You are on page 1of 3

სამეცნიერო სტატიის კრიტიკული ანალიზი

https://www.pnas.org/content/117/21/11781
«ოქსიტოცინისა და ლორაზეპამის ზოგადი და დისოციაციური ეფექტი შიშის
ნეიროსქემაზე»

- ავტორები

მოცემული სტატია დაიწერა 2020 წლის 26 მაისს, სტატიის ავტორები არიან Ann-
Kathrin Kreuder, ბონის ჰოსპიტალის უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და
ფსიქოთერაპიის დეპარტამენტის პროფესორი; Dirk Scheele, ბონის ჰოსპიტალის
უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და ფსიქოთერაპიის დეპარტამენტის პროფესორი;
Johannes Schultz, ბონის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ნეირომეცნიერების
ცენტრის ასისტენტ-პროფესორი; Juergen Hennig, გისენის უნივერსიტეტის
პიროვნების ფსიქოლოგიისა და ინდივიდუალური თავისებურებების განყოფილების
პროფესორი; Nina Marsh, ოლდენბურგის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის
დეპარტამენტის ფილოსოფიის დოქტორი; Torge Dellert, მიუნსტერის
უნივერსიტეტის დამედიცინო დსიქოლოგიისა და სისტემების ნეირომეცნიერებათა
ინსტიტუტის პროფესორი; Ulrich Ettinger, ბონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის
დეპარტამენტის პროფესორი; Alexandra Philipsen, ბონის ჰოსპიტალის
უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და ფსიქოთერაპიის დეპარტემენტის პროფესორი; Mari
Babasiz, ბონის ჰოსპიტალის უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და ფსიქოთერაპიის
დეპარტემენტის პროფესორი.

- სამეცნიერო ჟურნალის იმპაქტ-ინდექსი

სტატია არის გამოქვეყნებული მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ციტირებულ სამეცნიერო


ჟურნალში PNAS (Proceeding of the National Academy of the United States of America),
რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს 3200 სამეცნიერო სტატიას. 1914 წელს
დაფუძნებული, PNAS აქვეყნებს წამყვან კვლევებს, სამეცნიერო სიახლეებს, მეცნიერების
ეროვნული აკადემიის შესახებ ინფორმაციას. 2019 წლის მონაცემების თანახმად,
ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორი შეადგენს 9,412-ს, ამ ჯგუფში კი მოხვდა სამეცნიერო
ჟურნალთა მხოლოდ 2,4%.

- სამეცნიერო სტატიის სათაური

მოცემული სტატიის სათაური სრულიად შეესაბამება სტატიის შინაარსს. სტატიის


სათაური და ზოგადი ინფორმაცია, რომელიც არის მოცემული აბსტრაქტში, გვაძლევს
საშუალებას, გავიგოთ, იქნება თუ არა წარდგენილი მასალა ჩვენთვის სასარგებლო და
მნიშვნელოვანი. ტექსტი შეესაბამება სამეცნიერო სტილს.

- სამეცნიერო სტატიის აქტუალობა

შფოთვითი აშლილობა არის მენტალურ აშლილობათა ერთ-ერთი ყველაზე


გავრცელებული ტიპი, რომელიც გვხვდება ზრდასრულ ადამიანთა 30%-ში.
მდგომარეობას, რომელსაც დღს ვუწოდებთ შფოთვით აშლილობას, აღწერდნენ
ჰიპოკრატე და მისი მოწაფეები, მაგრამ ამ მდგომარეობის მიზანდასახული შესწავლა
დაიწყო მხოლოდ მე-20 საუკუნეში. The Lancet ჟურნალში გამოქვეყნებული სტატისტიკის
თანახმად, შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანების რიცხვი პერიოდში 2005 წლიდან
2015 წლამდე გაიზარდა 15%-ით და ეს სტატისტიკა იზრდება გეომეტრიული
პროგრესიით. 2018 წელს წიგნების სავაჭრო კომპანიამ Barnes & Noble გამოაცხადა, რომ
შფოთვის შესახებ ლიტერატურის გაყიდვათა რიცხვი ერთ წელში გაიზარდა 25%-ით. ეს
ადასტურებს იმას, რომ კაცობრიობას სჭირდება წამალი, რომელიც დაარეგულირებს მათ
მენტალურ მდგომარეობას და გააქრობს შფოთვის სიმპტომებს,

წლების განმავლობაში ბენზოდიაზეპინები წარმოადგენენ ანქსიოლიტიკური


ფარმაკოთერაპიის ოქროს სტანდარტს, მაგრამ მათი კლინიკური ეფექტურობა
შეზღუდულია გვერდითი ეფექტებითა და შეჩვევის მაღალი რისკით. შესაბამისად,
არსებობს ახალი უსაფრთხო ანქსიოლიტიკების შემუშავების საჭიროება, რასაც ეძღვნება
მოცემული სტატია. პეპტიდური ჰორმონი ოქსიტოცინი ავლენს ანქსიოლიტიკურ
თვისებებს ადამიანებსა და ცხოველებში და სტატიის ავტორები არკვევენ, ახასიათებს თუ
არა ბენზოდიაზეპინებსა და ოქსიტოცინს ერთი და იგივე ეფექტი შიშის ნეირონულ
ძაფებზე.

- სამეცნიერო სტატიის სიახლე, ნოვატორობა

მოცემულ სტატიაში აღწერილია ნოვატორული კვლევა, ვინაიდან 2020 წლამდე არ


არსებობდა შფოთვითი აშლილობის მკურნალობის უსაფრთხო ანალოგი, გამოიყენებოდა
ბენზოდიაზეპინები, რომელიც იწვევს ძილიანობას, კოგნიტიური და მოძრაობის უნარის
დარღვევას, თავბრუხვევას, დამოკიდებულებას. ბაზოლატერალური ნუშისებრი სხეული,
რომელიც შედგება ლატერალური, ბაზალური და დამატებითი ბაზალური
ბირთვებისგან და ცენტრომედიალური ნუშისებრი სხეული, რომელიც შედგება
მედიალური და ცენტრალური ბირთვებისგან, თამაშობენ წამყვან როლს შიშის
ფორმირებასა და რეგულაციაში. სტატიაში მოცემული კვლევა ამოწმებს ოქსიტოცინის
ანქსიოლიტიკურ ეფექტს და ადასტურებს, რომ იგი ახშობს ნუშისებრი სხეულის
საპასუხო რეაქციას შიშის სიგნალებზე. ეს კი არის პირველი ნაბიჯი იმისაკენ, რომ
დაიწყოს ოქსიტოცინის გამოყენება შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ კლინიკებში.
- სამეცნიერო სტატიის ჟანრი

სტატიაში გამოყენებული ტერმინოლოგია და სამეტყველო კლიშე არის შინაარსის


შესაფერისი. ტექსტი აგებულია თეზისი-არგუმენტის სქემიც შესაბამისად, ეფუძნება
მტკიცებით ბაზას. ტექსტი არის ერთიანი და თანმიმდევრული. საყურადღებოა ის, რომ
სტატიაში განსაკუთრებული ყურადღბა ექცევა ობიექტურ მონაცემებს: ექსპერიმენტების
შედეგებს, ოფიციალურად დადასტურებულ ცნობებს, რას ზრდის ინფორმატიულობას.

- სამეცნიერო სტატიაში აღწერილი კვლევის თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა

სტატიაში არსებული მონაცემები გვიქმნის წარმოდგენას ოქსუტოცინის ინტრა-


ამიგდალური ოქსიტოცინსა და ლორაზეპამის კლინიკური კომპარატორზე ადამიანებში,
რაც ხელს უწყობს მკურნალობის ინდივიდუალური სტრატეგიების შემუშავებას, რაც
ეფიძნება ორივე ნაერთის ანქსიოლიტიკურ თვისებებს. კვლევის შედეგი გვიჩვენებს, რომ
ოქსიტოცინს აქვს პოტენციური თერაპიული მნიშვნელობა.

You might also like