You are on page 1of 2

როგორ ჩამოვტვირთოთ ვიდეო youtube.

com-დან (და არა მხოლოდ)

მე ახლა გაგაცნობთ ვიდეოების ჩამოტვირთვის ერთ-ერთ ხერხს. გაითვალისწინეთ, რომ ვიდეოს


ჩამოტვირთვა (როდესაც ამის საშუალებას არ იძლევა სერვისი) არა-ლეგალური ქმედებაა და საავტორო
უფლებებს არღვევს.

ნაბიჯი 1. ჯერ უნდა დავაყენოთ შესაბამისი ბრაუზერი - Mozilla Firefox (internet explorer-ის მსგავსი)

1. დაუწკაპუნეთ ამ ბმულზე (გაითვალისწინეთ, ავტომატურად გაიხსნება ჩამოტვირთვის ფანჯარა)


2. შეინახეთ ეს ფაილი Save as და მიუთითეთ შენახვის ადგილი
3. ჩამოტვირთვის შემდეგ დააყენეთ (install)

ნაბიჯი2. თქვენ დაგჭირდებათ add-on-ი. ეს პატარა პროგრამაა, რომელიც მეტ ფუნქციონალობას ანიჭებს
ბრაუზერს. დაწერილია უფასოდ, მსოფლიოს სხვადასხვა პროგრამისტების მიერ.

გახსენით Mozilla Firefox და გადადით შემდეგ ბმულზე და დაუწკაპუნეთ Add to Firefox

შემდეგი ფანჯარა მოგვთხოვს ამ add-on-ის


ინსტალაციას

დააყენეთ (install) და გადატვირთეთ (!!!) ბრაუზერი


(Mozilla Firefox)
ნაბიჯი 3.

ვიდეოს ჩამოტვირთვა: როდესაც ვიდეოს ყურებას დაიწყებთ გადატვირთვის შემდეგ შეამჩნევთ ზედა
პანელზე, მისამართის ველის გვერდით ფერადი რგოლების ტრიალს (ვიდეოს გარეშე ეს რგოლები
არააქტიური და ნაცრისფერია)

ამ ბურთულების გვერდით ჩამოსაშლელი მენიუა - დაუწკაპუნეთ ისარზე და დაინახავთ ვიდეოს.


დაუწკაპუნეთ ამ ვიდეოს და შეინახეთ. დაიწყება ჩამოტვირთვა - გაითვალისწინეთ, სანამ ვიდეოს ყურებას
არ დაასრულებთ, მანამდე ჩამოტვირთვა არ დასრულდება. შემდეგ კი უკვე შეგიძლიათ ნახოთ თქვენი
ვიდეო.

გირჩევთ, რომ გადაათვალიეროთ Mozilla firefox add-on-ები - ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ.

შედით მისამართზე https://addons.mozilla.org/en და დაათვალიერეთ კატეგორიები. სასურველი პლაგინის


შერჩევისას კი გაიმეორეთ იგივე, რაც ზემოთ აღვწერეთ.

You might also like