანში გამჯდარი! მე რო ასე ვარ, ნეტა,
კოტე, შენთან რა ხდება? რამდენი ლოდი გკიდია ერთად
მაგ არყისაგან გამომპალ გულზე?

***

იბუპროფენია თუ რაც არი, ხო ვსვამ, თავსაც ვიკრავ რა ღა-


ცა ჭინჭით. ისე ვიკრავ, ლამის თვალები ბუდიდან გადმო-
მიცვივდეს. კარადის ძირიდან არყის ბოთლს რო გამოვაძ-
ვრენ, ხელზე ობობას ბანდღი მედება. წინა ახალ წელს ცი-
სანამ რაც ფსკერთან ჩატოვა, ეგაა დარჩენილი, მაგასაც
პირდაპირ მოვიყუდებ ახლა ბოთლიდან, მოვიპირქვავებ,
ყელს ჩავიწვამ, ჩავითუთქამ, იქნება რამე მეშველოს. ღუ-
მელს მერე დავანთებ, აგერ მივეგდები, პირდაპირ ტახ-
ტზე, ჯერ ერთ საბანს დავიხურავ. თუ დამჭირდა, მერე მე-

160
ორეს მივიფარებ. ამ არაყმა წამში წამომახურა, აღარც იქნე-
ბა საჭირო მეორე.
ახლა ის მახსენდება, ქუთაისში როგორ ვსვამდით გოგო-
ები, იმ გამოყინულ, ნახევრად ბნელ ოთახში შეყუჟულე-
ბი. მე, ნელი და მარიკა. მე რას ვსვამდი, ისინი სვამდნენ.
ნელი სვამდა უფრო სწორად. ხანდახან მაკაც შემორჩებო-
და. იმას ნელი შეიწვენდა მერე ფეხებთან. აბა, სად იყო მე-
ტი საწოლი. სამს ერთად გვქონდა ნაქირავები სასწავლე-
ბელთან იქვე, რაღაცა სორო. მე, ნელის და მარიკას. მაშინ
იწყებდა ქვეყანა არევას, შუქის ჩაქრობაც მაშინ დაიწყეს.
ჰოდა, ნელის ქონდა არაყი ხოლმე, დაისხამდა და დალევ-
და, დაისხამდა და დალევდა. ხან მარტო, ხან ჩვენთან ერ-
თად. ზემო იმერეთის რომელიღაცა სოფელში ააკითხავდა
ბაბუამისს თვეში ერთხელ და ვითომ სახლს დაულაგებ-
და, ეზოს დაუგვიდა, დაურეცხავდა. სამაგიეროდ, ორნა-
ხად ჭაჭას გამოიყოლებდა ჩუმად, მალულად. ისე ჩაცლი-
და იმ ორ-სამ ჭიქას, თვალის შევლებას ვერ მოასწრებდი.
მიეგდებოდა მერე ტანსაცმლიანი დასაძინებლად, ზედ
ყველა ხელშიმოხვედრილ ჭინჭს ერთდროულად წაიფა-
რებდა.
ეჰ, ნელი, ნელიკო! მერე რანაირად მოკვდი, უაზროდ. თან
ჯერ კიდე ბავშვი, პატარა ბავშვი. მაშინ კი მეგონა, უკვე
დიდები ვიყავით, მარა ოცდაოთხი წელი, აბა, რა არი? სუ
არაფერი! იმ საექთნოდან რო წამოვედი, აღარც კი მომიკ-
რავს თვალი არცერთზე, გზები გაგვეყარა. შენ ერთ უკა-
ნალში ცხოვრობდი, მე მეორეში, მარა შენმა სიკვდილმა
გული გამიპო, დამინაწიბურა! გოგოებიდან მარტო მე ვი-

161
ჯექი შენი ქელეხის სუფრაზე, რაღაც პალატკაში, ყველა
ჩვენიანი სადღაც იყო გადაკარგული. მე ვიჯექი ცოცხალ-
მკვდარი ცხოველივით, პირში არაფერი გადამდიოდა და
იმას ვისმენდი, უშვილძიროდ როგორ გადაეგე პატარა გო-
გო. ქვეყანას ბოკვერები ვერ დაუჩინე, ისე წახვედი. შრო-
მისგან და დარდისგან მთლად გაშავებული და გამხმარი
დედაშენ-მამაშენი თავებს უხმოდ აკანტურებდნენ. წამოს-
ვლისას მამაშენი დავინახე, პალატკასთან იყო ჩამუხლუ-
ლი, უფილდტრო სიგარეტს ეწეოდა და გახუნებულ, შავ-
საროჩკიან ზურგზე წვიმის წვეთები ეცემოდა. ხო ამ ხნის
კაცი იყო, მამა იყო, მარა ნაცემ ლეკვსა გავდა მაშინ მამაშე-
ნი.
იმის მერე მანქანაში ვერ ვჯდებოდი კაი ხანი, ავარიის მე-
შინოდა. სუ ის მედგა ყურებში, თურმე კაბით ძლივს რო
გიცნეს, კაბით ძლივს რო გიცნო მშობელმა დედამ. მერე
სუ მეგონა, რო ის კაბაც ჭყეტელა იყო, სტაფილოსფერი. შე-
ნი ქუდივით. გამახსენდებოდი და თვალწინ სუ შენი სტა-
ფილოსფერი ნაქსოვი ქუდი დამიდგებოდა. შენ გეფარა,
მგონია, ერთი ფერადი იმ
ზამთარს, ჩაშავებულ, ჩამუქებულ, დუნე ქალაქში. თან
დღე და ღამე რო გეხურა, ზამთარ და ზაფხულ, იმით გე-
ძინა, იმით იღ ვიძებდი. აბა, ჰაიმორიტი რო დაგმართნო-
და? მაგას კიდე ვერ გადაიტანდი. იცი, რა არი ჰაიმორიტი?
ჯოჯოხეთია მოგიზგიზე! ასე ამბობდი. ქუდიდან გადმო-
ყოფილი შენი მეჩხერი ჩოლკაც მახსოვს, იცი, რა კარგად?
მარტო ჩოლკას რო მოიბანდი ხოლმე ცივი წყლით. აბა,
თავის დასაბანი ცხელი წყალი მაშინ სად იყო?! ცხელი წყა-

162
ლი კი არა, წყალი ძლივს ამოდიოდა იმ კორპუსში ჩვენ
სართულამდე. ჩვენ ჯემპრებს ყველას ყელი ქონდა მოშა-
ვებული. ოეეე, სტაფილოოო, ვიღაცა ბიჭები რო მოგაძა-
ხებდნენ, ჩვენ აქეთ ვიხოცებოდით სიცილით, მე და მარი-
კა, ისინი იქით. შენ კიდე ვითომ არც გესმოდა, ფეხებზე
გეკიდა სუყველაფერი. მარიკა! ან მარიკა! როგორი იყო მა-
რიკა, ჩემი საყვარელი გოგო! ჩემი ერთადერთი მეგობარი!
როგორ ტიროდა იმ თავის ტლუ შეყვარებულზე, როგორ
ისიებდა ცხვირ-პირს და სახეს! თან რა ტყუილად ისიებ-
და, მაინც ვიღაცას მიათხოვეს, სოხუმში თუ გაგრაში ვი-
ღაც მდიდარს გააყოლეს ღარიბმა მშობლებმა და სუ წავი-
და, სუ დაიკარგა. მერე რო ვიკითხე გულისხეთქვით, ომი
რო დაიწყო, რუსეთში წავიდნენო ეგენი ორივე, ცოლ-ქმა-
რი შვილებიანად, ტყუპი დააჩინა, ბიჭებიო, გაასწრეს ხოც-
ვაჟლეტასო. ამოვისუნთქე. რამდენი წელი გავიდა? ოცდა-
ათი! მეტი ოცდაათზე! ოცდაათი წელია, არ მინახავს, არც
არაფერი გამიგია, მარა ის კი ვიცი, რო ცოცხალია და სად-
ღაც, მივარდნილ რუსეთში ცხოვრობს ქმარ-შვილთან ერ-
თად. ტომსკში თუ იმის იქით. ელენეს მოვაძებნინე ერთი-
ორჯერ ინტერნეტებში, მარა არაა, არსადა ჩანდა. მანდ არც
მე ვჩანვარ, მარა ხო ცოცხალი ვარ? ჰოდა, ცოცხალი
არი!კი, ცოცხალია! გული მიგრძნობს, ეგრე მეუბნება! რო
რამე, გავიგებდი მის სიკვდილსაც. სიკვდილი არსად იმა-
ლება.
არადა, რანაირი ფერია იყო მაინც, სუ თეთრი, თაფლის-
ფერთმიანი. ამ სითეთრეზე სუ უცებ ღილებივით აჯდა შა-
ვი თვალები. ხო ელი, ასე თეთრ გოგოს ღია ფერის თვალი

163
რო ქონდეს, მარა არა! ამას შავი თვალები ქონდა, სუ შავად
ელვარებდა, შავად ციმციმებდა. არადა, ხო ვამბობ, ისე
თეთრი იყო, ინექციებს რო ვსწავლობდით, ერთმანეთზე
რო ვვარჯიშობდით, სუ გული მისკდებოდა, ამის ფიქა-
ლივით ტრაკს ეს ნემსი როგორ დავარჭო-მეთქი! ლამის
ჩემ შავ ტრაკზე დამერჭო თვითონ ჩემივე შპრიცი! ღმერ-
თო, დაფაზე რო დაგვიხატავდა ის ზეზე მკვდარი, პროტე-
ზიანი ლექტორი ტრაკს და თან ნახევრად, იმ ცალ დუნ-
დულს ოთხად გაყოფდა და იტყოდა ნემსიიი უნდააა და-
არჭოოთ დუნდულის მარცხენა ან მარჯვენა გარე კვად-
რატშიიი. რა სასაცილო ახლა ეს იყო, მარა ჩვენ იმდენს ვი-
ცინოდით, იმდენს ვიცინოდით, მოუმთავრებელს! რო გა-
ვიდოდა მერე, მაკა და კიდე ერთი-ორი გოგო მიდგებოდ-
ნენ, მეორე დუნდულსაც მიახატავდნენ, ერთ კაი დიდ
ტრაკს გამოიყვანდნენ მერე იქიდან. მერე ყლეებსაც ჩამო-
ხატავდნენ ნაირნაირებს. ერთი დიდი, ნახევრად გავერა-
ნებული პარკი იყო სასწავლებელთან, ის პარკი კიდე სავსე
ავადმყოფი ონანისტებით. იმათაც რა სამოთხე ქონდათ
ჩვენით, უფალო, ღმერთო! აბა, თვრამეტი წლის გოგოს შე-
შინებაზე ადვილი რაა? იქვე იყო ჩვენი საექთნო ტექნიკუ-
მი, კოლეჯი რო დაარქვეს მერე, მარა იგივე დაგლეჯილი
წიგნები დაგვიტოვეს სასწავლად და გაყინულ, უმზეო
ოთახიდან ფეხი არც მოგვაცვლევინეს. გვინდოდა თუ არ
გვინდოდა, უნდა გაგვევლო და გამოგვევლო ის პარკი,
მნძრეველების. იმათი ყლეების ყურებაში და ლამის კაცის
ზიზღში იყო გამოზრდილი საექთნოს გოგოების მთელი
თაობა. ლამის მართლა ზეპირად გვცოდნოდა, ვის როგო-
რი ყლე ჰქონდა მობმული, რომელ ავადმყოფს. დახატავ-

164
დნენ იმ ყლეებს დაფაზე და ვინმე ლექტორი თუ შემოგ-
ვისწრებდა სიცილ-ხარხარში, ლამის პალტოს სახელოთი
მოეწმინდა მხატვარს თავისი ნამუშევარი. მარა ტრაკს კი
დატოვებდნენ ხოლმე. ტრაკს არ წავშლიდით, ტრაკს არა
უშავდა. რამდენს ვიცინოდით! მაშინ იყო, ნელ-ნელა რო
დაიწყეს შუქის ჩაქრობა, წყალი ისედაც გრაფიკით გვქონ-
და. კუჭი შიმშილისგან გვიბუყბუყებდა, მარა მაინც რო-
გორ გვიხაროდა ყოველი დილა, ყოველი დღე, ყოველი ღა-
მე! მაგ დროს ქალს სხვანაირი მეგობრობა გაქვს, მერე ვე-
რავისთვის ხდები ეგეთი მეგობარი. უღალატო, ერთი,
თავდადებული. მერე ოჯახი შეგჭამს, სადღა არი მერე მე-
გობრობა! მე ცალკე კიდე ის მიხაროდა, სახლისაგან შორს
რო ვიყავი, არავინ მყავდა მოსავლელი! თან რა კარგად
ვირთობდით თავებს! სიცილ-კისკისში გადიოდა ბნელი
ღამეები! რამდენჯერ თავზე დაგვთენებია! სად ხართ, გო-
გოებო, სად დაიკარგეთ, ნეტა სადა ხართ გადაკარგული?!
აგე, თუ არ მოვკვდი ახლა და ჩემ გამოწყობილ პენსიაში
გასვლა შევძელი, ყველას მოგძებნით სათითაოდ, თავს
მოგიყრით, ჩემთან მოგიყვანთ, ერთ კაი სუფრას გავშლი
და ვიცეკვოთ, ვიმღეროთ და ვიცინოთ ერთად მეორე დი-
ლამდე, გაუჩერებლად! ახლა ლამისაა ცრემლი დამცვივ-
დეს! კი გავთბი, მარა ფეხები მაქ გადაყინული. იქნება ფე-
ხებამდეც ჩააღწიოს, როცა ჩააღწევს ეს სასმელი. ნეტა, თუ
მოვკვდი, თქვენამდე თუ მოვა ჩემი სიკვდილის ამბავი, ჩე-
მო გვრიტებო? ხო დაგწყდებათ მერე მძიმე გულები? მარა
საიდან გაიგებთ, რო გარდავიცვალე? გაიგებთ, ნეტა? და
თუ გაიგებთ, მოხვალთ საკუთარ ბორკილში გახლართუ-

165
ლები? მარიკა, შენ რამეს გაიგებ მაგ სიშორეზე? რო გაიგებ,
ხო დაგწყდება სათუთი გული?
მარა უნდა მოვკვდე? ახლა უნდა მოვკვდე? ახლა რატო
მოვკვდე? რადა მსჯი, ღმერთო! რისთვის მსჯი?! ბაღში შა-
ქარს
და მაკარონს რო ვპარავდი რახიტიან ბავშვებს, მაგიტო?
რა, საჭმელს მარტო მე ვიპარავდი? სამივე მზარეული ვი-
პარავდით შეთანხმებულად. აბა, რა მექნა, შიმშილით მო-
მეკლა მოხუცი მამა? ან ხო მივიღე მაგის მისაღები? მაგ მა-
კარონის ჭამამ გამისია ტრაკი ასე დაუნდობლად, ასე
უმოწყალოდ. ან რატო დავისაჯე, ერთი-ორჯერ იმ ტყუ-
ილ ხაჭაპურს ცხიმი რო შევურიე, ამძაღებული? მერე რა
მოხდა? დიდი-დიდი, კუჭი აშლოდათ იმის ჭამისას! ეგეც
ერთხელ ექენი, მეტჯერ ხო არა? აბა, სხვა რა მაქ დაშავებუ-
ლი? ხო, კაი, ბატონო კაი! აგერ, ბებრობაში რო ვიმრუშე,
მარა მანამდე? მანამდე ხო ვიყავი პატიოსანი! ნაკოცნი
არავისზე მქონდა, ხელი არცერთზე მოკიდებული! ვიმ-
რუშე და ხო, რა მოხდა, მერე? ვის აღარ უმრუშია? მთელი
ქვეყანა ბოზობს, მთელი მსოფლიო! აგე, ტელევიზორში
გადაპარჭყული ქალებიზიან, ყვებიან, თან ამაყობენ, რო-
გორ იმრუშეს! მე რაღაცა გავბედე ძლივს, საიქიოს ნაპი-
რას, ღმერთო! რაღაცის გემო გავიგე, გემო სიხარულის! გე-
მო გავიგე! იმის გულის ხეთქვა გავიგე, რო აი, მოვა, ახლა
შემოვა, ახლა მოვა ჩემი რაინდი! ეგ სიხარული გავიგე,
რაა! მოვა და ისიც სიხარულით შემომფცქიალებს, იმას
თავისი რო უხარია! რადა მსჯი, ღმერთო, ჩემი წილი პა-
წაწკუნტელა სიხარულისთვის? ამ პაწაწუნა სიამის გამო?

166
მარა იქნება ჩემი ძმის ცოდვა წამომეწია? ცოდვა? ცოდვე-
ბი! ნეტა რამდენი გყავს მოკლული, ბიჭო, გინდა ოსეთში,
გინდ იმის იქით? თუ ბაბუამ ტყემალი ძამა და კბილი მოკ-
ვეთა თავის შვილიშვილს, ძმის ნაჭამი რატო არ მომკვეთს
მის დას, ნეტავი? ან შენ რანაირი იყავი, ბიჭო, ბავშვობი-
სას, პატარა და დაუნდობელი. დედის ხელი რო გაკლდა,
მაგის გამო იყავი ასე? სითბო რო გაკლდა, მაგის გამო გა-
დაბოროტდი? მე ჩემ სითბოს ხო გაძლევდი, მე ხო გივლი-
დი? მე კი ვიყავი შენი დამლაგებელი და შენ, შენ ვინ იყავი
ჩემთვის, მითხარი? რამდენჯერ გამირეცხავს შენი სის-
ხლიანი ყელსახვევი. რამდენჯერ ამომიკერია სიგარეტით
ამომწვარი სკოლის ფორმის სახელოები. მართლა რატო
იყავი ასეთი, დედა რო არ გვყავდა, ნეტა მაგიტო? დედის
სიყვარული რო არა გვქონდა, ალბათ მაგიტო? შენ ჩემზე
საწყალი იყავი, ასე მგონია, შე უბედურო! შენ ხო გახსოვდა
დედა? იქნება და როგორ გენატრებოდა? იქნება და რო-
გორ გიყვარდა დედა, დედაჩვენი? ვაიმე, დედა! ან ეს ტკი-
ვილი რატო აღარ გამერიდა, აღარ მშორდება? არც მიმჩატ-
დება? ხო უნდა შეწყდეს როდესმე და შემიმსუბუქდეს?
თავის ქალა ამეხადა, უფალო, ღმერთო! ხო უნდა დამიმ-
თავრდეს ეს ვაება, სანამ მე თვითონ არ დავმთავრდები?!
მაინც რას მეცა ასე უცებ, თავი ასე რატო ამხადა? იქნება და
უბრალოდ ნერვებია, იქნება უბრალოდ ნერვი დამეგლი-
ჯა, ეგაა მარტო! მარა მუქი ლაქა და გამონადენი რანაირად
იქნება ნერვი? კაი, თავის ტკივილი იქნება, მარა გამონადე-
ნი? ხო ჯანმრთელი ვარ, ღმერთო, უფალო! ხო სუ ჯან-
მრთელი ვიყავი, აბა მითხარი! დიდი-დიდი, სურდო მქო-
ნოდა ერთხელ წელიწადში! სიცხე მე არ ვიცოდი რაა,

167
არაფრის ტკივილს არ მოვუჭყანივარ ჩემი ცხოვრება. არა-
ფერი გამომდენია რამეზედმეტი, თავიც არ ამტკივებია
ასეთნაირად. კაჟივით ვიყავ, რიყის ქვასავით! ახლა რა
მოხდა? რა მეტაკა? რა დამემართა? ჩემნაირ ჯანმრთელს
კიბო როგორ უნდა შეუძვრეს? კიბოს გავიფიქრებ და თავ-
ზე ზარი მეცემა, მარა სადღაც უკან, თითქოს კეფის ღერ-
ძზე უცხო სიმშვიდე მაქ გამოზრდილი, მცენარესავით. მა-
გას ვიგრძნობ და, კიბო არა, ისა, ქალო, რასა ბოდავ, რაღა-
ცა სხვა ხმა მიტივტივდება. აჰა, ხედავ? აგერ, ეს ტკივილიც
მიმსუბუქდება. მართლა მსუბუქდება, ასე მგონია. არა
მგონია მელანდებოდეს.
მოიცა, რას ვსწავლობდით, რა კონსპექტები გვქონდა იმ
რვეულებში? ფარმაკოლოგია, ანატომია. კიდე? ფიზიო-
ლოგია, ლათინურები. ქეთოს, ქალბატონის იდეა იყო ჩემი
საექთნოზე ჩაბარება. იმან მოინდომა ასე, დედოფალმა.
მეტი ვერ გამოიმეტა ჩემთვის, მსახურისთვის. სახლში
სამსახური ხო ვალად მქონდა, მერე გარეთაც მოინდომა
ჩემი დამონება. მთავარი ექთანი იყო თვითონ ჩვენთან, სა-
ავადმყოფოში. ეტყობა ფიქრობდა, თავისთან მომისვამდა,
იქაც ვიქნებოდი მისი ხელის გოგო. როგორც იმისთვის
ვერ გაიმეტეს ექთნობაზე კაი და მეტი, ისე მგონია, ჩემ-
თვისაც ვერ გამოიმეტა.
აგერ გამიშვეს, ქუთაისში, მთლად შორს რო არა ვყოფილი-
ყავი. მეც ქუთაისი მერჩივნა ისე. თბილისში ნამყოფი ორ-
ჯერ ვიყავი და სუ მზარავდა თავის სიდიდით, ულმობე-
ლობით. ასე ახლოს ვიქნებოდი, ჩვენიდან, აბა, სად ქუ-
თაისი და სად თბილისი. ერთი წელიც არ გამოვიდა ჩემი

168
იქ ყოფნა. მოკლეს ჩემი ძმა და სუ დავბრუნდი აქ, მამაჩემ-
თან. აღარ შეიძლებოდა მისი მარტო დატოვება და მეც
დავბრუნდი. დავბრუნდი და სუ აირია მერე ყველაფერი,
მთელი ქვეყანა. მეც ასე მერჩივნა თვითონ, სახლში ყოფნა
მერჩივნა აგერ. თან მარიკაც აღარ იყო ჩემ გვერდით, სო-
ხუმში ყავდა ქმარს წაყვანილი. მაკაც სადღაცა გადაიკარ-
გა. ნელიკოც თბილისში გადავიდა, ვიღაცა მდიდარმა ნა-
თესავმა ჩავარდნილ მოხუცს დააყენა თავს. აღარავინ
მყავდა მეგობარი იმ ქუთაისში. მეც დავბრუნდი და დავ-
ბრუნდი საბოლოოდ, არსად წავსულვარ, მარა ნემსის გა-
კეთების ცოდნა ხო შემრჩა აგერ? უცებ დავირჭობ ხოლმე,
სხვას არც ვაწუხებ. არც სხვა მაწუხებს. ცისანას თუ დაჭირ-
და, ნენო უკეთებს ხოლმე, მე არ მენდობა.
ვაი, ვაი! მაინც რო მტკივა ეს თავი ასე? ჩემო მარიკა! რო-
გორი გოგო იყავი, გოგო, რა ლამახი, რა მშვენიერი! იმ გა-
მოყინულ, ბნელ ოთახში ერთმანეთთან წოლით რო ვით-
ბობდით თავებს, ნეტა თუ გახსოვს?! არყით მთვრალი ნე-
ლიკო რო ხვრინვას იწყებდა და ჩვენ კიდე სიცილ-კისკისს
იმის ხვრინვახზე! ძუძუებით რო მეკვროდი ზურგხე, ეგრე
ვიძინებდით. ისე მეკვროდი, გული სუ ფეხებშუა მიწყებ-
და ცემას, იქ მიფეთქავდა. ეგრე აფრიალებულს მეძინებო-
და და ყველაზე მშვიდად მაშინ მეძინა ჩემ ცხოვრებაში!
ამაზე ტკბილი და სათუთი არაფერი გამომიცდია მაგის
მერე, ჩემო მარიკა! ვერც გამოვცდიდი ალბათ, გინდაც
ათი კაცი მყოლოდა მწკრივში! ასე ჩემზე მოწეპებული და-
იძინებდი და წამში გავთბებოდით, გავღუნღულდებო-
დით იმ სამარესავით ნესტიან, ვიწრო საწოლში. დილით
კი ლამის გაოფლილებს გვეღვიძებოდა. რანაირად ტირო-

169
დი, გოგო, იმ დებილზე, იმ ტლუ ბიჭზე, შეყვარებულზე!
რად ისიებდი მაგ ლამაზ თვალებს? გიყვარდა ალბათ ბავ-
შვური სიყვარულით, მარა ვინმემ მოგისმინა? გაგყიდეს
შენმა მშობლებმა იმ მდიდარ, ბებერ კაცზე, სოხუმელზე.
რა იქნებოდა, იმათი შვილი კი არა, ჩემი და ყოფილიყავი,
გოგო, მარიკა! ერთად ვიქნებოდით, დები გიქნებოდით
და ვერ დაგვჩაგრავდნენ მერე ადვილად! გეუბნები, ვერ
დაგვჩაგრავდნენ! რა იქნებოდა, ყოფილიყავი ჩემი და, გო-
გო! ახლა ხო ჩემთან იქნებოდი? მომეფერებოდი, გამათ-
ბობდი, დამიყვავებდი! შენი ორი სიტყვა სუ გამითბობდა
გულსაც და სულსაც! შენ თუ მეტყოდი, რო არ მოვკვდები,
არ მოვკვდებოდი, ჩემო მარიკა! ნეტა შენ იყო ჩემი და, გო-
გო! ასე მარტო ხო არ ვიქნებოდი ახლა ამ მძიმე საბანში
ზამთრის პირზე გახვეული, უდღეო ჭუპრი.
როდის ჩამეძინა, ვერც კი გავიგე. ჩემებური შავი ძილით,
ღრმა ძილით, მარა ახლა უცებ მეღვიძება, ისევ გულგა-
ხეთქილს. სიცხე მაღვიძებს, მგონია, მთელი ტანი მიხურს.
როგორა მცხელა, ღმერთო! რომელი საათია, ნეტა, როგორ
ბნელა, რა სიშავეა. შუაღამეა ალბათ. მთელ ტანზე ხო
ვხურვარ, მარა ეს ფეხები რო მაქ გაყინული და გადამზრა-
ლი? რატო მაქ ფეხები ასე ცივად, ასე უსიამოდ? წამოდგო-
მა მინდა, მარა რო არ შემიძლია? მოფსმა მინდა. იქნება
ღუმელიც დავანთო, აგური შემოვდო ზედ, მერე ის აგური
ფეხებში ჩავიგდო და გავთბე საბოლოოდ. აგე, რაღაცა ფხა-
კუნებს ჭერში ჩემდა გასაკვირად. თაგვი მყავს სტუმრად,
ეტყობა. რამდენი ხანია, ჭერში არავის გაურბენია. ვაიმე,
ღმერთო, რა ახლობელი ხმაა, რა საამური. იფხაჭუნე, იფ-
ხაჭეუნე, ვიღაცა ხარ. გინდა თაგვი იყავი, გინდა სინდიო-

170
ფალა. იფხაჭუნე! დომნასთან გახსოვს? როგორი ბნელი
ღამე იყო, შავზე შავი. ჭერში თაგვებს გაჰქონდათ ფაფხუ-
რი, ტყეში ბუს და ჭოტს წივილ-კივილი. აჰ, როგორი ხმები
იყო იმ სიბნელეში, იმ სიჩუმეში. საბანში ვიყავი მატლი-
ვით გახვეული, ცხელ აგურს დომნა ფეხებში შემომიდებ-
და. ჯერ რაღაცა შალში გაახვევდა, დაგლეჯილში, მწვანე-
ში. ეგ მწვანე შალი იყო ერთადერთი ფერადი ნივთი მაგ
ქალის ხელში. ჯერ ხო ფეხს მწვავდა ის აგური, მარა მერე
ჩავთბებოდი, ჩავღუნღულდებოდი, ტკბილად ჩავიძინებ-
დი. სუ დედის ნანა იყო ქარის ხმაც, კაკლის ტოტებს რო
შემოარტყამდა სახურავზე, თაგვის ფხაჭუენიც, სახლს
იქით აზუზუნებული ტყეც, დომნას ფშვინვაც და ბოლო
ნაკვერჩხლის გატკაცუნებაც იქვე, ღუმელში. ამაზე უკე-
თესი ძილისპირული რა მექნებოდა? ამაზე ტკბილი იავნა-
ნა? არც არაფერი! როგორ მენატრება, ღმერთო, ის ხმები!
ახლა ტყეში ბუ გაწყდა და ჭერში თაგვი. ჭოტი გადაშენდა.
ციცინათელა? ციცინათელა! ყოველ ზაფხულს როგორ მო-
ედებოდა დომნას ეზოს. რა ლამაზი იყო, ღმერთო, იქაუ-
რობა! რა ჯადოსნური! რა იდუმალი! რამდენი ხანია, ცი-
ცინათელა აღარ მინახავს?! საუკუნეა! ან ობობა რო დახ-
ლართავდათავის ქსელს ტოტზე, მიქსოვ-მოქსოვდა. რო-
გორ ბზინავდა მისი ნაქარგი მზეზე, სუ ბრჭყვიალებდა.
ზედ წვიმის წვეთი რო რჩებოდა ალმასებივით? ის ობობაც
რა ლამაზი იყო, გრძელფეხება, ჯვრიანი ჯავშნით. ან ნახი-
რის ავლა-ჩამოვლა? ძროხის ეჟვნის ხმა, სახლის უკან ხე-
ტყის შრიალი? ნიავი რო თხილის კენწეროს გადაურბენ-
და? ყვავი, კოდალა? და ან ოფოფი? ერთხელ ოფოფიც ხო
შემოჯდა იმ კაკლის ხეზე! ღმერთო! მთელი სამყარო იყო

171
ჩემთვის ის სახლი, ის კარ-მიდამო. დამეწყრილ სოფლის
კიდეზე შერჩენილი, დაბრეცილი შავი ხის ქოხი. სოფელ-
შიც რო არავინ იყო, მარტო დომნა, მე და კაცები, წყალსა-
ცავის. მარა ისინი მიდიოდნენ და მოდიოდნენ. მორიგე-
ობდნენ. დომნა იყო და იყო. სხვა ყველაფერი დომნას გო-
გოობაშივე ჩაიტანა მიწამ, მეწყერმა. დომნას სახლი იმ მეწ-
ყერის წკიპზე იყო, იმ ნამეწყრალის. მთლად განაპირას.
ეზოს გასცდებოდი და უკვე იწყებოდა ნამეწყრალი. იმ ნა-
მეწყრალზე დიდი საყურებელი აღარაფერი იყო ჩემთვის
დედამიწაზე! იმაზე დიდი, იმაზე საშიში, უზარმაზარი,
რა არსებობდა? არც არაფერი! ჩაცურებული, ჩაქცეული
მიწა კილომეტრზე იყო გადაჭიმული. გადამხმარი ხეების
ფესვი ჭინკად და ქაჯად აჩნდა იმ შავ-მუქ უფსკრულს. ახ-
ლოს არ მიხვიდე, გოგო! დამიძახებდა. ახლოს არც მივდი-
ოდი, რა მიმიყვანდა? ზაფრა მქონდა. მარა თან ზაფრა, თან
აღტაცება! თან მომწონდა, თან
მეშინოდა! სულს მიგუბებდა შეუცნობელი. იმ მეწყრის მე-
რე აიყარა მთელი სოფელი. დომნამ ფეხი არ მოიცვალა.
ახალ სახლსაც დაპირდნენ, კორპუსში ბინას. მამიდაჩემი
ფეხებში გაუწვა, ისე ეხვეწა თურმე იქით გადასვლას. ეტ-
ყობა, იმას თავისი ხურვება ქონდა, ის ბინა მერე მაგის შვი-
ლებს დარჩებოდათ, ეგ იყოს მაგის სახურვებელი. ორი ბი-
ჭი ყავდა, რა, აწყენდა ბინა? მარა დომნა ვირზე შეჯდა და
ვერ ჩამოიყვანეს. ხო ათასი გზით ეცადნენ, მარა ვერ და-
ითანხმეს. თავისი შავი ქოხიდან ფეხი არ გადგა. მადლობა
უფალს, მანდ რო დარჩი, შენ სახლში, დომნა! მადლობა
უფალს კი არადა, შენ მადლობა, დიდი მადლობა! აბა, სად
დამეწყრილხე გატარებული უდარდელი ჩემი დღეები და

172
სად მოკუნჭულ კორპუსში ბავშვის ამოხუთვა. სულიც
გამძვრებოდა!
რა ვქნა, წამოვდგე? ეს მუცელი რატო მაქ ასე დაბერილი?
წამოვდგე ჯობია, ღუმელს დავანთებ. რა კაი იყო, დომნა
რო მინთებდა ღუმელს ზამთრობით, აგიზგიზებდა. ახ-
ლაც თვალწინ მიდგება მისი თხელი ზურგი, შავში შეფუ-
თული პატარა თავი. ჯიუტი ქალი კი იყო ისე და ეგ სი-
ჯიუტე სუ ტანზე ეტყობოდა. მაღალი იყო, ლამახძვლი-
ანი. ჩემი და მამიდაჩემის ტანის, მარა სუ გამხმარი, ძვალ-
ზე კანი ქონდა გადაკრული. ეს მე და მამიდაჩემი გავსივ-
დით მარტო ჩვენ გვარში, ასე მგონია. რამდენი წლის იქნე-
ბოდა მაშინ? დიდი-დიდი, სამოცდათხუთმეტის, მარა
ლარივით იყო მხრებში გაშლილი. სუ შავებში გახვეულს,
ზამთარ დაზაფხულის შავი შალი ქონდა თავზე მოხვე-
ული, იმ შალის შიგნით თეთრი მიტკალი კოხტად გადაკ-
რული. ჭაღარა თმა ქონდა, ქეცეცა, თხელზე თხელი, ბო-
ლოებში სიყვითლედაკრული, მარა ის თმაც, მგონია, ერ-
თი-ორჯერ დავუნახე, მეტჯერ კი არა. სუ შეხვეული ქონ-
და პატარა თავი. ღმერთო, რა ბებერი მეგონა მაშინ! ხო ყო-
ჩაღი ქალი იყო, ძლიერი, მარა იმაზე ბებერი აღარავინ მე-
გულებოდა დედამიწაზე. თან, ასე მეგონა, სუ ასე გამხმარი
იყო, ასე ძაძიანი. ასე მეგონა, ასეთი დაიბადა. სხვანაირ
დომნას წარმოვიდგენდი? ვერა, ვერასდროს. შავები რატო
ეცვა-თქო, კაი ხნის მერე ვკითხე მამაჩემს და იმასაც ძლივს
ამოვაცალე პასუხი პირიდან. ომში დაკარგულ საქმროს
გლოვობდა. სადღაცა, ქერჩში ჩამხრჩვალს, იქვე ჩაკარ-
გულს. შავი რო ჩაიცვა, ვეღარც გახადეს. იმის მერე არც
არავინ მიიკარაო. მარა შავბნელ ხასიათზე მყოფი და ავი

173
მე ეგ არ მახსოვს. არც მგლოვიარე, არც გატეხილი. თავისი
ცხოვრება ქონდა, თავისი სამყარო და ძაანაც კმაყოფილი
იყო იმის შიგნით, ძაანაც ბედნიერი. ის ხუთი წელი მე შემ-
კიდეს მის სამყაროში დედაჩემის სიკვდილის მერე, მარა
დიდად არ ამიმღვრევია მისი მდინარე. თვითონ მომარგო
თავის სახლს და თავის ცხოვრებას. მეც იმაზხე კარგად მე-
რე ვისთან ვიცხოვრე? არც არავისთან! მეც ხო ჩემი სამოთ-
ხე მქონდა ჩემ ბებერ ქალთან. ვინ ხარ ჩემი-თქო, რო ვეტ-
ყოდი, ბებია, გოგოო. არადა, ხო ვიცოდი, რო არ არი დომნა
ბებია. ბებია-თქო არც არასოდეს მითქვამს. დომნა იყო სუ.
დომნას ვეძახდი. | ხანდახან კი მომეწყინებოდა ხოლმე,
უფრო წვიმაში, სახლში ჩაკეტილს. ბავშვი ვიყავი მაინც,
ბებერ ქალთან შეკედლებული, მარა კარგ ამინდში ჩემ გა-
სართობს ბოლო არ ჰქონდა. დავყვებოდი ყველგან, ტყეში
და ღრეში, ნაკოლექტივარ ყანაში, ვენახში. აბა დევისპირა,
აბა ცულისპირა, აბა ჭინჭარი და გვირილა, ასკილი და კუ-
ნელი, ვირისტერფა, ვარდკაჭაკჭა, დათვისკენკრა, ფახმან-
დუკი, სუ რაღაცას ვკრეფდით, ვაგროვებდით. ხუთი თი-
თივით იცოდა ტყეში ყველა ბილიკი, ბუჩქი და ხე, ეკალი,
ბარდი. ხეზე თვითონ აძვრებოდა ხოლმე კატასავით ეს ბე-
ბერი ქალი. მომიკრეფდა ბალსა და ქლიავს, მსხალს და
ალუბალს. თუთას დაარხევდა, იმის ქვემოთ დაგლეჯილ
ძველ კლიონკას დავფენდით. მე ქვემოდან შევცქეროდი
ლეკვივით, შევხაროდი. მივუსხდებოდით მერე და
მსხვილ, თაფლივით თუთას სუ იმ კლიონკიდან ვჭამდით
ორივე. რაღაცა ბალახებს ვკრეფდით, ყვავილებს. ნაირნა-
ირ ჩაის აყენებდა მერე იმითი. იმ ჩაის პირს ვერ ვაკარებ-
დი, მარა მურაბის ქილას კი გავლოკავდით ხოლმე ორივე.

174
რაღაცა ნაყენებს აკეთებდა ბალახბულახით. მაშინ ჩამას-
ხამდა რომელიმეს ძალით პირში, თუ წამომახველებდა ან
მუცელი გამგვრემდა, ათასში ერთხელ. წყალსაცავის კაცე-
ბი მოაკითხავდნენ დიდი მოწიწებით, პატივისცემით.
ესეც გაუტანდა ხან ერთ ბოთლში ჩასხმულს, ხან მეორეში
იმ რაღაცა თავის მიქსტურას. ეგრე ეძახდა. ზოგი ხველე-
ბის იყო, ზოგი კუჭის წყლულის, ზოგი კიდე კენჭის თირ-
კმელში. სამაგიეროდ, სახლის სახურავს ათოვლინებდა
მერე იმ კაცებს. იმხელა თოვლის მომრევი ნამდვილად არ
იყო მისი ხელ-ფეხი.
და ჩირს რო გაფენდა მოცუცქნულ აივანზე? ნაირ-ნაირს,
წითელ-ყვითელს, ქარვა-ოქროსფერს. იქეთ ტყლაპებს მო-
ასხამდა, აქით ჩურჩხელას ჩამოკიდებდა. რა სურნელი
იდგა ხოლმე! ახლაც თვალწინ მიდგას ჩამავალი მზე, ფიც-
რებზე გაფენილი ჩირი და იმ ჩირზე მობზუილე, შემოდ-
გომას მორჩენილი ბზიკი-ფუტკარი. ვისხედით ზამთარში
და ხან ჩურჩხელას ვაცმაცუნებდით, ხან ტყლაპს ვლოკავ-
დით, ხან ჩირს ვღეჭავდით. გარეთ თოგდა და თოვდა,
შიგნით კიდე სითბო იყო, მოგიზგიზე ღუმელი. ზამთრის
შეშაც წყალსაცავის კაცებს მოქონდათ. ვისხედით გაღუნ-
ღულებულები, მე აქეთ, ტახტზე, ღუმელთან, დომნა
იქით, მაგიდასთან. შევჩერებოდით შავ-თეთრ, მონ-
ჯღლრეულ ტელევიზორს. მულტფილმს კი უყურებდა
ჩემთან ერთად ბედნიერად, ყურზე რეზინით დამაგრებუ-
ლი სათვალით, მარა საინფორმაციოს მიატოვებდა, წა-
მოდგებოდა. დღის ბოლო ფოჩიალს იწყებდა სახლში, ტე-
ლევიზორი სუ ტყუილად იყო ჩართული.

175
ეჰ, დომნა, დომნა... ჩირი და ჩურჩხელა კაი იყო, მარა
ხორცს კი არ აკარებდა პირს. არც ძროხა ჰყავდა, არც ქათა-
მი. ასეთი ხორცის სულარმჭამელი იმის მერე აღარც მინა-
ხავს. რა ქვია მაგას, რა დაარქვეს? ვეგანი თუ ვეგეტარიანე-
ლი. რაც არი. რაღას აღარ მოიგონებენ. ღმერთო, რა გუ-
ლისრევით წვავდა მამაჩემის მოტანილ საკატლეტე
ხორცს. ყველა კარს დააღებდა, ყველა ფანჯარას, ცხვირზე
შალს აიფარებდა, ხელზე ცელოფანს ჩამოიცვამდა, ისე მო-
ზელდა, ტაფაზე მე დამაწყობინებდა, მე შემაწვევინებდა.
თან ისე დაამთხვევდა, იმ დღეს მეჭამა, მამაჩემი რო მოვი-
დოდა, მამაჩემისთვის ეჩვენებინა, რო ხორცსა ვჭამდი,
ხორცს რო მაჭმევდა. მეც სუ პირში ვიტენიდი იმ კატ-
ლეტს, ხო ვიცოდი, ერთი თვე აღარ მეღირსებოდა იმისი
ჭამა. ეს მამაჩემი კიდე მოვიდოდა თვეში ერთხელ და
ფულს უტოვებდა რაღაცნაირი უხერხულობით. ღმერთო,
რა რიდიანი იყო ეს კაცი საკუთართანაც. ცოტა ხანი ჩა-
მოჯდებოდა მაგიდასთან, იმ კატლეტს ისიც შეჭამდა ერ-
თი-ორს, მეტს არა. თან ყველაფერზე ილაპარაკებდა მამი-
დამისთან, თან არაფერზე. შოკოლადის მოტანა იცოდა,
რაღაცა საწუნნი კანფეტების, ლიმონათისაც. იმის მოსვლა
იმ ტკბილებისთვის დღესასწაული იყო ჩემთვის, დიდი
ზეიმი. ჩემი ძმის ნაცვალ ტანსაცმელსაც მოაყოლებდა ფუ-
თაში შეკრულს, შარვალ-მაიკას, ნასკს და ფეხსაცმელს. მა-
რა მე ტკბილზე ვყავდი უფრო დანატრებული. ჩურჩხელა
მქონდა, მარა ის გაწეპილი კანფეტები სხვა სიხარბით მო-
მინდებოდა. მოვიდოდა და თავზე ხელს გადამისვამდა
მეც რაღაცნაირი რიდით. ვიცოდი, რო მამაჩემია, ჩემი მშო-
ბელი. ისიც ვიცოდი, ერთხელ აქედან რო წამიყვანს, თავის

176
სახლში, ჩვენ ქალაქში. ისიც ვიცოდი, რო სკოლაში შევალ,
დომნას მოვშორდები, მარა იმას ვეღარ ვხვდებოდი, წას-
ვლა მინდა, არ მინდა? იქით სხვა ჯადოსნური სამყარო
იყო, ასე მეგონა. სხვა ბავშვების. ბავშვების. ბავშვებს კი-
დევ როგორ ვიყავი დანატრებული! ბავშვს კი მარტო მა-
შინ ვხედავდი, ნაყინზე ლოდინისას, მთლად ქვედა გხის,
ტრასის პირას რო ჩავიდოდით. იქ გვხვდებოდა ხოლმე
ერთი ქალი სამი შვილით, გოგოებით. ჩემი ტოლებით. გუ-
ლი მელეოდა იმათთან დარჩენაზე, იმათთან თამაშზე, მა-
რა ვინ დამტოვებდა? მარტო დომნა იყო ჩემი ტოლიც,
სწორიც და მეგობარიც.
მგონია, მშია კიდეც, ღმერთო, რატო ვერ ავკრიფე ტანი,
რატო ვერ ვდგები? აჰ, ახლა მაჭამა დომნას ღუმელზე შემ-
წვარი კარტოფილი, ზედ დამაყოლებინა მამაჩემის მოტა-
ნილი ტარხუნა, ტარხუნის ლიმონათი. სვამდი და შხეფე-
ბი სუ ცხვირში გესხმებოდა. ეჰ, რამდენჯერ მიძებნია მერე
ის გემო-შხეფი, ჩემი ბავშვობის. რამდენჯერ შემიწვამს
კარტოფილი და უგემურად შემიჭამია, რამდენჯერ მიყი-
დია ლიმონათი და ტყუილად დამიბერავს ნაწლავები
იმის სმით. აჰ, როგორ იცოდა ხოლმე სამზარეულოში
ტრიალისას ხელის შეწმენდა კაბაზე დომნამ. მეც ჩემ თავს
როგორ დავიჭერ ხოლმე, ეგრე ვიცი მეც ტანსაცმელზე ხე-
ლის გასმა. ეგ იყო, მამიდაჩემს რო აგიჟებდა მერე, თუ და-
მინახავდა. სად ისწავლე ეგ გომბიოობა, ვის დაუნახეო.
არასოდეს მითქვამს, ვის დავუნახე. მარა სხვა მხრივ სუფ-
თა ქალი იყო მამიდამისი, რა სისუფთავეც მივარდნილ
სოფელში შეიძლება ბებერ ქალს ქონდეს.

177
ეჰ, ავდგე, ავდგე, ისა სჯობს. ღმერთო, რა ცუდია ცუდად
ყოფნა, კიდე უფრო ცუდია შიში ცუდად ყოფნის. რა ცუ-
დია, სიკვდილის შიში გიხრავდეს სისხლ-ძარღვს. იქნება
ამას მართლა ჯობდა უცებ სიკვდილი? თუ წინ კიდე დი-
დი სატანჯველია, იქნება ამას მართლა ჯობდა რიონს ჩა-
ვარდნა? იქვე დახრჩობა იქნება ჯობდა? კი ვიწვალებდი,
მარა ორ-სამ წუთს და მეტს ხო არა? ახლა? ახლა თუ გამიგ-
რძელდა ეს ცუდად ყოფნა? რამდენი ხანი უნდა ვიტანჯო?
სუ უცებ კვდებოდნენ ჩემ გარშემო, აგე ყველა, დედაჩემი-
ანად. მე რაღად უნდა წავიდე იმქვეყნად ტანჯვა-წვალე-
ბით? ბოსტანში მოკვდა მამაჩემი, მამიდაჩემსაც უცებ გა-
უსკდა ის ბოღმა გული. აგე, დომნაც ხო ხიდან ჩამოვარდა,
სული მიწამდე ძლივს დაატანა. არ იყო ის ხე მაღალი, მარა
ცუდად დაეცა, მარჯვენა საფეთქლით. ეჰ, დომნა, დომნა!
მე მაინც მგონია, რო შენი კატარაქტიანი თვალების ბრალი
იყო იმ დაწყევლილხის ტოტზე ფეხის აცდენა. სუ ვეღარ
ხედავდი ბოლოსაკენ, ასე მგონია. მარა ვის დაუჯერებდი,
რო ეთქვა, ბებერი ხარ, ქალო, უკვე თითქმის ბრმა ხარ, ხე-
ზე არ ახვიდეო? ვის დაუჯერებდი, მითხარი? არავის! ეგ
ვაშლის ხე რო არა,ხო იცხოვრებდი კიდე ათი წელი?
თხუთმეტი?
მე წამიყვანეს სასკოლოდ სექტემბერში და სადღაც ერთ
თვეში დომნამ სული დალია. მახსოვს, რაღაც ბავშვური
გულგრილობით შევეგებე მის სიკვდილს. რაღაცა სუ სხვა
სამყაროში მქონდა თავი ამოყოფილი, სუ ვერ ვხვდებოდი,
ჩემ თავს რა ხდება, რა ბედი ტრიალებს. იქით სკოლა იყო
და აქეთ სახლი, ამდენი უცხო ადამიანი შიგნით და გა-
რეთ. აქეთ წერა და კითხვა უნდა მესწავლა, იქით სახლის

178
საქმეს შევჭიდებოდი. ასე მეგონა, სუ წასვლა და მოსვლა
იყო ჩემ გარშემო, სუ ხმაური. ღმერთო, სკოლის ხმაური
როგორ მატკიებდა თავს ამ ციცქნა გოგოს. დომნას სიჩუ-
მეს თურმე როგორ ვიყავი შეჩვეული. მის დაკრძალვაზეც
არც არავის წავუყვანივარ. მკვდარი არ მინახავს და რაღაც-
ნაირად სუ მეგონა, ცოცხალი იყო. კი მომენატრებოდა
ხოლმე რაღაცა გაცრეცილი განცდით, მარა მისი სახლი
უფრო მენატრებოდა, მისი ეზო, ტყე, ნამეწყრალი. ჩემი
უსაქმურობა და უდარდელობა მენატრებოდა ჯერ კიდე
თითისტოლა გოგოს, ღმერთო! დომნას სახლისგან საძირ-
კველია ახლა მარტო დარჩენილი, ზამთარმა მალევე ჩააქ-
ცია. ტყე და ღრეა მოდებული ერთ დროს კოხტა ეზო-კარს.
ერთი ეგაა, ნამეწყრალია ისევ ისეთი.
ეჰ, ჩვენი ზაფხულები როგორ მენატრება, დომნა, ჩემო
ტკბილო! ყოველ პარასკევს დილით ადრე წამოდგომა,
ფრენაფრენით დაშვება ქვემოთ, სირბილ-სირბილით.
შენც როგორ ნიავივით გამომყვებოდი უკან. ჩავივლიდით
ჯერ იმ ერთ დაღმართს, მერე მეორეს, მერე მესამეს. ჯერ
ბილიკ-ბილიკ და მერე გზა-გზა. გავიდოდით ტრასაზე და
დავჯდებოდით მორყეულ სკამზე, გაჩერებასთან. დავუწ-
ყებდით ლოდინს ნაყინის ტლანქ კაცს. ყური მქონდა გა-
ფაციცებული მისი მოტოციკლის ბღუილის ხმაზე. ხანდა-
ხან ის ქალი და სამი გოგოც მოვიდოდნენ, ჩამოდგებოდ-
ნენ იქვე, ხის ჩრდილში, ისინიც ნაყინს ელოდებოდნენ.
ერთმანეთისკენ გავიწევდით ეს ბავშვები, იქვე წავითამა-
შებდით. ის ქალი კიდე გააქანებდა კაცივით დიდ ხელს და
წაკრავდა თავში ხან ერთ გოგოს, ხან მეორეს, ხანაც მესა-
მეს. განდაგან ვდგებოდი ხოლმე შეშინებული, მარა მაინც

179
ამეტორღიალებოდნენ ის გოგოები. იმათაც თავისი ინტე-
რესი ქონდათ ალბათ, უცხოსი. ისინიც ალბათ რომელიმე
ნასოფლარს იყვნენ შემორჩენილი. რა ზაფრა მქონდა,
ღმერთო, მე იმ ქალის, რა მეშინოდა! ან რად მინდოდა დე-
და, ასე ვფიქრობდი, თუ დედებმა ასე იციან ხელის მოქნე-
ვა, თავს უჩეჩქვავენ საკუთარ შვილებს?! დედის ყოლას
დომნას ყოლა ჯობდა ასი თავით, უფრო მეტითაც, ასე მე-
გონა!
ხო მოვიდოდა ის კაცი, ბლუილ-ბღუილით. ერთი მოქ-
ცუცქნული ქალაქიდან მეორეს მიმავალი ჩვენთან აჩერებ-
და. სუ ცხვირში გვცემდა მისი მოტოციკლის შავი ნაბოლ-
ქვი. უკან მიდგმული შეფუთული მუყაოს ყუთიდან ამოი-
ღებდა ნაყინს, ჯერ ერთს, მერე მეორეს, მერე მესამეს. ორ
ცალს იყიდდა დომნა, ორივეს ჩემთვის. გული მელეოდა,
ღმერთო, იმ ნაყინზე, გული მელეოდა! ერთს ჩქარ-ჩქარა
ვჭამდი, მეორისთვის რო მიმესწრო, არ ჩამდნობოდა. ლა-
მის კბილები დამცვენოდა გაქვავებული ნაყინის ჭამით.
პირველს ჩქარა შევჭამდი, მარა მეორეს ნელა. ვლოკავდი
და ვლოკავდი, აღარაფერი იყო მერე საჩქარო. ზღვარი არ
ქონდა ჩემ სიამეს, ბედნიერებას! იქამდე ვლოკავდი, სანამ
მთლად ჯოხს არ გავუსვამდი ენას და ღრძილებს. იმ ჯოხ-
საც კიდე იქამდე ვლოკავდი, სანამ რძის გემოს ნაცვლად
მთლად ხის გემო არ გამიჯდებოდა მთლიანად პირში. მე-
რე, გაბერილი მუცლით კმაყოფილი, დაამებული ავედევ-
ნებოდი უკან ჭოკივით გამხმარ ქალს. თან მიკვირდა, თვი-
თონ სუ როარ უნდებოდა ის ნაყინი. თვალიც არ გამოექ-
ცეოდა ჩემი ჭიქისკენ. ეჰ, დომნა, დომნა! ახლა დამსვა შენ-
თან ერთად იმ ტრასაზე, ჩამონგრეულ გაჩერებაზე, გაბურ-

180
ძგნული მენაყინის ლოდინში, ქალო! რო მჯეროდეს, რო
საიქიოს გნახავ, მეგონებოდა, კიდე ერთხელ შეგხვდებო-
დი და იცი, სადა? ზუსტად რო მანდა, გაჩერებაზე, ნაყინის
ლოდინში, ნაყინის მოლოდინში! ზაფხულის სიცხისგან
ბოლადენილ შარასთან, იქვე. თავზე მზე დაგვაჭერდა,
ცხელი ნიავი დაგვიბერაგვდა, შენი შავი თავსაფრის ბო-
ლოს ააფრიალებდა პეპელასავით. აგერ, თითქოს იმ ნაყი-
ნის გემო ახლაც ვიგრძნო პირში, მარა როგორ, იცი? მძიმე
გულით, მძიმე სხეულით! სადღაა, დომნა, ის სიმსუბუქე,
ის სიხარული?!

12

მაგიდასთან ვზივარ, ღუმელთან ახლოს, წინ ტაფით მიდ-


გას შემწვარი კარტოფილი, ვჭამ და ვჭამ, ვეღარ მოვიპირე,
ვეღარ ვჩერდები. ზედ ლამის ერთი ბოთლი ტყემალი მო-
ვაპირქვავე. აღარ მინდა, მარა მაინც ვჭამ. თან გაცხელე-
ბულ თონის პურს ვატან. ვჭამ და კიდე ვჭამ, გეგონება,
ფსკერი არ ქონდეს ჩემ მუცელს. ხო ისედაც დაბერილი
ვარ, გასიებული, მარა თითქოს მინდა, ჭამით შვება მქონ-
დეს, თითქოს მინდა, ჭამამ ყველაფერი დამავიწყოს, ტვი-
ნი გამითიშოს, სუ ცოტა უკეთ რო ვიგრძნო თავი. არადა,
თითქოს სარკეში ვერაფერს ვამჩნევ, მარა მუცელზე ნაკე-
ცები უკვე ჯდომაში კი არა, დგომაშიც ხელს მიშლის. ძუ-
ძუები მაქ დასიებული, გაფუებული, ლიფიც კი ვეღარ ამი-

181
ტანია. ლიფი კი არა, ზედ მაიკის შეხებაც არ მსიამოვნებს.
არა ვარ კარგად. არაა ეს ჩემი ბუნებრივი ყოფა. არ არი.
წეღან თან კარტოფილს ვწვამდი, თან თერჯოლის საბი-
თუმოს გოგოებთან ჩამოვრეკე. ჯერ იასთან, მერე მარინას-
თან. იას ექიმი ვკითხე, საავადმყოფო, მარინას რამე სას-
ტუმრო, თბილისს დასარჩენი. ერთი ტყუილი ვთქვი ორი-
ვესთან, გავიმეორე. ისეთი გრიპი შემხვდა, საშინელი, ვე-
ღარ და ვეღარ წამოვდექი ფეხზე-მეთქი. გლახა ვირუსები
დადის, ხოო, ფრთხილად იყავიო. იამაც, მარინამაც. ჰოდა,
გადავედი მერე მთავარ სათქმელზე. მეთქი ასე და ასე. ჩემ
კაი ახლო ნათესავს, კაი ქალს, კაი მეოჯახეს, გლახა ამბავი
აქ, მგონია კიბო აქ საშვილოსნოზე და აბა, იავ, მითხარ ის
კლინიკა, ის კაი ექიმი, შენ რო იცი-თქო. შენ მეზობელს რო
დასჭირდა წინა წელს, ეგ მითხარი, სხვა არ მინდა თქო.
მითხრა, მასწავლა. ღვინიაშვილი, ეგ გვარი მითხრა. ჩემი
მაღაზიის ბლოკნოტის ფურცელზე ჩავიწერე. ახალზე.
მანდ ყველა კაი ექიმია, მარა ჯერ ამასთან მივიდეს ექოს-
კოპიახე, იმან, ჩემმა მეზობელმა, ასე ქნაო. კაი-თქო. მშვი-
დობა მოგცეთ ღმერთმაო, იმედია, არაფერი იქნებაო.
თქვენცა, იავ, გენაცვალე თქო. მერე მარინას დავურეკე ეგ-
რევე. ქალო, სადა ხარ დაკარგულიო, მარინამაც. გრიპები
მქონდა საზიზღარი-თქო. ხოო, ძაან ცუდი ვირუსები და-
დის, ფრთხილად იყავიო, ამანაც ეგ თქვა. კაი-თქო და გა-
დავედი მთავარ სათქმელზე. ასე და ასე, ჩემ ნათესავს,
ერთ კაი ქალს, გლახა ამბავი აქ, თბილისში მიდის გასასინ-
ჯად ექიმთან, დასარჩენი არსად არი და შენ რო ამბობდი,
იმ თბილისში რაღაც სასტუმროს, შენ რო რჩებოდი, “ მას-
წავლე, სად არი, რო მე იმას ვასწავლო-მეთქი. მითხრა, სა-

182
დაცაა. შესასვლელშია თურმე, იქვე, დიდი დიღმის ტრა-
სახე მდგარი. აქა და აქო, ადვილად არი მისაგნებიო. ხი-
დია რკინის, მანდ ჩამოვა, მერე გადავა იქით მხარეს და იქ-
ვე არიო. ჩავიწერე ეგეც წვრილად, მარა ცოტა გულმა და
ენამ არ მომისვენა და, გოგო, ისა-თქო, ეგ სასტუმრო ცოტა
ისეთი ხო არაა, ბოზის და მამაძაღლის-თქო. გაგიჟდა ქა-
ლი, მაგნაირს როგორ გასწავლიდიო. მგონია, ცოტა კი ვაწ-
ყენინე. ჩემი ოჯახით მანდ დავრჩი რამდენჯერ ამ ზაფ-
ხულს, ბავშვი რო აბარებდა უმაღლესშიო. წესიერი ხალ-
ხის სასტუმროა, კაი ფასითო. წესიერად მიდის და მოდის
იქ ხალხიო. კაი-თქო. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმაო. შენცა,
მარინავ, ჩემო გოგო-თქო.
კაი გოგოები იყვნენ ესენი, საბითუმოსი. ველაპარაკე ამათ
და შეიწვა მანამდე ეს კარტოფილიც. ჰოდა, დავჯექი ახლა,
ვასკდები ამ პურს და კარტოფილს. რო მოვრჩები და ამოვ-
პირქვავდები, დავეგდები და დავიძინებ. ხვალ მარშუტ-
კის მძღოლთან დავრეკავ, შემინახოს ზეგისთვის ფანჯა-
რასთან ერთი ადგილი. რო წარმოვიდგენ, რო იმხელა გხას
უნდა დავადგე, თან იმ ჩემ საძულველ ქალაქში, სუ მზა-
რავს ისედაც გაგარეგნებულ, გაუცხოებულ ტანში.
ახლა იმასა ვფიქრობ, აქ რა ვთქვა, აქაურ სვავებთან. რატო
მივდივარ თბილისში. ამათთან რომელი ამბავი დაგტო-
ვო. ამათმა ჯერ არ უნდა იცოდნენ, მე რა მჭირს, რა მი-
ჭირს. როცა იქნება, ხო გაიგებენ. არ იმალება ცუდი ამბავი.
იქნება კიდეც არაფერი მჭირს კლიმაქსის გარდა. ხო გავ-
ხდი მერე დასაცინი, თურმე კლიმაქსი ქონია და კონცერ-
ტი დადგა, ექიმთან დაიწყო სიარულიო. ნეტამც! ნეტამც

183
კლიმაქსი იყოს, სხვა არაფერი! მოვიფიქრებ რამე სათ-
ქმელს ამათთან. არ გაჭირდება მაგის მოფიქრება.
ამოვპირქვავდი, როგორც იქნა, ამოვიყორე. სუ ყელში მაქ
გაჩხერილი ახლა ეს ჩქარ-ჩქარა პირში ნატენი პურ-კარტო-
ფი'ლი. ჩაის დავაყოლებ მურაბიანს, იქნება კუჭი შევიმსუ-
ბუქო. ისაა, უნდა წამოვდგე, ტანი ძლივს წამოვწიო, რო კა-
რებზე არი ფრთხილი კაკუნი. კაკუნი ამ ღამით, ლამის შუ-
აღამეს! ხერხემალში მცრის. გვიანი არი, ამ დროს ჩემთან
ვინ მოვიდოდა? თუ ვინმე მოვა, ისიც კართან დამიძახებს,
დაუძახებლად არ შემოდიან. ვინაა, ღმერთო? რა ხდება
ჩემ თავს? თან ფრთხილი არი ეს კაკუნი, ძლივს გასაგონი.
ვინ უნდა იყოს, ნეტა, ამ კართან? ეთერო, მე ვარ, კაცის
ხმაა, კარი გამიღე. სანამ რამეს გაიფიქრებდეს ეს ჩემი ტვი-
ნი, აჰა, თვითონ მოაწვა კარის სახელურს და აგერ, ჩემ წინ
დგას ეს ვაჟბატონი! კი, ძლივსა ვხედავ ამ სიბნელეში. თან
ვხედავ, თან ვერა ვხედავ, მარა ეს არი.
შემოდი, ლამის ვიყვირო, არავინ დაგინახოს, ბიჭო, ჩქარა
შემოდი! მივკეტე, ჩავრაზე კარები, გულს ბაგაბუგი გა-
უდის. ბნელა გარეთ, ვერავინ დაინახავდა. ეთერო, გულ-
ში მიკრავს. მძაფრი სუნი აქ, სიგარეტის სუნად არი აქოთე-
ბული. ეტყობა, 'ხის ამ თავის ტრაილერზე და ეწევა, სხვას
არ აკეთებს აღარაფერს. შენ გასულელდი, ხო? ლამისაა,
სიბრახისგან ხმა ჩამივარდეს. ლამისაა სახეში ვეცე, შევან-
ჯღრიო. როგორ მოვიდა? ვინ დაინახა? ვინმემ დაინახა?
არავის დავუნახივარ, ბნელა. ისე ბნელა, თვალთან თითს
ვერ მიიტან, ეთო. მეორე გზით წამოვედი, მოკლეთი, ნუ
გეშინია, არავინ შემხვედრია, გოგო. რომც შემხვედროდა,

184
ნახე, ვინ მიცნობდა, თავზე ისვამს ხელს. ვერავინ მიხვდე-
ბა, რო მე მე ვარ. ლანდივით შემოვედი. ახლა ვამჩნევ, თმა
გადაუღია თითქმის ბოლომდე. ბაღში რო ვმუშაობდი,
ტილიან ბავშვებს მივდგებოდით და დავხოტრავდით თა-
ვებს, ისე აქ. რაღაცა ფრინველს გავს, უცნობს, უცნაურს.
მანქანა? მანქანით ხო გიცნობენ? თვალწინ მიდგება ჭიშ-
კართან დაყენებული თეთრი მარშუტკა. მანქანა სადგურ-
ზე დავტოვე, იქა მყავს გაჩერებული. ტრაილერია, უცხო.
იმას ვინ იცნობს? ფეხით მოვედი, ქალო. ღმერთო, მე კიდე
უცებ მეგონა, რო ისევ მარშუტკით დამადგა თავზე! კიდე
გულში მიკრავს. ახლა ვამჩნევ, ხელში რაღაცა დაუჭერია.
საჩუქარია, შენ მოგიტანე, მიცინის. კი მიცინის, მარა სხვა-
ნაირია. დაღლილია, გატეხილი, მობერებული. იქნება
ისევ ისეთია და ამ აღებულ თმაში ჩანს უფრო ბებერი? შე-
მოდი, მოდი. როგორც იქნა, ვაძლევ უფლებას. ჰო, მოდი,
მოდი. კი, ბნელა გარეთ. მანქანაც თუ გარეთ დატოვე, შე-
მოიპარე, მართალი არი, ვერავინ ვერ დაგინახავდა. მოდი,
შემოდი. ახლა გარეთ მარტო მაწანწალა ძაღლია მართლა.
რომც დაენახე ვინმეს, ან ვინ გიცნობდა? მე ძლივს გიცანი.
რას გავხარ, ბიჭო!
მოდი, დაჯექი მაგიდასთან, ჩაი არ გინდა? შუქს ვაქრობ
წინკარში, კარებსაც ვრახზავ. ეგონოთ, მძინავს. შუქი მაქ
ჩამქრალი, კარგად შეხედეთ! ფარდას ვაფარებ. არავინ მო-
ვა ასე გვიან, კიდე ვინ მოვა? მოვა და დავმალავ უცებ, ტახ-
ტში შევაძვრენ. კინოში როა, ეგრე დავმალავ. ლამის გამე-
ცინოს შტერი ქალივით. ეგრე რა, გოგო, შენც გაიცინე, მეც
გამაცინე, არ გიხარია ჩემი დანახვა? დგება და კიდე ჩამიკ-

185
რავს გულში. კიდე ცხვირ-პირში მცემს ამის ტანს გამჯდა-
რი თამბაქოს სუნი. იქით გაიწიე, სუნი გაქ სიგარეტის.
დამშვიდდი, ეთო. ახლა დამშვიდდი. მართლა ვერავინ
დაინახავდა. ასე გვიან გარეთ ვინ არი? ასეთ ამინდში? არ
უნდა გეთქვა, რო მოდიოდი? ვეღარ ვითმენ, ეს რო არ
ვუთხრა, პირში არ ვეცე. რა, არ უნდა ეთქვა, მართლა და
მართლა? ასე თავზე დადგომა გაუფრთხილებლად, რა მო-
იგონა? პატარები ვართ, ბავშვები ვართ, არ ვიმალებით?
რო შეამჩნიონ, აქ რო არი, სადღა წავიდე? ღმერთო, მიშვე-
ლე!
კაი, კაი! ღამეა ახლა, ყველგანა ბნელა. დამშვიდდი ერთი
და მოუსმინე, ამას რა უნდა, რატო დაგადგა ამ შუაღამეს.
არ მოგენატრე, გოგო?ზის იმ სკამზე გვერდმოქცეული,
ლეკვივით მომჩერებია. კიი, მომენატრე, მეც ჩამოვჯდები.
რა ვიცი, მენატრებოდი? მახსოვდი, ნეტა, ეს დღეები? ეთე-
რო, მშვიდობა ხო გაქ? ტელეფონი გაქ გათიშული... ხე-
ლებზე უნდა წამეტანოს, ალბათ კიდე გულში ჩამიკრას. ამ
გზაზე მოვხვდი აქეთკენ მხარეს, ცოტა ხანი გადმოვუხ-
ვიე, არაფერი დაშავდებოდა. სიურპრიზად შემოგიარე.
ფრთხილად მოვედი, ეთერ, ნუგეშინია. ნუ მეშინია! მო-
დი, აბა, ნუ შეგეშინდეს! უი, ტელეფონი გათიშული მაქ?
სუ არ ვიცოდი, თუ გამეთიშა. კი გამიკვირდა, ისე, სანამ
იასთან დავრეკავდი, ჩამქრალი დამხვდა. გაფუჭდა მგო-
ნია, მერე მივიტან შესაკეთებლად. ვათვალიერებ. ისე მე-
ნატრებოდი, ეთერო, ყელში მიჭერდა. რაღაცა უცხოა, უც-
ხო კაცია, თუ მეჩვენება? მოჭმუჭნული კანი კიდია ნიკაპ-
თან, ადრე არასდროს შემიმჩნევია. შენი საჩუქარია ესა,
ლახათლუხუბმი. გეგონება, მართლა უცხოა. დიდი მად-

186
ლობა, რატო შეწუხდი. მართლა ფრინველს გავს, კისერ-
წაწვეტილს. გამხდარა უფრო, თვალები აქ გადიდებული.
გასაპარსია, მოუვლელია რაღაცნაირად. არ გშია? ცალი
ყბით ვამბობ, გულის გარედან. გაგიხსნი, აგერ, ამ ლახათ-
ლუხუმს. კოლოფს დავწვდი და გახსნას ვაპირებ. არა, არ
მშია, არ გადამივა ყელში, ეთერო. როგორ ხარ, გოგო? რო-
გორა ხარ მაღაზიაში? ხო ისევ მოდიან ჩვენი ბიჭები? რა
ვუთხრა ახლა ამას, რა უნდა ვუთხრა? რა ვიცი, აბა, კარგა-
და ვარ, როგორ ვიქნები? მე ხო, მარა ეს რატო არი ასე ბეჩა-
ვად? აგერ, საროჩკაზე ლაქა ემჩნევა, ჯინსი აცვია, ესეც გა-
სარეცხი. რა იყო, ბიჭო, მოგაკლდა სისუფთავე, ცოლის ხე-
ლები? შენი საქმე როგორ მიდის, შენ ეგ მითხარი. სხვა რა-
ღა ვკითხო? რა შევეკითხო? კარგად, კარგად ეთერო, ბევ-
რი საქმე მაქ. ბევრს დავდივარ, სუ გზაში ვარ გამოდებუ-
ლი. ახლა მასალა დამაქ მშენებლობის იქიდან აქით. მანქა-
ნაშივე მძინავს დღეები. იცი, რა კარგად მოვაწყვე, გინდა
განახო? კაი ბალიში, კაი საბანი, კაი საწოლი, ცალებად მი-
ცინის. ამ წარბებში ამდენი ჭაღარა როდის ქონდა გამო-
ფურჩქნული?
რამდენი ხანი უნდა იყო მაგ ტრაილერზე? ჩაი არ გინდა?
ამას რო ვათვალიერებ და ლაქებს ვუთვლი შარვალ-სა-
როჩკას, ჩემი სახლი, ნახე, რასა გავს! ღმერთო, რასა გავს
აქაურობა! მაღახია კი აქ წკრიალა სხვის დასანახად, მარა
სახლში თურმე რა ფეთხუმია, რა ბინძურიო, არ გაიფიქ-
რებს”? ეს მაგიდაა ნამცეციანი, სამი დღე არი, არ გამიწმინ-
დავს. გაურეცხავი ჭურჭელი ერთმანეთზე მაქ დახვავებუ-
ლი. ჩემი გრძელი თმა ყველგანა ყრია. ან მე რას ვგავარ? არ
მინდა ჩაი, მალე უნდა გავიქცე, ეთო. კი მინდა შენთან, მა-

187
რა გასაქცევი ვარ. აბა, კაცები ვერ ამჩნევენ სიბინძურესო.
ნეტა ასეა? ასე იქნება! აბა, სად ქალის თვალი და სად კიდე
კაცის! რავი, ეთერო, მძიმე შრომაა. გასაძლებია. კაი ფუ-
ლია, კარგად მიხდიან. ამოვასუნთქებ ჩემებს, როგორც იქ-
ნება. ახლა ეს სუ ვერ ამჩნევს აქაურობას, გატეხილია რა-
ღაცნაირად. უძინარია, ასე მგონია. ტყუილად ვიტკიებ ამ
თავს ისედაც. ან თუ იფიქრა, რო ბინძური ვარ, იფიქროს,
რა ვქნა. მეც ახლა პატარძლად შევალ ამის ოჯახში, თუ რა
იქნება? შენ როგორა ხარ, გოგო, ახლა ეგ მითხარ. ვზივარ
და ვფიქრობ, რა ვქნა, რა ვუთხრა? არ ვუთხრა? ვუთხრა?
ვუთხრა, რა ვუთხრა? ძაან გლახათ ვარ, მგონი კიბო მაქ, ეგ
უნდა ვუთხრა? ეგ ვუთხრა მართლა? კარგად ვარ, კარგად.
ძველებურად ვარ.
ვუთხრა, მოვშხამო? მარა ამის ფორიაქი ცალკე შემიძლია?
არ შემიძლია! შეხედე, როგორ საწყლად მიმჯდარა აგერ,
კუთხესთან. მოკუნტულია, მოტეხილი, დაბერებული, გა-
უპარსავი. იღლიებიც უყარს, მგონია. აღარ გიყვარვარ? აი,
ამის კითხვაღა მაკლდა. ესღა მაკლდა, რა! მე რა, კარგად
ვარ? სკამზე ძლივს ვზივარ, შუბლზე ოფლი მასკდება. ლა-
მის მუცელზე მადევს ძუძუები, საკუთარი სიმძიმე მახ-
რჩობს. მიყვარხარ, აბა, არ მიყვარხარ? მეტი რა ვუთხრა?
საწყლად მიღიმის. ძუძუსკენ მოაქ ხელი, ვაიმე! ხელი! არ
შემეხო, თორე შეიძლება აქვე მოგკლა, დაგასამარო! სალა-
პარაკოდ მოვედი შენთან, გოგო. სათქმელი მაქ მნიშვნე-
ლოვანი, ხელი უკან წაიღო, ნირი გაუტყდა. კიდე კაი, სატ-
ყნაუროდ რო არ მოხვედი! ისე ვარ ახლა, გაგიძახებდი მა-
შინვე გარეთ, მაგისთვის რო მოსულიყავი! მისმინე, აბა!
იცი, როგორ ვარ? ბიშობის მერე აღარ ვყოფილვარ ასე,

188
ეთერო. სუ შენთან მინდა, შენზე ვფიქრობ დილას და ღამე.
წამოდი ჩემთან თურქეთში, ეთო. იქ გადავსახლდეთ. დავ-
რჩეთ ორივე. რას ბოდავ, ბიჭო? წამოდი, ეთო. აჰა, კიდე
თქვა! ხმაში იმდენი მუდარა აქ გამორეული, ლამის იტი-
როს. წამოდი, უკან კაბინა ისე მოგიწყო, დედოფალივით.
მერე სულაც იქ დავრჩეთ. დავტოვოთ აქით ყველაფერი,
არ მოვიხედოთ, გადავიკარგოთ. ნაცნობები მყავს იქით,
ბევრები. გვიშოვნიან ორივეს საქმეს. მე ტრაილერზე ვიჯ-
დები ისევ, კაი ფულია. შენ კიდე იპოვნი რამეს ადვილად,
სასტუმროს ან სახლს რამეს, დასალაგებელს.
შენი ჭირიმე?!!! ახლა ეს მესმის მართლა თუ მომეჩვენა?!
რას ბოდავ, ბიჭო!!! რა თქვი, რას ვიზამთ? ახლა ცოტა ში-
შით მიყურებს, ისე ამომდის ეს ხმა პირიდან. რას ბოდავ,
ნეტა, ერთი ვიცოდე! შენი ჭირიმე! ახლა სხვისი სახლი მა-
ლაგებინე, გადამთიელის! ვითომ ჩემი არ მეყო, მთელი
ცხოვრება! კიდე ვიყო მოსამსახურე? აღარასოდეს! ადვი-
ლი არი იქ სამსახური, ეთო, მალე ვიშოვით. ერთად ვიქნე-
ბით. გიჟია ესა! რა, გადახვეწა რო მდომოდა, შრომა და ჯა-
ფა უცხო მხარეში, მე ვერ ვიზამდი? ფეხს ვერ დავკრავდი?
რა დამიჭერდა! მარა არ მინდა! არ მინდა ხეხვა, წმენდა,
ლაგება, უთო-სარეცხი! ჩემი ცხოვრება მინდა რო მქონ-
დეს! ჩემი სიბერე! ეგრე რატო მიყურებ, გოგო? ჩუმად რა-
ტო ხარ? მითხარი რამე. ნეტა რა გითხრა? რა უნდა გით-
ხრა? ახლავე ავდგე, გამოგეკიდო? თავიდან მომწყდი! გა-
დაიკარგე! შემარგე ის დღე, რაც დამრჩენია! შიშით ვიხდი
ყოველწამს ნიფხავს შესამოწმებლად, კიდე რამე თუ გამი-
ვიდა! შიშით ვითვლი, რამდენი წუთი დამრჩა სიცოც-
ხლის! ექიმთან წასვლა ძლივს გადავწყვიტე! ძლივს ფეხი

189
ავდგი იქ წასასვლელად, გული მისკდება! ერთად ვიქნე-
ბით! მოვშორდებით აქაურობას, მთლად მოიკუნტა, დაპა-
ტარავდა. ერთად ვიქნებით თუ არა, გიცნობ, ვინა ხარ?!
როგორც მოხვედი, ისე წახვალ ჩემი სახლიდან! ჩამოიარე,
გაიარე ჩემ ცხოვრებაში, სხვა არაფერი! არც არასოდეს ინ-
ტერესი მქონია იმის, იქით ვინა ხარ! სახლში ვინა ხარ,
ოჯახში ვინ ხარ! ცოლი ვინა გყავს და ნათესავი! წადი,
იჯექი მაგ ტრაილერზე, შენ თავს მიხედე, შვილს და შვი-
ლიშვილს! ან მე რა ვიცი, სახლში ვინა ხარ?! რამე თქვი,
ეთერ, რა იქნება, რამე მითხარი. თავიდან მომწყდი! რო-
გორც მოხვედი, ისე წადი ახლა აქედან! ჩემ გემოზე მაცა-
ლეთ ყოფნა, ჩემთვის ცხოვრება! მინდა ავდგები, მინდა
დავწვები, მინდა დავგვი და მინდა დავიბან! არ მინდა? არ
გავაკეთებ სულაც არაფერს! წადი ახლა, ხო მოდი? წადი!
უნდა წახვიდე! ახლა წადი, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ.
ძლივს ამომდის ეს ხმა ყელიდან, გეგონება, დიდი ურდუ-
ლი დამკიდეს სასას. ჩაქინდრულიზის, ჩუმადა ვართ, და-
დუმებული. ღუმელში შეშამ გაიტკაცუნა, ეგ არი და ეგ, სუ
სიჩუმეა. ტელევიზორიც არ მაქ ჩართული, იმის ხმა მაინც
შეავსებდა ამ მდუმარებას. რა საწყლად ზიხარ, ბიჭო! ვი-
ცი, გიყვარვარ, აგერ, ცხოვრებას გეგმავ ჩემთან კიდევაც.
მარა ახლა დამტოვე. თვალი გავუსწორო ჩემ ცუდად ყოფ-
ნას, ავადმყოფობას. მშვიდად ყოფნა მინდა მაცალო. ან რამ
მოგიყვანა ამხელა გზაზე ამის სათქმელად, ამ სისულე-
ლის? რაც იყო, იყო ჩვენ შორის, მორჩა! ჩვენ ასაკში დიდ-
ხანს ვეღარც გაგრძელდებოდა. დავიოკეთ ეს ხორცი, მორ-
ჩა! მიხედე ცოლ-შვილს. აგე, ჩემი ხორცი ხორცადაც აღარ
ვარგა, ასე მგონია. მე მოვილიე. რაც იყო, იყო. კარგი იყო

190
და წადი ახლა, ადექი ნელა! არც ვიცი, ვინ ხარ შენ სახლში,
რანაირი ხარ! აქ კი მლოკავ და თავზე მევლები, მარა სახ-
ლში, ვინ იცის, რანაირი ხარ? ბზუი, ჭუჭყუნებ, მოვლას
ითხოვ, მომსახურებას? თავზე ხელის სმას? არ გიცნობ,
ვინ ხარ! და არც მინდა, რამე ვიცოდე! ან ამზღაპრის თვი-
თონ რო გჯერა, რასაცა ყვები, რაც შეთხზე შენთვის. იჯექი
რულთან და თხზავდი ზღაპარს გაქცევაზე, გარიდებაზე!
სადღაც წასვლაზე, იქ ცხოვრებაზე! ოცი წლისა ვარ, ტვინი
ამერიოს? გაქცევის მჯეროდეს, სადღაც თურქეთში ქვაზე
დასახლების, ცულისპირზე ძილის, ნატვრის ახდენის?
ოცი წლის არ ვარ! აღარ მჯერა ზღაპრის და შენ რატო გჯე-
რა ამ სიბერეში? თავს რას იტყუებ?
კაი, წავალ მე ახლა, მძიმედა დგება, მხრებჩამოყრილი,
იფიქრე, ეთო, რაც გითხარი, და მოიფიქრე. დღეს-ხვალ
დავრეკავ. ახლა სარფის გზაზე უნდა წავიდე. კარისკენ მი-
დის, მეც მძიმედ უკან დავედევნები. ხო, მოვიფიქრებ,
ამასღა ვამბობ, ესეც ძლივს მომდის ენა-სასიდან. გეგონე-
ბა, ხორხზე მაქ ჟანგი მოკიდებული, მორჩა ჩვენი ფანდურ-
ზე დაკვრა. მორჩა, დამთავრდა. ლამის ცრემლი ჩამიდგეს
ორივე თვალში. მარა აღარ გამოვა აღარაფერი. აღარ გამო-
ვა.
კართან არი და უნდა გააღოს, მოტრიალდება. ეს სიყვარუ-
ლი, იცი, რასა გავს? შემოდგომას გავს, ეთო. ბოლო არი,
უკანასკნელი. კისერში მკოცნის, ექოსავით მცემს ძვლებზე
ძველი ჟრუანტელი. და სანამ მე რამეს ვეტყვი და მოვი-
ფიქრებ, სიბნელეს არი შერეული, გამქრალი არი. წინ მარ-
ტო ღამეა, ბნელი და მრუმე. ჩქამი არ ისმის.

191
ნეტა არც ახლა დაგინახავდეს ვინმე გხაზე, შე შტერო კა-
ცო! შე პოეტო! თავარეულო!

13

კაი ხანია ავტობანზე ვართ, მარა ახლა ვარ გლახად, ძაან


გლახად ვარ. იმხელა უღელტეხილი გამოვიარეთ, თან
ორი, ერთი კი არა. იქ არ ვყოფილვარ ასე წამხდარი. რო-
გორ მერევა
გული, ღმერთო, ნეტა იცოდე. თან ვერა ვხვდები, ამ ყვავი-
ლების ბრალია? არა? მგონი ამ თეთრების განსაკუთრე-
ბით. ამათ სუნზეა, რო მაზხიდებს, თავბრუს რო მახვევს.
ხაშურში გავაჩერებინე, იქ ვიყიდე ეს ჯოჯო ყვავილები.
მანამდე, ჯერ კიდე გამოსვლამდე, ჩვენ სადგურში შორენა
რო დავინახე წინ გამოჭიმული მარშუტკაში, ზედ გულზე
მეცა. გადაწყვეტილება მაშინ მივიღე, უკვე საბოლოოდ.
მივუბრუნდი დათოს, მძღოლს და იქვე ვუთხარი, ხმის
ამაღლებით. ხაშურში უნდა გამიჩერო ორი წუთი, ვენოკი
მაქ საყიდელი-თქო. იქ კაი ვენოკები იციან, იქ უნდა ვიყი-
დო, აქედან წაღებას აზრი არა აქ, ამხელა გზაზე რომელი
ვენოკი გაძლებს, ყველა ყვავილი ხელში ჩამაჭკნება-მეთ-
ქი. ლამის მთელმა მარშუტკამ თვალები ჭყიტა, სავსე იყო
თითქმის, როცა მივედი. ვთქვი ეს, გამოვაცხადე და დავ-
ჯექი ჩემ შენახულ სკამზე, იქვე, ფანჯარასთან. შორენამ
გადმოაგდო ენა, რა თქმა უნდა. სად მიდიხარ, ქალო, რა

192
ხდება შენ თავს, მშვიდობა გაქო? მეთქი, ასე და ასე, თერ-
ჯოლის საბითუმოს გოგოს, ჩემ კაი ამხანაგს, ძმა მოუკვდა
თბილისში, მთასავით ბიჭი. ჰოდა, დიდ დიღომში დაკ-
რძალვაზე მივდივარმეთქი, სხვა გზხა არ არი, მკვდარსაც
და ცოცხალსაც საჭიროა პატივი ვცე-თქო. უი, ცუდ ამბავ-
ზე კი მიდიხარო. აი, მეკი მივდივარ კაი ამბავზეო, თან
ხმამაღლა თქვა, ყველას გასაგონად, მასწავლებლის ტრე-
ნინგია დიდი, უცხოელი ექსპერტები არიან ჩამოსული
აქით-იქიდან, კაი სასტუმროში ვრჩები, კაი ხალხში, კაი
ფურჩეტებში ვიქნები ეს ორი დღეო, ისე ხმამაღლა გამოაც-
ხადა, მარშუტკის იქით გაიგონეს, ასე მგონია, ამის ამბავი.
ჯიბრით მითხრა, შემახარბა ამხელა ქალმა თავის ჭკუით
თავის ტრენინგი. ეს შტერი ქალი. ხოო, მე ასეთ ამბავში
მივდივარმეთქი. კარგად მოვიფიქრე, კაი ტყუილი. კმაყო-
ფილი ვარ ჩემი თავის. თან ჩემი ვენოკით ჩამოვალ დიდ
დიღომშივე, მოვისვრი მერე ამას, აბა რად მინდა. საწო-
ლის თავთან ხო არ დავიდგამ. მივალ მერე მშვიდად და
წყნარად იმ სასტუმროში, ამათ თვალებს და ინტერესს
მოწყვეტილი, დავიძინებ, გამოვიძინებ და ხვალინდელი
დღისთვის გავემზადები. ხვალ მძიმე დღე მაქ, ექიმების,
ავადმყოფობის.
მივეგდე აგერ, ფანჯარასთან, ცალკე სკამზე და კარგად ვი-
ყავი მთელი გხა, სანამ ამ ვენოკს ვიყიდიდი, სანამ ამის სუ-
ნი გულს ამირევდა. მძაფრი სუნი აქ, რაღაცა საწამლავი აქ
მგონია ზედ გადასხმული, დიდხანს რო შეინახოს ეს სიფ-
რიფანა ყვავილები. მარა ვერ ვიგებ, ყვავილის სუნია თუ
მართლა წამლის. თან ტკბილი სუნია, თან მწკლარტე,
მძაფრი, სუ ტვინში მირტყამს. კალთაზე მიდევს აგერ,

193
სხვაგან სად დავდო? ვერსად ვერ დავდებ, ისე ინჯღრევა
ეს მარშუტკა. სადმე რო დავდო, დააყრევინებს ყველა
ფურცელს და ყველა ფოთოლს. მართალი რო გთქვა, დი-
დი ხანი არ მირჩევია. აბა, სად იყო მაგის დრო დაზედ კი-
დე ნერვი. მთლად იაფიც არ მიყიდია, საშუალო ფასის
ავარჩიე, მაგ ფასიდან ყველაზე კაი, რაც მომეწონა. ამათ
გათქმევინებდი ახლა, ერთ მარშუტკა ხალხს, ამხანაგის-
თვის, იმისი ძმისთვის კაი ვენოკი დაენანაო. მარა ამისი
ყიდვაც რო არ შემარგო ამ გველმა ქალმა. შეავლო თვალი
და მომახალა, ქალო, კაცი ხო მოკვდა, შენ კიდე ქალის ვე-
ნოკი გიყიდიაო. რა ქალის ვენოკი-თქო, ქალო, თავში ამას-
ხა. ნაზი ყვავილები აქ ზედო, ქალის არი ეგ ვენოკიო. ქა-
ლო, ჩვილის პილიონკა ხო არ არი, რო ქალის და კაცის
იყოს-მეთქი, გადავირიე. ამყვნენ მერე იქითა უბნის ქალე-
ბიც, ერთიც, მეორეც. იქვე ისხდნენ ეგენიც, ახლოს. ქალო,
ვენოკი ვენოკია, რას იგონებო. მეთქი ეს კუდიანი რამესა
ხვდება? ხო არ მიმიხვდა ტყუილს ნეტა-თქო, ცოტა კი გამ-
ცრა თავში და ტანში. მარა ჩაკმიდა ხმა და თავი ჩაქინდრა.
ჩაეძინა, მადლობა უფალს! ჰოდა, ახლა ვზივარ ამის სისი-
ნისგან დამშვიდებული, მარა გული მერევა. როგორ მერე-
ვა გული, უფალო!
დრამინა კი მაქ დალეული, მარა რო არა მთიშავს, ვეღარ
გამთიშა. ტვინი წამით ვერ მომდუნებია. თან ვითომ
მთვლემს და თან კიდე ვერა. გულზე გამიდის ბაგაბუგი,
გულის ხმა ყურში მაქ, ყურებში მესმის. თან კუჭი და საყ-
ლაპავი მეკუმშება, ორივე ერთად.

194
ვუყურებ ახლა ამათ ცალი თვალით, ზოგი ზუზუნებს,
ლაპარაკობს, ზოგს კიდე სძინავს თავის კანტურით. ჩემი
ამბავი ხო მივა როდესღაც ამათ ყურამდე. ნეტა რას იზა-
მენ, ან რას იტყვიან? გლახა ამბავი ქონია ეთოს, ასე იტყვი-
ან. კიბოს არ ახსენებენ, სახელს არ იტყვიან. გეგონება, რო
ახსენონ, თვითონაც რამე მოუვათ, თვითონაც ცუდი და-
ატყდებათ თავს. ცოტა ნიშნის მოგება ექნებათ ხმაში, ცო-
ტაც სიხარული, ბევრიც სევდა, მოჩვენებითი. რა სიხარუ-
ლი იქნება, იცი? რო თვითონ გადარჩნენ. რო ამ ჯოჯოხეთ-
მა ჩემთან დაივანა, მაგათთან არა. მე ამირჩია.
ღმერთო. არ გამწირო სასიკვდილოდ, გემუდარები. აგერ,
კეფაზე ჩემი იმედის ყვავილი ახლაც მიღვივის, მერე რა,
რო მერწყევინება. იქნებ გადავრჩე. იქნება სულაც არ არი
სხეულს მოდებული. ამომიღონ ეს საშვილოსნო, საკვერ-
ცხეები, რაც არი, არი. მეც რა, რაში მჭირდება ამიერიდან.
ან რაში მჭირდებოდა გინდა აქამდე. ნეტა იმას თუ ვიზამ
მერე, რასაც ვშვებოდი? თეძოს მოვუჭერ და რამეს ვიგ-
რძნობ? ვაიმე, რა გლახათა ვარ! რა სუნი აქ ყვავილს, რო-
მელიღაცას. მგონია, ამ თეთრს, დამახრჩო, მგუდავს.
უნდა გავუძლო. სხვა გზა არ არი. დიდი-დიდი, ერთი სა-
ათის გხა დაგვრჩენია, მეტი ხო არა. ცოტაც და, კარგად იქ-
ნები, ქალო! გადახვალ მარშუტკიდან, ჰაერს ჩაისუნთქავ.
გამოიკეტები დღეს შენთვის იმ სასტუმროში და ხვალ კი-
დე წახვალ ექიმთან. ის კაი ამბავს გეტყვის, გულს გაგიხა-
რებს. დაბრუნდები მერე უკან, ფრთები გექნება სუ გამოს-
ხმული. დაუბრუნდები შენ სახლს, შენ ცხოვრებას, შენ მა-
ღაზიას. ოი, რას არ მივცემდი, ლმერთო, ახლა იქ ვიჯდე!

195
ჩემი მაღაზიის ნესტის სუნი მცემდეს სახეში. საღამოს პი-
რი იყოს, დღე გადასული და მეც სახლისაკენ ვაპირებდე
ნელ-ნელა წასვლას, ჩემ ღუმელთან, ტახტზე მიწოლას.
ხმაჩაგდებულ ტელევიზორს შევჩერებოდე და კატასავით
ვთვლიმო ღამემდე.
ან როგორ მეზარება ეს თბილისი, როგორა მზარავს. თერ-
ჯოლა მიყვარს და ქუთაისი, მარა რანაირად მძულს თბი-
ლისი, ღმერთო! როდის ვიყავი ბოლოს აქეთკენ? აღარც კი
მახსოვს. საბითუმოებს რო ვეძებდი მაღახიისთვის, ასი
წლის წინათ. დავდიოდი გხააბნეული ამდენ ადგილას,
თავსა და ბოლოს ვერ ვუგებდი ამხელა ქალაქს. ჩემ მოტ-
ყუებას ცდილობდა დიდი, პატარა, თავგხას მიბნევდა.
გულს მიწვრილებდა ამდენი ხალხი, მათი ხმაური. მაშინ
იყო, რო გამიმართლა. მთლად ნირწამხდარი ვბრუნდებო-
დი, გადასასვლელ ხიდთან ლალი რო შემხვდა, გასავათე-
ბულს. სასწავლებლიდან იყო ეგეც, ქუთაისიდან. იმან
მიცნო, მე ვერ ვიცანი. ჩამოვდექით იქვე ხიდზე, ხან ესა
ვთქვით, ხან კიდე ისა. არ დამიმალავს, მაღაზიას ვხსნი-
მეთქი ჩემთან, საბითუმოს ძებნაში ნერვი დამაწყდა. იმა-
ნაც, ქალო, აქ რა ნერვს იშლი და ირევ გხა-კვალს, თერჯო-
ლაში გეტყვი ჩემ გოგოებთან საბითუმოს, საუკეთესოს, მა-
გაზე კაის აქ სად ნახავო. იმან გაიხაროს! ყველა ღმერთი
ყავდეს მფარველად. ლალიმ დამაყენა თერჯოლის გზაზე.
სუ ვლოცავ ხოლმე იმის მერე, მოკითხვას ვუთვლი. ეჰ, ნე-
ტა იმ დროს! კარგად ვიყავი, სიცოცხლით სავსე.
რა იყო ჩემი ცხოვრება, აბა მითხარი! წამში გაირბინა.
ვინ„მეს რო ეთქვა, აბა, ეთერო, შენი ცხოვრება მომიყევი,

196
რას მოვყვებოდი? სიბერის გეგმვას? საყვარელი რო გავი-
ჩინე ბოლო დღეებში, ან იქნებ მაგას? სხვის სამსახურში
რო გავატარე ყმაწვილქალობა? რას მოვყვებოდი? სხვა რა
იყო ჩემი ცხოვრება, თავგადასავალი?
ეს რაა? რატო მირეკავს ეს ტელეფონი? ჩაურთველად ჩავ-
დე ჩანთაში, ეგზუსტად მახსოვს. თვითონ ჩაირთო კიდე
ეტყობა. სად ჯანდაბას ხარ? ვეღარ ვიპოვნე! აგე, ძლივს,
ვხედავ. ძლივს! აგერ არი. რაღაცა გრძელი ნომერია, უცხო,
ალბათ თურქული. ვაჟბატონს კიდე გავახსენდი, კიდე მი-
რეკავს! კაი დრო ნახა ტელეფონზე სალაპარაკოდ! მომ-
ცილდი ახლა! უნდა გამოვრთო! გამოაღვიძა მთელი მარ-
შუტკა! ვაიმე, დედა! ამ მობილურის ძებნამ, ჩანთაში ჩიჩ-
ქვნამ რეტი დამასხა! ვაიმე, ღმერთო, თავბრუ მესხმის! ვა-
იმე, როგორ მერევა გული!
დათო, გამიჩერე! ლამის ვიკივლო. ისე ვიკივლო, ადგილ-
ზე შეხტეს მთელი მარშუტკა. რა იყო, ქალო, რა გულს მი-
ხეთქტავ, სარკეში იყურება, ისე მიყვირის. ცუდად ვარ, ბი-
ჭო, გამიჩერე, ახლა მუდარა მერევა ხმაში. სად გაგიჩერო
ასე უცებ, ავტობანია, კიდე მიყვირის. რა გაღრიალებს, შე
დებილო, ძაან ცუდად ვარ! გეგონება, მიწა მეცლება,
თვალს მიბნელდება. გეგონება, ყელს ამომასკდეს მთელი
საყლაპავი. აჰა, შეანელა ახლა მგონია. აჰა, გაჩერდა! რო-
გორც იქნა! გადააყენა! კარებს ეჯაჯგურება აგერ შორენა,
თვალები აქ შიშისაგან გადაყვლეპილი. გააღე, ქალო,
დროზე გააღე, თორე დაგარწყევ მაგ სათუთად მოვლილ
კაბაზე. აჰა, გააღო! სად მიგაქ, ქალო, ყვავილები, აგე მეძა-
ხის, მარა ხელის გაშვების დრო და ღონე მაქ? ვენოკს ხელი

197
გავუშვა, ღონეც კი არ მაქ. სუფთა ჰაერი სახეში მცემს და
აჰა, მომვარდა ტალღად ისე, რო ძლივსღა ვასწრებ ფეხის
გადადგმას. გადახრას ვასწრებ, მარა ვენოკზე ხელის გაშ-
ვებას ვერა. აჰა, ერთი და ორი და კიდე სამი, კუჭი ლამის
ამომივარდეს. ყელი მეწვის და მენასკვება, მარა შვება მაქ!
აჰა, თვალებშიც გამოვიხედე! აგერ ვხედავ, ჩემი საუზმე,
მაწონი პურთან სუ თეთრ ფაფად აქ დაფენილი ჩემ ლამაზ
ვენოკს.
წელში ვსწორდები, როგორც იქნა, და სულს ძლივს ვით-
ქვამ. ვაიმე, ღმერთო, ამოვისუნთქე! თავბრუ კი მესხმის,
მარა უკეთ ვარ! გააფუჭე ვენოკი, ქალო? შორენა არი, ზურ-
გთან მკიდია მისი მჭახე ხმა. ხო, გავაფუჭე! იქვე ვაგდებ,
ჭირს წაუღია ეს ყვავილები! მოვტრიალდი და მთელი
მარშუტკა მომჩერებია, თავის სკამებზე დაჭედილები, არ
ინძრევიან, თვალები აქვთ გადმოქაჩული. წყალი მომე-
ცით, ვეუბნები. თავბრუ თითქოს კიდე მეხვევა, ნარწყევის
გემო მიდგას მთელ პირში. რომელიღაცა წყლის ბოთლს
მაწვდის და ახლა ცოტა იქით გავდივარ, განზედა ვდგები.
წყალს პირში ვივლებ, ცოტასაც მოვსვამ, უკან ვბრუნდები.
ძლივს მიმაქ ტანი ჩემ სკამამდე. თვალი არავის შევაფეთო,
ამასა ვცდილობ. იმის თავიც არა მაქ, შემრცხვეს. ბებიათ-
ქვენისამ, თქვენ აღარ გირწყევიათ აღარასოდეს! ყველა კი
ფხიხლად არი, გამოიღვიძეს. დავჯექი, ფანჯარას ვეკვრი,
ამათ მხარეს არც ვიხედები. წავედით, ქალო? ხო კარგადა
ხარ? დათო მეძახის კიდე სარკიდან. წადი, წადი, პასუხს
ჩემ მაგივრად სცემს ეს ქალბატონი. ხო, წადი, წადი. აჰა,
დაიძრა კიდეც

198
მანქანა. გხაზე დაგდექით. ახლა უკეთ ვარ. რა ჭამე, ქალო,
ასეთი, კი მარა? ეშმა არ ასვენებს ამ ქალს, მთელი ტანით
ტრი ალდება, აქით მიყურებს. ცეცხლი და ნავთი!!! ახლა
ვუყვირებ.

***

ამ რაღაცა ჟეშტის ხიდზე სუ ფეხების კანკალით გადავდი-


ვარ. ქვემოდან ხმაური ამოდის, აქედან ერთი გხატკეცი-
ლის და იქიდან მეორის, გონებას მირევს ცალკე ამდენი
მანქანა და ცალკე იმათგან ამოსული მოწამლული ოხშივა-
რი. გადავდივარ და ამ ხმაურისგან თუ ჩემი სიმძიმისგან
ეს ხიდი ისე ზრიალებს, ირწევა, გეგონება, ეგაა, ჩავვარდე-
ბი. ცალკე ამაზე მისკდება გული. ხო ცუდადა ვარ, მარა მა-
ინც მიხარია, რო ძლივს მარტო დავრჩი, ამდენ ზედ მობ-
ჯენილ თვალს მოშორებული. როგორც იქნა, მარტო ვარ,
მარტო! დავეგდები ეხლა იმ სასტუმროში და დავიძინებ.
იქნება და ხვალ კარგად ვიყო. ხვალ კარგად უნდა ვიყო,
ძალა რო მქონდეს, ის მივიღო, რასაც მეტყვიან. მშვიდად
მივიღო, ღირსეულად. შინდისფრად გადაღებილ, მთლად
გხის პირას დაკოსებულ დაბალ კორპუსს ვხედავ და მა-
შინვე ვცნობ, ესაა ბატონო, ჩემი სასტუმრო. ისეთი არი, გე-
გონება,, ასანთის კოლოფები დააწყვეს ერთმანეთზე. გარე-
დანვე სულს რო შეგიხუთავს. გვერდით კაი დიდი მარკე-
ტი აქ მიშენებული და ვფიქრობ, ჯერ იქ შევიდე, არ შევი-
დე? წყალი ხო არ ვიყიდო და რამე ტკბილი, პირი მაქ გა-
მომშრალი. ამათ ონკანებში, ალბათ, საწამლავი მოდის, მა-

199
რა ისე ვარ, ჯერ სასტუმრო, საწოლი მინდა და ზედ მიგ-
დება. მერე ყველაფერი დანარჩენი. თავბრუ ისევ მესხმის,
გული მერევა და რაღაცა მჟავე ამომდის და ამომდის ნარ-
წყევისგან ამომწვარი საყლაპავიდან. კიბეებს სუ მუხლის
კანკალით ჩავდივარ, ხელი ბინძურ მოაჯირზე მაქ ჩაჭი-
დებული. კიდე კაი, ეს სასტუმრო აქვეა და მეტი ბოდიალი
არსად მომიწევს ამ გადავსებულ, დაშხამულ ტრასაზე. მა-
ინც რამხელა გამხდარა ეს ჯოჯო ქალაქი ჩემს არყოფნაში.
აქეთ მე სუ მინდვრები მახსოვს, ტრიალი, ნაგვიანი, ახლა
ახორხლილ კორპუსებს მიაქვს აქაურობა. ამ მტვერში, ხმა-
ურში როგორ ცხოვრობენ? ჩამომწკრივებულ მანქანებს
ძლივს ვუვლი გვერდს და კარს ვაღებ, სასტუმროსას. კაი
ძალა უნდა, გენაცვალე, ამ მძიმე კარის გამოღებას. მისა-
ღებში ბიჭი დგას, წვრილი, წვრილკისერა, ვიწრომხრიანი.
ოცი-ოცდახუთი წლის იქნება, ყური აქ გახვრეტილი.
თეთრი საროჩკა ჩაუცვამს და ცარიელი თვალებით მომჩე-
რებია. მე დაჯავშნილი მაქ, ჩემო კარგო, ორი ღამე, ჩემ
გვარს ვეუბნები, მძიმედა ვსუნთქავ. კიბეზე ჩასუნთქული
გამონაბოლქვი ლამის ზედ სახეზე შევაპირქვავო. თან
თვალწინ ქუთაისის სასტუმრო მიდგება. როგორ შევილა-
ლეთ მაშინ ორივე, თვალის ცეცებით, ყველა კუთხეში რო
მაინც ავი და ჭორიკანა გველანდებოდა. თან, ერთი სული
გვქონდა, როდის განვმარტოვდებოდით, ერთმანეთს ვეძ-
გერებოდით, მე იმის ტანს და ის კიდე ჩემსას დანატრებუ-
ლი. რა კაი იყო, ღმერთო, მაშინ, ჯანმრთელად ვიყავ! თავ-
ზე სიკვდილის ცელი არ მქონდა მოქნეული, კისერთან კა-
ცის სუნთქვა მქონდა ნიავივით და არა კიბო! რა კაი იყო,
ღმერთო, სიცოცხლე! ახლა მგონია, იმ სასტუმროში მე არ

200
ვიყავი. ვიღაცა იყო ჩემ მაგივრად, ვიღაცა ქალი. უცხო, უც-
ნობი, თვალსა და ხელს შორის გამქრალ-გამდნარი.
აქ კიდე რა დათბილული და ჩაგუდული ჰაერია, ცხვირი
გამიშრა. გარეთ კი ცივა, მარა სუ არ მიგრძვნია ავი სიცივე.
ახლა ისე მინდა დაწოლა, დაგდება, გათიშვა, სუ გათიშვა,
სუ გამოთიშვა, ყველას და ყველაფრის დავიწყება, ჩემი თა-
ვის დავიწყებაც, ჩემი თავის დავიწყება, პირველ რიგში,
რო მეტი არაფრის სურვილი მაქ დედამიწაზე. ეს ბიჭი უხ-
მოდ მართმევს პირადობას და კომპიუტერს შესჩერებია.
მე კიდე გული მისკდება, ვაიდა, ვერ დავჯავშნე სწორად,
ან ზელეფონით არ დამიჯავშნეს? ვაიდა, ყველა ნომერი
სავსეა, რაღა უნდა ვქნა, საით წავიდე? სად ვიპოვნო ასე
უცებ სხვა გასათევი? ასე, ნახევრად გულწასულმა, სად ვი-
ბოდიალო ამ მტვრისგან და უამინდობისგან ჩაჟამებულ
ტრასაზე, სად ვიპოვნო სხვა სასტუმრო, სხვა ჭერი, სხვა კე-
დელი? არა, ამ შუა ნოემბერში რატო უნდა იყოს ეს სას-
ტუმრო გადავსებული? მარა ტრაილერის მძღოღმა, ბოზმა
და მამაძაღლმა რა იცის, ნოემბერია თუ ივლის-აგვისტო?
მოიცა, ხო მითხრა მარინამ, მანდ წესიერი ხალხი რჩებაო?
ან მართლა რა ვქნა, ამ ბიჭმა უარით რო გამომისტუმროს?
ორას ხუთი, მეორე სართულზე, ეს კიდე გასაღებს და პი-
რადობას ერთად მაწვდის, ზედ არ მიყურებს. აჰა, ხო ტყუ-
ილად გაიხეთქე გული, შე ქალო?! მადლობა, გენაცვალე,
ლამის წამში შემაშრეს შუბლზე დაფენილი ცივი ოფლი
და ახლა ამ კიბეებზე უნდა ავღოღდე. კიდე კაი, არაა გრძე-
ლი კიბე, მალე ავივლი. ვიწრო, ჩაგუდულ და ძლივს განა-
თებულ დერეფანში რაღაც სუნი დგას, ადეკალონის, თუ
კაცის სუნია ადეკალონით. გეგონება, ეს-ესაა ჩაიარა, სუნი

201
დატოვა. არადა, არავინ მოჩანს, უკაცრიელია მთელი სარ-
თული. წვალებ-წვალებით ვაღებ კარს და ერთი გაფიქრე-
ბა ისიც მგონია, რო გასაღები შიგ ჩამეჭედა. კიდე გულის
გახეთქვას ვეღარ ვასწრებ, აჰა, გაიღო, გავაღე კარი! გავაღე
და ცალკე კონდიციონერისგან ჩათბილული და ცალკე
უსუფთაობისგან ჩამტვერილი ჰაერი ზედ ცხვირზე მედე-
ბა. თან ისე, რო მაცემინებს, ორჯერ და სამჯერ. კედელსა
და საწოლს შორის ვიწრო გასასვლელში ძლივს გამაქ თე-
ძოები და ფანჯარასთან მივდივარ, გამოსაღებად. ისეთი
სივიწროვეა, გვერდს ძლივს ვუქცევ, გინდა კედელს და
გინდა საწოლს, ჭერი კიდე, ლამისაა, თავზე მომედოს. ახ-
ლა ისე ვარ, გეგონება, ასანთის კოლოფში გამომკეტა ვინ-
მემ, გამომამწყვდია. კიდე კაი, გზის მხარეს არ ვარ, როგორ
გამიმართლა! მტვერი და გუგუნი ისე არ მოვა, მარა აქე-
თაც, ეტყობა, რაღაც შენდება, მთლად ახლოს, ზედ ჩემი
ფანჯრის ძირში საძირკველი გამოუთხრიათ. იმის იქეთ
მიწა არი გამოჩორკნილი და ბოლოსკენ რაღაცა ბაცი, უსა-
ხო კორპუსი ამოუჩონჩხავთ. ამ წინა საძირკვლის პირას
კიდე ერთი პატარა ალვის ხეა, ობლად შერჩენილი. სუსტი
ნიავიც კი წელში ღუნავს. აქა-იქა შერჩენილი უდღეური
ფოთოლიისე უთრთის, ასე გეგონება, შიშით კანკალებს.
რა უჟმური ამინდია, რა რუხია ყველაფერი! ამ ჩაშავებულ,
უჰაერო ქალაქში ხეც ხეს რო არ გავს! ხე კი არა, აბა, შეხე-
დე, რანაირი ფოთოლი აქ, უფერო, საწყალი! ან ამ ერთი
წელში გაზნექილი ხის ჟანგბადმა რა უნდა უშველოს ამ ჩა-
წოლილ მტვერსა და ნაცარს?
ნეტა, ახლა ჩემთან ვიყო, მაღახიაში. ნესტიან-ფხვნილიან
ჰაერს ვსუნთქავდე, სკოლის ბავშვების ჭიჭყინი ყურებში

202
მედგას, კარებიდან ცაცხვის შეყვითლებულ კენწეროებს
ვავლებდე მზერას. ნეტა იქ ვიყო, რა იქნება! ვაჰ, ნეტა იმ
დღეს, როცა ჯანმრთელი, საღი ვიყავი, მთელი ვიყავი რი-
ყის ქვასავით! ჩემი შტერი თავი ვერ აფასებდა იმ კარგად
ყოფნას! რა უმადური ვიყავი, ღმერთო, რა უგრძნობი, და-
უნახავი... ახლა ტირილს, თავის დატირებას ისა სჯობს,
ხელი დავიბანო, მოვფსა და დავწვე, გამოვიძინო. ბორძიკ-
ბორძიკით აბაზანისკენ მივდივარ და ვათვალიერებ. არ
ყოლიათ მთლად სუფთა დამლაგებელი, სარკე არაა გაწ-
მენდილი და ასეთი ონკანი თერჯოლის რკინეულობის სა-
ბითუმოში მეც მინახავს. ყველაზე იაფად იყო, ჩინური
ჟეშტი. აბა, ვინ დაგახვედრებდა, ეთერო, ამ გზახე დაკი-
დებულ იაფიან სასტუმროში ძვირფას რკინა-კავეულს?
ჯერ თბილი წყლით ვიბან, ძლივსა თბება, მერე ცივ წყალს
ვივლებ პირში და ცოტას სახეზეც ვისხამ. დავწვები ახლა,
დავეგდები ტანსაცმლიანად და რო გავიღვიძებ, ღამე იქ-
ნება. იმ დიდ, ოცდაოთხსაათიან მარკეტში ჩავალ, ტარხუ-
ნის ლიმონათს ვიყიდი და რამე უცხოს, რამე ტკბილს, რა-
მე გემრიელს. ახლა კიდე დავიძინებ, მარა მანამდე ტელე-
ფონს ვნახავ, რო დავრწმუნდე, გამორთულია, ხო არ ჩაირ-
თო ჩანთაში ჩაგდებუ ლი ისევ თავისით. გამორთულია
და იქვე ვაგდებ ტელეფონს, ჩანთასთან. ამ მტვრიან, მძიმე
ფარდასაც ჩამოვაფარებ, სუ დავაბნელებ აქაურობას. სა-
წოლზე გადასაფარებელს ავწევ და ქვეშ შევგორდები,
ლიფს მარტო გავიხსნი, ამის გაძრობის თავიც არა მაქ. ჩქა-
მი არსად ისმის, ერთი ეგაა, ვიღაცის ლაპარაკი მოდის ნაწ-
ყვეტ-ნაწყვეტ შორიდან, რომელიღაცა ოთახიდან, ტელე-
ფონზე ლაპარაკობს ვიღაცა, მგონია ქალი. მაგრამ ეგეც არ

203
მაწუხებს, თითქოს პირიქით, მსიამოვნებს, სიმშვიდესა
მგვრის. დავხუჭავ ახლა თვალებს და წამში დავიძინებ,
წამში მივეცემი შავ არაფერს, არარაობას, მარა ტვინი მაქ
რაღაცნაირად ანთებული, აფუთფუთებული, აჭიაღუებუ-
ლი. ამ საკვერცხეებზეც გეგონება ვიღაცა მიჭერს დაუნ-
დობელ ხელს. ხვალ ხო მივალ და ამბავს გავიგებ, ამახე მე-
ტი ელდა, რაცა მქონდა, რაღა მექნება? რაღაცნაირად ხო
ვარ შეგუებული ჩემ ბედისწერას? აი, ხვალ დავრწმუნდე-
ბი ბოლომდე, საბოლოოდ. და მერე ისე ვიზამ, თადარიგს
დავიჭერ. ისე უნდა ვქნა, გავიკითხო, გამოვიკითხო, ერთი
კარგი ექიმი ავირჩიო და იმას მივყვე. კარგი ექიმი ყველას
ეცოდინება, ყოველ მეორეს კიბო სჭამს, გენაცვალე. ისე
უნდა ვქნა, რო, აი, ჭკვიანურად! ეს სიმწრით ნაგროვები
ფული არცზედმეტად ვხარჯო და არც მე მოვაკლო რამე
ჩემ თავს დარჩენილ დღეში. დედოფალივით გავატარო
ცხოვრება, სიკვდილის წინა. ისე გავატარო, როგორც ჩა-
ფიქრებული მქონდა, ნაოცნებარი. ისე თუ არა, იმასთან მა-
ინც მიახლოვებულად. ეჰ, გოგო, ეთერ, რა უდროო დროს
დაგადგა თავზე ჯანღი, წკვარამი. შენ ამ ჯოჯო ქალაქში
დიდხანს გამჩერებელს არ გავხარ და დიაგნოზს დაგისვა-
მენ თუ არა, უკან წახვალ, შენ ბუდეში შებრუნდები, შე-
იყუჟები. ნეტა, რომელი სტადიაა, რამდენი თვე მაქ კიდე
დარჩენილი? სადა ხარ, ჩემო იმედის ყვავილო, რას მეუბ-
ნები? ვეღარცა გგრძნობ, ან შენ რას მეტყვი? ასე, უცებ რო
გავხდი ცუდად, ალბათ, მალე მომიღებს ბოლოს. ისე, ამ-
ხელა ქალი გინეკოლოგთან ნამყოფი როგორ არა ვარ? იქ-
ნებ რა მჭირდა? მარა რო არაფერს შევუწუხებივარ, არა
მტკენია სუ არაფერი? თვიური საათივით მქონდა აწყობი-

204
ლი, შენი ჭირიმე, მთელი ცხოვრება. არც თეთრად შლა
მქონია, არც გამონადენი. ან გინეკოლოგთან ქალიშვილი
ქალი როგორ მივსულიყავი? ქალიშვილი გოგო და ქალი
გინეკოლოგთან არ დადის, არა! მივიდოდი და რას იფიქ-
რებდნენ? ვის დავუმტკიცებდი პატიოსნებას? გინეკო-
ლოგთან ან ორსული მიდიხარ ან მკვდრად გადადებული
და ისე მისულს ხალხის პირიდან რა ამომიყვანდა, ერთი
მითხარი? ჰოდა, თუ ვერ მივედი აგე, ახლა კი ვარ სიკვდი-
ლისთვის გადადებული! ახლა ხო მივალ? გინეკოლოგთა-
ნაც მივალ, ონკოლოგთანაც! მომიწევს მისვლა! რა უკუღ-
მართი ხალხი ვართ, ღმერთო! მარა დომნა, ახლა, დავიჯე-
რო, გინეკოლოგთან ნამყოფი იყო? ან რანაირად იქნებო-
და? არ იქნებოდა, მარა კი იცოცხლა ოთხმოცი წელი.
თვალზე ბინდი რო არ გადაკვროდა, ხიდან არ ჩამოვარ-
დნილიყო, კი იცოცხლებდა კიდე ათი, კიდე თხუთმეტი.
ჰოდა, ის ხო იყო კაჟივით ჯანმრთელი და აბა, მე რა მეტა-
კა, რა დამეტაკა? რაღა დედაჩემის გენზე, სისხლზე წავე-
დი? კაი, კაი და ამ საწყალი და ღარიბი ხალხის უკუღმარ-
თი დახღვევა, ნეტა, რამეს მიშველის? ახლა იმ დახღვევის
კი არა და, რაღაცა მიმართვების სამათხოვროდ მეც უნდა
ავიტუზო გამგეობასთან? არა, შენი ჭირიმე! მე მამაჩემის
მკვლელებს ჩემი სიცოცხლის ფულს არა ვთხოვ, არა! იშ!
ისე მაინც გავმართე ჩემი ცხოვრება, კაცისმკვლელების
სათხოვარი არაფერი მაქ! ყოჩაღ, ეთერო, ყოჩაღ შენ ქალო-
ბას! ფულიც გაქ და ზედ ყველაფერიც! იმდენი გაქ, ბარე
ორ კიბოიანს ზედ რო ეყოფა, მარა გაქ კი მაგდენი? კაი,
ორს არა, მარა მე ხო მეყოფა? მეყოფა, მეყოფა, კი! ვიმყოფი-
ნებ! ჩემი დანაზოგით ბევრი დაიკვეხნის? ახლა მიზნად

205
ის უნდა მქონდეს, რო უმტკივნეულოდ მოვკვდე, ბევრი
არ ვიტანჯო. მორფი აყუჩებს ტკივილს ხო? ხო აყუჩებს?
ნენოს კი გავაკეთებინებ, მარა თუ დამჭირდება, ჩემით გა-
ვიკეთებ გამაყუჩებელს. აგე, სად გამომადგა ჩემი ექთნო-
ბა! ნუ გეშინია, ეთერო, მორფისთვისაც გექნება ფული! ქე-
ლეხისთვისაცდ! ნენოს, ნენოს გავაკეთებინებ მორფს. აბა,
ნენო რისთვის მყავს? ნენოს საექთნო, წამლის საქმეს მივა-
ბარებ, ცისანას სახლის მოვლას, საჭმლის კეთებას. ხო, ნე-
ნო ნემსს გამიკეთებს, ცისანა საჭმელს! ისე ვიზამ, ერთმა-
ნეთს ასწრებდნენ ჩემზე ზრუნვასა და ჩემ ფერებას... აბა,
ნახე, რამდენი მაქ დასატოვებელი: სახლი, ეზო-კარი, მა-
ღახია. რომელს აწყენს ან ჩემი სახლ-კარი, ან მაღაზია?
ცხოვრებას აიწყობენ, გინდაც გაყიდონ, გააქირავონ. შიმ-
შილსა და უღირს შრომაში სული აღარ გაძვრებათ, შვი-
ლებს გნაზე დააყენებენ. ჰოდა, ეგ ჩემზე უკეთ იციან, თან
გადამყვებიან! ისე ვიზამ, ჩავუწვეთებ იმასაც, ამასაც, ორი-
ვეს ერთად. ანდერძზე, ნაანდერძევზე სუ წვრილად ჩამო-
ვუყვები. ლამის გამლოკონ მერე პატივისცემით! ასე ვეტ-
ყვი, ვინც მომივლის და პატივსა მცემს, მერე მეც იმას მივა-
გებ პატივს-თქო. ჩემ დანაზოგს კიდე ჩემ თავს დავახარ-
ჯავ! თუ ვერ დავახარჯავ, არ დამცალდება, იმისი იყოს,
ვინც იმ ენციკლოპედიას გადაშლის, ვისაც ის იღბალი გა-
ეხსნება! იმისი იყოს! წიგნის გადამშლელი მანდ, დიდი-
დიდი, ნენოს გოგოა, იმასაც კიდე თუ დაცალდა, თუ არ
დაჰხვიეს ხელი და გაყიდეს იქვე მამაჩემის მთელი ბიბ-
ლიოთეკა! გინდა ნენომ და გინდა ცისანამ! ეჰ, მე კი მკვდა-
რი ვიქნები, ჩემთვის ლამაზად კუბოში გაწოლილი და ეგ
ჩემი სათავცემო აღარ იყოს, თავში ქვა უხლიათ! აი, ერ-

206
თხელ კიდე ისე ვიზამ, ორივეს ერთად დავისვამ და კარ-
გად დაველაპარაკები. ჩემი კუბო-საფლავისა და ქელეხის
ფულს შუაზე გავყოფ და ერთ ნაწილს ერთს ჩავაბარებ, მე-
ორეს მეორეს. ასე სჯობს, ორივემ იცოდეს ზუსტად ყველა-
ფერი, ერთმანეთზე თვალი ეჭიროთ. ვერც ერთი მოიტ-
ყუება მერე და ვეღარც მეორე. იმასაც ვეტყვი, რო კუბო
მთლად უბრალო რო არ იყოს, არც ძაან ძვირფასი, მარა
არც ძაან უბრალო. ქელეხი გემრიელად მინდა და საფლა-
ვის ქვა კიდე კაი სურათით. სურათსაც მე თვითონ შევარ-
ჩევ, რა მოხდა ახლა, ზედ ცოტა ახალგაზრდა თუ ვიქნები?
პირადობის სურათი აიღონ. კი, კაი რვა წლის წინაა გადა-
ღებული, მარა მერე რა? აბა, სად მაქ მე სხვა სურათი? ან
ავდგები და ახალს გადავიღებ, სპეციალურად. სუ წვრი-
ლად დავიანგარიშებ ხარჯებს ორივესთან. მანამდე კიდე
დედოფალივით ვიცხოვრებ, დედოფალივით! რაც არა
მქონია, ის მექნება! სიბერე არ დამცალდა და ასე ვიზამ, ასე
მოვიქცევი! ყოველ წამს შევირგებ, ყოველი წუთით ვისია-
მოვნებ! ფულს გადავუხდი, დამირეცხავენ, დამილაგებენ.
დამირეცხავენ, დამილაგებენ და ზედ ენას გამისვამენ
თხემით ტერფამდე. ძილითაც ბევრს ვიძინებ, ტელევი-
ზორსაც ვიყიდი ახალს და ლამაზს. იმ რაღაცა ანტენასაც
დავიდგამ, ეგეც თუ მომეწყინა, ნენოს გოგოს დავუძახებ
და რამე კაი წიგნს ხმამაღლა წავაკითხებ. ინტერნეტი მინ-
და? არ მინდა ინტერნეტი. ნერვი არა მაქ. მაგის ნერვი აღარ
მექნება. ინტერნეტი არა, მარა დანარჩენი ყველაფერი ხო
მექნება საუკეთესო? კაისაც შევჭამ, კაისაც დავლევ! რო-
გორ მწყურია, ღმერთო! მწყურია, მარა ახლა უფრო მეძი-
ნება, ვიდრე მწყურია. მერე ჩავალ მაღახიაში.

207
აღარაფერი ხმა აღარ ისმის, სუ არ ყოფილა ხმაურიანი ეს
ძუნგლი სასტუმრო. აგე, თავი უფრო დამიმძიმდა და
დომნას თხელ ზურგსა ვხედავ, მის პატარა თავს,ზედ დაგ-
რაგნილ შალის თავსაფარს, ღუმელთანა დგას, ცეცხლს
ფიჩხებს უნთებს. მე კიდე აქეთ ვზივარ მაგიდასთან, იქვე
მიმჯდარი. სუ პატარა ვარ, ისე პატარა, რო სკამზე კი ვზი-
ვარ, მარა ფეხები ჰაერში მაქ დაკიდებული. წინ კარტოფი-
ლი მიდგას, ახლად შემწვარი, აგე, სუნიც და ორთქლიც-
ნსახეში მხვდება. სანამ ჩანგალზე აცმულ კარტოფილს
პირში ჩავიდებ, ჯერ ტარხუნის ლიმონათისკენ მიმიწევს
ხელი, ნათალ ჭიქაში დაუსხამს დომნას. მუქი მწვანეა, შხე-
ფებით სავსე. ჭიქა პირთან მიმაქ და ზედ ნესტოებში მეხ-
ლება იმის შხეფები.

14

შიგნით სუ თეთრია ეს კლინიკა, ახლად გაღებილი, გეგო-


ნება საღებავის სუნიც ტრიალებს, მარა ცხელი ჰაერი უფ-
რო ტრიალებს. გათბობა აქვთ ჩართული ისე, რო ცხვირს
წამში გაგიშრობს და ყელს გამოგიწვავს. ბევრი ხალხია,
ყველგან ხალხია. შესასვლელში ხალხი, გასასვლელში
ხალხი, სკამზე ხალხი, კარებთან ხალხი, სალაროსთან
ხალხი, მისაღებთან ხალხი. ამდენი ავადმყოფი და იმის
მომყოლი ასე ერთად სად შეიყარა?!
რიგის ნომერი აიღეთ, ვიღაცა გაკნაჭული გოგო მეუბნება,
ამასაც ჩაუცვამს თეთრი ხალათი. თაგვივითაა. თაგვივით

208
კი არა, თევზივით არი. გაყინული აქ თვალები. რა რიგის
ნომერი? დაბნეული ვარ, არ ვიცი არაფერი. თან გულისრე-
ვა მეწყება, დილით ჩაცლილი ტარხუნის ლიმონათი სუ
ყელში ამომდის. გუშინ რო დავწექი, აღარც გამღვიძებია.
შავი, გათიშული ძილით მეძინა მეორე დილამდე. მერე,
სანამ ტაქსიში ჩავჯდებოდი, იმ დიდ მარკეტში შევედი,
უაზროდ ვიბორიალე, რა მინდოდა, რისი ყიდვა, თვითონ
ვერ მივხვდი და ისე გამოვედი, ვერც გავიგე, იქ რატო შე-
ვედი. ერთი ეგ ვიგრძენი, რო ძაან მწყუროდა. ყველაზე
ძვირიანი ტარხუნის ლიმონათი ავარჩიე და ტაქსიში, უკან
მიგდებულმა სუ ჩუმი ბოყინით ჩავიპირქვავე. კაი მძღო-
ლი შემხვდა, იმან გაიხაროს. სუ არ ამოუღია ხმა, ორივე
ენაჩაგდებული ვეგდეთ იმ მანქანაში. ის ლიმონათი ძვი-
რიანი კი იყო, მარა დიდი ვერაფერი და ახლაიმის გაზი
ჯერ კიდე ყელში ამომდის, ტუალეტშიც მინდა, შარდის
ბუშტი მაქ გადავსებული. ეს თაგვივით გოგო კიდე თვა-
ლებს აბრიალებს. რა რიგის და ამ რიგის ნომერი, რაღაცა
იქვე მდგარ აპარატს წაკრავს ხელს და მოგლეჯილ ფურ-
ცელს მაწვდის, აქვე დადექით. რო არ იცოდე, ასე უნდა
ქნა, ამ აპარატს ვერც კი შეამჩნევ. ოთხმოცდაჩვიდმეტი
აწერია ამ ფურცლის ნაგლეჯს. კაი, დავდგები, ქალბატო-
ნო. დავდგები და დაველოდები, მარა სანამ ჩემი რიგი
მოვა, ოთხმოცდათორმეტია ჯერ, ტუალეტში უნდა შევი-
დე, თორე აგერ არი, ჩავიფსავ. ჯერ მაინც ამდენი ხალხია
ჩემ წინ
ჩამწკრივებული. ტუალეტი კია იქვე, თან, ჩემ გასაკვირად,
სუფთა და ჩარეცხილი, მარა მაინც ფეხზე დამდგარი

209
ვფსამ, აბა, ამდენ ნაჯდომზე მე რა დამაჯენს? ახლა თავიც
ცარიელი მაქ და ლიმონათიანი შარდის ბუშტიც. |
რო ვბრუნდები, უკვე ჩემი რიგია მოსული. თურმე, ეს რი-
გი რა სწრაფად გადის და ახლა უკვე ვხედავ, მიმღებში
ოთხი გოგო ზის, ოთხივე ერთნაირი. რო ვერც გაარჩევ,
ოთხივე ერთი და იგივე გეგონება. ეს ჩემი ნომერიც ტაბ-
ლაზეა, ციმციმებს და იმ ოთხიდან რომელიღაცა ერთი,
თან გაყინული ხმით და თან რობოტივით იმეორებს: ოთ-
ხმოცდაჩვიდმეტი, ოთხმოცდაჩვიდმეტი. აქ ვარ, აქ, ახლა
ლამის შემეშინდეს, ეს ძლივს ჩემამდე მოსული რიგი არ
დავკარგო, ვინმე წინ არ გადამიხტეს, ლამის თეძოებით
გავიტანო იქაურობა და ვაიმე, ნელა, ქალბატონო, მარა-
თონია? ვიღაცა ცხვირგაბზეკილი გოგო მეუბნება, რაღაცა
ძვირფას პლაშშია გამოხვეული, მარა ამის თავი ახლა არა
მაქ და იმ მიმღების გოგოს შევჩერებივარ ამ ჩემი ფურ-
ცლის ნაგლეჯით ხელში.
ვისთან ხართ? მიწეპებულ წამწამებს აფახულებს. ღვინი-
აშვილთან, მოჭერილ მუშტში ეს ფურცელი ლამის ჩამად-
ნეს. ვისთან? რაზე ხართ? ახლა უფრო აფახულებს. ექოს-
კოპიაზე, საშვილოსნოსი, ხმას დაბლა ვწევ, ისე ვეუბნები,
საიდუმლოსავით. ღვინიაშვილთან კი არა, აღნიაშვილ-
თან, ახლა თვალების ფახულს მორჩა, აღნიაშვილთან ჩა-
წერილი ხართ? არა, ახლა, მგონია, მე ვაფახულებ თვა-
ლებს. თუ ჩაწერილი არ ხართ, ვერ შეხვალთ, თითქოს ცი-
ვი წყალი გადამასხეს, ცივად მცრის ტანში. როგორ ვერ შე-
ვალ? ძლივს მესმის ჩემი ხმა, ამოვიკნავლე. ვერ შეხვალთ,
ქალბატონო, გეგონება, კედელთან მიმაყენა და ახლა დამ-

210
ხვრეტს, აღნიაშვილთან ერთი თვით ადრე ეწერებიან, რო
შევიდნენ. აბა, ახლა რაღა ვქნა? გეგონება, მეც ახლა მარტო
კედელს ვხედავდე მისგან ზურგით დამდგარი და ველო-
დებოდე, როდის გაისვრის. მოდებაძესთან შედით ცოცხა-
ლი რიგით. მგონი გადავრჩი! აღარ მესვრის, გადაიფიქრა.
შევალ ეგრე? გეგონება, კედლიდან მოვბრუნდი და ახლა
ცას ვუყურებ, რუხს და უმზეოს. შეხვალთ, შეხვალთ, კარ-
თან დაელოდეთ და ან ბოლოში შეხვალთ, ან შუალედში
შეგიყვანთ ასისტენტი, ვინმე თუ დააგვიანებს. გეგონება,
გხა გამითავისუფლა და კედელსაც ვშორდები, ოთხმოცი
ლარი. ეს თავი ახლა ისე ცარიელი მაქ, ინსტინქტით მიმაქ
ხელი საფულისკენ. და ეგ ექიმი კარგია? ახლა ისევ ამის
დაწეპებულ წამწამებს ვხედავ. აქ ყველა კარგია, ქალბატო-
ნო, ლამისაა კეფაზე აიტრიალოს წამწამ-თვალები, ოთახი
ას ცხრა.
კაი, იყოს, სუ არშესვლას, შესვლა ხო მიჯობს? ახლა კიბოს
ვეღარ დაინახავს ამხელა ნაქებ კლინიკაში ეს მოდებაძე?
თუ ვინცაა, რაც ქვია, მეხი იმის თავს! და დღეს თუ შევალ?
ან როდის შევალ? დღეს უნდა შევიდე! მოვკვდები, კიდე
ერთი დღე რო პასუხს ველოდო, რო არ ვიცოდე, რა ხდება
ჩემ თავს. არა, დღეს უნდა მომცენ ჩემი პასუხი! აქვე გავ-
წვები, რო ვერ შევიდე! ახლა რაღაცა ჩეკი მომცა და ის ჩა-
ვიჭმუჭნე ამ ხელისგულში. შევალ, შევალ, აბა რა იქნება!
აჰა, მივდივარ გადათეთრებულ, ხალხით გადავსებულ,
თეთრ-მჭახე ფერით განათებულ დერეფანში. ას სამი, ას
ხუთი, ას ცხრა. ას ცხრასთან სკამებია გადავსებული. აქ
ბოლო ვინ არი? ჰაერში ვკითხულობ. მე, ვიღაც ფანქარი-
ვით ქალი მეუბნება. ვცდილობ, დავიმახსოვრო, სხვას

211
თითქოს ვერც ვხედავ. წვრილი, გამხდარი ქალია, თმა
მოკლედა აქ შეჭრილ-მიჭრილი. ყავისფერი ჩექმა აცვია
წვეტიანი ცხვირითა და სახეც თავის ჩექმასავით აქ წაწვე-
ტებული. სხვას აღარც ვუყურებ, აღარაცა ვხედავ, ნერვიც
არა მაქ. ამ ქალს დავიმახსოვრებ, ამის შემდეგ ვარ. იქვე,
სკამზე, ყველგან ვიღაც ზის, ზოგი ქალი დაზოგი კაცი.
ზოგი ქალი კაცთან ერთადაა, ეს კაცები კიდე თევზებივით
ქაჩავენ თვალებს. გეგონება, სხვაგან მოხვდნენ, გეგონება,
მთლად ბობოქარი ზღვიდან შემოაგდეს ამ თეთრ, ჩამჟავე-
ბულ აკვარიუმში. ას შვიდთან ვჯდები ამ გაყინულ, რკი-
ნის ძელსკამზე, ტრაკს ზედ ძლივს ვატევ, ისე პატარაა. აჰა,
ისევ დამეწყო გულისრევა! წეღან არც კი მახსოვდა, ახლა
თავს მახსენებს. თან ისე მახსენებს, ლამის საყლაპავი ამო-
მიწვას. ვარწყევდე მაინც, შვება მქონდეს, ღმერთო, რა იქ-
ნება! თან გული მერევა, თან მეწვის საყლაპავი, თან ზედ
რო მშია? ჩემი ბრალია! ღორი რო იქნები ადამიანი! ამ დი-
ლაადრიან ერთი ბოთლი ლიმონათი ჩავიპირქვავე ცარი-
ელ კუვჭსე!
აი, გამოვალ ამ ექიმიდან და რაც არ უნდა მითხრას, გინდა
კაი ამბავი და გინდა ცუდი, გამოვალ თუ არა, კაფეში წა-
ვალ. ნაპოლეონსაც შევჭამ, რძიან ყავასაც დავაყოლებ. რაც
არ უნდა ძვირი ღირდეს, მაინც ვიყიდი, მაინც დავლევ და
მაინც შევჭამ! ჩემ თავს პატივს ვცემ, მოვეფერები. არ იმსა-
ხურებს? საწყალი ქალია, ნატანჯია, შეშინებული. ამხელა
ქალაქში ერთი ისეთი კაფე არ იქნება, ნაპოლეონს რო არ
აცხობდნენ? არ იქნება ნაპოლეონი, სხვა ნამცხვარს შევჭამ,
რამეს უცხოს და რამეს გემრიელს. ნეტა დროზე შემიყვანა
და დროზე გამიყვანა აქედან, ღმერთო! ვაი, როგორ მექნე-

212
ბა გულზე მოშვებული. რაც არ უნდა იყოს, გულზე ხო მექ-
ნება მოშვებული? ასე ჰაერში აღარ ვიქნები გაკიდებული.
მეცოდინება? შევეგუები! უკვე კი ვარ შეგუებული, გუ-
ლიც არაფერს მეუბნება, ჩემი ყვავილიც თითქოს გაქრა
აგერ, კეფაზე. ჩემი გულიც შეეგუა ტანჯვით სიკვდილს,
ასე მგონია. თუ შეეგუა, მაშინ ყელში რას მებჯინება? ვაი,
როგორ მინდა ტირილი, ღმერთო! ახლა სადმე ტყეში ჩამ-
სვა, ჩიტის ჭიკჭიკში, ხეების შრიალში, ისე ჩამსვა, რო ჩე-
მიზლუქუნი ვერავინ გაიგოს, ისე ჩამსვა, რო იმ ტყეში და
იმის ხმებში სუ ჩავიკარგო. კარგად ვიქვითინო, ერთი კარ-
გად გამოვიტირო ეს ჩემი თავი, ჩემი სიცოცხლე. ეს ლოდი
მომახსნევინა გულიდან, ქვა ყელიდან და წვა საყლაპავი-
დან, ღმერთო, რა იქნება! ეს გულისრევა გამაქრობინა! რა
იქნება, უფალო, რო ათქმევინე ამ ექიმს, ვიღაცაა, რო კიბო
კი არა, კლიმაქსი გაქ, ქალბატონო, ვაი, რა ფრთაშესხმული
გამოვალ იქიდან! ნამცხვარი და ყავა იქნებ კიდეც გადამა-
ვიწყდეს! ზედ გულისრევაც გადამავიწყდეს! სუ ფეხით
დავივლი მერე ამ ჩაგუდულ და დახშულ, ჩაბეტონებულ
ქუჩა-გამზირებს. გულზე ბეტონი აღარ მექნება და ამათი
ქუჩის ბეტონი რა ხელს შემიშლის? გულისრევაც აღარ მექ-
ნება, იქნება და ეს გულისრევა ნერვებისაა? ვივლი და ვივ-
ლი, იმდენს ვივლი, სუ შემოვივლი ამ ნაცრიან ქუჩებს.
ვერც სიცივეს ვიგრძნობ, ვერც ჟვინტლს და წვიმას. მერე
რომელიმე კაფესთან გავჩერდები, რომელიც მომეწონება
ყველაზე მეტად, იქ გავჩერდები, იქ შევალ! დიდი ჭიქით
დავლევ _ ქაფქაფა ყავას, ნელა დავლევ, სიამოვნებით, ისე
დავლევ, რო ცხელი რძის ქაფი სუ ენა-სასას მომედოს ნახი
ღრუბელივით! მარა, მგონია, ახლა რძეზეც ამერიოს გუ-

213
ლი! ყავახეც, ნამცხვარზეც! ამ სკამზე მაინც ვეტეოდე ნორ-
მალურად, რა იქნებოდა, კედელს თავს მივადებდი, ცოტა
შვება მექნებოდა, ღმერთო, სადა ხარ?! რატო მიმატოვე ასე
ძალიან?!
რანაირი შუქია მაინც, ეს შუქი, თან თვალს მჭრის, თან
მთენთავს, თან ეს ზუზუნი ფუტკარივით თავში მიტრი-
ალებს. ახლა ამ ჩანთას მუცელზე ავიწეპებ, ზემოდან და-
ვაწვები, იდაყვებს დავაბჯენ, თვალზე ხელს ავიფარებ და
ასე ვიქნები, სანამ ჩემი რიგი არ მოვა, სანამ არ ვიქნები შე-
სასვლელი. გულზე ხო მაქ ეს სიმძიმე და ახლა, გეგონება,
თვალზეც მედება. ეგრეცა ვშგები, წინ ვიხრები, თავს ხე-
ლით ვიჭერ. ახლა თითქოს შვება მაქ ცოტა, მთლად ისე
აღარ მერევა გული, თვალსაც ვხუჭავ და ჩემი თავი მიდგე-
ბა თვალწინ, კუბოში გაშოტილი. ნენოს და ცისანას დავუ-
ბარებ, თავი არ ამხადონ! მე რა ვიცი, მკვდარი რო გავფუჭ-
დე? არ ვიყო ლამაზი მიცვალებული? სახე ჩამილურ-
ჯდეს, ჩამილაქავდეს? ისევ გადაფარება ჯობია, გადამაფა-
რონ! გადაფარებულზე ნაკლებს იტირებენ, მარა მე მშვი-
დად ვიქნები. არც გადახდილზე მოიკლავენ თავს დიდად
ტირილით. ამიტომ ისევ დამაფარონ, ეგრე ჯობია! ნეტა
შენ რას იზამ, შე შტერო კაცო?! მოხვალ, შემომივლი? ნეტა
იტირებ? სადმე კუთხეში იდგები თავჩაქინდრული, მხრე-
ბაწურული? ეცდები, მკვდარს არ შემომხედო, ცოცხალი
რო დაგამახსოვრდე? ლექსებს თუ დაწერ ჩემ სიკვდილზე,
განშორებაზე? დისტრიბუცია ალბათ ცალკე შემოვა, ერ-
თად შემოვა. შენ ვისთან ერთად შემოხვალ, ბიჭო, მაგათ-
თან ერთად? თუ თერჯოლასთან? საბითუმოს გოგოები
მიტირებენ, კი, მიტირებენ! გულით მიტირებენ. ეგენი კაი

214
გულის არიან! თან, იმერლები, სცენას დადგამენ, ხელს რა
შეუშლით?! თქვენ მაინც მიტირეთ ხმამაღლა, ჩემო გოგო-
ებო! ჩემო ტკბილებო! აგერ, თითქოს ჩემ თავს კიდე უკეთა
ვხედავ კუბოში გაშოტილს, რაღაც ძველქართულით მაწე-
რია თეთრ სუდარაზე, ზედ ჯვარიც არი გამოხატული.
როგორ არ მიყვარს ეგ სუდარები, რამე ლამაზხი ფერი და-
მადონ, ხასხასა ჭრელი, არ შეიძლება? მარა ახლა თეთრი
არი ყველა სუდარა, ასე მგონია, ისევ მაგას დამაფარებენ.
სანთელ-საკურთხი მიდგას თავთან და ეს სანთელი სუ
ციმციმებს, სუ იღვენთება. აგე, საკურთხის ჭიქას გზააბნე-
ულმა ჭიანჭველამ შემოუარა. ჩემ ფეხებთან დადგმულ ია-
სამნებს შემოყვა ალბათ. აგე, მეორე, სუდარაზე დასეირ-
ნობს ლამაზად, მშვიდად. იქვე ჩამომსხდარი ქალების პუ-
ტუნი ისმის, ჭორავენ ვიღაცას. იასამნის, რომელიღაცა ქა-
ლის დუხის სუნი და მკვდრის, ჩემი სუნი დგას, ირევა ერ-
თმანეთში. გააღე ცისანა, ფანჯარა, მოიფიქრე! გაანიავე!
გარეთ კიდე მზე ბრდღვიალებს, ჩიტი გალობს, თან რო-
გორ გალობს! ცა კრიალებს! ვაჰ, როგორ ყველაფერი ცოც-
ხლობს და შენ მკვდარი როგორ წევხარ, ჩემო ეთერო!ხო,
მღვდელსაც მომითრევენ ალბათ. მამა საბას, თორე მეუფე
მიკადრებს? ჩემნაირ მკვდრებთან მღვდელი დადის, მე-
უფე დადის მდიდრების მკვდრებთან. ხო, ის კი ეცოდინე-
ბათ, რო არაფერი უნდა ჩამატანონ, არაფერი ჩამიკვეხონ
კუბოში თავთან, გინდა ფეხებთან! ეჰ, ეთერი, გოგო, შე
უბედურო, მაინც რა ახალგაზრდა წახვედი იმქვეყნად!
კაია, ბევრი არ იტანჯე, მალე გათავდი, მალე გალიე წუთი-
სოფელი. |

215
ნეტა, რამდენ ხანს დამრჩენია კიდე სიცოცხლე? ვაი, რა
სევდა იქნება გახაფხულზე სიკვდილი, ღმერთო! ყველა-
ფერი რო აყვავებას იწყებს, თავის კანში ვეღარ ეტევა. მიწა
იბურცება, ფუთფუთებს, ყვავილები კვირტში სკდებიან,
ნიავი რო დაქრის, ნიავი კი არა, ცელქი სიო რო დაქრის და
სუნი რო მოაქ ყველა მხრიდან სიცოცხლის, სიყვარულის
და ამ დროს შენ კუბოს რო ტალახიან სასაფლაოზე რწევა-
რწევით მიაქანებენ ჩუმად და დუნედ, ხმაამოუღებლივ.
მარა გაზაფხული სჯობს ზაფხულზე სიკვდილს! ვაიმეე,
ზაფხულზე სიკვდილს ყველაფერი სჯობს, ეთერ, ჭირიმე!
ჯერ იმ სიცხეში წუთში დალპები, მერე ერთი სული ექნე-
ბათ, მიწაში როდის ჩაგაგდონ. ლამის გათხრილსაფლა-
ვამდე კონდიციონერიანი მანქანებით მიქანდებიან, იქაც
ჩრდილს დაუწყებენ ძებნას შუბლზე ოფლგადამსკდარი,
მერე ქელეხის დარბაზში გაიქცევიან, ჩქარ-ჩქარა ჩამოს-
ხდებიან იქაც სიცხე-ხუთვაში, ოფლი ახლა წურწურით გა-
უვათ და მაინც ღორებივით შეჭამენ, მუცელში ჩაიყრიან
შილას სალაფავივით. რო ვერ გაიგებ, ვინ ვინაა ამ შენ ქე-
ლეხზე, ვიღაცა ზაფხულზე ჩამოთრეული ხალხი შემოე-
ტენება გულშემატკივრად, ერთმანეთზე კითხვას რო და-
იწყებენ, ეს ვინ არი, ის ვინ არი, თან ლუკმის ღეჭვას რო არ
შეწყვეტენ, თან თვალის ტრიალს, ერთმანეთის თვალიე-
რებას, მერე კარგად რო გაჭორონ, ლამის მიწაში ჩააწვი-
ნონ, მე მომიწვინონ ერთმანეთი. მერე საღამოს ნიავზე, აი-
ვანზე სარწეველა სკამზე რო გადაწვებიან და ბოყინბოყი-
ნით წვრილად რო იტყვიან, თევზი რო კარგად იყო შემწვა-
რი, მარა ლობიოს რო მარილი აკლდა. შენი ჭირიმე! ოღო-
ნდ, ზაფხულზე არა, ისევ გახაფხულზე მირჩევნია, ჩემია-

216
ნებში! ისევ ჩემიანებმა აქონ ან დაიწუნონ შილა და თევზი!
ეგენი ლუკმასა და ლუკმას შორის ამოიოხრებენ მაინც,
ხანდახან.
აგე, ეთერო, მესამე ჭიანჭშველაცა ცოცავს შენ თეთრად და-
ფარებულ ცხვირთან და რომელიმე კარგად მხედველი ქა-
ლი, იქვე ჭირისუფალში ჩემ თავთან მჯდომი, წკიპურტს
წაკრავს, თან ისე, როარ შემეხოს მე, გაციებულს და გაშეშე-
ბულს. აგერ, თითქოს ტანი მიმსუბუქდება თეთრი სუდა-
რის ქვეშ, რაღაც ჩრდილებსაც ვხედავ, ჩემ თავზე მოძრავს,
მაგრამ ხმა აღარ მესმის. ახლა თითქოს ნიავი მიდგას ყუ-
რებში, ნიავი მიდგას ყურებში და ფეხებშიც უფრო ვმსუ-
ბუქდები. შეხე, სუდარიდან გამოვსრიალდი! ახლა მზის
გულზე ვარ, სტადიონზე, ჩემი ბავშვობის დროინდელზე,
თორე ახლა სადღაა ის სტადიონი! ხუხულა მაღაზიები
დააშენეს ზედ კაი ხანია! სტადიონზე ვარ, იმდროინდელ-
ზე. დავქრი, დავქრი და დავნავარდებ. აგე, ბურთს ვხედავ
ჩემ წინ ლურჯს, წითელ ზოლით, ბზრიალით მოფრინავს
ჩემკენ და ვერც ვხვდები, ვინ მესვრის, არ ჩანს მსროლელი,
მოფრინავს და ეგაა, გულზე უნდა დამეცეს, რომ ჰოპ! მაღ-
ლა ვგხტები,ზედ გულიც შემიხტება, სუ მიფრიალებს და
მაღლა, ჰაერში ვიწევი, უფრო ვმსუბუქდები, ფეხებს ვშლი
და ბურთი ჩემს ფეხებს შორის წამში გაივლის! წრეში ბურ-
თია, წრეში ბურთია! წრეში ბურთს ვთამაშობ, სტადიონ-
ზე ვარ! ჩემი ბავშვობის სტადიონზე ვარ, მარა ბურთს ვინ
მესვრის, რო ვერა ვხედავ? ახლა აქეთ მხარეს ვტრიალდე-
ბი და ისევ ჰოპ! ჰაერში ვიწევი. რა სიმსუბუქეა, რა სილა-
ღეა, რა კარგია, ღმერთო, სადა ხარ?მ და ისევ ფეხებს შო-
რის გამივლის ლურჯ-წითელა ბურთი და ისე მსუბუქად

217
ვხტები, ვეშვები, გეგონება ფრთები მქონდეს, გეგონება,
წონაც არ მქონდეს და ახტომისას არა, მარა დახტომისას
გული კიდე უფრო მიძგერს და მითამაშებს! ისეთი კარგია,
ისეთი სიამეა ეს სიმსუბუქე! ისეთი ნიავი მივლის მთელ
ტანში, არაფერს მინდა ვგრძნობდე მე ამის გარდა! ისე ად-
ვილია ახტომა, ამ ბურთის ფეხქვეშ გატარება, ისე ადვი-
ლია ფრენა, ეს სიმსუბუქე... მარა სადღაც ყურსუკან თით-
ქოს ზუზუნი ძლიერდება და ქალბატონო, ქალბატონო,
ვიღაცა ამბობს, ცოტა გაღიზიანებული და ცოტა შეწუხე-
ბულიც, ქალბატონო, თქვენი რიგია.
თითქოს ვიღაცამ მუჯლუგუნით დამაბრუნოს ამ თეთ-
რად განათებულ, ჩახუთულ დერეფანში და თეთრხალა-
თიანი, ქერად შეღებილი გოგო დგას ღია კარებში, თავზე
ჯოჯოხეთის კარის აბრასავით ას ცხრა უნათებს, თქვენ გე-
უბნებით, თქვენი რიგია. მე კიდე, თითქოს ჯერ ისევ იქ
ვარ, ბურთთან, სტადიონზე, ჯერ ისევ ქარი მცემს სახე-
ლოყაზე, ისევ ლურჯ-წითელა ფერები მერევა თვალწინ,
მარა მაინც სწრაფად ვდგები, ჩემი რიგია! წამოდგომა და
გულისრევის შეგრძნება ერთია და სანამ შევიდოდე, ვამ-
ჩნევ, აღარც არსადა ჩანს ის ქალი, ფანქარივით, დანარჩენი
კიდე ვიღაც უსახო მასაა იმ ჟეშტის სკამზე ჩამომსხდარი.
რა ბნელი ყოფილა ეს ოთახი! იმ თეთრად განათებული-
დან ამ ბნელში ვერაფერს ვხედავ, შენი ჭირიმე! რას იკე-
თებთ? ვიღაცა ზურგიდან მეუბნება, კომპიუტერის ეკრან-
თან მიტუზული. ამ ქერა გოგოს გარდა მეორეც ყოფილა ამ
ბნელ ოთახში. ზის თურმე ვიღაც.აქ დადეთ ჩანთა, ეს გო-
გო ამბობს, ქერა, სკამისკენ ხელს წევს. სკამი დგას თურმე

218
იქით, კუთხეში. ნელ-ნელა ყველაფერს ვხედავ, ყველა-
ფერს ვამჩნევ, შეეჩვია ჩემი თვალი ამათ სიბნელეს.
ახლა ისე მინდა მოვიქცე, რო ამათმა ვერ შემატყონ, ასეთ
ექიმთან პირველად რო ვარ. იქით მიბრძანდით და დაწე-
ქით, ისევ ეს ქერა მეუბნება. ის მეორე ჯერ კიდე ძლივს
ჩანს, გატრუნულია, მიშტერებია კომპიუტერს. ჩანთას იქ-
ვე ვდებ იმ სკამზე, ჩეკს ვაწვდი. ეგ თქვენია, მეუბნება და
გეგონება, სიზმარში ვიყო, იმ საკაცისკენ ისე მივდივარ.
დაწექით, ეს მეორე ამბობს, ისე, რო არც მიყურებს, არ ჩა-
იხადოთ, ჩაიწიეთ. ისევ ეკრანსაა შეშტერებული. აჰა, დავ-
წექი და ახლა ვხედავ, ესეც პატარა გოგოა, ალბათ ოცდა-
ათის, ისე, შეიძლება ოცისაც იყოს და ორმოცისაც, ამათ ხო
ისე აქვთ სახე დაჭიმული, ასაკს კი არა, ვერც გაარჩევ ერ-
თმანეთისგან, მარა ტანად პატარაა, მოცუცქნული და ოც-
დაათზე მეტის ვერ იქნება, ეგრე მგონია. შავგვრემანია,
ლამაზი პირისახის. ისევ ანთებულ ეკრანს მიჩერებია და
იმის სინათლისგან ერთნაირად უბრჭყვიალებს საყურეც,
თვალიც. ორივე შუშის გეგონება, ამის თვალიც და ამის სა-
ყურეც. როგორც იქნა, მოშორდა ეკრანს და სკამითვე გამო-
გორდა აქეთ, საკაცისკენ.
ქვემოთ ჩაიწიეთ უფრო და მოდუნდით, მუცელზე რაღაც
ბლანტს და ცივს მასხამს, არც კი ვუყურებ. თავი არა მაქ.
რა გაწუხებთ? გეგონება, ხმაც შუშისა აქ. ახლა ვამჩნევ,
იქით კიდე დაუდგამთ კომპიუტერი. იმის ეკრანიც ანთია,
ცალკე ციმციმებს ამ წკვარამში.ზედ რაღაცა ლურჯი ტბაა
იმის ეკრანზე, იმ ტბაზე ძგელი, ლამახი ხიდი გაუდიათ.
მატარებელი მიქრის იმ ხიდზე, ეგეც ჩემი ბურთივით

219
ლურჯ-წითელა ფერში ელვარებს. ღმერთო, იმ მატარებ-
ლის ვაგონში რო ვიჯდე ახლა! სადღაცა სხვა, უცხო ქვეყა-
ნაში, უცხო ხიდხე ასე მივქროდე! ფანჯარა ღია მქონდეს,
ქარი თმას მიწეწდეს, ფანჯარაზე აკრული კიდე ამ ლურჯ
წყალს ვხედავდე ქვემოთ, იმაში არეკლილ მატარებელს
დაზედ მის თავზე თეთრ, ქუნქულა ღრუბელს! მარა ის ქე-
რა გოგო ჩამომეფარა, საიდანღაც ბნელი კუთხიდან გა”
მოძვრა შავი კატასავით. ის ჯდება ჩემი მატარებლის წინ
და მისი ზურგი ეფარება ახლა ყველაფერს.
რა მაწუხებს? რა მაწუხებს და ლამის ყველაფერი ერთად
ვუპასუხო, პირიდან კიდე რაღაცა გაურკვეველი ამომდის,
რასა ვლაპარაკობ, თავსა და ბოლოს მეც ვეღარ ვუგებ. ეს
კიდევ · ისევ შუშის თვალით მიყურებს. თუ რამე გლახა
ამბავია, არ დამიმალო, შენი ჭირიმე, პირდაპირ მითხარი,
ყველაფერსა ვარ
შეგუებული, ბოლოს ამას ვეუბნები. ბოლოს ესაა, ყველაზე
დალაგებული, რასაც ვეუბნები. კაი, არ დაგიმალაგთ,
ქალბატონო გლახა ამბავს, გლახაზე ტუჩები ემანჭება. თან
რო დამცინის. შე სასტიკო, შენა! შე სასტიკო, შენ ხელში რო
უნდა მოვკვდე, შენმა პირმა რო უნდა მამცნოს ჩემი სიკ-
ვდილი! პატარა გოგო ხარ და ასე შუშა გაქ ეგ დასაბრმავე-
ბელი ორივე თვალი! ბოლო მენსტრუაცია როდის გქონ-
დათ? მოდუნდით, ახლა ამ საკაცის გვერდით წამომდგარ
კომპიუტერს შეჩერებია. არეული მაქ ბოლო დროს, შვი-
ლო, თვიურიც აღარქვია მაგას, ამ შვილოს რატო ვეუბნე-
ბი, სადაური ჩემი შვილოა ესა? ბოლოს რაღაცა მქონდა გა-
მონადენი. მარა ეს შვილო რა არი,იცი? ისე ვეუბნები,

220
თითქოს ამ სიტყვას ვეპოტინები, რო ცოტა თბილი გახ-
დეს, ცოტა ადამიანური, ცოტა გაულღვეს ეს თვალები. გა-
მონადენი როგორი გქონდათ? ცოტა და მუქი, შენი ჭირი-
მე. ჩუმად არი, ახლა სუ გაუშეშდა შუშა თვალები. რამდე-
ნი წლის ხართ? ისევ ყინულის ნამსხვრევებად ამოდის ეს
ხმა პირიდან. ორმოცდარვის, გაზაფხულზე ორმოცდაც-
ხრისა ვხდები. ძლივს ეკრანს მოაშორა თვალი და ახლა მე
მიყურებს. ვერ ვიგებ, როგორ მიყურებს, მგონი ცოტა გაკ-
ვირვებული. ბოლოს კონტაქტი როდის გქონდათ? მოიცა,
ცოტა ხანი %ერ არაფერი დაწერო, იმ ქერა გოგოს ეუბნება.
რა კონტაქტი? მისვამს და მისვამს მუცელზე, აღარც ის
სითხეა ცივი, აღარც აპარატი. მომეჩვენა თუ ამოიოხრა?
სექსი როდის გქონდათ? გეგონება, ცხელი წყალი გადამას-
ხეს. აბა, ამას ვინ ეკითხება, მე სექსი როდის მქონდა?! ეს
რა კითხვაა?! ეს რა ექიმის საკითხავია?! რა გადადებულ
მკვდარზე საკითხავია, როდის იტყნაურა?! ხმას აღარ ვი-
ღებ. პასუხსაც არ მოგაღირსებ, შე დებილო! შე უზრდე-
ლო! აგერ, ამ ჟალუზებს შევაშტერდები! ფანჯარაც რო ქო-
ნია ამ ჩაბნელებულ სოროს! ამ ჟალუზებზე კიდე ჩრდილი
თამაშობს. რა არი ნეტა? ხე? ხე არი.
მოიცა ერთი წუთი, ფეხზე დგება, გოგის უნდა ვანახო, იმ
ქერა გოგოს ეუბნება. გოგის? არც ტრიალდება ეს გოგო,
ისევ გაუნძრევლადზის, ზურგით ეფარება თავის ეკრანს,
მარა ახლა მეორე ეკრანსა ვხედავ, ახლა ვამჩნევ წინ, კე-
დელზე დაკიდებულ სარკეში შუშისთვალებას ეკრანი
ჩანს, იმის კომპიუტერი. ორი თავმიდებული, ღუნღულა
კურდღელით. ერთი თეთრია, მეორე ცოტა რუხი. ლამახე-
ბი არიან, ყურები აქვთ გადაცქვეტილი, ცხვირი წინ გამოშ-

221
ვერილი, სახე გატრუნული. კურდღელი მაინც ვიყო, რა
იქნება, ღმერთო, რო რომელიმე ვიყო ამ კურდღლებიდან,
ქვეყნად არაფერი მადარდებდეს სტაფილოს მეტი!
არა, ჩემი სექსი რა ამის საქმეა? სექსი რა კიბოს დასადგე-
ნია? ამათმა სუ აღარ იციან, რა არი პირადი, სად გადის
ზღვარი? ნეტა, დროზე მითხრან, რასაც მეუბნებიან და ნე-
ტა, დროზე გავაღწევდე აქედან, უფალო! გავალ თუ არა,
დავჯდები და სადმე შევჭამ, მარა ამ ჭამის გაფიქრებაზეც
ლამისაა წამომაზიდოს.ვაიმე, დედა, ხმამაღლა ვოხრავ,
ასე მარტო არასოდეს ვყოფილვარ, ასე მგონია. უკანაც არ
იხედება ეს ქერა გოგო, ვითომ ვერც გაიგო ჩემი ნაკვნესი.
რაღაცას უკაკუნებს აქა-იქ თავის კომპიუტერზე. ისევ
აქეთ, ამ კურდღლებს მიაჩერდე, ისა ჯობს, ეთო! ღმერთო,
მალე მორჩი ამ ჯოჯოხეთს, შენი ჭირიმე! კარები იღება და
ახლა ორივე შემოდიან, წინ შუშისთვალება, ეს ქალბატო-
ნი და უკან მელოტი კაცი მოყვება, მაღალი, რაღაცა რუხი
ფერი ადევს სახეზე. იმათი გაღებული კარიდან შემოსუ-
ლი შუქი თვალსა მჭრის.
მანახე აბა, ერთი, ახლა ეს კაცი ჯდება კომპიუტერთან, ახ-
ლა ეს მისვამს აპარატს მუცელზე, თან ისე,ზედაც არ მიყუ-
რებს. შუშისთვალება თავზე ადგას დასჯილი მოსწავლე-
სავით. ეგაა, გოგო, აბა რა არი. აგერ, სანაყოფე პარკი, აგერ
ემბრიონი. გასრიალებულია, თავის ადგილას აქ ყველაფე-
რი. 8 კვირისაა და დღეების, 9 კვირისაა თითქმის. რა უნ-
და? რას ლაპარაკობს, რა ენაზე ლაპარაკობს ეს კაცი? აღა-
რაფერი მესმის, თითქოს ყურები ჩამიგუბდა, დამეხშო,
დამეკეტა. ეს კი აღებს პირს, რაღაცას ლაპარაკობს, და

222
იქეთ ქერა გოგო აკაკუნებს კომპიუტერზე და ეს კაკუნიც
კი არ მესმის, უფრო ვგრძნობ, ვიდრე მესმის. რამდენი
წლის ხარ, ქალბატონო? აგე, შემომხედა, როგორც იქნა,
მეც დამიბრუნდა თითქოს სმენა ყურში, რუხ სახეზე ღი-
ლებივით აკრავს შავი თვალები, ცოტა ღიმილიც დათამა-
შებს დაცრეცილ ტუჩზე.
ორმოცდარვის, ორმოცდაცხრის, თითქოს ხმაზე ჟანგი მე-
კიდება. ყელს ვიწმენდ, რო აღარ ვიხრიალო. ქალი შენა ყო-
ფილხარ, სადღაც მუხლზე ხელს მითათენებს და დგება,
რაღად უნდა ვაგინალური. აბა, მომილოცავს! კაი ბებერი
კი ხარ, ქალბატონო, მარა შიგნით ყველაფერი ახალგაზ-
რდა გაქვს. კაი ოცი წლით ახალგაზრდა გაქვს შიგნით ყვე-
ლაფერი. გადის და ლამის ღია კარებიდან იძახის. ჰეჰეე,
მამა სად არი, მამა! აბა, ჩემგან ერთი კაცურად მხარზე ხე-
ლი დაჰკარი!
ვინაა ეს კაცი? რა უნდა? რას მილოცავს? ისევ ეს გოგო
ჯდება კომპიუტერთან და ახლა რაღაცა ტუალეტის ქა-
ღალდივით თეთრ ფურცელს მაწვდის.აი, ამით მოიწმინ-
დეთ, ქალბატონო, და წამოდექით. მეც მომილოცავს. ახლა
თაგვივით მიყურებს, გაულღვა თვალები.
ეს იყო ღვინიაშვილი? უმისამართოდ ვამბობ. აღნიაშვი-
ლი, მპასუხობს, წამოდექით. ქაღალდს ვისვამ მუცელზე
დასხმულ ამ რაღაცა სითხეზე და ისევ ჟანგიანი, ჩავარ-
დნილი ხმით ვამბობ: კიბო მაქ? ამ თვალებს შუშად ყოფ-
ნის გარდა, თურმე, შეძლებიათ, სხვა რაღაცეებიც. ახლა
ჩემკენაა მოტრიალებული, გაფართოებული თვალებით

223
მიყურებს. ჟალუზებს იქეთ ხე ირხევა, ახლა გეგონება ამის
თვალებში.
რა კიბო, ფეხმძიმედ ხართ, ქალბატონო! თქვენ ასაკში იშ-
ვიათად ხდება ეს. იშვიათად კი არა, თითქმის არ ხდება,
მაგრამ ხდება ხანდახან. ნამდვილად მოსალოცად გაქვთ
საქმე, ახლა ქერა გოგო ეხმიანება ამას, ესეც მოტრიალებუ-
ლა თავის ეკრანიდან, ქალბატონი, და შემომჩერებია, გე-
გონება პირდაღებული. |
მარა რას მეუბნებიან? რას ბოდავენ? რას დამცინიან? მას-
ხრად მიგდებენ, რო ამათ თვალში სოფლელი ვარ, სოფლე-
ლი ქალი პირველად მოვედი ექიმთან, შეშინებული. შეში-
ნებული კი არა, შიშისგან გასწორებული, გადაპარტახებუ-
ლი. ქალს აღარ ვგევარ და ამათმა რაღაც სცენა დამიდგეს
ახლა? სპექტაკლს თამაშობენ? ყველამ პირი შეკრა და მა-
მასხარავებს? დამცინით ხო, თქვე საზიზღრებო? კიბო
გინდათ მითხრათ და ამ რაღაცა სისულელეს მეუბნებით,
რაღაცას ჩმახავთ ხო? ჩმახავთ და როტავგთ! მიწამ ჩაგიქ-
ვავოთ პირი, თქვე დებილებო! თქვე სასტიკებო! თუ ხუმ-
რობაა, რა ხუმრობაა? არა, თუ ხუმრობაა, რა ხუმრობაა, აბა
მითხარი? კარებთან ვდგავარ, ჩანთაგადაკიდებული. ან
როდის მოვედი ამ კარებთან, ან ჩანთა როდის გადავიკი-
დე? თუ ხუმრობაა, რა ხუმრობაა? მარტო ამას ვეხრიალე-
ბი.
რა ხუმრობა, ქალბატონო, შუშისთვალება ფეხზე წამომ-
დგარა, ისევ შუშა აქ თვალები, ჩვენ აქ სახუმაროდ გვცა-
ლია? მიბრძანდით, აღრიცხვაზე დადექით და გინეკოლო-
გი აიყვანეთ. აი, თქვენი ფურცელი, ეს ქერა გოგო რაღაცა

224
ფურცელს მაჩეჩებს ხელში. აქ წერია ყველაფერი, გინეკო-
ლოგს მიუტანეთ ეს, როცა აღრიცხვაზე დადგებით.
სადაა კარები? სადაა? დროზე გავაღწიო ამ ჯოჯოხეთი-
დან! სუფთა ჰაერი მინდა! აგე, კარები! აგერაა კარები! შოკ-
შია, ქერა გოგო ამბობს. შოკში ეგ კი არა, მე ვარ, სადღაც
ზურგს უკან მესმის შუშისთვალებას ხმა. ღმერთო, რატოა
ასე ჩახუთული ამ დერეფანში? სუფთა ჰაერი მინდა! სუფ-
თა ჰაერი!
გარეთ კიდევ ისეთი რუხია ყველაფერი, რუხი და ჩამოჟა-
მებული, გეგონება, ის განათებული დერეფანი გაზაფხუ-
ლის დაისი იყო. ახლა კიდე სადღაც.მოვხვდი, სად, ვეღარ
ვიგებ, წელიწადის რომელ დროში ვარ. ალბათ, შემოდგო-
მა შემოდგომა არაა და ზამთარი ზამთარი ამ ბეტონებში.
ჰაერიც არაა, ეს მანქანები დადიან და დადიან, გაუჩერებ-
ლად და ამათმა ნაბოლქვმა ლამის ყელში წამიჭიროს, საყ-
ლაპავი გადამიკეტოს. წვიმის წვეთები მეცემა, წვიმას იწ-
ყებს. ქოლგა არა მაქ, თავი სადმე უნდა შევაფარო. რა ვქნა
ახლა მე, სად წავიდე? ჰა, სად წავიდე? ა, იქით'წავალ. ზე-
მოთ წავალ. რა მნიშვნელობა აქ, საით წავალ? რა ცუდადა
ვარ, ღმერთო! მუხლი მეკვეთება და მიკანკალებს. გული
მერევა. ეს რა არი, ჩემი ტელეფონი რეკავს? რატო რეკავს
ჩემი ტელეფონი? ხო გამოვრთე? ვინაა? რა დროს ტელე-
ფონია? თავისით ჩაირთო, ეტყობა, ჩანთაში ჩაგდებული.
უნდა გამოვცვალო ეს ტელეფონი, ახალი ვიყიდო. ახლა ამ
ჩანთას ვერაფრით გავხსნი, არ შემიძლია ახლა ამ ჩანთის
გახსნა! ეს რა ფურცელია? რა ფურცელი მაქ ხელში შერჩე-
ნილი? აა, ეს ისაა, იმ ქერა გოგოს მოჩეჩებული. ჯიბეში ჩა-

225
ვიტენი. აჰ, როგორ ცივა! მე კიდე ამ ფარღალალა ჟაკეტით
რო ვარ წამოსული? როგორ ცივა და რა დახუთულია,
ღმერთო, სადა ხარ?! აქ რანაირად სუნთქავთ და ცხოვ-
რობთ? მივდივარ, მარა ფეხს ძლივს მივათრევ, თითქოს
ზედ ჯაჭვი მომდებია. იმ ჯაჭვზე კიდე თითქოს ზედ ქვაა
დაკიდებული. თითქოს მივდივარ, მარა ერთ ადგილას
ვარ გაშეშებული, თითქოს დაბმული. რა არი ესა? რატო
ვარ ასე? რატო მგონია, რო ეს როდესღაც უკვე გამოვცადე?
სადა ვარ ესა? დომნას სახლია! ან აქ რა მინდა, ახლა, მე
დომნას სახლში? რაღა დროს დომნაა, რაღა დროს მისი
სახლია? ღუმელს რო ვხედავ?! ცეცხლი ძლივს ბჟუტავს
შიგნით, სველი შეშაა შეყრილი, შეშა შიშინებს, ჩქამი არ
ისმის. მარტო შეშა შიშინებს, იმის ხმა მიდგას მარტო ყუ-
რებში. აგე, ფიცრებისგან შეკრული ტახტი, ზედ ჩრჩილნა-
ჭამი ხალიჩაა გადებული, იმის ზემოდან ვაშლის ჩირი გა-
უფენია, ბოლომდე არაა გამომშრალი. იქვე, ღუმელთან,
გაქერცლილი
ვედრა დაუდევს, შიგნით რაა, ვერა ვხედავ, მარა სუნით
ვხვდები, საჭმლის ნარჩენია სასუქისთვის შეგროვებული.
ღუმელის
წინ დაკორძილი, სველი შეშა დაუყრია და შეშას წყალი
გასდის, იქვე გუბე დგას, ნაცარგარეული. იატაკს საღებავი
აცლია და პურის ნამცეცები ყრია აქა-იქ. მარტო სველი შე-
შის შიშინი და წვიმის ხმა ისმის. მარტო ვარ, ღმერთო, სუ
მარტო! აგერ, მაგიდის ფეხს ვარ გამობმული, მტირალი,
მხოხავი, მაგიდის ფეხს ცალი ფეხით მიბმული, თოკით
მიბმული! ბოჩოლასავით! ვტირი და ვტირი, (კრემლი

226
თვალს მიბრმავებს, მლაშე წვინტლი პირში ჩამდის. სადა
ხარ, დომნა, რად მიმატოვე? შენ გამომაბი თოკით მაგი-
დის სქელ ფეხს? შენ გამომაბი, შენ მიმატოვე? რატო დამ-
ტოვე მარტო, დომნწა, რატო დამტოვე? ან სად წახვედი?
შენ ხო გიყვარდი? როგორც შეგეძლო, ისე გიყვარდი.
თქვი, ხო გიყვარდი შენი ბებრული სიყვარულით? რა ვქნა
ახლა, როგორ ვიყო? როგორ ვიარო? რა გავაკეთო? რატო
მიმაბით ერთ ადგილას, რატო დამტოვეთ?
რა არი ეს, მიწისქვეშა გადასასვლელი? კიბეებია? ჩადი მი-
წის ქვეშ, ჩადი, ეთერო, ჩადი მიწის ქვეშ, თორე ნახე, რო-
გორ წვიმს უკვე, როგორ სველდები, სუ დასველდები! ნე-
ლა ჩადი, თორე ნახე, თავბრუ გესხმის, ამ კიბეზე რო და-
გორდე გულწასული, სულს ვერ ჩაატან ბოლომდე, ნელა
იარე. რატო ბნელა ამ მიწისქვეშაში? ვაიმე, რა ცუდად ვარ,
სუ ცივად მივლის ტანში, ვერაფერს ვხედავ! აღარც მესმის
არაფერი, ახლა წავიქცევი! ძირს გაგებულ ფილაქანს ვხე-
დავ და აგერ, კედელთან რაღაცა ძონძები გაუშლიათ. აი,
ცოტაცაა და, დავვარდები და სანამ დავვარდები და გონი
წამერთმევა, მიწას თავს დავკრავ და გავითიშები, ამ გაშ-
ლილ ძონძებზე ჩამოვჯდე, ისა სჯობს, მუხლი ამაზე და-
ვაბჯინო, სანამ მართლა გონი სუ წამრთმევია, თავი შუაზე
გამხლეჩია ძირს დაცემისგან, მარა ვიღაცა უკვე ჩამომჯდა-
რა ამ ძონძზე. ჭაღარა, გაბურძგნული თავი მოუჩანს. მე კი-
დე ვხვდები, რო ახლა მუხლთან ერთად გონიც წამერთმე-
ვა საბოლოოდ, ამ ძონძებზე თუ არ დავჯექი. უნდა ჩამოვ-
ჯდე ცოტა ხანს, ქალბატონო, ამ გაბურძგნულ თავს ვეუბ-
ნები და ლამისზემოდან დავეცე ამ ძონძებზე, ცუდად ვარ,
შენი ჭირიმე, დამსვი ცოტა ხნით. თვალებშიც მიბნელდე-

227
ბა და რო ვახელ, ამის სახეს ვუყურებ, ამ გაბურძგნული ქა-
ლის სახეს, უკბილო პირს და ანთებულ თვალებს, მიცი-
ნის. მიცინის, შემომცინის. მგონი კვდები, ქალბატონო?
კიდევ მიცინის. არა, არ ვკვდები, ჩემი ხმა ძლივს მესმის,
სუ უღონოდ ვარ, ღონეგაცლილი. აბა, მშიერი ხარ? ისევ
მიცინის, კბილები სუ არ აქ, ღრძილები უპრიალებს. ახლა
ვხედავ წინ დაგდებულ, გამორღვეულ შავ ნაქსოვ ქუდში
ხურდები ყრია, ვერცხლისფრად ბრჭყვიალებს. მათხოვა-
რია, მათხოვარ ქალთან ვარ მიგდებული ძონძებზე, მიწის-
ქგეშაში! რა სირცხვილია, ეთერო, ქალო! მარა აქ ვინმე და-
გინახავს? ვინმე გიცნობს? ვერც ვერავინ! შენც მათხოვარი
ეგონები ვინმეს და ეგრეც ჯობია! ვინმემ რომც გიცნოს,
ვერც დაიჯერებს, რო ეს შენა ხარ, აგე, მიწისქვეშაში, აყრო-
ლებულ ძონძზე გაშოტილი, ცხვირწინ ხურდებიანი ქუდი
დაგიდევს. არა უშავს, ახლა ეს ქალი ხო გვერდითა გყავს,
მარტო აღარ ხარ მაგიდის ფეხზე თოკით მიბმული. კოკა-
კოლა გინდა? ეს კიდე ღრძილებით მიცინის, ხელში კოკა-
კოლას ბოთლს ატრიალებს, ნახევრად დალეულს. ჭუჭყი-
ანი, დაღრღნილი ფრჩხილები აქ, დაღუნული, ძარღვიანი
თითები, არ გინდა კოკა-კოლა? თან კიდე მეკითხება, თან
კიდე ბოთლი პირთან მიაქ, სვამს. მინდა კი, ხელს უღო-
ნოდ ვიწევ, ძლივს ამომდის ხმა პირიდან. იმას კიდე ზედ
ტუჩზე აქ ბოთლი აკრული, იშორებს და ჩემკენ იწვდის,
ბოთლის თავსა და ტუჩებს შორის ფურთხი ეწელება. მჟა-
ვე გემო აქ ამ კოკა-კოლას, თუ ამ ქალის ფურთხს აქ მჟავე
გემო, ბოთლის თავთან დაგროვებულს, მარა მერე თით-
ქოს სცილდება, მეც ვსვამ და ვსვამ და ჩაჟანგულ ყელს,
როგორც იქნა, მიხსნის ეს დატკბილული წყალი. გწყურო-

228
და? კიდე მიცინის, მოდი, აქეთ მოიწიე, ქალო. უფრო ახ-
ლოს ვჩოჩდები და თითქოს თვალშიც გამოვიხედე. არაფე-
რი სიზმარი არაა ესა. აგე, მართლა მიწისქვეშა გადასას-
ვლელის კედელთან ვარ მიგდებული, ძონძებზე, ნაკლო-
ვან მათხოვართან, ჩემ წინ კი მიდიან და მოდიან ადამია-
ნები, მიდიან და მოდიან, მიდიან და მოდიან. აგე, ცხვირ-
წინ ჩამწკრივებულ მაღახიებსაც ვხედავ, იმათ ვიტრინებს
ზედ ჩინური, იაფიანი ფეხსაცმელებით, აგერ რაღაცა სუ-
ნიც მცემს, მიწისქვეშას სუნი, საცხობის თუ დამწვარი ზე-
თის, საღებავის, შარდის, ჩინური ფეხსაცმლის სუნი და ამ
ქალის მწკლარტე სუნი, ამის ძონძების, ერთმანეთში გადა-
რეული. თბილად კი ვარ, ისე, სცოდნია, რა დააგოს, რო-
გორ დააგოს, თბილად რო იყოს და თვალები მიმძიმდება.
თვალები მიმძიმდება და ცოტა ხანი დავიძინებ, ამას ვეუბ-
ნები, მათხოვარს, მათხოვარს კი არა, ჩემს ანგელოზს, შე-
ხედე, მართლა რანაირად აქ ეს თმა თეთრად დაფენილი,
არადა, ჩემი ხნის იქნება, მეტის კი არა. მგონია, მართლა ან-
გელოზია, ფრთებიც კი აქ, მარა მე ვერა ვხედავ. ეს კიდე
ღიმილით მომჩერებია, ღრძილები უელავს დორბლიან
პირში, დაიძინე, დაიძინე, ჭუჭყიან ხელს მადებს ლოყაზე.
გედოს ეგ ხელი, ცოტა ხნით, ქალო, მერე რა, რო ბინძური
ხარ, გედოს ეგ ხელი. მადლობა, რო შენი ადგილი გამიყა-
ვი, მადლობა, რო ახლა შემიფარე მთლად მიწასთან გასწო-
რებული, ამ მიწისქვეშაში გულის წასვლისთვის განწირუ-
ლი. მადლობა, ქალო! ოქროს ქალი ხარ შენ, ვინცა ხარ,
ღმერთი მოგცემს სამაგიეროს ამ სიკეთისთვის. მინდა,
მადლობა გითხრა, მარა ყელი მაქ ახლა გადაკეტილი და
ჯობია ჩუმად ვიყო, შენც კიდე შენთვის იმათხოვრო, იქნე-

229
ბა და ორ გაშოტილ ქალს უფრო მეტი ხურდა დაგვაყარონ
ამ უსახო, უსახურმა ადამიანებმა, წინ რო მიდიან და მო-
დიან, მიდიან და მოდიან, ჩქარი ნაბიჯით, აჩქარებული
ნაბიჯით, მარა ახლა ამათაც ვეღარ ვხედავ, ვერც ამათ ტა-
ნებს ვხედავ, ვერც ამათ ფეხებს, ვერც სახეებს, ახლა მარტო
კედელსა ვხედავ, იმ კედელსაც ვეღარ ვხედავ, იმ რუხი
კედლის მაგივრად მაყვალს ვხედავ, მაყვლის ბუჩქებს,
შავ, ბრიალა მაყვალს, მის დამძიმებულ კენწეროებს, ნიავი
რო არხევს და აგერ, თითქოს შაშვმაც გაიჭახჭახა, სუ ახ-
ლოს ხეებს შორის და აგე, მაყვლის ბუჩქშიც თითქოს ვხე-
დავ კიდეც, შავად გადებულს. კიიიი, შაშვია, შაშვი! შავი
შაშვია, ყვითელნისკარტა! აგერ, თითქოს ესეც ცხვირწინ
ამიფრთხიალდა, აფრინდა, გამიფრინდა! თვალიც ვერ მი-
ვადევნე. ისევ მაყვლის ბუჩქსა ვხედავ, მის დამძიმებულ
კენწეროებს, ნიავი რო არხევს, ელამუნება. თვალებსა ვხუ-
ჭავ და რიონის ხმაც მესმის, მისი გუგუნიც, და სანამ სუ
ღრმა, დაბნელებულ ძილში ჩაგეშვებოდე, ამ ქალის ხელს,
ანგელოზის ხელს, ჩემ ლოყახე დადებულს, მეც ხელს მო-
ვუჭერ.

230

You might also like