You are on page 1of 1

ნიკა ივანიშვილმა ხელისუფლების მორიგი პროექტი გააკრიტიკა

“სახალხო დემოკრატების“ ლიდერმა და მერობის კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა ხელისუფლების მორიგი პროექტი გააკრიტიკა. როგორც ივანიშვილმა „მშვიდობის ხიდდთან“ გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადა, გარდა იმისა, რომ ახალი ხიდი არღვევს არქიტექტურულ ლანდშაფტს და ამახინჯებს სივრცეს, ზღუდავს ისეთ უნიკალური კულტურული ძეგლების აღქმის შესაძლებლობას როგორებიც არის სიონი და ანჩის ხატი. „გარდა ამისა, კვლავ გაუგებარია, რა თანხა დაიხარჯა ამ პროექტზე. ეს არის კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულება ხელისუფლების მაღალ ეშელონებში გამეფებული კორუფციისა. ამ ხიდის მშენებლობის ხარჯები არ არის გათვალისწინებული თბილისის ბიუჯეტში, არავინ იცის, რა ფული იხარჯება“, აცხადებს ივანიშვილი. რიყეზე "მშვიდობის ხიდის" კონსტრუქციის მტკვარზე გადების ღონისძიება გუშინ გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა.

You might also like