Professional Documents
Culture Documents
საგანმანათლებლო-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი დაბა ურეკში
საგანმანათლებლო-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი დაბა ურეკში
დაბა ურეკში
განათლების ეროვნული ინსტიტუტი აცხადებს 11–16 წლამდე მოზარდების მიღებას
საგანმანათლებლო საზაფხულო ბანაკში დაბა ურეკში.
საზაფხულო ბანაკში დასვენების მსურველისთვის აუცილებელია მშობლის ან მეურვის
სიტყვიერი თანხმობა; ასევე, ჯანმრთელობის ცნობა, დაბადების მოწმობის ან პირადობის
მოწმობის ასლი.
ბანაკში მიღება იწარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
1 ჯგუფისთვის ბანაკის ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღეს. თითოეული ჯგუფი დაკომპლექტება
10 მოზარდისაგან. ჯგუფს ეყოლება ერთი ხელმძღვანელი და 2 პედაგოგი.
ბანაკის ცხოვრება მიმდინარეობს სპეციალურად განსაზღვრული დღის განრიგის მიხედვით.
მოზრდებს მთელი დღე დატვირთული აქვთ კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და
საგანმანათლებლო ღონისძიებებით.
შენობა, რომელშიც ბანაკი მოეწყობა წარმოადგენს ორსართულიან ახალაშენებულ ხის
კოტეჯს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ყველა პირობებით.
ბანაკში მოზარდმა თან უნდა იქონიონ პირსახოცი, სპორტული ფეხსაცმელი, ერთი ხელი
თბილი ტანსაცმელი, კბილის ჯაგრისი და პასტა, საპონი, სავარცხელი და პირადი მოხმარების
სხვა ჰიგიენური ნივთები.