You are on page 1of 1

ნიკა ივანიშვილმა ორი ბიზნესპროექტი წარმოადგინა

თბილისის მერობის "სახალხო დემოკრატების" კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა ორი ბიზნესპროექტი წარმოადგინა. პროექტები ბიზნესის ხელშეწყობასა და საგადასახადო შეღავათებს შეეხება. "მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესის საკანონმდებლო დონეზე ურთიერთგამიჯვნა და მათთვის სხვადასხვა სახის დაბეგვრის რეჟიმების დადგენა უნდა მოხდეს. განსხვავებული უნდა იყოს მათთვის საბუღალტრო აღრიცხვის და სახელმწიფოსთან ანგარიშგების წესი და პრაქტიკაც", _ განაცხადა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. ამასთან, თბილისის მერობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი პროექტი წვრილი მეწარმეების ყველა სახის გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ მომენტამდე, სანამ ის მცირე მეწარმის კატეგორიაში არ გადავა. რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებულ ინიციატივას, ივანიშვილის პარტიის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, პენსიონერების ის ნაწილი, რომლებიც პენსიაზე გასვლის მიუხედავად შრომით საქმიანობას აგრძელებენ, საშემოსავლო გადასახადისაგან სრულიად უნდა გათავისუფლდნენ და მათ ხელფასი ყოველგვარი დაბეგვრის გარეშე უნდა მიიღონ.

You might also like