You are on page 1of 1

ნიკა ივანიშვილი: საქართველოში დღეს ყველაზე კორუმპირებული სფერო ბიზნესია

პოლიტიკური გაერთიანება “სახალხო დემოკრატების” ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი, პარტიის ნაძალადევის რაიონის კანდიდატთან, გაიოზ ჩარკვიანთან ერთად, ნაძალადევის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. როგორც დღეს გამართულ შეხვედრაზე ივანიშვილმა “ექსპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, მოსახლეობას სერიოზული პრობლემები აქვთ, საბანკო სფეროსთან და მიწისძვრით დაზიანებულ სახლებთან მიმართებაში. “მოსახლეობას განსაკუთრებით აწუხებთ ბანკების სესხების პრობლემა. ომის შემდეგ ფორს მაჟორულ სიტუაციაში არავინ გაითვალისწინა აღებულ სესხებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები, არც პროცენტი დაუკლიათ და არც არანაირი შეღავათი ყოფილა ასეთ სიტუაციაში მოსახლეობის მიმართ,”_ განაცხადა ნიკა ივანიშვილმა. თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, ყველაზე სფერო დღეს ბიზნესია, მათ შორისაა საბანკო სექტორიც. კორუმპირებული

“მინდა მივმართო საქართველოში არსებულ ყველა ბანკს,- რეალურად მიუდგენ პრობლემებს და მარტო თავისი ჯიბის გასქელებაზე ნუ ფიქრობენ. თუ ადამიანი გადამხდელუნარიანი ვერ იქნა, ვერც ბანკი ნახავს მოგებას. ამიტომ, მუვუწოდებ მათ, ხელი შეუწყონ საკუთარ კლიენტებს და ნუ ახჩობენ მოქალაქეებს, საკუთარი სარგებელის გამო,”_ აცხადებს ივანიშვილი. მისი თქმით, ბანკები დღეს, მხოლოდ ბანკში ჩადებული ქონების წართმევითა და გადაფორმებით არიან დაკავებული. ივანიშვილი საუბრისას მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, არც მერია და არც საკრებულო არაფერს აკეთებს ამ პრობლემის გადასაჭრელად. “ფასადის შეღებვის მაგივრად მერიამ სახლები უნდა გაამაგროს და განაახლოს მუნიციპალური ბინათმშენებლობის საკითხები,”_ აცხადებს თბილისის მერობის კანდიდატი.

You might also like