You are on page 1of 1

ნიკა ივანიშვილი ხელისუფლებას იპოდრომის ტერიტორიის გაჩეხვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

"სახალხო დემოკრატები" ხელისუფლებას იპოდრომის ტერიტორიის გაჩანაგებაში ადანაშაულებენ. როგორც "სახალხო დემოკრატების" ლიდერმა, თბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა დღეს იპოდრომზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყველაფრის მიტაცება-მისაკუთრების მანიით შეპყრობილმა რამდენიმე მოქალაქემ ტერიტორია საეჭვო გზებით დაისაკუთრა და მის განადგურებას ცდილობს. "აქ მცხოვრებლებთან და ყველა თბილისელთან ერთად, ჩვენი უნიათო მთავრობისგან და საარჩევნო პიარით დაკავებული მერისგან კატეგორიულად მოვითხოვ, შეწყდეს იპოდრომის გაჩანაგება, აღნიშნულ ტერიტორიაზე აიკრძალოს ყოველგვარი მშენებლობა და მოეწყოს პარკი გასართობი ზონებით", - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, უნდა გადაისინჯოს იპოდრომის გასხვისების საქმეც და თუკი მეპატრონეებს აღნიშნული ტერიტორია კანონიერად აქვთ შესყიდული, მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა აუნაზღაურდეთ ზარალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამასთან, ივანიშვილი ხელისუფლებას იპოდრომის ტერიტორიის გაჩეხვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტულ საპროტესტო აქციებს გეგმავს.

You might also like