You are on page 1of 1

"სახალხო დემოკრატებმა" მეტეხის ტაძრის ეზოში "მეტეხის ქარტია" წარადგინეს

"სახალხო დემოკრატებმა" მეტეხის ტაძრის ეზოში "მეტეხის ქარტია" წარადგინეს. "სახალხო დემოკრატებისა" და "მწვანეთა პარტიის" ქარტიაში პრიორიტეტ საკითხებად ტერიტორიული მთლიანობა, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება, დასაქმების პრობლემის მოგვარება და თბილისის ბიუჯეტის გამჭვირვალობა, ბიზნესის ხელშეწყობა, მოსახლეობის პირველადი სამედიცინო დახმარებითა და უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ასევე ნავთობისა და ფიჭური კავშირგაბმულობის ტარიფებზე ფასების შემცირებაა დასახელებული. გარდა ამისა, "სახალხო დემოკრატებმა" პირობა დადეს, რომ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბებისთვის, მედიის თავისუფლებისთვის, უკანონო პატიმრების თემის დასრულებისთვის იბრძოლებენ და ქვეყანაში პოლიციურ რეჟიმს არ დაუშვებენ. "ჩვენი ამოცანა ადამიანებზე ზრუნვა და მათი კეთილდღეობა იქნება. ვფიცავთ, მოცემული დეკლარაცია სამოქმედო პროგრამა თითოეული ჩვენგანისთვის იქნება. ჩვენ ძალას და ენერგიას არ დავიშურებთ მის განსახორციელებლად. ამ წმინდა ადგილას, სადაც თბილისის დამაარსებლის - ვახტანგ გორგასლის მონუმენტი დგას, სადაც 100 ათასი მოწამის სული ტრიალებს, სადაც მეტეხის ტაძარია აღმართული, საიდანაც ძველი და ახალი თბილისი მოსჩანს, საიდანაც ასევე მოსჩანს მთაწმინდა, ვფიცავთ, კეთილსინდისერად, პატიოსნად, გულწრფელად და თავდადებით ვემსახურებით თბილისელებს და საქართველოს", - განაცხადა ივანიშვილმა.

You might also like