You are on page 1of 1

ნიკა ივანიშვილი ხელისუფლებას საბიუჯეტო თანხების

არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

პარტია "სახალხო დემოკრატების" ლიდერი ნიკა


ივანიშვილი ხელისუფლებას საბიუჯეტო თანხების
არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ
"ხელისუფლება ბიუჯეტს წინასაარჩევნო კამპანიისთვის
იყენებს". როგორც ივანიშვილმა დღეს გამართულ პრეს-
კონფერენციაზე განაცხადა, "სახეზეა პრიორიტეტების
აშკარა აღრევა და საბიუჯეტო ხარჯების გაწევის
თვალსაზრისით გარკვეული არათანმიმდევრულობა".
"ბიუჯეტი ხალხის კეთილდღეობისთვის და მისი
პრობლემების გადასაჭრელად არსებობს და არა ამა თუ იმ
მმართველი პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო თუ სხვა
პიარ-ამოცანების შესასრულებლად. ბიუჯეტი არასოდეს უნდა იქცეს პოლიტიკურ
იარაღად და პოლიტიკური ამოცანების მიღწევის ინსტუმენტად, რასაც დღეს აქვს
ადგილი სახელისუფლებო გუნდისა და თბილისის მერობის კანდიდატ გიგი
უგულავას მხრიდან. საბიუჯეტო პოლიტიკის ამოსავალ წერტილად სწორი
პრიორიტეტების განსაზღვრა და მისი ეფექტურობა უნდა იქცეს. ქვეყნისა და მათ
შორის დედაქალაქის არსებული შესაძლებლობები ბიუჯეტთან მიმართებაში
მაქსიმალურად ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული" – განაცხადა თბილისის
მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა. ამასთან, მან საზოგადოებას მინიმალური
პენსიის 100 დოლარიანი განაკვეთით განსაზღვრის შესახებ ხელისუფლების
დაპირება შეახსენა და აღნიშნა, რომ ეს პირობა კვლავ შეუსრულებელია. "ამ
ყველაფრის ნაცვლად თბილისის ბიუჯეტით მერიისა და საქალაქო სამსახურების
თანამშრომელთა საშტატო ერთეულების გაზრდა შეინიშნება. პრეზიდენტის მიერ
გამოცხადებული "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის პირობებში თბილისის მერია
და საკრებულო სახელისუფლებო ხარჯების შემცირების ნაცვლად, წინა წელთან
შედარებით, საშტატო ერთეულების რაოდენობას 410 კაცით ზრდის, ხოლო
საკუთარ სახელფასო ფონდს - 2008 წელთან შედარებით, 5,5 მილიონი ლარით", -
განაცხადა ივანიშვილმა, რომელიც მიმდინარე კვირას მედიის წარმომადგენლებს
იმ ადგილებში მიიწვევს, სადაც საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას აქვს
ადგილი და საზოგადოებას კონკრეტულ ფაქტებს გააცნობს.

You might also like