You are on page 1of 2

განვითარების ზოგადი შეფერხება

Global Developmental Delay 315.8 (F88)

ეს დიაგნოზი განკუთვნილია 5 წლამდე ბავშვებისთვის, როცა სიმძიმის დონის


დადგენა შეუძლებელია ადრეულ ბავშვობაში. ამ კატეგორიის დიაგნოსტირება ხდებ
მაშინ, როცა ინდივიდი ვერ აკმაყოფილებს ასაკის შესაბამის განვითარების
საფეხურებს ინტელექტუალურ სფეროში, ასევე ეხება ისეთ ადამიანებს,
განსაკუთრებით ბავშვებს, ვისაც არ შეუძლია სტანდარტიზებული ტესტის გაკეთება. ამ
კატეგორიის დიაგნოზი საჭიროა დროის გარკვეული ინტერვალებით გადაიხედოს.

დაუზუსტებელი ინტელექტუალური შეზღუდული


შესაძლებლობები
(ინტელექტუალური განვითარების დარღვევა)
Unspecified Intellectual Disability (Intellectual Developmental Disorder)
319 (F79)

ეს კატეგორია განკუთვნილია 5 წელზე მეტი ასაკის პირებისთვის, როდესაც


ინტელექტუალური განვითარების შეფერხების სიმძიმის დადგენა ძალიან რთული ან
შეუძლებელია სენსორული ან ფიზიკური დარღვევების გამო. როგორებიცაა -
დაქვეითებული სმენა ან მხედველობა; გადაადგილების უნარის დარღვევა; მწვავე
ქცევითი აშლილობა ან თანმხლები მენტალური დარღვევა. ეს კატეგორია
გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და სჭირდება პერიოდული
გადახედვა.

კომუნიკაციის დარღვევები

კომუნიკაციის დარღვევები მოიცავს ენის, მეტყველების და კომუნიკაციის


დარღვევას. მეტყველება მოიცავს ფორულირებას, თავისუფლად ფლობას, ხმას და
რეზონანსის ხარისხს. ენა მოიცავს საყოველთაოდ მიღებული სიმბოლოების ფორმას,
ფუნქციას და სწორ გამოყენებას (ე.ი. სალაპარაკო სიტყვები, ჟესტების ენა,
წერილობითი სიტყვები, სურათები). კომუნიკაცია მოიცავს ნებისმიერ ვერბალურ და
არავერბალურ ქცევას (იქნება ეს განზრახ თუ უნებლიედ), რომელიც გავლენას
ახდენს სხვა ადამიანის ქცევაზე, აზრებსა და დამოკიდებულებებზე. ენის,
მეტყველების და კომუნიკაციის უნარები აუცილებლად უნდა შეფასდეს ინდივიდის
კულტურის და მშობლიური ენის კონტექსტში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვი
ორენოვან გარემოში იზრდება. ვერბალური და არავერბალური უნარების
შესაფასებელი ტესტი, კულტურულ და ლინგვისტურ ჯგუფზე უნდა იყოს მორგებული,
რადგან შეიძლება ერთი ჯგუფისათვის შედგენილმა ტესტმა, მეორე ჯგუფზე არ
იმუშაოს. კომუნიკაციის დარღვევების დიაგნოსტიკური კატეგორია შეიცავს -
სამეტყველო ენის დარღვევა, სამეტყველო ხმის დარღვევა, ენის ბორძიკი,
სოციალური კომუნიკაციის დარღვევა და კომუნიკაციის სხვა დაზუსტებული და
დაუზუსტებელი დარღვევები.

You might also like