You are on page 1of 1

ნიკა ივანიშვილი “მწვანეთა პარტიას” არჩევნებში მონაწილეობას “სახალხო დემოკრატების” სიით სთავაზობს

“სახალხო დემოკრატების” ლიდერი და თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიკა ივანიშვილი “მწვანეთა პარტიას” ადგილობრივ არჩევნებში სახალხო დემოკრატების პარტიული სიით მონაწილეობას სთავაზობს. “ჩვენ, როგოც ბლოკი, იურიდიულად ვერ ჩამოვყალიბდებით, მაგრამ მზად ვარ, დღესვე დავიწყო კონსულტაციები “მწვანეთა პარტიასთან”, არჩევნებზე გამოვიდეთ ერთიანი სიით და შევთანხმდეთ მაჟორიტარ კანდიდატებზე”, – განაცხადა ივანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, 30 მაისის არჩევნებში “მწვანეთა პარტიის” დაბლოკვა იყო ხელისუფლების დკვეთა, რომელიც კარგად შეასრულა ცესკო-მ და მიიღო ყოვლად დაუსბუთებელი და უარგუმენტო გადაწყვეტილება. თბილისის მეორბის კანდიდატი აღნიშნავს, რომ “მწვანეთა პარტია” წარმოადგენს ევროპული ტიპის პარტიას ეროვნული ღირებულებებით, რომელსაც აქვს მყარი საერთაშორისო კავშირები და ავტორიტეტი მსოფლიო მწვანეთა პარტიას შორის. ივანიშვილმა განაცხადა, რომ არჩევანი “მწვანეთა პარტიაზე” იმიტომ შეაჩერა, რომ “სახალხო დემოკრატებისათვის” აქტუალურია ეკოლოგიური საკითხები

You might also like