You are on page 1of 1

ნიკა ივანიშვილიმა ვაზისუბნელებს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატად შოთა ხაბარელი წარუდგინა

"სახალხო დემოკრატების" ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა ივანიშვილიმა ვაზისუბნელებს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატად შოთა ხაბარელი წარუდგინა. "შოთა ხაბარელს, როგორც პიროვნებას და დიდ ქართველს წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ დღეს, მინდა, სიამაყით წარმოგიდგინოთ იგი, როგორც "სახალხო დემოკრატების" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი. შოთა ხაბარელი კენჭს ვაზისუბანში იყრის და ამ უბნის ინტერესებს დედაქალაქის საკრებულოში ყველაზე ღირსეულად დაიცავს. იგი სამართლიანი, პრინციპული, უშიშარი და შრომისმოყვარე ადამიანია. მან არაერთხელ ასახელა საქართველო და ვიცი, რომ ვაზისუბნელებსაც ასეთივე წარმატებით გასახელებთ", - განუცხადა ივანიშვილმა ვაზისუბნის მოსახლეობას. შოთა ხაბარელმა კი, თავის მხრივ დასძინა, რომ ის თავდაუზოგავად იბრძოლებს, რათა ვაზისუბანი ერთ-ერთი სამაგალითო და კეთილმოწყობილი რაიონი გახდეს. "ქალაქის განვითარებას პერსპექტივა ვერ ექნება, თუკი არ განვითარდა ისეთი რაიონები, როგორებიცაა ვაზისუბანი, მუხიანი, ვარკეთილი და სხვა. ქალაქის ხელმძღვანელობის მიდგომა პერიფერიების მიმართ უნდა შეიცვალოს. ვაზისუბანი ისეთივე ინტენსივობით უნდა ვითარდებოდეს, როგორც ქალაქის ცენტრალური რაიონები. მე პირობას ვდებ, რომ თქვენს ხმას საკრებულომდე მივიტან", - განაცხადა ხაბარელმა.

You might also like