You are on page 1of 2

ნიკა ივანიშვილი თბილისის მერიას ბიუჯეტის არამიზნობრივ

ხარჯვაში ადანაშაულებს

“სახალხო დემოკრატების” ლიდერი


და თბილისის მერობის ერთ-ერთი
კანდიდატი ნიკა ივანიშვილი
თბილისის მერიას ბიუჯეტის
არამიზნობრივ და უკანონო ხარჯვაში
კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.
ივანიშვილმა დღეს, მერიის
შენობასთან გამართულ ბრიფინგზე
ყურადღება გაამახვილა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშზე და დასძინა, რომ
ანგარიშში მოყვანილი ფაქტები იმის ტიპიური მაგალითია, თუ როგორ იყენებს
ხელისუფლება საკუთარ რესურსებს და ბიუჯეტს წინასაარჩევნო პოლიტიკური
მიზნებისათვის.
~მარტო თბილისის მერიაში, მერიის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი სხვადასხვა
მუხლებში გაზრდილია 60 მილიონი ლარით. თითქოს გასაკვირი უნდა იყოს,
მაგრამ არჩევნების წინ საგრძნობლად გაიზარდა თბილისის მერიის მუშა-
მოსამსახურეთა რიცხვი~, - განაცხადა მან.
~სახალხო დემოკრატების~ ლიდერის ცნობით, 2010 წელს, მარტო თბილისის
მერიის თანამშრომელთა რაოდენობა 410 კაცით გაიზარდა, რის გამოც
სახელფასო ფონდი 5.5 მილიონი ლარით განისაზღვრა. მისივე თქმით, ასევე,
გაზრდილია საქონლისა და მომსახურების შესაძენად გასაწევი ხარჯების
მოცულობა 34,2 მილიონი ლარით.
~ამგვარ მიდგომებს აქვს ადგილი რეგიონებთან მიმართებაშიც. კერძოდ,
მხარეების რწმუნებულთა აპარატებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა
თითქმის გაორმაგდა და 22 შტატით გაიზარდა. აღნიშნული საშტატო
ერთეულებისათვის 2010 წლის ბიუჯეტიდან 1 მილიონი 78 ათასი ლარია
გამოყოფილი~, - დასძინა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, ხელისუფლება გეგმაზომიერად ახორციელებს და
დაჟინებულად ზრდის ისეთი ღონისძიებების დაფინანსების ხარჯებს, რომლებიც
არასაარჩევნო წლებში არ ფინანსდებოდა.
~მაგალითად, წლევანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნებისათვის დედაქალაქის პენსიონერებს მედიკამენტების შესაძენად 25-
ლარიანი სამედიცინო ვაუჩერები მიეცემათ. მერია აღნიშნულ პროგრამას 4
მილიონი ლარით აფინანსებს. საყურადღებოა, რომ 2007 და 2009 წლებში, ანუ
იმ წლებში, როცა არჩევნები არ იყო, მერია ასეთ ხარჯებს არ აფინანსებდა. რა
არის ეს?! თუ არა საბიუჯეტო სახსრების და სახელისუფლებო რესურსის
წინასაარჩევნო მიზნებისათვის ბოროტად გამოყენება~, - აღნიშნავს მერობის
კანდიდატი.
“სახალხო დემოკრატების” ლიდერმა იმაზეც ისაუბრა, რომ 2009 წლის
ბოლომდე თბილისის საკრებულოს მიერ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის
საშუალებებში, მათ შორის, მაგალითად, გაზეთ `რეზონანსში~, ყოველთვიურად
ქვეყნდებოდა თბლისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, რითაც მეტ ნაკლებად
საჯარო და გამჭვირვალე იყო საბიუჯეტო პროცესი თბილისში.
~მაგრამ, როგორც კი გიგი უგულავამ და მთელმა სახელისუფლებო გუნდმა
თბილისში არაფორმალური წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, საბიუჯეტო
პროცესებს სქელი სუდარა გადააფარეს და ყველაფერი ისევ ხელმიუწვდომელი
და გაუმჭვირვალე გახდა. კატეგორიულად მოვითხოვ, თბილისის მერიამ და
საკრებულომ ხელი აიღონ თბილისის ბიუჯეტის არაგეგმაზომიერ ხარჯვასა და
წინასაარჩევნო პოლიტიკურ კარუსელზე. დაუყოვნებლივ, სასწრაფოდ უნდა
აღდგეს თბილისის საკრებულოს მიერ ხალხისათვის ყოველთვიური საჯარო
ანგარიშის ჩაბარების პრაქტიკა და თბილისის ბიუჯეტის ხარჯების შესახებ
ყოველთვიური ანგარიშების გამოქვეყნება პრესის ფურცლებზე”, – განაცხადა
ივანიშვილმა.

You might also like