You are on page 1of 1

ნიკა ივანიშვილმა ვაზისუბნელებს მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა

“სახალხო დემოკრატების” მერობის კანდიდატმა, ნიკა ივანიშვილმა დღეს ვაზისუბნელებს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. სამგორის საარჩევნო ოლქში ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში შოთა ხაბარელი იყრის კენჭს. ივანიშვილმა ვაზისუბნელებს ხაბარელის კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მერობს კანდიდატი დარწმუნებულია, რომ წარმატებული ძიუდოისტი ყველაზე ღირსეულად დაიცავს ვაზისუბნელების ინტერესებს საკრებულოში. “შოთა ხაბარელის ცხოვრების გზა და პიროვნული თვისებები არის ამის გარანტი. იგი არის სამართლიანი, პრინციპული, უშიშარი და შრომისმოყვარე ადამიანი. მან არა ერთხელ ასახელა საქართველო და ასეთივე წარმატებით გასახელებს თქვენც”, - მიმართა ივანიშვილმა მოსახლეობას. მოსახლეობას თავად დეპუტატობის კანდიდატმაც მიმართა და პირობა დადო, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, თავდაუზოგავად იბრძოლებს, რათა ვაზისუბანი გახდეს ერთ-ერთი სამაგალითო და კეთილმოწყობილი რაიონი დედაქალაქში. “უნდა შეიცვალოს ქალაქის ხელმძღვანელობის მიდგომა პერიფერიების მიმართ. გარეუბნები ისეთივე ინტენსივობით უნდა ვითარდებოდეს, როგორც ქალაქის ცენტრალური რაიონები”, - აღნიშნა ხაბარელმა.

You might also like