You are on page 1of 1

ნიკა ივანიშვილი და თენგიზ სულაქველიძე დიღმის მასივში დევნილებს შეხვდნენ

დღეს, "სახალხო დემოკრატების" თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი და დიდუბის რაიონის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი თენგიზ სულაქველიძე, დიღმის მასივში, სპორტსმენთა საწვრთნელი ბაზის საერთო საცხოვრებელში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებს შეხვდნენ. ნიკა ივანიშვილი აფხაზეთიდან დევნილ 32 ოჯახს სოციალური პრობლემების გადაჭრას დაჰპირდა. ადგილობრივების განცხადებით, წყალ-კანალიზაციის პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია. ამასთან, რაც საწვრთნელი ბაზა რაგბის ფედერაციას გადაეცა, მათი მომავალი საცხოვრებლის ადგილსამყოფელი გაურკვეველია. იავანიშვილი დევნილებს დაჰპირდა, რომ მათ პრობლემებს ხელისუფლებამდე მიიტანს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კი ყველა პრობლემას თავად მოაგვარებს. "ჩვენ დავაგზავნით წერილებს თბილისის მერიასა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, რათა ამ ხალხს ყურადღება მიაქციონ. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კი, მათი ყველა პრობლემა მოგვარდება", - განაცხადა ივანიშვილმა.

You might also like