You are on page 1of 1

ინფორმაცია პრესისთვის

15 აპრილი 2010 წ

სახალხო დემოკრატებმა ვაკის პარკის გადარჩენის კომიტეტი


შექმნეს
დღეს “სახალხო დემოკრატების” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით ჭელიძემ და პარტიის
სხვა ლიდერებმა “გამარჯვების პარკში” აქცია “გადავარჩინოთ ვაკის პარკი” გამართეს.
დავით ჭელიძემ აღნიშნა, რომ იმ დროს, როცა პრეზიდენტი ვერეს გაჩეხილ ხეობაში ნიუ-იორკის
ცენტრალური პარკის ანალოგის აშენებას გვპირდება, აქ ქალაქის ცენტრში მდებარე ვაკის პარკი
განადგურდების პირას დგას. ვაკის პარკისგან, ფაქტობრივად, აღარფერია დარჩენილი. ერთ
დროს თბილისელების ამ საყვარელ ადგილას იჩეხება ხეები, არ ფუნქციონირებს არანაირი
სოციალური ინფრასტრუქტურა, ყველაფერი გაჩერებული და გაჩანაგებულია. ეს ყველაფერი
ხელისუფლების ჩუმი თანხმობით და მონაწილეობით ხდება. პარკის ბოლოს ყოვლისშემძლე
ბენდუქიძემ საცხოვრებელი კორპუსი ჩადგა. მას ყველაფრის უფლება აქვს, მათ შორის ტყე-
პარკის გაჩეხვისაც. ჭელიძის თქმით, ამ ყველაფერს ლოგიკური მიზეზი აქვს და ეს მიზეზი არის ის,
რომ ეს ხელისუფლება ამით შურს იძიებს იმ უბნებზე, განსაკუთრებით ვაკეზე და ვაკელებზე,
რომლებიც ტრადიციულად ჯანსაღად და კრიტიკულად აფასებენ მოვლენებს და ბრმად არ უჭერენ
მხარს ხელისუფლებას.

“ხეების დარგვაც კი მერიამ და ხელისუფლებამ ფარისევლობად აქცია. მე დავით ჭელიძე,


თბილისის ამ უბანში დაბადებული და გაზრდილი კაცი, პირობას ვდებ, ჩემო თბილისელებო, ჩემო
ვაკელებო, ყველა სხვა უბნის მაცხოვრებლებო, რომ თავს დავდებ ჩემი რაიონისთვის, ვაკისთვის
და თბილისისთვის. მე არ დავუშვებ ამ პარკის განადგურების და გაჩანაგების გაგრძელებას. ჩვენ
აღვრიცხავთ თითოეულ ხეს, რომელიც აქ არის და არ დავუშვებთ არცერთი ხის მოჭრას. ამიტომ
დღეს ჩვენ პოლიტიკური გაერთიანება `სახალხო დემოკრატები” შემოვავლებთ სიმბოლურ დამცავ
სარტყელს, რათა არ დავუშვათ მწვანე ნარგავების განადგურება. ვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ვაკის
პარკის გადარჩენის პროგრამას, ნებისმიერ თბილისელს, ვისაც ქალაქზე გული შეგტკივათ,
გთხოვთ, შემოგვიერთდით” – განაცხადა დავით ჭელიძემ.
პარკში შეკრებილებს “სახალხო დემოკრატების” ლიდერმაც მიმართა და განაცხადა, რომ ვაკის
პარკი იმის თვალნათელი მაგალითია, თუ რა უქნა მერმა უგულავამ და ამ ხელისუფლებამ
თბილისს.

“რაც არ უნდა ამტკიცონ და რაც არ უნდა პლაკატები აკრან წარწერით _ `მე მიყვარს თბილისი”,
მათ სძულთ თბილისი, მათ არ ესმით სატკივარი , სულ მუდამ ხელისუფლების შენარჩუნების
მცდელობით დაკავებული, ცარიელი პიარით და ამის ნიმუშია ეს იავარქმნილი პარკიც. ჩვენ
`სახალხო დემოკრატებმა” ამ რაიონში საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად დავაყენეთ დავით
ჭელიძის კანდიდატურა, რომელიც არის ნამდვილი ვაჟკაცი, შესანიშნავი მეოჯახე და შეუპოვარი
ადამიანი, ღირსეული ვაკელი და თბილისელი. იგი ჩვენთან ერთად, თქვენთან ერთად არაფერს
დაუთმობს ამ ქალაქის ავის მოსურნეებს, ვითომ რომ დღედაღამე ზრუნავენ ამ ქალაქზე. ვაკის
პარკი უნდა გადარჩეს, უნდა გამშვენიერდეს, უნდა მოეწყოს ახალი ატრაქციონები, კაფეები,
საზაფხულო ამფითეატრები, შეივსოს პარკის მწვანე საფარი და რაც მთავარია, აიკრძალოს
ყოველგვარი მშენებლობა ამ პარკის ტერიტორიაზე მის ძველ, ნამდვილ საზღვრებში. მისახედია
ირგვლივ ყველაფერი, მათ შორის, აქვე ახლოს მდებარე კუს ტბა. ეს პარკი გამშვენებული და
დამშვენებული იქნება ყველა ვაკელის, ყველა მუხიანელის და ყველა ვაზისუბნელის დასვენების
საყვარელი ადგილი, მათ კი, ვინც ეს პარკი ამ მდგომარეობაში ჩააგდო, განსაკუთრებით
ყოვლისშელძლე ოლიგარქ ბენდუქიძეს, ჩადენილისთვის პასუხი უნდა მოეთხოვოთ” – განაცხადა
ნიკა ივანიშვილმა.

„ივანიშვილი–სახალხო დემოკრატები“ პრეს–სამდივნო ნანა ბოლქვაძე ტელ:


14–09–83

You might also like