You are on page 1of 1

მითები და ლეგენდები უკვე დიდი ხანია, რაც ბაზარზე ბრენდის წარმატებულობის საზომია.

პროდუქტი, რომლის შესახებაც შეუძლებელია მოყვე ისტორია, ბრენდი არ არის. მითები და ლეგენდები ცნობილი ბრენდების შესახებ სანახევროდ მართლაც რეალურ ფაქტებს ეფუძნება, თუმცა მეორეს მხრივ, იგი მარკეტოლოგების წარმოსახვის ნაყოფია. დასავლურ კომპანიებში არსებობს სპეციალური ტერმინიც არსებობს «storytelling».

ბრენდის ისტორია მომხმარებლისათვის ჰაერივით აუცილებელია. ადამიანს არ სურს იყოს მხოლოდ ობიექტი, რომელმაც რაიემე პროდუქტი უნდა შეიძინოს. მას სურს კომპანიებმა დააკმაყოფილონ მისი ინტერესები, მისი ცნობისმოყვარეობა და შევიდნენ მასთან ურთიერთობაში. ხშირ შემთხვევაში, იყიდის თუ არა ადამიანი გარკვეულ პროდუქტს, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ემოციებს იწვევს მასში ეს ბრენდი. როდესაც პოტენციურ კლიენტებს ვუყვებით საინტერესო დეტალებს ბრენდის ისტორიიდან, მათ უჩნდებათ განცდა, რომ ისინიც გარკვეულწილად ამ ლეგენდის ნაწილნი არიან.

You might also like