ფონდი „ნატახტარი“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი-საქართველო“

პროექტი: „იზრუნე მომავალზე“
ანგარიში
(1 იანვარი-31 დეკემბერი, 2014 წელი)

პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრები მზრუნველობამოკლებული
მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება.
2014 წლისთვის (მესამე ფაზა) პროექტის სამიზნე ჯგუფია მცირე საოჯახო ტიპის
სახლების (29 სახლი) 15 წლის და უფროსი ბენეფიციარები, ყოფილი დიდი
ინსტიტუციების ბენეფიციარები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, დღის
(ერთი) და 24 საათიანი ტრანზიტული მომსახურების (ერთი) ცენტრების
ბენეფიციარები და ის ახლგაზრდები, ვისაც 18 წელი შეუსრულდა და დატოვა
სახელმწიფო ზრუნვის სისტემა.
2014 წლის 1 მარტის მონაცემებით (მესამე ფაზის დასაწყისი), ბენეფიციარების
რაოდენობაა 159, ხოლო წლის განმავლობაში სია შეივსო 166-მდე. მათ
მომსახურებას უწევს 10 ადგილობრივი ფსიქოლოგი აჭარის, სამეგრელოს,
იმერეთის, გურიის, შიდა და ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის
რეგიონებსა და საქართველოს დედაქალაქში.
2014 წლის მონაცემებით:








სასკოლო საგნებში მომზადება გაიარა 25-მა ბენეფიციარმა;
17 ბენეფიციარს დაუფინანსდა მგზავრობა (კოლეჯი, წრე, ხელობა...);
15-მა ბენეფიციარმა მიიღო უნიფორმა, სამუშაო მასალა, იარაღები თუ
საყოფაცხოვრებო ყოველდღიური ნივთები;
5 ბენეფიციარს დაუფინანსდა ავტოსკოლა და აიღეს მართვის მოწმობა;
56 ბენეფიციარი სწავლობს საქათველოს სხვადასხვა კოლეჯებში;
10 ბენეფიციარი სწავლობს უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის 3-ს
დაუფინანსდა სწავლა, დანარჩენი კი სახელწიფო გრანტის მიმღებნი
გახდნენ;
ხელობა შეისწავლა და სტაჟირება გაიარა 41-მა ბენეფიციარმა;
60 ბენეფიციარი მუშაობს;
სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 30 ბენეფიციარი ცხოვრობს
დამოუკიდებლად ფონდიდან მიღებული სტიპენდიის დახმარებით
(ფინანსდება მათი ბინის ქირა და კომუნალური გადასახადები);
12-მა ბენეფიციარმა ისარგებლა სხვადასხვა წრეების მომსახურებით
(სპორტი, ხელოვნება, ხელსაქმე);
5 ბენეფიციარს დაუფინანსდა სამედიცინო ხარჯები;

2-მა ბენეფიციარმა გაიმარჯვა სილქნეტის კონკურსში და სტაჟირება
გაიარეს;
1-მა ბენეფიციარმა გაიმარჯვა „ენერგო პრო“-ს კონკურსში და კონკურსის
ფარგლებში დაენიშნა სტიპენდია 250 ლარის ოდენობით;
1-მა ბენეფიციარმა სტილისტების კონკურსი მე-2 ადგილი დაიკავა,
საჩუქრად კი მიიღო სალონ „ნატალი“-ში 6 თვიან უფასო კურსებზე
სწავლა.
ანგარიში სტუდენტების შესახებ:
2014 წელს 6 ბენეფიციარი გახდა სტუდენტი:
1.
2.
3.
4.

ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი;
სოხუმის უნივერსიტეტი ინკლუზიური განათლება;
საქართველოს უნივერსიტეტი, ტურიზმის ფაკულტეტი;
ტურიზმი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტი;
5. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ტურიზმის ფაკულტეტი;
6. დავით
აღმაშენებლის
სახელობის
უნივერსიტეტი,
სამართლის
ფაკულტეტი.
ბენეფიციარებს შორის არიან, აგრეთვე, მეორე და მესამე კურსელი სტუდენტები,
რომლებსაც ფონდი აფინანსებს:
1. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიაგრონომიის ფაკულტეტი;
2. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისაჯარო მმართველობის ფაკულტეტი;
3. ქავთარაძის სახელობის უნივერსიტეტი-ჟურნალისტიკის ფაკულტეტი;
4. საქართველოს უნივერსიტეტი-ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

წარმატებები:
მოცემულ ეტაპზე, შეიძლება გამოვკვეთოთ 86 (რაც ქეისების საერთო
რაოდენობის
50%-ზე
მეტია)
წარმატებული
შემთხვევა:
ისინი
ვინც
დასაქმებულია, სხვადასხვა კონკურსებში გაიმარჯვეს, სააბიტურიენტო პროგრამა
ბოლომდე მიიყვანეს, სტუდენტები გახდნენ, ხელობა შეისწავლეს, კოლეჯებში
წარმატებებს მიაღწიეს...

გასულ წლების შედეგების ანალიზის საფუძველზე, 2014 წელს შეიმჩნევა
შემდეგი ტენდენცია: იმატა დასაქმებულთა და აბიტურიენტების რაოდენობამ
(გასულ წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია მაჩვენებელი),
დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად საჭირო სტიპენდიას (ბინის ქირა,
კვება) იღებს 5-ჯერ მეტი ბენეფიციარი (2013 წელს ბინის ქირით ფინანსდებოდა
მხოლოდ 6 ბენეფიციარი). გამოიყო თანხები სამდიცინო საჭიროებებისთვისაც.
სირთულეები:
წელს საშუალება მოგვეცა, მცირე საოჯახო ტიპის სახლების გარდა,
ფსიქოლოგიური სამსახური გაგვეწია დღის ცენტრისა და ტრანზიტული
მომსახურების ცენტრისათვის, სადაც მომსახურებას იღებენ ქუჩაში მცხოვრები და
მომუშავე ბავშვები. მათთან საწყის ეტაპზე მუშაობს ქუჩის მობილური ჯგუფი და
გარკვეული ადაპტაციის შემდეგ, მოზარდები ხვდებიან შესაბამის ცენტრებში. აქ
განსაკუთრებით რთული შემთხვევები გვხვდება, ამიტომ მხოლოდ 2 ცენტრზე
გავავრცელეთ ჩვენი ფონდის მომსახურება.
2014 წელს ბენეფიციართა სიას დაემატა ქუჩაში საკმაოდ დიდი ხნის
ცხოვრების გამოცდილების მქონე
7 ახალგაზრდა (18-19 წლის),
რომლებსაც გარკვეული წლები ბავშვთა სახლებშიც აქვთ გატარებული და
ამჟამად, წასასვლელი არსად აქვთ.
შედეგი, სამწუხაროდ, საკმაოდ
სავალალოა, რადგან მათ ფონდის დახმარებით კი გამოიზამთრეს და ქუჩაში
ცხოვრების ალტერნატივა მიიღეს დაქირავებული ბინის სახით, მაგრამ
მოცემული შანსი, რომ დაეწყოთ დამოუკიდებელი ცხოვრება, შეესწავლათ
ხელობა, იმისათვის, რომ შემდგომ მუშაობა დაეწყოთ, არ გამოიყენეს. 1
მათგანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვდა, 4 მათგანი დღემდე არ
ავლენს არანაირ მოტივაციას, რომ რაიმე შეისწავლოს ან მუშაობა დაიწყოს და
მხოლოდ თანხის მიღების სურვილი აქვთ ფონდიდან, რაც პროგრამის
კონცეპციას ეწინააღმდეგება. მხოლოდ 2-მა მათგანმა შეძლო გამოეყენებინა
პროექტის
მიერ
შეთავაზებული
მომსახურება
და
საკუთარ
თავზე
პასუხისმგებლობის აღება.
ასე, რომ ქუჩაში ცხოვრების გამოცდილების მქონე 7 ახალგაზრდიდან, მხოლოდ
2 -მა შეძლო წარმატებული დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებისკენ ნაბიჯების
გადადგმა.
ინფორმაცია დახურული ქეისების შესახებ:
2014 წელს დაიხურა 20 ქეისი (დასრულდა საქმე). ამიტომ 2014 წლის 31
დეკემბრის მონაცემებით ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენს 146-ს (16620).

20 დასრულებული ქეისიდან 3 შემთხვევა არის წარუმატებელი: 2-ს არა აქვს არც
სწავლის და არც მუშაობის მოტივაცია, ხოლო 1-ს აღენიშნება ფსიქიატრიული
პრობლემები; 15 დამოუკიდებლად ცხოვრობს, აქვს პროფესია (ზოგს
რამდენიმე) და მუშაობს; 2 ბენეფიციარი (არასრულწლოვანი) საცხოვრებლად
გადავიდა მიმღებ ოჯახში, სადაც იცხოვრებენ 18 წლის ასაკამდე. თუმცა
პროექტის
ფარგლებში
მათ
გაეწიათ
ფსიქოლოგიური
მომსახურება
პროფორიენტაციის და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მიმართულებით.