You are on page 1of 23

გერმანელ, იაპონელ და ქართველ

სტუდენტთა ეთნიკური დისტანციები:


ვისთან განიცდიან სიახლოვეს?
მსგავსება და განსხვავება

ნინო ჯავახიშვილი
ნათია კოჭლაჭვილი
ანა მაყაშვილი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
25 დეკემბერი, 2012
სოციალური დისტანცია
• რობერტ პარკი: სოციალური დისტანციის
ცნება არის ”პიროვნული და სოციალური
ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი
ურთიერთგაგებისა და სიახლოვის დონეთა
დაყვანა გაზომვად ცნებებზე” (Park, 1924, p.
339).
• ემორი ბოგარდუსი: ”კეთილგანწყობილი
ურთიერთგაგების დონე, რომელიც ორ
ადამიანს ან ადამიანსა და ჯგუფს შორის
არსებობს” (Bogardus, 1933, p. 268).
”გაზომვადი ცნებები” შეიმუშავა
ემორი ბოგარდუსმა 1924 წელს

ინსტრუმენტი: ”სოციალური დისტანციის სკალა”


 შედგება 7 დებულებისაგან, რომელიც
სხვადასხვა დისტანციას აღნიშნავს.
 დებულებები იწყება ყველაზე დაბალი
დისტანციიდან და თანდათან ყველაზე მაღალ
დისტანციამდე გადადის.
ინსტრუმენტის ნიმუში
(რესპონდენტს თხოვენ, მონიშნოს ის დებულება,
რომელსაც ეთანხმება)
მაგ.: იტალიელთან...
1. დავქორწინდებოდი (1.00)
2. დავმეგობრდებოდი (2.00)
3. ვიმუშავებდი მის გვერდით ერთ ოფისში (3.00)
4. მეზობლად მივიღებდი (4.00)
5. მხოლოდ ნაცნობად მივიღებდი (5.00)
6. ქვეყანაში სტუმრად მივიღებდი (6.00)
7. ქვეყნის გარეთ იყოს (7.00)
რატომ სოციალური დისტანცია?
რატომ სოციალური დისტანცია?
”მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ
ქუთაისში 3000 ჩინელის ჩასახლებას
აპირებენ. [...] რაც
ხდება, ძალიან სახიფათოა
ადგილობრივი მოსახლეობისთვის და
თუ გავითვალისწინებთ ქართველებისა და ჩინელების
გამრავლების კოეფიციენტს, ქუთაისი რამდენიმე
წელიწადში შეიძლება ჩინეთს დაემსგავსოს.
[...] მაქვს ინფორმაცია, რომ ქუთაისში ქურთების
რაოდენობა 1000-მდე გაიზარდა. ისინი თურქეთიდან
გამოაძევეს და ახლა დიდ პრობლემებს უქმნიან
ადგილობრივ, ქუთაისელ მოსახლეობას - ყველა
მათგანი მათხოვრობით არის დაკავებული, თუმცა
იმას, რასაც ისინი აკეთებენ, უფრო ყაჩაღობა ჰქვია.”
(გოგი წულაია, პარტია ”თავისუფალი საქართველო”,
ambebi.ge, ივნისი 2012)
რატომ სოციალური დისტანცია?

”აქ [ქუთაისში] უამრავი ჩინელია, ყოველდღიურად


იზრდება მათი რაოდენობა. საღამოს შეიძლება ოთხი
შევიდეს და დილით რვა გამოვიდეს, ეს ძალიან დიდი
პრობლემაა და, სამწუხაროდ, არავინ არაფერს ამბობს.”
(ზაზა მეთაფლიშვილი, კოალიცია ”ქართული
ოცნება”,ambebi.ge, ივნისი 2012)
შესაფასებელი ეთნიკური ჯგუფები

• თავის კვლევებში, ბოგარდუსი თავდაპირველად 36


ეთნიკურ ჯგუფს იყენებდა. მომდევნო კვლევებში,
ჯგუფების ჩამონათვალი ხშირად იცვლებოდა.
• ჩვენ 23 ეთნიკური ჯგუფი გამოვიყენეთ, მაგრამ
სტუდენტები არ აფასებდნენ იმ ჯგუფებს, რომელთაც
თავად განეკუთვნებოდნენ. ქართველი სტუდენტები არ
აფასებდნენ ქართველებს, იაპონელები - იაპონელებს,
გერმანელები - გერმანელებს.
• ჩვენს კვლევაში გამოყენებულია რამდენიმე ის
ეთნიკური ჯგუფი, რომლებიც წინა კვლევებში არ
გამოყენებულა: აზერბაიჯანი, რომა/ბოშა, საქართველო,
სომხეთი.
შერჩევა
გერმანელი სტუდენტები
N=114
კაცი - 31%, ქალი - 69%
იაპონელი სტუდენტები
N=98;
კაცი - 39% ქალი - 61%
ქართველი სტუდენტები
N=91
კაცი - 45.7%, ქალი - 54.3%
შედეგები, რომელიც სხვაობაზე მიუთითებს

სოციალური დისტანციის მინიმალური და


მაქსიმალური ქულები და რანგი

მინიმალური მაქსიმალური განსხვავება


ქულები ქულები მინიმალურ და
მაქსიმალურ
ქულას შორის
გერმანელები 1.5 3.39 1.89

იაპონელები 1.84 3.54 1.7

ქართველები 2.14 5.75 3.61


ქართველი სტუდენტები სამ შერჩევას
შორის ყველაზე დისტანციურები არიან
თუმცა, რიგ ქვეყნებთან მიმართება ტენდენციას ოდნავ ცვლის.
მაგ: ქართველები უკრაინელებს უფრო ახლო დისტანციაზე
ათავსებენ, ვიდრე გერმანელები და იაპონელები.
გარკვეული მსგავსება სამივე შერჩევას შორის თავს იჩენს ეთნიკური ჯგუფების განლაგებაში:
დასავლეთ ევროპელებსა და ამერიკელებს ყველა უფრო ახლო დისტანციაზე ათავსებს, ხოლო
ქურთებსა და ბოშებს - ყველაზე შორის

Italian Ukrainian English Germany Dutch French American Greek Brazilian Russian Israeli

Mean GEO 2.14 2.72 2.87 3.02 3.21 3.28 3.31 3.42 3.49 3.77 3.85

Rank 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11

Mean JAP 2.11 3.22 1.84 2.07 2.22 2.08 1.97 2.73 2.79 2.8 3.45

Rank 5 15 1 3 6 4 2 8 9 10 18

Mean GER 1.91 2.8 1.5 1.79 1.7 1.57 1.89 1.79 2.74 2.73

Rank 7 15 1 4 3 2 6 5 14 13

Philippine Azerbaijan Iranian/Pe Roma/gyp


Japanese s Korean Turkish Armenian Indian i Chinese rsian Georgian Kurd sy
Mean
GEO 4.14 4.42 4.86 4.86 4.88 4.9 5 5.21 5.34 5.57 5.75

Rank 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22

Mean JAP 2.97 2.81 2.72 3.42 2.94 3.13 3.49 3.27 3.49 3.54 3.47

Rank 13 11 7 17 12 14 20 16 21 22 19

Mean GER 2.41 2.4 2.65 2.98 3.1 2.51 3.16 2.63 3.03 3.01 3.2 3.39

Rank 9 8 12 16 19 10 20 11 18 17 21 22
ამ ტენდენციას წინამორბედ
კვლევებშიც ვაწყდებით
 კლეგმა და იამამოტომ (1998) გაიმეორეს
ბოგარდუსის 1925 წლის კვლევა და
აღმოაჩინეს, რომ 70 წლის შემდეგ,
ამერიკელი მასწავლებლებისთვის
”ყველაზე სასურველ ჯგუფებად” ისევ
”დასავლელი და ჩრდილოელი
ევროპელები რჩებიან” (თუმცა, თავად
დისტანციის საშუალო ქულები
მნიშვნელოვნად მცირე იყო).
 პარილომ და დონაჰიუმაც (2005) იგივე
შედეგები მიიღეს: ”დასავლეთ
ევროპელები და ჩრდილო ევროპელები
სათავეში.”
ფაქტორები, რომლებიც გავლენას
ახდენს სოციალურ დისტანციაზე
TWO-WAY MIXED ANALYSIS OF
VARIANCE
3X20 დიზაინი:
შერჩევა (გერმანელი, იაპონელი და
ქართველი სტუდენტები) - ცდის პირთა
შორისი ფაქტორი;
შესაფასებელი ქვეყნები (20 ეთნიკური
ჯგუფი) - ცდის პირთა შიდა ფაქტორი.
სოციალურ დისტანციაზე გავლენას ახდენს ორივე:
როგორც შერჩევა, ისე შესაფასებელი ეთნიკური
ჯგუფები.

 ქულებში არის სხვაობა იმის მიხედვით, თუ ვინ ავსებს


კითხვარს - გერმანელი, იაპონელი თუ ქართველი
სტუდენტი (F=32.038, df=2, p<0.001).
 სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები
სპეციფიკურად არიან შეფასებულნი. სამივე შერჩევის
ქულები მნიშვნლოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ
რომელი ეთნიკური ჯგუფის შეფასება ხდება (F=46.397,
df=19, p<0.001).
 ასევე, ქულებზე გავლენას ახდენს ამ ორივე ფაქტორის
ინტერაქცია (F=7.859, df=38, p<0.001).
ამიტომაცაა, რომ...
...სოციალური დისტანციის, წინასწარგანწყობების და
ზოგადად, დამოკიდებულებების შესწავლით
დაკავებული ავტორები ამგვარი
დამოკიდებულებების მიზეზად ორი რამეს
ასახელებენ:
1) ერთია დაკავშირებული შემფასებელ პიროვნებასთან
(მისი კულტურა, მისი პიროვნული თვისებები, მისი
სქესი, მისი რელიგიურობის ხარისხი და სხვ.);
2) მეორე კი დაკავშირებულია შესაფასებელ
პიროვნებასთან (მისი პიროვნული თვისებები, მისი
რასა, მისი სოციალური წარმომავლობა და სხვ.).
P.S.
სოციალურ დისტანციაში წვლილის შემტანი
ფაქტორები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა
(მაგ.: შესაფასებლის რასა -
ამერიკელებისთვისაა მნიშვნელოვანი,
რელიგია - ბერძნებისთვის, სამსახურეობრივი
სტატუსი - იაპონელებისთვის (Triandis, et al.,
1966).

ჩვენს კვლევაში, არც სქესსა და არც


მორწმუნეობის ხარისხს მნიშვნელოვანი
გავლენა არ ჰქონია სოციალური დისტანციის
ქულებზე.
დისკუსია
სამ შერჩევას შორის არსებული სხვაობებისა და მსგავსებების შესაძლო მიზეზები:

1) უსაფრთოების განცდა VS დაუცველობის განცდა

სხვადასხვა კვლევა მოწმობს, რომ წინასწარგანწყობები (Prejudice) უფრო


დაბალი სოციალური ფენის ადამიანებს აქვთ, ვიდრე საშუალო და მაღალი
ფენების წარმომადგენლებს. დაბალი სოციალური კლასის ოჯახების
აღზრდის სტილი (ხშირი დასჯა, მძიმე პირობები, სიმკაცრე) აყალიბებს
დაუცველ, საკუთარ თავში დაურწმუნებელ პიროვნებას, რომელიც
რიგიდულია, ვერ იტანს ორაზროვნებას, თავს მუდმივი საფრთხის ქვეშ
გრძნობს და შედეგად, გარე ჯგუფის წევრებს პოტენციურ საფრთხედ
აღიქვამს (Frenkel-Brunswik, 1951; Triandis and Triandis, 1960; Bobo and
Hutchings, 1996).

საქართველო - ისტორიული პრობლემები (”რკინის ფარდა”),


ტერიტორიული კონფლიქტები, პრობლემები სუვერენიტეტთან,
სახელმწიფოებრიობასთან, სოციო-ეკონომიკურ სტაბილურობასთან, -
ქმნის მას უფრო დისტანციურს დანარჩენ ორ ქვეყანასთან შედარებით,
რომელთაც საერთაშორისო უსაფრთხოებას საფრთხე არ აქვთ და სადაც
უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია (გერმანია - 5%, იაპონია - 7% VS
საქართველო - 16%).
დისკუსია

2) სანიმუშო ჯგუფის თეორია (Reference


Group Theory)
წარმატებული და
მაღალგანვითარებული გარე ჯგუფები
მისაბაძი ჯგუფები ხდებიან, მათ
ედრებიან და მათკენ მიისწრფიან.
ამდენად, სამივე ქვეყნის ახლო
დისტანცია დასავლეთთან, ამ თეორიით
აიხსნება.
დისკუსია
3. ინფორმაციის დეფიციტი და სტერეოტიპიზირება
ეს, შესაძლოა, იყოს მიზეზი, რატომაც გერმანელი და
იაპონელი სტუდენტები ათავსებენ შორ დისტანციაზე
აზერბაიჯანელებს, სომხებს და ქართველებს.
და ნაწილობრივ იმის მიზეზიც, რომ სამივე შერჩევა
ქურთებსა და ბოშებთან მაღალი დისტანციაა.
არცერთი ეს ქვეყანა არ წარმოადგენს ერ-სახელმწიფოს,
ბოშები კი აღქმულნი არიან, როგორც მომთაბარე
ხალხი, არასტაბილური საცხოვრებელი ადგილით.
შედეგად, თავს იჩენს ბუნებრივი შიში (შფოთვა) და
დისკომფორტი უცხოს/ნაკლებ ნაცნობი ფენომენის
მიმართ და სტუდენტები, შეფასების დროს, ყველაზე
მარტივად ხელმისაწვდომი გზებით, სტერეოტიპებით
მსჯელობენ.
დასკვნა
კონკრეტულად ზემოთქმულს, ისევე, როგორც
ამ კვლევის ზოგად განხილვას, ზურგს
უმაგრებს ბოგარდუსის სიტყვები, რომელიც
მან თავისი კვლევის შედეგების
საინტერპრეტაციოდ გამოიყენება და
რომლითაც შეგვიძლია, შევაჯამოთ ჩვენი
დისკუსია:
”ადამიანი თავს უფრო ახლო გრძნობს მსგავსი
კულტურული სტრუქტურისა და
გამოცდილების მქონე ადამიანებთან [...], თუ
მათ შორის რაიმე სერიოზული სახის შეჯიბრს
არ აქვს ადგილი” (ბოგარდუსი, 1958).
პრეზენტაციაში გამოყენებული
ლიტერატურა:
• Bogardus, E. S. (1933). A Social Distance Scale. Sociology and Social
Research, 17, 265–271
• Park, R. (1924). The Concept of Social Distance As Applied to the Study of
Racial Attitudes and Racial Relations. Journal of Applied Sociology, 8, 339–
344.
• ”ქუთაისში 3000 ჩინელის ჩასახლება იგეგმება” (29.06.2012). ამბები.GE
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/56205-qquthaisshi-3000-chinelis-
chasakhleba-igegmebaq.html#ixzz2FpaUkDsL ბოლოს გადმოწერილია: 22
დეკემბერი, 2012
• Kleg, M. & Yamamoto K. (1998). As the world turns: Ethno-racial distances
after 70 years. The Social Science Journal, 35, 2, 183–190.
• Parillo, V. N. & Donoghue, C. (2005). Updating the Bogardus social distance
studies: a new national survey. The Social Science Journal, 42, 257–271.
• Triandis, H. C., Loh, W. D. & Levinn, L. A. (1966). Race, Status, Quality of
Spoken English, and Opinions about Civil Rights as Determinants of
Interpersonal Attitudes. Journal of Personality and Social Psychology ,3, 4,
468–472.
• Frenkel-Brunswik, E. (1951). Intolerance of ambiguity as an emotional and
perceptual personality variable. In Gough H.G.: Studies in social intolerance:
A personality scale for antisemitism. Journal of Social Psychology, 33, 247–
255.
პრეზენტაციაში გამოყენებული
მასალების წყაროები
• Triandis, H. C. & Triandis, L. M. (1960). Race, Social
Class, Religion, and Nationality as Determinants of
Social Distance. Journal of Abnormal and Social
Psychology, 61, 1, 110–118.
• Bobo, L. & Hutchings, V. L. (1996). Perceptions of Racial
Group Competition: Extending Blumer’s Theory of Group
Position to a Multiracial Social Context. American
Sociological Review, 61, 6, 951–972.
• Wagner, U., van Dick, R. & Zick, A. (2000).
Sozialpsychologische Analysen und Erklärungen von
Fremdenfeindlichkeit in Deutschland- Zeitschrift für
Sozialpsychologie, 32, 59-79. Wark, C. & Galliher, J. F.
(2007). Emory Bogardus and the Origins of the Social
Distance Scale. The American Sociologist, 38, 383–395.

You might also like