You are on page 1of 3

ამოცანები - ინდუქცია

1. დაამტკიცეთ ინდუქციის მეთოდით, რომ პირველი n ნატურალური რიცხვის ჯამი


გამოითვლება ფორმულით:

𝑛(𝑛+1)
1+2+3+…+n =
2

2. დაამტკიცეთ, რომ ყოველი ნატურალური n–ისთვის სამართლიანია ტოლობა:

1+2+22 +23 +…+2𝑛 = 2𝑛+1 -1

3. ბანკომატში დარჩა მხოლოდ 2–ლარიანი და 5–ლარიანი კუპიურები. დაასაბუთეთ,


რომ ამ კუპიურებით ბანკომატს შეუძლია გასცეს ნებისმიერი თანხა 4 ლარიდან
ზემოთ.

4. დაამტკიცეთ, რომ 5 და 7 ნომინალებიანი კუპიურებით შეიძლება მოიცეს


(დახურდავდეს) ნებისმიერი თანხა დაწყებული 24 ერთეულიდან.

5. დაამტკიცეთ, რომ ყოველი ნატურალური n–ისთვის

10𝑛 -1 იყოფა 9–ზე

6. დაამტკიცეთ ინდუქციის მეთოდით, რომ ამოზნექილი n კუთხედის შიდა


კუთხეების ჯამი ტოლია:
180° ∗(n-2)
მინიშნება: გამოყავით დიაგონალით n-კუთხედიდან რომელიმე ნაპირა სამკუთხედი.

7. რომელიღაც ქვეყანაში ნებისმიერი ორი ქალაქი შეერთებულია ცალმხრივი გზით.


შეიძლება თუ არა რომელიმე ქალაქი ავირჩიოთ დედაქალაქად ისე, რომ ამ
ქალაქიდან ნებისმიერ სხვა ქალაქში შეიძლებოდეს მისვლა (შესაძლებელია
გადაჯდომით)?

8. იპოვეთ შეცდომა ლექციაზე მოყვანილ მსჯელობაში: ხარი ხართან რომ დაააბა, ...
9. ერთ კუნძულზე ძალიან ჭკვიანი და თანაც ძალიან ეჭვიანი ქალები ცხოვრობდნენ
(საშინელი კომბინაციაა ნებისმიერი მამაკაცისთვის). კუნძულის უფროსიც ქალი
იყო. რამდენიმე ქალს ქმარი ღალატობდა. თანაც ყოველი მოღალატე კაცის ამბავი
ცნობილი იყო ყველა ქალისათვის, გარდა მისი ცოლისა (როგორც საერთოდ ხდება
ხოლმე). ერთ დღეს კუნძულის უფროსმა გამოსცა ბრძანება, რომ კუნძულზე
არსებობენ მოღალატე ქმრები და რომ ისინი სამაგალითოდ უნდა დასჯილიყვნენ.
ყოველ ქალს თავისთვის კარგად უნდა ეფიქრა და როცა დაადგენდა, რომ მისი
ქმარი მოღალატე იყო, იმავე ღამეს ქმარი თოფით უნდა მოეკლა. ქალებმა დაიწყეს
ფიქრი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. რამდენიმე ღამე არავის გაუგია თოფის
გასროლა. შემდეგ კი ყოველი მოღალატე ქმარი ერთ ღამეს მოკლა საკუთარმა
ცოლმა. როგორ დაადგინეს ამ ქალებმა, რომ მათ მოღალატე ქმრები ჰყავდათ?

10. (ძლიერი ჯგუფისთვის) დაამტკიცეთ ინდუქციის მეთოდით, რომ ერთ სიბრტყეში


მდებარე n წრფე, რომლებიც წყვილ–წყვილად იკვეთებიან, ხოლო არცერთი

სამეული ერთ წერტილში არ იკვეთება, იკვეთება წერტილში.

11. (ძლიერი ჯგუფისთვის) ქვემოთ სურათზე განსხვავებული დიამეტრის


რგოლებისაგან აგებულია „ჰანოის კოშკი“ ისე, რომ ძელზე ჩამოცმული რგოლები
დალაგებულია ზომის მიხედვით. საჭიროა ამ კოშკის გადატანა სხვა ძელზე, ისე
რომ გადატანისას დაცულ იქნეს შემდეგი წესები:
1. ერთ ჯერზე შეიძლება ერთი ზედა რგოლის აღება.
2. აღებული რგოლი შეიძლება ჩამოეცვას ნებისმიერ ძელს.
3. დიდი რგოლი არ შეძლება დაედოს პატარა რგოლს.
აჩვენეთ რომ „ჰანოის კოშკის“ ასეთი გადაადგილება შესაძლებელია (2𝑛 -1)
გადატანით. n – რგოლების რიცხვია.

12. (ძლიერი ჯგუფისთვის) რამდენ ნაწილად ყოფს სიბრტყეს ერთ სიბრტყეში


მდებარე n ცალი წრფე, რომლებიც წყვილ–წყვილად იკვეთებიან, ხოლო არცერთი
სამეული ერთ წერტილში არ იკვეთება?

13. (ძლიერი ჯგუფისთვის) იპოვეთ შეცდომა შემდეგი წინადადების დამტკიცებაში:


ნებისმიერი n რაოდენობის მონეტებიდან (რომელთა შორის ერთი ყალბია და
დანარჩენებზე მსუბუქია) შესაძლებელია 3 აწონვით ყალბი მონეტის გამოცნობა.
დამტკიცება: ბაზა: n=2. ცხადია. ბიჯი: დავუშვათ, რომ ეს მტკიცება სამართლიანია
როცა n=k. დავამტკიცოთ როცა n=k+1. გადავდოთ გვერდზე ერთი მონეტა.
დავუშვათ დარჩენილ k მონეტაში არის ყალბი. მაშინ დაგვჭირდება 3 აწონვა ამ
ყალბის აღმოსაჩენად (ბიჯის დაშვების თანახმად). თუ ყალბი მონეტა ვერ
აღმოვაჩინეთ 3 აწონვაში, მაშინ გადადებული მონეტა ყოფილა ყალბი.

14. (ძლიერი ჯგუფებისთვის) (2𝑛 × 2𝑛 ზომის დაფიდან ამოჭრილია ერთ–ერთი შუა


უჯრა (ოთხიდან). დაასაბუთეთ, რომ დანარჩენი დაფა შეიძლება დაიფაროს L-
ფორმის მეტლახით:

You might also like