You are on page 1of 1

სახალხო დემოკრატები თბილისის ბიუჯეტის უკანონო ხარჯვას აპროტესტებენ

“სახალხო დემოკრატების” ლიდერი ნიკა ივანიშვილი თბილისის ბიუჯეტის არამიზნობრივ და უკანონო ხარჯვას აპროტესტებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დემოკრატების” ლიდერები თბილისის შეიკრიბნენ და ბრიფინგი გამართეს. “სახალხო მერიასთან

როგორც ნიკა ივანიშვილმა აღნიშნა, ქალაქის ბიუჯეტის კანონდარღვევით ხარჯვა დაუშვებელია “ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეების დახმარების და ცხოვრების შემსუბუქების სურვილი თავისთავად კარგია, მაგრამ ჯერ ერთი, ეს მხოლოდ წინასაარჩევნოდ, საარჩევნო წლის განმავლობაში არ უნდა გვახსენდებოდეს და მეორეც, ასეთი სახის დახმარება ან საბიუჯეტო ხარჯების გაწევა არ შეიძლება განხორციელდეს კანონის მოთხოვნების დარღვევით”, – განაცხადა ივანიშვილმა. “სახალხო დემოკრატების” ლიდერმა ყურადღება გაამახვილა “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” ანგარიშზე და დასძინა, რომ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები იმის ტიპიური მაგალითია, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება საკუთარ რესურსებს და ბიუჯეტს წინასაარჩევნო პოლიტიკური მიზნებისთვის. მისი თქმით, მარტო თბილისის მერიაში მერიის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი სხვადასხვა მუხლებში გაზრდილია 60 მილიონი ლარით, ხოლო მერიის თანამშრომელთა რიცხვი ქამრების შემოჭერის პირობებში 410 კაცით გაიზარდა, რამაც სახელფასო ფონდის 5,5 მილიონო ლარით გაზრდა გამოიწვია. “სახალხო დემოკრატების” ლიდერმა თბილისის საკრებულოს მიერ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში თბილისის ბიუჯეტის ყოველთვიური ანგარიშის გამოქვეყნების აღდგენის შესახებაც ისაუბრა.

You might also like