You are on page 1of 1

ნიკა ივანიშვილი ხელისუფლებას ბიუჯეტის პიარაქციებში გამოყენებაში ადანაშაულებს

"სახალხო დემოკრატების" თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი ხელისუფლებას ბიუჯეტის სხვადასხვა პიარაქციებში გამოყენებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ბიუჯეტი ხალხის სოციალური და ეკონომიური პრობლემების გადაწყვეტისთვის არსებობს და არა ამა თუ იმ მმართველი პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო თუ სხვადასხვა პიარამოცანების შესასრულებლად. ხელისუფლებამ ისიც ვერ უზრუნველყო, რომ მინიმალური პენსია საარსებო მინიმუმთან მაინც გაეთანაბრებინა, რაც შრომისუნარიანი ერთი მამაკაცისთვის სულ რაღაც 125 ლარს შეადგენს",აღნიშნა ივანიშვილმა. ამასთან, ივანიშვილის შეფასებით, სოციალური პრობლემების მოგვარების ნაცვლად თბილისის ბიუჯეტით მერიისა და საქალაქო სამსახურების თანამშრომელთა საშტატო ერთეულების გაზრდა ხდება. "პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული "ქამრების შემოჭერის" პირობებში თბილისის მერია და საკრებულო, წინა წელთან შედარებით, 410 კაცით ზრდის საშტატო რაოდენობას, ხოლო საკუთარ სახელფასო ფონდს 2008 წელთან შედარებით - 5 500 000

You might also like