You are on page 1of 1

"სახალხო დემოკრატებმა" დიღმის მაცხოვრებლებს მაჟორიტარობის კანდიდატად თენგიზ სულაქველიძე წარუდგინეს

"სახალხო დემოკრატების" ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა დიღმის მასივის მაცხოვრებლებს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, ცნობილი ფეხბურთელი თენგიზ სულაქველიძე წარუდგინა. როგორც ივანიშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, “თენგიზ სულაქველიძეს ქართული სპორტის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი და საკრებულოს დეპუტატად არჩევის შემთხვევაში ის ჯანსაღი თაობის აღზრდას აქტიურად შეუწყობს ხელს". აღსანიშნავია, რომ სულაქველიძის 13 მაისს წარდგენას სიმბოლური დატვირთვა აქვს: იგი 1981 წლის 13 მაისის ფინალის მონაწილეა, რომლის დროსაც თბილისის "დინამო" ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა. დღესვე "სახალხო დემოკრატები" ჩუღურეთის მოსახლეობას შეხვდებიან და რაიონის მაჟორიტარ კანდიდატებს – გია შერვაშიძესა და გია გაჩეჩილაძეს წარადგენენ. შერვაშიძე ჩუღურეთის რაიონში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, გაჩეჩილაძე კი პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის იყრის კენჭს. აღსანიშნავია, რომ გია შერვაშიძე "სახალხო დემოკრატების" საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატიცაა

You might also like