You are on page 1of 3

საუკეთესო TV სერიალი,რომელმაც ადამიანთა

გულები დაიპყრო

გიყვარს სერიალების ყურება?! ეძებ რაიმე საინტერესოსა და განსხვავებულს ?!

უკვე აღარ იცი რას უყურო ?! მაშინ ,ეს სტატია სწორედ შენთვისაა.

სერიალი სახელწოდებით ,, Extraordinary_Attorney_Woo’’- ,,არაჩვეულებრივი


ადვოკატი ვუ’’,2022 წლის 29 ივნიისს გამოვიდა სამხრეთ კორეაში. იგი
გამოსვლისთანავე გახდა პოპულარული. სატელევიზიო სერიალის შემქმნელია ,
რეჟისორი Yoo In-Shik. სიუჟეტი 27 წლის გოგოს, ვუ იონვუს გარშემო
ტრიალებს.იგი აუტიზმითაა დაავადებული,თუმცა ამ დაავადებას მისთვის ხელი
არ შეუშლია სეულის პრესტიჟულ უნივერსიტეტში საუკეთესო ქულებით
მოხვედრილიყო ,იურიდიულ ფაკულტეტზე. ვუ იონვუ გიჟდება საკუთარ
პროფესიაზე და ცხოვრების მთავარ ამოცანად უსამართლობის აღმოფხვრა
გადაუწყვეტია.

სერიალი მრავალფეროვანია იმ კუთხით,რომ მასში მრავალ სოციალურ


პრობლემას ვაწყდებით.16 სერიისგან შემდგარი ვუ იონვუს ცხოვრება საშუალებას
გვაძლევს დავფიქრდეთ ჩვენს რეალობაზე,აღმოვაჩინოთ მრავალი
ადამიანი.აღსანიშნავია,თუ როგორ შეეძლო რეჟისორს ამ პატარა ტელესერიალში
ეჩვენებინა სხვადასხვა სოციალური პრობლება. თუმცა, უპირველესი მაინც
აუტიზმით დაავადებული ადამიანების ისტორიებია. რეჟისორმა დაგვანახა ისინი
სხვა კუთხით,უფრო ძლიერები,მიზანდასახულები და პროდუქტიულები.

რა სოციალურ სტატუსს ატარებენ აუტიზმით დაავადებული ადამიანები?!

მათ დიდი ძალისხმევა და შრომა სჭირდებათ იმისათვის ,რომ ჩაებან


საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ვუ იონვუს პერსონაჟის მიმართ სიმპათიას სწორედაც,რომ მისი მიზანსწრაფვა


განაპირობებს,მას ისევე შეუძლია სიყვარული და თვითგამოხატვა ,როგორც სხვა
ადამიანებს. ადვოკატი ვუ ერთ-ერთ ეპიზოდში ასეთ ფრაზას ამბობს :
,,მაშინაც კი, როცა ვმუშაობ ადვოკატად ვუ
იონვუ, ხალხის თვალში ისეთი შეგრძნება მაქვს,
თითქოს აუტისტი ვარ ვუ იონვუ. აუტისტი ვუ
იონვუ ყველაზე სუსტი რგოლია“
,,ჰანს ასპერგერი, პირველი ადამიანი, ვინც აუტიზმის შესახებ
კვლევა ჩაატარა, ფიქრობდა, რომ მას დადებითი მხარე ჰქონდა. მან
თქვა: „ყველაფერი, რაც საზღვრებს სცილდება და, შესაბამისად,
არანორმალურია, არ უნდა იყოს არასრულფასოვანი“. რომ თავიანთი
ახალი აზროვნებითა და გამოცდილებით, აუტიზმის მქონე
ადამიანებს შეუძლიათ მოგვიანებით მიაღწიონ დიდ საქმეებს. ”
დრამის ყოველი პერსონაჟი განსაკუთრებულია ,ყოველ მათგანს თავისი
ისტორია აქვს და ეს ისტორია ძალიან გულშიჩამწვდომია. ისინი ლაპარაკობენ
ქალთა ძალადობაზე,ბავშვების უფლებებზე,ქვეყნის ისტორიაზე.ისინი არიან
მსხვერპლებიც და დამნაშავეებიც. ვფიქრობ სერიალის უნიკალურობა,სწორედ
აქედან მოდის.

სამსახურეობრივი რომანი,კონკურენცია,ადამიანები სამართლიანობის


დასაცავად,თბილი ...ნათელი ფერები. თუ აქამდე კორეული სერიალების
მოყვარული არ იყავით,ეს დრამა კორეას შეგაყვარებთ.

,, Extraordinary_Attorney_Woo’’ შეგიძლიათ უყუროთ Netflix- ზე ინგლისურად


და ქართული სუბტიტრებით asia.com.ge-ზე

ბოლოსთვის კი შემოგინახეთ ფრაზები სერიალიდან ,,არაჩვეულებრივი


ადვოკატი ვუ’’:
„მე მაქვს აუტისტური სპექტრის აშლილობა. ასე რომ, შენთვის ჩემი
მეტყველება და მოქმედებები შეიძლება არაფორმული და უხერხული
ჩანდეს. მაგრამ მე მიყვარს კანონი და ჩემი პატივისცემა
ბრალდებულის მიმართ არაფრით განსხვავდება სხვა ადვოკატისგან“.

,,ქორწინებისთვის აუცილებელია მშობლებისგან ფსიქოლოგიური


დამოუკიდებლობა“

,,თუ გინდა კარგი შეფასება, ისწავლე. თუ წონის დაკლება გსურთ,


ივარჯიშეთ. თუ გსურთ კომუნიკაცია, ეცადეთ. ”

„ჩვენ ყველას გვინდა გვიყვარდეს და გვიყვარდეს. იგივეა


ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ადამიანებისთვისაც. პირიქით, სურვილი კიდევ უფრო დიდია.
იმიტომ, რომ უმეტეს შემთხვევაში მათთვის უფრო რთულია
სხვებისგან სასურველი ყურადღების მიქცევა ან სიყვარული“
სასიამოვნო ყურებას გისურვებთ

https://sarahscoop.com/105-best-quotes-from-extraordinary-attorney-woo/

https://asia.com.ge/1113-extraordinary-attorney-woo.html

https://en.wikipedia.org/wiki/Extraordinary_Attorney_Woo

You might also like